დაეწყობიან დღეები და გადიან გაღმა (პირველი თავი)
ასე... უბრალოდ, რაღაც უნდა შეცვალო, ძველებურად აღარ გაგრძელდეს. ხანდახან დგება მომენტი როცა ყველაფერზე უარის თქმა გიწევს გარკვეული მიზეზების გამო, ამიტომ საჭიროა წახვიდე სამუდამოდ ან დროებით. ხშირადაა როცა მთელი არსებით გიყვარს და ოცნების კოშკებს აგებ, მაგრამ ყველაფერი მარადიული ვერ იქნებაო ამბობენ და მეც ვიწამე. 1 მაისი იყო, საშინლად წვიმდა, თითქოს დედამიწა რაღაც ცუდს გვიმზადებდაო. მაშინ დავკარგე ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, ნიკა. დღემდე ვერ მომინელებია ის განცდილი ტკივილი და დღემდე მღრღნის. ამბობენ ღმერთი ისეთ განსაცდელს არ მოგივლენს რასაც ვერ გაუძლებო. ნაწილობრივ მართალიცაა, ჩვეულებრივ წამოდგები ფეხზე, გააგრძელებ ცხოვრებას მაგრამ ისე ვერა როგორც ადრე, ვეღარ იქნები ისეთი მხიარული და დროსაც ვერ დააბრუნებ უკან. რჩება მხოლოდ მოგონებები, რომლებიც არ იკარგება და შენც ცდილობ არასოდეს ამოიშალოს შენი გონებიდან. *** -ნიკუშააა გაიღვიძე გვაგვიანდება ნინეს და გიოს ქორწილში. -აუუ თაკო დამანებე თავი მეძინება. -ნიკა ადექი დროზე თორე გადაგასხი ყინულიანი წყალი. ხოიცი ეწყინებათ რო დავაგვიანოთ, მეჯვარე ხარ ადამიანო ბოლოსდაბოლოს. -ყინულიანი წყალი? მეჯვარე? ვაიმე ჩქარა ტანსაცმელი. -მოხვედი გონზე? რო ჩაწექი გუშინ სასმელში რაიყო ეგ, ბოლო დღეა ჩემი ძმაკაცის თავისუფლად ყოფნისო, რო გაეფინე ნინეს ფეხქვეშ ხო იქნებოდი ღირსი. სკამზეა შენი ტანსაცმელი გაემზადე და გავდივართ. -ჩემი სიკვდილი რეები მილაპარაკია, გადაიხარხარა თან და სააბაზანოში შევიდა. ნახევარ საათში მზად იყო და მანქანის გასაღებს ეძებდა. ყოველთვის ასე ხდება, ხან სად აგდებს, ხან სად და ბოლოს იხსენებს რომ ან მანქანაში დატოვა ან კიდევ საწოლთან უგდია. როგორ ჰყავს ჩემს ძმას მანქანა დღემდე არ ვიცი. -მაკაა, წავედით ჩვენ და არ ინერვიულო, სახსალამათს დავაბრუნებ ამ ბიჭს, მაგრამ საღგონებაზე თქო ვერ შეგპირდები. -მჯერა შენი ხო იცი, უარესი ხარ ძმაზე შენ! -კარგი მაკოო რა მოგივიდა, წავედით მოკლედ და გავერთობით რა. -ტვინი გამოგეცალათ ტვინი! ასე საყვარლად იცის დედამ ჩხუბი და ბოლოს ჩახუტებით ამთავრებს ხოლმე. ბევრი რომ არ ვილაპარაკო ქორწილი იყო საოცარი, ტრადიციულადაც არ გადაიხადეს. ხელი მოაწერეს და კლუბი დახურეს, დაპატიჟეს მხოლოდ ახალგაზრდები, მოტეხეს მშობლები და სანათესაოები. ასეთი არაორდინალური მეგობრები გვყავს. ერთ წუთში შეგვიძლია თბილისიდან კოჯორში აღმოვჩნდეთ, ან სადაც მოვიდომებთ, მთავარია ვთქვათ. ასე აღმოჩნდნენ ნინე და გიორგიც პარიზის მაგიერ მუცოში. თითქოს ბედნიერი დღე ჩანდა, მაგრამ ბედნიერებას უბედურება მოსდევსო ასეა ნათქვამი. წყვილი მუცოში წავიდა, პარიზში რაგვინდა მერამდენედ წავიდეთო, ჩვენ კი სახლში ვბრუნდებოდით, ნიკაც ფხიზელი იყო და მეც. ეს იყო პირველი შემთხვევა. -მიდი თაკო მუსიკას აუწიე და ვიგიჟოთ ცოტა. -რას აპირებ ნიკუშ? -ოოოო საიდუმლოა. ვერასკენ მიმავალი გზის მაგიერ რუსთავის გზას დაადგა. -მითხარი ხომ გიყვარს სიჩქარე და რბოლა? -აუ ნიკუშ ეხლა არ მითხრა რბოლაზე გავდივარო? -მიხვედრილი ქალბატონი მყავს მე, თავს იქნევდა და თან იღრიჭებოდა. -აუუ რა მაგარი ტიპი ხარ, ვგიჟდები შენზე, მეც ხო დამსვავ? -ამ ერთხელ კი. მივედით თუ არა რუსთავში მაშინვე გამოელაპარაკა რამდენიმე ადამიანს და ტრასაზე დადგა, ჩვენი თეთრი მუსტანგი შავის წინააღმდეგ იყო. რამდენიმე მეტრი იყო ფინიშის ხაზამდე დარჩენილი რომ საბედისწეროდ ამოტრიალდა მანქანა ჰაერში. ნამსხვრევებად იყო ქცეული. იმ დღის შემდე შემზიზღდა რბოლა და სიჩქარე. წამართვა ერთადერთი ძმა, ერთადერთი სიყვარული და მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ადამიანი. იმ დღის მერე შევიცვალე მეც ტკივილი რომელიც დამრჩა და ვერ ვინელებ. ეხლაც თვალწინ მიდგას დედაჩემის ცრემლიანი თვალები და გაწეწილი თმები. ბოლოს კი ოპერაციამდე ნიკუშას ნათქვამი სიტყვები: მე არ მჭირდება დრო, მე ვიქნები შენთან ყველა ბრძოლაში, შენი ფეხის ხმა მზესავით ამოდის ჩემი სახლის კიბეზე. იცოდე მიყვარხარ და მე აღვსდგები მვდრეთით, დედას მიხედე თაკო, ვიცი ეს ბოლო ჩემი სიტყვებია, იყავი ძლიერი. ეს თქვა და თავლებიც დახუჭა, მისი გულის ცემა ჯერ შენელდა შემდეგ კი შეწყდა. მერე იყო ძმაკაცების გაგიჟებული სახეები, დედაჩემის სასოწარკვეთილი ხმა. მერე დაკრძალვა და გაუფასურებული დღეები. დავბრუნდი ახალი ისტორიით, გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.