შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი სიყვარული არ შემიწყვეტია (6 ნაწილი)


20-05-2015, 23:09
ავტორი ანკა
ნანახია 4 818

ეზოში გამოვედი და ჰამაკზე წამოვწექი. თვალები დახუჭული მქონდა და ჩემს ფიქრებში ვიყავი გართული ჩემსკენ მომავალი ფეხის ხმა რომ გავიგე. თვალები გავახილე და შაკო შემრჩა ხელში. ხელა და მშვიდად მოაბიჯებდა, თან თვალს არ მშორებდა. ვარჩიე ყურადღება არ მიმექცია და ისევ თვალები დავხუჭე.
-არ აპირებ რომ ხმა გამცე? - ახლოდან ჩამესმა ბოხი ხმა
-რა გითხრა რო?
-გაზრდილხარ - მითხრა და გამიღიმა
-სულ 13 წლის ვერ ვიქნები - თვალებში იმწამსვე სევდა ჩაუდგა და გვერდზე გაიხედა. ჰამაკის გვერდზე სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-ვერც მე ვიქნები სულ 17 წლის, მაგრამ იმ დროიდან რაღაც მაინც დამრჩა
-ალბათ სხვისი მიტოვების უნარი... - ვუთხარი და ფეხზე წამოვხტი. ცრემლები მახრჩობდა და არ მინდოდა შაკოს ეს ენახა. ჩემს ოთახში ავვარდი, კარი ჩავკეტე და ტირილი დავიწყე.

.......შაკოს მონაყოლი..........
ღმერთო რატომ მსჯი ასე?! თუმცა ეს ხომ ჩემი ბრალია... ლიზა ისეა ნაწყენი, რომ მისი დაბრუნების იმედი აღარც მაქვს. იმედია ისევ ვუყვარვარ, თორემ ისე ნამდვილად არ მაპატიებს. სკამიდან ავდექი და სახლში შევედი. თოკო ტელევიზორთან დამხვდა
-რას შვები ბიჭო(მე)
-მე რას უნდა ვშვებოდე, შენ რას შვები? - გადმომხედა თანაგრძნობით
-აუ რავი, ძაან რთულადაა საქმე რა... -ხელი ჩავიქნიე და სავარძელში ჩავჯექი
-აბა რა გეგონა ბიჭო, ეგრევე შენთან მოვარდებოდა
-ხო ვიცი ვიცი მარა გარეთ იცი რეები მითხრა?! მინდა გეფიცები...
-კაი ბრატ, შენ არ დანებდე და აუცილებლად გაპატიებს, ისევ უყვარხარ. ეს გახსოვდეს - მთავარი ესაა - დამარიგა და საჩვენებელი თითი მომიშვია - გინდა ლიზას დაველაპარაკო?
-არა, არ ვიცი კაროჩე რა მინდა და რა არა. ეხლა მარტო შერიგება მინდა. ჯერ არ გინდა. ცოტა ხანს ვაცდი.
-კაი ბრატ როგორც გინდა - მხარზე ხელი დამკრა - მე სამსახურში რაღაც საქმე მაქვს და გვიან მოვალ
-კაი ბრატ დროებით
-კაი - კარი გაიხურა და წავიდა.
სავარძელში დიდხანს ვიჯექი. საღამო იყო და ლიზას კი ოთახიდან ფეხიც არ გამოუდგამს. ავედი და კარზე მივუკაკუნე
-ლიზა, კარგად ხარ?
-....
-ლიზა არ მაიძულო კარი შემოვამტვიო - ვუთხარი და კარს მივაწექი
-კარგად ვარ - გავიგე მისი ხმა კარს იქედან. ისე უღონოდ მიპასუხა, რომ ჩემს თავზე ნერვები მომეშალა
-ლიზა გეხვეწები კარი გამიღე რა... - და კარზე დავაკაკუნე - ლიზუუ - დავუძახე ჩემი შერქმეული სახელი ადრე რასაც ვეძახდი. უეცრად კარი გაიღო და წინ ლიზა ამესვეტა
-ეგ სახელი მეორედ აღარ მიწოდო, გასაგებია?!!??!! - კბილებში გამოსცრა.
-რასაც მინდა იმას დაგიძახებ!
-არ გაქვს ამის უფლება... - მიპასუხა ღონემიხდილმა
-ყველაფრის უფლება მაქვს, რა ვერ გაიგე ჩემი ხარ, ჩ ა მ ი
-ვერ გიტან - კარის დახურვას აპირებდა, როცა ხელით დავიჭირე, ოთახში შევედი, ხელი წელზე მოვხვიე და ჩემსკენ მოვიზიდე. დაიბნა. თავი ვერ შევიკავე და ვაკოცე. მის ლამაზ ტუჩებს შევეხე და დავაგემოვნე. ისეთი მადისაღმძვრელი იყო გაჩერება არ მინდოდა, თუმცა ჩემს თავს ამდენის უფლებაც ვერ მივეცი. ლიზას თვალებში ჩავხედე, მან თავისი ცრემლიანი თვალები მომაპყრო, შემდეგ თავი დახარა და მომიშორა. აღარც მე შევწინააღმდეგებივარ. დამნაშავედ შევხედე და „განაჩენს“ დაველოდე...
-შაკო გადი გთხოვ - ჩემს თავზე მომეშალა ნერვები რა... კედელს მუშტი გავარტყი და ეზოში გავვარდი…
......
ესეც მეექვსე თავი
ბოდიშით მეტის დაწერა დღეს ვეღარ მოვახერხე...
ველი შეფასებას



№1  offline წევრი nino-28

kargia, momwons ^_^ cota intrignuli gaxade da tavebi gazarde :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent