შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ბოსი! [2]


19-02-2016, 20:30
ავტორი Likk Red
ნანახია 7 195

სექსუალური ბოსი!
II თავი.
მთელი გზა ფიქრობდა იმაზე თუ რა ელოდან წინ. იმდენი იფიქრა რომ უკვე გადაღლილი იყო, მაგრამ ყავა შველიდა. მანტო სკამზე გადაკიდა და ჩანთაც იქვე ჩამოდო.
სკამზე ჩამოჯდა და დაიწყო ფიქრი შეეტანა ყავა ბოსისთვის თუ არა. ერეკლე რომ კაბინეტში ყოფილიყო დაუფიქრებლად შევიდოდა ყავით ხელში, მაგრამ იქ დამიანია. ბიჭი რომელზეც მთელი ღამე ფიქრობდა, ცოფებს ყრიდა. სამსახურის დაწყებიდან 2 წლის მანძილზე პირველად ქონდა ასეთი უიღბლო დღეს. იმედს იტოვებდა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა.
ფიქრები ოფისის ზარმა გაუწყვიტა.
–გისმენ ბოს– მხიარულად უპასუხა.
–გუშინ რომ გთხოვე საბუთები მოამზადე?
–კი, მზად მაქვს ყველაფერი
–კარგი, ყავა და საბუთები შემომიტანე. ყავა უშაქრო– გასცა ბრძანება ბოსმა და პასუხის გაცემის გარეშე გათიშა. გაკვირვებულმა დახედა ტელეფონს, ბოსის ტონი რატმღაც არ მოეწონა, იფიქრა გაბარებულია–ო. მხრები აიჩეჩა ყავა სწრაფად მოამზადა და საბუთებით ხელში კაბინეტში შეაბიჯა.
თეძოების მიხვრა მოხვრით მიიწევდა ბოსისკენ. გუშინდელსავით მოტკეცილი კაბა ეცვა, მაღალწელიანი შავი ზერის, ზემოდან კი კრემისფერი პერაგნი. მოტკეცილ კაბაში მისი სხეული მადგისამღძვრელად გამოიყურებოდა, რაც დამიანმაც შეამჩნია, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ეცადა სერიოზული სახე შეენარჩუნებინა.
–აი საბუთები და აი თქვენი ყავაც– ღიმილით დაუდო ყველაფერი წინ. მის წარბშეკრულ სახეს ყურადღებას არ აქცევდა.
–დაღლილი ვარ, ამიტომ არ შემაწუხოს არავინ 3 საათამდე, ყველა ზარს შენი უპასუხე
–ანუ სამ საათამდე თავისუფალი ვარ?
–არა. ჩემს მოსვლამდე ყველა ძველ პროექტს გადაავლე თვალი, ყველა არქიტექროს დაუკავშირდი და გაარკვიე როგორ მიმდინარეობს მშენებლობები.
–გასაგებია– ამოიბუზღუნა ნიამ და კარისკენ წავიდა. დამიანი უცებ გახალისდა მის საქციელზე, უყურებდა და ჩუამდ ფხუკუნებდა როგორ მიიზლაზნებოდა მომავალი საქმით დაღლილი ნია. ხიბლავდა ეს გოგო, მისი საქციელებით, აი მისი სხეული კი აგიჟებდა. როგორ უნდოდა იმ საჯდომზე ძლიერად მოეჭირა ხელები და მისი კვნესა გაეგონა, უნდოდა მისი სხეულს მთლიანად დაპატრონებოდა.
–ყველაფერს თავისი დრო აქვს– ამბობს ხითხითით, ნია ადგილზე შეშდება და ბოსს შეჰყურებს.
–რამე მითხარი?
–არა, არაფერი– მხრები აიჩეჩა. ნია თავის დაკვრით შემოიფარგლა და კაბინეტი დატოვა.
მთელი სამი საათი კომპიუტერის ეკრანს მიჩერებული აგვარებდა საქმეს, შიგადაშიგ ტელეფონით უკავშირდებოდა არქიტექტორებს სხვადასხვა ქალაქში. ყველაზე მეტი ზარი ბათუმში განახორციელა, რამოდენიმე ახალი სასტუმროს მშენებლობაზე გაიგო ამბები, ყველა ცნობა შეაგროვა იმის რომ საქმე კარგად იყო. მხოლოდ ერთი ქონდა დარჩენილი, მაგრამ რატომღაც დარეკვას და ინფორმაციის გაგებას აჭიანურებდა.
ტელეფონზე შემოსულმა ზარმა გამოაფხიზლა, დახუჭული თვალები სწრაფად გაახილა და ტელეფონს დახედა, დედა ურეკავდა. სახეზე ღიმილი მოეფინა, სწრაფად უპასუხა ზარს და დედასთან ლაპარაკი გააბა, საუბარი ისე გაუტკბა რომ მის წინ შეჩერებული 2 სილუეტი ძლივს შეამჩნია. დედას სწრაფად დაემშვიდობა და მის წინ მდგომ ბიჭებს დაბნეული შეაჩერდა.
–ბოდიშით, მაგრამ ბოსი ვერ მიგიღებთ.
ბიჭები რამოდნიმე წამი ცდილობდნენ სიცილის შეკავებას, მაგრამ როცა ვერ მოახერხეს ბოლო ხმაზე ახარხარდნენ, ნია კიდევ უფრო დაიბნა და აირია, არ იცოდა რა ექნა. საშინლად გაწითლდა.
–ბოსიო იო გესმის?– ერთერთმა ძლივსღა წარმოთქვა სიტყვები, მაგრამ ისევ ახარხარდა.
ნიას დაბნეულობა ნელნელა სიბრაზეში გადადიოდა, სიბრაზისგან ცოტაც და ყურებიდან ბოლს გაუშვებდა "მოიცა ისინი დამცინიან?" გონებაში იმოერებდა და ხელს მუშტად კრავდა.
–თქვენ?
–დამიანის მდივანი, ნია– მოკლედ წარუდგინა თავი. – და თქვენ?
–ჩვენ შენი ბოსის მეგორბები ვართ, მე იოანე და ლევანი. ხშირად გნახავთ ხოლმე, ამიტომ მაინც– გაიცინა ხუჭუჭთმიანმა ბიჭმა, რომელსაც ლურჯი თვალები ქონდა, ტუჩს ქვემოთ კი პატარა ხალი.
ლევანს კი უფრო სერიოზული სახე ქონდა, ყავისფერი თმა და მასაც იოანესავით ლურჯი თვალები ქონდა.
–ბოდიშით მაგრამ ვერ შეგიშვებთ, დამიანმა გამაფრთხილა რომ არავის შეეწუხებინა ის.
–ჩვენ მეგობრები ვართ, ამიტომ უნდა თუ არა ეს, ჩვენ მას მაინც შევაწუხებთ– ლევანმა თვალისმომჭრელად გაუღიმა და კაბინეტის კარისკენ დაიძრა, მას უკან იოანეც მიჰყვა. კაბინეტში უწმაწური სიტყვების ძახილით შევიდნენ, რასაც დანიამის ბოხი ხმაც დაემატა ისიც არანაკლებ უწმაწურ სიტყვებს იყენებდა ძმაკაცების შესამკობად.
ღია კარში ნიას კარგად ესმოდა ბიჭების საუბარი, ცდილობდა ყურადღება არ მიქცია, მის საქმეს აგრძელებდა. ბოლო მშენებლობაზეც დარეკა, მობეზრებულად აატრიალა თვალები როცა ნიკამ, პროექტის არქიტექტორმა, ზარს უპასუხა.
–გამარჯობა ნიაკო როგორ ხარ? რამდენიხანია არ შემხნიამებიხარ? ხო ყველაფერი კარგადაა? ძალიან მომენატრე– სიტყვები ერთმანეთს მიაყარა, ძალიან თბილი ხმა ქონდა.
–კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? – მხოლოდ ეს უთხრა დანარჩენი კითხვები დააიგნორა. ტყუილს ვერ იტყვის, ამიტომ გაჩუმება ამჯობინა.
–შენ მირეკავ და როგორ ვიქნები?– სიცილი ატეხა ნიკამ, რაზეც ნიამ თვალები აატრიალა, როგორ ვერ იტანს ასეთ ბანალურ სიტყვებს, მომაბეზრებელია.
–მაინტერესებს პროექტის საქმე როგორ მიდის, ხომ არ დაგვიანდება?
–არა ყველაფერი კარგადაა, იმაზე მალე იქნება მზად ვიდრე ველოდით, ავეჯი და ტექნიკაც მალე ჩამოვა და სავარაუდოდ 2 თვეში იქნება გახსნა ამ სასტუმროსი, სავარაუდოდ სეზონის გახსნას დაემთხვევა–ახალი ამბავი ამცნო. ნიამ კმაყოფილმა ჩაიღიმა და კომპიუტერით ინფორმაცია ამობეჭდა, რაც დამიანს დააინტერესებდა.
–კარგი მადლობა– გათიშვას აპირებდა, მაგრამ ნიკას ხმამ შეაჩერა.
–ნია ხვალ თბილიში ვბრუნდები და იქნებ სადმე წავსულიყავით?
–არ ვიცი, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და თუ მოვიცლი. თან შეიძლება ბატონ ერეკლესთან წავიდე, ამიტომ არამგონია მოხერხდეს ეს. ბოდიში მეჩქარება– ტელეფონი გათიშა და ღრმად ამოისუნთქა. მობეზრდა ყოველთვის ერთიდაიგივეს განმარტვა რომ არ უნდა ახალი ურთიერთობა არავისთან, მითუმეტეს თუ ის ადამიანი საერთოდ არ მოსწონს, ან მეგობრეად აღიქვამს.
გადაწყვიტა ეს საბუთები გვიან შეეტანა, მაშინ როცა საქმე დაკავებული არ იქნებოდა დამიანი, მაგრამ ოფისის ზარით დამიანმა 3 ყავა თხოვა ორი უშაქრო, ერთი კი ტკბილი.
მუყაოს ჭიქები ხელში ოსტატურად დაიჭირა, მეროე ხელში კი შეგროვებული ინფორმაცით სავსე პაპკა. კაბინეტში შეაბიჯა თუ არა იგრძნო მიშტერებული თვალები, რასაც დიდად ყურადღება არ მიაქცია.
–ნია, რომელ ენებს ფლობ?– დაინტერესდა ლევანი, მაშინ როცა დამიანს წინ ყავას დგამდა.
–ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური...
–გასაგებია– სიტყვა გააწყვეტინა დამიანმა, მაშინ როცა ნია კიდევ აპირებდა სიტყვის თქმას, თუ არ ჩავთვლით ქართულს ის 5 ენას ფლობდა, ჩამოთვლილ ენებს +რუსული ენა.
–სმატრი კაკოი უნეიო ჟოპა– ამბობს დამიანი, მის სიტყვებზე ნია კრთება, მაგრამ არ იმჩნევს, უბრალდ ლოყები ეფაკლება. მის აქცენტზე ნიას ეღიმება, დაოსტატებულივით საუბრბს რუსულ ენაზე, მაგრამ მან ხომ არ იცის რომ დამიანი მთალი 10 წელი იქ ცხოვრობდა? რასაკვირველია რომ არ იცოდა. მხოლოს მისი სახელი და გვარი იცის.
–სუ**ნ სინ, ზაკროი როტ– ამბობს იოანე.
–ტკბილი ყავა რომლისაა?– ლევანის და იოანეს წინ ჩერდება, მათ საუბარს არ იმჩვენს.
–ტკბილი ჩემია– იღიმის იაკობი და გამოწვდილ ყავას ართმევს, ასე იქცევა ლევანიც. ნია საბუთებით და ერთი ყავის ჭიქით ხელში დამიანთან მიდის, ირონიულად უღიმის, ყავას და საბუთებს წინ უდგამს და ოთახიდან ჩუმად იძურწება.
–მე შენ გაჩვენებ ჟოპას– ცრის კბილებში და დროს ამოწმებს. უკვე 2 ხდება, შეხვედრა 1 საათშია, რუს კომპანიპნებთან, ნიამ კი იცის უკვე რასაც გააკეთებს შეხვედრის დამთავრების შემდეგ.
ახლა კი მის კუჭს თავისუფლება მისცა, მანტო მოიცვა, საფულე ხელში მოიმარჯვა და კომპანიის შენობა დატოვა. გარეთ გასულმა გზა უსაფრთხოდ გადაკვეთა და კაფეში შეაჭრა, ისევ ბოსტნეულის სალათა შეუკვეთა წვენთან ერთად, მანამ კი გადწყვიტა კატერინასთვის დაერეკა.
–ნიიი, იცი რა ბედნიერი ვარ?– ისმის ტელეფონში კატერინას ხმა, რაზეც ნიას ეღიმება. ბრაზი სულ ავიწყდება "ალბათ ეს ამბავი ყველაზე ბოლო მე გავიგე"
–და ახლა უნდა ვიგებდე მე ამას?– ბრაზით ამბობს.
–კარგი რა ნიი, ხო იცოდი რომ აპირებდა. გამოტყდი რომ იცოდი
–მართლა არ ვიცოდი, ერეკლე ჩემი უფროსია, თან ხომ იცი პირადულებზე არასდროს საუბრობს.
ოფიციანტს მასთან სალათა და წვენი მიაქვს, ნია უღიმის და მადლობას უხდის, შემდეგ ყურადღება ისევ ტელეფნზე გადააქვს.
–ხო, აუ ნი იცი როგორ იყო? სულ გავგიჟდი როცა ცოლობა მთხოვა. ისე გავბედნიერდი რომ თანხმბის მიცემაც დამავიწყდა, ის კი შეშინებული მიყურებდა როგორ ვტიროდი. აუ ნი მართლა ძაან ბედნიერი ვარ.
–კაწია მშვიდად– სიცილით მიმართა– უი ჰო გილცავთ, მუშაბა დაიწყეთ?
–ხო გოგო ნელნელა ვაგვარებთ ქორწილის საქ... ნია– გაბრაზებული ყვირის ტელეფონში, როცა ხვდება რა მუშაობაზეც იყო საუბარი.
–კარგი ჰო, კარგი– იცინის– ქორწილი როდის გექნებათ?
–15 აპრილს, სიყვარულის დღეს
–აააა ხო– იცინის ისევ– კარგი კაწ ამ დღეებში აუცილებლად გნახავთ, მერე ჩემთვის ვეღარ მოიცლი
–დაინახავ მაგ კაწ–ისთვის რამდენი მოგხვდება. კარგად ნი
–კარგად ჩემ კარგო– ტელეფნს თიშავს და მის კუჭს საბოლოოდ აძლევს გასაქანს, გემრიელად შეექცევა სალათას. ისევ სოციალურ ქსელში დაძვრება, მაგრამ შუშის ფანჯრიდან ამჩნევს როგორ ჩერდება კომპანიის წინ შავი აუდ რ8.
სწრაფად სვავს წვენს, მაგიდაზე ფულს დებს. გარეთ გასვლამდე მანტოს იცვამს და სირბილით გადადის ქუჩაზე. რუსი კმპანიონები სანამ მანქანიდან გამდიდან ასწრებს კომპანიაში შესვლას, ლიფტის კარის დახურვამდე, ხედავს როგორ შემდის რუსი კმპანინების მთელი ამალა. ბოლო სართულის ღილაკს თითს აჭერს. ასვლამდე დამიანს უკავშირდება ტელეფნით.
–ბოს რუსი კომპანინები მოვიდნენ.
–შენ სად ხარ?– ესმის გაბრაზებული ხმა ტელეფნში, დანაშაულის გრძნბა ეუფლება, უყურედღებობის გამო.
–საჭმელად ვიყავი გასული–ტყუილის თქმას ამჯობინა სიმართლე ეთქვა, დასჯილი ბავშვივით მოიბუზა.
–კარგი, ამაზე შემდეგ ვისაუბროთ– ამბობს ღრენით და ტელეფნს თიშავს. ლიფტის კარიც სწრედ ამ დროს იღება. საფულეს და მანტოს იქვე კიდებს და საბუთებს იმარჯვებს ხელში და ზედაპირულად ავლებს თვალს. ამაყად იღიმის როდესაც ხვდება რომ ყველაფერი უშეცდომოდაა.
ლიფტი ისევ იღება იქიდან კი მამაკაცი გამოდის, შარვალკოსტუმში გამოწყობილი. მამაკაცს უკან კი 40 წლამდე ქალი მოჰყვება. ნია კეთილგანწყობილი იღიმის და მათკენ მიდის.
–Здравствуйте– ესალმება და ხელით უჩვენებს რომ კაბინეტისკენ წავიდნენ.
–Здравствуйте. ქტო ვი?
–ია ნია...
–და ია ზნაიუ ა ვამ– უღიმის მამაკაცის გვერზე მდგომი გოგონა ნიას.
ნია დამიანის კაბინეტის კარს აღებს და სტუმრებს წინ უშვებს. დამიანი ფეხზე წამომდგარი ხელს ართმევს სტუმრებს და ესალმება.
–ჩტო ვამ ნრავიტსა? კოფე ილი...
–კოფე ბეზ სახარა. პაჟალუსტა– უღიმის კაცი, მას მისი მდივანიც ეთანხმება. ნია დამიანს უყურებს, რომელიც მკაცრ მზერას ინარჩუნებს.
–მეც შემომიტანე– დაბნეული ჩურჩულებს დამიანი, ნია მხრების ჩეჩით გადის კაბინეტიდან და ჩუმ ხითხითს ისწყებს.
–ახლა ბარი ბარში ვართ– ამხნევებს თავს და ყავის მომზადებას იწყებს. ყავის ჭიქის მაგიდაზე გადადებისას გრძნობს ხელებს რომელიც წამის მეასედში მის გვერდებს ეხება, პარალელურად კი ესმის ხმა "ბუ" .
ჰაერში ხტება, ყავა კი ხელიდან უვარდება, მაგრამ ცხელი ყავა ხელზე ესხმება. ხელი უბუჟდება და ეწვის. ტკვილისგან ყვირილი უნდა, მაგრამ თავს იკავებს, მის უკან მდგომ იოანეს ხედავს, რომელსაც გაოცებისგან პირზე აქვს ხელი მიდებული და არ იცის რა ქნას.
– ნია ბოდიში, მე არ მეგონა... არ ვიცოდი– ამბობს დამწუხრებული. ნიასკენ მიდის და მის დამწვარ ხელს ხელში იღებს. შეკავებული ცრემლები ჯებირებს ცდება და ნიას სახეზე გრდება. ხელი უბუჟდება, ტკივილისგან კი ხმა ერთმევა.
მეორე ხელს მისი მაგიდის უკან მდგომი თაროსკენ იშვერს. იოანეც იქით მიდის აფთიაქის ყუთს იღებს და მაგიდაზე დებს.
–სამი უშაქრო ყავა შეუტანე კაბინეტში გთხოვ– ამბობს ჩახლეჩილი ხმით და თავისუფალი ხელით ცრემლებს იშორებდ.
–კი მაგრამ შენი ხელი?
–ჩემთავს მე მივხედავ– უღრენს იოანეს. მის მაგიდასთან მისული აფთიაქის ყუთიდან მალამოს და ბინტს იღებს, ერთი ხელით ძლივს ახერხებს ხელის შეხვევას. კაბინეტიდან გამსული იოანე ეხმარება, თან ბოდიშებს უხდის.
–კარგი იო, არაფერია– უღიმის როცა იოანე მის ხელზე ბინტს ახვევს და კრავს.– დაივიწყე.
–რამე ხო არ გინდა? ყავა, ჩაი, წვენი. ხო არ გშია?– მზრუნველად ეკითხება. ჯერ კიდევ აწუხებს დანაშაულის გრძნობა. ნიას მის სახეზე და მის მზრუნველბაზე ეღიმება.
–ყავა, 1–1ზე თუ არ გეზარება.
–ახლავე ახლავე– უღიმის და ყავის მადუღარისკენ მიდის, ნია კი დამლაგებელს უკავშირდება და სიტუაციას უხსნის. მალევე ჩნდება და ყველაფერს ალაგებს. მანამ კი იო ყავას უკეთებს და მასთა მიაქვს.
კაბინეტიდან რუსი კომანიონი, მისი მდივანი და დამიანი გამოდიან. ლიფტამდე აცილებს კმპანიონებს და ხელს ართმევს. უკან მბრუნებული კი კმაყფილი სახით იღიმება, მაგრამ როცა ნიას და იოს ერთად ხედავს წარბებს კრავს.
–კიდე გტკივა?
–მართლა კარგად ვარ, აღარ მტკივა– უღიმი და მხარზე ხელს ადებს. ფეხზე წამომდგარი წარბშეჭმუხნულ დამიანს მიაჩერდა.– ყველაფერი კარგადაა?
–კი ხელშეკრულება გაფორმებულია. კაბინეტში შედი– ხელით ანიშნა კარისკენ, ნიამ მის მაგიდას გვერდი აუარა და კარისკენ წავიდა.
–კარგად იo, იმედი მაქვს კიდევ გნახავ– სანდომიანად გაუღიმა და კაბინეტში შევიდა.
წარბშეჭმუხნული სახით დამიანმა იოს შეხედა, გაცოფდა მასზე, როცა დაინახა ნიასთან ახლოს მყოფი.
–დაახვიე აქედან– კბილებში გამოსცრა და კაბინეტისკენ წავიდა.
–დამიან გაფრთხილებ, ნიას არ აწყენინ. ის უბრალ გოგო არაა– მეგობარს ხელი მხარზე დასცხო და ლიფტისკენ წავიდა. დამიანმა გაცებული სახით გააყოლა თვალი იოს, მისმა გაფრთხილებამ შეაკრთო და გააოცა, ნია პირველი გოგოა ვისზეც გაფრთხილება მიიღო იოსგან.
მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, კაბინეტში შეაბიჯა ნია თავიდან ფეხებამდე აათვალიერა. მის სავარძელში მოთავსდა და ნიას ანიშნა რომ ისიც დამჯდარიყო.
–რატომ არ გამაფრთხილე მაშინ როცა მიდიოდი?
–ერეკლემ კარგად იცოდა რომ 1–2 საათამდე 1 საათიანი შესვენება მქნდა, ვინდაიდან და რადგანაც 2 საათამდე ვმუშაბდი ჩემ თავს უფლება მივეცი რომ დამესვენა და ცარიელი კუჭი ამომევსო.
–მაგრამ შენ არ გაგიფრთხილევიბარ. წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ რომ დაისვენო ხოლმე ან ჭამ, უბრალდ ვალდებულად უნდა თვლიდე თავს რომ შემატყობინ ამის შესახებ.
–გასაგებია, შეცდომა დავუშვი. მაგრამ ჩვენ ბარი ბარში ვართ. ჟოპა– კბილებში ცრის ბოლო სიტყვებს და ფეხზე დგება.– ეს ჩემი შეურაცხყფა იყო, მგონი ამას უნდა ხვდებდეთ.
–შენ ხომ თქვი რომ რუსული არ იცოდი?– დაბნეულმა გახედა.
–როდის ვთქვი რომ არ ვიცითქო? ანდაც რომ მეთქვა შენ ასეთი რამე უნდა გეკადრებინა?
–კარგი გასგებია, ანუ ბარი ბარში ვართ.
–მეორედ ასეთი რამე არ განმერდება, მაგრამ თუ თქვენ გააგრძელებთ იგივეს იძულებული გავხდები რომ სამუშადან წავიდე– მკვახედ განაცხადა და ფეხზე წამოდგა, გასასვლელისკენ მიიწევდა, როცა დამიანი დაეწია და შეაჩერა.
–ხელზე რა გჭირს?– მისი დამწვარი ხელი მის ხელში მოიქცია და გაბინტულ ხელისგულზე ხელი გადაუსვა
–არაფერი– ეცადა ხელი გაენთავისუფლებინა, მაგრამ დამიანმა თავისუფალი ხელი წელზე შეუცურა და მისკენ მიიზიდა.
–ხელზე რა მოგივიდა?
–არაფერითქო უკვე გითხარი.– დაბნეულმა ძლივსღა წარმთქვა, წელი აეწვა ზუსტად ის ადგილი სადაც ეხებოდა. თავი ასწია და თვალებში მიაშტერდა, ერთმანეთს მილიმეტრებით იყვნენ დაშრებულები.
–ნია ნუ მაიძულებ სხვანაირად აგალაპარაკო– ირნიულად ჩაიცინა.
–ნუ ცდილობ ჩემს დაშინებას– გამოფხიზლებისას ცადა დასხლტომოდა, მაგრამ როცა დამიანის ტუჩები მის ყელს შეეხო ფეხებში ძალა გამეცალა.
–დამიან– ნიას ტუჩებს მხოლდ მისი სახელი მოსწყდა და ცხოვრებაში პირველად დამიანს ეს ესიამვნა.– ეს არასწორია.
–ეს ისაა რაც ორივეს მოგვწონს– ამბობს ხმაჩამწყდარი, ნიას ყელს მთლიანად ეპატრoნება, როცა თმისგან ანთავისუფლებს და მის ყელს ისევ ეხება ტუჩებით.
–დამიან– ჩურჩულით წამოთქვა, ხელი მის თმებში ახლართა და თავი უკან გადააწევინა.– შეწყვიტე.
–არ შემიძლია– ამბობს ხვნეშით, ტუჩებით მის ნიკაპს ეხება.
–კარგი, ახლა დროა წავიდეთ– ტუჩისკვნეტით შორდება და სახეზე აჩერდება. ლოყებშეფაკლულ გოგოს– კატერინამ მთხოვა რომ სამსახურის შემდეგ ჩვენთან სახლში წამეყვანე. ამიტომ აიღე შენი მანტო და წავიდეთ– ხელი შეუშვა და მაგიდისკენ მიტრიალდა. ნიამ ძლივს გააცნობიერა რა თქვა, რამოდენიმე წამი აზრზე მოსასვლელად დასჭირდა. შემდეგ უბრალოდ შეტრიალდა და კაბინეტი დატოვა.
მაგიდაზე დაყრდნობილი ცდილობდა დაევიწყებინა ის რაც კაბინეტში მიხდა, მაგრამ ის შეგრძნება ისე დაჰყვებოდა. უხილავი ჭიანჭველებს მის წელზე და მის ყელზე გრძნობდა და მთლიანად ჟრუანტელი უვლიდა სხეულზე. თვალებ მიხუჭული ეცადა ყველა შეგრძნების გახსენებას მაგრამ უჭირდა რადგან ზემოდმედების ქვეშ იყო.
მანტო მოიცვა, ჩანთაში ტელეფონი და საფულე მოათავსა, მხარზე გადაიკიდა და დაელოდა როდის გამოვიდოდა დამიანი. მაგიდას მიყრდნობილი ისევ იმ შეგრძენაბზე ფიქრობდა, დამიანიც ვერ შეამჩნია რომელიც ირონიული ღიმილით აკვიდებოდა დაშტერებულ გოგოს.
–ნია.
–ჰა?– დაბნეულმა ახედა, უხერხული სიტუაცია არ შეიმჩნია და ლიფტისკენ წავიდა. გამოძახების ღილაკს დააჭირა. ლიფტიც მალევე გაჩნდა ბოლო სართულზე.
ლიფტიდან გამოსულ წყვილს მიაშტერდნენ, ყველას თვალები მათზე დარჩათ. ერთმანეთს ძალიან უხდებოდნ, უკვე ჭორებიც გაჩნდა, ჭორიკანა თანამშრომლებისთვის ისინი უკვე შეყავერბულები იყვნენ.
ნია ცდილობდა ამდენი დაჟინებული მზერისთვის ყურადღება არ მიექცია, თავდახრილი მიიწევდა წინ დამიანთან ერთად. ბიჭი კი ამაყად იღიმოდა, კიბეებზე ჩასვლისას ხელი წელზეც კი მოხვია. ნია შეკრთა შეხებისას, მაგრამ არ შეიმჩნია.
–ხელი მომაშორე– ღიმილით უთხრა და ოდნავ გვერდით მიიწია, მაგრამ ეს წამიერად, რადგან დამიანმა ის მასთან კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა.– დამიან
–პირველი ხარ, ვისგანაც ამ სახელის მოსმენა მსიამოვნებს. –ამბობს ჩურჩულით მის ყურთან.
–მაინც ვერ ვხდები რატომ იქცევი ასე– ბედთან შეგუებული მასთან ახლოს ჩერდება და ელოდება როდის მოიყვანს მძღოლი მანქანას.
–ასე როგორ?– დაინტერესებული სახით გადახედა დამიანმა, სახეზე ავხორცი ღიმილი დასთამაშებდა.
–აი ასე– ხელზე ანიშნა რომელიც მის წელზე იყო მოხვეული და რომელიც მოსვენების საშვალებას არ აძლევდა.
–ხომ უნდა შეეგუო არა?– ვითომც არაფერი ისე წამოთქვა სიტყვები და მათ წინ გაჩერებული მანქანის კარი გაუხსნა.
–შევეგუო რას?– კითხვა დასვა მანამ სანამ დაჯდებოდა, დამიანმა ღიმილით მიუხურა მქნანის კარგი. მძღოლს გამოელაპარაკა, გასაღები გამოართვა და საჭესთან თვითონ დამიანი დაჯდა. კითხვა რომელიც ნიამ დამიანს დაუსვა პასუხგაუცემელი დატოვა. "ჩემზე ფიქრი არ აწყენდა" გაიფიქრა დამიანმა და ჩაეღიმა, მანქანა სწრაფად დაძრა.
–სისწრაფის ხო არ გეშინია?
–არა– მხრები აიჩეჩა და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა, შეშინებული წინ გადაიწია, როცა მოულოდნელად დაატორმუზა დამიანმა.
–რა ჯანდაბაა?– სიტყვები ტუჩებზე მიეყინა, როცა დამიანი მისკენ გადაიხარა და ღვედი შეუკრა, ხელი მუცელზე გაუხახუნა, რაზეც ნიას სუნთქვა შეეკვრა.
–პირველრიგში უსაფრთხოება– ამბობს და თვითონაც იკრავს ღვედს, ნიას რამდონიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად თუ რა გააკეთა დამიანმა. ჰაერს ფილტვებში უშვებს და სუნთქვას ანახლებს. თვალებდახუჭული უცნაურ შეგრძნებებზე ფიქრობს, რაც დამიანის შეხებისას ემართება.
ხელებს სახეზე ისმევს და თმებს უკან იყრის, სახე ფანჯრისკენ აქვს მიტრიალებული, მაგრამ გრძნობს როგორ უყურებს დამიანი, უხერხულად იშმუშნება, მიხედვა უნდა მაგრამ თავს უფლებას არ აძლევს.
ტელეფონი სიმღერას იწყებს თუ არა ნია რეალობაში ბრუნდება, ტელეფონს დაჰყურებს.
–გისმენ კაწ– სრულიად სერიოზულად პასუხობს.
–რამე მოხდა?
–არა არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?
–რავიცი, სამუშაოს რომ დაასრულებ დამიანს გამოყევი, შენი ნახვა მინდა ძალიან მომენატრე
-უკვე დამიანის მანქანაში ვზივარ– ამბობს ხვნეშით
–რა მოხდა?– ხვდება მისი ტონის უცნაურობას, ამიტომ მაშინვე ინტერესდება.
–რომ მოვალ მოგიყვები– ცდილობს ჩუმად თქვას, მაგრამ არ გამოსდის, რადგან ამას დამიანიც იგებს და იღიმება.
ტელეფონს თიშავს და ჩანთაში აგდებს, მომღიმარი დამიანის დანახვა აბრაზებს, მაგრამ არ იმჩნევს. მანქანა 2 სართულიანი სახლი წინ ჩერდება.
დამიანი სწრაფად აღებს კარს და გადადის, მანამ უვლის მანქანას და ნიას უღებს კარს სანამ თვითონ იაზრებს. გადმოსვლაში ეხმარება და ყბის ხაზზე ნაზად კოცნის, როცა მამამის თვალს ავლებს. ნიამ აწითლებული თვალებით გახედა დამიანს და შეუღრინა.
მათკენ მიმავალ ბატონ ირაკლის დაბნეული თვალებით მიაჩერდა, იგრძნო როგორ აუკანკალდა ხელები და როგორ წაერთვა ძალა ფეხებში. ოდნავ შეტორტმანდა და დამიანის ხელს დაეყრდნო რომელიც წელზე ძლიერად უჭერდა.
–შვილო
–მამა– კრიჭაშეკრულმა წარმოთქვა დამიანმა. ნიას მშვიდი სახით გადახედა და თვალი შეუმჩნევლად ჩაუკრა.
–როგორ ხარ ნია?– მკაცრად კითხა ისე რომ წარბიც არ შეუხრია
–კარგად ბატონო ირაკლი, თქვენ როგორ ბრძანდებით?– დაბნეულმა ძლივსღა ამოიბლუყუნა და თავი დაბლა დახარა, მის ფეხსაცმელს მიაშერდა.
–კარგად. წამოდით სახლში შევიდეთ
ბატონ ირაკლის გაყვნენ უკან, ნია შეშინებული ხან ბატონი ირაკლის ზურგს უყურებდა ხან კი დამიანს.
–უბრალოდ ამყევი– მხოლოდ ეს უჩურჩულა ყურთან და იქვე აკოცა ათრთოლებულ გოგოს. რომელმაც აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
პირველად იყო ასეთ სიტუაციაში, ბატონი ირაკლის ერიდებოდა. თან ხვდებოდა რომ ბევრი ტყუილის თქმა მოუწევდა, ამ უაზრო თამაშის გამო, რომელიც დამიანმა წამოიწყო. ახლა უნდადა მარტო ყოფილიყვნენ და ყველა ის სალანძღავი სიტყვა ეთქვა მისთვის, რომ ამ სიტუაციაში ჩააგდო.
–ნიი– ყვირის და მისკენ მიიწევს კატერინა როცა ნიას ხედავს, მაგრამ ადგილზე შეშდება როცა მის გვერდით მდგარ დამიანს ხედავს.
–კაწინკაა– მკლავებიდან უსხლტება დამიანს და კატერინას ეხუტება, მონატრებულს ყელში ძლიერად კოცნის და ხელით ზურგზე ეფერება. – მომენატრე
–მეც მომენატრე, ხო ხვდები რომ სალაპარაკო გვაქვს?– ჩუმად ეჩურჩულება და ოდნავ შორდება, მის სახეს ათვალიერებს – რაღაც შენი თვალები ძალიან ბზინავს და რა ხდება ნიი?
–მერე ვილაპარაკოთ– მეგობარს შორდება და ბატონი ერეკლესკენ მიდის, მასაც ეხვევა და ულოცავს ცოლის მოყვანას.
–ნია შენსა და დამიანს შორის რა ხდება?– ინტერესდება ბატონი ირაკლი. ნია დაბნეული დამიანს უღიმის, რომელიც ლოყაზე კოცნის.
–რუსეთში ყოფნისას გავიცანი ერთმანეთი, კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებისას ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტეთ, მაგრამ ახლა ურთიერთობის აღდგენის პროცესში ვართ– ოსტატურად იტყუება და ნიას წელზე ხელს ასვენებს.
–ანუ ერთად ხართ?
–კი ირაკლი. ანუ ერთად ვართ.
–ნია, აბა აფრინდი და წამომყევი– წარბშეკრული უღრენს კატერინა ნიას და ხელს ხელზე ადებს, წამოდგომაში ეხმარება და ოთახიდან გაჰყავს. ნია ჰაერს ისუნთქვს და ახლა აცნობიერებს რა თქვა დამიანმა, სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელი უვლის.
–ყველაფერს მომიყვები, როდის დაიწყო და როდის დასრულდა და მე სად ვიყავი ამ დროს– საწოლზე ჩამოჯდა და მის წინ დასვა– სანამ გავბრაზდი დაიწყე.
–კაი რა კაწინკა. არაფერია მეგობრები ვიყავით და რო ჩამოვედით შემომთავაზა ერთად ვიყოთო და რატომაც არა? სიმპათიურია– ნეტა მართლა ასე ყოფილიყო რას არ გაიღებდა ამისთვის, მაგრამ სულ რაღაც 2 დღეა იცნობდა.
–კაწინკას გაყლაპებ ახლა შენ– შეუღრინა.
–მომიყევი სად გთხოვა ხელი?– თემას სწრაფად ცვლის და ბედნიერი იღიმის როცა ამას ახერხებს. კატერინა ყველაფრის მოყოლას იწყებს, იმდენხანს ილაპარაკეს მთელი მსოფლიოს თემები განიხილეს. მაგრამ საუბარი კარების ხმამ გაუწყვიტა.
–პატარავ– ოთახში თავი შემოყო დამიანმა და ნიას გაუღიმა– ჩვენი წასვლის დროა.
–დამი დღეს აქ დარჩით, შენს ოთახს მოაწესრიგებენ.– კარები მთლიანად გაიხსნა და კარში მდგარი ერეკლეც გამოჩნდა, რომელმაც ოთახში შემოაბიჯა და კატერინას გვერდით ჩამოჯდა.
–არა არა სახლში უნდა გავიდე– სწრაფად იუარა და ფეხზე წამოდგა.
–ხვალ კვირაა, ისვენებთ– ამბობს კატერინა– ამიტომ დღეს რჩებით აქ, შენი ხმა არ გავიგო
–კატერინა– უღრენს ნია და მაფრთხილებელი მზერით უყურებს. სუნთქვა ეკვრება როცა უკნიდან დამიანი ეხვევა და მუცელზე ხელებს აწყობს
–პატარავ დღეს დავრჩეთ და ხვალ დილითვე გაგიყვან სახლში, როცა შენ მეტყვი მაშინ– თვალისმომჭრელად გაუღიმა და მის ყელში ჩარგო თავი.
–ჰო... რავი– ამბობს ჩურჩულით. დამიანი ბოროტულად იღიმის და ხელს კიდევ უფრო ძლიერად ხვევს, ყელში პატარ–პატარა კოცნებს უტოვებს, რაც არანაკლებ სიამოვნებს მას. მოსწონს მის მკლავებში დაბნეული რომ დგას, სიამვნების მისი კოცნა და ის რომ ეალერსება. თითქოს ამას გულით აკეთებს და არა უბრალო ლტოლვის გამო.
ნიას ერთისული ქონდა როდის აღმოჩნდებოდა მასთან ერთად მარტო ოთახში.
.....
მიხარია რომ მოგწონთ.
პ.ს. თუ რუსული არასწორია ნუ გამაკრიტიკებთ ჩემი ცოდნა-არცოდნის გამო wink



№1 სტუმარი A

Kai araushav rusuli aec me mexateba gulze sul albat 10-15 sityva vici da esaa chemi maragi. Magari xar da magaria istoriac.

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargiaaa...gaagrdzeleee
--------------------
G.ke

 


№3  offline წევრი natia-natia

კომწონს კარგია

 


№4 სტუმარი parker

ძალიან მაგარია ძალიან მომწონს ოჰ ეს დანიანი როგორ მიშლის ნერვებს რა აქვს ჩაფიქრებული ამ ვიგინდარას!? (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა დამიანზე ვაფრენ) და ველოდები შემდეგ თავს

 


№5  offline წევრი kiko

ვაიმე ვაიმე ვაინე :დ ძაან კარგია ❤ ნწ ეს რა მომენტზე გაწყვიტე

 


ვაიმე რა მაგარია აი ძაან მომწონს
--------------------
romantikosi mwerali

 


№7  offline წევრი Скорпион

ძააან მაგარიაა...

 


№8  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუუ რა მაგარიი ტიპიააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent