მწერლის სიზმრის თეორია (სრულად)
*** „ გუშინ წმინდა თოვლმა დაფარა ჭუჭყიანი მიწა, სახლები, ხალხი და მეც წმინდად შემიყვარდა, წმინდანი, მხოლოდ. შემიყვარდა მისი მწვანე თვალები და უაზროდ თხელი თმა. შემიყვარდა მისი გამოხედვა.. და მისი თითოეული სიტყვა შემიყვარდა. აღმოჩნდა, მისი გემოვნება უკვე მიყვარდა. ტუჩები ჰქონდა რაღაც საოცარი... ღვინოსავით მწველი, გამომწვევი და ამავდროულად ტკბილი. ელექსირს მიუგავდა მრგვალი ტუჩები. ოდნავ კეხიანი ცხვირი კი აშვენებდა მის ნაკვთებს. ღიმილი ჰქონდა? – ყველაზე სასურველი. ვერასდროს რომ მოიშორებდი გონებიდან. მახეც გემრიელი ჰქონდა... შოკოლადი დაესხა ცხოვრების გზაზე და მე, როგორც ღორმუცელა, შოკოლადების გიჟი, გავყევი მის კვალს. სახლი ჰქონდა პატარა, კომფორტული. უღრან ტყეში, მარტოობაში. გვერდით მდინარე მოქროდა და მისი კალაპოტიდან ამოვარდნილი ზოგიერთი შვილი ხმაურით ეხეთქებოდა ნაპირებს. შემიყვარდა ფოთლები, მისი სახლის ირგვლივ გაშლილნი, ფერადნი და მისი თვალებივით წმინდა. არემარეს ნელ–ნელა ეფინებოდა წმინდა თოვლი, ჩემს თმასაც ეხებოდა ნაზად და ისეც წმინდას ფრთებს ასხამდა. მეგონა, ახლა ქარი დაუბერავდა სადღაც შორიდან, შეარხევდა თმებზე დაკიდებულ ფრთებს და გამიშვებდა სადმე, შორს... შემეშინდა, კანკალმა ამიტანა. მეგონა ვეღარასდროს მოვაგნებდი მას. ვიჯექი სახლის მახლობლად. ღია ფარდებიდან სითბო გამოდიოდა, მისი, პირადი. და აკანკალებულ ძვლებს წამალივით ეამებოდა. მივჩერებოდი თბილ ბუხარს, რომელშიც წმინდა შეშა ათასნაირად იკლაკნებოდა, წვრილდებოდა და მეც მითრევდა. ამ დროს მძულდა ის, რადგან ასეთ ტანჯვას არგუნებდა საცოდავს შეშას. და შემდეგ მახსენდებოდა მისი თვალები, მწვანე, წმინდა... მახსენდებოდა და ისევ უსასრულოდ ვიკარგებოდი სიყვარულის მგზნებარე ცეცხლში. მე არ ვიცნობდი მას.. ვიცნობდი მხოლოდ მის ლამაზ თვალებს, ტუჩებს, ცხვირს, ნაკვთებს, თმებს და ვიცოდი – უნაკლო იყო. ვიცოდი მისი ბუნება და მიყვარდა მისი პეპლები, განიერი მინდვრიდან რომ მოჰქონდათ საოცრად გემოვნებიანი ყვავილები. ოცნებებში ასხამდნენ ხოტბას და ადიდებდნენ, ადგამდნენ გვირგვინს. მე შემიყვარდა გადამეტებით და შევეჩვიე მის ლამაზ თვალებს...“ *** კალამი დადო, ქურთუკი საღამურზევე მოიცვა და სახლიდან გავიდა. ჭრიალა კარი მიხურა და საგანგებოდ ჩარაზა, მხოლოდ ამის მერე დაეშვა კიბეებზე. ქარი ქროდა, ცივი, ყველა ძვალში გამტარი. ზამთარი იყო, პირველი თვე და მაინც ასე ციოდა. სულ ასე იცოდა ქალაქში, უაზრო ყინვა, მზიან ამინდშიც კი. თუმც ამ დღეს არ იყო მზე, არ ანათებდა უსასრულოდ სასრულ დედამიწას. მხოლოდ ის გრძნობდა შავ ღრუბლებში წვალებით გამოვლილ სხივებს, როგორ ელამუნებოდნენ სახეზე. ზეცისკენ მიეპყრო მზერა და უაზროდ მისჩერებოდა შავ ცას. ცხელოდა, ეგონა სახეზე ცეცხლი ეკიდა, გაკნაჭულ ფეხებზე კი, რომლებიც არ ემოცა რაიმე ნაჭრით, უნამუსოდ ეცემოდა ჰაერის ცივი ნაკადი და ძვლებს უყინავდა. პირი ოდნავ შეხსნა და მარცხნივ გაუხვია. მიდიოდა მახლობელ პარკში, რომელიც, როგორც ყოველ ზამთარს, ახლაც ცარიელი იქნებოდა. მხოლოდ ბეღურები და ის, სიწყნარე და ის, ფიქრი და ის გააღვიძებდნენ ნაადრევად ჩაძინებულ ბუნებას და ჩაერთვებოდნენ უხმო დიალოგში. სკვერს შორიდანვე მოსჭიდა თვალი და შენიშნა ერთი არსება, შორს, სკამზე მჯდომი, ყურში ყურსასმენებით და თითებში სიგარეტით. წამწამები ერთმანეთისთვის მიეკრო და ჩაფიქრებულიყო. ერთ წამს შეჩერდა, ვერ გადაეწყვიტა მისულიყო თუ სხვაგან წასულიყო. არ იყო მორცხვი, მითუმეტეს კი მაშინ, როცა სრულიად უცხოსთან უნდა დაეჭირა საქმე. წავიდა და ზუსტად მის წინ დაჯდა. ყურსასმენებისთვის არ ეცალა, დაჟინებით მიშტერებოდა უცხო მამაკაცს. ბოლოს მოუნდა მოეწია, თანაც უფუნქციოდ დარჩენილი სიგარეტი მამაკაცის ხელში, შეეცოდა. წინ ჩამოუდგა და დაიხარა. ცხელი სუნთქვა შეაფრქვია სახეში. მამაკაცმა ნელა გაახილა თვალები. მწვანე, უსაზღვრო თვალები გამოაჩინა, სევდით სავსე და ჟრუანტელმა უნებურად დაუარა ტანში. ეგონა ენა ჩაუვარდა, გაშტერდა, ვერ მოსწყვიტა თაფლისფერი თვალები მამაკაცის მწვანე თვალებს. თითქოს ჭაობში იყო და ისიც უფრო და უფრო ითრევდა თავისკენ. – შემიძლია დაგეხმაროთ? – ამოიჩურჩულა საბოლოოდ მამაკაცმა. თითქოს ბურანიდან გამოერკვა, თავი გააქნია და ისევ უაზროდ მიაშტერდა. – შეიძლება დავჯდე? – რამდენიმე წუთის პაუზით ჰკითხა. მწვანეთვალებამ გაიცინა და დაჯექიო, ანიშნა. მორჩილი ბავშვივით დაეშვა გაყინულ სკამზე და სივრცეს მიაშტერდა. არადა, უნდოდა, მისი თვალების სიმწვანისთვის კვლავ არ მოეშორებინა თვალი. ნარკოტიკივით იყო... – მომაწევინებ? – ჰკითხა სივრცისთვის თვალმოუშორებლად, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ. – აჰა, – გაუწოდა სიგარეტი, თითებს შორის გაჩრილი. მორჩილადვე გამოართვა და პირთან მიიტანა, შემდეგ ასეთი სახით გახედა მამაკაცს: „ასანთი?“. – მაპატიე, არ ვეწევი და არ მაქვს, – თავი გაიქნია ისევ არ შეუხედავს მისთვის. უაზროდ ამოიხვნეშა და ჯიბეები მორიგეობით მოჩხრიკა. გულის ჯიბეში აღმოაჩნდა. მოუკიდა და ისევ მიაშტერდა სივრცეს. – რას უსმენ? – ჰკითხა კვლავ. – “Birdy”-ს, – გასცა პასუხი უმალ. – კარგი არჩევანია. – როგორ ფიქრობ, ეხმარებიან ადამიანები ადამიანებს? – ღიმილით მიატრიალა სახე გოგონასკენ და მის პროფილს დააკვირდა. – არა. – მოკლედ მოუჭრა. გაეღიმა უფრო ფართოდ. – რატომ ეს? გაკვირვებულმა ახედა, რას მეკითხებაო. – საღამურები... – სწრაფად მიუთითა. – კარგი კონტრასტი იქმნება საღამურებსა და ქურთუკს შორის, – ღიმილით ჩაილაპარაკა და წვალებით მოშორებული მზერა მისი ლამაზი თვალებიდან, უსივრცო სივრცისკენ გადაიტანა. – ძალიან, – სიცილითვე ამოიჩურჩულა. – ელენე, – გახედა უმალ. – ლამაზი სახელია, – მოკრძალებით დაუქნია თავი. – ჰო. – შენც ლამაზი ხარ, – დაამატა. – ჰო, ალბათ, – უაზროდ ამოიჩურჩულა და მოტიტვლებულ ფეხებზე დაცვარული თითები ჩაიტარა. – გცივა, – მომენტალურად გაიხადა თითქმის უფუნქციო ქურთუკი და ფეხებზე მიაფარა. – ახლა შენ შეგცივდება! – უარის ნიშნად თავი გაიქნია და დაბრუნება მოიფიქრა, რომ შეაჩერა. – People help the people and if you’re homesick give me your hand and I’ll hold it… – წაიღიღინა მამაკაცმა. გაყინული ხელი გაუწოდა ელენემ და ღიმილიანი სახე შეანათა მწვანე თვალებში. ცხელი ჰქონდა ხელები მამაკაცს, ძალიან ცხელი და ერთ წამს იფიქრა ქალმა, რომ ხელი დაეწვება. – ვითომ? – ჰკითხა ღიმილით. – ნამდვილად. – გიყვარს? – მიყვარს. – შეგატყე. – მე სულ ახლახანს შემიყვარდა! – გაოცებულმა წამოიძახა. – ახლახანს? – გაშრა. – დიახ. – მე კი... მეც შემიყვარდა! – უპასუხა გახარებულმა უმალ. – უნდა წავიდე, საქმეები მაქვს, – ხელი უშვა და ფეხზე წამოდგა, თითქოს რაღაცამ ძლიერ დააფრთხოვო. თვალები დაახამხამა ელენემ და მამაკაცი უკვე სკვერის ბოლოში იყო. *** „ მე შემიყვარდა თითოეული წუთი, მასთან გატარებული. გავყევი მას. ვერ ავიტანე ის ფაქტი, რომ უკანასკნელი იქნებოდა თუ რამეს არ მოვიმოქმედებდი. სკვერს ტოვებდა უკვე, მე რომ სწრაფი ნაბიჯებით ავედევნე და მაინც მოვახერხე დაწევა. ახლოს ცხოვრობდა და თან ძალიან შორს. მიჭირდა მევლო ტყე–ღრეში, ფეხსაცმელები ძლიერ მტკენდა თითებს და ხეები კი მიკაწრავდნენ შიშველ ფეხებს. მისი ქურთუკი ახლა ჩემს მხრებს ათბობდა და ყელში წვის შეგრძნება მიმძაფრდებოდა. მოუშორებელი სუნამოს სურნელი ნელა ეხებდნენ ჩემს ნესტოებს და ცხვირში სასიამოვნოდ მიღიტინებდნენ. თუ დავუბრუნებდი, ვაკოცებდი და ჩემს გემოს მოვდებდი მის ქურთუკს მაინც... აბა მისი გემრიელი, ტუჩები არ მაღირსებდნენ ბედნიერებას, ზუსტად ვიცოდი. შუა ღამემდე მივჩერებოდი და ვერ ვგრძნობდი სიცივეს. მისგან წამოსული უდიდესი სითბო მათბობდა. მიყვარდა მისი თითოეული მიმოხრა, ყველაზე მეტად. მისი მოცემული სიგარეტის ნამწვი ჩემს ჯიბეში იდო. ძლიერ რომ მომენატრა, ამოვიღე, მივეფერე და პირში უფუნქციოდ ჩავიდე. გავიტრუნე, ისეც გატრუნული. ფილტვებს მისი სიტკბო ჩაეღვარა. მე მიყვარდა თითები, რომლებიც მას ეხებოდნენ და მიყვარდა ისიც... რა თქმა უნდა! თოვლი უკვე დიდ ადგილს იკავებდა ჩემს ტანზე და მამძიმებდა. ყინვაც ყველა ძვალს მიცახცახებდა, შუა ღამით, როცა შუქთან ერთად ჩემი სითბოს გამომსხივებელიც ძილის საშუალებით ჩაქვრა. ძლივს წამოვდექი ფეხზე და რამდენიმე წამით ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელს სხეულზე კონტროლი წამრთმეოდა. წვალებით ავაყვირე თოვლი ჩემს ფეხებს შორის. ვუყურებდი ბნელ ღამეში თეთრ, მნათ თოვლს და ვხედავდი, როგორ მიყვიროდა და მეჩხუბებოდა. კართან გავჩერდი. ვიცოდი, რომ დანაშაული იყო, მაგრამ სხვა არაფერი შემეძლო. დავაკაკუნე.“ *** მამაკაცი გაკვირვებული წამოდგა საწოლიდან. უკვე დიდი ხანი გასულიყო სტუმრების უკანასკნელი მოსვლიდან. არავის ელოდა. თუმც ამ თოვლიანი დღის შემდეგ, არც იყო გასაკვირი, ალბათ. ეგონა მონადირე იქნებოდა ან რომელიღაც უიღბლო, რომელიც ამ ტყეში დაიკარგა. გამოხსნა კარი და შექანდა. ვერასდროს წარმოიდგენდა და არც არასდროს მოელანდებოდა, ამის შესაძლებლობა ნულის ტოლი იყო. თვალები მოისრისა და თოვლიან, ნაცნობ სახეს რომ შეხვდა კვლავაც, კარიდან ფართოდ გაიწია. – შემოდი, – უემოციო ემოციურობით ჩაილაპარაკა. – ვერა, – სლუკუნით წარმოსთქვა ქალმა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო. მიხვდა, რომ გაყინული იყო, რომ დიდი ხანი გარეთ დაბოდიალობდა ან რამე, მსგავსი და წელზე შემოხვია ხელი, ფეხებზეც და უცებ აიტაცა. ქალს თვალები ეხუჭებოდა. *** „ბუხარში ცეცხლი იკლაკნებოდა და დროდადრო დახშული ხმით ყვიროდა. მეც მისმა ყვირილმა გამაღვიძა სწორედ. თავთან, ახლოს, ყავის სურნელი იგრძნობოდა. სითბოც. დაფქული მარცვლები... ღმერთო, თავი! ადაჯიო, ბახი, ღმერთო, როგორ სასიამოვნოდ ედებოდნენ სმენას და როგორ სასიამოვნოდ მითრთოლებდნენ სხეულს. ბუხარი, ადაჯიო, ყავა... ყავა, ადაჯიო, ბუხარი... ღმერთო, მწვანეთვალება! – გამარჯობა, – ჩურჩული და ექოდ გაცემული ხმა ჩემი მისუსტებული. – გაგიმარჯოს, – ისევ მწვანე თვალები ჩემ წინ და საუკუნოდ მოჩვენებული წამის მეასედი. ბახი...“ *** ბუხართან, ახლოს, ერთსაწოლიანი ედგა, მის გვერდით კი სავარძელი. თავად სავარძელში მოთავსებულიყო და ცხელ ყავას მიირთმევდა. ზოგადად, ყავა არ იყო ის, რაზეც გიჟდებოდა, თუმც ამ გამონაკლის მომენტს, გამონაკლისებით მასპინძლობდა. გაიღვიძა. იგრძნო, რომ გაიღვიძა ქალმა, თუმცა არ ცდილობდა ნაბიჯის გადადგმას, უბრალოდ, ელოდა სტუმრისგან არაფერს. ჰო, არაფერს ელოდა, ზუსტად. – გამარჯობა, – ჩახლეჩილი ხმით ამოიჩურჩულა ქალმა. მცირე ხნის განმავლობაში, თითქოს უჭირდა კიდეც პასუხის გაცემა... მერე პატარა მაგიდაზე გადადო ყავით ნახევრადსავსე ჭიქა და საწოლთან, მისი სახის პირდაპირ, მორთხმით დაჯდა იატაკზე,თვალებში მიაშტერდა და პასუხი გასცა, მისალმებითვე. – რა გქვია? – ღიმილით ჰკითხა ელენემ. – არ მახსოვს... – მხრები აიჩეჩა და სახეზე ხელი ჩამოისვა. ქალმა მარჯვენა, მისუსტებული თითები ზემოთ ასწია და სწორედ იმ მხარეს ჩამოატარა კაცის სახეზე, სადაც მან თავადვე ჩამოიტარა, რამდენიმე წამის წინ. გაეღიმა. – ვფიქრობ, დენიელი დაგამშვენებდა! – ღიმილით წარმოსთქვა. – შენს თვალებში უხილავი დენი მოძრაობს, დენიელ! – შეიძლება, – მხრები აიჩეჩა და გასწორდა. – ყავა, შეიძლება? – გალურჯებული და გამშრალი ტუჩები გაისველა. – რა თქმა უნდა. *** „სიმშვიდეს უხდებოდა ყველაფერი, ადაჯიოც, შეშის ჩუმი კივილიც, ყავის ნაზი სურნელიც. თითქოს ერთ ვაკუუმში ვიყავი, კაცის ვაკუუმში. გარეთ თოვდა და დილა იწყებოდა. და მე ვგრძნობდი. ყველაფერს ვგრძნობდი, სიყვარულს, სიმშვიდეს, ბედნიერებას... ტკივილსაც. დიდი ტკივილი მეფობდა ყველაფერში. ბუხარშიც, კედლებშიც, ავეჯშიც, ფინჯნებში, თვალებში, არსებაში - ყველგან, ყველგან ტკივილს დაეგდა გვირგვინი თავზე და ეშმაკურად იღიმოდა. მე ეს ტკივილიც მიყვარდა, თავისებური ხიბლი რომ ჰქონდა. თვალებში ნაპერწკლები, არსებაში ცეცხლი... რა ჰქვია ამ ბიჭს? - დენიელი... ჰო, დენიელი. და მერე ყველაფერი ერთნაირია. მხოლოდ დენიელი, მე, ყავა და ბუხარი. დიდი ტკივილი და სიყვარული, სიმშვიდე, ბედნიერება...“ *** - რატომ ხარ ასეთი? - ჰკითხა ქალმა. - ასეთი როგორი? - გაეცინა და ბუხარს მიაშტერდა. - იდუმალი და გამჭირვალე. - ორივე ერთად? - იმიტომ გეკითხები... - ბევრი მინახავს. - მეც, შენ წარმოიდგინე. - შენც იდუმალი და გამჭირვალე ხარ მერე... - არ მეტყობა. - კი, როგორ არა?! - არავის უთქვამს. - ადამიანები ერიდებიან კომპლიმენტებს. - ეს კომპლიმენტია? - რატომაც არა? - მაშინ ჰო, მე იდუმალი ვარ. - და გამჭირვალე. თითქოს არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. არც ერთი წამით არ ჩაფიქრებულა ელენე, არც დენიელი. თითქოს მარიონეტები ყოფილიყვნენ და აზრებს კი არ უზიარებდნენ ერთმანეთს, გადმოსცემდნენ. კაცის სახეზე ბუხრის სინათლე ირეკლებოდა. საოცრად უშნო ნაკვთების ქვეშ, იდუმალი სილამაზე იმალებოდა. და მაინც, თვალები... ცეცხლის წითელი ნაპერწკალი ღვივდებოდა გაზაფხულისებრ სიმწვანით აჭრელებულ თვალებში. - და მაინც, რა გადაგიტანია? - ჰკითხა ელენემ, ძალიან აინტერესებდა. - მე მიყვარდა... ყველა მიყვარდა. - ეგ შევამჩნიე. დუმილი და უწყვეტად გაბმული ადაჯიო. - მერე ყველამ დამტოვა... ანგელოზის გზა აირჩია დედამ და ცოლმა. ახლაღა დააკვირდა თითებს. თითქოს სულ რამდენიმე წუთის წინ მოეხსნა ბეჭედიო. - დანარჩენები? - სხვა არავინ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. - იღბლიანი ხარ! - შენ ამას იღბლიანობას ეძახი? - ნერვიულად გაიცინა. - ორი ადამიანი... მხოლოდ ორი დაკარგე. მე კი ყველას ვკარგავდი, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. თუ კი ვინმე მეკარებოდა, დენს ვარტყავდი. - ანუ? - ანუ არაფერი. ჰო, არაფერი გამაჩნია მე ამ ქვეყნად. - და მაინც, შენ მეტად იღბლიანი ხარ! - გგონია არ მტკივა? - გეტყობა, შეგიძლია ემოციების დაბლოკვა. - ადვილი სათქმელია. - შენი გონება... საოცარია! - ღირებული არაფერი შემიქმნია ცხოვრებაში, რატომ ფიქრობ ასე? - იმიტომ, რომ სულ მალე შექმნი! *** „ხავერდოვანი ხმა, რომელსაც დიდი ტკივილი ახლდა, ჩამესმოდა და თითოეული ბგერა ჟრუანტელად ედებოდა ჩემს არსებას. საოცარი იყო, ადაჯიოს ფონზე ყველაფერი თუ ხიბლს კარგავდა აქამდე, ახლა ისიც იაფფასიანი გამხდარიყო. გარეთ ისევ თოვდა. წმინდა ფანტელები უწმინდურ მიწაზე დაცემისას იკლაკნებოდნენ, ტიროდნენ, ყვიროდნენ... და არავინ იყო მათი მშველელი, მფარველი, გამზიარებელი. მხოლოდ მე მესმოდა, მათი თითოეული წამოკივლება, შეშის თითოეული ამოხვნეშა და იმპულსები, ხმაურით რომ მიერეკებოდნენ მამაკაცის მთელ სხეულში ტვინისკენ ემოციებს. მიყვარდა? ჰო, მიყვარდა. და მერე? მერე გამეღვიძა.“ *** უკანასკნელი წერტილი დასვა. ეს იყო ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი ოდესმე შეუქმნია. პირველი იყო... ჰო, პირველი. ისევე, როგორც ილუზიაში შეკედლებული სიყვარული. წმინდა... თოვლივით ქათქათა წმინდა. კარზე დააკაკუნეს. კედელს მიშტერებოდა და ფიქრების სასახლეში მოგზაურობდა. საიდან ამდენი ფანტაზია? როგორ შეძლო და შეიყვარა მწვანე თვალები, რომლებსაც არასდროს უარსებიათ? - ეს რა არის? - ფურცლებს დააშტერდა მამაკაცი. - არაფერი, წადი. - წამაკითხე. - წადი-მეთქი! - წავიღებ. - რატომ არასდროს მიდიხარ შეცდომის გარეშე? - ეს შეცდომა არაა. წაიღო. ღმერთო, როგორ დაუშვა? გაატანა. ის გაატანა, რაც ყველაზე ძვირფასად ეჩვენებოდა. კიდევ უნდოდა დაეწერა, გაემეორებინა, თუმცა ვერა, ვერ შეძლო. მერე ხელი კრა პატარა მაგიდას და გადააყირავა. ფურცლები მტვერჩამჯდარ იატაკზე გაიშალნენ და შავად შეიღებნენ. *** მორიგი მცდელობა ჰქონდა წერის. უბრალოდ, გარეთ თოვდა და ფანჯარასთან მდგარს სიკვდილამდე მოუნდა ეწერა. განა რა იყო ეს?! ვერ დაწერა. ისევ დააკაკუნეს. ისევ არ აღებდა. ბოლოს, რომ არა და არ შეწყდა ბრაგუნი, გასაღებად დაიძრა. ეს არ იქნებოდა თავისი ძმა, არავითარ შემთხვევაში, რადგან, როცა მას არ უხსნის კარს, ძალიან მარტივად შემოდის, დაუპატიჟებლად. - საღამო მშვიდობისა, ელენე, - გაუღიმა დენიელმა. კედელს მიეყრდნო. ღრმად ამოისუნთქა და მწვანე თვალებში ჩახედა. - მიცანი? - ნუთუ?! *** როგორც ყოველთვის, ახლაც არ წამიკითხავს, უბრალოდ, მინდოდა დამეწერა და რამდენიმე საათში 'შევუსრულე' :დ დიდი მადლობა, რომ წაიკითხეთ ^_^ შეიძლება ცოტა შეუსაბამო სათაური გეჩვენოთ, მაგრამ დაუკვირდით ^^ მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.