ვნებებზე ეჭვიანი (დასასრული)
თითქოს ეს ნამდვილი კოცნა იყო,მთელი არსებით ვიგრძენი როგორ მსუსხამდა მისი წვერი.გავირინდე და ბოლომდე მის სამყაროში შევიხიზნე.ვგრძნობდი,რომ სულ სხვა მევიყავი.არ მინდოდა,რომ შევჩერებულიყავით,არ მინდოდა,რომ ეს წამები გამქრალიყო,წასულიყო სადღაც და სრულიად სხვა რამის,წარსული,ნაწილიგამხდარიყო..თავი რეალურ,ნამდვილ ქალად ვიგრძენი,ხელები მჭიდროდ შემოვადე კისერზე და მისი სხეულის ნაწილი გავხდი თითქოს,იმ წამს თითქოს სამყარო გაერთიანდა... -სირცხვილია!-კოცნა შეწყვიტა და სხეულით უკან გამწია,სუნთქვა შემეკრა...ბურუსი დავინახე და თვალები დავხუჭე,ისევ გავახილე,რათა სიზმარი რეალობისგან განმესხვავებინა.ჰო,ეს რეალობა იყო,ყველაზე ნამდვილი და ჭეშმარიტი. -რომელი საათია?-ეს კითხვა,ალბათ,ყველაზე უაზრო იყო,რაც კი ოდესმე კითხავს. -ნუ სულელობ! მოდი,აქ...-მისი სიტყვები,რომელიც წამიერად ჰარმონიად იქცევა,სიტყვები,რომლებიც ყველაზე ჭეშმარიტი მუსიკაა ჩემთვის..სიტყვები შეუცნობელი,განუსაზღვრელი და უსაზღვრო..ნუთუ კიდევ არსებობს სხვა სამყარო,უკიდეგანო და უფრო უსაზღვრო,შეუცნობელი და რაღაც სხვა..ნუთუ?! -ვგიჟდები შენზე...-გულზე ამიკრა და თავი მომიახლოვა..იმ წამს მისი სურვილი მკლავდა,მისი შეხება დენს მარტყამდა,ასეთი რამ არასდროს განმეცადა,გამეღიმა,რაღაც სხვა ვიგრძენი,სულ სხვა სამყაროს შევეხიზნეთ მე და ის,მე და დათო ერთად. -გცივა? -ზაფხულია..-გამეღიმა მის კითხვაზე და თმა კეკლუცად შევისწორე..ნუთუ ისევ იღვიძებდა ჩემში რაღაც სხვა,რაღაც ჰარმონიისა და რომანტიზმის მსგავსი? -ზაფხული?-გამეღიმა..ჰო,ეს ხომ ცხელი,ცხელი და უცხელესი ივლისი იყო...ივლისი,რომელიც ადამიანს სულს უხუთავს..მაგრამ სულ სხვაა ვნებიანი ივლისი,ივლისი პარიზში ეიფელის კოშკის წინ მომღიმარ დათოსთან ერთად. -შენი კოცნა...აი,ესაა რომანტიკა? -ფილმებში როგორცაა?-გამეღიმა,მაგრამ თვალი ვერ გავუსწორე.რატომ?ალბათ,იმიტომ,რომ დაბნეული ვიყავი,საკუთარ ფიქრებში შეხიზნული. -წამოდი..მოდი,აქ..-ძლიერად გამქაჩა თავისკენ და თავის პირდაპირ დამაყენა..მის მუქ თვალებს ასე ახლოდან პირველად ვუყურებდი..პირველად ვგრძნობდი,რომ მზერასაც შეუძლია დაწვა...იმ წამს ცხოვრებაში ყველაზე დიდი დამწვრობა მივიღე.. -ძლიერად სუნთქავ..-მსგავსი რამ არასდროს მეთქვა,გამეღიმა საკუთარ თავზე და იცნაური გამომეტყველების მქონე დათოს მივაშტერდი. -მაშტერდები კიდეც? -სუნთქვა? -გინდა, უფრო ძლიერი სუნთქვა გაჩვენო?-მკითხა და ცას ახედა,არ უნდოდა,მისთის შემეხედა. -ჰო არა?-სიცილი ამიტყდა პატარა ბავშვივით.ვიცოდი,რომ ეს არ შემეფერებოდა,უბრალოდ არ შემეფერებოდა,მაგრამ კიდევ უფროშევყევი ემოციას,კიდევ უფრო შევიჭერი გრძნობების ორმოში..ვაცნობიერებდი,რომ ორმოს თანდათან უფრო და უფრო ვუახლოვდებოდი..ისსულ ახლოს იყო და სულ მალე ჩავვარდებოდი..ბრახ და ბრახუნს გავადენდი! -რა იტყვი,რომ გითხრა....რომ გითხრა?-სერიოზული და თან დაბნეული მზერა შევნიშნე მის სახეზე. -რა უნდა მითხრა?-არანაკლებად დავიბენი..ნუთუ ეს ის იყო,რაც ბოლომდე ჩამითრევდა ბოლოში...აი,იქ სულ ბოლოში...ორმოში ჩამაგდებდა...ხელს მკრავდა და ჩამაგდებდა,უბრალოდ ჩამაგდებდა... -მიყვარხარ..მაგიჟებ! ეს სიყვარულზე მეტია! წყალივით მინდიხარ! მიყვარხარ იმაზე მეტად,ვიდრე რომეოს უყვარდა ჯულიეტად...ვიდრე კვაზიმოტოს ესმერალდა,ვიდრე ტეარიელს ნესტანი...ვიდრე შოთას თამარი!-ძლივს ამოისუნთქა..არ ველოდი ამას,არ ველოდი...უბრალოდარ ველოდი..რა უნდა მეთქვა? გავირინდე,არ ვიცოდი სად იყო ხმელეთი და სად ზეცა,სად წყალი და სად ნაპირი.... -დავიღალე! -რითი?-ასეთ პასუხს არ ელოდა..ჩაეცინა და ხელზე ხელი შემახო...ნელი მოძრაობით მიჭერდა თითებზე..ჩემში ესეც კი მუხტს იწვევდა..არა,მუხტს არა..მუხტებს იწვევდა! -ცხოვრებით...უსამართლობით..უნდა გავიქცე!-სახე გვერდით მივატრიალე,მოვშორდი და რამდენიმე ნაბიჯი წინ წავდგი.. -სად მიდიხარ? სადმირბიხარ?აქედან თუ ჩემგან? -არა,ცხოვრებიდან მინდა გავიქცე..რეალობიდან,მაგრამ არ მივრბივარ...-მივუახლოვდი დაბაგეებთან ისე ახლოს დავუდექი,რომ ლამის იყო შემხებოდა მისი ტუჩები,რომლებიც მიხმობდნენ,მაკოცეო..მისი სხეული,რომელიც ტალღებად მაქცევდა...და მისი თვალები,რომელიც გულს ვერ აჩერებდა...მისი მზერა,რომელიცმიპყრობდა...და გული,რომელიც ყველაზე სწრაფად ფეთქვადა...მესმოდა,ჰო,მესმოდა... -რატომ?-დაბნეულმა შემომხედა თაფლისფერი,მუქი თაფლისფერი თვალებით... -მარტო ვერ დაგტოვებ...არ მინდა,რომ მარტო დარჩე ამ ნაგავ სამყაროში,სამყაროში,რომელიც შედგება ბუნკერიდან ამოთრეული ნარჩენებისგან...არ მინდა,რომ...არ მინდა,რომ მარტო იყო,დათო! -ამდენი მანერვიულე? პირდაპირ გეთქვა...-სახე გაუცისკროვნდა...კრთოდა,ხელები უკანკალებდა..ასეთი რამე არ მენახა,არა,არ მენახა...ემოციებში ვცურავდი.. -ირიბად ნათქვამი სიტყვა უფრო აღწევს მიზანს...-გამეღიმა,გამეღიმა...ემოციისგან გამეღიმა,მე ხომ მისი გულის ფეთქვა მმართავდა. -დამარცხდი? -არა,მე გავიმარჯვე,რადგან... -რადგან მე მიპოვე...მაგრამ მე ორმაგად გავიმარჯვე..-გულის ცემას ძლივსვინარჩუნებდა....პარიზი მკლავდა,მისი გამოხედვა მკლავდა,მისი სუნთქვა სანთელივით მადნობდა..მე იმ წამებში სანთლის ნაღვენთების შეკვრა ვიყავი...მე იმ წამებში ვკვდებოდი...ვკვდებოდი მისი სიყვარულისგან... -ამ სამყაროს ხედავ? ვერ ხევავ..ჰო,ვერ ხედავ,რადგან იგი ზედმეტად უსაზღვროა....და იცი რა? ამაზე დიდზე მიყვარხარ! საოცრად მიყვარხარ,სოფ...ჩემი მინდა იყო,მუდამ...სულ შენთან მინდა...არ გინდა,რომ აქედან გავიქცეთ? სადმე შორს.. -რატომ?განა აქ ვერ ვეტევით? -გრძნობები ვერ ეტევიან..ჩვენს პატარა,მუშტის ოდენა,გულებში ჩვენზე მილიონჯერ დიდი გრძნობები არიან! -ღიაა?-ჯერ არ დავწოლილიყავი,როცა მისი ხმა მომესმა..მაშინვე ვიცანი დათოს ხმა.. -არაა..მოგენატრე? -ძალიან..გამიღე! -კარგი,მაგრამ არ მაცვია.. -მასე უფრო მომეწონები..-ამაკანკალა მისმა სიტყვებმა. -ვაღებ...-ხალათი შევიკარი და კარი გავაღე. -მოდი,აქ..-წელზე ხელები შემომხვია და ამიკრა....საშინლად დამცხა,როცა მისი ტუჩები ვიგრძენი....ხელები მომხვია და ტუჩებით დამიწყო ხალათის ჩამოწევა..არ ვიცოდი რა მექნა..იმ წამს ყველაზე ძლიერად დაბნეული ვიყავი...მისი ხელები,ტუჩები....ცეცხლად ვიქცეოდი ნელ-ნელა..ვგრძნობდი,რომ ნაპერწკელბი ამოდიოდნენ ჩემი სხეულიდან...ხელები კისერზე შემოვხვიე და თვალები დავხუჭე...ჩემს ბაგეებსაც კი უჭირდათ მოძრაობდა... ვიწვოდი...ეს იყო საშინლად სასიამოვნო განცდა..თითქოს შანთები გამიყარეს,მაგრამ სასიამოვნოდ და გამაგიჟებლად....მე კეთილი შანთლების ქურდი ვიყავი..გამახსენდა პირველი ფილმი,რომელიც გადავიღე და,რომელმაც პოპულარული გამხადა... გრძნობები ამოიფრქვა..ემოციამ ერთ მთლიანობად შეგვკრა მე და დათო....მზის სხივებმა შემოანათა...მთელი ღამე არ გვძინებია და ეს მხოლოდ იმ წამს გავაცნობიერე...გავიხედე გვერდით და მისი ტუჩების ნაკვალევი შევნიშნე მხარზე,გამეღიმა და თმაზე ხელი გადავუსვი...იმ წამებში ყველაზე ბედნიერი და ყველაზე ამაყი ვიყავი... დრო წყალივით მიედინებოდა..არა,ის წყალზე სწრაფი იყო...პარიზიდან დავბრუნდით,მაგრამ გრძნობები იქ არ დაგვიტოვებია.... -ყველაზე ლამაზი ხარ!-თვითმფრინავიდან გადმოსვლისას ღიმილით მაკოცა თავზე. -არ გინდა-კისკისი ამიტყდა. -მინდა!-ემოციურად ჩაილაპარა... და შემდეგ წამები,რომლებიც შოკი იყო.... -ხალხნო,ახლა ყველას თანდასწრებით უნდა ვთხოვო ამ ქალს ცოლობა...-დათოს ხმამ ამაკანკალა,წონასწორობას ძლივს ვიკავებდი,რომ არ წავქცეულიყავი....ხმის გამაძლიერებლმა თითოეულ მგზავრამდე მიაღწია...მე კი აწითლებული ვიდექი და სახეზე ხელები ამეფარებინა... -მე მინდა,რომ ამ ვნებებზე ეჭვიან ქალს ვთხოვო,რომ ჩემი სამუდამო თანამგზავრი გახდეს..მის გარეშე კაშკაშება მეკარგება..მისი მშვენება მზის დაბნელებად მიწყობს,მისი მშვენება მთვარეს კაშკაშს მართმევს.. პოემას დაგიწერდი,მაგრამ არ შემიძლია...მიყვარხარ იმაზე მეტად,ვიდრე შოთას უყვარდა თამარი...მისმინე,ახლა კის თუ არ მეტყვი...უბრალოდ გულს მიენდე!-ამოისუნთქვა და კინაღამ ჩავიკეცე... -ხალხნო...-მივუახლოვდი დათოს..-მე თანამხმა ვარ,რომ ამ საოცარი იდიოტის ცოლი მერქვას... -მეტი ვერაფერი მოვტვინე.. -მოდი,აქ,სულელო...-ხელში ამიყვანა და ძლიერად დამატრიალა. გარეთ ქარი ქროდა..ივლისის ბოლო იყო და საშინლად ცხელოდა..ცხელი ჰაერის მასები ჩვენკენ მოიწევდნენ... -ჰეი...-ანუკას მოვკარი თვალი...ვერ მოვალო,მოვუტყუებივარ. -აბა,ვერ მოვალო?-სიხარულისგან შევხტი და ისე გავემართე მისკენ. -როგორ გამოვტოვებდი...ჭუკებო!-შესძახა და გადამეხვია. -როგორ ხარ?-დათოსთან ძლივს მივუშვი ჩემი დაქალი...კინაღამ დაახვრჩეს ჩემმა ხელებმა საწყალი ანუკა. -ერთად ჰო არ გადაგვეხადა?ეკონომია იქნება..ასე არაა?-თვალი ჩაუკრა დათოს და მერე მე შემომხედა. -აუ...წავედით-ბუზღუნით წავედი მანქანისკენ. -მძღოლი აქ დგას...სად მიდიხარ? დრო საშინლად სწრაფია...სურვილები წვიმასავით გავცვივა თავზე ხოლმე...ჰო,ასეც ხდება ხოლმე... დათოს გვერდით მეღვიძება.დღეს ერთად მივდივართ,ბოლო გადაღებაა და აგვისტოს ბოლოს ჩვენი ფილმიც იქნება.. -ორი კვირაც რა..-მესმის მისი ხმა და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ..ვიცი,რომ მისი კოცნისას სუნთქვა მეკვრის და რა ვქნა..თავის დაზღვევა მეხერხება ნამდვილად. დრო რაღაცნაირად მიდის და ორივეს მიგვარხევს..უცნაურად მეჩვენება ჩემი ცხოვრების ასეთი რადიკალური ცვლილება,თუმცა არაფერს ვამბობ ან რა უნდა ვთქვა..ისედაც მყოფნის ანუკას ირონიული მზერა.სახეზე აწერია,მოგიგეო. დრო წყალივითაა,მაგრამ ჩვენ მას არ მივჰყვებით,მის საწინააღმდეგო მხარეს მივდივართ და სწორედ ამაში ცხოვრების საიდუმლო....გტკივა,წუხარ...ათასი რამე ხდება შენს თავს,მაგრამ არ ნებდები.. ცხოვრობ სტერეოტოპებისა და უაზრო აზრების გარეშე...არ გგონია,რომ რომეო იეჭვიანებს შენსსა საყვარელ ადამიანზე,პირობითად დათოზე...გჯერა,რომ ...უბრალოდგჯერა,უბრალოდ გწამს იმ ადამიანების,რომლებიც შენს გარშემო არიან...უბრალოდ გწამს და ეს უკანასკნელი გხდის ბედნიერსა და მომღიმარს,უბრალოდ ბედნიერსა და მომღიმარს.... -ულამაზესი ხარ... -ქორწილი ბანალურად ხომ არ ჟღერს?-ვეკითხები და თან ვკისკისებ.. -სიყვარულიც?ბანალურია,არა?-ეცინება და თვალები უციმციმებს..მიყვარს მათი ციმციმი,მიყვარს მისი გამოხედვა,უბრალოდ ისმიყვარს,მიყვარს მთლიანად,მთელი არსებით,სხეულის თითოეული უჯრედითა და სულის თითოეული კუნჭულით...მიყვარს უცნაურად და არა ბანალურად. -ჰო,მაგრამ ჩვენი სიყვარული არაა ბანალური და არაც არასდროს იქნება. -ასე გგონია? -ჰო,სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. -ოჰ...შეუგნებლად საყვარელი..შეუგნებლად სასიამოვნო და გამაგიჟებელი..ჩემი ხარ!-ტიჩებით მოილტვის ჩემკენ და ლოყებზე მეხახუნება.. -ასე არაა? -ჰო,ასეაა....ჩემო.. -რაღაცის თქმა გინდა,მგონი..სახე დაგეძაბა.. -როგორ შეგისწავლივარ! -უბრალოდ გიცნობ.. -თუ სიყვარული ბანალურობაა,თუ ქორწილი ბანალურია...მაშინ ცხოვრებაც,მისი მნიშვნელობაც და მისი ნაწილობაც ბანალური ყოფილა! -მიყვარს შენი ფილოსოფია.. -არა,ეს შენ ხარ ფილოსოფოსი... -წლების წინ ქართულის მასწავლებელი პატარა ფილოსოფოსს მეძახდა,მე კი მწყინდა,ვფიქორბდი,რომ დიდი ვიყავი. -ახლაც პატარა ხარ ფილოსოფოსობისთვი!-თვალს მიკრავს და მაჯაში ხელს მკიდებს,მისი სუნთქვა ცხელად მეხება მთელ სხეულზე,მეღიმება...მსიამოვნებს,რომ ის ჩემია... -შენ რა დიდი ხარ?-გულუბრყვილოდ ვეუბნები და ცხვირს ცხვირზე ვადებს...ესგრძნობა მაგიჟებს..თურმე საყვარელი ადამიანის ცხვირიც კი ვნებიანია! -ვეფხისტყაოსანს წავიკითხვათ ყოველ ღამე...მისი მშვენიერება უნდა დაგანახვო.. -გრეის 50 ელფერი არ სჯობს..-ვკისკისებ. -გეყო,გოგო! -რა იყო? -ვეფხისტყაოსანი ბანალური და თან არაბანალურია... -რაღაცას ცუღლუტობ? -გეყოფა,შენ აღარ ხარ ის გოგო,როგორიც იყავი ადრე...შენ ახლა ზრდასრული,ჩამოყალიბებული ქალი ხარ! ბედნიერი და ლაღი. -იქნებ არ ვარ? რა იცი,დათო? რა იცი,რომ ბედნიერი ვარ,რა იცი,რომ ლაღი ვარ? -ამას შენს თვალებში ვკითხულობ...შენი თვალები შენი სულის სარკეა... -მეგონა,მკერდია შენი სულის სარკე,იტყოდი... -მკერდი? ღადაობ?მიყვარს შენი ხუმრობა.. -ჰმ...მოდი,აქ...-კისერზე ვეკიდები. დილას მარტო მეღვიძება..გვერდზე დათოს რომ ვერ ვხედავ,სული მელევა..მინდა,რომ ავდგე,მაგრამ მეზარება..მაინც ვდგები,მივდივარ გასასვლელისკენ...ვიხედები,მის სახელს ვიძახი,ის კი არ ჩანს... არც წერილი დაუტოვებია...ტკივილს ვგრძნობ,ანუკას ვურეკავ და მის მომავალ ქორწილზე ვესაუბრები,მაგრამ ყურადღება ვერ გადამაქვს... მოწყენილი ვზივარ..მას არ ვურეკავ,თუ ვერ ვურეკავ არ ვიცი.. საღამოსაც არ ბრუნდება,ნერვიულობა მიკლებს,ის დღე ხომ ჩემთან უნდა გაეტარებინა...ბოლოს ზარი ისმის დადუმებულ ოთახში..ფეხზე ექომდე ვერ არ ვდგები. -ვინაა?-კარებამდე სანამ მივალ,ვკითხულობ.ხმა არ ისმის,ჭრილშიც არავინა ჩანს..კარს ვაღებს და გული ლამისაა წამივიდეს,ლამისაა ძირს დავეცე... -მოგენატრე?-ყვავილებს მაწვდის დათო. -რა?რატო? -თავი მოგანატრე. -ფუ,შენი...-ვკოცნი და ყვავილებს ვართმევ. -ხვალ რა დღეა,იცი? -რომეოს დღეა..-მეღიმება..ხვალ ხომ ფილმის პრემიერაა. -კაბა გიყიდე..დაიხატები! არ მეგონა,თუ როდესმე ასეთ ფილმში მივიღებდი მონაწილეობას...ახლა დათოს ვუმადლი,მის გარეშე ვერ შევძლბედი,ალბათ... წვეულებაზე ვერავინ მაშორებს თვალს..მილოცავენ წარმატებას,მე კი ქორწილზე მეფიქრება..ვიცი რა მაკლიას სრულყოფილი ბედნიერებისთვის,ვიცი,უბრალოდ ვიცი.... -მიყვარხარ!-ყურში მჩურჩულებს დათო. -შენ გიყვარვარ თუ რომეოს? -ორივეს... -შენთვის რაღაც მაქვს..-მუჭში ბეჭედს ვუდებ და მეღიმება... -უი,შე...მიყვარხარ,სოფ....-სახე უბრწყინავს,უბრწყინავს ისე,როგორც არასდროს...იღიმის ისე,როგორც არასდროს..აი,რა მაბედნიერებს..აი,რა არის ჩემი ბედნიერების უპირველესი მიზეზი... უკვე დაქორწინებულები ჩვენს ერთოვლივ ფილმს ვუყურებთ და გვეღიმება....რომეო ჯულიეტას კოცნის და დათო ხელზე ხელს მიჭერს...ახსენდება რად დაუჯდა ეს კოცნა...სახეზე ჩვეული ირონია აკვრია... -კიდევ ბევრს გადავიღებთ! -აბა რა-ვპასუხობ ღიმილით. -უკვდავები ვართ! უკვე უკვდავები! -რატომ?როგორ?-სიცილს ვერ ვიკავებს. -რომეო და ჯულიეტა ვერასდროს მოკვდებიან.. -ნწ! -ვერც ჩვენი სიყვარული...კარგი,ვაღიარებ,რომ ფილმის გარეშეც უკვდავნი ვიქნებოდით... უჩუმრად ვზივართ,ვუყურებთ ცას და ისევ გვეღიმება....ეს ღიმილი ბედნიერებისაა....ეს ღიმილი ცეცხლის ნაპერწკალია,რომელიც ოდესმე შეიკვრება დიდ ცეცხლად...და ეს რას ნიშნავს,იცით? ყველა ისეთივე ბედნიერი იქნება,როგორიც მე ვარ და როგორიც დათო.. -მე შენში ვხევავ სამყაროს ფერებს...-მხარზე მკოცნის,წელზეხელს მხვევს და იკეცება...ფეხებზე მეჭიდება და მიყურებს. -რა იყო? -შენ ხარ ჩემი საყრდენი..შენს გარეშე წავიქცევი,სოფ! -დამპირდი,რომ არასდროს მიმატოვებ. -გპირდები..შენც დამპირდი. -გპირდები,დათო! გპირდები! -მუდამ მეყვარები....მუდამ გიმეორებ ამ სიყვებს,რადგან მუდამ მეყვარები.. -გეყოფა,ბანალურობა....წადი,ბავშვს საფენი გამოუცვალე! დასასრული. ___ მიყვარხართ,ჩემო ლამაზებო...მადლობთ,რომ ჩემი მკითხველები ხართ,თქვენ ხართ ჩემი მოტივაცია და არ ვიცი,ძალიან მნიშვენლოვანნი ხართ ჩემთვის.... თუ შევძელი წერის გარეშე გაძლება,ცოტა ხანს შევისვენებ,თუმცა მეეჭვება,რომ საგამოცდო თემებს დასჯერდეს ჩემი გული.... იმედია,მოგეწონათ. ველი შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.