მოიცა ... სერიოზულად? (თავი 2)
-ახლა ერთ შეკითხვას დაგისვამ და მიპასუხე - მის წინ მსხდომ მეგობრის შეყვარებულს და საძმაკაცოს გახედა,ბიჭმაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია - კარგი თეკლეს იტაცები ... მაგრამ აი მე რასმერჩოდი მითხარი?! -აუ ლიკა ხო აგიხსენი არა?! - ჯერ ბიჭებს გახედა ანდრეამ მერე ისევ ლიკას - იქ შენ მერე ამბებს შეყრიდი უბედურს და გამოგაყოლეთ ხელს რაა -ფუი ... დებილო ... გამიშვით ახლა მე სახლში და თეკლე გყავდეს მთელი ცხოვრება თუგინდა - თეკლეს ანიშნა ხელით და ფეხზე წამოდგა. -გზები ჩაკეტილია,თოვლის გამო ასე რომ ძალიანაც რომ ეცადო ვერსადაც ვერ წახვალ,აი თეკლეს კი დაიტოვებს ანდრეა - ბუხართან მჯდომმა გადმოხედა ლიკას და ირონია გაამეფა.გოგონამ ჯერ ანდრეას გახედა,მერე ყველას ერთად მოავლო თვალი და გამწარებული დივანზე დაეშვა.სავარაუდოდ ანდრეას სოფელში უნდა ყოფილიყვნენ.მაგრამ ამ საფხულში თოვლი ვის გაუგონია? არა სვანეთი კი არის მაგრამ ზაფხული და თოვლი? სისულელეა! -მოიცა ერთი წუთი .. ზაფხულია და თოვლი საიდან? - წარბაწეულმა გახედა ბუხართა მჯდომს ირონიისა და ცინიზმის მეფეს და თვალი ჩაუკრა. -ჭკვიანი ყოფილხარ -შენგან განსხვავებით! - კი გაბრიელი ირონიის მეფე იყო მაგრამ იცოდა მან კი რომ ლიკა აქ „განგსტერი“ იყო?! - არიცოდა,ხოდა გაიგო. -ენაც გრძელი გქონია ... - გაუღიმა და ისევ თვალებში ჩააშტერდა. -ჰო ... კიდევ კარგი მე გოგო ვარ,მაგრამ შენ? - აი კიდევ ერთი მაგალითი იმისა რომ ლიკასთან მაღალ ფეხებზე არ უნდა იყოთ. ბევრი კინკლაობის,კამათის და დაძაბულობის შემდეგ გადაწყდა რომ ლიკა 2 დღით დარჩებოდა.სხვა გზა არ იყო უბრალოდ.თეკლეს მშობლები ლიკას მიაკითხავდნენ და ლიკაც იძულებული იქნებოდა მეგობარი გაეთქვა ამიტომ...მოსაღამოვდა.ყველა ბურის წინ ჩამომსხდარიყო და საუბრობდნენ.ლიკა აკვირდებოდა ყველას.თეკლეს განათებულ თვალებში ბედნიერების სიხვებს ხედავდა და თვითონაც ბედნიერდებოდა.ანდრეას ერთი შეხედვითაც ეტყობოდა რომ თეკლეზე აბოდებდა.ერეკლე და ბექა (ანდრეას ძმაკაცები) ყველაზე ცანცარა „არსებები“ იყვნენ.ყველაზე და ყველაფერზე ღადაობდნენ,მერე სიცილით იგუდებოდნენ და მათი „მოსულიერება“ კიდევ უფრო დიდი „ცირკი“ იყო. აი გაბრიელი კი ერთადერთი იყო რომელიც საერთოდ არ მოეწონა ლიკას.ადამიანს რომელსაც შეუძლია ყველას და ყველაფერს გაუგოს აი ამ ბიჭს ვერ გაუგო და მოკალით. ქალაქში დაბრუნების შემდეგ ყველაფერი დაიძაბა.მიუხედავად იმისა,რომ თეკლეს მშობლებმა რაჭაში არ ჩააკითხეს წყვილს,თბილისში ყველა აჟანყებული დახვდათ.ანდრეა თავს იგიჟებდა,არ დავტოვებ თეკლეს-ო. ცალკე ანდრეა ყვიროდა წავიყვანო,ცალკე თეკლეს მამა პატარა ჯერ-ო.საბოლოოდ მაინც ის გადაწყდა რომ დანიშნულები იქნებოდნენ,თეკლე როგორც კი ჩააბარებდა ქორწილიც მაშინვე ექნებოდათ. ნიკოლოზ გასვიანი სანდრო ამაშუკელი - ეს ის ბიჭები იყვნენ რომლებიც გოგონებს დაბადებიდანვე იცნობდნენ.სულ ერთად იყვნენ,თითქმის.მათ მეგობრობაზე რომ ვისაუბრო შორს წავალ ძალიან ამიტომ შემდეგში ... ნიკოლოზის დაბადების დღე იყო.როგორც ყოველთვის სამეგობრო ერთად აღნიშნავდა ნიკას დაბადების დღეს,ოთხნი იყვნენ და იხსენებდნენ ყველაფერს.მერე ნიკა და სანდრო მიდიოდნენ.რათქმაუნდა ისინი ბიჭებთან აგრძელებდნენ აღნიშვნას. „ტრადიცისს“ თანახმად ახლაც ასე უნდა ყოფილიყო მაგრამ,სანდრომ დაიჯინა რესტორანშიო,არც არავინ შეწინააღმდეგებია. სარკის წინ მოხდენილად ტრიალებდა,ცდილობდა როგორმე დაენახა რაიმე ნაკლი ხომ არ ჰქონდა.მაღარ ქუსლიან ფეხსაცმელს დახედა და ოდნავ საღე მოეღუშა,ესეც სანდროს დაჯინებული მოთხოვნა იყო.შავი კაბა ეცვა მუხლს აცდენილი,უკანა ნაწილი მთლიანად დახურული იყო,დეკოლტე კი საკმაოდ ამოღებული.ყელს უბრალო კრისტალის ყელსაკიდი უმშვენებდა,მაჯას თვით ნიკოლოზის ნაჩუქარი ვერცხლისფერი საათი,გრძელ ნატიფ თითებს კი უბრალოება ამშვენებდათ.მაკიაჟი? - არა რასლაპარაკობთ! საერთოდაც არ ხიბლავდა მაკიაჟო და მეტნაკლებად არც სჭირდებოდა.მის ზღვისფერ თვალებს ჭირდებოდა კი რაიმე ჩრდილი? კარზე ზარი იყო,იცოდა თეკლემოვიდოდა,როგორც კი მეგობარი სახლში შემოატარა გაშეშდა. -აუ ბინა შემეშალა? - შეწუხებული სახით დააკვირდა მეგობარს და აღფრთოვანებული თვალებით მთელი სხეული „დაზვერა“. -თეკლე მორჩი ახლა .. გვეჩქარება! სწრაფად დატოვეს ბინამაგრამ მაინც დააგვიანდათ.რესტორანში შევლისას ყველას ყურადღება გოგონებისკენ იყო მიმართული.თეკლემ ლიკას ხელი ჩაჭიდა და ყურში ჩასჩურჩულა -გჭამს გაბრიელი თვალებით! -გაჩუმდი გოგო ... ერთი შეხედვით ეტყობა რომ ვერ მიტანს - ჩუმათ ჩაიქირქილა და თეკლეს გაკვირვებულმა გახედა - ისე ამათ აქ რაუნდათ? -გამოგვყოლოდი ერთხელ მაინც კლუბში და ყველაფერს გაიეგბდი ახლა ... ანდრეა დაგავიწყდა ვისგან გავიცანი? ამ ბიჭებთან დადიან ჩვენი „ბალღები“ სულ - გაუღიმა და ანდრეასკენ წავიდა.ლიკამ ნიკოლოზს „მიაშურა“. -ჩემო სუპერ ბიჭო გილოცავ! - საჩუქარი გაუწოდა და გემრიელად აკოცა ლოყაზე. -მადლობა და მაგ არაპინქტუალურ ბუნებას როგორმე უშველე გთხოვ .. დამიტყვევე ძმაკაცები ამ ეფექტური შემოსვლით - ჩუმათ უჩურჩულა და მისი ადგილისკენ მიუთითა. არა ბედი არ გინდა? პირდაპირ გაბრიელის წინ იყო მისი ადგილი,ნერვები მოეშალა მის ცინიკურ მზერას რომ შეავლო თვალი. ბევრს იცნობდა,ვისაც არ იცნობდა ისინიც გაიცნო.რაღაც დროის მონაკვეთში ყველა დაიძაბა,გაუკვირდა თან ძალიან.მერე სანდროს გაცეცხლებულ მზერას გააყოლა თვალი და კარში მდგარ ბიჭების ჯგუფს შეეჩეხა.აშკარად არავის მოსწონდ იქ გაჩენილი ბიჭები მაგრამ დაძაბულობის გასაფანტად თითქოსდა დამშვიდდნენ. დარბაზში წყნარი მელოდია გაჯღერდა.კმაყოფილმა ჩაიცინა როცა ანდრეას და თეკლეს ბედნიერად მოცეკვავე სხეულებს შეავლო თვალი.არა რაც არ უნდა იყოს ზე წყვილი იყვნენ.ავსებდნენ ერთმანეთს.ვერასოდეს იტანდა შეუფერებელ წყვილებს.მაგალითად:გოგო რომ საოცრება იყო და ბიჭი „დაშლილებში აწყობილი“ ან პირიქი .. დაბნეუმა ახედა მის სკამთან დგომ სერიოზულ გაბრიელს და გაკვირვებულმა თვალებით კითხა რახდება-ო. -ვიცეკვოთ - ლიკას პასუხს არც დალოდებია სწრაფად წამოაგდო ფეხზე და მოცეკვავე წყვილებში გაერივნენ. აზზრზე ხართ რა ხდებოდა? - ნუ გეშინიათ მე ვერ მოვდივარ აზზრზე. არა მოიცათ ... სერიოზულად? გაბრიელ ლიჩელი ეცეკვებოდა გოგოს რომელსაც დანახვისთანავე დამცინავ და ირონიულ მზერას ესროდა ... აშკარად რაღაც „ქიმია“ იქმნებოდა ... ყველასგან უჩუმრად! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.