სიყვარულის ძალა (2 თავი)
-გამარჯობა!-მომმართა და მომაშტერდა. -გაგიმარჯოს!-ვუპასუხე ზრდილობის გამო და შევნიშნე ულამაზესი მწვანე თვალები. რაღაც დამემართა, დავიბენი. ასე არასდროს მომსვლია. სწრაფად მოვედი გონს და სანამ რამეს მეტყოდა გზა გავაგრძელე. ანუკის ისე ჩავჭიდე ხელი რომ სისხლი გაუჩერდა. უცნობი წამომეწია და კვლავ მომმართა: -ერთი წუთით!-დაბნეულობა ემჩნეოდა.-მოიცადე, მარიამ! უფრო დავიბენი. ჩემი სახელიც იცოდა. თან ისეთი სითბოთი სავსე მზერით მიყურებდა. არ ვიცოდი რა მეთქვა ან რა გამეკეთებინა. სანამ გამოვერკვიე ანუკი ჩაერია. -გამარჯობა, მე ანუკი ვარ, მარიამის მეგობარი.-უთხრა ღიმილით და ხელი გაუწოდა. -მე გიორგი ვარ,-უპასუხა უცნობმა და ხელი ჩამოართვა. -მოიცა .. -ენა დაება ანუკის- შენ.. ის გიორგი? -შეტყობინებას თუ გულისხმობ, კიი ის გიორგი,-გაიცინა. -აჰააჰ, სასიამოვნოა და მარიამს საიდან იცნობ?-ჩაეკითხა ანუკი. არც გამკვირვებია ის ასეთია პირდაპირი და თანაც როცა საქმე მე მეხება აუცილებლად უნდა გამოიძიოს ბოლომდე. -სიმართლე გითხრა, არ ვიცნობ და აქ ამიტომ ვარ რომ გავიცნო. -წარმოთქვა მთელი სერიოზულობით. სანამ ანუკი რამეს უპასუხებდა, ირაკლი გამოჩნდა - ანუკის შეყვარებული და ჩვენკენ წამოვიდა. -გიო, ძმაო, შენ აქ საიდან? -გაუკვირდა ირაკლის ჩვენთან ერთად რომ დაინახა. -მოიცა თქვენ რა, ერთმანეთს იცნობთ?- ამასობაში პირველად ამოვიღე ხმა. -ხო! -ერთდროულად წარმოთქვეს ბიჭებმა და ჩაიცინეს. ანუკიმ ისევ არ დამაცადა და ყველაფერი გამოკითხა ბიჭებს. გავიგეთ, რომ გიორგი ირაკლის მეზობელი იყო, თუმცა თბილისში სწავლობდა პირველ კურსზე იყო და თელავში იშვიათად ჩამოდიოდა. იმდენად ვიყავი დაბნეული, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. გიორგი თვალს არ მაშორებდა და ეს კიდევ უფრო მაბნევდა. ვიდექი ჩუმად და მხოლოდ ვუსმენდი. ამასობაში დრო გასულიყო და ინგლისურზე გვაგვიანდებოდა. ირაკლიმ ჩაგიყვანთო და მანქანისკენ წავედით. მე და ანუკი უკან დავსხედით და წინ გიორგი დაჯდა. კიდევ კარგი გვერდით არ მომიწია დაჯდომა თორემ ალბათ ფერს დავკარგავდი. რამდენიმე წუთში უკვე სადარბაზოსთან ვიყავით. მანქანიდან გადავედით. ირაკლიც გადმოვიდა ანუკის აკოცა და რაღაცას საუბრობდნენ. ირაკლი მანქანაში იჯდა და თვალს არ მაშორებდა. -ანუკი, გვაგვიანდება, იქნებ მორჩეთ ხვევნას!-გიორგიზე გაბრაზებულმა მათ შევუტიე რომ მალე წავსულიყავით და მანქანიდან სიცილის ხმა მომესმა. როგორც ჩანს ჩემს რეაქციებზე ერთობოდა კარგად. საშინლად გავბრაზდი და ანუკის აღარ დაველოდე შიგნით შევედი. მალე ისიც შემოვიდა და ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარით რომ გაკვეთილი დაიწყო. არ მესმოდა რას ხსნიდა. მხოლოდ მომხდარზე ვფიქრობდი. მისი მწვანე თვალები არ მავიწყდებოდა და ეს საშინლად მაცოფებდა. თანაც გამახსენდა რომ ხმას ვერ ვიღებდი და საშინლად შემრცხვა. დაბნეულობისგან ასე არასდროს მომსვლია. პირიქით, ბევრს ვლაპარაკობ ხოლმე ყოველთვის, ზოგჯერ მომაბეზრებლად ბევრსაც კი. ახლა რა დამემართა? რა შეიცვალა? ნუთუ ამხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ერთხელ ნანახმა ბიჭმა, რომელსაც არც ვიცნობდი?-ეს ფიქრები მოსვენებას არ მაძლევდა. არ ვიცი რა დამემართა. მთელი დღე ტელეფონს დავცქეროდი და თითქოს რაღაცას ველოდებოდი მაგრამ ამაში საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი. იმ დღეს არცერთი შეტყობინება აღარ მოუწერია. ალბათ იფიქრა დებილია ვიღაც, ასეთი გოგო არაფერში მჭირდებაო. ღამემდე ველოდებოდი მაგრამ არაფერი. დავწექი და ამდენი ფიქრისგან ვეღარ ვიძინებდი. სულ მასზე ვფიქრობდი და თან საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი რომ ასეთი რამ დამემართა. ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. თვალი გავახილე და უკვე გათენებულიყო. ტელეფონი სასწრაფოდ ავიღე და კვლავ ის უცნობი ნომერი. თავისთავად გამეღიმა და შეტყობინება გავხსენი:“დილამშვიდობის ანგელოზო!“ კვლავ გუშინდელი ფრაზა. მაგრამ ამჯერად სულ სხვა ემოცია მის წაკითხვაზე. ვფიქრობდი რა მიმეწერა, ან საერთოდ მიმეწერა თუ არა რამე. ბოლოს გადავწყვიტე ანუკისთან დამერეკა, მაგრამ ვიფიქრე ეძინებათო. შაბათობით შუადღემდე სძინავს ხოლმე და რომ გამეღვიძებინა გამომლანძღავდა, თანაც მისი პასუხი უკვე ვიცოდი, მეტყოდა სასწრაფოდ მიწერეო. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მაინც მიწერა გადავწყვიტე. ვიფიქრე, გავიგებ მაინც რა უნდა მეთქი. ტელეფონი ავიღე და დიდი ტექსტი დავწერე, თუ რა უნდოდა ჩემგან, ვინ იყო და საერთოდ რატომ მწერდა. მაგრამ შემდეგ ზედმეტად სწევრულად მომეჩვენა და წავშალე. მხოლოდ ერთი სიტყვა მივწერე:“დილამშვიდობის!“ და პასუხიც მალევე მივიღე:“დღეს საოცარი დღე იქნება“. გამიკვირდა, არ ვიცოდი ასეთ საოცარს რას გულისხმობდა და პირდაპირ ვკითხე:“რატომ?“ .. პასუხად ისეთი რამ მომწერა, რომ სულ გავწითლდი და ბედნიერებისგან ვიცინოდი. „იმიტომ, რომ ჩემმა ანგელოზმა მისურვა მშვიდობიანი დღე“. საოცრად დავიბენი, არ ვიცოდი რა მიმეწერა და მხოლოდ სმაილი მივწერე. როგორც ჩანს მიხვდა, რომ არ ვიცოდი და რა მეპასუხა და მომეშვა: „ კარგი აღარ შეგაწუხებ, დროებით“. პასუხი აღარ დავუბრუნე, მხოლოდ ეს სიტყვა „დროებით“ ჩამრჩა გულში. რას ნიშნავდა? ნუთუ კიდევ მომწერდა ან იქნებ ვნახავდი. უკვე ვგიჯდებოდი. ბოლოს ისევ ანუკის დავურეკე და მისი წუწუნის შემდეგ გაღვიძების გამო, ყველაფერი მოვუყევი. რა თქმა უნდა აღფრთოვანდა და თავისთან დამპატიჟა. მეც სასწრაფოდ გავემზადე და წავედი. ჩაი დავლიეთ, ცოტა ვისაუბრეთ, მეჩხუბა გიოს რას უწუნებო და მეტი საქმე რომ არაფერი გვქონდა, პიცის გაკეთება გადავწყვიტეთ. მარკეტში ჩავედით, საჭირო ნივთები ვიყიდეთ და მზადებას შევუდექით. ამ დროს ირაკლიმ დარეკა და რომ გაიგო პიცას ვაკეთებდით, მასაც მოუნდა. ანუკამაც უარი არ უთხრა დაპატიჟა და ირაკლიმ სასმელს ამოვიტან და ამოვალო. პიცა უკვე მზად იყო და სუფრის გაშლას შევუდექით როცა კარზე ზარის ხმა გავიგეთ. მე ხელს ვიბანდი ცომიანს და ანუკა გავიდა გასაღებად. ირაკლის და ანუკას გარდა სხვა ხმაც გავიგონე და მთელ სხეულში რაღაცამ დამიარა. ----------------------- ვეცადე დიდი და საინტერესო ყოფილიყო, იმედია მოგეწონებათ. დიდი მადლობა კომენტარებისთვის. ველოდები თქვენს რეაქციებს, გავაგრძელო წერა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.