შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი.[5]


19-02-2016, 02:13
ავტორი Nina))
ნანახია 6 471

-არ მჯერა,ნუთუ მას თითქმის ვაკოცე? -შოკირებული იჯდა საწოლის კიდეში და ერთ წერტილს მისჩერებოდა
-ნუ დაპანიკდი ისეთი არაფერი მომხდარა,არა რომ არ ვთქვა არ გამომივა ჩემებურად,კი მაგრამ რატომ არ აკოცე!? - გამჭოლი მზერა ესროლა დაქალს
-მეხუმრები არა?! ის ჩემი უფროსია! მე არ მაქვს უფლება! - იუარა გოგონამ
-არ გაქვს უფლება? მაშინ რატომ შეუვარდი დილის შვიდზე ნომერში და რატომ მიეცი ამდენის უფლება!? -ტუქსავდა ელა,მაგრამ არა იმისთვის რომ ამდენის უფლება მისცა,არამედ იმისთვის რომ არ აკოცა!
-დაბნეული ვიყავი...ალბათ იმის ბრალია რომ მამაკაცთან ურთიერთობა თითქმის არ მქონია
-თუმცა არაერთი კაცი გინახავს! - მაინც არ ეშვებოდა შემოჩენილივით გოგონა
-ელა,რა გინდა?
-მინდა რომ აღიარო
-რა ვაღიარო? - დაიბნა მარია
-რომ მოგწონს!
-ლუკა?
-დიახ,ლუკა.
-მომწონს,მაგრამ ჩემზე უკეთ შენ იცი რომ არ ვართ ერთმანეთისთვის,ელა,განსხვავებულები ვართ,ის ქარაფშუტაა,მე კი უფრო სერიოზული მამაკაცი მჭირდება გვერდით,ის მდიდარია,სასახელო,მე...მე კი ღარიბი ოჯახიდან ვარ,ელა,ყოველთვის რაღაც ლაქა ჰქონდა ჩვენს ცხოვრებას და მე და დედა ყოველთვის ვცდილობდით ამის ჩამოშორებას,მაგრამ ტალივითაა,ელა,ჩვენ არ ძალგვიძს მისი მოცილება,ეს უბრალოდ ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,არა,ნამდვილად არ მრცხვენია და არ მეთაკილება რომ მსგავსი ოჯახიდან ვარ პირიქით ვამაყობ კიდევაც რომ დედაჩემმა ამდენი შეძლო და ჩემთვის ამდენი გააკეთა,მაგრამ არ გიფიქრია როგორ მიიღებენ ამ ყველაფერს მისი მშობლები,როდესაც გაიგებენ?- გულნატკენმა ამოილუღლუღა მარიამ
-მარია,ყველაფერს ართულებ,რა სინდისით შეგიძლია თქვა რომ ლუკა ქარაფშუტაა და არ არის სერიოზული მამაკაცი,მან რამდენჯერ დაგიცვა,რამდენჯერ გადაგარჩინა
-იცი რას მეძახის? სექსუალურ ქერას.- გაბრაზებულმა ამოიბუტბუტა,ელას კი გემრიელად გაეცინა - რა გაცინებს? - შეუბდღვირა დაქალს
-ბავშვი ხარ,მარია,მიუხედავად იმისა რომ ცხრამეტი წლის ხარ ფლირტის არაფერი გაგეგება,ზუსტად ლუკასნაირი მამაკაცი გჭირდება გვერდით
-გული მეტკინება,ელა,ვგრძნობ
-არა,შენ ახლა მხოლოდ ლუკას გრძნობ! და მისი დაკარგვის უფრო გეშინია,ვიდრე გულისტკენის!-ეცადა გამოეტეხა ბოლომდე დაქალი
-ასეა,ელა,მაგრამ.
-არანაირი მაგრამ,მარია,მიეცი ლუკას იმის უფლება რომ დაგიცვას,რომ თავი ქალად გაგრძნობინოს,მიპასუხე,როდესმე მსგავსი რამ გიგრძვნია,გიგრძვნია ის გრძნობა,რომელიც მასთან ყოფნისას გეუფლება?
-არა,მაშინ,როდესაც ლუკამ სექსუალური ქერა დამიძახა,მაშინ ისეთმა გრძობამ გაიღვიძა ჩემში,რომელიც არასდროს მიგრძვნია,თითქოს ღრმად იყო ჩემს ქვეცნობიერსა და ორგანიზმში ჩაფლული და მან ხელი გაუწოდა ზევით ამოსაჩოჩებლად
-აი,იცი ამ გრძნობას რა ჰქვია?..-მიხვდა მარია საითაც წავიდოდა დიალოგი და ახლა რეალურად არ სურდა ამ ყველაფრის გაგება,ისედაც ზედმეტი იგრძნო,ისედაც გადაიტვირთა ემოციებით
-არ მინდა ვიცოდე,მირჩევნია ლუკასგან რამდენიმე პერიოდი შორს ვიყო..-ამოიბუტბუტა საკუთარ თავში არ დაჯერებულმა გოგონამ და პირსახოცს დაავლო ხელი
-არ გინდა აღიარო,თორემ ეს მისი დანახვს შემდეგ იცი..-დააწია გზად სიტყვები და სამარის მსგავსად დადუმდა გოგონა...


-დედი..-ტკბილი და მონატრებული ხმით ჩასძახა თიას ტელეფონში
-როგორ მანევიულე წუხელ,კარგად იყავი? რატომ გქონდა ტელეფონი გათიშული?
-დავიღალე დე,ცოტათი და ისე ჩამძინებია,რომ ვერც გავიაზრე,ელემენტიც დამჯდარა-იცრუა და გული შეეკუმშა,სძულს,როდესაც ვინმეს,განსაკუთრებით კი დედას ატყუებს
-მეორედ შეამოწმე ხოლმე კარგი? იცოდე თბილისში ერთი ბებერი,ნაოჭებ შეპარული ქალი გელოდება,რომელსაც მთელ სიცოცხლედ უღირხარ-დედის თბილ სიტყვებზე კიდევ უფრო გაუღრმავდა მონატრების შეგრძნება და კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ამ გრძნობამ ფესვები მის ორგანიზმში
-აუცილებლად,დე,გპირდები აღარ განერვიულებ
-მარია,მინდოდა მამაშენზე მესაუბრა შენთან,მართალია ტელეფონით სასაუბრო არ არის,მაგრამ სანამ შენ ჩამოხვალ მანამ ალბათ ჭკუიდან შევიშლები- გოგონა მამუკას ხსენებაზე ანერვიულდა
-რამე მოხდა,დე,გამოჩნდა? გაწყენინა? გეფიცები არ დავინდობ თუ შენს ცხოვრებაში გამოჩნდა
-არა,დედიკო,მეორედ მაგაზე არ იფიქრო,მან როდესც მიმატოვა ა იცოდა რომ ფეხმძიმედ ვიყავი-გოგონამ ერთი ამოიხრა
-აბა რა მოხდა?
-მინდა შენი მოსაზრება გავიგო,იქნებ მისი ნახვა გინდა,იქნებ გინდა მოძებნო და ყველა კითხვაზე პასუხი გაიგო?
-არა,დე,მსგავსი არაფერი მინდა,მინდა უბრალოდ ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდე ამ კაცისგან,მინდა ბედნიერი იყო დე..
-დე,გაგიგებ,ყველა შენს აზრს გაგებიანად მოვეკიდები,უბრალოდ შემატყობინე,როდესაც აზრს შეიცვლი,ყოველთვის დაგიჭერ მხარს.-გაამხნევა ქალიშვილი,გოგონამ იგრძნო როგორ გაუღრმავდა მისდამი პატივისცემა და სიყვარული და სიამაყით აივსო რომ ეს ქალი დედამისი იყო,ეს ძლიერი ქალი,რომელმაც ყველა დაბრკოლებას გაუძლო მისთვის,ყველა დამცირებას,ახლაც კი მყარად და ძლიერად დგას და მას მამის ნახვისკენ უბიძგებს,მართალია ძალიან უნდა მამის ნახვა,მაგრამ არ უნდა რაიმეში შეცდეს და აწ შეხორცებული იარები კვლავ გადაუხსნას დედას და ამით ზიანი და ტკივილი მიაყენოს
-არა,დე,დამშვიდდი,მსგავსი არაფერია,მიყვარხარ.
-წარმატებულ დღეს გისურვებ
-შენც ასევე,დედიკო...-ტელეფონი გაუთიშა და ფიქრს მიეცა,მართლაც რომ წარმატებით დაიწყო დღე,აბა ლუკათი დღის დაწყება წარუმატებელი როგორ შეიძლება ყოფილიყო?! დღითიდღე უფრო ახალ და ახალ შეგრძნებებს სწავლობდა გოგონა მამაკაცისგან და იცოდა მისგან თავის შორს დაჭერა ძალიან გაუჭირდებოდა,მაგრამ აგრეთვე იცოდა რომ არ შეიძლებოდა ასე..
მთელი დღე გაურბოდა მამაკაცს,მთელი დღე ცდილობდა დაკავებული ყოფილიყო და არსად გადაყროდა ლუკას,რაც აშკარად გამოსდიოდა,მაგრამ როდესაც უფალი ზევიდან შენს ცხოვრებას დაწერს,შენ უკვე აღარ ძალგიძს მისი გადასწორება,ბედისწერა იყო მათი კვლავ შეხვედრა,არ ვიცი,მე სხვას ვერაფერს ვარქმევ თუ არა ბედს.ორი სრულიად განსხვავებულია დამიანი,დღისა და ღამის მსგავსად,მთვარისა და მზის მსგავსად რადიკალურად განსხვავებულები იმდენად კარგად და საუცხოოდ ერწმოდნენ ერთმანეთს,რომ შეგშურდებოდათ,განა ყველა განსხვავებულ ადამიანს ძალუძს ასე საუცხოოდ ურთიერთობის აწყობა? ასე რომანტიკულად და თან უხეშად...მარია როგორც იქნა სამუშაო დღეს მორჩა,ელა კი ჯერ კიდევ მუშაობდა,რამდენიმე დამატებითი საქმე დაავალეს,ამიტომ მარიამ იფიქრა ნომერში ავალ,გადავივლებ სანამ ელა მოვაო და ასეც მოიქცა,გაგრილება არ აწყენდა,აგვისტოს ცხელი დღე იყო,მზე მცხუნვარედ ანათებდა და თავის სხივებს ყველას უნაწილებდა,უნდოდათ ეს თუ არა,ზოგი ჩრდილში იჯდა და ცდილობდა მცხუნვარე მზის სხივეისგან თავდაცვას,ზოგი არხენად წამოწოლილიყო შეზლონგზე და გაბედულად ცდილობდნენ ყველა სხივი თავიანთკენ მიეზიდათ,რათა ცოტათი მაინც შეეცვალად კანისთვის ფერი,გოგონა არხეინად მიაბიჯებდა კოლიდორში,როდესაც უეცრად ერთი კარი გაიღო და მომენტალურად ააკრენ კედელს,ერთი წამოიკივლა,მაგრამ როდესაც მამაკაცის თვალებს გადააწყდა დადუმდა
-არ უნდა გაქცეულიყავი,სექსუალურო ქერავ..-საფირმო ფრაზა რომ არ გამოეყენებინა ლუკას მარიას გულიც დაწყდებოდა
-არ გინდა,ლუკა...-შეეცადა მამაკაცი გაეჩერებინა,ამიტომ გაიბრძოლა,მაგრამ უშედეგოდ,დაკუნთული სხეულის ოდნავი ძვრაც ვერ მოახერხა
-რატომ,მარია,შენი პირით გავიგონე ამ დილით ის სიტყვები
-სიცრუე იყო
-შენი სხეული რომ ასე არ რეაგირებდეს ჩემს შეხებაზე,მართლა ვიფიქრებდი რომ სიცრუე იყო,მაგრამ შენ ჩემზე უკეთ იცი,მარია..-მომაჯადოებელი ხმით საუბრობდა ლუკა
-არ გინდა,გთხოვ..-შეევედრა გოგონა,ლუკამაც ნელ-ნელა ხელი უშვა,მაგრამ როგორც დილით მისმა სხეულმაც ახლა მოახდინა სწრაფი რეაგირება და გაშვებული სხეული კვლავ უკან დაიბრუნა
-ნუ მთხოვ იმას რისი თხოვნაც რეალურად არ გინდა,მარია..
-მე იმას გთხოვ რასაც გონება მკარნახობს
-ერთხელ მაინც უსმინე გულს.. -გოგონას აღარაფერი უპასუხნია,ან იქნებ არც ჰქონდა კი პასხუი,მაგრამ ფაქტი იყო,ეს მამაკაცი მასზე სხვანაირ ზეგავლენას ახდენდა,ისეთს რაც არავის გაუკეთებია წლების განმავლობაში,დუმდა მარია,ლუკაც დუმდა და ამ გამეფებულ დუმილში რაღაც საუცხოო რიტმით ერწყოდა მათი გულის ფეთქვა ერთმანეთს,მათი გახშირებული სუნთქვა,იმდენად განსხვავებული სიტუაცია იყო,იმდენად სასიამოვო რომ მარიას არ იცოდა რა ექნა,რა ეთქვა,ამიტომაც პირველი სვლა მამაკაცს დაუტოვა,რომელიც არ ჩქარობდა საუბრის დაწყებასა და ამ მომენტის გაფუჭებას,იმდენად ფრთხილი იყო ლუკა,იმდენად სხვანაირი..
-მაგიჟებ...-ამოიბუტბუტა მის ყელთან მამაკაცმა
-შენც..- ამხილა ფიქრები გოგონამ და როდესაც მამაკაცის დაჟინებულ მზერას გადააწყდა ვერ აიტანა და თვალები დაბლა დახარა
-არა,თვალებში მიყურე ხოლმე,სულ მინდა შენს ლურჯ თვალებს ვუყურო...
-არ შემიძლია,ლუკა,ასე...რაც არ უნდა იყოს შენ ჩემი უფროსი ხარ,მე კი არ შემიძლია..
-მე არ ვარ შენი უფროსი,ჯანდაბა,ყველაფერს დავთმობ..
-აი,რისიც მეშინია..-გოგონა მალევე მოცილდა მამაკაცს დ ალუკამ იგრძნო როგორ გააფუჭა ეს საუცხოო მომენტი
-ნუ გეშინია,ქერავ.. -ამჯერად ჩვეულისამებრ სექსუალური არ დაუმატებია თან,რაც გოგონას გულზე ცუდად მოხვდა
-რაღაც გამოგრჩა - მიუხედავად იმისა რომ სიტუაცია ჩვეულებრივზე უფრო სერიოზული იყო გოგონას არ გამოპარვია თვალთახედვიდან და ყურთასმენიდან ის დაკლებული სიტყვა,რომელმაც მთელ სხეულში აგრძნობინა დანაკლისის შეგრძნება
-მაპატიე,სექსუალურო ქერავ.-ტუჩზე იკბინა მარიამ და ლუკასთვის ეს ყველაფერი საკმარისზე ემტი აღმოჩნდა რომ წამის მეასედებში დაწაფებოდა გოგონას გავარვარებულ ტუჩებს,მისი ტუჩები ნაკვერჩხალზე უფრო ცხელი და მწველი იყო,თამბაქოზე უფრო მომთხოვნი და შოკოლადზე უფრო ტკბილი,მენთოლის გემო დაჰკრავდა მამაკაცს და ამან მთლად გადარია გოგონა და ისეთ ვნებათა მორევში გადაისროლა,რომლიდანაც ამოსვლა ალბათ დიდ ხანს გაუჭირდებოდა...


888
-ისევ მებუტები?-უკნიდან მიუახლოვდა ზურაბი მაიას და წინ ლამაზად შეფუთული ყუთი გაუწოდა,ქალს ბედნიერებისგან აუციმციმდა თვალები და თვალწინ შესაშურმა ოცდაათმა წელიწადმა ჩაუქროლა,მერე მკაცრი სახე მიიღო და ქმარს შეუბრუნდა
-დიახ..-მოჩვენებითი სიბრაზით ამოილაპარაკა
-კარგი რა,მაია,ხომ იცი რომ ლუკასთვის ცუდი არ მინდა,უბრალოდ მინდა რომ დაკაცდეს...- თავი იმართლა უფროსმა ერისთავმა
-ეს არ გამართლებს,ზურაბ,ხომ იცნობ არა შენს შვილს? ის მართალია ყველაზე არასერიოზული მამაკაცია,რომელსაც კი როდესმე შევხვედრივარ,მაგრამ ხომ იცი რომ იგი არაკაცი არასდროს იყო და არც არასდროს იქნება,მას უწოდო ეს სიტყვა იგივეა რაც მე მომაყენო შეურაცხყოფა და მითხრა რომ ცუდი დედა ვიყავი,ხომ იცი რომ ძალ-ღონე არ დამიშურებია ლუკას აღზრდაში,არავის ვანებებდი..
-მაპატიე,ძვირფასო,უბრალოდ ძალიან გავნერვიულდი..
-ზურაბ,ზოგჯერ ეცადე მასაც გაუგო,ხომ გახსოვს შენი ახალგაზრდობა არა?
-ვეცდები,მაია,ოღონდაც ჩემს ახალგაზრდობას ნუ შეაარებ ლუკასას
-უბრალოდ ნორმალური ახალგაზრდა მამაკაცია.
-მაია,ისევ შენსას აგრძელებ,დიახ,მამაკაცია,მა-მა-კა-ცი,გესმის ეს სიტყვა რას ნიშნავს,იგი უკვე გაიზარდა და აღარ არის ის ჩვილი ბავშვი,რომელზედაც ღამეებს ათენებდი...-ქალს თვალწინ დაუდგა ის ღამეები,რომლებიც ლუკას ავადმყოფობისას,ან უძილობისას გაუტეხავს და რაღაც ამოუცნობი ძალა იგრძნო მის სხეულში,სიყვარულისგან გაუთბა თვალები
-მართალია,ზურაბ,მაგრამ იგი ჯერ კიდევ არ გაზრდილა ბოლომდე,ხომ იცი რომ ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე სწავლობს არა,რატომ გინდა რომ ლუკა განსხვავებული იყოს,ის ისედაც განსხვავებულია,რაც მოსდის ყველაფერი დაუფიქრებლად მოსდის მას..
-ხო,მაია,პრობლემაც ამაშია,დაუფიქრებლად,იგი ფაქტიურად არც ფიქრობს..-გაბრაზდა ერისთავი
-გადახედე მაინც ბოლო ხუთი დღის საბუთებს? ნახე როგორ წავიდა წინ ფირმა რაც ლუკა იქ ჩავიდა?
-საქმეც ეს არის,ყველაფერი საუცხოოდ შეუძლია,მაგრამ არ სურს,მე კი მსურს ჩემს შემდეგ ჩემი ვაჟი ჩაუდგეს საქმეებს თავსი,მინდა ჩემი ვაჟითაც ისე ვიამაყო,როგორც ჩემი ძმა ამაყობს ბექათი,მშურს,მაია,კეთილი შურით მშურს,ვისზე ნაკლებია ჩემი ვაჟი? სულ რომ იჩრდილება...
-ნუ ეგოისტობ,ზურაბ,მესმის შენი,მაგრამ გაუგე,ისიც ახალგაზრდაა,მას მისი ცხოვრება აქვს,აცადე,როდესაც დრო მოვა ის აუცილებლად შეგცვლის შენ,აი,ნახავ.
-ღმერთმა ქნას,მაია,თორემ გული გამისკდება.
-ასე ნუ ლაპარაკობ,შენ რომ რამე დაგემართოს მერე რაღაც ღირს ჩემი სიცოცხლე?-პირზე ხელი ააფარა ქმარს და გულაჩქარებული ჩაეკონა ხელებში...
-კვირის ბოლოს საკმაოდ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ვაფორმებ პოპულარულ ფირმასთან,მინდა რომ ბათუმში,ჩვენს სასტუმროში მოხდეს ეს ყველაფერი,მინდა რომ მთელი ოჯახი იქ ვიყოთ...-ახალი ამბავი აცნობა ცოლს
-რა თქმა უნდა,ისე როგორც ძველ დროში- კვერი დაუკრა მაიამაც და კვალვ განებივრდა ქმრის მკლავებში...

888
-არასდროს მომბეზრდება რომ გითხრა,მაგიჟებ!-ხრიწიანი ხმით ეჩურჩულებოდა მამაკაცი გოგონას და ცდილობდა მის სხეულზე იმდონეზე მიეკრა,რომ არც ერთ სულიერს არ შესძლებოდა მათი ჩამოშორება ერთმანეთისგან.
-ლუკა,ხომ არ შევცდით?-საკუთარ თავში ეჭვშეტანილმა იფიქრა გოგონამ და მამაკაცს გულში რაღაც ჩაწყდა,ეწყინა რომ არ ენდობოდა მარია
-არა,მარია,მე ასე არ ვფირობ..
-მე წავალ..-რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გოგონამ,მაგრამ ძლიერმა მკლავებმა შეაჩერეს.
-ასე უსიტყვოდ? - ქვევიდან ამოხედა მამაკაცმა
-ლუკა,რისი მოსმენა გინდა?- გაბრაზდა დაბნეული მარია
-იმის რომ არ ნანობ...
-მაპატიე,ვერ მოისმენ,ძალიანაც ვნანობ..-უთხრა გულჩამწყდარმა გოგონამ და ზუსტად ისე ჩაწყვიტა მამაკაცს გული,როგორც თვითონ ჰქონდა,იცოდა რომ არ ნანობდა იმას რომ აკოცა,უბრალოდ იმას ნანობდა რომ ამით მამაკაცს კიდევ უფრო უახლოვდებოდა,ეს კი არ აწყობდა,იცოდა მათი ურთიერთობა რომ შეუძლებელი იყო,გრძნობდა და არ უნდოდა ვინმესთვის გულის ტკენა.
-ყველაზე საზიზღარი ადამიანი ხარ ვინც კი მინახავს!- სიტყვები გაუაზრებლად ამოილაპოარაკა ლუკამ და გოგონას გაგონებისთანავე წამოუვიდა ცრემლები,ოღონდ ზურით იდგა და ლუკას არაფერი უნახავს,ურჩევნია ახლა დაწყდეს გული და დროის განმავლობაში დავიწყებას მიეცეს ყველაფერი,ვიდრე აგურებით,წვალებით აშენონ კედელი და შემდეგ ერთი ხელის მოსმით ჩამოენგრას,ამას ვერ გადაიტანს,ვერ იქნება თიას მსგავსად ძლიერი...ნომერში ავიდა და მშვიდ ძილს მიეცა...


888
-გამარჯობა,ელა..-გაუღიმა ბექამ გოგონას
-გამარჯობა,ბექა.-ელამაც საპასუხოდ გაუღიმა
-როგორ ხარ?-მორიდებით ეკითხებოდა მამაკაცი ბანალურ კითხვებს და ელას გულში ეღიმებოდა მის დაბნეულობაზე
-კარგად,ბექა,შენ?-ისიც მობეზრებული პასუხობდა
-კარგად,ვიფიქრე,ამაღამ ხომ არ გვევახშმა სადმე?-კეფაზე ნერვულად აისვა ხელები მამაკაცმა
-არა,ალბათ ცოტა გვიან მოვრჩები,აჯობებს მარტომ ან სხვასთან ივახშმო-ეცადა ცოტა გაეწვალბინა მამაკაცი,მაგრამ თვითონ ასმაგად წვალობდა რადგანაც ძალიან მოსწონდა ბექა
-არაფერია,დაგელოდები,როდესაც მორჩები მერე გავიდეთ..
-შეიძლება თორმეტზე მოვრჩე-მაინც არ იშლიდა მისას
-სამზეც იყოს,უშენოდ მაინც არ ვივახშმებ-როდესაც მიხვდა ელა რომ მამაკაცი მყარ აზრზე იდგა დასთანხმდა
-კარგი,ვეცდები მალე მოვრჩე და მშიერი არ მოგკლა-გაუღიმა მამაკაცს და ახლა უფრო შემართებით შეუდგა დავალებული მისიის შესრულებას...

888
ცოტა ხანში გამოეღვიძა მარიას,უფრო სწორად გამოაღვიძა ელას ხმაურიანმა შემოსვლამ
-მშვიდობაა?- დაეჭვებით და ძილისგან ცოტაოდენი დაბოხებული ხმით
-არა,როგორ შეიძლება მშვიდობა იყოს?
-რამე ხდება?
-ახლახანს ბექამ სავახშმოდ დამპატიჟა
-ბექა ვინ არის?-გაკვირვებით იკითხა მარიამ,ცხადია,მან ხომ არ იცოდა,ელამ იგი იმ ღამით გაიცნო,როდესაც მარია ლუკამ წაიყვანა
-არ ვიცი,მგონი ლუკას მეგობარია..-ვითარება აუხსნა გოგონას და საპასუხოდ გემრიელი ლანძღვაც მიიღო
-არ ხარ შენ დაწყობილი! -მარტივად დაუსვა დიაგნოზი გოგონას
-მადლობა,მაინც ვერ გამიფუჭებ ხასიათს
-სიმართლე გითხრა არც მიცდია
-შენზე ვერ ვიტყოდით,საშინელ ხასიათზე ხარ..-მარიას უხასიათობა არ გამოჰპარვია ელას,მიუხედავად იმისა რომ სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა
-არაფერია,ძილისგან არის ალბათ.. -იცრუა გოგონამ,ვინაიდან და რადგანაც არ სურდა გოგონასთვის საღამო ჩაეშხამებინა
-იცოდე ამაღამ საუბარს გვერდს ვერ აუვლი,დავბრუნდები თუ არა მაინც გაგაღვიძებ!
-კარგი,მაშინ იყოს,როდესაც დაბრუნდები,ახლა კი,ჯანდაბა,მაცადე მშვიდად ძილი!-დაუღრინა დაქალს და ნომრიდან ლანძღვით გააცილა,მერე თიას ნომერი აკრიფა და რამდენიმე ზარის შემდეგ ტელეფონს მიღმა საყვარელი ადამიანის ხმაც გაისმა
-ჩემი ანგელოზი,დე..
-დედიკო,ძილინებისა..
-მშვიდი ძილი,მარია,ხომ მშვიდობაა.
-ჰო,დე,უბრალოდ ძილინებისა მინდოდა მესურვა შენთვის,ხომ დაგპირდი,ყოველ დღე დაგირეკავ-მეთქი
-ჩემი სიტყვის გოგო,მშვიდ ძილს გისურვებ,ძვირფასო.
-შენც ასევე,დედიკო..-თიას ტელეფონი გაუთიშა,შემდეგ დაფარული ნომერი გააქტიურა და ლუკას ნომერი აკრიფა,ცოტა ხანში მამაკაცის ბოხი ხმაც გაისმა და ტანში სასიამოვნოდ გაცრა,წუთით სუნთქვაც კი შეეკრა,როდესაც დატკბა მისი სმენით ტელეფონი გათიშა და ახლა უკვე ნამდვილად მშვიდ ძილს მიეცა...

---------
საუკეთესოები ხართ,უკვე რამდენი დღეა ჩემი სიახლე დღის ტოპ სიახლეებშია.
მიყვარხართ!



№1  offline წევრი milangirl

ტოპ სიახლეებში იმიტომაა რომ ძალიან კარგი ისტორიაა, მომწონს. ორი საათი რომ სრულდება უკვე ველოდები ხოლმე ახალ თავს smile მარიასი ძალიან კარგად მესმის, ჭკვიანი გოგოა და ხვდება რა პრობლემებიც მოყვება ლუკასთან ურთიერთობას, მაგრამ იმედია ყველაფერს გადალახავენ.

 


№2  offline წევრი natia-natia

აუ ეს ისტორია ძალიან მომწონს

 


№3  offline მოდერი bibo

Jer shen xar kargi shokolado da tkbilo.au am elenes michagrav dzannn egeni momwons dzan biskviwusooo

 


№4 სტუმარი Lanuka lanu

Namdvilad gekneba top siaxle imitom rom umagresi istoriebi gakvs.momwons es istoriac dzalian.dzn tbili da cota emociuri tavi iyo.veli veli shemdeeeegs

 


№5 სტუმარი A

Vau magari tavia. Dzalian monwons tumca amas rom zurabi gaigebs o.... Iq ambavi datrialdeba mtrisas..... Veli gagrdzelebas male.

 


№6  offline წევრი mani156

ძააან მაგარიიაა ^_^ მალე გააგრძელეე ^_^

 


№7  offline მოდერი Nina))

Sauketesoebi xart tkven! love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent