შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ძალა (1 თავი)


18-02-2016, 20:24
ავტორი Lonelygirl
ნანახია 2 482

საოცრებაა დილას მზის ნათელი და თბილი სხივი რომ გაგაღვიძებს. რა ჯობია მზიანსა და თბილ დღეს. თითქოს კარგის მომასწავებელია და დღის საუკეთესო დასაწყისი, რომელიც პოზიტივისკენ გიბიძგებს. სწორედ ასე მაგიურად გამომაფხიზლა დილას მზის სხივებმა და სხვა დღეებისგან განსხვავებით იმდენად არ გამჭირვებია ადგომა. სწრაფად წამოვხტი და მზადება დავიწყე რომ სკოლაში არ დამეგვიანა. საოცრად მხიარული ვიყავი მაგრამ არ ვიცი რა მიხაროდა, თითქოს ვგრძნობდი რომ ამ დღეს რაღაც ახალი მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მალე მოვემზადე და სახლიდან გავედი. საოცარი დილა იყო. გაზაფხულის ულამაზესი დილა, ირგვლივ იების სურნელი ტრიალებდა და თითქოს გაზაფხულის მოსვლას გვატყობინებდა. ეზოდან გავედი გარეთ და ტაქსში ჩავჯექი. მანქანა ნელა მიდიოდა, თითქოს მაცდიდა ქუჩების სილამაზით დავმტკბარიყავი და მზის სხივებთან მეთამაშა. ამ საოცარი ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა. შეტყობინება იყო უცხო ნომრიდან: „დილამშვიდობის ანგელოზო!“ გამიკვირდა, ასე არავინ მომმართავდა, ვიფიქრე ნომერი შეეშალათმეთქი და პასუხი არ დავუბრუნე, თუმცა ძალიან მომინდა ასე ვინმეს ჩემთვის მოემართა. ასეთი სითბოთი და სიყვარულით და კვლავ ფიქრებში წავედი. 17 წლის ვიყავი და შეყვარებული დღემდე არ მყოლია. არ ვწუწუნებ ეს ჩემი ბრალია, რადგან ყოველთვის ყველას თავიდან ვიშორებდი, ჯერ პატარა ვარ უნდა ვისწავლო მეთქი, თუმცა ყოველთვის მინდოდა გვერდით ადამიანი, რომელსაც ვეყვარებოდი, მეც მეყვარებოდა და ბოლომდე ვენდობოდი. ასეთი ადამიანი კი ჯერ ვერ ვიპოვე, მგონი იმ გოგონების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც ფიქრობს რომ „ყველა ბიჭი ერთნაირია“. ამ ფიქრებში გართულმა ნაცნობი სილუეტები შევნიშნე და მივხვდი რომ დანიშნულების ადგილს მივაღწიე. მძღოლს გადავუხადე და გადავედი. სანამ სკოლაში შევიდოდი ანუკი დავინახე შესასვლელთან იდგა და მისკენ წავედი. ანუკი ჩემი საუკეთესო მეგობარია, სულ ერთად ვართ ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და დებივით ვართ.
-პრივეტ მარიამ, სად ხარ ამდენხანს, მთელი დილაა გელოდები,- დამეტაკა ანუკი
-მაპატიე დამაგვიანდა, ტაქსით მოვედი და მოსეირნობდა, აქამდე ფეხითაც მოვიდოდი,-თავის გამართლება ვცადე, მაგრამ სინამდვილეში ვერც კი გავიგე ფიქრებში გართული ისე სწრაფად მივუახლოვდით სკოლას.
-კარგი, არაუშავს, შევიდეთ თორემ დაგვაგვიანდება, ისედაც იშვიათად მოვდივართ სკოლაში და ახლაც ვიგვიანებთ,- ირონიულად ჩაიცინა ანუკიმ. მეც გამეცინა და სკოლაში შევედით.
ანუკი მართალი იყო, სკოლაში მართლა იშვიათად მივდიოდით, რადგან მე-12 კლასელები ვართ, მალე სკოლას ვამთავრებთ და ძირითადად კერძო მასწავლებლებთან დავდივართ. სკოლაში მხოლოდ საკონტროლოს დასაწერად თუ მივდივართ.
კლასში შევედით და გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო. მასწავლებელი ტესტეს არიგებდა. სწრაფად, უხმაუროდ დავსხედით თავისუფალ ადგილას და წერა დავიწყეთ. ჯერ დასრულებული არ მქონდა ტესტი რომ შეტყობინება მომივიდა. ჩუმად ამოვიღე ტელეფონი და კვლავ ის უცხო ნომერი: „გაიღვიძე ძილისგუდა, გათენდა“. რომ წავიკითხე ჩუმად ჩამეცინა. ანუკი მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა, მას ხომ ვერაფერს გამოაპარებ და მაშინვე ტელეფონში ჩამიძვრა. წაიკითხა და მიბრძანა პასუხი დამებრუნებინა. ის ყოველთვის მეჩხუბებოდა როცა ბიჭებს თავიდა ვიცილებდი. შეყვარებული ყავს, ბედნიერია და ჩემთვისაც უნდა იგივე. მე რა თქმა უნდა თავი გავიქნიე უარის ნიშნად და წერა გავაგრძელე. ანუკიმ ტელეფონი ამაცალა და თვითონ მიწერა:“საერთოდაც მე არ მძინავს სკოლაში ვარ და შენ ვინ ხარ?“ რომ დავინახე გავცოფდი მაგრამ უკვე გვიან იყო. დავუღრინე და ტელეფონი გამოვგლიჯე. ამასობაში ახალი შეტყობინებაც მოვიდა: „გიორგი ვარ, ჩემო ანგელოზო“. უკვე მაღიზიანებდა, არავინ გიორგის არ ვიცნობდი. ამიტომ, რა თქმა უნდა პასუხი არ დავუბრუნე და ანუკის დაჟინებული მზერის მიუხედავად ტელეფონი ჯიბეში შევინახე. გაკვეთილი მალე დამთავრდა და გარეთ გამოვედით.
-არ გაბედო და არაფერი არ მითხრა,-დავასწარი თქმა ანუკის და თან შევუღრინე.
-დებილი ხარ? იქნებ ვინ არის, მაღალი, სიმპატიური ბიჭი, ლამაზი პატარა ცხვირით... - ოცნებებში გადაეშვა,-კარგიი რა მიწერე მიდი.
-არ მაინტერესებს, ალბათ ვინმე მეხუმრება,-ვუთხარი და თან გასასვლელისკენ წავედით. ინგლისური გვქონდა 1 საათში და ფეხით გადავწყვიტეთ წასვლა. კარებიდან როგორც კი გამოვედით უცნაური მზერა შევნიშნე, ვიღაც ბიჭი მოგვჩერებოდა. ანუკის ვუთხარი ნახე იმ ტიპს მოეწონეთქო და ორივე ავხარხარდით. ამასობაში ის „ტიპი“ უკან ჩამოვიტოვეთ და ხმა მომესმა:-ანგელოზო! - მომმართა ვიღაცამ უკნიდან. ჩემს გარდა იქ კიდევ ბევრი იყო მაგრამ დაწრმუნებული ვიყავი რომ მე მეძახდა და სასწრაფოდ მივიხედე. ის ტიპი იყო, ვითომ ანუკის რომ უყურებდა და თურმე მე ვიყავი სამიზნე. ამ ყველაფრის გააზრებაც ვერ მოვასწარი რომ მომიახლოვდა.



№1 სტუმარი Fuck normality

Momewonaaa warmatebebi da didi tavebiii❤❤❤

 


№2  offline წევრი Lonelygirl

Fuck normality
Momewonaaa warmatebebi da didi tavebiii❤❤❤

დიდი მადლობა. ჩემთვის ბევრს ნიშნავს რომ მოგწონთ :) მალე დავდებ ახალ თავს გპირდები :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent