შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი.[6]


20-02-2016, 03:53
ავტორი Nina))
ნანახია 6 599

დილით ადრე გამოეღვიძა,საათი ექვსს უჩვენებდა,არადა წუხელ ზედმეტად გადაღლილმა დაიძინა,როგორც ფიზიკურად ასევე ემოციურადაც,დღეს კვირაა,უკვე რამდენიმე დღე გავიდა რაც ლუკას აკოცა და ყოველთვის ცდილობს რომ ხელიდან დაუსხლტეს მამაკაცს,რაც უდავოდ ოსტატურად გამოსდიოდა,ამ საღამოს რაღაც წვეულება გაიმართება,როგორც გაიგეს მას ერისთავები დაესწრებიან და აპირებენ რაღაც ხელშეკრულების გაფორმებას,რაც ძალიან სერიოზულია...
მზის სხივები სიფრიფანა ფარდის ბარიერსაც ლახავდნენ და გამომწვევად უტრიალებდნენ თვალებზე,ნაძალევად გააღო ჯერ ერთი,შემდეგ კი მეორე თვალი,ზლაზნვით წამოიწია და ნახევრად მძინარე შევიდა სააბაზანოში,თავი მოიწესრიგა,სპორტული ფორმები ჩაიცვა და სარბენად გავიდა,სანაპიროზე,ხალხს უკვე ნელ-ნელა მოძრაობა დაეწყო ქუჩაში,მზე კი კიდევ უფრო მწველად ასხივებდა საკუთარ შვილებს-სხივებს... ყურსასმენები გაიკეთა და სირბილი განაგრძო,ზოგადად ჯანსაღი ცხოვრება უყვარს,მაგრამ ვარჯიშით თავს არასდროს იწუხებდა,ახლაც უსაქმურობის შეგრძნება რომ არ განეცადა იმიტომ გამოვიდა სავარჯიშოდ,თორემ უვარჯიშოდაც არ ემატება ზედმეტი კილოგრამები,რაც გოგონებისთვის ასე მნიშვნელოვანია,ცხოვრებაზე დაფიქრებული და სასიამოვნო მელოდიის ჰანგებით გაჟღენთილი დარბოდა და წინ არაფერს უყურებდა,მერე ინანა კიდევაც,როდესაც ვიღაცას მთელი სხეულით შეასკდა

-ლუკა?- გაიკვირვა გოგონამ,როდესაც მის თვალებს წააწყდა
-დილა მშვიდობისა ,მარია. - მშვიდად მიესალმა მამაკაცი,მოულოდნელმა შეხვედრამ დადებითი ემოციები გამოიწვია მარიას ორგანიზმში და ფიქრობდა რომ დღევანდელი დღეს მშვიდობიანად დაიწყებოდა,რაღაც ზედმეტან ანებივრებს ბედი ყოველი დილის ამ მამაკაცით დაწყებით.
-დილა მშვიდობის.- თვითონაც გაუღიმა მამაკაცს და სირბილი განაგრძო,ეგონა ახლაც არ გამოჰყვებოდა მამაკაცი,როგროც გუშინ,მაგრამ შეცდა
-მოიცა,სალაპარაკო გვაქვს! - მკაცრად ჩაილაპარაკა ლუკამ და მკლავში წვდა
-მე ვფიქრობ რომ სალაპარაკო არაფერია - თავის დაძვრენა სცადა გოგონამ
-ვშიშობ რომ ცდები,მარია,ნუ გაურბიხარ იმას რაც გინდა! - მკაცრ ტონს არ თმობდა მამაკაცი
-ლუკა.. - ამოიბუტბუტა გოგონამ - რადგანაც შენსას არ იშლი,კარგი,ვილაპარაკოთ - დასთანხმდა გოგონამ და იქვე სკამზე ჩამოჯდა
-არა, გარეთ სასაუბრო თემა არ არის ეს,წამოდი აქვე კარგი კაფე ვიცი,თუ გაგვიმართლებს ღია იქნება,თან ვისაუზმებთ თან ვილაპარაკებთ - ხელი გაუწოდა მამაკაცმა,მარიას ეს ჟესტი ძალიან მოეწონა,ხელსაც ჩაკიდებდა რომ არ ხსოვნებოდა თავისი ვინაობა და შემდეგ ლუკასი,სამწუხაროდ ეს ყველაფერი მას არარეალურად ეჩვენებოდა,არ უნდოდა მამაკაცს შეჩვეოდა რადგან იცოდა რომ განშორება გაუჭირდებოდა...
-კარგი.. - ფიქრის შედეგად დასთანხმდა ლუკას და სკამიდან წამოდგა,ნელი,დინჯი ნაბიჯებით მიდიოდნენ ბილიკზე ისინი და ხმას არც ერთი იღებდა და არც მეორე,თითქოსდა დუმილის აღთქმა ჰქონოდათ დადებული,მათ შორის დიდი გრძნობა გიზგიზებდა,მაგრამ სამწუხაროდ ამას ჯერ ვერც ერთი ამჩნევდა... უხმოდ ჩამოჯდნენ სკამებზე და მხოლოდ მაშინ ამოიღეს ხმა,როდესაც შეკვეთის დრო მოვიდა
-რას შეჭამ?
-ომლეტი და ჩაი - გაუღიმა გოგონამ
-მეც იგივე. - მამაკაცმაც გაიღიმა და ახლა მარიას მიუბრუნდა
-ყველაზე მეტად არ მიყვარს ის,როდესაც გოგოები მტოვებენ,უსიტყვოდ მიდიან,სიმართლე გითხრა შენამდე ჯერ არც ერთი გოგო მომქცევია ასე,თუ მიდიოდნენ ახსნასაც აყოლებდნენ თან,მე კი მათ არასდროს მივსდევდი კვალდაკვალ,სხვა რომ ყოფილიყო შენს ადგილას ალბათ ვიპოვიდი და საკადრის პასუხსაც გავცემდი,მაგრამ ავღნიშნავ იმას,რომ სხვა რომ ყოფილიყო,რაღაც სხვანაირი აურა შემოგაქვს ჩემს ცხოვრებაში,როდესაც ჩნდები ახლო-მახლო,ვერასდროს ვიმორჩილებ საკუთარ თავსა და საკუთარ ქცევებს,ეს იქეთ იყოს,უბრალოდ მაინტერესებს რატომ გაექეცი იმას რაც შენ გინდოდა!- ბოლო სიტყვები უფრო მკაცრად ჩაილაპარაკა ლუკამ - ხომ იცი რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვარ!
-ლუკა,მისმინე,ჩვენ მზისა და მთვარის მსგავსად განვსხვავდებით, შენ არაფერი იცი ჩემს შესახებ,მე კი არაფერი შენს შესახებ,მართალია ეს მოგვარებადია,მაგრამ ჩვენს წარსულს ან აწმყოს,ჩვენს რეალურ ცხოვრებას უკვირდები მაინც? უკვირდები როგორ წრეში ტრიალებ შენ,და როგორში -მე?! არა,ნამდვილად არ მეთაკილება ის რომ ოფიციანტი ვარ,ან ის რომ დედაჩემი მოსამსახურედ მუშაობს,არც ის რომ მამა არ მყავს და როდესღაც მან ჩემზე უარი განაცხადა,უბრალოდ ვიცი რომ არ შევეფერებით ერთმანეთს და ზუსტად ამიტომ ლუკა,ზუსტად ამიტომ გავურბივარ ამ ყველაფერს...- ხელები ნერვულად აათამაშა მაგიდაზე და მხოლოდ მაშინ გაიღიმა,როდესაც მიმტანმა შეკვეთა მათ მაგიდაზე დაუწყო,ლუკამ გოგონას ხელი მისაში მოიქცია და თვალებში ჩახედა
-მარია,მე არ მაინტერესებს რას იფიქრებს ხალხი,მთავარია რას ფიქრობ შენ ან მე,უბრალოდ მაპატიე,მაგრამ ამ მიზეზს არარეალურად მივიჩნევ,მეტიც სასაცილოც კი არის,როგორ შეიძლება საკუთარ ბედნიერებაზე წინ დააყენო ის რასაც ხალხი იფიქრებს!
-უბრალო ხალხი არა,ლუკა,შევცდი რომ დაგელაპარაკე,როგორც ჩანს შენთან საუბარიც კი ზედმეტი იყო! - გოგონამ ტელეფოს ხელი დაავლო და ჩქარი ნაბიჯებით,სირბილით გაეცალა იქაურობას,ისე რომ არც ომლეტისთვისა და არც ჩაისთვის ხელი არ დაუკარებია,ლუკა კი იჯდა ერთხანს ერთ ადგილას და მარიაზე ფიქრობდა,არ იცოდა გაეშვა ეს გოგო თუ კიდევ ეცადა მასთან საუბარი...


-სად იყავი?-ინტერესით მიაჩერდა ელა გოგონას
-სანაპიროზე,ვვარჯიშობდი-მოუჭრა მოკლედ,ელამ შეატყო რომ გოგონა გუნებაზე არ იდგა და მითუმეტეს რომ საუბრის თავი არ ჰქონდა,ამიტომ არ იკისრა მომაბეზრებელი დაქალის როლი და აღარ ჩაეკითხა მეგობარს
-კარგი,მე უკვე ვიბანავე,შეგიძლია შენც გადაივლო- გაუღიმა გოგონას და განზე გადგა,რომ გზა დაეთმო,მარიაც უსიტყვოდ შევიდა აბაზანაში და დაძაბული ტანი ცხელი წყლის წვეთებს შეუშვირა.
შხაპი, აი,მაგიური მცნება,რომელიც ყველანაირ დაძაბულობის შეგრძნებასა და სტრესს გიქრობს,უწესრიგოდ,უამრავ წერტილზე რომ გეშხეფებიან წყლის წვეთები და რაღაც ამოუცნობი ძალით აღვიძებენ შენში ადამიანს,განსხვავებულს,ამ დროს დროც კი ბევრი გაქვს ფიქრისთვის,რომ ჩაუღრმავდე შენს ცხოვრებას,წარსულს,აწმყოს თუ მომავალს,როგორი მოულოდნელობებითაა სავსე ცხოვრება,კვირის წინ ეგონა რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ქალი იყო,მიუხედავად იმისა რომ არ ჰყავდა საყვარელი მამაკაცი,ვერ ჩააბარა უნივერსიტეტში,რომ არ ჰყავდა მამა,მთავარი იყო ჰყავდა დედა,რომელიც ზრუნავდა მასზე და ყველაფერს ცდილობდა რომ თავი კარგად ეგრძნო შვილს,მაგრამ ახლა ფიქრობს რომ ცხოვრებას ალბათ ვერასდროს დაილაგებს,ახლა ხელახლა დაიბადა თითქოს,მამაკაცთან სიახლოვემ აიძულა გახსენებოდა ის რომ როდესმე აუცილებლად მოუწევდა დაოჯახება,მაგრამ ეშინოდა,ეშინოდა რომ იგიც ისევე დატოვებდა მას,როგორც მამუკამ დატოვა თია წლების წინ,ამ ყველაფერმა კი მამისადმი სიძულვილი ასმაგად გაუძლიერა,ადრე თუ არ ფიქრობდა მამუკაზე,ახლა პირიქით,მასზე ფიქრში ეძინება ხოლმე,იმდენი კითხვა დაუგროვდა მთელი კვირის მანძილზე,რომელზეც პასუხის მოსმენა მისგან სურს,მაგრამ ფიქრობს რომ ეს შეუძლებელია.
პირველი- იმიტომ რომ მამუკას ასავალ დასავალი კი არა,მისი გვარიც კი არ იცის.
-მეორე იმიტომ რომ რეალურად მისი მოძებნაც რომ შეეძლოს ამას არასდროს გააკეთებდა,არუნდოდა დედისთვის კვლავ გადაეხსნა აწ უკვე მოშუშებული იარები...
კიდევ დიდხანს იდგებოდა,რომ არა ელას გამბული ყვირილი

-მარია,გამოდი,თითქმის ცხრის ნახევარია,დღეს საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს!
-ახლავეე..-უღიმღამოდ დაუბრუნდა დროის შეგრძნებას და სწრაფად შეიმშრალა სველი სხეული,თმებიც ნახევრად გაიშრო და არეულად დაიყარა მხრებზე,სწორი სრიალა ქერა თმები ჰქონდა,არანაირი ხელოვნური ჩარევებით,ბუნებრივად ლამაზი თმა ჰქონდა მარია,მაშინ,როდესაც დედამის მუქი ყავისფერი თმა ჰქონდა,მერე სწრაფად ამოიცვა გამზადებული ტანსაცმლები და გოგონასთან ერთად დაუყვა კიბეებს,გაკვირვებული უცქერდა ელა დაქალს,რომელიც თითქოსდა დაპროგრამებულივით დადიოდა და აკეთებდა ერთი და იგივეს და გული ეკუმშებოდა მის ასეთ დანახვაზე,დღის მეორე ნახევარშიც ასე რომ გაგრძელდა ვეღარ მოითმინა და ჩაეძია

-რამე მოხდა?
-არაფერი,ელა...-იცრუა მარიამ
-როგორ თუ არაფერი,მთელი დღეა გიყურებ როგორი მოწამლული სახით დადიხარ,რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი?
-არაფერია,ელა,ის მითხარი როგორ მიდის შენი და ბექას საქმეები-გოგონა მყისიერად გადაერთო მათი რომანის მოყოლაზე და იმენად შეიჭრა როლებში რომ სულ გადაავიწყდა დაალის უხასიათობა,ან იქნებ მარია ფიქრობდა ასე,და ელა უბრალოდ კვლავ არ ჩაეძია...
-მშვენიერი ბიჭია ბექა,ყოველთვის ცდილობს რომ თავი ბედნიერად მაგრძნობინოს,გამაცინოს...
-ძალიან კარგია-დაეთანხმა მარია
-ასე მითხრა მომწონხაროო...-გაწითლდა ელა,მარიას კი გაეღიმა მის ასეთ მოულოდნელ ცვლილებაზე
-რამდენიმე დღის წინ ისეთი გიჟი და ქარაფშუტა იყავი არც მეგონა როდესმე თუ ასეთი ნაზი გახდებოდი-გამოაჯავრა მარიამ,მაგრამ ინანა როდესაც ელას სიტყვები მოისმინა
-კარგია რომ ხედავ ასეთ რაღაცებს,რაც შენც ძალიან მალე გადაგხდება თავს და იგივეს გაგიმეორებ!- ახლა ნიშნის მოგებით გადახედა დაქალს ელამ
-კარგი,მოვრჩეთ ჭორაობას,კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი...
დღს არც უცდია მარიას ლუკასგან დამალვა,რადგან ლუკა ძალიან იშვიათად ჩნდებოდა და თუ ჩნდებოდა სულ საქმეებში იყო ჩაფლული და გოგონას თითქმის ვერ ამჩნევდა,ან კიდევ ამჩნევდა და არც იმჩნევდა,რადგან გოგონას წინადადებების მოსმენის შემდეგ აზრი იცვალა,ვერ ვხვდები რატომ სწყინს მარიას ეს ყველაფერი,თვითონაც ხომ ასე უნდოდა,მაშ რატომ დგას ახლა ასეთი დაბდღვერილი სახით და რომ მისცეთ უფლება გაწეწავს?! რას გავუგებთ ამ გოგოს,თითქოსდა გადაშლილი წიგნია,არადა მე თუ მკითხავთ სრული არეულობაა,ქაოსი!
-ჰეი,გამოფხიზლდი! - ხელი აუქნია ცხვირწინ გოგონას - რო ეკითხათ შენთვის არ გინდოდა ლუკას ნახვა,გინდოდა მისგან იგნორი გეგრძნო,აჰა,დაიმსახურე კიდევაც,ახლა რატომ მისჩერებიხარ დაბოღმილი სახით? - მწარედ დააბიჯა დაქალმა გადაშლილ ჭრილობაზე
-ნუ როშავ რაღაცებს,საერთოდაც არ ვარ დაბოღმილი,მეტიც,მიხარია კიდევაც რომ საწადელს მივაღწიე- იხტიბარი არ გაიტეხა გოგონამ და საქმეს მიუბრუნდა,თუმცა ელა მაინც არ შეშვა
-აბა სად არის კმაყოფილების ღიმილი? - კვლავ დაკბინა გოგონა
-ელა,რა გინდა?! მომეშვი,ხომ ხედავ ვმუშაობ! - მკაცრი ტონით ეცადა აღელვებისა და უსიამოვნო შეგრძნების დაფარვას,მაგრამ ელამ მაინც ყველაფერი შეამჩნია,თუმცა არ შეიმჩია და დაელოდა მარია,როდის ეტყოდა მას...

მთელი დღე დაუზოგავად მუშაობდა,ცდილობდა ფიქრისთვის დროც არ დარჩენოდა,მართლა ასე ადვილად აიღო მამაკაცმა მასზე ხელი? მართალია მასაც რეალურად ეს სურდა,მაგრამ ეწყინა,ეწყინა იმიტომ რომ ფიქრობდა მამაკაცი მის მიმართ გულწრფელი იყო,ფიქრობდა რომ ის კოცნაც გულწრფელი და ნამდვილი იყო და არა უბრალო ფლირტი,მაგრამ მწარედ შეცდა,არაუშავს,მთავარია დაინახა მამაკაცის სახე და ახლა აღარ გაუჭირდება მასთან არ არსებული ურთიერთობის გაწყვეტა,როგორც ადრე უჭირდა,ასე უკეთესია ალბათ... ძლივს მოძებნა თავისუფალი დრო რომ დედისთვის დაერეკა,რომელიც ალბათ ახლა იჯდა ვიღაცის სახლში,საჭმელს ამზადებდა და თან მოუსვენრად ცქმუტავდა,რადგან თავისი ერთადერთი ქალიშვილი არ პასუხობდა და თან არც ურეკავდა

-დეე..-ჩასძხა ტელეფონში და პასუხის მოლოდინში გაისუსა
-დედა გენაცვალოს,როგორ დამეკარგე,ძალიან იღლები ხომ?
-არა,დედა,მსიამოვნებს მუშაობა..-ეცადა დაღლილი ხმა დაემალა,მაგრამ არ გამოუვიდა,თია ყოველთვის ამჩნევს შვილის ყველანაირად შენიღბულ გრძნობებს
-იქნებ წამოხვიდე,მარია?! - დაუსვა ის კითხვა რომელიც უკვე მას შემდეგ აწუხებდა,რაც გოგონა მას მოშორდა
-არა,დედა,ხომ ვილაპარაკეთ ამაზე არა? ერთ კვირაში ისედაც ჩამოვალ რაღა დარჩა
-შენი ამბავი რომ ვიცი იქაც მსუბუქად ჭამდე იქნება,თან მეც არ გყავარ მანდ,რომ ვინმემ დაგაძალოს,თან ფიზიკური დატვირთვაც ბევი გექნება და სულ დასუსტდები...-დანანებით ჩაილაპარაკა თიამ
-დედა,ნუ ღელავ,ვჭამ კიდევაც და ზედმეტად არ ვიტვირთები...-დააიმედა დედა
-აბა ასეთი დაღლილი ხმა რატომ გაქვს,ძვირფასო? -ჩაეკითხა თია
-უბრალოდ დღეს მომიწია საქმეები,წვეულება დაემთხვა თორემ ისე რვა საათისთვის თავისუფლები ვართ ხოლმე-აუცხსნა ვითარება დედას
-კარგი,შვილო,უბრალოდ იცოდე რომ თუ თავს დატვირთულს იგრძნობ იმ წუთსვე წამოდი!
-კარგი დედა,შენ ის მითხარი როგორ ხარ,შენც იღლები არა? ისევ იმ სახლში არ?
-არა,ძვირფასო,მე შენგან განსხვავებით უფრო რბილი სამუშაო მაქვს და სწორედ ეს მაგიჟებს,შენ უფრო იღლები ვიდრე მე! არადა პირიქით უნდა იყოს- კვლავ აწუწუნდა თია
-დედა,ამაზე ხომ ვისაუბრეთ არა? შენზე მომიყევი-მეთქი..
-კარგი,შვილო,როგორც შენ გინდა,დღეს არ ვმუშაობდი,უფრო სწორად დილით მივედი მარტო და შუადღეს უკვე თავისუფალი ვიყავი,ცოლ-ქმარი ბათუმში წავიდა რაღაც წვეულებაზე,ასევე რაღაც სერიოზულ ხელშეკრულებას აფორმებენ მგონი..- მარიამ,როდესაც დედისგან ეს ინფორმაცია მიიღო ეცადა დაეკავშირებინა აქ გაგონილი ამბებისთვის
-დე,ის მითხარი რა გვარების არიან ისინი?-ინტერესით ჩაეკითხა და გულმა ფეთქვა შეწყვიტა,მანამ სანამ თია დუმდა
-არ ვიცი,დედი,მგონი ერისთავები,რატომღაც არასდროს მიკითხია ნატოსთვის..-ჩაფიქრებული ალაპარაკდა თია-რატომ? - თითქოს ვერ გაიგო მარიამ ბოლო კითხვა,მიხვდა ვის შვილთან აპირებდა ურთიერთობის დამყარებას და კიდევ უფრო დარწმუნდა თავისი აზრის ჭეშმარიტებაში,კიდევ კარგი ღრმად არ შეტოპა,თორემ ალბათ ორივე ერთად,დედაც და შვილიც განზე დარჩებოდნენ სამსახურის გარეშე,რაც საერთოდ არ აწყობდა გოგონას,იცოდა ამ შემთხვევაში თია ვერ გაუგებდა და გულსაც ატკენდა დედას,ეს კი ყველაზე ნაკლებად უნდოდა,ამიტომ ახლა უფრო მყარად დადგა თავის მოსაზრებაზე,მაგრამ ერთ მომენტში გულიც კი გადაერუწა,როდესაც მისი ბედის უბედურებაში კვლავ დარწმუნდა
-არა,დე,ისე,კარგი წავედი უნდა განვაგრძო მუშაობა.
-კარგი,დე,ჭკუით,უფალი გფარავდეს...-დედას ტელეფონი გაუთიშა და იქვე მდგარი პირამდე წყლით სავსე ჭიქა ბოლომდე ჩაცალა,უნდოდა წყლისთვის გაეყოლებინა ის არასასურველი ფიქრები,რომელიც ახლახანს დაუგროვდა,მაგრამ შეცდა,ალბათ ეს ფიქრები კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდებოდნენ...


-ლუკა..-ჩქარი ნაბიჯებით წავიდა შვილისკენ მაია და გულში ჩაიკრა,ლუკაც მოეხვია დედას და შემდეგ მამას დაჰკრა მეგობრულად მხარზე ხელი,ერთი შეხედვით ვერავინ იფიქრებდით რომ ამ გავლენიან ოჯახში,როდესმე კამათი ხდებოდა,მართალია ამას ფიზიკურად არ იმჩნევდნენ,თორემ თქვენც ძალიან კარგად იცით როგორი ამბები ხდება ხოლმე ამათ სახლში...
-გამარჯობა,მამა,იმედია კმაყოფილი ხარ ჩემი მუშაობით! - ამაყად ჩაილაპარაკა სიტყვები და მხრებში გასწორდა
-უკეთესიც შეიძლებოდა..-მაინც არ აცადა ზურამბა დატკბობა შვილს,ესეც იმიტომ რომ უნდოდა ჯინში ჩამდგარიყო და უფრო მეტი ეკეთებინა,რაც ლუკას უდავოდ შეეძლო
-გამარჯობა,ლუკაა...-პირი ღია დარჩა ლუკას,როდესაც ლანა დაინახა,უნდოდა მისთვის პირში მიეხალა რასაც მასზე ფიქრობდა,მაგრამ როდესაც დამუშტულ ხელზე დედის შეხება იგრძნო,მას შეხედა და მზერა მის თვალებს გააყოლა,შორიდან ლანას დედაც მოდიოდა,მერე მაიამ ყურში უჩურჩულა შვილს
-ცოტა ხანს მოგიწევს მისი ატანა,ხომ იცი მამაშენი მათი ფანაი!-გამხნევების ნიშნად მხარზე ხელი დაუსვა და მოჩვენებითი მხიარულობით გაუღმა ახალ მოსულ ქალბატონს,რომელიც სინამდვილეში საშინლად ეზიზღებოდა,მიზეზი? მიზეზი მარტივია,ის იმ ქალთა რიცხვს მიეკუთვნება,რომელიც ყველა იმ ადამიანს,რომელსაც ფული და შესაძლებლობა არ გააჩნია ზევიდან უყურებს,არადა მაია ფიქრობს რომ ყველას თანასწორი უფლებები გააჩნია ამ ქვეყნად და მითუმეტეს ისინი იმით არ განისაზღვრება ვის რამდენი მილიონი ან მილიარდი გააჩნია ანგარიშზე. ლუკამ კიდევ ერთხელ ინანა ის ფრუჟერი ლანას თავში რომ არ მოხვდა და მისი სიტყვები უპასუხოდ დატოვა,მერე დედას მოკიდა ხელი და დარბაზისკენ გაუძღვა,რომელიც სადად და ელეგანტურად იყო მოწყობილი, დარბაზში უამრა ადამიანს მოეყარა თავი,უამრავი გავლენიანი პიროვნება იყო,ბევრი ჟურნალისტიც,ლუკა კი თვალებით მარიას ეძებდა,ისევე როგორც გოგონა,მაგრამ როდესაც მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ ორივემ არიდეს ერთმანეთს და მიუხედავად იმისა რომ მათი კონტაქტი ძალიან მცირე ხანს გაგრძელდა,წამებიც კი არა,მაინც გადმოსცეს ის რაღაც ამოუცნობი,რომლის გამხელა არც ერთს სურდა,თუმცა თვალები დაუკითხავად და უნებართვოდ საუბრობდნენ,მარიას სახე მაშინ ეცვალა,როდესაც დარბაზში ლანა დაინახა,მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ შეეკუმშა გული,როდესაც იგი ლუკას ამოუდგა,ლუკა კარგად ხვდებოდა რაც აკეთებდა ლანა,მოცილებაც უნდოდა,მაგრამ არ სურდა მამის განაწყენება,რომელიც ძლივს შემოიბრუნა მისკენ,ელოდებოდა იმ მომენტს,როდის შეძლებდა მის მოცილებას და საკადრისი პასუხის გაცემას...


-ლანა,თავი ხელში აიყვანე,არ დაგავიწყდეს რომ ლუკა გჭირდება!
-დედა,დამშვიდდი,ვიცი ჩემი საქმე როგორ გავაკეთო,არ დაგავიწყდეს ერთი პერიოდი როგორ იყო იგი ჩემით შეპყრობილი
-მინდა მახსოვდეს,მაგრამ ახლანდელი ვითარება ამ ყველაფერს ხაზს უსვამს
-დედა,ვფიქრობ სათანადოდ ვერ მაფასებ!
-ლანა,ლუკა ჩვენი კოზირია,გახსოვდეს!-მკაცრად ჩაილაპარაკ ჟანეტმა
-დედა,დამშვიდდი და დამაცადე კარგი!?- არანაკლები მკაცრი ხმა ჰქონდა ლანას,ჟანეტს აღარაფერი უთქვამს,უბრალოდ დაელოდა მოვლენების განვითარებას...


-ელა,დაინახე?
-რა დავინახე,მარია?
-როგორ დგანან ერთად,როგორ ცეკვავენ..-როგორც იქნა გაისნა გოგონა
-მერე შენ რა?-აწვალებდა ელა,კარგადაც ხვდებოდა რა ხდებოდა,მაგრამ უნდოდა გოგონას მისი პირით ეთქვა ეს ყოვლეივე,
-ელა,თავს ნუ ისულელებ..
-როგორც იქნა გამოიღვიძე ხო? მაგრამ გვიანია,ხომ ხედავ?
-რა? გამოვიღვიძე? არა უბრალოდ ნერვები მეშლება,ასეთი არაკაცი როგორ არის,ან ის კიდევ ასეთი სულელი...-თავის დაძვრენა სცადა,ელამ ერთი ღრმად ამოიოხრა და მუშაობა განაგრძო..
ყველაფერი მშვიდად მიდიოდა,ერთობოდნენ სტუმრები,მიირთმევდნენ საკმაოდ ძვირადღირებულ ღვინოს,არაყსა თუ ვისკს,მიირთმევდნენ უგემრიელეს საჭმლებს,მოლაპარაკებასაც აწარმოებდა როგორც ჩანს უფროსი ერისთავი,ლუკას კი წამითაც არ ცილდებოდა გვერდიდან ლანა,რაზეც უფრო და უფრო ბრაზდებოდა მარია,მაშინ,როდესაც ზურაბსა და ვიღაც კაცს ხელი უნდა მოეწერათ კონტრაქტზე,მაშინ როდესაც მამაკაცმა კალამი აიღო,ეკრანზე ის ვიდეო გაჩნდა,როდესაც ჩხუბობდნენ ლუკა და ლანა,მაგრამ ხმა არ ედო,რაღაცას საუბრობდა ჟურნალისტი,მაგრამ არაფერი ესმოდა მარიას,იმდენად ჰქონდა დაბჟუებული ყური,წუილის გარდა აღარაფერი ჩაესმოდა,ვიდეო გრძელდებოდა და იმასაც აჩვენებდნენ როგორ გაუქანა ლუკამ ფრუჟერი ლანას,როგორ მოხვდა მარიას და როგორ უხეშად მოიცილა ლუკამ ლანას ხელი,მერე როგორ აიტაცა მარია ხელში და გიჟივით გააქანა გასასვლელისკენ...

ვიღაცას როგორც ჩანს შურდა ერისთავების,მამაკაცმა,რომელიც წუთის წინ მზად იყო ხელის მოსაწერად კალამი დადო და ლუკას რეაქციას დაელოდა.. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ლუკას ჰკითხა
-როგორც ჩანს საკმაოდ დიდი შელაპარაკება მოგივიდათ,თქვენი საქციელი..-არ გაუგრძელებია ჟურნალისტს,რაღაცის თქმას აპირებდა,ლუკა,მაგრამ ლანამ არ დააცადა
-მართალია,მაგრამ ეს წარსულში იყო,ჩვენ ახლა ვქორწინდებით....
წამიერად ლუკას და მარიას თვალები ერთმანეთს შეხვდნენ,შემდეგ გოგონამ თვალები დახუჭა და ობოლი ცრემლი გადმოვარდა თვალებზე....


-------
საუკეთესოები ხართ! მიყვარხართ!



№1 სტუმარი nini

dzaaalian magari iyooo.magram bolo ar momewonaa es lana kideee mosvi ra tavis adgilzee.

 


№2  offline წევრი Xati Zaalishvili

Auuu raa qorwindebaa sull gadairiaa -_-

 


№3  offline წევრი mani156

es lana mokalit ra :d ver vitan aset gogoebs, arada martla arseboben chem cxovrebashic.. :d dzaaan momwons istoriaa ^_^ cota ufro didi tavebi dade tore ar myofnis :D ^^

 


№4  offline წევრი kora

უზომოდ მომწონს ეს ისტორია, მაგრამ ბოლოს განვითარებული მოვლენები ძალიან არ მომეწონა. გთხოვ, ნუ გადაიყვან ისტორიას ბანალურ ფაზაში, ეს იძულებითი ქორწინება, მერე განქორწინება, ტანჯვა და მსგავსი რაღაცეები უკვე მეტისმეტად მოედო ყველა ისტორიას...
ძალიან მაგრა წერ, ისე გადმოსცემ ემოციებს, რომ შეუძლებელია ისევე არ განიცადო ყოველივე, როგორც ამას პერსონაჟები განიცდიან, ყოჩაღ! მოუთმენლად ვუცდი მოვლენების განვითარებას love
--------------------
kira.G

 


№5  offline წევრი kiko

ძუკნა ლანა. ვაიმე როგორ ვერ ვიტან ასეთ ძუკნებს ვაიმე დიდი სიამოვნებით ვითრევდი თმებით. უეჭველად ლანას გაშვებულია ეს ვიდეო რომ მერე ასე ეთქვა აუუ ეხა გულზე დამარტყამს

 


№6 სტუმარი mariami

ai dzalian momwons es istoria da didi siamovnebit vkitxulob mara es lanas miuchinera tavisi adgili tore nervebiise meshleba :dd da nudaaqorwineb imat martla banaluri gamova shemdeg es yvelaperi :*

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

ვსიო,მეტის წაკითხვას აღარ ვაპირებ. ამათ ულოგიკობაზე დამაწყდა ნერვები.

 


№8 სტუმარი Lana

Vaime...dzalian sainteresod mimachnia,velodebi axal tavs mteli gulit.Dzalian kargi xar❤️

 


№9 სტუმარი Lanuka lanu

Vau dzn saineteso da emociuri tavi iyo.veli gagrdzelebas

 


№10  offline წევრი p♥♥h ^^

grafo
ვსიო,მეტის წაკითხვას აღარ ვაპირებ. ამათ ულოგიკობაზე დამაწყდა ნერვები.

Mec! Vaimeee!
Es gogo xo debili tu uazro rasac qvia raa!
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№11 სტუმარი nini

გული მომიკვდაა :( :( :( sad

 


№12  offline წევრი მოლურჯო

საერთოდ არ არის ეს ისტორია ეგრეთწოდებული “უაზრო“
ყველა თავი დღეს წავიკითხე და ემოციებს ვერ ვმალავ
იმდენად მომწონს იგრძნობა ვნებაც სიყვარულიც და ტკივილიც რაც ყველაზე მეტად მომწონს მე love
--------------------
მარიამი

 


№13  offline წევრი Nate

მმომეწონა , ძალიან კარგია მაგრამ ნუ გააბანალურებ, რამე ისეთი გვინდა რაც განსხვავებულია. წარმატებები ველი შემდეგს

 


№14  offline მოდერი Nina))

მე მაგალითად ძალიან კარგადაც მესმის მარიასი,იმიტომ კიარა ჩემი პერსონაჟი რომ არის,უბრალოდ ჩვენ ალბათ არ გვიგვრძვნია მსგავსი რა,მაგრამ მე ახლობელი მყავდა ასეთი დაუცველი,როგორიც მარიაა,თითქმის იგივე შეხედულება ჰქონდა, არ უნდა გიკვირდეთ ის რომ ფრთხილობს,მხოლოდ იმიტომ რომ დედას,რომელიც ერთადერთი ჰყავს დარჩენილი ამ ქვეყნად ზიანი არ მიაყენოს...
თუ რა ზიანი ამისთვის მოვლენების განვითარებას უნდა დაელოდოთ..
და თუ წაკითხვას არ აპირებთ მე ნამდვილად ვერ დაგაძალებთ ვერაფერს,ვერც და არც,სულ არავინ რომ არ წაიკითხოს ეს ისტორია მე მაინც ბოლომდე დავასრულებ...
მადლობა რომ აზრს აფიქსირებთ..
love
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№15  offline აქტიური მკითხველი grafo

1. მე უარესები მიგრძვნია, შეიძლება სხვა მკითხველს კიდევ უფრო უარესი...მაგრამ,ელემენტარული ქცევის წესების არ ცოდნა ამით არ იხსნება და არც საპატიოა.
2. მე პირადად ბევრი მარიასნაირი ახლობელი არა, ნაცნობ-მეზობელი მყავს, მაგრამ როგორც მამაჩემი ამბობს მათ ეს იმიტომ სჭირთ რომ ერთი წიგნი არ აუღიათ ხელში და მათგან სხვა არ უნდა მოითხოვოო. ის,რომ დედას უფრთხილდება ეგ გასაგებია, მაგრამ ლუკასთან დამოკიდებულებაში ეგ რა შუაშია.მაშინ ადგეს და მორჩეს ყველფერს და დაასრულე ისტორიაც. რატომ იგდებს თავს უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში. ან მეგობარს როგორ ეპასუხება.

 


№16  offline მოდერი Nina))

grafo
1. მე უარესები მიგრძვნია, შეიძლება სხვა მკითხველს კიდევ უფრო უარესი...მაგრამ,ელემენტარული ქცევის წესების არ ცოდნა ამით არ იხსნება და არც საპატიოა.
2. მე პირადად ბევრი მარიასნაირი ახლობელი არა, ნაცნობ-მეზობელი მყავს, მაგრამ როგორც მამაჩემი ამბობს მათ ეს იმიტომ სჭირთ რომ ერთი წიგნი არ აუღიათ ხელში და მათგან სხვა არ უნდა მოითხოვოო. ის,რომ დედას უფრთხილდება ეგ გასაგებია, მაგრამ ლუკასთან დამოკიდებულებაში ეგ რა შუაშია.მაშინ ადგეს და მორჩეს ყველფერს და დაასრულე ისტორიაც. რატომ იგდებს თავს უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში. ან მეგობარს როგორ ეპასუხება.


გრაფო,წიგნი რა შუაშია მართლა ვერ ვხვდები,ყველას გონება წიგნის კითხვით არ განისაზღვრება,შეიძლება ბევრს არ წაეკითხოს ბევრი წიგნი,მაგრამ მათი აზროვნება და შეხედულება ბევრად უფრო მეტი იყოს,ვიდრე მათი ვინც წიგნებს ყოველ დღე კითხულობს..
ლუკასთან რა შუაშია იმას ძალიან მალე ყველა ნახავს.
და რაც შეეხება დაბრკოლებებს,ჩემი აზრით სიყვარული დაბრკოლებებისა და სიძნელეების გარეშე არ არის მყარი! ჩემი აზრით და არა მარტო,ჭეშმარიტი სიყვარულის შესაგრძნობად ბევრი დაბრკოლება უნდა გაიარო ცხოვრებაში...
სამწუხაროდ ყველა იდეალური ვერ იქნება. მე ნამდვილად არ ვაპირებ ვინმეს რაიმე დავაძალო,ეს იქეთ იყოს არც ვიზამ.
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№17  offline აქტიური მკითხველი grafo

გონებას რომ წიგნი ასაზრდოებს ეს ჩემი მოგონილი არ არის. ამ შუაშია. მეტი არაფერი. სიყვარულზე და დაბრკოლებაზე შენ არ წერ. მაგას რომ წერდე ხმას არ ამოვიღებდი. დაბრკოლებებიანი და ხიფათიანი სიყვარულები მიყვარს მე ამ საიტზე,ულოგიკო არა!

 


№18  offline წევრი Nikalaevnaa:D

უუმაგრესიააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent