შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

If You Want Me (სრულად)


19-02-2016, 03:54
ავტორი Anna)))
ნანახია 6 559

საშინელი საღამო იყო. ჯერ მთელი დღე კაბინეტში ქაღალდების გროვა ვერა და ვერ შევამცირე, ათიათასი საქმე მომაყარა ქალბატონმა ნონამ, გულში ვფიქრობდი რაღა დღეს აუტყდა ყველაფრის გაფორმება და რაღა დღეს გადაჯიშდა ეს ქალი, ხო შეიძლებოდა სხვა დღეებზე გადაენაწილებინა ეს ხელშეკრულებები და ჯანდაბები-მეთქი. ზოგადად ვერ ვიტან პარასკევს, მიუხედავად იმისა, რომ შაბათსაც არ მასვენებენ და ერთი უაზრო კვირა დღე მაქვს დასასვენებელი, ამ პარასკევ დღეს მაინც ვერაფერი გავუგე, უაზროდ ბევრი ფურცელი და საქმე მიგროვდება, დავრბივარ ელიზაბედ I-ის ცხენივით, ოფისიდან ოფისში, კაბინეტიდან კაბინეტში, ჯანდაბა ყველაფერს ,როდესაც ასე ძალიან ვიღლები არაფერი და არავინ მაინტერესებს. საღამოს 6 საათისკენ კაბინეტში ჩემი მდივანი ლიკა შემოვიდა. თხუთმეტსანტიმეტრიანი ქუსლიანი ლაქის შავი ფეხსაცმელებით და მოკლე ,საჯდომის ძლივსდამფარველი დიორის შავი კაბით. გამიღიმა და იქვე კარადაში დაუწყო რაღაც ქაღალდებს ძებნა. უცნაური მიხრა-მოხრა აქვს ამ გოგოს, გამომწვევი, თავისი ჩაცმულობასავით, ძალიან ლამაზია, შავგვრემანი ,მწვანე თვალებით და გრძელი თმით, ვიზუალურად ვერაფერს დაუწუნებ, მაგრამ თავში რომ ჩასძახოთ უკან ამოგძახებთ, ისეთი ცარიელი აქვს . სამაგიეროდ ბიძამისია ჩვენი გენერალური დირექტორის საყვარელი და იოლად დააწყებინა მუშაობა, თურმე დაწინაურებასაც უპირებენ. ლიკა მოტრიალდა , ყავა ხომ არ მოგიდუღოთ ბატონო ნიკაო, უარის ნიშნად თავი გავიქნიე და ცალყბად გავუღიმე. ლიკამ მხრები აიჩეჩა და განაგრძო საბუთების ძებნა, მერე დაიხარა, ვითომ ქვემოთ უჯრაში ეძებდა რამეს და საჯდომი მომიშვირა. ჩემთვის გავიფიქრე , ჩვენი PR-მენეჯერი ბაჩო არ ეყოფა, ფულს და სულს ერთიანად რომ აცლის ,ახლა ჩემი დაკერვა მოინდომა, ამ გრძელფეხება ძუკნამ, არა, არაფერი გამოუვა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქალი სულ არ მაინტერესებს და ჩემი ‘’გლობალური’’ პრობლემებით ვიუთოვებ ტვინს-მეთქი. ფიქრს რომ მოვრჩი ჩემს ‘’გამძლეობაზე’’ მეთვითონ გამეღიმა და ლეპტოპში დაიწყე რაღაცის ბეჭვდა. ლიკა ისევ გამომწვევად მოძრაობდა, ხან საით გადაიხრებოდა ხან საით, ხან თმას ისწორებდა , ხან ლიფს, ბოლოს მიხვდა, რომ ტყუილად ცდებოდა, რაღაც საბუთები ამოიჩარა იღლიაში და ბაკუნით გავიდა გარეთ, ზუსტად მასზეა ნათქვამი ‘’საჯდომის ქიცინი სპორტი ჰგონიაო’’. მარტო დარჩენილმა ფანჯარა გამოვაღე და ერთ ღერ სობრანიეს გავუკიდე. მეზიზღება ეს ქუჩა, გარეთ გაიხედავ და მანქანების მეტს ვერაფერს დაინახავ, ყველას სადღაც ეჩქარება, ყველა დაზომბილი სახით დადის, კაციშვილს ვერ დაინახავთ გაღიმებულს. მოკლედ, ვის რას ვერჩი, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არ მუშაობ- არ გაქვს ფული, მუშაობ- მაინც არ გაქვს ფული. ჩემი არ იყოს, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ‘’ვპახაობ’’ , ხან ისტერიჩკა ნონას წუწუნს ვუსმენ, რომ შემოსავალს მინუს გასავალი უარყოფითი რიცხვია და შეიძლება ზარალი განიცადოს, ხან ვიღაც ‘’ჭ’’ ბიზნეს პარტნიორებს ვხვდები და რაღაც სისულელე ხელშეკრულებების გაფორმებაზე ვეკრიჭები, ხან ლიკას ‘’მოდი ჩემთან’’ გამომეტყველებას ვუძლებ, სახლში მისულს კიდევ ხან ჩემი ძმა მთხოვს თამაშს, ხან დედაჩემის გლობალურ პრობლემებს ვუსმენ ან მამაჩემს ვეთამაშები ნარდს. მოკლედ დიდი ვერაფერი ცხოვრებით ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ 23 წელს მივუკაკუნე ერთი თვის წინ, ცოლიც არ მყავს და არც შეყვარებული, სიმართლე რომ ვთქვა ეს ფაქტი სულ არ მადარდებს. ჩემთვის ვცხოვრობ, არც გართობას ვიკლებ, არც ქეიფს და არც დროს ტარებას, უბრალოდ ხანდახან მინდა, რომ ვიღაცამ იზრუნოს ჩემზე. ბოლო ნაფასი დავარტყი და კარი ქალბატონმა ნონამ შემოაღო.
-ნიკა, კიდევ აქ ხარ ?
-არა, ქალბატონო ნონა, ჩემს მოჩვენებას ესაუბრებით. -ვიხუმრე უაზროდ, ნონას მიმიკაც არ შეტოკებია სახეზე .
-ნიკა, ხვალინდელი შეხვედრა გადაიდო, ბატონი სამუელი დღეს ავსტრიაში მიფრინავს რაღაც მოლაპარაკებებზე და შესაბამისად , როცა ჩამოვა მაშინ შევხვდებით.
წყალსაც წაუღია თქვენი სამუელი-მეთქი, გამეფიქრა ჩემდაუნებურად, მაგრამ მაინც გამეხარდა, ხვალ უაზრო ბოდიალი რომ არ მომიწევდა.
-დღეს ყველა საბუთს მიხედე და ხვალ არც თუ ისე ბევრი საქმე გექნება გასაკეთებელი და კიდევ ერთი საქმე გექნება, იუსტიციაში უნდა გახვიდეთ შენ და ლიკა და იმ დღეს საბუთები რომ დატოვეთ ისინი უნდა გამოიყოლოთ, აქამდე დაამტკიცებდნენ. -არ ჩუმდებოდა ნონა.
-კარგით, დღეს დავასრულებ ყველაფერს და ხვალ მაგ საქმესაც მივხედავ.
-კარგია, კარგი არ მოგაცდენ. რომ მორჩები კარი ჩაკეტე , ნუ რას გასწავლი ,ეს ხომ ისედაც იცი. დროებით.
-კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონო ნონა.
ფანჯარა დავხურე , მაგიდას მივუჯექი და დავიწყე საბუთების მოწესრიგება. საღამოს ათის ნახევარზე ძლივს მოვრჩი ყველაფერს, დაღლილობისგან თავს ვერ ვწევდი ზემოთ. ცოტახნით სავარძელში ჩავესვენე, წამოვდექი , კარი ჩავკეტე და გარეთ გავედი, ძალიან წვიმდა, გაზაფხულის შემოსვლა გვახარა წვიმამ, მე კიდევ სმოკინგში ჩაცმული სწრაფი ნაბიჯით მივედი ჩემს მანქანასთან და წამის მეასედში შევვარდი მანქანაში. უკანა სავარძლიდან პოლიეთილენის პარკში აკურატულად დაკეცილი ნაიკის კაპიშონიანი ზედა, ჯინსის დახეული შარვალი და კედები ავიღე, მანქანაშივე გამოვიცვალე და ასე მოხდა ჩემი ტრანსფორმაცია ბატონო ნიკოზიდან უბრალო მოქალაქე ნიკად. ფანჯრები აწეული მქონდა, წვიმა ნელ-ნელა უფრო უმატებდა და უმატებდა. კოლოფიდან სიგარეტი ამოვიღე, გავუკიდე და ნელა დავიწყე მოწევა, შემდეგ Scorpions-ის Still Loving You ჩავრთე და გარინდული ვიჯექი მთელი სიმღერის განმავლობაში. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ბოლოს გადავწყვიტე კლუბში ბარში წავსულიყავი. გეზი აღმაშენებლის გამზირისკენ ავიღე, მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერე და ერთ-ერთი კლუბში შევედი. თავისთავად საშინელი ხმაური და ლაზერული შუქების კორიანტელი დამხვდა. ბართან მივედი, ბარმენს ასი გრამი არაყი, წვენი და ერთი ქილა ენეგრეტიკული სასმელი შევუკვეთე, მივედი და კუთხეში დავჯექი მარტო, ისე რომ ლაზერებს მოვფარებოდი. ვერასდროს ვიტანდი ამ ფერად შუქებს, ხან თავბრუს ხვევის შეგრძნება მქონდა ხან თვალებს მტკენდა. თან აშკარად არ ვიყავი ცეკვის და გართობის ხასიათზე, არც ვინმე გოგოს გაცნობა მინდოდა , თორემ არასდროს გამჭირვებია, არ ვტრაბახობ, მართლა ეგრე იყო, გოგოს შებმა რამოდენიმე წუთში გამომდის, მიუხედავად იმისა რომ ბრეტ პიტობას ვერ დავიბრალებ. არაყი და ენერგეტიკული სასმელი ერთმანეთში გავურიე და ჩემთვის ვწრუპავდი, თან რაღაცებზე ვფიქრობდი, ყოველშემთხვევისთვის სამსახურზე არა. გამახსენდა ჩემი პირველი სიყვარული. 15 წლის ვიყავი კლასში ერთი ქერა, ზღვისფერთვალება გოგონა რომ გადმოვიდა, კლასის კარი შემოაღო თუ არა ადგილზე გავშრი, არ ვიცი გჯერათ თუ არა ერთი ნახვით შეყვარების, მაგრამ ფაქტია რომ ნინამ ეს მოახერხა. მე, როგორც ყველაზე აუტანელი და ცელქი მოსწავლე ბოლო მერხზე ვყავდი გაციმბირებული ჩემს ძვირფას დამრიგებელს, რომელსაც გომბეშოს ვამგვანებდი და ვერც თბილი სიტყვა აპრინცესებდა და ვერც ე.წ ბამბანერკები. კლასში აბსოლუტური დასწრება იყო იმ დღეს და როგორც ყოველთვის , ჩემს გვერდით მერხი თავისუფალი იყო, ისიც დამრიგებლის,ელზას, წყალობით, რადგან სულ ვლაპარაკობდი გაკვეთილებზე, სასჯელად ‘’კარცერი’’ მომისაჯა, ანუ მარტო ჯდომით უნდა ამომხდენოდა სული . ნინა კლასში დაგვიანებით შემოვიდა და ჩემს დამრიგებელს ამოუდგა გვერდით, ელზამაც, სსრკ-ს რადიოში კაცის ხმა რომ ისმოდა, სწორედ იმ ხმით გამოგვიცხადა ეს თქვენი ახალი კლასელია, ნინაო, კარგი ბავშვია, ფრიადოსანი და ა.შ, მოკლედ როგორც იციან ხოლმე დამრიგებლებმა ახალ ბავშვთან პლიუსების დასაწერად საუბარი. ნინამ დაიმორცხვა და გამოეშურა ერთადერთი ცარიელი მერხისკენ, ანუ ჩემს გვერდით ‘’დაიდო ბინა’’. ნინას ნაცნობები არ ჰყავდა კლასში, ჰოდა მეც მეტი რა მინდოდა, შესვენებაზევე გავიცანი. ნინა სულ სწავლობდა, მე სულ ვოხუნჯობდი და ვაგლიჯავდი ელზას ნერვებს. ნინა იცინოდა და ამით უფრო მაყვარებდა თავს, თან ვხვდებოდი, რომ მისთვის სულერთი არ ვიყავი. მახსოვს ერთხელ ქუჩაში ვიღაც იდიოტი აეკიდა, ნინა ბოლო ხმაზე უყვიროდა, იქვე ვიყავი ბიჭებთან ერთად, ჯოკრით ვერთობოდით, ნაცნობი ხმა გავიგე თუ არა იმ წამსვე იქ გავჩნდი, იმ ახვა*მა დანა ამოიღო ჯიბიდან და გვერდში ჩამარტყა, მე გონი დავკარგე და აღარაფერი მახსოვს, მეორე დღეს საავადმყოფოში გამეღვიძა. ეს იყო პირველი ჭრილობა ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ არასდროს დამავიწყდება, ვგრძნობდი თბილ სისხლს ხელზე და იმას თუ როგორ შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი, ისე რომ ნინას ვერასდროს გაეგო ჩემი სიყვარულის შესახებ. მაგრამ საბედნიეროდ გადავრჩი, ის ტიპი მაგრად დაუჟეჟიათ ჩემს ძმაკაცებს და ჩემზე ბევრად უარეს დღეში იყო, თან დაჭერასაც უპირებდნენ ორი ბრალდებით. თვალი გავახილე თუ არა ნინას თბილი ხელი ვიგრძენი ხელზე, თურმე მთელი ღამე პალატაში დარჩენილა და იქვე ჩასძინებია. მარჯვენა ხელით თმაზე დავუწყე ფერება, გამოეღვიძა და ბედნიერი სახით მიყურებდა, ვერაფერს ამბობდა. თვალები ჰქონდა დასიებული , ალბათ, ბევრი იტირა. გარეთ მთელი ჩემი ოჯახი და საძმაკაცო იყო. ნინას ვუთხრი, ერთ წუთს არავის დაუძახო-მეთქი, ვითომ ჯერ არ გამიღვიძია და სწორედ მაშინ ავუხსენი სიყვარული. ნინა დაიხარა, სახე ჩემს სახესთან ახლოს მოიტანა და ჩურჩულით მითხრა მეც მიყვარხარო, შემდეგ ვიგრძენი მისი თბილი ტუჩების გემო, ეს იყო ყველაზე ბედნიერი მომენტი მთელი 16 წლის განმავლობაში. მას შემდეგ ნინა და მე სულ ერთად ვატარებდით დროს, მასწავლიდა ყველაფერს, გამომასწორა, ელზაც ვერ მცნობდა, უფრო აქტიური და მონდომებული ვიყავი. ნიშნებიც გამოვასწორე, აბიტურიენტობისასაც მაქსიმალურად ვცდილობდი კარგად მესწავლა. ნინაც მეხმარებოდა. თითქმის ყოველ საღამოს ავდიოდით თბილისის ზღვაზე, ვუსმენდით შოპენს, ვცეკვავდით ტანგოს და ვუყურებდით მზის ჩასვლას. მისი დამსახურებაა ის რომ მე ვარ ასეთი და არა სხვანაირი. დრო გადიოდა და საბოლოოდ მოხდა ისე რომ მე და ნინა გავიზარდეთ, შეგვეცვალა ინტერესები და უფრო მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ვიდრე სასიყვარულო. ამ პერიოდიდან რამოდენიმე თვეში დავშორდით, მან სამართალზე ჩააბარა , მე ბიზნესზე . დღეს რაღაც საადვოკატო ბიუროში მუშაობს , ჰყავს ორი თვის ანასტასია და საყვარელი მეუღლე. მე კი ასე ვცხოვრობ, სამსახური-სახლი-საძმაკაცო-სამსახური, მთელი ჩემი ცხოვრება ბანალური ისტორიაა, აქა-იქ ნათელი წერტილებით. სწორედ ასეთი ნათელი წერტილი იყო ნინა და მთელი ის ოთხი წელი რომელიც ერთად გავატარეთ. მე სწავლა დავასრულე და მოვეწყე კომპანიაში უკვე მესამე წელია. მოკლედ ფიქრებს რომ მოვრჩი საათს დავხედე და უკვე თორმეტი ხდებოდა, ტელეფონს დავაკვირდი და ე.წ თვითმფრინავის რეჟიმზე მეყენა, ზოგადად , ვერ ვიტან ხალხს მუშაობის პარალელურად რომ ტელეფონის ყურმილზე არიან ჩამოკიდებული. ტელეფონი ჩავრთე და წამებში მოვიდა შეტყობინება, 18 გამოტოვებული ზარი, იქიდან 13 დედაჩემის, 2 ძმაკაცების, ერთი ჩემი ძმის და ორიც მამაჩემის. გავგიჟდი, რამ გადარია ეს ხალხი-მეთქი. დედას გადავურეკე.
-რა მოხდა, დედა? მშვიდობაა? მამა როგორაა ან გიო?
-სად ჯანაბაში გაქვს ტელეფონი, სად დაეთრევი ამხელა კაცი? -კიოდა დედაჩემი. მივხვდი რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა და კიდევ გავუმეორე კითხვა.
-დედა, რა მოხდა?
-სახლში როდის მოხვალ ?
-არ ვაპირებ დღეს მოსვლას, ავლაბარში გავალ, ჩემს სახლში და იქ დავრჩები.
ძლივს დაწყნარდა დედა, ჭკუით მოიქეციო , გკოცნიო და გამითიშა ტელეფონი. ძმაკაცს, დათოს გადავურეკე მერე.
-დავით, ძმა , რა ხდება აბა , მირეკავდი ?
-ხო, სიმონ . სად ხარ ე?
-რავი, ძმა, რთული დღე მქონდა და ჩემ პონტში ვარ რა, ხო იცი როგორც მევასება, რიუმკა ვოდკი, წვენი-მენი და ასე რა. რატო მირეკავდი?
-რა იყო ტო, არ შეიძლება დაგირეკო და მოგიკითხო? ნაშა ხო არ ხარ ძმაკაცი ხარ სულ რო არაფერი. -აუტყდა სიცილი.
-რავი ,ძმა , მეც მაგარ ალოგიკურ კითხვებს ვსვამ, სულ გამომაშტერა იმ ბებრმა ძროხამ, ნონამ, მაყრის და მაყრის ქაღალდებს, ეს ჩემისა თითქოს არ შეიძლება რომ გადაანაწილოს, მამუშავებს მაგდანას ვირივით.
-კაი რა გაწუწუნებს , ზატო ფულები გაქვს, მე და ჟორჟიკამ ვიკითხოთ ხან ვის ბუტკაში და ხნა ვის ბუტკაში ვურახუნებთ ვოდკებს, დღესაც მაგიტო დაგირეკე ხო არ ჩაგვერტყა თქო. ისე ბიჭო რა მუსიკების ხმა ისმის სად ტასაობ ?
-ისეთი არაფერი, მარტო ვარ, ხო იცი არ მიყვარს ქალი და ამბები, არ ვარ მუღამზე.
-სულ დაკარგე სიცოცხლის ხალისი. კაი, ძმა, მიდი და შეგეხმიანები მერე.
-კაი დავით. აბა ჰე.
ძმაკაცს დავემშვიდობე, ბოლო ყლუპიც მოვსვი, სიგარეტს გავუკიდე და ბართან მივედი, ბარმენს ორნიშნა თანხა გადავუხადე და გარეთ გავედი. ისევ წვიმდა , ჭილაძის ლექსი გამახსენდა, ‘’გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს’’ .ასე მეძალება ხოლმე პოეზიის და რომანტიკის ერთობა როდესაც ნასვამი ვარ. მანქანით წასვლა ცუდი იდეა იყო, პატრული ამეკიდებოდა, ან ჩემი ბედის რომ ვიცი მანქანა მომისრიალდებოდა და საბედისწერო შემთხვევით დავასრულებდი 23 არაფრისმომცემ წელს. კაპიშონი წავიფარე, ყურსასმენები გავიკეთე და ფეხით დავუყევი თბილისის ქუჩებს. ვუსმენდი მუსიკას და ვფიქრობდი , როდამდე შევძლებდი ასე უაზრობით გაჟღენთილ ცხოვრებას. ‘’ If you want me satisfy me
If you want me satisfy me’’ ვუსმენდი ამ სიტყვებს და ისე მინდოდა, ვიღაც საოცრად ბედნიერი გამეხადა, რომ მზად ვიყავი ყველაფერი დამეთმო. ალკოჰოლი ნელ-ნელა უფრო მოდიოდა ქმედებაში, მე კი ფაქტიურად სულ სველი და გადაქანცული მივდიოდი მოხუცი თბილისის აფალტდანაოჭებულ ქუჩებში და სულ ფეხებზე მე’კიდა ხვალინდელი სამსახური, წიაღსვლებიცა და მომავალიც, უბრალოდ ვცხოვრობდი იმ წამით და ვნატრულობდი ვინმეს ჩახუტებას. ორმოციოდე წუთის შემდეგ მტკვრის ერთ-ერთ სანაპიროსთან ამოვყავი თავი. ჩემნაირი ავადმყოფი არავინ იყო, შუა ღამის 12 საათზე ფეხით რომ ევლო იმხელა წვიმაში, მეც მეტი რა მინდოდა. ვუყურებდი მბორგავ მტკვარს ,რომელსაც ძალიან უხდებოდა აპრილის ამინდები. მივყვებოდი ხიდს და უეცრად ვიღაც გოგო შევნიშნე, არაბუნებრივად მოძრაობდა , აშკარად რაღაცას აპირებდა. ფრთხილი ნაბიჯით მივუახლოვდი და როდესაც ხელები მოაჯირზე ჰქონდა ჩაჭიდებული და ფეხის გადადმას აპირებდა წელში წავწვდი. გოგომ ისტერიკული კივილი ატეხა , ხელებს მირტყამდა და ცდილობდა დამსხლტომოდა, რა თქმა უნდა , გადახტომის უფლებას არ მივცემდი და არც ხელს გავუშვებდი. გოგონა ბოლო ხმაზე კიოდა, თუ როგორ ეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი, რომ ბიჭები უბრალოდ ცხოველები და მხეცები იყვნენ, რომ ეზიზღებოდა საკუთარი ოჯახი, ვცდილობდი დამეწყნარებინა , მაგრამ თითოეული ჩემი სიტყვა უარყოფითად მოქმედებდა მასზე, კივილს უმატებდა , უცაბედად მთლიანად მოწყდა და ხელებში უგონოდ ჩამივარდა. გზისკენ გადავედი ტაქსი გავაჩერე და სრულიად გალუმპული გოგონა უკანა სავარძელზე დავაწვინე, მე წინ დავჯექი და ტაქსის მძღოლს ვთხოვე , რაც შეიძლება მალე მიმიყვანე ავლაბარში ამა და ამ ადგილას-მეთქი. კაცი გაკვირვებული მიყურებდა ,მე კიდევ ვუმტკიცებდი , რომ ეს გოგონა ჩემი და იყო რომელიც ახლახანს დაშორდა შეყვარებულს და იმდენი დალია გონი დაკარგა მეთქი, ძლივს დავაჯერე. 15 წუთში ჩემი სადარბაზოს წინ ვიყავით, გოგონა ხელში ავიყვანე და მეორე სართულზე ავბობღდი, ძლივს გავაღე კარი, შევიყვანე მისაღებ ოთახში და იქვე ტყავის დივანზე დავაწვინე. საშუალო ზომის პირსახოცი დავასველე და სახე გავუწმინდე. შემდეგ გამახსენდა, რომ ნიშადურის სპირტი და დამაწყნარებელის რამდენიმე ამპულა მქონდა კარადაში, სტუდენტობის პერიოდში კურსებზე დავდიოდი სამზარეულოში გავვარდი, სპირტი და წამლით სავსე პრიცი შემოვიტანე.სპირტიანი ბამბა ცხვირთან მივუტანე. მან თვალები გაახილა და კივილის დაწყებას აპირებდა როდესაც პირზე ხელი ავაფარე დავაწვინე და მხარში გავუკეთე დამაწყნარებელი, სამი წუთის განმავლობაში ბორგავდა, მაგრამ შემდეგ ჩაეძინა. საძინებლიდან თბილი გადასაფარებელი გამოვიტანე და დავაფარე. სახეზე რამოდენიმე ადგილას დალურჯებული ჰქონდა, არ ვიცოდი რა სჭირდა, ამიტომ სამედიცინო სპირტით დავუმუშავე და მალამო წავუსვი. მას მშვიდად ეძინა, სველი, დახეული ტანისამოსი და ფეხსაცმელი გავხადე, შევიტანე სააბაზანოში და სანამ სარეცხი მანქანა წინ და უკან ატრიალებდა, მანამდე ჩაი ავიდუღე, იქვე ახლოს სავარძელში ჩავესვენე და ვუყურებდი იმ უძლურ არსებას რომელსაც ასე ღრმა ძილით ეძინა, ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მოსვლოდა და ერთადერთი რაც აზრად მომივიდა ,ის იყო რომ ვიღაც ახვრებმა აიგდეს სამასხარაოდ,როგორც ხდება ხოლმე . ნერვები მომეშალა, მუშტი შევკარი თითქოს ვიღაცის მოსაკლავად ვემზადებოდი, ამ დროს ტელეფონმა გაიწკარუნა, ეკრანს დავაკვირდი და ლიკას შეტყობინება დამხვდა :’’რას შვრებით?’’ რა ჯანდაბად აინტერესებდა რას ვშვრებოდი ,მაგრამ ხომ უნდა ებურღა ტვინი. პასუხი თავისთავად არ გავეცი და ხუთ წუთში ისევ მომწერა ,ძილინებისა მისურვა. ხომ ვამბობ უცნაური გოგოა ეს ლიკა, რა უნდა თვითონაც არ იცის, ოღონდ ვინმე ნახოს ვისაც მისცემს და სამაგიეროდ ფულს ამოაცლის. ვერ ვიტან მსგავს კახპებს. ამ დროს სარეცხიც გაირეცხა, გადახურულ აივანზე გავფინე და სახლში რომ შემოვედი, მაშინ გამახსენდა რომ მეც გალუმპული ვიყავი. სასწრაფოდ შევედი აბაზანაში, გავიხადე ტანისამოსი და ცხელი წყალი გადავივლე, ძლივს რაღაც სასიამოვნო იყო ჩემთვის. ამასობაში სამი საათიც ხდებოდა, ისევ მისაღებ ოთახში გავედი, გოგონას მშვიდად ეძინა, წაბლისფერი სველი თმა დახეზე ეყარა, ტუჩები ნაზად ჰქონდა დახურული, წამწამების ჩრდილი კი თითქმის ნახევარ ლოყაზე ეფინებოდა.გამეღიმა მივედი და თმა გადავუწიე სახიდან. სავარძელზე დავჯექი, ყურსასმენები გავიკეთე და მეც არ მახსოვს რას ვუსმენდი, რამოდენიმე წუთში ჩამეძინა.
დილის რვა საათი ხდებოდა თავის ტკივილმა რომ გამაღვიძა, თვალებს ძლივს ვახელდი, გუშინდელი არყის ბრალი იყო. სამზარეულოში გავედი, მაცივარი გამოვაღე და იმედგაცრუებულმა მივხურე. რადგან ხშირად არ ვრჩები ამ სახლში, შესაბამისად საჭმელსაც არ ვყიდულობ არასდროს. ზანტად ჩავიცვი ნახევრად სველი კედები, პირი დავიბანე და მაღაზიაში ჩავვარდი, მინდოდა მის გაღვიძებამდე სახლში ვყოფილიყავი. მაღაზია წინა კორპუსის პირველ სართულზეა. ვიყიდე რამოდენიმე წვენი, მინერალური წყალი, შოკოლადები, ნამცხვარი, პროდუქტები, ყავა და სახლში ავვარდი. მას ჯერ კიდევ ეძინა. სამზარეულოში შევედი, ყველაფერი დავალაგე თავის ადგილას , მინერალური წყალი დავლიე და ოდნავ გამოფხიზლებულს გამახსენდა რომ ათის ნახევარზე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი. ტელეფონი მოვიმარჯვე და ლიკას დავურეკე.
-ალო .. -უძინარი ხმით მიპასუხა ლიკამ.
-ლიიკ, ხომ არ გაგაღვიძე?
-ნიკა , თქვენ ხართ? არა არ გაგიღვიძებივართ.
-ძალიან კარგი. როგორ ხარ ლიკ? -აფერისტული საუბარი მოვიყვანე ქმედებაში.
-კარგად ვარ, თავად?
-რავი, თავი მისკდება და ერთ თხოვნას შემისრულებ?
-გისმენთ აბა .
-ძალიან გთხოვ ,ნონას ბრჭყალებიდან მიხსენი ამ ერთხელ, ხო იცი ამდენ ხანში ერთხელაც არ გამიცდენია, ახლა მართლა საქმეები მაქვს და შანსი არ მაქვს ვერ მოვალ .
-მოვიფიქრებ რამეს.
-მართლა? აუუ გენაცვალე , როგორ გამახარე. ორშაბათს შენს საქმესაც მე გავაკეთებ თუ გინდა .მადლობა.
-რისი მადლობა. მალე გამოჯანმრთელდით. დროებით.
გულზე მომეშვა , ორშაბათს ნონას იტერიკებს რომ არ მოვისმენდი, მაგრამ ლიკასიც მრცხვენოდა, მას დაუწყებდა ტვინის ბურღვას. მოკლედ სხვა საზრუნავი მქონდა. უნდა გამეგო რა აწუხებდა იმ ‘მძინარე მზეთუნახავს’ ჩემს მისაღებ ოთახში რომ ეძინა. ორი ჭიქა ყავა მოვადუღე, მე უშაქრო მიყვარს და ვივარაუდე რომ მას ტკბილი ეყვარებოდა , დავასხი ლამაზ ჭიქებში და მისაღებ ოთახში გავიტანე, შუშის მაგიდაზე დავალაგე ოდნავ მოშორებით გოგონასგან. ტკბილეული დამავიწყდა. იქვე ჩამოვჯექი სავარძელზე , ყავის ჭიქა დავიკავე და ველოდებოდი მის გაღვიძებას. ცხრას ოცი აკლდა. ის შეტოკდა, შემდეგ ძლივს გაახილა თვალები, დამინახა თუ არა სახეზე გადასაფარებელი აიფარა, წამოიწია და აიტუზა, შეშინებული თვალებით მიყურებდა.
-დილა მშვიდობისა. -ძლივსგასაგონრად ვუთხარი მე.
ხმა არ გაუცია , ყავის ჭიქა ავიღე და მისკენ რომ დავაპირე წასვლა , მთელი ძალით ჩაებღაუჭა გადასაფარებელს და კივილის დაწყებას აპირებდა.
-გთხოვ, გემუდარები არ იკივლო. მე არაფერს დაგიშავებ, შემომხედე , მე არ ვარ მანიაკი, მე არ ვარ მოძალადე. მე ნიკა ვარ , უბრალო ადამიანი , რომელსაც არ იცნობ, რომელსაც უბრალოდ შენი დახმარება უნდა , მე არაფერს დაგიშავებ, საერთოდ არაფერს, გპირდები.
ამ სიტყვების გაგონებაზე ოდნავ დამშვიდდა და კანკალი შეწყვიტა. მე მივუახლოვდი, დივნის კუთხეზე ჩამოვჯექი და ყავის ჭიქა გავუწოდე.
-სანამ გაიღვიძე გაცივდა კიდევაც, დალიე, დიდი იმედი მაქვს რომ ჩემგან განსხვავებით შაქრიან ყავას ეტანები. თან ძალა გჭირდება და ყავა დაგეხმარება ცოტათი. -მშვიდი ტონით ვეუბებოდი მე. -უი, დამავიწყდა , შენ შოკოლადებიც გეყვარება, წეღან ჩავირბინე მაღაზიაში და ვიყიდე. მოვალ ახლავე.
ის ხმას არ იღებდა, უბრალოდ ყავის ჭიქა გამომართვა და აიტუზა. სწრაფი ნაბიჯით გავედი სამზარეულოში, ნამცხვარი უცნაურ ფორმაზე დავჭერი, შოკოლადები თეფშზე დავალაგე და ოთახში გავედი. ის ყავას სვამდა და ხანდახან თვალსაც აპარებდა ჩემკენ.
შოკოლადებით სავსე თეფში გავუწოდე. აიღე თორემ მეწყინება-მეთქი, თავი დახარა და მორცხვად აიღო ერთი ცალი.
-მოდი ასე ვქნათ. -ხელი გავიშვირე, -მე ნიკა ვარ.შენ?
ხელი ჩამომართვა.
-მე ალექსანდრა ვარ,-ძლივს ამოილუღლუღა.
-რა ლამაზი სახელია , ალექსანდრა. პირველად ვხედავ მსგავსი სახელის მქონდე გოგონას.
-მადლობ.
ორივე ვდუმდით, არ ვიცოდი რა მეთქვა , მისკენ ვაპარებდი თვალს , ის კი ძლივს ყლაპავდა შოკოლადის პაწაწინა ნატეხებს, ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა და ცდილობდა დაემალა, თუმცა არაფერი გამოსდიოდა. ბოლოს დუმილი დაარღვია და აკანკალებული ხმით მკითხა.
-აქ როგორ მოვხვდი?
-გუშინდელი დღიდან რამე თუ გახსოვს?
-ყველაფერი. ბოლოს მახსოვს ხიდი, მტკვარი, ვიღაც ბიჭის სილუეტი და ...და მეტი არაფერი. როგორ მოვხვდი აქ, ნიკა?
-ის ბიჭი მე ვიყავი ვისი სილუეტიც დაინახე, შორიდან მოვდიოდი ნასვამი და რომ დაგინახე ხიდთან იდექი ჩუმად მოგეპარე რომ არ მოგესწრაფებინა გადახტომა,მიკიოდი სახეში მილაწუნებდი და ბოლოს გული წაგივიდა. მე აქ ამოგიყვანე ტაქსით , ეს ჩემი მეორე სახლია, სხვაგან ვერ წაგიყვანდი იქ ჩემი მშობლები და ძმა ცხოვრობენ. რომ ამოგიყვანე ცოტახანში გონზე მოგიყვანე მაგრამ კივილს იწყებდი და მომიწია დამამშვიდებლის გაკეთება ,რომ დაგეძინა, მაპატიე მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
-მადლობა, რომ სიცოცხლე მაჩუქე.
-ნუ მიხდი მადლობას, სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდი. რამ გაიძულა?
-სუიციდი?
-ჰო, დედა არ გყავს?
-მყავს .
-მერე მასზე არ ფიქრობდი ხიდთან მდგომი ?
-არა.
-რატომ?
-ვერ ვიტან ვერც დედაჩემს და ვერც მამაჩემს . ზოგადად ჩემს წყეულ ცხოვრებას ვერ ვიტან .
-შეგიძლია დალაგებულად მომიყვე რა მოხდა?
-საღამოს ათი საათისკენ სახლში როგორც ყოველთვის ერთი ამბავი ატყდა, მამა ნასვამი მოვიდა , დედა საყვარლისგან დაბრუნდა ,არ ვიცი რაზე მაგრამ ერთმანეთს წაეკიდნენ, დაიწყეს ჭურჭლის ლეწვა და მსხვრევა, მამამ სახეში გაულაწუნა, დედა დანას მივარდა, მე საძინებელის კარიდან ვუყურებდი და გამოსვლასაც არ ვაპირებდი, ამ დროს ...-ცრემლები წასკდა ალექსანდრას..- დედამ შემამჩნია შორიდან, მთელი ძალით ჩემკენ გამოექანა და თმაში მწვდა. ბოლო ხმაზე ყვიროდა ამას რატომ არაფერს ერჩიო, თუ რადგან მხოლოდ შენი შვილია იმიტომ უნდა იყოს ისე როგორც მას უნდა მე კიდევ უნდა მატრიალო შენს ჭკუაზეო. არადა სინამდვილეში მამაჩემს ძალიან ბევრჯერ ვყავარ ნაცემი, დალურჯებული ხშირად სკოლაშიც ვერ დავდიოდი რადგან მრცხვენოდა კლასელების. მამაც ჩემკენ წამოვიდა ხელი გააშვებინა და ეს რა წამოგცდაო ბოლო ძალით გააწნა სახეში სილა. დედა წაიქცა და ზიზღიანი თვალებით ამომხედა, მივხვდი რომ იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა და წამოვედი სახლიდან. ვტიროდი , თან ძალიან წვიმდა, ჩემს უბანს რომ გამოვცდი ბიჭი ამეკიდა , ნაბიჯს მოვუმატე, მათაც მოუმატეს, საბოლოო ჯამში დამეწია, თმაზე ხელი დამავლო და ზურგით მიმიკრა ტანზე, სანამ დავიკივლებდი ხელი პირზე ამაფარა, მაქსიმალურად ვცდილობდი ხელიდან დასხლტომას , მაგრამ თითოეული ჩემი მოძრაობა უფრო აგიჟებდა და ცდილობდა მეტად ეტკინა რამე. იქვე ერთ-ერთ სადარბაზოში შემიყვანა, ცალი ხელით პირს მიკუმავდა ცალით ტანისამოსს მახევდა, რაც უფრო მეტად ვმოძრაობდი უფრო ძლიერად მირტყამდა ხელს სახეში, ხელებზე. ოდნავ თავი გავწიე და ჩემმა კივილმა მის ორ თითს შორის გაატანა . ვიღაც ქალი გამოვარდა რაებს აკეთებთ თქვე უსინდისოებო, ნამუსი სულ დაკარგეთო, ახლავე პოლიციას გამოვუძახებ თუ არ შეწყვეტთო, პოლიციის გაგონება და იმ ბიჭის აორთქლება ერთი და იგივე იყო. ქალმა გადმოიფურთხა ჩემკენ, დამნაშავე ვეგონე და კარი გაიჯახუნა . წამოვდექი, ყველაფერი მტკიოდა,ტანსაცმელი გავისწორე, დავიფერთხე და სირბილით გამოვიქეცი, ბოლოს იმ ადგილას დავეცი მუხლებზე სადაც შენ მიპოვე, ვხაოდი, ტირილის ძალაც არ მქონდა, მივხვდი რომ ტყუილად ვცხოვრობდი და ვერაფერს შევცვლიდი,მითუმეტეს როდესაც საკუთარ თავსაც ვეღარ ვაჯერებდი რომ უარესებიც ხდება. ერთადერთი რაც აზრად მომივიდა სუიციდი იყო, სუიციდი ხომ ვედრებაა საშველად-რომელიც ვერავინ გაიგო.,-ეს თქვა და ისტერიკული ტირილი დაიწყო.
-ალექსანდრა. -მხოლოდ ეს ვთქვი და მთელი ძალით მივიკარი გულზე . ის ტიროდა , მე ნამიან თმაზე ვეფერებოდი, ის კიოდა , მე მთელი ძალით ვიხუტებდი გულში. ჩვენ ადამიანებს მხოლოდ ისღა დაგვრჩენია რომ გვიყვარდეს ერთმანეთი. მე ვხვდებოდი , რომ მისი მიტოვება , ყველაზე საშინელი ქცევა იყო, მე ვხვდებოდი რომ ის უნდა გამებედნიერებინა და მიმეცა მისთვის ის, რაც მას ასე ძალიან აკლდა, სითბო, მზრუნველობა, ერთგულება,სიყვარული. მე უნდა ვყოფილიყავი მისი მეგობარი, ახლობელი, უნდა მესაუბრა მასთან საათობით, უნდა მომედუღებინა ყოველ დილით ყავა და ყოველი მზის ჩასვლისას მეამბნა მისთვის ლექსები. ის ტიროდა და მე ვხვდებოდი, რომ მისი თითოეული ცრემლი, უფლის მიერ ჩემს დაბადებამდე ჩემსავე გულში ჩაქსოვილ სიყვარულის თესლებს აყვავილებდა,ის ტიროდა და მე ვიჯექი გაუნძრევლად და ვხვდებოდი რომ ადამიანის ტკივილს არ შეიძლება ჰქონდეს საზღვარი, არ შეიძლება არსებობდეს რაღაც დოზით ცუდი ცხოვრება, ყველას ცხოვრება ყველას ცხოვრებაზე ცუდია შესაბამისად ყველას ცხოვრება ყველას ცხოვრებაზე რაღაცით კარგია. მისმა ცრემლებმა ამაში დამარწმუნეს. მე არ ვცხოვრობდი ყველაზე უარესი ცხოვრებით, მე მყავდა დედა-რომელიც ყოველთვის მიფრთხილდებოდა, მამა-რომელიც მასწავლიდა ცხოვრებას, ძმა-რომელმაც მასწავლა ადამიანებზე ზრუნვა, მქონდა სამსახური, სახლი, პერსპექტიული მომავალი, ჩემთვის საკმარისი ფული თუმცა მე მაინც არ ვიყავი ბედნიერი და არც ვეძებდი ბედნიერებას. მას კი არაფერი გააჩნდა და ყველაფრით ცდილობდა ეპოვა ის, თუნდაც გაფრენაში, თუნდაც სუიციდში.მხრებზე ხელი მოვკიდე ,წინ გავწიე და თვალებში ჩავხედე, მისი ცრემლიანი მომწვანო თვალები ისეთი ღრმა და უძირო იყვნენ,რამოდენიმე წუთით რომ მეყურებინა ,ალბათ, ჩავიძირებოდი.ნიკაპი პატარა ბავშვივით უკანკალებდა , თვალები დახარა და ტირილი განაგრძო.
-ალექსანდრა, შენ იქ არასდროს დაბრუნდები, გესმის? არ მოგცემ უფლებას. შენ უნდა იყო ბედნიერი, არ მაინტერესებს რა, როგორ , რატომ, შენ უნდა იყო ბედნიერი და მორჩა. შემომხედე თვალებში.- თვალები ასწია და დამნაშავესავით მიყურებდა. - ჩემი გჯერა?
-მჯერა . -ძლივსგასაგონრად ჩაიჩურჩულა.-მჯერა.
-ხოდა მენდე, გთხოვ. მე არაფერს დაგიშავებ ,პირიქით.მე მინდა რომ ბედნიერი იყო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. დამიჯერე .-ეს ვუთხარი და ისევ ფრთხილად მივიკარი გულზე.ის პატარა ბეღურასავით თრთოდა, თან ამოიკვენესბდა ხოლმე, როცა სახეს მადებდა მხარზე, დალურჯებულები სტკიოდა, ან ცრემლებით ეწვებოდა .
-ნუღარ ტირი, კარგი? დამშვიდდი. ახლა ადექი და სააბაზანოში შედი, შხაპი მიიღე, მე მანამდე საჭმელს მოვამზადებ . უი სულ დამავიწუდა შენი ტანისამოსი გავრეცხე , ამიტომ დამელოდე ერთ წამს .
საძინებელ ოთახში შევედი, ჩემი ხალათი გამოვძებნე, შემდეგ ჩემი კუბოკრული პერანგი და მცირე ზომის ჯინსები, ტილო და ოთახის ფეხსაცმელი. ყველაფერი ერთად მოვკრიბე და გავუტანე ოთახში.
-გამომართვი ესენი, სააბაზანო პირდაპირ და მარჯვნივაა, იყავი იმდენ ხანს რამდენ ხანსაც გსურს, საპონი და მსგავსი რაღაცები იქვეა ,კარადაში. გავალ საჭმელს მოვამზადებ.
სამზარეულოში გავედი, მაცივრიდან ამოვიღე კეჩუპის საწებელი, მაიონეზი, ძეხვი, ყველი, მზა ცომი, მოხარშული კვერცხი, ხახვი, პომიდორი და ათ წუთში ჩემი პიცა უკვე გამოსაცხობად იყო გამზადებული. მანამდე მაგიდაზე დავალაგე თეფშები, დანა-ჩანგალი და ორნაირი ჭიქა, წვენისთვის და კონიაკისთვის, ნამცხვარი, შოკოლადები და წვენები. ნახევარ საათში ჩემს ხალათში გახვეული ალექსანდრაც გამოვიდა ,წელამდე წაბლისფერი ტალღოვანი თმით და ქათქათა სახით. გავშეშდი, ძლივს ამოვილუღლუღე რა ლამაზი ხარ-მეთქი. მადლობა მომიხადა და ტანისამოსის ჩასაცმელად გავიდა . ჩემი პიცაც გამოცხვა, დიდი წვალებით დავჭერი და მივიტანე სუფრასთან. ამასობაში ისიც შემოვიდა ოთახში, თმა აწეული, ორი ზომით დიდი პერანგითა და ჩემი დახეული ჯინსებით, გამეღიმა, აშკარად ჩემზე მეტად გიხდება-მეთქი, თავი დახარა , შემდეგ ამომხედა და გამიღიმა . ეს მისი პირველი გაღიმება იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება, ლოყებზე ორი ნაჩხვლეტი დაეტყო და ამან ჭკუიდან შემშალა, აღარ ტიროდა, იღიმოდა და ამან მომცა სტიმული, სტიმული იმისა რომ მე შევძლებდი მისი მომავლის გაფერადებას და წარსულის გაუფერულებას .
-დიდხანს უნდა იდგე კარში?-გავუღიმე. - აი, ქალბატონო ალექსანდრა, სუფრა გავშალე, მიუხედავად იმისა რომ საჭმელს არასდროს ვაკეთებ, ეს მეორე ცდაა და მკაცრად არ გამაკრიტიკოთ. -გამეცინა, ახლოს მივედი და სუფრასთან დავსვი.წინ მე დავუჯექი. პიცის ერთი ნაჭერი აიღო და გასინჯა.
-შენ მეუბნები რომ მკაცრად არ გაგაკტირიკო?
-კი ზუსტად. -ვუთხარი და თავი გავისაწ.....
-რატომ გაგაკრიტიკებ როდესაც ასეთი მადისაღმძვრელია. არ მეგონა თუ ასე გემრიელი იქნებოდა . - გაეღიმა.
- მთავარია 15 წუთის შემდეგ ცოცხლები ვიყოთ .
ოროვეს გაგვეცინა ჩემს უკბილო ხუმრობაზე. კონიაკი დავასხი, მეორე ჭიქაში ანანასის წვენი. ჭიქა დავიკავე და კარგი თამადასავით დავიწყე საუბარი.
-იცი, ალექსანდრა, რას გაუმარჯოს?
-რას?
-ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს, ცრემლით დაწყებულს და ღიმილით გაგრძელებულს, შენს ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს და ჩემს ცხოვრებას ,რომელიც შენი გამოჩენით განახლდება . -თვალი ჩავუკარი და ჭიქა მივუჭახუნე.
-მადლობა, ნიკა . გაუმარჯოს ჩვენს ახალ ცხოვრებას . -თქვა და დაცალა ის ჭიქა. წვენი მიაყოლა.
-გავბანალურდე?
-რატომაც არა, მაგასაც აქვს ხიბლი.
-ძალიან ლამაზი ხარ . ბევრი გოგო მინახავს ჩემი 23 წლის განმავლობაში, მაგრამ შენ სხვა ხიბლი გაქვს, ისინი კომპლიმენტის დაჭერაზე არიან, შენ მორცხვად ხრი თავს . მათ ცისფერი,მწვანე ან ნაცრისფერი თვალები აქვთ ,შენ თაფლისფერი და უძირო. შენ მათ არ გავხარ . შენ არ გავხარ არავის,.
-მადლობა ,ნიკა. რომ ხარ და ახლა ამას მეუბნები სწორედ ამისთვის ვარ მადლობელი.
-მადლობა იცი როგორ უნდა გადამიხადო ? უბრალოდ გამიღიმე .
გამიღიმა და სისხლმა კოსმიური ტრაექტორიით დაიწყო სხეულში მოძრაობა. არასდროს მქონია მსგავსი გრძნობა, არც ნინას მიმართ, ნერწყვს ძლივს ვყლაპავდი , სუნთქვა მეკვროდა. ის კი მიღიმოდა და თვალებს მარიდებდა, თვალებს მარიდებდა და მიღიმოდა, არ ვიცოდი რა მეთქვა, ცარიელ ოთახში სიჩუმეს ორი ადამიანის სუნთქვა აპობდა და ეს არაჩვეულებრივად რომანტიულ განწყობას მიქმნიდა. ვგრძნობდი რომ ეს არ იყო ის ჩვეულებრივი განცდა, რომელიც აქამდე ქალისადმი მქონია, ეს რაღაც სხვა იყო, არა ამ სამყაროული, მე არ მინდოდა მეყურებინა მისი შიშველი სხეულისთვის , ჩაცმული უფრო მეტად მომწონდა, მე არ მინდოდა მასთან დაძინება , მე გაღვიძება მსურდა მასთან, მე არ მსურდა ფიზიკურად შევხებოდი მას -მისი ყურებაც მყოფნიდა გასაფრენად. მან ერთი გაღიმებით გამაფრინა და გამაფრენინა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ ისევ დავასხი კონიაკი და გავუწოდე მას.
-ახლა ამით გაუმარჯოს იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი გული ირჩევს შესაყვარებლად. -თვალი ჩავუკარი და მაცდურად გავუღიმე. გაეცინა , გაუმარჯოსო და ნახევრად დაცალა ჭიქა.
-ალექსანდრა, იცი რას გეტყვი ?
-რას?
-არ გეგონოს რომ ალკოჰოლმა გამათამამა, არც თავხედობაში ჩამომართვა, რადგან მართლა ასე ვფიქრობ, მე შენ მომწონხარ და ამას მთელი გულით ვგრძნობ.
-ნიკა...
-გისმენ , რისი თქმა გინდა?
-არა , არაფერი. -აღელვებული ხმით მითხრა და ჩანგლით დაიწყო თეფშზე ხაზვა.
-საშინელი ხმა აქვს .
-ვიცი, მაპატიე . -ჩანგალი დადო და თვალებში მომაშტერდა.
-რამის თქმა გსურს?
-არ ვიცი. არა.
-არ უნდა მეთქვა.
-არა, უნდა გეთქვა. ზოგადად ყოველთვის უნდა თქვა ის რასაც გრძნობ.
-და შენ რას გრძნობ ?
-ნიკა, არ ვიცი, შეიძლება ეს სიგიჟე იყოს , მაგრამ მეც მომწონხარ. -მითხრა და თვალები ამარიდა.
-დარჩი ჩემთან სულ. არასდროს წახვიდე რა, უბრალოდ არ წახვიდე და მორჩა. - ეს ვუთხარი და მაგიდაზე ეულად დადებულ მის ხელს ხელი დავადე ფრთხილად, თითქოს მეშინოდა მისი ხელის მტევნებზე ჩუმად ჩამომსხდარი პატარა ბეღურები არ დამეფრთხო. მის კანზე შეხებამ მთელი ჩემი სხეული ააცახცახა. მაგიჟებდა და ჩემი თავის მე თვითონ მიკვირდა, ერთი დღეც არ იყო რაც ვიცნობდი და ისე ძალიან მომწონდა ,რომ ნებისმიერს დაუდგებოდი წინ თუნდაც მოსაკლავად მისი ერთი გაღიმებისთვის. დიდხანს არ ვამბობდით არაფერს, არ ვიძროდით ადგილიდან. ბოლოს ბოლო ჭიქა დავასხი და რაც უცაბედად მომაფიქრდა ის ვთქვი სადღეგრძელოდ.
-სამ წამს გაუმარჯოს ცხოვრებაში.
-რა სამ წამს ,ნიკა?
-პირველ წამს როდესაც თვალები ხვდებიან ერთმანეთს, მეორე წამს როდესაც გული უზომოდ ჩქარა იწყებს ძგერას და მესამე- როდესაც მის გამო სამყაროს დათმობაც გეცოტავება.
- როგორი სხვანაირი ხარ.
-ოჰ, ქალბატონო ალექსანდრა. კომპლიმენტად მივიღებ. -გამეღიმა, ჭიქა დავცალე და მას მივაშტერდი.
არაფერს ვამბობდით, ბოლოს ტკბილეული დავაგემოვნეთ და სუფრის ალაგებას შევუდექით. ჭურჭლის დარეცხვა მან ითავა მე კი ჩაის მომზადება დავიწყე. ტელეფონმა დამირეკა , დედაჩემი იყო, მომიკითხა და დამემშვიდობა სამსახურში ჰქონდა საქმეები. საათის ისრები საღამოს ექვს საათს ადნებოდნენ, რადგან ჯერ კიდევ გაზაფხული იყო ადრე ღამდებოდა და მზემაც ჩასვლა იწყო. კომპიუტერი მეორე სახლში მქონდა ამიტომ ტელეარხის არჩევა ალექსანდრას გადავაბარე, მანაც რაღაც რომანტიკული ფილმი იპოვა და კომფორტულად მოკალათდა, ჩაი შევიტანე მისაღებ ოთახში და გვერდით დავუჯექი, წელზე ხელი მოვხვიე და ჩემკენ გავწიე. ფრთხილად მოიწია და თავი მხარზე დამადო. ვისხედით და ფილმს ‘’მზის ამოსვლამდე’’ ვუყურებდით . რაღაცნაირად მსგავსი სცენა იყო, ერთი დღის ნაცნობი გოგონა და ბიჭი დასეირნობდნენ ქალაქში და საუბრობდნენ ყველაფერზე, გამეცინა, ალექსანდრა მიმიხვდა სიცილის მიზეზს და მანაც უმიზეზოდ დაიწყო სიცილი. ხელი მოვხვიე და გულზე მივიკარი.
-იცი არ მწამს სიყვარულის, რომელიც თვეების და კვირების მერე მოდის, ეს ჩემთვის უბრალოდ მიჩვევაა, როგორც სიგარეტზე, შენ ხდები დამოკიდებული მასზე და ვერ ძლებ მის გარეშე, შენ გგონია რომ ის გიყვარს, არადა სინამდვილეში ეჩვევი და ნებისმიერი რაიმე კარგი ვარიანტის გამოჩენის შემთხვევაში შენ ‘აგდებ ‘ მას , შემდეგ ფეხით უვლი და აქრობ მასში ძლივსმბჟუტავ ცეცხლს. ასეა ადამიანიც, ჰგონია რომ უყვარს, სინამდვილეში ის სწავლობს მეორე ადამიანის თვისებებს, ეგუება, ეჩვევა მათ და ხდება დამოკიდებული იმ ადამიანზე, რომელსაც ამდენი ხანია შეიცნობს. არ მეთანხმები?
-კი გეთანხმები.
-მე მწამს სიყვარულის, რომელიც ერთი თვალის დახამხამებაში იღვიძებს შენში და ტოვებს დიდ ანაბეჭდს, მე მწამს , რომ ერთი დანახვისთანავე ადამიანებს შორის წარმოიქმნება უხილავი ძაფები რომლებიც ერთმანეთისკენ იზიდავს ამ ორ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ამ შეხვედრის მერე ისინი ერთად დარჩებიან თუ პლანეტის ორ საპირისპირო მიმართულებაზე განაგრძობენ ცხოვრებას , მათ შორის მაინც იარსებებს ის რის გამოც ისინი ყოველი დაძინების წინ იფიქრებენ ერთმანეთის თვალებსა და ღიმილზე.
- ალბათ, ასეა.
-მე შენ მიყვარხარ, ახლა და დღეს. ზედმეტი ახსნების გარეშე. -ეს ვთქვი და ადგილზე გავქვავდი თითქოს პასუხს ველოდებოდი და თან ვიცოდი ,რომ არაფერს მიპასუხებდა. - მე არ მინდა შეგეჩვიო და ამის გამო თვეების შემდეგ გითხრა რომ მიყვარხარ, რადგან ჩემი აზრით ეს სისულელეა, შეჩვევა უბრალოდ ბუტაფორიაა, რომელიც დროდადრო გაიცვითება და ჩვეულ ფერს დაკარგავს. მე შენ მიყვარხარ გესმის?!
გატრუნული იჯდა, არ ამბობდა არაფერს , დროდადრო თვალებში შემომხედავდა და ისევ ხრიდა თვალებს. სული დამელია პასუხის მომლოდინეს, ნელ-ნელა სინანულს ვიწყებდი მაგრამ ვხვდებოდი რომ სინანულს აზრი არ აქვს, ზოგადად მაგ გრძნობას ვერ ვიტან, რადგან ყოველთვის ამაზრზენად მიმაჩნია იმის სინანული რისი გაკეთებაც მთელი გულით გინდოდა. ჰო და, მე მინდოდა მისთვის ის სიტყვები მეთქვა რასაც ვგრძნობდი, სამი სიტყვა, რომელშიც იმ წუთებში მთელი სული ჩავაქსოვე. საბოლოოდ დავკარგე იმის იმედი , რომ რაიმას მეტყოდა, სული დაღალა ლოდინმა.
-მეც მიყვარხარ. -ჩურჩულით მითხრა.
-რა, ალექსანდრა?
-მეც მიყვარხარ,ახლა და ამ წუთას, არ მადარდებს რა იქნება ხვალ, დასაკარგი არაფერი მაქვს შენს გარდა. არ ვიმსახურებ შენს სიყვარულს მაგრამ მიყვარხარ. -მითხრა და მთელი სხეულით მომეტმასნა სხეულზე. ვეხუტებოდი, ვეფერებოდი თმაზე, ხელებზე, მხრებზე. მისი საოცარი სურნელით ვტკბებოდი.
იმ საღამოს არ წვიმდა, მაგრამ საშინელი ქარი იყო. ქარი ყველაფერზე მეტად მიყვარს, მასში ვხედავ მუსიკასაც, პოეზიასაც და ზოგადად ხელოვნებას. ის არის ჩემი ამაღელვებელი და დამამშვიდებელი, ერთგვარი ოპიუმია, რომელსაც ბოლომდე ვანდობ თავს. ვიჯექი ალექსანდრას ვუწნიდი წაბლისფერ თმებს და ვღიღინებდი : For you're everything to me and I'll do what you ask me , if you let me be free, If you want me satisfy me, If you want me satisfy me. ზოგგან ისიც მყვებოდა და ეს გვყოფნიდა ყველაფრისათვის. ღამის ორ საათამდე ხან რას ვმღეროდით ხან რას , ბოლოს ძილი მოერია და წამოწვა, იქვე ჩავიმუხლე, თავი ხელზე დავადე მუცლის გასწვრივ და ლექსებს ვუკითხავდი. :
‘’მიყვარხარ ცამდე და ციდან უკან,
ტუჩები შენი ვარდვივით ნაზი,
ყოველი ასო, ყოველი ბგერა,
ყოველი ნაკვთი, ყოველი ხაზი...’’./თ.ნ/
....
‘’ მიყვარს ნაბიჯი დარხეული და წარამარა,
მიყვარს ვარდები, ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი!
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,
შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად,

ირიბად დავალ, ჩემი ლანდი ბარბაცით დამსდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება როგორც იარა,
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენი სახლის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად!’’ /მ.გ/
ხელით თმაზე მეფერებოდა, შემდეგ ნელ-ნელა მოუკლო და ბოლო გაჩერდა, მივხვდი რომ ჩაეძინა, თბილი საბანი დავაფარე და ისევ იქ ჩავიმუხლე, 3-4 საათამდე ვუსმენდი მის მშვიდ სუნთქვას ბოლოს ჩამეძინა.
დილით ყავით და შოკოლადებით ხელში დავხვდი, გაეღვიძა თუ არა ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე. რადგან ყველაფერი თავის სახლში ჰქონდა დარჩენილი და იქ დაბრუნება მარტოს არ სურდა, გადავწყვიტეთ ერთად წავსულიყავით. დათოს დავურეკე ჩემი მანქანა წამომიყვანე აღმაშენებელზეა-მეთქი, ძმაკაცი რისი ძმაკაცია ჯერ რომ არ ეწუწუნა ნაბახუსევი ვარო , მაგრამ ორმოც წუთში ჩემი მანქანიანად ჩემს სადარბაზოსტან იდგა. სახლში ამოვიპატიჟე. სადარბაზოში გავაფრთხილე სახლში გოგო მყავს-მეთქი.
-შე ჩემა, როდის მოასწარი?! გუშინ წინ დაგირეკე ეული იჯექი და არაყს წრუპავდი, საიდან გაჩითე, ვინ არის?
-გრძელი თემაა, მერე ჩავუსხდეთ და მოგიყვები. ახლა გაგაცნობ, მიყვარს.
-რას შვრება?! -დათოს თვალები გაუფართოვდა და დაბნეული ციყვივით შემომხედა.მერე მხარზე ხელი დამადო და სიცილი აუტყდა. -ბიჭო, შენ სულ გადახვედი ჭკუიდან ?
-ჰო, დავით, ძმა. დღეიდან აქეთ ვიქნებით, მეც აქეთ გადმოვალ საცხოვრებლად და ალექსანდრაც აქ იცხოვრებს, ხო გეუბნები მოგიყვები მერე. ავიდეთ ახლა რა.
-მოიცა რა , მოვწევ ამას, შენ არ გინდა? -სიგარეტი გამომიწოდა, გამოვართვი და მოვუკიდე.
-ბოლო დროს ბევრს ვეწევი. -დანანებით გავიქნიე თავი.
-რა იყო, იქნებ ისიც მითხრა რომ მამა ხდები და ნერვიულობ.-სარკასტულად მითხრა დათომ.
-აჩმახებ რა. ხო იცი შენთვის არაფერი დამიმალია, არაფერი ყოფილა ჩვენს შორის, უბრალოდ ორი დღეა ერთად ვართ. -ვთქვი და მესამე ნაფაზში თითქმის ფილტრამდე დავიყვანე სიგარეტი.
-კაი ხო, ვხუმრობ შე ჩემა , რას მიძაბავ კრუხივით. წავიდეთ, იმედია რამე გაქვს ‘’ალკოჰოლური სიყვარული’’ .
-ჰო, მარა მე ვერ დავლევ, საქმეები მაქვს. წამო.
სახლში ავედით, დათოს ალექსანდრა გავაცანი . ალექსანდრას სუფრა გაეწყო, დავსხედით . დათო კარგ ხასიათზე იყო, თან ჩემი არჩევანი აშკარად მოეწონა , ხუმრობდა რაღაცებზე და გვაცინებდა. მობილურზე დაურეკეს გავიდა და ცოტახანში წასვლაც დააპირა.
-მოხდა რამე?
-არა, ისეთი არაფერი. უბრალოდ ის ბებერი ყავარჯენა ქალი როა ხო იცი , ჟუჟუნა, ჩემზე ერთი სართულით ზევით რომ ცხოვრობს, მაგას ჩამოუშვია ჩემთან წყალი და დედაჩემმა დამირეკა.
-მერამდენედ?
-რავი, მაინცდამაინც წარბებით უნდა ვათრიო ეგ ქალი , რომ გაიგოს რა როგორაა. -გაბრაზებულმა თქვა და თითები გაატკაცუნა.
-კარგი, ძმა , მიხედე საქმეებს, გაგაცილებ მე.
დათო ალექსანდრას შეუბრუნდა:
-სალუტ, მადმუაზელ, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ბედნიერება და ამბები, ქორწილი არ გამომაპაროთ, -ამბობდა სიცილით.
-სალუტ , მუსიე. არ გამოგაპარებთ. -ხელი ჩამოართვა ალექსანდრამ და კარისკენ გამომყვა დათოს გასაცილებლად.
ცოტა ხანში გაემზადა, თმა დაივარცხნა , ტანისამოსი ჩაიცვა . მე წვერი გავიპარსე, მოვწესრიგდი და სახლიდან გავედით. ნერვიულობდა, ეტყობოდა რომ საშინლად არ უნდოდა სახლში დაბრუნება, იქ სადაც იმხელა ზიზღი და ბავშვობის მწარე მოგონებები ეგულებოდა. მანქანაში ჩავსხედით, ფანჯარას ჩავუწიე და სიგარეტს გავუკიდე.
-არ ეწევი ?
-იშვიათად. ასე მგონია ნერვებს აწყნარებს.
-სისულელეა ეგ, ეგ ჩვენ ადამიანები ვიგონებთ რომ ნერვებს რაღაც ბოლი აწყნარებს, სინამდვილეში ეგ ჩვენი წარმოდგენაა-ვუთხარი და სიგარეტი გავუწოდე, ნერვები დაიწყარე-მეთქი. სიგარეტი გამომართვა და პირველი ნაფაზის დარტყმისთანავე ხველა აუტყდა. სიცილი დავიწყე. -გეტყობა როგორც იცი მოწევა.
-მასწავლე.
-ნახე, თითებზე მიყურე. ამოისუნთქე , ბოლომდე გამოუშვი ჰაერი, თითქოს გულს ხსნი ტკივილების გამოსანთავისუფლებლად, ტუჩები ოდნავ მომუწე , თითქოს მზეს უშვერ გასათბობად, სიგარეტი ტუჩებთან მიიტანე და ნაფაზი ისე დაარტყი რომ არ გადაგეყლაპოს, შემდეგ ნელ-ნელა გარეთ გამოუშვი კვამლი. სცადე.
მეორე ნაფაზი წარმატებული გამოდგა, თან ისე უხდებოდა სიგარეტი, გინდოდა არ გინდოდა მაინც უყურებდი. ფრანგ ქალს ჰგავდა , მომუწული ტუჩებით, გვერდით გადმოყრილი თმებითა და იდუმალებით სავსე თვალებით.
-წავიდეთ?
-ორი წუთიც რა . -მითხრა და თვალებში მომაშტერდა. უცებ წინ გადმოიწია ხელი ლოყაზე მომკიდა და ტუჩებით შემეხო ტუჩებზე. წამით გამოვშტერდი, თითქოს მე ვიყავი გოგო და ვერ ვბედავდი რომ საპასუხოდ მეკოცნა, გამიკვირდა მისი სითამამე , მაგრამ მოვკიდე თმაზე ხელი და მის ტუჩებს დავეკონე. ეს ყველანაირ სიამოვნებაზე უფრო აღმატებული სიამოვნება იყო, საოცრად ტკბილი ტუჩები ჰქონდა, ბადაგივით ტკბილი, ვკოცნიდი და თავს ვერ ვაიძულებდი გაჩერებას, მკოცნიდა და სულ უფრო გახშირებულად სუნთქავდა. ტელეფონმა გაიწკარუნა , ალექსანდრა გაჩერდა და გაიწია, თან მორცხვად დახარა თვალები. ტელეფონის ეკრანზე ლიკას სახელი ციმციმებდა, ჯანდაბა ამას რაღა უნდა-მეთქი და წამის მეასედში გავუთიშე ტელეფონი . მაგრამ მეორედ დარეკა, ხვა გზა არ მქონდა უნდა მეპასუხა.
-გისმენ ,ლიკა.
-როგორ ხართ?
-მადლობა, ნორმალურად . თავად?
-მეც ასე. სიახლე მაქვს თქვენთვის.
-ჯერ ის მითხარი, გუშინ რა თქვა ნონამ რომ არ ვიყავი?
-არაფერი, მე მოვაგვარე , მეთქი ცუდადაა და ვერ მოვა ამ ერთხელ, დამიჯერა და არ უწიკვინია. გითხრათ სიახლე?
-მადლობა. კი გისმენ.
-ნონა თქვენს დაწინაურებას აპირებს და ამისთვის ორ კვირაში გერმანიაში უნდა გაგგზავნოთ 10 დღით. სხვათა შორის , ბატონო ნიკა, გაორმაგებული ხელფასი გექნებათ ახალ თანამდებობაზე.
-როგორ გამახარე. მადლობა დიდი. შოკოლადი და ყავა ჩემზე იყოს.
-რა პატივია.
-ასე თუ ისე. კარგი წავალ ახლა. დროებით.
-დროებით, ბატონო ნიკ.
ყურმილი გავუთიშე და ალექსანდრას ვახარე ლიკას ნათქვამები. გადმოიწია ლოყაზე მაკოცა და მომილოცა გახარებულმა . ოც წუთში მის სახლთან ვიყავით, ვთხოვე მე ავალ და ჩამოვიტან შენს ნივთებს -მეთქი მაგრამ არ მოინდომა. მარტო ავიდა და ათ წუთში ტირილით ჩამოიტანა ტანსაცმელი და ერთი სათამაშო, რომელიც ბავშვობიდან უყვარდა. მანქანაში ჩავსხედით და განსატვირთად სავაჭრო ცენტრში მივედით, რამოდენიმე კაბა , ფეხსაცმელი და უბრალო ტანსაცმელი ვიყიდეთ, ჩემთვის ახალი , ჭაობისფერი ჰალსტუხი შეარჩია, უხდება შენს მოლისფერ თვალებსო. შემდეგ კაფეში გავისეირნეთ და შინ დავბრუნდით.
-რომ წავალ მოიწყენ უჩემოდ?
-ძალიან.
-ხშირად იფიქრებ ჩემზე?
-ძალიან.
-მიყვარხარ.
-მე უფრო მიყვარხარ.
-რაღაც იდეა მაქვს, წამო დღეს თბილისის ზღვაზე ავიდეთ, ასე ერთ საათში მზის ჩასვლას ვუყუროთ არ გინდა?
-კი, ძალიან მინდა. -გახარებულმა მითხრა და ყელში მაკოცა.
ნახევარ საათში უკვე ზღვაზე ვიყავით, ერთი წყნარი სანაპირო ავარჩიეთ, მანქანაში დემიენ რეისის სიმღერა ჩავრთეთ ისე რომ განმეორებულიყო დასრულებისთანავე და იქვე ქვებზე დაფენილ დიდ ტილოზე მოვკალათდით. საღამოს რვა საათი იწყებოდა როდესაც ფორთოხლისფერმა მზემ მთვარისთვის ადგილის დათმობა გადაწყვიტა. ზანტად მიიზლაზნებოდა ზღვის სწორი ჰორიზნტისკენ და დაღონებული , გადაქანცული სახით ცრემლებივით ყრიდა ძლივსმთბობელ სხივებს, ზღვა ფერც იცვლიდა, დუმდა და ემშვიდობებოდა მზეს, რომელიც მასში უნდა შთანთქმულიყო რითმებად და ნოტებად, ზღვას მხოლოდ ფრთხილი ნიავი ატორტმანებდა და უმღეროდა რომ ხვალ ისევ იხილავდა მზის სხივებს. ათ წუთში მზის სიკაშკაშე ზღვის ლივლივს შეერწყა და საბოლოოდ შთაინთქა მასში, მშვიდად და უხმოდ, მისი სხივები როგორც ათასი ადამიანის სული მიმოიფანტნენ აქეთ-იქით და დაიძინეს ახალი სიცოცხლის მოლოდინში. ალექსანდრას ჩემს გულზე ედო თავი და მე ჩუმად დავიწყე ჩურჩული :
-When I get really lonely...
and the distance causes our silence
I think of you smiling
with pride in your eyes
a lover that sighs..
-If you want me satisfy me -მითხრა და ნიკაპზე მაკოცა.
-მიყვარხარ.
-ყველა საზღვარს და ჰორიზონტს გაცელილად.
ვისხედით ჩუმად და არაფერს ვამბობდით, ვდუმდით და მხოლოდ ერთმანეთის თბილ ხელისგულებს ვგრძნობდით. ის იყო ჩემი მთელი არსებით და მე ვიყავი მისი ბოლო ბგერამდე.
-ადექი,გთხოვ. -ვთხოვე და ალექსანდრა ადგა, ავდექი მეც და მივედი მასთან. მოვკიდე ორივე ხელი, მივიზიდე მთელი სხეულით და ჩუმად დავიწყე ღიღინი : Are you really here or am I dreaming
I can’t tell dreams from truth
For it’s been so long since I have seen you
I can hardly remember your face anymore. ვცეკვავდით ფრთხილად და წყნარად, ნაბიჯი მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, ორი ნაბიჯი წინ, ორი უკან, მისი მთრთოლვარე მკლავები და მხრები ჭკუიდან მშლიდნენ, მის წელზე მეწყო ხელები და მევიოლინესავით ისე ვამოძრავებდი ვცდილობდი რომ არ გამპარვოდა თუნდაც მინიმალური უზუსტობა. მას თავი ჩემს მხარზე ედო და გახშირებულად სუნთქავდა, ვგრძნობდი მის გულისცემას და ჟრუანტელივით დამიდიოდა მისი ყოველი ამოსუნთქვა კანის თითოეულ უბანზე. შემეძლო მეთქვა რომ შეშლილი ვიყავი, შეშლილი მისით და მისგან. ოდნავ დავიხარე მისი პატარა სახე მოვიქციე ხელებში და დავუკოცნე, მერე ტუჩებისკენ დავუყევი ღაწვებიდან მიმავალ გზებს , ვკოცნიდი მშვიდად, თვალებდახუჭული და მთელს სხეულში პლანეტების ქაოტურ მოძრაობას ვგრძნობდი. ვაპორეტოსავით ნელი მოძრაობით გულს ძლივს გადაჰქონდა სისხლი მთელს სხეულში, გული მისით მქონდა სავსე, სული მისით მქონდა სავსე, ის მოიცავდა ჩემს მთელ არსებას,ის განაგებდა მთელს ჩემს სამყაროს. ღამის სამ საათზე სახლში წამოვედით, მანქანაში ჩაეძინა და ხელით ავიყვანე საძინებლამდე, გახდაც ვერ მოვახერხე ჩემივე ტანსაცმლის ისე ჩამეძინა.
დილით გამეღვიძა, გვერდით გავიხედე და ალექსანდრა არ დამხვდა. საათნახევარი მქონდა სამსახურამდე, ვიფიქრე ალბათ შხაპს იღებს და არ ავდგები ცოტახანს-მეთქი. ათ წუთში ლანგრით ხელში, ჩემს პერანგში გახვეული გრაციოზულად შემოვიდა ოთახში, ორი ჭიქა ყავა უშაქრო და შაქრიანი თავისთვის შემოიტანა და საწოლზე ჩამოჯდა. სანამ ბოლო ყლუპი არ დავლიე იქამდე თვალებში ვუყურებდი და ხმას არ ვიღებდი.
-მიყვარხარ. -თვითონ დაარღვია სიჩუმე.
-მე უფრო მიყვარხარ.
-არა , მე უფრო.
-ნერვებს მიშლი. მე უფრო და მორჩა.
ტუჩები მომუწა. ეს ეს იყო ჭიქა დავდე და თეთრი ბალიში გამოფრინდა სახის მიმართულებით, სულელივით მომახტა , მთელი სხეულით ზედ დამაწვა და თმების აჩეჩვა დამიწყო. გიჟი ბავშვებივით დავსდევდით ერთმანეთს, ბოლოს ქანცგაწყვეტილმა ხალიჩაზე წამოვდე ფეხი და მთელი ძალიტ მოვადინე ბრაგვანი, არც ის გავახარე და თან გადავიყოლე. გადავბრუნდი და ჩემს ქვემოთ მოვიქციე. თვალებში ვუყურებდი და ნელ-ნელა ვიხრებოდი, ლავიწები, ყელი, ნიკაპი...ტუჩები.. საათს დავაკვირდი და ჯანდაბა , 20 წუთი მრჩებოდა დრო. ფეხსაცმელებს გზაში ვიკრავდი. ხუთი წუთის დაგვიანებით მივედი სამსახურში. ლიკა ჩვეულ სტილში დამხვდა, გადამეხვია კარგი დაქალივით და მაკოცა ლოყაზე.
-ნონა გიბარებთ.
-კარგი. -ეს ვუთხარი და წამითაც არ გავჩერებულვარ ისე გავუჩინარდი ნონას კაბინეტში.
-გამარჯობა , ქალბატონო ნონა.
-ეს ვინ მოსულა, შემოდი ნიკოლოზ, დაბრძანდი. როგორ გიკითხო? გამოჯანმრთელდი ?
-არამიშავს რა. თქვენ როგორ ბრძანდებით? მიბარებდით ?
-არამიშავს გაიხარე. კი . მოკლედ ასეთი საქმეა , ამ დღეებში ჩემს მოადგილედ გნიშნავ, უბრალოდ ფორმალობებია მოსაგვარებელი, ნუ ხო გესმის , ქაღალდები, ‘’პეჩატები’’ და ესე რა. ხოდა , ჩემო ნიკოლოზ დღეს ორშაბათია და მომავალ ორშაბათს ბერლინში წახვალ სტაჟის ასამაღლებლად და იქვე ერთი ორ პრესკონფერენციასაც ჩაატარებ. დაგავარილის? -სათვალე ჩამოიწია ცხვირზე და ქვემოდან ამომხედა.
-დაგავარილის, ქალბატონო ნონა. მაგრამ რითი დავიმსახურე ამხელა თანამდებობა, ‘სვიაზები’ არ მაქვს მე.
-ოო, ჩემო ნიკოლოზ, ერთადერთი პატიოსანი შენ მეგულები ამ კომპანიაში, სხვები მიცემაზე არიან გადასულები.
-რის მიცემაზე? -გულში გავიფიქრე მომესმა ალბათ-მეთქი.
-არ დამაკონკრეტებინო, ღმერთმანი -გაეცინა ნონას.- შენც ხო იცი რასაც ვამბობ.მოკლედ სამსახურში ჩვეულებრივად ივლი, მანამდე კაბინეტს მოგიმზადებ, ‘ნო იესწ ადნო ნო’ , ლიკა ისევ შენი მოადგილე იქნება. -გამიღიმა მაცდურად.
-მირიგებთ ქალბატონო ნონა , თუ ეგრე წურბელასავით რატომ დავატარებ მაგ გოგოს კუთხიდან კუთხეში.
-ეგ ჩემი საქმეა. ახლა კი სამუშაოს შეუდექი.
კაბინეტიდან გამოვედი და მორიგეობით დავრეკე ტელეფონზე, ხან დათო მოვიკითხე , ხან ალექსანდრა და ბოლოს დედას დავურეკე, ასე და ასეა თან საცხოვრებლად ჩემს სახლში გადმოვდივარ ავლაბარში და მომიკითხე ყველა-მეთქი. უაზროდ ბევრი ქაღალდი მომაყარა ამ ქალმა , შვიდამდე აქლემივით ვიმუშავე და ქანცგაწყვეტილი დავბრუნდი სახლში. ალექსანდრას სუფრა გაეწყო, სანთლებით , ტკბილეულითა და გემრიელობებით. თვითონ ახალი ნაყიდი შავი კაბა ეცვა და მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული . ხელები დავიბანე, და გამოუცვლელად მივუჯექი სუფრას .
-შამპანური საიდან? -მკითხა მან
-ო, დღეს მაგარი დღე მქონდა , ჩემო საყვარელო.
-რა მოხდა?
-ნონას ველაპარაკე და მის მოადგილედ მნიშნავს , ოღონდ ნონას თქმისა არ იყოს ‘ნო იესწ ადნო ნო’ გერმანიაში მიწევს წასვლა ხომ იცი ათი დღით, ზუსტად ერთ კვირაში.
-ვიცი . -მოიწყინა და ცხვირი გაუწითლდა ბავშვივით.
-პატარა ხარ ? მე დიდი მეგონე. რა გატირებს?
-მომენატრები.
-მალე გავა დრო. ხომ იცი მიყვარხარ.
-მე უფრო.
-მოდი ჩემთან.
ადგა და ჩემთან მოვიდა , ავდექი ჩავეხუტე და ასე ვიდექით გაშეშებულები, სანამ ჩემმა ტელეფონმა არ დარეკა, თავისთავად ლიკა იყო, მაგრამ მაგას ვინ დაეძებდა მე და ალექსანდრა უკვე ვცეკვავდით ჩემი ტელეფონის ზარზე და ვიცინოდით. შამპანური ქმედებაში შედიოდა, ნელ-ნელა ვგრძნობდი გრადუსს.. მაცდურად მიყურებდა და ტუჩს იკვნეტდა. წელზე მოვკიდე ხელი და ჩემკენ მივიზიდე, ყელში ვაკოცე, ლოყებზე, შუბლზე, ბოლოს ტუჩებისკენ დავეშვი. ვნებიანად მკოცნიდა, მთელი ძალით, ენას მადებდა ტუჩზე, ხანდახან მკბენდა , მარცხენა ხელი მხრებიდან მკლავებისკენ ჩავუცურე, მარჯვენათი კი სულ უფრო მეტად ვიკრავდი ტანზე, დაღლამდე ვკოცნიდი, ჭკუიდან მშლიდა. ზურგზე შეკრული ელვა სუნთქვაგახშირებულმა გავუხსენი და ზურგზე მოვეფერე.. მხრებზე ჩამოუვარდა კაბის მკლავები და მხრებს დავეწაფე, ვკოცნიდი ყელში მხრებზე, ტუჩებზე, სწრაფად და მთელი სიგიჟით, ორ წუთში მისი შავი კაბა მოვისროლე სადღაც, მან ჩემი ჰალსტუხი, მე მისი ბიუჰალტერი, მან -ჩემი პერანგი, მე მისი კოლგოტი, მან-ჩემი შარვალი, თმები ერთი ხელის მოძრაობით გავუშალე და მის მკერდს შევეხე. ბროწეულივით ჰქონდა მკერდი, დაბერილი და მკვრივი. ვკოცნიდი მკერდზე, ვეფერებოდი და მთლიანად ჩემად ვხდიდი. იქვე მივაწვინე და ფარდებს მიღმა ცა სირცხვილისგან იქცეოდა ჩვენი შემყურე. მე მისი პირველი ვიყავი, ის -ჩემი უკანასკნელი. დილით ადრე გავიღვიძე , შიშველ ქათქათა სხეულზე თბილად დავაფარე და შხაპი მივიღე. მასაც გაეღვიძა და ორი ჭიქა ყავით შემეგება, ტრადიციულად უშაქრო და შაქრიანით. სიგარეტს გავუკიდე, მასაც მივაწოდე. ვისხედით ყავას ვსვამდით და ვეწეოდით. შემდეგ ისევ სამსახური, სახლი, დამსახური და ერთი კვირაც მალე გავიდა. მაისის 5 რიცხვში აეროპორტში ვიყავით, ცრემლებით დამემშვიდობა და მაგრად ჩამეხუტა. მიჭირდა მთელი ათი დღით მისი დატოვება მაგრამ შევპირდი რომ ძალიან ხშირად დავურეკავდი.
-‘’მე დაბრუნდებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, –
შენი ლამაზი გული მელოდეს...’’ -მირზა გელოვანის ლექსი ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-მიყვარხარ.
-ყველა ჰორიზონტს გაცელილად.
ის ათი დღე საშინლად იწელებოდა , მეზიზღებოდა ყოველ დილას გაღვიძება და მთელი დღე უაზროდ დაღლა, ალექსანდრას დღეში მხოლოდ ორჯერ ვურეკავდი, ისიც ცოტახნით. ერთხელაც დავურეკე
-შენ არ იმსახურებ ჩემნაირ გოგოს , ნიკ.
-შენნაირს როგორს?
-აუტანელს. არ იცი შენ რაღაცები ჩემზე.
-მაინც რა არ ვიცი ?
-ნიკ,არ იმსახურებ არა. -ყვიროდა და ტიროდა .
-რაც არ უნდა იყოს, უბრალოდ დამელოდე 15 მაისამდე. ვილაპარაკოთ და თუ აღარ გჭირდები გაგიშვებ, შენს სიცოცხლეს ვფიცავარ, არაფერს გეტყვი წასვლისას. დამელოდები?
-კი. -და გამითიშა ტელეფონი.
როგორც იქნა გავიდა ეს დღეები . 15ში თვითმფრინავში ჩავჯექი და მაშინ როდესაც ღრუბლებზე ზევით ვიყავი , ვფიქრობდი ბევრ რამეზე. ყოველთვის მჯეროდა რომ დაღუპული ადამიანების სიყვარული ღრუბლებად გადაიქცნენ და წვიმის სახით გვაწვდიან საკუთარ ცრემლებს, ისინი უყურებენ შეყვარებულ წყვილებს და ჩივიან რომ განგებამ მათ არ მისცა საყვარელი ადამიანის მკლავებში სიკვდილის უფლება. მე კი იმდენად ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად ყველაფრისა რომ მაინც იმედი მქონდა, თუკი მოვკვდებოდი მისი სუსტი მკლავები იქნებოდა ჩემი სიძლიერე.
ღამის 12 საათზე აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი. დავითი იქ იყო, დედაჩემიც , მაგრამ ალექსანდრა ... ის არსად ჩანდა. დედას ჩავეხუტე და სასწრაფოდ დავრეკე ალექსანდრასთან, ტელეფონს არავინ პასუხობდა, დავრეკე სახლში არც იქ მიპასუხა ვინმემ. გულმა ცუდი მიგრძნო. დავითს ვთხოვე სახლში ამიყვანე მაქსიმალურად ჩქარა მეთქი და მანქანაში შევვარდი. ბარგი მანქანაში დავტოვეთ, მეორე სართულზე ავედით და სახლის კარი ღია იყო. კარი ფრთხილად შევაღე. საძინებელში არავინ იყო, არც სამზარეულოში, ბოლოს აბაზანაში შევვარდი და იატაკზე დავინახე კოვზი, სანთებელა და შპრიცი. იქვე ალექსანდრა იწვა უგონოდ, თეთრი სითხე ესხა პირთან, თავიდან ბოლომდე ლურჯი კანი ჰქონდა.პულსი შევუმოწმე, სუსტად მაგრამ მაინც უცემდა გული, სასწრაფოს დავურეკეთ და ხუთ წუთში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმი როგორც იქნა გამოვიდა რეანიმაციიდან.
-როგორ არის?
-კრიტიკულად. არ ვიცი რა იქნება. გადასხმებია საჭირო , მერე რეაბილიტაციის კურსი. მოკლედ ყველაფერი მასზეა დამოკიდებულები. შანსები არის მაგრამ რამდენად დიდი ეს უკვე სხვა საკითხია.
-დამშვიდდი გთხოვ. -დათომ ხელი გადამხვია და იქვე სკამზე ჩამომსვა.
-რატომ , დავით? რატომ გააკეთა ეს? რა არ ყოფნიდა? კაიფი? რაში იპოვა კაიფი ?
-რა გითხრა ძმაო, არ ვიცი . იმედია კარგად იქნება და გეტყვის ეს რატომ გააკეთა.
-ამიტომ მეუბნებოდა არ ვარ ღირსიო ? რა დავაშავე ამ დედამოტ*ულ ცხოვრებაში, რატომ ვკარგავ მას ვინც მიყვარს, რატომ არ მაქვს ბედნიერების უფლება მითხარი, ვინმეს რამე დავუშავე?
-არა. უბრალოდ ცხოვრებაში ხდება ის რაც არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ შენ ამას ვერ აღუდგები წინ. არ არის ჩვენზე დამოკიდებული რაღაც-რაღაცები. ჩვენ ვცხოვრობთ და მივყვებით ცხოვრების დინებას, ის კი უამრავ ბარიკადს გვიმზადებს რომლებსაც უნდა გადავაბიჯოთ ,რათა შევძლოთ ცხოვრება. ყველაფერს ვიზამთ რომ გამოჯანმრთელდეს. გამაგრდი. -დათო გადამეხვია და მამშვიდებდა.
მოგვიანებით დედაჩემი მოვიდა საავადმყოფოში. თავიდან დაიწყო რამ შეგაყვარა ვიღაც ქუჩის ქალი, სადღაც ‘ბარდაკიდან’ გამოთრეული, რაც ოჯახი ის შვილი და ა.შ. როდესაც მიხვდა რომ უკვე ჭკუიდან გადავდიოდი გაჩუმდა და ჩემი დამშვიდება დაიწყო.
დღეები დღეებს მიჰყვებოდნენ , მეათე დღე იყო კომიდან ვერ გამოდიოდა, არავინ იცოდა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩემი ტანჯვა, სამსახურში შვებულება ავიღე, საკუთარ თავს აღარ ვგავდი, წვერი მოშვებული, თმა დასავარცხნი -ასე დავდიოდი საავადმყოფოში, გადაბმულად ვათენებდი ორ დღეს და ორი საათი მეძინა მხოლოდ. ვიჯექი მის წინ ვესაუბრებოდი და ის არც ინძრეოდა. მეთორმეტე დღეს მასთან ვიჯექი სააწოლზე, ხელი ხელზე მოვკიდე და ბავშვივით დავიწყე ტირილი. არ მესმოდა რატომ იწირავდა თავს, რა არ ყოფნიდა ჩემთან ყოფნისას. უცებ ხელის შეტოკება ვიგრძენი, ვიფიქრე მომეჩვენა-მეთქი და განვაგრძე საუბარი, მაგრამ მეორედაც ვიგრძენი და როდესაც შევხედე თვალებს ახელდა ნელ-ნელა . ექიმს დავუძახე და გახარებულმა მომილოცა მისი ‘იმ ქვეყნიდან’ მობრუნება. მესამე დღეს პალატაში გადაიყვანეს. ძლივს დავემსაგვსე ადამიანს , ჩავიცვი სუფთად მოვწესრიგდი და ისე მივედი. თვალებში ვერ მიყურებდა, დუმდა და ტიროდა. დალურჯებულ ვენებზე იყურებოდა და შეშინებული თვალებით აშტერდებოდა ჭერს. რამოდენიმე დღეში გამოწერეს და წოლითი რეჟიმი ‘მიუსაჯეს’ . სახლში წამოვიყვანე. ხმას არ მცემდა. საღამოს მივედი მასთან და ვკითხე.
-რა მოხდა? ამიხსნი რამეს?
-ვერა.
-ალექსანდრა, პატარა ხომ არ ხარ ? გისმენ ამიხსენი ყველაფერი.
-ვერა , ვერ აგიხსნი -კიოდა და ტიროდა.
ფრთხილად ჩავიხუტე და გადმოვყარე ცრემლები.
-გთხოვ, ნუ მაწამებ , მითხარი , რატომ? როდიდან?
დიდხანს დუმდა. სახეზე ხელებაფარებული ტიროდა და ადგილიდან არ იძროდა. ბოლოს როგორც იქნა დაიწყო საუბარი.
-გახსოვს, რომ მოგიყევი ვიღაც ბიჭი ამეკიდა მეთქი ?
-მახსოვს. მერე?
-მე უკვე ორი წელია ნარკომანი ვარ. ის ბიჭი ჩემი ყოფილი შეყვარებული იყო, ყოველთვის ერთად ვიღებდით ნარკოტიკს, თავიდან არც ისე ბევრს, დროდადრო დოზას ვუმატებდით, ბოლოს რაღაც ვალი დაედო და მე მტხოვა ფული მეშოვა, რადგან ვერ ვიშოვე ნარკოტიკსაც აღარ მაძლევდა და ბოლოს მოკლით მემუქრებოდა. მაშინ გადავურჩი და შენ შეგხვდი. მეგონა შევძლებდი ახალი ცხოვრების დაწყებას , მაგრამ ვერ შევძელი, გახსოვს რომ მითხარი დამოკიდებულებაზე? დამოკიდებული გავხდი და სულ უფრო მიჭირდა დოზის გარეშე. არ მეგონა თუ ისევ შემირიგდებოდა ის, მაგრამ როდესაც სამსახურში იყავი, მე ვურეკავდი მას და ის მოდიოდა დოზით, მე შენს ფულს ვუხდიდი მას და ის უსაფრთხოებას მპირდებოდა. დილით შენ რომ სამსახურში მიდიოდი მე ვენებს ვივსებდი წამლით ვცდილობდი მაქსიმალურად ცოტა მიმეღო რომ საღამოსთვის თითქმის არ მეგრძნო მისი ზემოქმედება, ასე გრძელდებოდა ის ერთი კვირა სანამ წახვიდოდი. რომ წახვედი დოზას მოვუმატე, დილიდან ღამემდე კაიფში ვიყავი, ერთ დღესაც მოვიდა და ვერ გავუძალიანდი მის ვნებას , ბოლოს მივხვდი რაც დავაშავე, მივხვდი რომ სიგიჟემდე მიყვარდი და საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი შენს ღალატს, მე ამორალური ქალი ვარ და შენ არ იმსახურებ ჩემს სიყვარულს. მე გიღალატე და იმ ღამით ყველაზე დიდი დოზა გავიკეთე რომ ვერ გადამეტანა , გესმის?! შენ მეორედ გადამარჩინე , მაგრამ არ ღირდა, ამის მოსმენა გინდოდა?!- ბოლო ხმაზე ყვიროდა და სახეს იკაწრავდა. ადამიანს არ ვგავდი . ფერი არ მედო სახეზე.
-ძუკნა ხარ . ვერ გაკმაყოფილებდა ხო ჩემთან ყოფნა? სხვა რამეში ხედავდი კაიფს, არ ფიქრობდი ნიკაზე , ვინ ჩემი ფეხები იყო ნიკა , და ვიღაც სი^ს ჩაუხტი საწოლში. ძუკნა - და მთელი ძალით გავარტყი სახეში. ჩემი ხუთი თითი ეტყობოდა მთლიან ლოყაზე. - ამ დედმოტ**ლ ცხოვრებაში ისედაც ბედნიერი დღეები არ მინახავს და შენ , შენ რაც მომეცი ისიც წამართვი , შენ... შე ამაზრზენო არსებავ.. -გადავიფურთხე , ოთახის კარი მივაჯახუნე და ჩავკეტე გასაღებით. თავს ვერაფერს დაუშავებდა , ოთახში არაფერი იყო მსგავსი საგანი. დათოს დავურეკე და შევეხვეწე ჩემთან ამოდი და მიხედე რამე არ დაიშავოს-თქო. დათო მალე მოვიდა,მის მოსვლამდე თითქმის ერთი ბოთლი კონიაკი გამოვცალე, გასღები მივეცი ,არ აგამაჩერო-მეთქი და მანქანაში ჩავჯექი. მანქანა დავქოქე სიგარეტს გავუკიდე და სიჩქარეს ვუმატებდი სულ უფრო და უფრო, 100..120...130... ტელეფონმა დარეკა . ეკრანზე ლიკას ნომერი ციმციმებდა. მანქაა გავაჩერე და ვუპასუხე.
-რას შვებით?
-რავიი ლიკუ არაფერს, შენ? -მთელი ძალით ვეცადე დავწყნარებულიყავი.
-მეც არაფერს. მშვენიერი საღამოა, ხომ არ გაგვესეირნა?
-შენთან ამოვალ რა .
-იცით სადაც ვცხოვრობ ?
-ისანში. ადრე ხომ მიგაცილე ერთხელ.
-კარგით დაგელოდებით.
ათ წუთში ისანში ვიყავი, გადავრჩი რომ პოლიციამ არ დამიჭირა .სადარბაზოსთან გავაჩერე მანქანა და ბარბაცით მივედი ლიკას კარამდე. კარზე დავაკაკუნე და ლიკამ გამიღო. ჩვეულ ამპლუაში იყო , მოტკეცილი შავი მოკლე კაბა, საფეთქლებამდე შავი ფანქარი და წითელი ტუჩსაცხი. პირველი რაც გავაკეთე ის იყო რომ მთელი ძალით ჩავეხუტე. მან სახლში შემიყვანა , სავარძელზე დამსვა, კონიაკი და შოკოლადი შემოიტანა. ვსვამდი ნელ-ნელა და ვუყურებდი მას , თვალები დასიებული მქონდა არც დასაკარგი გამაჩნდა ვინმე ან რამე . ფეხებზე მე’კიდა სამყაროც, სახლიც, ადამიანებიც , ფულიც, სამსახურიც და სიყვარულიც. არითმია მქონდა მაგრამ ისიც არ მადარდებდა მეორე დღეს თუ ვერ გავიღვიძებდი, ტელეფონზე დავითან დამირეკა , სად ხარო და მოკლედ მოვუჭერი სადაც საჭიროა-მეთქი. სამი ჭიქის მერე ძალიან მთვრალი ვიყავი, ავდექი და ბარბაცით მივედი ლიკას სავარძელამდე. ჩავიმუხლე და კალთაში ჩავურგე თავი. ვტიროდი ბავშვივით. შემდეგ თმაზე დამიწყო მოფერება, მე შემთხვევით მის წვივზე მომიხვდა ხელი, სითბო ვიგრძენი და იმდენად მომინდა ლიკა იმ დროს რომ სხვა ვერარაფერზე ვფიქრობდი, ხელი ავაყოლე მის წვივს და ხუთიოდ წუთში თავიდან ფეხებამდე შიშველი ლიკა ჩემი სხეულის ქვეშ იწვა.
დილით ძლივს გავახილე თვალები, თავი მტკიოდა , აბსოლუტურად გაბუჟებული ვიყავი. გვერდით არავინ მეწვა მხოლოდ ნაბიჯების ხმა მესმოდა, ოთახში ლიკა შემოვიდა , შიშველ მკერდზე ხელებაფარებული და ტრუსის ამარა, მოვიდა და საწოლში შემოწვა.არაფრის ნერვები არ მქონდა, ჩავიცვი და ბარბაცით შევედი სააბაზანოში მოსაწერიგებლად, არაფერი მახსოვდა კარგად, ლიკამ ყავა შემომთავაზა , დავლიე და მხოლოდ ის ვკითხე რა მოხდა-მეთქი. მანაც დაწვრილებით მიამბო.
-და რას ითხოვ ამის მერე ჩემგან ,ლიკა?
-არაფერს , რას უნდა ვითხოვდე?
-არაფერს?
-არა . მოხდა და მორჩა. უბრალოდ მაინტერესებდა როგორი იყავი, აშკარად სხვანაირი წარმომედგინე, თუმცა იმედები გამიცრუვდა , გულდამწვარო რომეო -თვალი ჩამიკრა და ცალყბად გამიღიმა.
-ძუკნა ხარ შენც , ჩვეულებრივი .
-არაუშავს , გადავიტან. დაგრჩა რამე სათქმელი ?
ხმა არ გამიცია ისე გამოვედი მისი სახლიდან. არ ვიცოდი სად წავსულიყავი და რა მექნა , საზიზღარი გრძნობა მქონდა , სიკვდილიც არ მინდოდა .დედას მანქანით გავუარე მანქანის გასაღები მივეცი, საბუთები ამოვიღე მანქანიდან, ტაქსი გავაჩერე და დედასთან სახლში დატოვებული ყველა ტანსაცმელი შიგ ჩავყარე.მამასთან მივედი და ფული გამოვართვი, გამოგიგზავნი მალე-მეთქი. დავემშვიდობე და წამოვედი.გზაში ნონას გავუარე, დავემშვიდობე , იქნებ ვეღარც კი მნახოთ-მეთქი და კარი გავიხურე . ტაქსის მძღოლს გეზი აეროპორტისკენ ავაღებინე , ბარგი გადმოვიტანე და სალაროსთან მივედი.
-უკაცრავად , ნებისმიერი ქვეყნის რეისზე რამე ბილეთი თუ გაქვთ, რაც შეიძლება მალე რომ მიფრინავდეს?
-კი, ახლახანს ერთმა ბატონმა დავიბრუნა ბილეთი ვარშავის მიმართულებით და თუ გნებავთ დაგიჯავშნით.
-რამდენ ხანშია რეისი?
-სამ საათში.
-დამიჯავშნეთ. -ფული და საბუთები მივაწოდე. რადგან საკმაოდ პრესტიჟულ სამსახურში ვმუშაობდი ვიზის არ ქონის გარეშე მოვაგვარე გამგზავრების თემა. სამი საათი იქ ვიყურყუტე , ბოლოს რეგისტრაცია გავიარე და ერთ საათში ზემოდან ვუყურებდი ქალაქს სადაც ყველა და ყველაფერი ერთიანად დავკარგე, სადაც ჩემს ყველა გრძნობას ერთიანად გადაუარეს და ჩამაფურთხეს სულში.
პატარა ბინა ვიქირავე, სამსახურშიც მოვეწყე არ გამჭირვებია და ვცხოვრობდი ასე , მთელი თავით ვიყავი ჩაფლული სამსახურში, არ მჭირდებოდა არავინ. იშვიათად ვურეკავდი დედას და ოჯახს, ხშირი კონტაქტი მქონდა დათოსთან მაგრამ ალექსანდრაზე ერთხელაც არაფერი მიკითხავს , არ შემეძლო. მიუხედავად იმისა რომ უზომოდ მიყვარდა , მე ვერ შევძლებდი მასთან ყოფნას . ეს შეუძლებელი იყო. ყოველ დღე მისით ვცხოვრობდი, სულ თვალწინ მედგა, თუმცა საკუთარ სახლში დაბრუნებას არ ვაპირებდი.
ასე გავიდა სამი წელი, უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი უფრო და უფრო მეტად მენატრებოდა. მივხვდი რომ ცუდად მოვიქეცი, მაშინ მივატოვე როცა ჩემი დახმარება სჭირდებოდა, თუმცა მან ხომ მიღალატა . ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში, პასუხი კი არსად ჩანდა, უბრალოდ არ ჩანდა და მორჩა. ვერ ვეკარებოდი ქალებს, ყველა ქალში ალექსანდრას ვხედავდი. შეშლილი სახით დავდიოდი. ვუსმენდი ყველა სიმღერას რომელიც გვიყვარდა და სულით ვგრძნობდი რომ ისიც ჩემსავით ცუდად იყო.
სოციალური ქსელით არ ვსარგებლობდი, არ მინდოდა ჩავკეტილიყავი რაღაც ჩარჩოებში ჩასმულ სამყაროში, ამიტომ იშვიათად ვამოწმებდი თუნდაც ელ-ფოსტას. ერთი თვის პაუზის შემდეგ შევედი ჩემს ელ-ფოსტაზე და გავფითრდი. ანონიმური წერილი იყო მოსული და მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა ეწერა : ‘’If you want me satisfy me’’. ტელეფონი ავიღე და დედას დავურეკე.
-დედა მე ვარ .
-რა მოხდა ნიკა შვილო, რა ხმა გაქვს?
-დედა , ალექსანდრა როგორ არის?
- არც ისე კარგად.
-ეგ როგორ გავიგო ?
-რატომ გაინტერესებს?
-დედა, ნუ მიმეორებ კითხვებს. მიპასუხე.
-რაც შენ წახვედი, სერიოზული პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობასთან და სულიერი პრობლემებიც ჰქონდა. არ შემეძლო შვილო, ვერ მივატოვებდი იმ ქალს რომელსაც ჩემი შვილი უყვარდა და რომელიც ჩემს შვილს უყვარდა. მაქსიმალურად გვერდით ვედექი, ნუნუ დეიდა, ჩემი ახლობელი ფსიქოლოგი ჩავრიე , მან თავის ნაცნობები, წამლებით მოვაბრუნეთ საგიჟეთის გზას მდგომი. მერე ნარკოლოგიურშიც ვმკურნალობდით. ახლა ცოტა გამოკეთდა და გონზეა, უბრალოდ სულ შენზე საუბრობს. ნიკა, ორსულად იყო ალექსანდრა და იმ ნარკოტიკული კომის გამო შენი წასვლიდან რამდენიმე დღეში მოეშალა მუცელი. ამან სულ შეშალა ჭკუიდან . ნიკა ძალიან უყვარხარ მას , ექიმმა თქვა რომ მხოლოდ შენთან კონტაქტი უშველიდა. გუშინ კომპიუტერთან დაჯდა, ელ-ფოსტაში იქექებოდა და არ ვიცი მერე რა ქნა . -დედა ტიროდა.
-მე მომწერა დე. ის სიტყვები რომელსაც ხშირად ვიმეორებდი მასთან ყოფნისას.
-ჩამოდი გთხოვ, ჩვენც ძალიან მოგვენატრე, მამაშენი სულ შენ გკითხულობს, შენი ძმაც. შენი ძმა სპორტზე შევიყვანე, მამა დააწინაურეს, შენმა დირექტორმა ბიზნესი გააფართოვა და სად არისო გკითხულობს,, მაგრამ რაც მთავარია შენ ალექსანდრა გელოდება , აპატიე ,ვიცი რომ შესძლებ.
-დედა... -ხმა ჩამივარდა და ტირილი დავიწყე. -ღმერთო, როგორ მენატრებით.
ამის თქმა იყო და მეორე დღეს სამსახურში განცხადება დავწერე განთავისუფლების თაობაზე, ხელი ძლივს მომიწერეს. საჩუქრების და საიუვილერო მაღაზიაში გავიარე და აეროპორტში მივედი. ბილეთი ვიყიდე, რვა საათი აეროპორტში მეძინა საღამოს ძლივს გამოვფრინდი, ცუდი ამინდის გამო. თბილისში გვიან ღამით ჩამოვედი, ერთი დღით სასტუმროში გადავწყვიტე დარჩენა, ტაქსით მივიტანე მთელი ბარგი , ცოტახნით დავიძინე და დილის ხუთ საათზე თბილის ზღვის ნაპირებზე დავდიოდი. სხვანაირად იდუმალია ზღვა, რამდენ ტკივილს იტევს ვინ იცის. ირწევა და მშვიდი ხმით საუბრობს, ამბობს რომ ადამიანი რომ იყოს მაინც არ მიმართავდა სუიციდს, ამდენი ტკივილების ამტანი. ქარი ქროდა, უკრავდა ჩემი სულის ჩაცვენილ კლავიშებზე და ვხვდებოდი რომ მე შემეძლო ბედნიერი ვყოფილიყავი, ბედნიერება ხოლმ ზოგადად ყველა ნაბიჯზე იმალება, უბრალოდ ჩვენ, ადამიანები, ვართულებთ ყველაფერს , როდესაც მას ვეძებთ რაღაც სირთულეებსა და ჩიხებში, თუმცა ‘’ყველაფერი მარტივი გენიალურია’’ ამიტომაც ვიცოდი რომ ჩემი ბედნიერება ხელის გაწვდენის სიახლოვეს იყო ...
დილის შვიდ საათზე მივედი სასტუმროში, სამი საათით გამოვიძინე, ყავა დავლიე და მოვწესრიგდი. გამოვეწყე სმოკინგში, მოვიწესრიგე წვერი, გამოვიძახე ტაქსი და ჩემებთან წავედი. კარი დედამ გამიღო. ქალს ფერი არ ედო სახეზე გაუფრთხილებლად რომ მივედი, ჩამეხუტა და ხუთი წუთი მკოცნიდა, ცოტახანში მამა და ჩემი ძმა მოვიდნენ , მონატრებულზე ჩავეხუტე ყველას, ერთად ვისადილეთ და მე და მამამ ნარდი ვითამაშეთ. ალექსანდრა ავლაბარში დაუტოვია დედას , ისევ იქ ცხოვრობს ჩვენს სახლში, მთელი დღე ვალაგებდი შეხვედრის მომენტებს გონებაში. საჩუქრები ვაჩუქე ჩემებს და ექვსი საათისკენ გავედი სახლიდან. მანქანა საივილერო მაღაზიის წინ გავაჩერე.
-გამარჯობა. 17 ზომა ბეჭედი თუ გაქვთ?
-კი , რა თქმა უნდა. წამობრძანდით აგარჩევინებთ.
ბეჭედი ვიყიდე და მანქანაში ჩავჯექი, გზაში ყვავილები ვიყიდე . ავლაბარში შვიდი საათისკენ მივედი. ფეხებს ძლივს მივათრევდი, მეორე სართულზე ავედი , ნაცნობ კარზე დავაკაკუნე და სუნთქვა შეკრული ველოდი კარის გაღებას. დამინახა თუ არა ჯერ გაშტერდა , ადგილიდან ვერ იძროდა, ბოლოს მთელი ძალით ჩამეხუტა და მთელს ხმაზე ტიროდა, სახეს მიკოცნიდა, ყელს , მეხუტებოდა უფრო ძლიერად , თმას მიჩეჩავდა, სულელი ბავშვივით ხტოდა. სახლში შევედით, ძლივს დავაწყნარე და იქვე ჩავიმუხლე...
-If you want me satisfy me. მიყვარხარ, ალექსანდრა. გახდები ჩემი მეუღლე?
-ნიკა, სიგიჟემდე მიყვარხარ , შენს სიცოცხლეს ვფიცავარ. კი , კი გავხდები.
ბეჭედი გავუკეთე და გულში ჩავიკარი. ის მაშინ იყო ყველაზე ბედნიერი ქალი და მე ყველაზე ბედნიერი კაცი. ყოველ დილით ვაღვიძებდი კოცნებით და ვუკითხავდი ლექსებს. ერთ კვირაში ნონასთან მივედი, სიხარულით მიმიღო, ისევ ძველი თანამდებობა შემომთავაზა, თან თვალი ჩამიკრა ახლა უფრო მაგარი საქმეა ეს ვიდრე სამი წლის წინ იყოვო. სამსახურშიც მოვეწყე და სახლში უფრო ადრე მივდიოდი, მთელს დროს ალექსანდრას ვუთმობდი. ივნისში ქორწილი დავგეგმეთ.

დღეს მარტის სამია 2013 წელი, მე და ელიმ როგორც ყოველთვის ვარდები ვიყიდეთ, ელიმ ალექსანდრასთვის , მე -დედაჩემისთვის.
‘’ბედნიერება პეპელასავითაა, რაც უფრო მისდევ, უფრო გისხლტება ხელიდან, მაგრამ საკმარისია გაჩერდე, თვითონ მოფრთხიალდება და დაისვენებს შენს მხარზე."- ჩემი ბედნიერებაც ასე მოვიდა. ჩუმად და უხილავად , მაშინ როდესაც ჩავიქნიე ხელი ცხოვრებაზე და ყოფნა არ ყოფნა უკვე სულ ერთი იყო, მე ვიგრძენი მისი გულისცემა საყვარელი ქალის მუცელში და ახლა მისი პაწაწინა თითები ათბობენ ჩვენს მთელ სამყაროს.
ანა ზეიკიძე.

გამარჯობა, მეგობრებო. ეს ჩემი მეორე მოთხრობაა.. ამიტომ, ვინც წაიკითხავთ (თუ წაიკითხავთ ვინმე საერთოდ) გთხოვთ რომ თქვენი აზრი დააფიქსიროთ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. პატივისცემით და სიყვარულით...



№1  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ver getyvi ro gadavirie ise momewona magram araushavdaa

 


№2  offline წევრი Anna)))

uchveulo
ver getyvi ro gadavirie ise momewona magram araushavdaa

მადლობა :*
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი Pepper

მართალია ერთი ნახვით სიყვარულის არ მჯერა თუმცა მაინც.
ალექსანდრას საქციელზე ცოტა გული დამწყდა არ მოველოდი.
მთლიანობაში კარგი წასაკითხი იყო.

 


№4 სტუმარი nini

ძაან მაგარიი იყო

 


№5  offline წევრი Anna)))

მადლობა ^_^
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№6 სტუმარი LaNa

Momewona martla, magram erti shenishvna maqvs, rom banaluri iyo. Warmatebebi (Y)

 


№7  offline წევრი Anna)))

LaNa
Momewona martla, magram erti shenishvna maqvs, rom banaluri iyo. Warmatebebi (Y)

მადლობა :* ბოლოს მივხვდი რომ ბანალური იყო მაგრამ მაინც გამოვაქვეყნე
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№8 სტუმარი niako

kargi iyo momewona

martla dzaan kaia

 


№9  offline წევრი Anna)))

niako
kargi iyo momewona

martla dzaan kaia

გმადლობ <3
--------------------
ა.ზეიკიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent