შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულში ჩარჩენილი


19-02-2016, 23:24
ავტორი giorgi avetsvashvili
ნანახია 1 582

ქარს გამოვყვები, ქარს, დრო ემოციებს ჭამს, გამწარებული ვწერდი წერილს, მაგრამ არ ვიცოდი, მართლა შევძლებდი დაგოლდებოდი მთელი ცხოვრება
ჩემო სიცოცხლე?.. იცი?! დავიკარგე სამყაროს უკინითობაში.... დრო გავიდა, კი ის დრო, რომელმაც ყველაფერი დაანგრია, გაანადგურა, მაგრამ არა ის
გრძნობა რასაც შენდამი ვგრძნობ. დრო, ხომ ემოციებს ჭამს, ზუსტად ამის მეშინია.
მე, ვეღარასდროს ვერ გნახავ ალბათ, ვერ მოვალ, შენთან, ... მე ყოველთვის ვიცოდი, რომ მოწამლულ წარსულს ვერ განკურნავს, ვერანაირი ბედნიერების
ტრიუმფალური წამები...მაგრამ ბედნიერების წამებიც მომიკლეს უუფლებო შავმა ღმერთებმა. ასევე მინდა ისიც გითხრა, რომ მე არასდროს მქონდა იმის თავი
რომ შენთვის ყველაფერი მეთქვა, უბრალოდ ოცნებებს ვეპრანჭებოდი. ვოცნებობდი და ამ ოცნებების ტალღებში გეუბნეოდი, ნინა ნუ მოკლავ სიყვარულს ცოტაც
ვაცოცხლოთ, სიზმარში მე ვხედავ შენს მოქარგულ კაბას და ვეცეკვებოდი ჩემს თავს სიკვდილამდე, ვე ვოცნებობდი ყოველთვის, რომ მოხვიდოდი ჩემთან და ვგრძნობდი
დარჩებოდი, რადგან უშენოდ მეგონა მოვკვდებოდი. ასევე მეგონა, რომ მე ყველაფერს მოგცემდი შენ, რასაც მთხოვდი და შენ მოგიძღვნიდი ყოველ ჩემს წამს,
უბრალოდ მინდოდა ერთხელ ჩაგეხედა თვალებში და დაგენახა სამყარო ბილწი რომელიც ჩემში იყინებოდა...
ეს იყო, გრძნობა, დიახ ჩემო სიხარულო ეს ის მრავალსაუკუნოვანი სენი იყო, რომელმაც ჩამფერფლა, შენდამი ჩუმმა ტრფობამ არ დამინდო. ახლა ერთდროულად
იმდენი მოგონება იყრის თავს, იმდენი ბედნიერების და ტკივილით სავსე საღამაოები, რომელიც შენგამო განვიცადე, რომ ზე ყოველ წამში ერთხელ
ვფიქრობ, მაგრამ ეს უაზრობააა ხომ? როდესაც შენზე ვფიქრობ არ მაქვს უფლება გადავდგა ნაბიჯი ასეთი,..
ჩემი ტკივილი წესით შენი ტკივილი უნდა ყოფილიყო. მე მოვიჭრიდი, წარსულს რთულს ოღონდ შენ არ გტკენოდა!
როგორ ცივა ნეტა იცოდე... გარეთ არა ლამზო აქ ცივა აააააქქქ ჩემში იყინება სამყარო ბილწი. ვზივარ და ვგრძნობ მოგონებების ზღვაში როგორ მოვდივარ შენთან. ჩემთვის ახლა სულიერიც კი უსულოა. მინდოდა
გცოდნოდა სასჯელი ჩემი, ხოო ხო ის სასჯელი რომელიც განგებამ მიბოძა და ეს სიყვარულია. ზოგი იძახდა ისე უყვარდა ღმერთო თურმე დიდხანს ელოდაო, უზილობისგან ძალა გაცლულს აღარც შეეძლო ამ ქვეყნად
არაფერიო, ერთნი ამბობდნენ ჭკუაზე შეშალა ამ სიყვარულმაო, ხოლო მეორენი სულ აამაღლა ამ გრძნობამო, რას გაიგებ ხალხი ხომ ჭრელია როგორც ცისარტყელა.
როცა შენთან ვიყავი, მხოლოდ იმ მომენტში არ მეზიზღებოდა საკუთარი თავი!... ))) მაგრამ ახლა აღარაფერი მახსოვს, ვეღარაფერს ვგრძნობ, მე გთხოვდი ნუ
მოკლავდი სიყვარულს უბილწოს, სუფთას ერთადერთს რიალურს და შეუცვლელს ამ ცუდვით სავსე სამყაროში, მაგრამ შენი ჩვევა ის იყო რომ არავის უსმენდი მეც კი.
დღეს მაქვს ცხოვრებაში ყველაფერი, მაგრამ არა სამყაროში, რადგან შენ ხარ ჩემი მთელი სამყარო, მასსავით ამოუცნობი და იდუმალი ხარ დღემდე, 6 წელი, გესმიიიიის?
6 წელი გავიდა და შენი სახის გახსენებაზე ახლაც ცრემლებით მევსება თვალები, მაგრამ არ ვტირი, რადგან ტირილი მხდალთა ხვედრია, მინდა იცოდე ჩემო სიყვარულო, რომ
შენ არაფერში არ გადანაშაულებ.
ახლა ვზივარ, ჩემს ოთახში და ფიქრები, მოგონებები არ მასვენებენ, შენი ხმა ყურში ჩამესმის და მოსვენებას მიკარგავს, შენი სიმღერა კი თავს მაკარგვინებს. ვერასდროს ვერავინ მიგებდა, რას განვიცდიდი, ხან რას
იძახდნენ ხან რას, ერთნი ამბობდნენ ამ სიყვარულმა სულ ამააღლაო, ხოლო მეორენი პირიქით, ზოგმა გიჯათ, სულელად და რათ არ შემრაცხეს... ხოლო კიდევ იყვნენ ისეთი ადამიანები რომ იძახდნენ, დიახ
ბიჭია, მას უყვარს, ისე ძლიერად როგორც ბევრს არაა, და ის იტანჟება, იმიტომ რომ განგებამ უწოდა ასეთი ბედიო, მაგრამ არც მათ არ ვეთანხმებოდი არსდროს მითუმეტეს, რომ მათი მოსაზრება ყოველთვის რაღაცით
ჩემს შინაგან სამყაროს ემთხვეოდა.
მომავალში ჩაკარგული - თავი I
ვზივარ ოთახში იქ სადაც სიცივე გამეფებულა, სადღაც ჩემგან მალულად, მაგრამ ეს სიცივე ვერას დამაკლებს იმასთან შედარებით რაც შენი სითბოს დაკარგვით ვიგრძენი, გარეთ ცივა, წვიმს და ქარი ქრის, ზუსტად
ისეთი ამინდია მე რომ მიყვარს, რადგან ასეთ ბობოქარ და მრავლფეროვან ამინდში შენი სამყარო მახსენდება, ახლა შენი თმის სუნი მკლავს, ამ ფიქრებმა სულ მთლად გადამრია და წამოვდექი, ოთახში სიარული
დავიწყე და კედელს ბრაზისგან მუშტები დავუშინე, ხელებიდან სისხლები გამდიოდა, ტუჩიდანაც რადგან როგორც ჩანს ნერვიულობისგან ვიკმინე, ცრემლები კი ისე ნელა მომდიოდა როგორც შენ მცემდი ყოველ კითხვაზე
პასუხს. ახლაც მახსოვს შენი გრძელი თმა, მახსოვს შენი სიცილი რომელიც ყველაფერს მერჩივნა, დიახ როდესაც სენ იღიმებოდი სამყარო ბევრად ლამაზი და შესანიშნავი ხდებოდა, განსაკუთრებით კი ჩემთვის.
ოთახში კედელზე შენი სურათი მიკიდია და ხშირად მასაც ველაპარაკები, შეიძლება ახლა ვერ მიხსენებ ვინ ვარ, ასე თამამად და თავხედურად რომ გწერ წერილს მაგრამ მალე მიხვდები, თუ ვინაა ამ უსასრულო
წერილთა ავტორი,
გაზაფხულის მომაკვდინებელი სურნელი ტრიალებდა,გაზაფხულის სუნი ორგანიზმში მთლიანად მქონდა მოდებული, ოხ ის სურნელი რომლის გახსენებასაც დიდი ტკივილი მოაქ. ფანჯარა ღია მქონდა, მიყვარს გაზაფხულის სიოს რომ ვგრძნობ
რადგან ამ დროს შენ მახსენდები.
იმ დღეს ისეთი დაღლილი ვიყავი, არსად გასვლა არ მინდოდა, მაგრამ ბაბუაჩემა დაიჟინა მაღაზიაში გამეგზავნეო, მეც რას გავწყობდი მასთან და წავედი, გზაში სიცივემ დაისადგურა ჩემში. ჟაკეთი ჩავიცვი და გზას გავუდექი.
ამ დროს ვიგრძენი კანზე წვიმის წვეთებმა როგორ დაიწყეს თავხედურად სიარული, უცბათ გარშემმო მომაკვდინებელი სურნელი, უფრო უკეთესმა ჩაანაცვლა. მიყვარს მიწის სუნი, გაზაფხულით წვიმამდე რომ დგება,
ჟიბეებში ხელი ჩავიყავი, მაგრამ უკანვე ამოვიღე რადგან ყოველთვის მეგონა ეს ბანალური სიარული იყო, და აი ამ დროს ვიგრძენი როგორ დავეცი, როგორ შეეხო ჩემი სახე მიწას, მიწა ხურდა, ცხელი იყო იმის მიუხედავად
რომ ციოდა, თავი ავწიე და უცბად აღუწერელი სირცხვილი ვიგრძენი როდესაც შენ დაგინახე, თუ როგორ იცინოდი ჩემზე... შემოგხედე და ერთდროულად დამეუფლა მოუსვენრობა, სირცხვილი და ბრაზი,
შენ ისე გამოიყურებოდი, ისეთი შთამბეჭდავი იყავი, მახსოვს შენი თეთრი კაბა რომელიც ასე გქონდა ტანზე შემოტკეცილი, გრძელი შავი თმა, და სიცილი, ეს 3 კრიტერიუმი რამაც შენში თავიდან გამაგიჯა, მაგრამ
არ შევიმჩნიე, რომ შენით მოვიხიბლე და გზა გავაგრძელე.
მაღაზიიდან რომ დავბრუნდი სახლში, მაშინვე ჩემს ოთახში შევედი საწოლზე შორიდანვე დავეცი და ყურსასმენები ავიღე, მაშინ კი უსასრულობის, ფიქრების ზღვაში წავედი, რატომღაც შენზე მეფიქრებოდა. წამოვდექი სამზარეულოში გავედი
და ყავა გავიკეთე, შემდეგ კი აივანზე გავედი, იქ ერთი ძველებური ხის მდივანი იდგა, რომელშიც რაღაც ხიბლი იგრძნობოდა, მიყვარდა იქ ჯდომა და შესანიშნავი ხედით ტკბობა. ამ დროს კი ვიღაც გოგომ ველოსაპედით
ჩემს ქუჩაზე სიმღერით ჩაიარა, ინტერესმა წამომაყენა და გადმოვიხედე გზაზე, ის გოგონა კი შენ ღმოჩნდი, რომელიჩ 1 საათის წინ ჩემზე ასე გულიანად იცინოდა, დიდათ ყურადღება არ მიმიქცევია და ოთახში დავბრუნდი, ვერც იქ ვისვენებდი, რადგან გარედან შენი სიცილის ხმა სიმყუდროვეს
მირღვევდა, შენ და შენი მეგობარი ჯულიეტა ჩემს ქუჩაზე სეირნობდით და თან გასაკვირვებლად მაღალ ხმაზე იცინოდით, ეს ხმაური კი იმ მშვიდ ქუჩაზე სადც მე ვცხოვრობდი აუტანელი გახდა, პიჟაკი მოვიცვი და კიბები
ელვის სისწრაფით ჩამოვირბინე, კარი გავაღე და დაგინახე დაბლა იყავი დაცემული, მინდოდა შენზე კარგად გულიანად გამეცინა, მაგრამ არ გავიცინე, რადგან ჩემს თავზე არ მივეცი იმის უფლება, რომ ჩემს გამო
თავი უხერხულად გეგრძნო, ხელი გამოგისვირე რომ ამეყენებინე და შენ კი......
ნაწილი 2
როგორიცა ჩვენი გონება, ისეთივეა ჩვენი ცხოვრება.
ყოველთვის მეგონა, რომ მიწაზე დაჩოქილ აზრებს ვღალატობდი, მოვდიოდი შენსკენ, დიახ მე მოვრბოდი სენსკენ, ჩავიკრავდი ცრემლიან თვალებს გულში და შენ გადმოგცემდი ჩემს ბოლო სუნთქვას, ასევე ვფიქრობდი
რომ ყოველთვის შემეძლო მოკლული სიყვარულის გაცოცხლება შენში, მაგრამ ჩვენ აღგვაფრინა თეთრმა წყვდიადმა და მდუმარედ უცდიდნენ ჩვენს დასასრულს.
დღე მეორე, როდესაც თითქმის წყდებოდა თუ საით წარიმაღთებოდა ჩემი ცხოვრების მომავლის ბილიკები.
გუშინდელი ფაქტების შემდეგ აღშფოთებული ვიყავი, ვერ ვისვენებდი რადგან მეგონა, ჩემგან რაიმე გეწყინა იმ მომენტში როდესაც შენს აყენებას ვცდილობდი გზიდან. გადავწყვიტე შენთან მოვსულიყავი და ბოდიში მომეხადა,
მაგრამ არ ვიცოდი თუ სად ცხოვრობდი და თან წვიმას აპირებდა, ცაზე შავი ღრუბლები იყვნენ გამეფებულნი.
ქურთუკი ჩავიცვი, მობილური ტელეფონი ავიღე და გაერეთ გამოვედი. ამ დროს კი მაღააზიდან შენი დაქალი ჟულიეტა გამოდიოდა, თითქოს ბედმა გამიღიმა და გახარებული გავექანე მისკენ.
-გამარჟობათ, ჟულიეტა.
-შენ ის ბიჭი არა ხარ?! გუშინ ნინამ, რომ გამოგლანძღა?! და გულიანად გადაიხარხარა,
-კი მე ვარ, მინდა ბოდიში მოვუხადო გუშინდელისთვის.
-ბოდიში მოუხადო? და გაოცებული მიყურებდა...
-კიი, შეგიძლია გადასცე რომ დღეს საღამოს 7 საათზე დონჟუანების ქუჩაზე ველოდები?
-კიი გადავცემ. მაგრამ რა ვუთხრა ვინ დამაბარა თქო?
-ალექსი მქვია.
ჩემი სახელი ვუთხარი და ისიც წავიდა. დარჩენილი რამდენიმე საათი იმაზე ვფიქრობდი თუ რა უნდა მეთვა, იქნებოდა თუ არა ის წუთები მომნუსხველი წამი როდესაც შენ გნახავდი, ილუზიები შენს შესახებ თავს
არ მანებებდა.
უკვე 6 საათი იყო, გამზადება დავიწყე, რადგან მინდოდა შენზე შთაბეჭდილება მომეხდინა, არცერთი სვიტრი არ მომწონდა, ვერაფერს ვიხდენდი, შემდეგ კი როგორც იქნა რაღაც მოვირგე, ველოსაპედზე დავჯექი და
დონჟუანების ქუჩისკენ გამოვეშურე, გზაში წინწკლავდა, მაგრამ არ მეგონა თუ ძალიან გაწვიმდებოდა, იქვე ქუჩაზე მყუდრო ბარი ვნახე და მის წინ ვიდექი, სადაც კი თეთრ კაბიან გოგოს დავინახავდი, ვფიქრობდი
როგორც იქნა მოვიდა თქო, მაგრამ ახლოდან შენ არავინ გგაცდა, რადგა ერთი ხარ სამყაროში.
როდესაც იმედი გადამეწურა დავინახე ვიღაც თმა გაჩეჩილი გოგო როგორ მორბოდა წვიმაში, აი ის კი შენ იყავი. როდესაც ახლოს მომიახლოვდი, მთელ შენს სიმხურვალეს ვგრძნობდი.
-გამარჯობა,
-გამარჯობა ალექს, მომიგე და თან იცინოდი.
-რატომ იცინი?
-ეს ყველაფერი ცოტა უცნაურად მეჩვენება?!
-რააა? მე უბრალოდ ბოდიშის მოსახდელად დაგიბარე,
-ვიცი ჟულიამ მითხრა. აბაა? აქ უნდა შევიდეთ?
-კიი, არ გინდა?
-კარგი რააა, მეხუმრები? შეიხედე რა მკვდარი საზოგადოებაა ზის შიგნით.
-ხომ მაგრამ...მეეე.მეე.... თქმა არარ დამაცადე და უცბად ხელი ჩამკიდე, ამ დროს კი ვიგრძენი ჩემში როგორ დაიწყო ლავამ სიარული.
-მე ვიცი სადაც უნდა წავიდეთ.
-საად?
-"Levender"-ის მთაზე. გინდაა?
-იიქ? იქ ხომ არავინ იქნება?!
-არაა, მხოლოდ მე და შენ.
-მხოლოდ ჩვეენ?
-კიი, გინდა?
-მინდა.
ველოსაპედი ავიღე წინ დაგსვი მე კი უკან და გზაზე გადავედით, როდესაც ბორბლებმა დაიწყეს მიწაზე საათის ისარივით მოძრაობა, წამოვიდა გაზაფხულის სურნელი, ხოლო მისი სიო შენს თმას ჰაერში ჰარმონიულად
აფრიალებდა, მისი სუნს კი მხოლოდ მე ვგრძნობდი, დიახ მე მიყვარდა შენში თმის სუნი....
-აბაა საიდან ხარ? მომიგე და წელზე ხელები უფრო მჭიდროს შემომხვიე, ამ დროს კიი როდესაც შენი სხეული, ჩემსას შეეხო, დაიწყო ის, რაც ახლაც მიპყრობს,
-მე ბოდრუმიდან ჩამოვედი
-რააა? ბოდრუმინდა საფრანგეთში ჩამოხვედი?
-კიი, ასე მომიწია მამასთან გადმოვედი, რადგან დედა მეორედ გათხოვდა.
-ანუ შენი მამინაცვალი ცუდი გამოდგა?
-არაა, ეგ არფერ შუაშია, ისინი დიდი ხნით სამოგზაუროდ წავიდნენ და ამიტომ მომიწია აქ გადმოსვლა.
-აი მოვედით, მითხარი და ველოსაპედი გააჩერე.
ის ადგილი ისე მომწონდა, ისეთი განსაკუთრებული იყო, ირგვლივ ერთმანეთში იყო შეჭრილი მხოლოდ მწვანე და ცისფერი ფერები, გორაკზე კი მხოლოდ 1 სკამი იდგა საიდანაც მთელი ქალაქი მოჩანდა. იქიდან კი შეგეძლო ადამიანს დაგენახა ქალაქის ნებისმიერი ადგილი,
ისეთი სიმშვიდე იყო, ისეთი ჰარმონია სუფევდა, რომ შენს გულის ძგერას ვგრძნობდი, რომელიც ახლა უფრო გამალებით ძგერდა ვიდრე 1 საათის წინ. უცბად წვიმამ დასცხო შენ კი მე მომეხვიე
ჩამეხუტე, ხელებს მიჭერდი, ისე ძლიერად თქითქოს შენთვის მე ძვირფასი ვიყავი და ჩემი დაკარგვა-გაშვება არ გინდოდა.
-გინდა გავიქცეთ? მომიგე და წელზე ხელები გამიშვი.
-ახლაა? აააქ?
-კიიი. ახლა აქ მედა შენ.
-ეს ხომ სიგიჯიეა.
-მერე რა, ცხოვრებაც სიგიჯიეა.
ხელი ჩამკიდე და გავიქეცით მინდორზე რომლიც ზღვა სავით უსასრულოდ ჩანდა. წვიმაში კაბა სულ დაგისველდა, ამიტომ ჩემი პიჯაკი გეცვა, მისი გამორთმევა არც მინდოდა, რადგან მქონოდა მიზეზი მეორედ
შენი ნახვის, წვიმაში ისეთი შესანისნავი იყავი, ისეთი უნაკლო, უმწიკლო, აღმაფრთოვანებელი, რომ თავს ძვლივს ვიკავებდი შენთვის არ მეკოცნა, როდესაც ვხედავდი სახეზე როგორ ჩამოგდიოდა წვეთი, წვეთზე შემდეგ კი
ეს წვეთები შენს მკერდში ჩადიოდნენ ცუდად ვხდებოდი. უცბად ძირს დაეცი და სულ ტალახში ამოისვარე, მე კი სიცილი ვეღარ შევიკავე და რაც სემეძლო ბოლო ხმაზე ვიცინოდი, ამან გაგაბრაზა და ფეხში ხელი წამავლე,
უცბად კი მეც მიწაზე აღმოვჩნდი, ერთმანეთს ტალახებს ვუსმევდით და თან ვიცინოდით შენ კი როდესაც გაცინებულს გხედავდი მავიწყდებოდა თუ სად ვიყავი და ვინ ვიყავი.
ზემოდან დამახტი და უცბად როდესაც ზედ მაწექი, სახეები ერთმანეთს უცქრდნენ, ტუჩებს შორის მანძილი 1 მილიმეტრიც არ იყო, ვუყურებდი შენს შავ თვალებს, რომეშიც მუდამ იგრძნობოდა ერთდროულად, ბრაზი
ბედნიერება, ტკივილი და სინაზე. გიყურებდი და სულ იმაზე ვფიქრობდი მეკოცნა თუ არა,
-შენ კი წამოდექი და მითხარი ხვალაც მნახავ?
-კიიიი, ხვალ მინდა ჩემთან მოხვიდე.
-სახლში? და შენი დიდი თვალები ამ დროს უფრო გააფართოვე.
გაგიღიმე და ლოყაზე გაკოცე,
-ალექს, ბოდისი არ მოგიხდია. ამისთვის არ შემხვდი დღეეს?
-ბოდიშის მოხა ეს დღეს იყო.
და მიყურებდი გაოცებული გაკვირვებული თვალებით.
იმ წუთს კი გამოიქეცი ჩემკენ დააა...
ნაწილი3
ტკივილი მახრჩობდა წლების მანძილზე, მაგრამ ეს უბრალოდ დროის ამბავი გახდა, დრომ განკურნა ტკივილი მაგარ იარები დამიტოვა, მან მხოლოდ სიყვარული დაინდო kiki ემოცია
თავი III- წარსულში ჩარჩენილი (გულთან ახლოს)
იმ დღეს როდესაც სახლამდე მიგაცილე, ჩემსკენ გამოიქეცი და ჩამეხუტე, ის წუთები იყო მომნუსხველი წამები, თავი შენს თმებში მქონდა შაფლული, ვგრძნობდი ფეხები მიკანკლაებდა მაგრამ არ მინდოდა შემემჩნია.
-ხვალაც მნახავ? მომიგე და მომაპყრე შენი თვალები, თვალები რომელშიც საკუთარ თავს ვხედავდი ყოველთვის.
-კი გნახავ.
ლოყაზე მაკოცე და სახლში შეხვედი, ის იყო მომენტი როდესაც არ მინდოდა არსად წასვლა უბრალოდ მინდოდა დამეძახა შენთვის და მაგრად მოგხვეოდი კიდევ ერთხელ, გზა გავაგრძელე შენზე ფიქრებში, მთელ ტანზე
კი სულ წვიმა დამდიოდა, წვიმდა და წვიმდა, გაჩერებას არ აპირებდა, აქაიქა ელავდა და გრუხუნებდა კიდევაც ცა, ცა რომელიც თითქოს განრისხებულიაო.
იმაზე ფიქრები თუ როგორ მინდოდი არ მასვენებდა, უცბად გზიდან მოვტრიალდი შენი სახლისკენ გამოვიქეცი და კართან გავშეშდი, გავიყინე არ ვიცოდი რა მექნა, რა მეთქცა რო გამოხვიდოდი, გზაზე დიდი გული მქონდა,
მაგრამ როდესაც ჩვენ მხოლოდ ერთი კედელი და ერთი ფარფატა ხის კარი გვაშორებდა დავიბენი, და კითხვის ნიშნების ზღვაში გადავეშვი, ირგვლივ ფოტლები შრიალებდნენ თითქოს ისინც მე დამცინოდნენ, გამბედაობა მოვიკიბრე
სამი კიბე ავირბინე და კარზა დავაზარინე. ამ დროს კი ვიგრძენი როგორ დამცხა, როგორ ავფორიაქდი, დამცხა, მოსვენება დავკარგე, აი შენც გააღე კარი და ქარმა ისე ააფრიალა შენი თმა, იმ წუთას ცოტა დამაკლდა რომ არ გაკოცე, ის იყო
მიმზიდველი წუთი.
-ალექს?
-ხო მარიამ ^^
-აქ რა გინდა? კიმაგრამ შენ ხომ წეღან....
-უშენოდ 1 წუთიც ვეღარ ვძლებ, არ ვიცი ვინ ხარ წესივრად არც კი გიცნობ,მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი ძალიან მომწონხარ, გზაზე მივდიოდი და ვფიქრობდი რატომ უნდა ვიცადო, როდესაც შემიძლია, რომ
ახლავე ვნახო თქო,აუ იცი? მე ურალოდ.... ჰეი რატომ იცინი?
-ალექს შენ ძალიან საყვარელი ხარ. ^^ და ამ დროს კი ნამდვილად დავიბენი. ალექსს?
-ხო გისმენ, და იმ წუთას უბრალოდ ჩახუტება მინდოდა, ასეც მოვიქეცი, ეს კი ყველაზე თბილი რამ იყო, როდესაც შენი სხეული სიმხურვალეს ვგრძნობდი, ვიღვენთებოდი.
-შემოხვალ?
-სად მარი? შენთან?
-კიიი, აბა კიდევ დიდხანს უნდა ვიდგეთ წვიმაში? და ამ დროს გაიცინე, უხხ ისე იცინოდი ისეთი განსაკუთრებული იყავი, მაშინ მივხვდი რომ სამყარო სურპეიზებითაა სავსე, მაშინ მივხვდი, რომ ამ ქვეყნად არსებობს
ერთი მშვენიერი რამ, და ის შენ იყავი.
-კარგი, შემოვალ გიპასუხე და კიდევ ერთხელ მოგეხვიე.
ამ დროს ხელი მომკიდე, და მაშინ როდესაც შენი ხელის გულები ეხებოდა ჩემსას, გული გაცილებით სწრაფად ძგერდა ვიდრე ადრე. სახლში შემიყვანე, ხელი მჭიდროს მქონდა მოკიდული, გავიარეთ უზარმაზარი
დერეფანი რომელშიც მხოლოდ ერთი დიდი ლურჯი ლარნაკი იდგა, შიგ კი თეთრი ვარდები ეწყო, როდესაც მისაღებში შევედით იქ შენი დაქალი ჟულიეტა იწვა, გარშემო კი სულ სალფეტკები ეყარა. ცრემლები გასდიოდა და წინ ვიღაც ბიჭის სურათები
ეყარა.,
-ალექს ყურადღებას ნუ მიაქცევ უკვე მთელი დილააა ასეა, შეყვარებულს დაშორდა და ძნელად გადააქ, ამ დროს ჟულიეტა წამოდგა და ჩაიბუტბუტა, არ მესმის რატომ ამაყობენ იმით, რომ გოგოს გულს ტკენენ და ატირებენ,
არაკაცი ეგ, და კვლავ ტირილი დაიწყო. აი შენ კი ისევ ხელი ჩამკიდე და კვლავ კიბებზე მივდიოდით, იმ სახლში ყველაზე მეტად კიბეებმა მომხიბლა, მისი ფერები და განლაგება ჭადრაკის დაფას გავდა, ასე მეგონა,
რომ ამ დაფაზე დავდიოდით და ჩვენ მოთამაშეები ვიყავით,
-მარიამ, სად მივდივართ?
-ჩემს ოთახში...
-ოოჰომმმ... საინტერესოდ ჟღერს.
გამიცინე და ოთახის კარი შეაღე, აი ეს მესმის-ჩემი პირველი სიტყვებიც ეს იყო, მოხიბლული დავჩი იმ ოთახით, სისუფთავით და წესრიგით რაც იქ დამხვდა, მაგრამ ის ნამდვილად არ გავდა გოგოს ოთახს, იქ არც
ფუმფულა სათამაშოები და არც ვარდიფერი ფერები იყო, ამ ფაქტმა კი ძალიან გამახარა, რადგან ტიპურ გოგოებს ვერასდროს ვიტანდი. დავიწყე ოთახში ყველა ნივთის თვალიერება და ბოლოში ვერ გავდიოდი. იმდენი
საინტერესო ნივთი გქონდა განსაკუთრებით კი შიშველი ბაღების ქანდაკებებით დავჩი მოხიბლული, ფანჯრიდან კი ისეთი სილამზე იშლებოდა, გარეთ სულ ხეეები, ხეები და ისევ ხეები ჩანდა, სადღაც შორს კი წითლად
შეფერილი გორები, უცბად დაიქუხა და ვიგრძენი ვიღაც ბეჭებზე როგორ მომეხვია,
-გეშინია?
-ცოტა კი, ჩამეხუთები? მომიგე და საწოლისკენ წახვედი.
-კიი,
და უცბად ყავის გსაკეთებლად გახვედი გარეთ, სანამ შენ შემოხვიდოდი სამეცადინო მაგიდაზე შენი დღიური იდო, თავს უფლება ვერ მივეცი, რომ ამეღო და წამეკითხა, თუმცა ვაღიარებ ვკვდებოდი ისე მინდოდა გამეგო
თუ რა ეწერა შიგ, და ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი შევამჩნიე როგორ შემოხვედი ოთახში...
საწოლზე ვიწექით უკნიდან გეხუტებოდი და შენს სუნთქვა ვგრძნობდი, ხოლო იმ მომენტში როდესაც ჩვენი გულები ერთნაირად ძგერდნენ, ვიყავი სხვა პლანეტაზე, სხვა სამყაროში, იქ სადაც მხოლოდ მედა შენ ვიქნებოდით,
გარედან ფრანგული მუსიკის ჰანგები ისმოდა, ფანჯარაზე წვიმის წვეთები ჩამოდიოდა და ათაში ერთხელ ქუხდა, სიმართლე ვთქვა რაც მალე დაიქუხებდა უფრო მიხაროდა რადგან ამ დროს მეხუტებოდი... ^^
-ალექს..
-ჰჰჰჰმ, გისმენ. kiki ემოცია
-იცი ცოტა უცნაურიად მეჩვენება ეს ყველაფერი, unsure ემოცია
-რატომ? მარიამ რა არის უცნაური?!
-სულ 3 დღეა რაც გაგიცანი.
-ხომ მაგრამ, მომწონხარ რა მნიშვნელობა აქვს რამდენი დღე გავიდა, შენ უკვე ჩემი ხარ, ხოო ჩემი გოგო ხარ,
-ოჰჰ ალექს,
-წამოხვალ?
-სად?
-უსასრულობაში...
-ეჰ ყველაფერი ასეთი მარტივი გგონია? მე მყავს ოჯახის წევრები, ისინი ახლა აქ არ არიან მაგრამ 3 დღეში ჩამოდიან და ჩემი კემბრიჯის უნივერსიტეტში გაგზავნა უნდათ,
ამ დროს წამოვდექი სიგარეტს მოვუკიდე და ოთახში სიარული დავიწყე, უცბად კი მოვტრიალი და გითხარი
-მე სულ არ მადარდებს ის, თუ რას იტყვის ხალხი ჩემზე, ყოველი ჩემი საქციელი ეს იქნება კარგი თუ ცუდი, დაგეგმილი თუ სპონტანური-ეს არის ჩემი ცხოვრება,მე ვრისკავ, მიყვარს, ვპატიობ, მძულს, მიხარია,
მწყინს, ხანდახან წინ მივბივარ, ხანდახან კი მეშინია და ვერ ვრისკავ, მაგრამ ახლა ერთადერთი რამ რისი დაკარგვისაც მეშინია ეს შენ ხარ! ცხოვრებამ ერთხელ მოგვცა სიცოცხლე და უნდა ვიცხოვროთ ისე როგორც ჩვენ გვსურს. სიტყვა არ მქონდა დამთავრებული
რომ ზედ შემომახტი,
-ალექს, ყველაფერი ხარ, მომშივდა შენ?
-რა გაქვს?
-ის რაც შენ გინდა,
ხელში აგიყვანე და კიბეები სიცილით ჩავირბინეთ, უცბად კი კარი...
(გაგრძელება იქნება ) იმედია მოგეწონათ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent