შევხვდებით... (5) დასასრული
ამის წერა ტკბილი მოგონებების გასახსენებლად დავიწყე და სიამოვნებით გამოვტოვებდი იმას, რაც ახლა უნდა დავწერო და საერთოდ სიამოვნებით გავწყვეტდი წერას, მაგრამ არ მაქვს უფლება ჩემი სიტორიის ფინალი არ მოგიყვეთ. ჩემს ისტორიას „ შევხვდებით“ ვუწოდე, რატომ „შევხვდებით“? ესეც პატარა სასწაულია, ჩემი უკანასკნელი სასწაული და ის ნაპერწკალი, რომელიც სიცოცხლეს მაძლებინებს... სადღაც წამიკითხავს: „გოგონა რომელიც დიდხანს იცინის, ბოლოს ტირილი მოელისო“ - ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა... ჩემი ცხოვრების პირველი 19 წელი მზარდი ბედნიერების წელი იყო, შემდეგ ყველაფერი უკუღმა დატრიალდა... 13 აპრილი იყო, ჩემი დაბადების დღე, 19 წლის გავხდი. არ ვიცი ეს დღე როგორ მოვიხსენიო, არ ვიცი კარგი იყო თუ ცუდი... ჩემი დაბადების დღე ყოველთვის მიხაროდდა და განსაკუთრებულ დრღესასწაულად მიმაჩნდა. დილით ფანჯარაში შემოპარულმა მზის სხივმა გამაღვიძა. პირდაპირ თვალებში მომხვდა და გამომაფხიზლა. თვალი რომ გავახილე გამახსენდა დღეს 13 აპრილი იყო, ჩემი დაბადების დღე. თვალები დავხუჭე, ხელები გავშალე და ბედნიერებით აღსავსემ გავიღიმე. ერთხანს ლოგინში ვნებივრობდი, მერე ადგომა დავაპირე და მაშინღა მივხვდი, რომ ოთახი სავსე იყო ვარდისფერი, წითელი და თეთრი ფერის ბუშტებით. კედელზე კი დიდი პლაკატი დავინახე „ HAPPY BIRTHDAY DEAR “ WE LOVE YOU ეს მეგობრების ნახელავი იყო. საწოლზე წამოვჯექი და კარი ლადომ შემოაღო. - ჩემო პრინცესა, გილოცავ დაბადებიოს დღეს - მადლობა მა. - მოვიდა და შუბლზე მაკოცა. - ჩემი საჩუქარი ნახე? - არაა. - მაშინ ახლა ნახე. - ხელით ჩემი საწერი მაგიდისკენ მიმანიშნა. ახლაღა შევნიშნე, რომ მაგიდაზე უზარმაზარი ვარდისფერი ყუთი იდო. მივედი და საჩუქარი გავხსენი. ყუთში ულამაზესი ვარდისფერი კაბა შემომეგება, ვარდისფერი, კორსეტით. ზედა ნაწილი თვლებით ჰქონდა მორთული, წელში გამოყვანილი, ზურგზე კი თასმით იკვრებოდა. თეძოს ქვემოთ ბადე იშლებოდა. ნამდვილი პრინცესას კაბას ჰგავდა, კაბის ბოლო მიწამდე სწვდებოდა, ულამაზესი იყო... კაბის გვერდით ფეხსაცმელიც იყო. ვარდისფერი, თვლებით გაწყობილი, მაღალ ქუსლზე, ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ სიმაღლემ შემაშინა. თუმცა შიშმა ხელი ვერ შემიშალა აღვფრთოვანებულიყავი. - მა არაჩვეულებრივია. - მაგრად ჩავეხუტე. ოთახში ახლა მაია შემოვიდა. - ჩემო ლამაზო გილოცავ. - მოვიდა და ორივეს ჩაგვეხუტა. - მადლობა დე. - როგორც ჩანს მამაშენის საჩუქარი მოგეწონა. - კი, ულამაზესია. - ეგ კაბა საღამოთი უნდა ჩაიცვა, მაგრამ დღის განმავლობაშიც ხომ გჭირდება სამოსი? - გარდერობში უამრავი ტანსაცმელია. - დაბადების დღეზე ახლები უნდა გეცვას. მაგარ ჯინსზე და პერანგზე რას იტყვი? - ხელში შემომაჩეჩა ვარდისფერი, მოზრდილი პარკი. მაშინვე ვნახე შიგნით რა იდო. ჯინსის კოჭებამდე შარვალი, მაღალ წელზე და ფართე და კუბოკრული პერანგი. უმაგრესი სამოსი იყო, და კიდევ კეტები, ღია ყელით, პერანგის ფერებში გაწყობილი. აღვფრთოვანდი. ლადომ და მაიამ ჩემს მოლოდის გადააჭარბეს... - დედა მაგარია. ძაან დიდი მადლობა - ჩაიცვი ახლა და გამოდი, მისაღებში ამ ოთახის შემოქმედნი გელოდებიან. - ჩემი სულელი მეგობრები? - რათქმაუნდა. - კარგი, ჩავიცვამ და გამოვალ. - მაია და ლადო გავიდნენ, მეც ხელ-პირი დავიბანე, მაიას ნაჩუქარი სამოსი და ფეხსაცმელი ჩავიცვი, მოვწესრიგდი და გავედი. ჩემი გასვლა და ყიჟინა ერთი იყო. წივილ-კივილი, შეძახილები, ისეთი ხმაური ატყდა უკან მივიხედე, რომელიმე გამოჩენილი ადამიანი ხომ არ დაინახესთქო. მართლაც, ასეთი ხმაური პრეზიდენტის გამოჩენას არ მოჰყვება ხოლმე. მისაღები ჩემს ოთახზე უარეს დღეში იყო. თითქოს ნიკას ვარდები არ კმაროდა, ახლა ოთახი ბუშტებით იყო სავსე. ბავშვები სათითაოდ „მოცურდნენ“ ჩემთან, ვიდექით ამ ბუშტების უკიდეგანო ზღვაში და სიყვარულის ნეტარებას მივეცით თვი... ცხრამეტი წლის გავხდი... დღეს ოცდაექვსის ვარ და რას არ მივცემდი ისევ ცხრმეტი, თვრამეტი, ჩვიდმეტი... წლის ასაკში რომ დამაბრუნა... იმ ბედნიერ წლებში... საბა და თამო მანქანით იყვნენ. უნივერსიტეტშიწასვლისას ასე გავნაწილდით: საბა და თიკა ერთად წავიდნენ, თამო, თოკა და ლუკაც ერთად. გიო ჩემთან დარჩა... უკვე ათი საათი ხდებოდა ნიკა კი არ ჩანდა. გუშინ ღამე პირველმა მან მომილოცა, მაგრამ მხოლოდ ერთი ესემესით. მგონი ეს არ კმარა. ბედნიერი დილა იყო, მაგრამ ნიკაზე ფიქრი ხასიათს მიფუჭებდა... ჯერ ბავშვები წავიდენე, მე და გიომ გავაცილეთ. გიო ქვევით დამელოდა, მე სახლში ავბრუნდი, ჩანთა ავიღე და მშობლებს დავემშვიდობე. - დე, მა მე წამედი. - რომელი საათისთვის მოხვალ? - რავიცი დე, ორი სამისთვის სახლში ვიქნები. - ტორტი ხომ არ გადაიფიქრე? არა, რაც შევარჩიეთ ეგ იყოს. - სლონში ოთხზე ჩაგწერე. მოსაწვევები დარიგებულია, შენს მეგობრებსაც გავუგზავნე, მხოლოდ ერთი მოსაწვევი დარჩა და ერთი ადამიანი. - მგონი რომ ეგ ერთი მოსაწვევი აღარ დაგვჭირდება. - კარგი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის წაიღე მაინც. - მაიამ ვარდისფერი ბარათი მომაწოდა, გამოვართვი. - საღამოს ექვსზეა ხომ იცი? - კი მახსოვს. - კარგი, მიდი წადი და ოთხს არ გადააცილო. - კარგი, წავედიი - მაიას ვაკოცე და წავედი. კიბეებზე რომ მივდიოდი გულში იმედი მქონდა გარეთ გასულს რაღაც გრანდიოზული დამხვდებოდა, გრანდიოზული თუ არა ნიკა მაინც, თუმცა ნიკა ჩემთვის ყველა გრანდიოზულზე გრანდიოზული იყო... სამწუხაროდ იმედები გამიცრუვდა, არც გრანდიოზული და არც გრანდიოზულზე გრანდიოზული... ახლა კი ხასიათი ნამდვილად გამიფუჭდა, გაბუტული მივედი მანქანამდე. - ჰეი მშვენიერო, აბა დროზე გაიღიმე. - ეჰ გიო - თავი უფრო მოვისაწ..... - ნიკას ელოდი ხო? - აჰამ... - კაი ნი ნუ დარდობ, მერე რა მოხდა. ნიკას ეტყობა აღარ უყვარხარ, მაგრამ მე ხომ შენს გვერდით ვარ. - ბოროტულად ჩიცინა. - ნუ ხარ შენ საზიზღრი. ასე ყველაფერზე ხუმრობა არ გამიგია. - მეც გამეღიმა. - მერედა ვინ გითხრა რომ ვხუმრობ? - ახლა უნივერსიტეტში ტაქსით რომ მოგიწევს წასვლა, აი მერე მიხვდები ვინ არ ხუმრობს... - კმაყოფილი გამომეტყველებით შევხედე და ნიკას მსგავსად მეც ალმაცერად გავუღიმე. - კარგი გპირდები ხმას აღარ ამოვიღებ. - ჩემი დამჯერი ბიჭი. - მანქანაში სიცილით ჩავჯექით და უნივერსიტეტამდე გიოს გადამკიდეს ხასიათო ცოტა გამომიკეთდა. უნივერსიტეტსაც როგორც იქნა მივაღწიეთ. მანქანა ავტოსადგომზე გავაჩერე და გადმოვედი. შენობისკენ მივბრუნდი და გავშეშდი. მთელი უნივერსიტეტის ეზო წითელ ვარდებში იყო ჩაფლული, მიწის არცერთი ნამცეცი არ ჩანდა. წითელი ვარდებით მოფენილი ეზოს შუაში თეთრი ვარდებით იყო გამოკვეთილი ბილიკი, რომელიც უნივერსიტეტის ეზოს კიბეებს მიუყვებოდა და კიბის ბოლოს მთავრდებოდა. ბილიკის ბოლოს ღვთაებრივად სიმპატიური და გულიშემატოკებლად მომღიმარი ყმაწვილი იდგა. შავ შარვალსა და კუბოკრულ, ორ ღულ ჩახსნილ, ნახევარ მკლავამდე აკეცილ, ზუსტად ჩემი პერანგის ფერებში გადაწყვეტილ პერანგში გამოწყობილი. ისეთი საოცრება იყო თვალს ვერ მოწყვეტდი. ამ ულამაზეს ვარდებსაც კი ჩრდილავდა. მინდოდა ნიკასთან მივსულიყავი, ჩავხუტებოდი, მისი ტკბილი ხმით ნათქვამი „მიყვარხარ“ მომესმინა და შემდეგ მეც იგივე მეთქვა მისთვის, მაგრამ ვერ ვბედავდი თეთრი ვარდებისთვის ფეხი დამებიჯებინა. ნიკამ უფრო მკაფიოდ გამიღიმა. ვეღარ გავიძელი და ყვავილებზე შევდექი. სხვადროს ამას ვერ გავბედავდი, ახლა კი... ნიკას ერთ ხელში შავი ყუთი ეჭირა, მეორეში კი ვარდების თაიგული. მასთან მივედი... - გილოცავ. - მადლობა. - გავუღიმე, ნიკამ თაიგული გადმომცა. შავი ყუთი თავად გახსნა. ჩემმა გაოცებამ პიკს მიაღწია. არ ვიცი რა სიტყვებით ავღწერო ნიკას საჩუქარი. ერთდროულად სადაც და საოცარიც, ბრილიანტის თვლებით გაწყობილი, ულამაზესი ყელსაბამი იყო. - შემოვბრუნდი. - შავი ყუთი ვარდებზე დადო, ყელსაბამი აიღო, წელამდე გაშლილი თმა ცალ მხარეს გადამიწია და ყელსაბამი გამიკეთა. ეს სწორედ ის იყო, რაც ჩემი საღამოს სამოსს აკლდა. როცა ყელსაბამი გამიკეთა, შემოვბრუნდი ნიკამ კი გულში ძლიერ ჩამიკრა. ამ მომენტს სტუდენტების ოვაციები და ერთხმად შეძახილი მოჰყვა, „გილოცავთ“... მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. უცებ ნიკას მოვშორდი და ჩანთიდან მოსაწვევი ამოვიღე. - ექვს საათზე. ნამდვილ წვეულებაზე. კარგი. - შუბლზე მაკოცა და შენობაში შემავალი გზა გამითავისუფლა. ვარდების ხალიჩა გავიარე და შენობაშ შევედი. მთელი დღე ბედნიერებისგან გასხივებული ვიყავი. ოთხ საათზე 56 სალონს ვესტუმრე. ვარცხნილობა მაღლა აწეული ვამჯობინე. შუაზე გავიყავი და თმას ფორმა მივეცი. მაკიაჟი კი როგორც ყოველთვის სადა... ხუთ საათზე სახლში მივედი და მაშინვე მომზადება დავიწყე. მაიას დახმარებით კაბა ჩავიცვი, ნიკას ნაჩუქარი საოცრებით ყელი დავიმშვენე, ხელზე კი ლადოს ნაჩუქარი სამაჯური და ბეჭედი გავიკეთე. ექვს საათზე მზად ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ჩემი გარგნობით ნამდვილად კმაყოფილი მეორედ გახლდით. პირვლად ჩემს ბანკეტზე და მეორედ ახლა. პრინცესას ვგავდი, პატარა პრინცესას და რაც ყველაზე ძალიან მომწონდა ჩემს გარეგნობაში იყო ის რომ ვიყავი არა ლამაზი ქალი, არამდე პატარა გოგონა, ვარდისფერ ბანტის კაბაში გამოწყობილი, სადა მაკიჟითა და ვარცხნილობით. სარკეში ჩავიხედე და მივხვდი, როგორ მომენატრა ეს ბავშვური მზერა, ბავშვური სამოსი, ბავშვური ბედნიერება და საერთოდ ბავშვობა. სარკეში ავათვალიერე ჩემი ანარეკლი და ჩემს თავს ვკითხე, რატომ დავკარგე ეს ყველფერი? შემდეგ მზერა ჩემს ყელსაბამზე შევაჩერე და კითხვას თავისით გაეცა პასუხი. ფიქრებიდან გამოვერკვიე და საათს შევხედე, შვიდის ათი წუთი იყო. - ნინი - მაიამაც არ დააყოვნა. - წავედით. - მოვივარ დე. - სარკეს მოვშორდი და ოთახიდან გავედი. - ჩემი მანქანით მივდივართ. - მაიამ სახლისა და მანქანის გასაღები აიღო. - ლადო? - ლადო უკვე წავიდა. კარგი ჩვენც წავიდეთ მაშინ. - სახლიდან გავედით, კიბეები ჩავირბინეთ, მანქანაში ჩავჯექით და შვიდის ნახევარზე რესტორანში ვიყავით. ეს პირველი დაბადების დღე იყო, სადაც ჩემი და მაიას ხელი არ ერია. არასდროს მომწონდა ქართული ტრადიციული სუფრა. ქართული ტრადიციები ძვირფასია ჩემთვის. პატივს ვცემ და ტრადიციულად ვარ აღზრდილი, მაგრამ... ულამაზესი კაბა, ულამაზესი სუფრა და დარბაზი, მაგიდაზე მოწესრიგებულად განლაგებული საჭმელი და თეფშები, ათი წუთის შემდეგ კი... ერთიმეორეზე დალაგებული თეფშები, ღვინით ალაქავებული კაბა. მთელი დღესასწაული თამადის ხმამაღალი სადღეგრძელოები, ალავერდი, სადღეგრძელოთა შორის კი თუ გაგიმართლა და ცეკვა მოასწარი უზომო ბედნიერება... და ბოლოს, მთვრალი თამადა, მიყრილ-მოყრილი მაგიდები, მჟღერი მელოდია, რომელზეც ერთი-ორი მთვრალი თუ წაიცეკვებს, ყოველ ნაბიჯზე მოჩხუბარი მამაკაცები და გადასაგდები შენი ოცნების კაბა. არც თუ ისე მომხიბლავი სურათია. პატარა დღესასწაულის აღნიშვნა ქართული ტრადიციული სუფრით იდეალურია, მაგრამ დიდი ივენთების აღნიშვნას ყოველთვის ევროპულ სტილში ვარჩევდი.მიუხედავად ამისა არცერთი დღესასწაული არ აღმინიშნავს ჩემი გემოვნების შესაბამისად, ახლა კი შევდივარ დარბაზში და ვხედავ... სადა თეთრ ფერებში გადაწყვეტილი დარბაზი, დარბაზის მარჯვენა კედლის ჩაყოლებაზე მდგარი მაგიდება, თეთრი აბრეშუმის გადასაფარებლითა და სხვადასხვა სახეობის სასმელით, ტკბილეულით და საჭმელით გაწყობილი. დარბაზის ცენტრში შამპანიურის ჭიქით ხელში, კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი, მოსიარულე ადამიანები. ცალკე კუთხეში მოწყობილი საცეკვაო სცენა ფერადი სხივებით გასხივებული. მჟღერი ნარნარა მელოდია და სმოკინგში გამოწყობილი, ხელში ლანგრით მოსიარულე ოფიციანტები. ეს ჩემი მეგობრების ნახელავი იყო. ერთ წუთს ვიფიქრე, დღეს ოცნებების ახდენის დღეამეთქი, მაგრამ შევცდი, დამიჯერეთ შევცდი... დარბაზს მოვავლე თვალი, ნიკას ვეძებდი, მაგრამ ვერ შევნიშნე. ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ნიკას გარეშეც უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, დარბაზში უფრო ღრმად შევაბიჯე. მართლა ზღაპარში მეგონა თავი, ზღაპრული პრინცის გარეშე. ხელები გავშალე და უბრალოდ დავტრიალდი, დავტრიალდი როგორც კარუსელა, ეშმაკის ბორბალი, როგორც დედამიწა... დავტრიალდი სიამოვნებისგან, ნეტარებისგან, ბედნიერებისგან... გავჩერდი, ხელები დავუშვი და ნიკა შემომეგება. დარბაზის შემოსასვლელში, შარვალ-კონტუმით, თეთრი პერანგით და პიჯაკის ჯიბეში წითელი ხელსახოცით დამშვენებული იდგა. ხელები თავისუფლად ჩამოეშვა, მრავლისმეტყველი და ალმაცერად მომღიმარი მზერით მიყურებდა. ერთხანს ასე იდგა, შემდეგ კი ჩემსკენ წამოვიდა, მომიახლოვდა, შუბლზე მაკოცა და საცეკვაოდ მიმიხმო. საოცარი მელოდია ჟღერდა, ძალიან ნაზი და თბილი. იმ წუთას ბედნიერების სრულქმნას მივაღწიე... დაბადების დღემ იდალურად ჩაიარა, ახლობლები მთელი გულით მილოცავდნენ, ყველას ბედნიერი სახე ჰქონდა მე კი ბედნიერი ვიყავი, უბრალოდ ბედნიერი... საათი თორმეტს გადასცდა, პირველსაც და სტუმრებიც შეცოტავდნენ. მაია და ლადო გავაფრთხილე და ნიკასთან ერთად ქუჩაში გავედი. მთვარიანი ღამე იყო, ვარსკვლავებით მოჭედილი. - ნი, წვეულება დამთავრდა. - ნიკა ჩემი დაბადების დღის წვეულებას არ გულისხმობდა. - კი წვეულება დამთავრდა და შენ ჩემთან ხარ. - კი შენთნ ვარ და სულ შენთან ვიქნები სანამ თავად არ გამაგდებ. - მაშინ იფიქრე რომ სმუდამოდ ჩემთან მოგიწევს ყოფნა. - ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება... ნი რაღაც უნდა გითხრა. - გისმენ. - მივდივარ. - სად? - ამერიკაში. - გონება დამებინდა. მეგონე ქვეყნიერება შეირყა. - რა?... - მხოლოდ ერთი წლით. - ერთი წლით კი არა, ნიკას გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა. - კარგი. - მექანიკურად ვუპასუხე. აღარაფერი მესმოდა და აღარაფრის თქმა აღარ მსურდა. ნი, დედ მიდის, ოპერაცია უნდა გაიკეთოს. როგორც კი ოპერაცია ჩაივლის წამოვალ. მაქსიმუმ ერთი წელი. - მისი სიტყვები მესმოდა, მაგრამ აზრი ვერ გამომქონდა, ეს მხოლოდ ბგერები იყო რომლებიც დანიშნულების გარეშე ჩამესმოდა ყურში.მისი გაგება არ შემეძლო. მიზეზი მესმოდა, მაგრამ ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო. შეიძლება არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ ახლა ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ნიკას წასვლა იყო.ყველაფერი წარმოვიდგინე. დილა, რომელიც მის გარეშე დაიწყებოდა, დღე, რომელიც მის გარეშე გაგრძელდებოდა და ღამე, რომელიც მის გარეშე დაღამდებოდ და ეს ყველაფერი 366-ჯერ... წვეულება დამთავრდა, მე ნიკა დავპატიჟე, კარი გავუღე, მაგრამ ის არ რჩება. ეს აზრი მკლავდა... ვიცოდი, რომ დედამისი თირკმლის ოპერაციას იკეთებდა, ისიც ვიცოდი, რომ დედამისს ნიკას გარდა არავინ ჰყავდა, მას შემდეგ რაც მამამ ისინი მიატოვა ნიკამ ფიცი დადო, რომ დედაზე იზრუნებდა სიცოცხლეს ბოლომდე, ვიცოდი რამდენად ძვირფასი იყო დედა მისთვის. მახსოვდა, რომ იმ საშინელ ბავშვობაში, რაც ნიკამ გამოიარა, დედა იყო ერთადერთი ნუგეში. მესმოდა, რომ ის დედა იყო, მაგრამ არ მესმოდა ვინ ვიყავი მე. მესმოდა, რომ დედის გვერდში ყოფნა სურდა, მაგრამ არ მესმოდა, ნუთუ ასე ადვილად წავიდოდა? - მესმის!.. კეთილი გზა. წარმატებებს გისურვებ. - მე არ ვამბობდი ამ სიტყვებს, სადღაც შიგნიდან მოდიოდა, შემდეგ კი ფეხებიც თავისით ამოძრავდა და წავედი. - ნინი, ნინი, ნინი მოიცადე... - ნიკა მიყვიროდა, მაგრამ არ მესმოდა, ან მესმოდა და არ მინდოდა გამეგო. - ნინი გთხოვ... - წამომეწია, მკლავში ხელი მომკიდა და შემაჩერა. - ასე რატომ იქცევი? - როგორ? - ნინი მე შენგან არ მივდივარ... - კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ აღარ ვაცადე. - არა მიდიხარ... - უჩვეულო სიმშვიდით ვუთხარი, ისე რომ თავადაც გამიკვირდა. - შენგან არ მივდივარ, უბრალოდ ცოტახნით მივემგზავრები და აუცილებლად დავბრუნდები. შენ ჩემი სიყვარული ხარ, ერთადერთი და ნამდვილი სიყვარული. - კარგი. ახლა უნდა წავიდე. - გულგრილად ველაპარაკებოდი, ეს კი ამტკიცებდა რომ მე არ ვიყავი. ეს ჩემში არსებული იმედგაცრუება იყო, ან ბრაზი, ან სულაც სიყვარული. მთავარია რომ მე არ ვიყავი, ან ვიყავი კიდეც... ნუ მოკლედ არ ვიცი... ერთადერთი რაც ვიცი ისაა, რომ თითოეული სიტყვა რაც მაშინ ვთქვი მთელი სიცოცხლე სანანებელი მექნება. - მე წაგიყვან. - არა. - უკან არ მომიხედავს ისე განვაგრძე გზა. წინ სრული სიბნელე იკვეთებოდა. სხვა დროს ასე არ მოვიქცეოდი, ვერასდროს გავბედავდი მშთანთქველ სიბნელეში მარტო შებიჯებას. ნიკა რათქმაუნდა გამომყვა. ნეტავ არც გამომყოლოდა. გვერდით პატარა შესახვევი შევნიშნე და დაუფიქრებლად გადავუხვიე. ვიწრო შესასვლელი იყო, რომელსაც ორი გვერდიგვერდ მდგარი კორპუსი ქმნიდა. შესახვევი ბოლომდე გავიარე და ჩემთვის სრულიად უცნობ ქუჩაზე აღმოვჩნდი. გარემოს რომ თვალი მოვავლე, შიშის ჟრუანტელმა დამიარა. ინსტიქტურად უკან მივიხედე და ნიკა ვერ დავინახე. შიში გამიმძაფრდა, ტკივილი კი გამიძლიერდა... ნიკამ მომცა უფელბა მარტო წამოვსულიყავი. გონებაში საშინელმა აზრმა გამიარა. ნუთუ ნიკას აღარ მჭირდებოდი?.. გაუაზრებლად გადავდგი ნაბიჯი წინ. მთვრალი კაცების ღრიანცელი შემომესმა. ჟრუანტელმა დამიარა. ოთხი მამაკაცი ლუდის ბოთლებით ხელში ჩემსკენ წამოვიდა. - ბიჭემო ბანეთ, ღმერთმა საჩუქრად პრინცესა გამოგვიგზავნა. - ერთერთმა მიმართა დანარჩენებს. ფეხზე ძლივს იდგნენ. - თან რა ლამაზია. - მეორეც დაეთანხმა და ოთხეულმა უაზროდ გადაიხარხარა. წამიერად გავშეშდი, შემდეგ კი ფრთხილი ნაბიჯით უკან-უკან ვიხევდი. კაცებმა ფეხს აუჩქარეს და ჩემთან საკმაოდ ახლოს მოვიდნენ. შემოვბრუნდი და გაქცევა დავაპირე, მაგრამ ვიღაცას დავეჯახე. შეჯახებამ შემაშფოთა და მაშინვე უკან დავიხიე. შეშინებულს ნიკას ღვთაებრივი სახე რომ შემომეფეთა, მისკენ გავეშურე და მთელი ძალით ჩავეხუტე. მანაც საკუთარი ძლიერი მკლავები შემომაჭდო.დავმშვიდდი და შიში მთლიანად გამიქრა. მისი მკლავების სიძლიერემ და სიმხურვალემ ჩემში არსებული შიში შთანთქა. ნიკამ მის უკან ამომმალა და მთელი სხეულით ამომეფარა.მის პიჯაკს მთელი ძალით ვმუჭავდი. ახლა შიშმა სხვა რამის გამო შემიბყრო. გულში ისიც კი ვინატრე, ნეტა ნიკა არ გამოჩენილიყოთქო. ოთხი თავზეხელაღებული, უგონოდ მთვრალი მამაკაცი და ნიკა. თავში საშინელი აზრები მიტრიალებდა. - ძმაო ეს გოგო ჩვენია. - ერთერთმა ოთხთაგანმა თავხედური კილოთი მიმიართა ნიკას. - ეს გოგონა არავისი არაა. - ნიკას ხმას სიბრაზე შეეპარა. - ძალიან კარგი. თუ არავისი არაა, ახლა ჩვენი გახდება. - ოთხეულმა ერთხმად, საზარლად გადაიხარხარა. ვიგრძელი ნიკამ როგორ მომუშტა ხელები. მეც მთელი ძალით ჩავებღაუჭე და ჩემსკენ მოვიზიდე. უხმოდ ვემუდარებოდი წავიდეთმეთქი. - გოგონა ჩემთანაა. - ნიკა მთელი ძალით ცდილობდა თავის შეკავებას. - ოოო, ეს ცუდია... - თქვა და თან ლუდის ბოთლს დაეწაფა, იგივე მამაკაცი, რომელმაც წეღანდელი უსიამოვნო სიცილი ვითომ ხუმრობით გამოიწვია. - კარგად ბრძანდებოდეთ. - ნიკამ მოკლედ მოუჭრა, ხელი მომხვია და წასვლა დავაპირეთ, მაგრამ ოთხეულს ერთი გამოეყო და ჩვენსკენ წამოვიდა. ნიკა შემობრუნდა, მე ხელის კვრით უკან დამხია თვითონ კი იმ ბანდიტისკენ წავიდა. როცა ბოროტმოქმედს დავაცქერდი მთელ სხეულში დამცეცხლა. მას ხელში დანა ეჭირა და ნიკასკენ დანააღმართული მიიწევდა. ნიკამ ძლიერი დარტყმით ძირს დასცა ბანდიტი, ფეხით კი ხელიდან დანა გააგდებინა. - მთვრალები ხართ, ჯობს სახლში წახვიდეთ. - ჩემთვის აუხსნელი სიმსვიდით უთხრა და ჩემსკენ წამოვიდა. ოთხეულს გამოყოფილი ბანდიტი მიწაზე იწვა, დარჩენილ სამეულს კი უკან დაეხია. ამ სურათმა ცოტა დამამშვიდა. ნიკამ პიჯაკი გაიხადა მხრებზე მომასხა, ხელი მომხვია და წავედით. ზურგს უკან ფაჩიფუჩიც არ ისმოდა. სიმშვიდე ვიგრძენი, დავრწმუნდი რომ უსაფრთხოდ ვიყავი, მაგრამ მოულოდნელად ნიკა შედგა, მე კი მის მკერდზე მიდებულ სახეზე სისველე ვიგრძენი. შეშინებულმა მის სახეს ავხედე. ალმაცერად იღიმოდა... ნინი... მიყვარხარ... - ჩურჩულით მითხრა და ჩაიკეცა. მიწაზე დავარდა და მეც მასთან ერთად დავეცი ძირს... სახეზე ღიმილი გაუშეშდა მის თვალებში კი სიცოცხლე ჩაქრა და მასთან ერთად ჩემმს სულმაც დატოვა სხეული. მის ქათქათა პერანგზე, გულის მხარეს პატარა წითელმა ლაქამ ქვეყანა თავზე დამამხო. სიცოცხლე შევწყვიტე. მის სახეზე უსიცოცხლო, ალმაცერი ღიმილი მკლავდა. თითქოს გული შუაზე გახლიჩესო, შემდეგ კი ორი ნაწილი წვრილად აკუწესო.უსაშველო ტკივილი მახრჩობდა. ირგვლივ ყველაფერი გაშეშდა. გაშეშდა მთვარე, გაშეშდა ვარსკვლავები, გაშეშდა ჰაერი და დარჩა მხოლოდ ნიკას უსიცოცხლო სხეული. ვეხებოდი მის ჯერ კიდევ თბილ სახეს და ვხვდებოდი, რომ ამ სანუკვარ სითბოს უკანასკნელად ვგრძნობდი.ვუყურებდი მის უსიცოცხლო ღიმილს და ვიცოდი, რომ მასაც უკანასკნელად ვხედავდი... ერთადერთი სურვილი მკლავდა. წამომდგარიყო ნიკა, თავისი ჰარმონიული ხმით ეთქვა, რომ ვუყვარხარ და შუბლეზე ნაზად ეკოცნა. მაგრამ რაც უფრო ძლიერდებოდა სურვილი, მით უფრო მძაფრდებოდა ტკივილი, ტკივილი იმ ფიქრით გამოწვეული, რომ ეს აღარასდროს მოხდებოდა. იმ წამს ვეხებოდი ჩემს ცხოვრებას, რომელიც მიწაზე უსიცოცხლოდ იწვა, რომელიც მოკლეს და მასთან ერთად მომკლეს მეც. ვტიროდი? არა, არც ერთი ცრემლი არ გადმომვარდნია თვალიდან. უნარი ყოველივესი წამერთვა. ტირილის, სევდის, მწუხარების, აღქმის, აღარაფერი აღარ შემეძლო. მხოლოდ ფიქრი, ფიქრი იმაზე, რაც ჩემს თავს ხდებოდა. გონებაში განუწყვეტლივ მეორდებოდა აზრი , მოკვდა და მეც მკლავდა... ნელ-ნელა მის სხეულს სითბო ეცლებოდა და მასთან ერთად ჩემი სხეულიც ცივდებოდა. რაც უფრო ცივდებოდა სხეული, მით უფრო ხურდებოდა გული, ბოლოს კი დაიწვებოდა და ჩემს უაზრო არსებობასაც ბოლო მოეღებოდა. ველოდი ამ წუთს, წუთს როცა შევწყვეტდი სუნთქვას, მაგრამ მოლოდინიც უსაშველო ხდებოდა, როგორც ჩემში ფესვგადგმული ტკივილი. არ მოვმკვდარვარ, მაგრამ აღარც ცოცხალი აღარ ვიყავი... როცა გონს მოვედი, ირგვლივ არცერთი სულიერი აღარ იყო, მე კი მუხლებზე ვიყავი დამხობილი, ნიკას უსულო სხეულს ფრჩხილებით მთელი ძალით ჩავბღაუჭებოდი ისე, რომ უსულო ხელიდან სისიხლი მოსდიოდა. ჩემი ხელები კი მისი სისხლით წითლად შეღებილიყო. როცა გავაცნობიერე ჩემს თავს რაც ხდებოპდა ყველაფერი ახალად დაიწყო. ოღონდ წეღანდელ სიბნელესა და ბურუსში განცდილი ტკივილი უფრო გაცხადდა, გაძლიერდა და ჩემში არსებული სიცოცხლის უკანასკნელი უჯრედიც გაანადგურა. ნიკას სხეულთან სისხლით მოსვრილი დანა შევნიშნე, ჩემს კაბას ნაჭერი მოვახიე და დანა მასში გავახვიე, არ ვიცი იმ წამს ეს რატომ გავაკეთე... ნიკას პერანგზე წითელი ლაქა მეცა თვალში. ჭრილობა გაიხსნა და ტკივილი უსაშველო გახდა. სუნთქვა მიჭირდა... მერე არ მახსოვს. როცა გავიღვიძე ჩემს ოთახში, ლოგინზე ვიწექი. თვალის გახელისთანავე საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მეგონა რაღაც ჩაქუჩს მირტყამდა. გამიკვირდა და ჩემს ფიქრზე გამეცინა - „ნუთუ ამდენი დავლიე? არარსებობს“ - წამოდგომა ვცადე, მაგრამ სხეული უჩვეულოდ მძიმე მეჩვენა, ვერ შევძელი და საწოლზე უღონოდ მივესვენე. თავს ფიქრი ვაიძულე, გონება დავძაბე, მაგრამ ვერაფერს ვიხსენებდი, იმ წუთის მერე, როცა რესტორანში შევაბიჯე და გაოცებული დავაბოტებდი... რაც უფრო მეტს ვფიქრობდი თავი მით უფრო მტკიოდა, ამიტომ გადავწყვიტე ფიქრი შემეწყვიტა და ნიკასთვის დამერეკა, რათა მოეყოლა რატომ არ ამხსოვდა არაფერი. ნიკა ერთადერთი იყო ვისაც ვენდობოდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ სრულ სიმართლეს მეტყოდა. თან იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი დღესასწავული ჩემს გვერდით იქნებოდა. ტელეფონს გადავწვდი და ნიკას ნომერი ავკრიფე, გამორთული ჰქონდა. ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. ტელეფონი გამორთული არაერთხელ ჰქონია, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს დამმართნია. კიდევ დავრეკე, კიდევ გამორთული იყო. შევეშვი... მაიას დავუძახე. - დედა. - ყვირილის თავიც არ მქონდა, ამიტომ აღარ გავმეორდი. მალევე საძინებლის კარი გაიღო და მაია შემოვიდა. შავები ეცვა და ნამტირალევი თვალები ჰქონდა. - გაიღვიძე? როგორ ხარ? - ლოგინზე ჩამოჯდა და თავზე ხელი მზრუნველად გადამისვა. - კი გავიღვიძე მაგრამ თავი საშინლად მტკივა. ამდენი დავლიე? - მაიამ გაოცებული სახე მიიღო. - არა, ბევრი არ დაგილევია. - ახლა მე გავვოცდი. - აბა რა მოხდა? რატომ მტკივა თავი ასე? მაია დუმდა. სიჩუმე ისევ მე დავარღვიე. - შენ რა შავებში გამოწყობილხარ, გლოვობ ვინმეს? - ნი, მართლა არაფერი არ გახსოვს? - რამე უნდა მახსოვდეს? მოხდა რამე ისეთი?- ცოტა არ იყოს შევშინდი. მაია კი ისევ დუმდა. - დილით ნიკას ვურეკავდი. გამორთული ჰქონდა. მაია ნუ მაშინებ. მითხარი რა მოხდა. - ნინი... - დადუმდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ძალიან უჭირდა. - რა მოხდა? - მოთმინებას ვკარგავდი. - ნინი... ნინი... ნიკა... - დედა ხმა ამოიღე, რა მოხდა?! ნიკას რა მოუვიდა?! - უკვე ავყვირდი. - ნინი ნიკა მოკლეს... - მაიას თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა მე კი არა...უბრალოდ ისევ განახლდა. თვალები დავხუჭე. ჯერ სიბნელე დავინახე, შემდეგ სიბნელე სიცხადემ სშეცვალა და ყველაფერი ახალად დაიწყო... გონებაში სურათეები ნელ-ნელა ცოცხლდებოდა. თითოეული ახალი კადრი მტკენდა. სუნთქვა მიჭირდა. იმ წუთას ათასჯერ მაინც მოვკვდი და ისევ გავცოცხლდი. გავცოცხლდი რათა ახალად მოვმკვდარიყავი... ცხოვრებაში ოდესმე რამე დაგიკარგავთ? რაიმე ნივთი? დარწმუნებული ვარ კი და იმაშც დარწმუნებული ვარ მომავალშიც დაკარგავთ. რაღაც მინდა გირჩიოთ. ცხოვრებაში ნივთების დაკარგვის გამო ცრემლები არ დახარჯოთ, რაც არ უნდა ძვირფასი იყოს ნუვთი, არავითარ შემთხვევაშ არ იტიროთ დ არ იდარდოთ. დარდი და ცრემლი იმ მომენტისთვის შემოინახეთ როცა ვინმეს დაკარგავთ, რადგან მერე არც დარდის უნარი გეყოფათ და აღარც ცრემლები... და კიდევ, ადამიანური განცდები ახლოს მოუშვით თქვენთან. სევდიან ისტორიებზე, როცა გეტირებათ იტირეთ, ფილმებზეც იტირეთ თუ ამის სურვბილი გაქვთ. ადამიანების დრამები განიცადეთ და თქვენს ცხოვრებაში ერთ-ორ ცრემლს აუცილებლად დაუთმეთ საკუთარი ადგილი, რადგან თუ ტირილი უცხო ხილი იქნება თქვენთვის, მაშინაც ვერ შეძლებთ ტირილს, როცა ეს ყველაზე ძალიან დაგჭირდებათ. როცა გტკივა და ვერ ტირი, ტკივილი ორმაგდება, სულში იკეტება, იზრდება, ძლიერდება და შეიძლება მოგკლას, ან სამუდამოდ წაგართვას სიცილის უნარი, რადგან მან თავად ჩაანაცვლოს ის... ცხოვრებაში უძვირფასესი ადამიანი დავკარგე და თვალიდან ერთი ცრემლი არ გადმომცვენია. ტირილი არ შემეძლო, რადგან არ ვიცოდი რა იყო... დარდი, სევდა, წუხილი, არა, არცერთი არ მიგვრძნია, არცერთის უნარი არ მქონდა. მხოლოდ სიცარიელეს ვგრძნობდი და ეს ყველა დარდსა და წუხილზე უარესი იყო... შავები არ ჩამიცვამს. დაკრძალვაზე ნიკას საყვარელი კაბა ჩავიცვი, ვარდისფერი იყო. ნიკა ყოველთვის მეობნრბოდა შავი ფერი არ გიხდება და არასდროს ატაროო... ვარდისფერი კაბა მეცვა, მაგრამ მე ის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ყველაფერი შავად მეჩვენებოდა... ჭირისუფლობა საშინელი ტრადიციაა... თავად არცერთი ცრემლი არ გადმომვარდნია, უაზროდ, ერთ წერტილს მივშტერებოდი და არაფრისმთქმელი მზერა მქონდა, ჩემი ასეთი მდგომარეობა ყველას აშინებდა, მე კი კუბოს გარშემო შემომჯდარი, განწირული ხმით მომტირალი ქალები მუარესად მატყვევებდნენ სიცარიელეში... ნუთუ ტკივილის გამოსახატავად ხმამაღლა, სიტყვებით მოთქმა აუცილებელია? არა, ეს ტირილი, წივიული, კივილი, ყვირილი ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავს...ნიკას კუბოს არ გავკარებივარ, მინდოდა ცოცხალი ჩამრჩენოდა მეხსიერებაში, გამაბრუებლად მომღიმარი, ისე რომ მისი ალმაცერი ღიმილის წარმოდგენისას ისევ თავბრუ დამხვეოდა და არა გაყინული, უსიცოცხლო ღიმილი გამეხსენებოდა. გარდა ამისა კუბოსთან მისვლა არ შემეძლო... 18 აპრილი დაკრძალვის დღე იყო. ამ დღემდე ხმა არე ამომიღია, არცერთი ემოცია არ გამომიხატავს, ჩემს თვალებში მხოლოდ სიცარიელე იკითხებოდა, ან ეგეც აღარ... სასაფლაო სავსე იყო ხალხით, ყველას შავი ფერის სამოსი ეცვა, მხოლოს მე ვიყავი ვარდისფრებში გამოწყობილი... გქონიათ შემთხვევა როცა ბუშტს ბერავთ? ტუმბავთ ჰაერს, ტუმბავთ და უცებ... ბუჰ... მეც ასე დამემართა... ვეღარ გავუძელი. ხის კუბოში მწოლიარს შორიდან ვუმზერდი, მაგრამ ვეღარ გავძელი. მისკენ გავემართე. ნიკას სახეზე ისევ ალმაცერი ღიმილი ჰქონდა, ოღონდ უსიცოცხლო, მაგრამ თავბრუს ხვევა მაინც ვიგრძენი. მისი ცივი ხელი ხელში ავიღე და კუბოსთან ჩავიმუხლე. მის ცივ ხელს დავეწაფე და სიცივე მთელს სხეულში მომედო, ყოველი უჯრედი მოიცვა და მთელი ცხოვრებაა ამ სიცივით ვცოცხლობ... ჩავიმუხლე და მთელი ნაგროვი ემოცია ერთბაშად გამოვხეთქე. მთელი ხმით ვტიროდი. სიტყვები არ მითქვამს, მხოლოდ ხმამაღლა ვტიროდი. ხმას ვუმატებდი, როგორც კი ის აზრი გამიელვებდა, რომ ნიკას უკანასკნელად ვხედავდი.მის ხელს მთელი ძალით ვებღუჭებოდი, თითქოს ვეძახდი ჩემთნ მოსულიყო და აღარასდროს წასულიყო. ვთხოვდი წამომდგარიყო და მთელი ძალით ჩამხუტებოდა... სამუდამოდ დავკარგე, სამუდამოდ წავიდა, წავიდა, წავიდა... ამ სიტყვებს ფიქრში გავკიოდი. იმ წუთას, რომ გამეფიქრებინა ნიკას სიკვდილი ჩემი ბრალი იყო, რაც ნამდვილად ასეა, მოვკვდებოდი, ოღონდ ნამდვილად მოვკვდებოდი. მხოლოდ სულიერად არა ფიზიკურადაც. ჩემს დასამშვიდებლად არავინ მოსულა. იცოდნენ რომ აზრი არ ჰქონდა, გარდა ამისა ამდენი ხნის სიჩუმის შემდეგ, ჩემი ეს რეაქცია უხაროდათ კიდეც... როცა ხმა აღარ მქონდა, თვალს კი ცრემლი შეაშრა, აღარც ძალა შემრჩა, ისტერიკა შემწყვიტე, ნიკას უსულო ხელს ხელი გავუშვი და უკან დავიხიე, ისევ გავშეშდი და სიცარიელეში შთანვინთქე... კუბო ხელში აწიეს, ორმოში ჩაასვენეს და მიწას აყრიდნენ... ეს ხმა, როცა მიწა კუბოს სახურავზე ეცემოდა, პაპას დასაფლავებიდან მახსოვდა, არც მაშინ მიტირია, მაგრამ ახლა ეს ხმა, ეს საშინელი ხმა ორმაგ საშინელებად იქცა და დამამარცხა, ვეღარ გავუძელი, ამ ტკივილის გადასატანად ძალიან სუსტი აღმოვჩნდი. გონება დავკარგე... გონება და ნიკა, ოღონდ ნიკა სამუდამოდ დავკარგე. დრო გავიდა და ტკივილი არც ერთი წუთით არ გამნელებია, ახლაც ისე მტკივა, როგორც მაშინ. უკვე 26 წლის ვარ, მაგრამ ყველაფერი ადრენდელივითაა. დრომ მხოლოდ ერთს მიმახვედრა... ჩემი თვისთვის არაერთხელ მიკითხავს რატომ მომექცა ბედისწერა ასე, რატომ წამართვა ის უძვირფასესი რაც მაცოცხლებდა. ცხოვრებამ კითხვაზე პასუხი გამცა. ყოველდღიურობა არ დამიკარგავს, ჩვეულ რიტმში ვცხოვრობ, ერთი განსხვავებით. ვცხოვრობ ლადოსთვის, მაიასთვის, ბაბოსთვის, ჩემი მეგობრებისთვის, მოყვარეებისთვის და მტრებისთვის, მოკლედ ვცხოვრობ სხვებისთვის... ჩემს გულს სიყვარული აღარასდროს ეწვევა, მაგრამ ცხოვრება განვაგრძე. დღეს იურისტი ვარ, ადვოკატი. ცხოვრება ბევრ მომენტს გჩუქნის, ბევრ ადამიანს გახვედრებს. ჩემს პროფესიაში კი ეს ყველაფერი ორმაგადაა. ნიკას შემდეგ ბევრი რამ ვნახე. ბევრი სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე და ბოროტება, სიძულვილი და შური, მაგრამ ჩვენი სიყვარულის მსგავსი არაფერი მინახავს. ყველაფერში, ცუდშიც და კარგშიც რაღაც ნეგატივი ურევია, რაღაც ცუდი, სიყვარულშიც კი ასეა. დედამიწაზე ბოროტება, შური და ბოღმა სჯობნის სიკეთეს. ჩვენი სიყვარული კი განსხვავებული იყო, რაღაც წმინდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სულ ღიმილითა და ბედნიერებით სავსე. დაბრკოლებები და ბარიერები არ არსებობდა. არც შური, არც ბოღმა და საერთოდ არაფერი ცუდი. უმცირედი ბრაზიც კი სიყვარულით ქარწყლდებოდა და წამიერად ქრებოდა.ურთიერთობა სისუფთავით იყო მოცული. ღიმილით დაწყებული, სიტყვით დამთავრებული ყველაფერი სფთა იყო და წრფელი, ყველაფერი ნამდვილი... დღემდე მსგავსი არაფერი მინახავს, დედაშვილურ სიყვარულშიც კი... ჩვენი სიყვარული არაამქვეყნიური იყო. ასეთი სუფთა, წმინდა გრძნობა დედამიწისთვის, რომელიც ცუდითაა სავსე ზედმეტია, ისევე როგორც ჩვენთვის, ან ჩემთვის, ცოდვილი ადამიანისთვის. სწორედ ამიტომ წამართვა ცხოვრებამ ნიკა, რათა ასეთი გრძნობა ადამიანური ცოდვებით არ გასვრილიყო. ესაა პასუხი პირველ კითხვაზე. ახლა ერთი კითხვაღა მრჩება პასუხგაუცემელი.რატომ ნიკა და არა მე?.. ალბათ ამ კითხვას პასუხი არასდროს გაეცემა. და კიდევ ერთი, ყოველთვის დამტანჯავს აზრი - რომ არა ჩემი ასეთი ხასიათი, რომ არა ჩემი ასეთი... არ მინდა ამას დავაბრალო, მაგრამ ასეა. რომ არა ჩემი ასეთი ძლიერი სიყვარული ნიკასადმი, რომლის გარეშეც ერთ წელს კი არა, ერთ დღესაც ვერ გავძლებდი, დღეს ნიკა შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო. მან ჩემს გამო სიცოცხლე გასწირა, მე კი მხოლოდ იმის გაკეთება შევძელი დანაზე ანაბეჭდები შემომენახა და დამნაშავე დასჯილიყო. ხო, დღეს ის ბიჭი ციხეში ზის, მაგრამ რა შვება ვიგრძენი? არანაირი...ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა მხოლოდ ნიკას აქვს. ყველაფერს დავთმობდი კიდევ ერთხელ რომ მენახა. კიდევ ერთხელ რომ შემეგრძნო მისი სითბო, კიდევ ერთხელ რომ მომესმინა მისი ჰარმონიული ხმა, ამისთვის სიცოცხლესაც კი დავთმობდი... - ნი... სწორედ თქვი. ჩვენი სიყვარული არაამქვეყნიურია, დედამიწასა და ადამიანებისთვის ზედმეტი. მე მოვკვდი, მაგრამ შენს გულში კიდევ ცოცხალი ვარ. რომ შემეძლოს შენში მოვსპო ჩემი ხსოვნა და მოგცე სრულფასოვანი ცხოვრების საშუალება უბედნიერესი ვიქნებოდი, მაგრამ არ შემიძლია. ეს ბედისწერაა. ეს სიყვარული მე და შენ გვერგო და მარად ჩვენში იქნება. იცხოვრე აწმყოში, იცხოვრე სხვებისა და საკუთარი თავისთვის. უბრალოდ იცხოვრე და იყავი ბედნიერი. მე კი პირობას გაძლევ, რომ ისევ იგრძნობ ჩემს სითბოს, ისევე როგორც მე შენსას. ისევ გაიგონებ ჩემს ხმას, ისევე როგორც მე შენსას. მიყვარხარ, ეს გახსოვდეს და იცოდე, გჯეროდეს, რომ აქ არსებობს მეორე სამყარო, სამყარო რომელსაც ეკუთვნის ჩვენი სიყვარული... შევხვდებით... (დასასრული) .................... ესეც ასე იმედია მოგეწონათ ველი თქვენს შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.