დაეწყობიან დღეები და გადიან გაღმა (მეორე თავი)
დაეწყობიან დღეებიი და გადიან გაღმა. მას შემდეგ სამი წელი გავიდა. ვცდილობ ავასრულო ჩემი ძმის დანაპირები და ბედნიერი ვარ რომ დედაჩემის სახეზე ისევ ვხედავ ღიმილს. მამაჩემის კომპანიას ვხელმძღვანელობ ნიკუშას დაღუპვის მერე, დაქალები და მისი ძმაკაცებიც ყველაფერში მეხმარებიან. -თაკო, არ მაინტერესებს შენი აზრი ნიკუშას ყოველთვის მხიარული მოსწონდი და ვერ იტანდა შენს მოღოშულ სახეს, ხოდა ეხლა ადგები ჩაიცვამ ყველაზე სექსუალურ კაბას და წავაკთ კლუბში, მეუბნება კოტე -კოტე, ვიცი,მაგრამ რთულია გესმის? -მესმის, ნუ გავიწყდება, რომ მეც დავკარგე ძმაკაცი, უარს არ მივიღებ, მეწყინება, თან სალოს დაბადების დღეა. -კარგი, შენი ხათრით. ყვითელი, ტანზე გამოყვანილი კაბა ჩავიცვი, ისეთი ნიკუშას რომ უყვარდა. ლამაზი კულონი ვუყიდე სალოს და კლუბის გზას დავადექი. ყველა გაოცებული იყო ჩემი გამოჩენით, ამდენი ხნის შემდეგ პირველად მხედავდნენ ასეთ ფორმაში. -სალო გილოცავ, არ დავიწყებ ზედმეტ ლაპარაკს, იცი რასაც გისურვებ, თვალი ჩავუკარი და ხომერიკს გადავხედე. -მადლობა ყიფიანის ქალიშვილო. -ეს რა კრასავჩიკაა, აქამდე ვის ემალებოდი გოგო? ეხლა გინდა მთელი კლუბის ბიჭები მაცემინო? იცინის და ისე მეუბნება გაბრიელი. -კარგი გაბრიელ რა, შენ ისევ ისეთი მასხარა ხარ არ იცვლები რა, ჩემი გოგოები სად არიან? -კუთხეში მაგიდასთან არიან. ვიხედები აქეთ-იქით და გოგოებს ვპოულობ, თან ვხვდები როგორ მომნატრებია ასეთი სიტუაცია,ხოდა მეც გადავწყვიტე რომ ვიყო ისეთი, როგორიც ნიკუშას ვუყვარდი. -ჩემიი გოგოებიი, აბა ხო ვსვავთ ბოლომდე? -ეს ვინ ამბობს ამას თაკო? (ნინა) -მომესმა? (ნიტა) -კარგით რაიყოთ ვახ, ძლივს ხო ხედავ დაგიბრუნდით და სანამ რამე მიმიქარავს მარტოს.. -კარგი, კარგი. უცებ დამეთანხმნენ აჟუტურებული გოგოები. ოფიციანტ, გაჰყვირის ნიტა. -სამი ტეკილა მოგვიტანეთ. -კარგით. ნახევარი საათიც არ იყო გასული და უკვე სასმლის ზემოქმედებას ვგრძნობდი, ახლა ყველაზე მეტად ცეკვა მინდოდა, მაგრამ ყველა ისეთი გალეწილი მთვრალი იყო ენას პირშვი ვერ ატრიალებდნენ და მე ვინ მეცეკვებოდა. მარტოს მომიწია ცეკვა, ამიტომ შუა ნაწილში დავდექი და დავიწყე ჩემთვის ცეკვა, ამ დროს ყველაფერი მავიწყდებოდა და ფიქრებში ვვარდებოდი ყოველთვის, ახლაც ასე მოხდა. ნიკუშას დაბადების დღე იყო, სიურპრიზი,რომ მოვუწყე და კლუბში ჩვენი მეგობრები დავახვედრე, მერე სცენაზე ავედი და DJ-ს როლი მოვირგე. კლუბში მოსული ხალხი კინაღამ უკან გაბრუნდა, ისე უნიჭოდ ვუკრავდი. ბიჭები გაიგლიჯნენ სიცილით, გოგოებმა კი მე ჩამომიყვანეს სცენიდან. ახლაც მომინდა ასეთი სიგიჟის ჩადენა, ამიტომ სცენას მივუახლოვდი და DJ-ს დავუწყე თვალების ციმციმი. ყურადღებაც კი არ მოუქცევია, ისე იყო გართული,რომ ჩემი უცნობოს ძახილიც არ ესმოდა, ხოდა მეც პირდაპირ მივედი მასთან, მოვხსენი ყურსასმენები და გავაგრძელე მისი საქმე, ოღონდ ამჯერად წინა ცდასთან შედარებით უფრო დახვეწილად. გაოცებული იყო ჯერ ვერ ხვდებოდა რას ვაკეთებდი, ბოლოს გადაიხარხარა და ყურში ჩამძახა: -მთლად უნიჭოც არ ხარ, მაგრამ დახვეწა გესაჭიროება. -შენ მაინც გაჯობებ, დავემუქრე და სიცილი ძლივს შევიკავე, მერე თვითონაც მომეხმარა და ასე, რაღაც ერთდ შევქმენით და ავაცეკვეთ ხალხი. ბოლოს უცნობს მივუბრუნდი და ვუთხარი -შენც არაგიშავს თქო. მაჩუქა თავისი ჰოლივუდის ღიმილი და ხელი გამომიწოდა -ვინოცბდეთ ერთმანეთს, მე მალხაზი, თან სიცილს ვერ იკავებდა, მიხვდი რომ მამასხარავებდა. -სასიამოვნოა მე ელიკო. გოგოები თურმე ვიდეოებს იღებდნენ, ბიჭბი კი დამცინოდნენ, ძმის ალიკვალიაო. ვერცერთმა ვეღარ შევიკავეთ სიცილი და ბოლოს ორივემ ვუთხარით ერთმანეთს ნადვილი სახელები. -დაჩი დანელია. -თაკო ყიფიანი. მეორე დღეს საშინელ ნაბახუსევზე ვიყავი, სულ გავგიჟდი ამხელა გოგო ვარ და ისევ ვლოთობ, თავი თინეიჯერი მგონია, კიდევ ვერ გამოვედი ამ მატრაკვეცა გოგოს ასაკიდან. კომპანიაში არ ვიყავი დღეს წასასვლელი, მაკოც დაქალებთან იყო გასული, ხოდა მეც გოგოებს დავურეკე და ამოვიყვანე ჩემთან. ზუსტად ვიცი არც ისინი იქნებიან კარგ დღეში. ნინა და ნიტა როგორც კი შემოლაგდნენ სახლში ეგრევე გუშინდელზე დაიწყეს დაცინვა, თან ყავას მიირთმევდნენ. -არა, გადარეული რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ ასეთიც არ მეგონე. (ნიტა) -რამ გადაგრია გუშინ გაფიცებ? (ნინა) გულიანად გამეცინა გუშინდელის გახსენებაზე და გოგოებს მივუბრუნდი. -ძველ ცხოვრებას ვუბრუნდები, დანაკარგით, მართალია, მაგრამ რაც არის არის, წარსულს ვერ დავაბრუნებ უკან და ნიკუშასაც არ მოეწონებოდა ჩემი ქცევა,არც ისეთი მოვეწონებოდი როგორიც აქამდე ვიყავი, ხოდა დაგიბრუნდათ ძველი თაკო და ეგარის. ისე ჩამეხუტნენ, რომ სავარძელმა უკან სვლა დაიწყო და ასე ავღმოჩნდით სავარძლის ქვეშ ჩვენ და სავარძელი ჩვენს ზემოდან. ვიღაცების სიცილიც შემომესმა მაგრამ არ შევიმჩნიე, როგორც კი გავსწორდით ბიჭები დავინახე ერთმანეთზე დაწყობილები, მუცლები რო ხელით ეჭირათ. -რას ხედავთ სასაცილოს? შეუბღვირა ნიტამ, თან მიშიკოს გახედა და სირცხვილისგან სად წასულიყო აღარ იცოდა. -არაფერს კაცო, რაარი სასაცილო,სავარძელი გადევთ ზემოდან. ყველამ გლულიანად გავიცინეთ როცა მივხვდით თუ რა სანახავები ვიქნებოდით. -კი მაგრამ აქ როგორ შემოხვედით? კარი ჩავკეტე და.. -ხოდები ვიცით ჩვენ საყვარელო (მიშიკო) -ხო აბა, თქვენნაირი მოუხერხებლები არ ვართ (კოტე) -გამასწარით! ესეც მეორე თავი, ველოდები თქვენს შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.