შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობი (თავი 8)


19-02-2016, 21:21
ავტორი ninas gogo
ნანახია 2 056

ზარი გადიოდა ნიკა კი ტელეფონს არ იღებდა, ათასი შეტყობინება დაუტოვა, წინ და უკან დადიოდა, პარალელურად მარიამს დაურეკა რომ მოსულიყო, 2საათში კი უკვე ტასოს დედაც ჩამოვიდოდა. ნიკა ამ დროს ბიჭებთან ერთად იყო და ტელეფონი სახლში დარჩენოდა
-მოდი ჩვენს ახალ მომავალს გაუმარჯოს( საბა)
-გაუმარჯოს
სამივე ხმაში თქვეს ბიჭებმა, ჭიქები მიუჭახუნეს და არაყიც ჩაუშვეს საყლაპავ მილში, იგრძნეს ტემპერტურის მომატება სხეულში, ლიმონიც მიაყოლეს. ცოტახნის შემდეგ ლუკამ ბიჭებს გადახედა და ნიკას მიუბრუნდნენ
-რა სახეებით მიყურებთ (ნიკა)
- ბიჭო არ გიფიქრია შენი დის პოვნა? (ლუკა)
- არა და გაგაფრთხილეთ მემგონი თქვენ რო არ დამელაპარაკოთ ამ თემაზე.
- ნიკა, აქამდე მოგითმინეთ გვესმის შენი მაგრამ, რატო არგიცდია შენი და გეპოვა, ის ხომ არაფერს შუაშია, იქნებ რა ჭირს როგორაა? ხო თქვეს პრობლემა როქონდა გააშვილესო იქნებ ეხლაც აქ, ჭირდები რატო ხარ ეგოისტი? გიორგი ცდილობდა ეს ყველაფერი წყნარად ეთქვა, შემდეგ ხმამაღალი ნათქვამი მოუვიდა, უნდა ეთქვა მისთვის უკვე ვეღარ ითმენდა ასე რომ იქცეოდა მისი ძმაკაცი ასე ეგოისტურად და ლაჩრულად და ამ ჯერად დაარწმუნებდა და სიმართლესაც ეტყოდა. ნიკა თავდახრილი იჯდა, თითოეული მათი სიტყვა სტკიოდა რასაც ეუბნებოდნენ, ამ თემაზე როგორც კი შეეხებოდნენ ამხელა ბიჭს შეეძლო ამდგარიყო და ეტირა.
-ჩემი და გარდაცვლილია.. (ნიკა)
-რა გარდაცვლილი არც მოგიძებნია ვაფშე(ლუკა)
- სასამართლოზე რომ ქალი იყო ექთანი, ვნახე ეგ ქალი რამდენიმე წლის წინ და გარდაცვლების საბუთებიც გადმომცა, ვისთანაც გააშვილეს, იმათმა მითხრესო. კრიტიკული მდგომარეობა ჰქონდაო და ვეღარ გაუძლოო. თქვენ გგონიათ არ ვეძებდი არმინდოდა? ცუდად რატომ ვიყავი თქვენი აზრით? ამის გამო რომ არც კივიცი როგორი იყო ჩემი ტყუპისცალი, ჩემი დაიკო, პატარა გოგო, რომელიც უნდა დამეცვა მასთან ერთად გავზრდილიყავი. ბიჭები უხმოდ იჯდნენ , არც იცოდნენ ეს ამბავი, გიორგი კი გაფითრებული იყო,ნიკას ზურგზე მსუბუქად დაარტყა და ბოდიში მოუხადა.
ანასტასია სახლში ვერ ისვენებდა, აღარ იცოდა რა ექნა, კარზე ზარი იყო, გავარდა, მარიამი შემოსულიც არიყო ეცა და ჩაეხუტა.
-კაი გოგო ჩამიმტვრიე ძვლები, რა გჭირს რა სახე გაქვს? (მარიამი)
- მარიამ რაღაც უნდა გაჩვენო(ტასო)
-მიდი
ანასტასია ისევ კაბინეტში შევიდა, თაროზე ავიდა და ისევ ის სურათი აიღო მარიამს გაუწოდა და კითხა თუ ეცნობოდა. მარიამს სახეზე ფერი აღარ ედო.
-შენნ? ეეს.. საიდან გაქვს?(მარიამი)
-თაროებს ვალაგებდი და წიგნში იდო(ტასო)
-შენც იმას ფიქრობ რასაც მეე?(მარიამი)
-ხოო.. (ტასო)
-ტასო ეს ხომ შეუძლებელია, ეს გამორიცხულია, არ ემთხვევა
-მარიამ, არვიცი მინდა რომ ბოლომდე გავარკვიო და დავრწმუნდე რომ სიმართლე არ არის, ნანა(ტასოს დედა) ჩამოვა უკვე სადაცაა.
-ნიკა სადაა დაურეკე?(მარიამი)
-კი გოგო მილიონჯერ და არ იღებს(ტასო)
- ბიჭებს დავურეკავ მათთან შეიძლება იყოს (მარიამი)
-ხომიდი (ტასო)
ლუკამ აიღო ტელეფონი და ლამის ჩაყვირა
-ჩემი პრინცესაა, რამ გაგახსენა თავი( ლუკა)
- ლუკ ნიკა შენთან არის?
(მარიამი) ლუკას ხასიათი მაშინვე შეეცვალა როგორც კი მარიამის შეშინებული ხმა გაიგონა
-კიი რა ხდება? (ლუკა) და ნიკას გადახედა
- მოვიდეს უთხარი რა სასწრაფოდ ტასოსთან(მარიამი)
-კაი მარუს ვეტყვი(ლუკა
-მადლობა დიდი (მარიამი)
ლუკამ უთხრა ნიკას დანაბარები, ბიჭებმა აიჩემეს ჩვენც წამოგყვებითო, მაგრამ ნიკამ დაუშალა, მარტო წავალ, თურამეა ეგრევე დაგირეკავთო და კარგიო მოახსენეს.
-მოვა?(ტასო)
-კიიი (მარიამი)
- ღმერთო არ მჯერა(ტასო)
-ტას დამშვიდდი რა ყველაფერი კარგადიქნება, რაც არუნდა მოხდეს ჩვენ ხო მაინც ერთად ვართ სულ(მარიამი)
-ხო შენ რო არიყო რა მეშველებოდა(ტასო)
-არც არაფერი(მარიამი) და ენა გამოუყო
-იდიოტოო(ტასო) ცოტა გამხიარულდნენ გოგოები. მათი მხიარული იდიალი კარზე ზარის ხმამ შეწყვიტა. მარიამი წავიდა კარების გასაღებად, ტასოც მას მიყვა, კარები გაიღო და ნიკა დაინახეს რომელიც ნანას ჩემოდნები ჰქონდა ხელში და სახლში შემოიტანა. ორივე გადაკოცნა. ნანა სიხარულით შეეგება მარიამს და შემდეგ ანასტასიას. გულში ჩაიკრა და მის სურნელს გრძნობდა.
-როგორ მომენატრე დეე(ნანა)
-მეეც(ტასო)
რაც შეეძლო მთელი ძალით გაუღიმა ანასტასიამ ნანას.
ჩემოდნები შეიტანეს ნანას ოთახში შეიტანეს. ოთხივე მისაღებ ოთახში შევიდნენ. ნანა და ნიკა გვერდიგვერდ დასხდნენ მარიამი ტასოს ჩაეხუტა და გაამხნევა და ისიც დაჯდა. ტასომ წყალი მოსვა, ღრმად ჩაისუნთქა და ლაპარაკიც დაიწყო..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent