შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაეწყობიან დღეები და გადიან გაღმა (მესამე თავი)


19-02-2016, 09:59
ავტორი wripawripa123456
ნანახია 1 437

***
ჩვენს ცხოვრებას წუთები განსაზღვრავენ,წუთები, რომლებსაც ვერ გააკონტროლებ.
წუთები, რომლებიც გავსებენ ბედნიერებით და შენს ცხოვრებას უამრავი შენი საყვარელი ადამიანი ალამაზებს.

დედაჩემს გადავაბარე კომპანია, მინდოდა სახლიდან უფრო ხშირად გასულიყო, დატვირთვითაც არ დაიტვირთებოდა, უბრალოდ ხელს მოაწერდა რაღაცებს და ეგ იქნებოდა.
-დე მე ბავშვებთან ერთად სვანეთში მივდივარ ხო იცი, დამირეკე თუ რამეა, ახლა წავედი მელოდებიან დაბლა ტვინშერყეულები.
-არ იცვლები შენ დე, მიდი და ჭკვიანად იცოდე!
-კარგი, მიყვარხარ.

22 წლის გოგო ვარ და მაინც რა ბავშვურად მაფრთხილებს ხოლმე, ჩემს თავზე მეცინება, ასაკი რას მიშველის ტვინით ვარ ბავშვი.
დაბლა ჩავედი და ეგრე მანქანაში შემტენეს, გვეჩქარება, სვანეთშიც ბევრი საქმე გვექნებაო.
სიხარულისაგაც სად წავსულიყავი არ ვიცოდი, როცა ჩემს თოვლიან მთებს ვხედავდი, როგორ მომნატრებია აქაურობა.
მთების მიმართ განსაკუთრბული სიყვარული გამაჩნია, სისხლში მაქვს, რავქნა.
ვუყურებ ჩემს საყვარელ სახლს და ბედნიერებისაგან ვივსები.
იმდენი რამეა შეცვლილი, ახალი მეზობლები, ახალი ნაგებობობები, მაგრამ საიდუმლოებით მოცული ძველი კოშკები.
კაი ჭორიკანა მოხუცი ქალივით დავინტერესდი ვინ შეიძინა ჩემს გვერდზე სახლი, რომლისგანაც რამდენიმე წლის უკან ერთი აგურიც არ იყო დარჩენილი, ახლა კი საოცარი სახლი იდგა.
ისეთი, ოცნებებში, რომ წარმომედგინა.
მეც კი შემეძლო ამეშენებინა ეგეთი, მაგრამ ჩემს სიძველეს ვუფრთხლდებოდი, რომელიც მამაჩემსა და ჩემს ძმას ყველაზე მეტად უყვარდა.
მამა 32წლის გარდაიცვალა, მოკლეს.
მოგეხსენებათ ალბათ როგორ იციან ფულით შეპყრობილმა ხალხმა. ოღონდ ძლიერი მეტოქე ჩამოიშორონ ყველანაირ ხერხს მიმართავენ.
ხოდა ასე წამართვეს საყვარელი მამა, რომელიც მეუბნებოდა რო მისი ახდენილი პრინცესა ვიყავი და მეც სულ ვეუბნებოდი, რომ ტუ ვიპოვიდი ჩემს პრინცს, ის ყოველთვის მეფე იქნებოდა.
ჯერ-ჯერობით არც პრინცი მიპოვია და აღარც მამა მყავს, მაგრამ როგორც ვამბობდი ის ყოველთვის იქნება მეფე. წამართვეს მისი სითბო, მაგრამ ვერ წამართვეს ის სიყვარული, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ.
***
სვანეთში ძალიან მაგარ დროს ვატარებდით, მერამდენედ ვათვალიერებდი ამ კუთხეს და მაინც გასაოცარი გრძნობა მიპყრობდა, განსაკუთრებით მაშინ მივედი ბედნიერების ზღვარზე როცა სალომე და ხომერიკი ჩამოვიდნენ, გამიღიმებული სახეებით.
-მგონი კარგი ამბავის სათქმელად ხართ ჩამოსულები ხო? (მე)
-ისე უჟუჟუნებენ ესენი თვალებს ერთმანეთს, აშკარად ახალ ამბავს დავასველებთ (კოტე)
-ბევრს ნუ ტლიკინებთ თქვენ! შემოგვიბღვირა ერთდროულად მორცხვმა და ბრაზიანმა სალომემ.
მის სახეზე ყველას გაგვეცინა.
-ბევრი რო არ ვიბარზრო სასტავ, გეტყვით რომ სულ მალე ჯვარს დავიწერთ.
-ვაიმეე რამაგარია, ძლივს დაგადგათ საშველი გვრიტებო, ახლა ბავშვზეც იმუშავებთ და ეგაა (ნიტა)
ჭარხლისფერი დაედო სალომეს, მაგრამ ხმასაც ვეღარ იღებდა.
-ძალიან კარგი, ახლა დროა დავლიოთ, დამისხით დამალევინეეთ გაჰყვიროდა მიშიკო.
-ამას დალევა უხსენე და მიზეზი შეიძლება ყვავლის გაფურჩქვნა იყოს.
ვუყურებდი მეგობრებს და მეც მათი ბედნიერებით ვივსებოდი, საღამომდე ბუხართან ვისხედით და ვლაპარაკობდით.
ბავშვობიდან ერთდ მოვდივართ. ბაღი, სკოლა, ნუ, რათქმაუნდა, ასაკში განსხვავება იგრძნობა, მაგრამ მცირე.
მასწავლებლები გაგიჟებული გვყავდა.
იმის მიუხედავად, რომ ფრიადოსანი ვიყავი მასწავლებელი მაინც ჩემს ლანძღვაში იყო, სულ ბიჭებთან ერთადაა, ყველაფერში იმათ ყვებაო.
მშობლებიც გულიანად იცინოდნენ მასწავლებლის გაბრაზებულ სახეზე, კი მეჩხუბებოდნენ, მაგრამ ვის ესმოდა. გადარეული ძმა მყავდა და მეც გადამრია.
როგორ მახსოვს, მეშვიდე კლასში ვიყავი, საკონტროლოს ვწერდით, მე და ნინა ერთად ვიჯექით, როცა გაბრიელი და ნიკუშა შემოვარდნენ და ჩვენი სკოლიდან გაშვება ითხოვეს.
მასწავლებელმაც კივილი დაიწყო გაეთრიეთ აქედანო.
ნორმალური ადამიანი გაბრუნდებოდა, მაგრამ ამათ მაგის არაფერი ეტყობოდათ.
ხოდა გაბრიელიც წამოუხტა და ახლა ან გამოუშვებ ან მესამედან გიფრენო.
ქალსაც ხმა არ ამოუღია,თვითონ მოგვაწოდა ჩანთები და ისე გაგვიშვა გარეთ, მერე წავედით ზოოვპარკში და ბევრი ვიცინეთ თუ როგორ ვვარდებოდი გემიდან.
სიფრიფანა გოგონა ვიყავი და მეც ვერ დამიჭირა იმ დამცავებმა ნორმალურად.
რამდენი საოცარი მოგონება მაქვს გასახსენებელი.
***
ადამიანის ცხოვრება მოულოდნელობითაა აღსავსე. რას წარმოვიდგენდი სვანეთიდან დაბრუნებულს დაჩი დანელია რომ შემხვდებოდა.
გაინტერესებთ ალბათ როგორ ხო?
კლუბში ვაპირებდი წასვლას, მაღლები ცხოვრებაში რომ არ მცია ახლა ჩავიცვი, რამ წამომიარა არ ვიცი.
ხოდა, ასე მივდივარ ტაქსი უნდა გავაჩერო და შუა გზაში ქუსლი სტყდება ფეხსაცმელს და მეც ძირს ვეცემი, თან მრცხვენია, თან მეცინება ჩემს მდგომარეობაზე.
ვიღაცამ შემაშველა ხელი და ამაყენა. გავიხედე და რას ვხედავ დაჩი არ დგას ჩემს წინ სასაცილო გამომეტყველებით?
-ვაა ელიკოს გაუმარჯოს.
რა ელიკო ეს გიჟი ხოარაა თქო გავიკვირვე, მაგრამ გამახსენდა თავიდან რა სახელებით გავეცანით ერთმანეთს.
-ვაა მალხაზ.
-რაღაც ბედი არ გწყალობს, ჯერ ქუსლი მოგტყდა, მერე წაიქეცი, ახლა სწავლობ სიარულს?
-ხო, ჯერ ეხლა ავიდგი ფეხი და სწორად ვერ დავდივარ.
-სად მიდიხარ?
-უკვე არსად.
-მაშინ სად მიდიოდი?
-კლუბში.
-ხოდა წავედით.
-სად წავედით კაცო, გაგიჟდი? ფეხშიშველმა ვიარო?
დამავლო უცებ ხელი და გზის იქით მაღაზიაში შემიყვანა, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მიყიდა და გამეღრიჭა.
-გაჭირვებულს გასაჭირში ხომ არ მივატოვებდი, ხოდა ეს შენ და წავედით.
სიცილისაგან ცოტაც და ვიხოხებდი. ასეთ სიტუაციაში არასოდეს არ ვყოფულვარ, დამცინოდა ორიგინალურად და მეც ვერაფერს ვეუბნებოდი.
-მეგობრები მელოდებიან მალხაზ.
-დაჩი დამიძახე თორე დაგაკლავ სადმე, მეგობრები კი მოიცდიან, სულ მაგათთან ერთად ხარ, დღეს ჩემს განკარგლებაში ხარ, ვითომ მე გამიჭირდა ახლა რამე.
-ტვინი გამოგირეცხეს?
-გადაწყვეტილია მივდივართ!
-კი, მაგრამ სად?
-ოოო, საიდუმლოა.
ბევრი წუწუნი აღარ დამიწყია, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა მასთან ლაპარაკს და ტყუილად ენას ხო არ დავიღლიდი არა?
დავიწყე ჩემი თავის გამართლება, ისე თითქოს მე არ მინდოდა მასთან ერთად წასვლა.
სულ მეორედ ვხედავ ამ ადამიანს, მაგრამ რავქნა?
პოზიტივს ასხივებს და ადამიანი თავის ჭკუაზე დაჰყავს.
ნინას გავუგზავნე შეტყობინება, ბავშვები გააფრთხილე ვერ მოვალ სხვაგან მივდივარ თქო, მანაც ეგრევე განახორციელა ზარი ჩემთან.
-სად მიდიხარ თამრო?
-თამროს განახებ მე შენ, საიდუმლოა.
თან გულში ვხარხარებდი როცა ნინას სახეს წარმოვიდგენდი.
-მეორედ აღარ გავიმეორებ, გაისმა მისიი მბრძანებლური ტონი.
-არვიცი, დაჩის მივყავარ სადღაც და არ მეუბნება.
-რაო, რაო? დაჩიო? ეგ ის სიმპატიური DJ-ია?
-ხო ეგარის, კარგი წავედი და არ დაგავიწყდეს უთხარი სხვებსაც და თუ რამდენიმე საათში არ დავბრუნდი პოლიციას შეატყობინეთ, რავიცი იქნება მანიაკია.
-მასხარა ხარ თამრო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent