შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (34 თავი)


19-02-2016, 12:43
ავტორი murachashvili
ნანახია 2 932

ოცდამეთოთხმეტე თავი

რა შეიძლებოდა ამისთვის დაგერქმია? ირონია, უბედობა, შოკის მომგვრელი დასასრული?! სულ რაღაც ერთი დღის, ერთიც არა, ნახევარი დღის, თორმეტ საათიან მონაკვეთში შეიცვალა ყველაფერი, ასეთ ფინალზე არ ოცნებობენ.
ექიმებს დააგვიანდათ, ლიკა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ცემისგან დალურჯებული, დალილავებული გიგა ხელ-ფეხ გაკოჭილი იქვე ეგდო, სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად და გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასაგდენას, გვამი პროზექტურაში უნდა გადაეყვანათ.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოწმეები დაკითხეს, ამოიღეს დანაშაულის იარაღი, შემდეგ კი უკვე ბორკილებ დადებული ეჭვმიტანილი, ფუჭად მოსულ ექიმებსა და ძვირფას გვამთან ერთად ვერტმფრენით შატილში გადააფრინეს. მათთან ერთად წავიდა ბექაც, როგორც უახლოესი ოჯახის წევრი და ნათესავი.
კრიმინალისტები შემთხვევის ადილზე ისევ აგრძელებდნენ მუშაობას. ეძებდნენ დამატებით სამხილებსა და დანაშაულის ნიშნებს.
- რატომ?.. რისთვის?... - ეზოში დანარჩენებთან ერთად მყოფი თეკლე უკვე მერამდენედ იმეორებდა ერთი და იგივე კითხვას.
ერთად-ერთი რაც მეგობრისგან შერჩენოდა ლიკას მობილური ტელეფონი გახლდათ, ინსტიქტურად გახსნა და მასთან გამოგზავნილი მესიჯებს გადაავლო თვალი. უკანასკნელი წერილი, სულ რამოდენიმე საათის წინ დაეწერა ქალს, თუმცა თეკლესთვის არ გაუგზავნია, მხოლოდ შაბლონად ჰქონდა შენახული.
- „მთელი დღე გელოდით, მჯეროდა რომ შენ მაინც არ მიმატოვებდი“... - ასე იწყებდა წერილს, ეს სიტყვები ალბათ მათი ლოდინით დაღლილმა დაწერა და წაშლა ვეღარ მოასწრო - „ვერც კი წარმოიდგენ რა მტკივნეულია უთქვენობა, განსაკუთრებით კი უმისობა... მაპატიე. ისე ძალიან მინდოდა თქვენი ნახვა... ტკივილამდე მენატრებით... ვგრძნობ, რომ გკარგავთ, თუ უკვე არ დაგკარგეთ...
ვიცი ეგოისტი ვარ და ამ ეგოიზმით მჯეროდა, რომ შეძლებდი, დაითანხმებდი და მიუხედავად ყველაფრისა მაპატიებდა... ვიცი, სულელი ვარ, მაგრამ...
ამ ბოლო დროს საკუთარ თავში ახალი თვისებაც აღმოვაჩინე, სულელთან ერთად მშიშარაც ვყოფილვარ. რამდენჯერ ვიფიქრე, რომ წამოვიდოდი, მუხლებზე დავუდგებოდი და შევეხვეწებოდი, როგორმე ეპატიებინა, დაევიწყებინა წარსული, მაგრამ ვერ გავბედე.
კიდევ ერთი უარყოფის შემეშინდა. ვიცი დავიმსახურე, მაგრამ მაინც მისი ზიზღითა და ტკივილით სავსე თვალების დანახვის შემეშინდა....
ბევრი არაფერი მსურს, მხოლოდ ერთი ჩახუტება, ერთი კოცნა, ერთი სიტყვა „მიყვარხარ“! თუმცა ეხლაც ვიტყუები, ეს ხომ ბევრია?!..
მთელი დღეა უაზრო შიში ამეკვიატა. ჩემი წამება თითქოს სრულდება. მინდა ვიკივლო, ხმამაღლა ვიყვირო, იქნებ მიშველოს?! მაგრამ ხმას ვერ ვიღებ, ბოღმას ისევ გულში ვიტრიალებ. გარეთ ვიყურები და ისევ გელოდებით...
როგორ მინდოდა ჩემთან ყოფილიყავი...
გკოცნი, ჩემო ერთადერთო“... - ვეღარ გაუძლო გოგონამ, თვალები ცრემლებით ავსებოდა, ხელები უცახცახებდა, ფეხ ქვეშ თითქოს სიცარიელე იგრძნო, იმდენი კი მოახერხა იქვე მდგომ გოგას დაყრდნობოდა, უკანასკნელად ძმის შიშისგან გაფართოებული თვალები დაინახა და ძალა გამოცლილი ვაჟის მკლავებში ჩაესვენა.

- ერთი დღისთვის ამდენი ნერვიულობა მართლაც მეტისმეტია! - ბრაზმორეულმა თავი ვეღარ შეიკავა და მსუბუქად უსაყვედურა დას, როგორც კი თვალები გაახილა გოგონამ.
- კარგი რა თეკლე, გარდაცვლილზე ვინერვიულოთ თუ შენზე... - შეშინებული დასცქეროდა აკაც.
ვიღაც თითებს უსრესდა, ვიღაც ისევ ნიშადურიან ბამბას სტენიდა ცხვირში.
- ძალით მინდოდა?! მორჩით მაიმუნობას, დიდი რამე ოდნავ სუსტად ვარ, მეც ადამიანი ვარ!... - მადლობის მაგივრად შეუღრინა მათ და მყისვე წამოდგა ფეხზე. თვალებით ნიკა მოძებნა და ლიკას მობილური მიაწოდა.

ყველასგან განცალკევებით გაფითრებული კითხულობდა ვაჟი გოგონებს შორის არსებულ რამოდენიმე თვიან მიმოწერას. როგორც ყოველთვის, ეხლაც ცდილობდა თავი შეეკავებინა, ემოციები არ გამოეხატა, მაგრამ არ გამოუვიდა. სიმწრისგან იქვე მდგომ ხეს ურტყავდა მუშტებს, თუმცა ტკივილს ვერ გრძნობდა. ძალა გამოცლილი იქვე ჩაიმუხლა და უხმოდ ატირდა.

ალბათ ძნელი წარმოსადგენი არაა როგორ ჩაივლიდა დასაფლავება. იყო ტკივილი, ტირილი, კივილი და ბევრი ცრემლი. შემდეგ კი სასამართლო. თითქოს ისევ მეორდებოდა ისტორია. ოღონდ ამჯერად ბედისწერამ მეორე მხარეს მოაქცია ჩვენი გმირები.
- მე მგონი შენი დაზარალებულის დედის წყევლამ გვიაწია ყველას... - ერთხელ ნახევრად ირონიულადაც კი უთხრა ტატომ გიორგის. - იმდენი იკივლა, საკუთარ თავზე გამოსცადეთო, მეტი რა ღა უნდა მოგვსვლოდა?!...
- ის ახვარი გიგა არ ყოფილიყო იქ და რა წყევლაც გვიწევდა მაგასაც ვნახავდით!... - კბილების ღრჭიალით გამოეპასუხა ფარნა.
თუმცა რეალობა ისევ რეალობად რჩებოდა, ლიკა აღარ იყო.

ყველაზე გასაგიჟებელი და გამაოგნებელი ბრალდებულის ჩვენების მოსმენა აღმოჩნდა. უტიფრად ამტკიცებდა, რომ ლიკა და ის შეყვარებულები იყვნენ, მასზე გიჟდებოდა და დაქორწინებასაც კი გეგმავდნენ. იეჭვიანა, როცა სტუმრებს შორის მამაკაცები დაინახა. მკვლელობის მომენტი კი რატომღაც არ ახსოვდა.
მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი თავი შეურაცხადად, გიჟად გამოეცხადებინა და სასჯელი აერიდებინა. თავისთავად ცხადია, როგორც უმეტესად ხდება, საიდანღაც წლების წინანდელი ფსიქიატრიულის ცნობაც, ეგრეთ წოდებული „თეთრი ბილეთიც“ მოიტანეს, თურმე ყმაწვილს ნერვიული აშლილობის გამო, მკურნალობა ჩასტარდებოდა.
- თუ გიჟი იყო, გარეთ რა ჯანდაბას აკთებდა?! უსინდისო, უნამუსო... არ შეგარჩენ, არ გამოგივა...ციხეში ჩალპები!... - ზიზღით უმზერდა თეკლე.
- მეტიც არ მინდა ეგ ნაგავი გარეთ გამოვიდეს, სამართალს ჩემით ვიპოვი, ბოლოს მე მოვუღებ... - ემუქრებოდა ნიკა.
მხოლოდ გიორგი დუმდა და საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას ერიდებოდა, არ იფიქროთ თითქოს უდანაშაულოდ თვლიდა, უბრალოდ ზუსტად იცოდა, რომ გიგა, როგორც არ უნდა ცდილიყო, მის მიმათ როგორი განაჩენიც არ უნდა დამდგარიყო, რეალურად მაინც მკვლელად დარჩებოდა. ეს მისი ჯვარი იქნებოდა. შეძლებდა კი ამხელა ტვირთის ტარებას?!
გიორგიმ ის მაინც იცოდა, რომ მისი საყვარელი ადამიანები გადაარჩინა საკუთარი ქმედებით, გიგას ეს განცდაც ვერ ექნებოდა, პირიქით მიუხედავად იმისა, რომ არავინ იჯერებდა მის ლიკასადმი სიყვარულს, ფაქტი-ფაქტად რჩებოდა, ალბათ მართლა არ იყო გოგონასადმი გულგრილი და თუ ეს მართალი იყო, წესით ყველაზე მეტად ის უნდა ყოფილიყო გამწარებული.
საკუთარი მოსაზრება მეგობრებსაც გაუზიარა ასათიანმა.
- ფიქრობ რას ამბობ?! - თავი ვერ შეიკავა თეკლემ - ეს არის სიყვარული?.... საყვარელ ადამიანს მოსაკლავად ვინ იმეტებს?
- შენ მაგას ვერ გაიგებ... - ხელი ჩაიქნია გოგამ და დაღვრემილ, ჩაფიქრებულ ნიკას გახედა.
ჩუმად იყო ვაჟი, მართალია არ აღიარებდა, მაგრამ გულის სიღრმეში იძულებული იყო დასთანხმებოდა მეგობრებს, განა თავად არ ჰკითხა ლიკას, ეს ბიჭი ხომ არ ეჭვიანობსო? საკუთარ თავზე მოსდიოდა ბრაზი, რატომ ვერ განსაზღვრა, რატომ ვერ იფიქრა რა შედეგამდე შეიძლებოდა მიეყვანა ეჭვსა და ბოღმას გიგა.
უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა ნიკას:
- იქნებ დროულ ჩარევას შედეგი გამოეღო?!...
- იქნებ ეხლა ცოცხალიც ყოფილიყო?!
- რა იქნებოდა, იმ დღეს რომ არ მისულიყვნენ?!..
- რომ არ ენახა? რომ მიმხდარიყო გიგას განზრახვას? რომ.. რომ...

თუმცა ზედმეტად საფიქრალიც აღარაფერი იყო. დამცველი მხარე, როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე თავხედურად ამტკიცებდა ბრალდებულის შეურაცხადობას. ერთად-ერთი გამოსავალი ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება გახლდათ. პროკურატურამ და მბრალდებელი მხარის ადვოკატმა სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს. ექსპერტიზის პასუხებმა გადაწონა საქმე საბოლოოდ პროკურატურის სასარგებლოდ.
მიუხედავად გიგას ჯანმრთელობის პრობლემებისა, სამედიცინო ექსპერტთა კონსილიუმმა მისი შეურაცხადობა არ დაადასტურა. ასევე ეჭვქვეშ დადგა დამცველი მხარის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობის ნამდვილობის საკითხიც.
როგორც იქნა დასრულდა ამდენ თვიანი წამება, სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლის „განზრახ მკვლელობისათვის“ გიგა დამნაშავედ და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, ისჯება თავისუფლების აღკვეთა თხუთმეტ წლამდე.
ჩუმად გამოვიდნენ სასამართლოს შენობიდან, დაინახეს როგორ მიჰყავდათ ბადრაგს თავჩაქინდრული გიგა. ლიკას მშობლები ცრემლიანი თვალებით აცილებდნენ მათი უბედურების მიზეზს, არაფერი ზედმეტი, არც კივილი, არც წყევლა... თითქოს შვება უნდა ეგრძნოთ, მაგრამ ვერაფერი იგრძნეს, მხოლოდ მოუშუშებელი ტკივილის შეგრძნება დარჩათ.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ამას ნამდვილად არ ველოდი ვერ ვიმეტებ ნიკას კიდევ ერთი ტკივილისთვის... ასეთ დასასრულს მათი სიყვარულისთვის ნამდვილად არ ვისურვებდი თუმცა ერთი ეს არის არამგონია მათ შეძლებოდათ და ისეთივე ურთიერთობა ქონოდათ როგორც მანამდე ქონდათ მგონია მათ შორის ბზარი მაინც იქნებოდა და ეს სიყვარულს ნელ-ნელა გააუფერულებდა... სული მეტკინა ამ თავს რომ ვკითხულობდი თითქოს მეც ლიკას მეგობარი ვიყავი და მათთან ერთად მტკიოდა მისი სიკვდილი... საოცრება ხარ და იმედია ნიკას ასე ეულად არ დატოვებ მინდა ის ბედნიერი იყოს...

 


№2 სტუმარი ემი

ძალიან შემეცოდა ლიკა. ნიკასთან შერიგების მომხრე არ ვიყავი, ვთვლი, რომ არ იმსახურებდა. მაგრამ სიკვდილისთვის არ მემეტებოდა. ალბათ ეს ყველაზე სწორი გამოსავალი იყო, თუ შეიძლება სიკვდილი იყოს "გამოსავალი". ბავშვებიც ძალიან შემეცოდნენ, რადგან ლიკას გამო ისევ საშინელ შარში გაეხვივნენ.

რა გითხრა, შენი წინა ისტორიები გადავიკითხე და მომეწონეეეეე ძალიაააან

რაღაც ერთი სტილი, თუ მიმართულება, თუ ხაზი (არ ვიცი რა დავარქვა) გაქვს შენეული, რაც ყველა ისტორიას ახასიათებს და შენს ხელწერას ადებს...და ძალიან რომ მომწონს

და ვფიქრობ, რომ ეს ისტორია არ ჯდება იმ ხელწერაში, უფრო განსხვავებულია. იცი, პირველი თავები ძალიან განსხვავებული იყო, მგონა, რომ სხვანაირად აპირებდი განვითარებას, სხვა რაღაც გქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მერე შეცვალე... არ ვიცი, რატო მაქვს ასეთი შთაბეჭდილება. ჩემი ეჭვი, რაც მაქვს (არ გეტყვი, შენითაც მიხვდები), არ მინდა რომ გამართლდეს, მინდა რომ შენი ხელწერა არ დაკარგო და შენი სტილი შეინარჩუნო...

მოკლედ, გელოდებით...

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ამას ნამდვილად არ ველოდი ვერ ვიმეტებ ნიკას კიდევ ერთი ტკივილისთვის... ასეთ დასასრულს მათი სიყვარულისთვის ნამდვილად არ ვისურვებდი თუმცა ერთი ეს არის არამგონია მათ შეძლებოდათ და ისეთივე ურთიერთობა ქონოდათ როგორც მანამდე ქონდათ მგონია მათ შორის ბზარი მაინც იქნებოდა და ეს სიყვარულს ნელ-ნელა გააუფერულებდა... სული მეტკინა ამ თავს რომ ვკითხულობდი თითქოს მეც ლიკას მეგობარი ვიყავი და მათთან ერთად მტკიოდა მისი სიკვდილი... საოცრება ხარ და იმედია ნიკას ასე ეულად არ დატოვებ მინდა ის ბედნიერი იყოს...


კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას რომ კითხულობთ. მეც ასე მგონია, ერთხელ დაკარგული გრძნობის აღდგენა შეუძლებელია... არა მგონია მოეხერხებინათ სრულად პატიება..

ემი
ძალიან შემეცოდა ლიკა. ნიკასთან შერიგების მომხრე არ ვიყავი, ვთვლი, რომ არ იმსახურებდა. მაგრამ სიკვდილისთვის არ მემეტებოდა. ალბათ ეს ყველაზე სწორი გამოსავალი იყო, თუ შეიძლება სიკვდილი იყოს "გამოსავალი". ბავშვებიც ძალიან შემეცოდნენ, რადგან ლიკას გამო ისევ საშინელ შარში გაეხვივნენ.

რა გითხრა, შენი წინა ისტორიები გადავიკითხე და მომეწონეეეეე ძალიაააან

რაღაც ერთი სტილი, თუ მიმართულება, თუ ხაზი (არ ვიცი რა დავარქვა) გაქვს შენეული, რაც ყველა ისტორიას ახასიათებს და შენს ხელწერას ადებს...და ძალიან რომ მომწონს

და ვფიქრობ, რომ ეს ისტორია არ ჯდება იმ ხელწერაში, უფრო განსხვავებულია. იცი, პირველი თავები ძალიან განსხვავებული იყო, მგონა, რომ სხვანაირად აპირებდი განვითარებას, სხვა რაღაც გქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ მერე შეცვალე... არ ვიცი, რატო მაქვს ასეთი შთაბეჭდილება. ჩემი ეჭვი, რაც მაქვს (არ გეტყვი, შენითაც მიხვდები), არ მინდა რომ გამართლდეს, მინდა რომ შენი ხელწერა არ დაკარგო და შენი სტილი შეინარჩუნო...

მოკლედ, გელოდებით...


მადლობა თბილი სიტყვებისთვის, თუმცა გამოგიტყდები ცნობისმოყვარეობა გამიღვიძე, ბოლო აბზაცით... საკმაოდ დამაინტერესდა რისი ეჭვი გავქს..

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

გული დამწყდა ძალიან ლიკა შემეცოდა მაგრამ ნიკა უფრო მეტად.

 


№5 სტუმარი ემი

არ მითხრა, კიდევ დასასვენებლად ვარ წასულიო.... ერთხელ მოგეცით მაგის უფლება... მეტს კი არ მოგცემთ.... wink

გელოდებით ჩვეეენ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent