შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Butterfly (დასასრული)


20-02-2016, 05:30
ავტორი Ane2408
ნანახია 2 066

ნინი რა თქმა უნდა ჩემთან დარჩა, ბიჭები გავაცილეთ , ოთახში შევედით, კონვერტი ისევ გავხსენით და თითქოს არ გვჯეროდა რა ხდებოდა, ეს ხომ საოცრება იყო, ნინი და მე ვყვიროდით და ლოგინზე ვხტუნაობდით, ცოტა ხანში ნინი გავაცილე ბარგი უნდა ჩაგველაგებინა და მალევე შოპინგზე მივდიოდით, ამიტომ დაახლოებით 2 საათში ნინიმ მზად ვარ და წავიდეთო დამირეკა, ამიტომ ანდროს დავურეკე და უკვე სავაჭრო ცენტრში შევხვდებოდით, ჯორჯიც იქნებოდა, დუბაიში თბილისისგან განსხვავებით კლიმატი სხვა არის, ამიტომ ფაქტობრივად აქედან მხოლოდ ზაფხულის ტანისამოსი გვჭირდებოდა, ცოტა გაგვიჭირდა ზაფხულის სამოსის ყიდვა როდესაც თბილიში ზამთრის კოლექციის სეზონი იყო, ძლივს ავარჩიეთ რაღაცეებიი ბევრი ვიბოდიალეთ, უკვე მოსაღამოვდა, ნინი სახლში ავიდა გაეზადებოდა და ჩემთან გადმოვიდოდა, მეც რაც ვიყიდე ყველაფერი ჩავალეგე და დავჯექი, რაღაც ძალიან უცნაურად ვგრძნობდი თავს ფიქრებმა წამიღეს, ამ დროს ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა
_ხო დეე :*
_როგორ ხარ დე? (ცოტა მოწყენილი ხმა ქოდნა)
_კარგად დე ჩავლაგდი და ნინის ველოდები უნდა მოვიდეს და მერე ანდროც მოვა და წავალთ, არ იდარდო გთხოვ :* (მინდოდა დამემშვიდებინა)
-ჩკუით იყავით ხო იცი სანამ შენ იქ ხარ მე მოსვენებას დავკარგავ, გთხოვ რომ ჩახვალ ტელეფონი ეგრევე ჩართე რომ დაგირეკო :* არ მანერვიულო, (ვგრძნობდი როგორ ნერვიულობდა, მაგრამ რას ვიზამდი დედაა და მისიც მესმოდა )
_კარგი დე :* ანდროს მშობლები გვაცილებენ და ამიტომ არაფერზე ინერვიულო :* ხშირად დაგირეკავ :*მიყვარხარ :* მომიკითხე ყველანიი :*
ცოტა ვინერვიულე დედა ესე რომ განიცდიდა, მაგრამ... ამ დროს კარების ხმა იყო, ნინი მოვიდა თავისი ჩანთით, შემოვიდა თუ არა ეგრევე მშიაო ხელი მომკიდა და სამზარეულოში შემათრია, რაღაცებიი გავამზადეთ და გემრიელად მივირთვით, ცოტა ვიჭორავეთ და საათს რომ დავხედეთ უკვე 12 ხდებოდა, სწარაფად ვიბანავე და ვეცადე მაქსიმალურად თხლად ჩამეცვა, შავი დახეული ჯინსი, თეთრი პერანგი და ტყავის მოსაცმელი, აქსესუარები გავიკეთე და ამ დროს ანდრო ჯორჯი სანდრო და გიოც მოვიდა, ცოტა ხანში აეროპორტის გზას გავუდექით, ვნერვიულობდი, 1000ჯერ მაინც შევამოწმე გზაში პასპორტები და ბილეთები, ანდროს მშობლები უკვე იქ იყვნენ, ყველას დავემშვიდობეთ, რეგისტრაცია გავიარეთ და ჯერ სტამბულში მივფირინავდით მერე დუბაიში, სანდორს და გიოს მოწყენილი სახე არასდროს არ დამავიწყდება, როგორ უნდოდათ ჩვენთან ერთად წამოსვლა, მაგრამ საქმეები ქონდათ.... დიდი ხნის ფრენის მიუხედავად მაინც ენერგიულად ვიყავით, ტითქოს რაღაც ძალიან ახალი უწყებოდა ჩვენს ცხოვრებაში და თან ჩემს საყვარელ ადამინებთან ერთად თბილისიდან ძალიან შორს მივდიოდით,მთელი გზა ენა არ გაგვიჩერებია არცერთს, ჩვენს გიჟობებს ვიხსენებდით , წამიერად დავფიქრდი რომ მე ბედნიერი ადამანი ვარ და უფალს მადლობა ამ ყველაფრისთვის...
და აი დადგა დრო დუბაიში ჩავფრინდით, რეგისტრაცია გავიარეთ და გარეთ გამოვედით, წამიერად გავჩერდი და ურგვლივ მიმოვიხედე, ვერ დავიჯერე რომ აქ ვიყავით, გარეთ რომელ სასტუმროშიც უნდა დავბინავებულიყავით იქედან მანქანა გამოგვიგზვანეს, სასტუმროში მივედით, არ ვიცი ანდროს და ჯორჯს ისეთი მაგარი სასტუმრო შეურჩევიათ რომ მე და ნინი შოკში ვიყავიტ, ყველაფერი ისეთი იდეალური იყო, მე-12 სართულზე ვიყავით ყველანი, მე და ნინი ერთად ჯორჯი და ანდრო ერთად, ტელეფონი ჩავრთეთ მე და ნინიმ და მშობლებს დავურეკეთ, მე ანდროს მშობლებთანაც უნდა დამერეკა , ყველას ვესაურეთ, გამოვიცვალეთ და სადილისთვის მოვემზადეთ, მე და ნინმ მოკლე შორტები, ფერადი ზედები გადავიცვით და ბიჭებს გავაკითხეთ,
-ნეტა რას იპრანჭებიან, მოვკვდი შიმშილით (ნინი წუწუნებდა)
-მოიცა გოგო მოდიან, (თან მეცინებოდა ნინის სახეზე, ისე შიოდა წაშლილი იყო)
ჩავედით და გემრილეად ვისადილეთ, ცოტა გამიჭირდა საჭმლის არჩევა, მაგრამ შევძელით, ცოტა ხანში აუზზე გავედით, ბევრი ვიმაიმუნეთ, და ნომერში დავბრუნდით, საღამოსთვის უნდა გავმზადებულიყავით, ქალაქი უნდა დაგევტვალიერებინა, სასტუმროდან რომ გამოვდიოდით მე და ანდრო ცალკე წავედით, ნინი და ჯორჯი ცალკე, ბიჭებმა თურმე ესე გადაწყვიტეს, იმ საღამოს საკამაოდ გვიან დავბრუნდით სასტუმროში, მე და ანდრო რომ დავბრუნდით ნინი და ჯორჯო მოსულები იყვნენ და აუზში ცურაობდნენ, ისეთი ხედი იშლებოდა აუზიდან, ერთი ბედნიერება იყო იქ ცურაობა, მე და ანდროც შევუერთდით და უკვე თენდებოდა რომ ოთახში ავედით..
-მარიამ, ჯორჯმა მითხრა რომ შევუყვარდი(ლოგინზე ზის და თითებით ერთობა)
_რააა?? რა უთხარი, როგორ ხარ? (ყველა კითხვა ერთად მივაყარე და მარიამის პასუხს დაველოდე )
-არ ვიცი, ძალიან მოულოდნელი იყო, არ ველოდი, უნდა გენახა ჯორჯი როგორ ნერვიულობდა, თვალები სევდით ქონდა სავსე, მივხვდი რომ გულწრფელი იყო ბოლომდე, დავიბენი მისგან მინდოდა ამის მოსმენა მაგრამ თითქოს არ ველოდი მაინც(საუბრობდა და თან აივანზე გავიდა, აივანზე მდგარ სკამზე მოწყვეტით დაეშვა და შემომხდეა, მეც გავყევი აივანზე და მოაჯირს მივეყრდენი)
_ზუსტად მესმის ეხლა შენი, უბრალოდ რისი მოსმენაც გინდოდა ის მოისმინე, მაგრამ არ იყავი დარწმუნებული ამაში რომ ეგრე მოხდებოდა, უბრალოდ ჩვეულებრივად გააგრძელე ყველაფერი, რა უთხარი შენ? (ვცდილობდი არ ენერვიულა, რადგან სანერვიულო მარტლა არაფერი ქონდა, მასაც ხომ მოწონდა ჯორჯი)
-ვუთხარი რომ სიმპათიები მაქვს, მაგრამ ჯერ დროა საჭირო სიყვარულისთვისთქო, ჩამეხუტა და მითხრა რომ „მუდამ დაგელოდებიო“ (ცრემლები წამოუვიდა ნინის, მის წინ ჩავიმუხლე და)
-ნიი, ეს ყველაზე კარგი და ტკბილი სიტყვებია რაც კი შეიძლება საყვარელი ადამიანისგან მოისმინო, რაზე ტირიხარ, მოდი ჩამეხუტე და შენი ლამაზიი ღიმილი მაჩუქე, სწრაფად ადგა და ჩამეხუტა, მერე ერთად გვეცინებოდა ამ ყველაფერზე, ცოტა ხანში დავიძინეთ, ნინი ხშირად რჩებოდა ჩემთან, მაგრამ იმ მომენტში ვიგრძენი რომ სულ მალე ესე ხშირად ერთად დავიძინებდით, როდესაც ოჯახს ქმნი მაინც არსებობს ისეთი რაღაცეები გიწევს რაღაცაზე უარის თქმა , ცრემლები წამომივიდა, ნინი უკვე მენატრებოდა და იმდენად ჩემიანი იყო, მისი მონატრება შეუძლებელი იყო, ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა. დილით ანდრომ და ჯორმა გაგვაღვიძა, ზედმეტად ტკბილი იყო ეს დილა ჩემთვის და ნინისთვის, ასე გადიოდა დღეების, მშვენიერი, თავბრუდამხვევი და დაუვიწყარი, ჯორჯი და ნინი კარგად იყვნენ, სწრაფად გაიარა ამ დრომ და ჩვენი მოგზაურობაც სრულდებოდა, მე და ნინი ვლაგდებოდით, იმდენი რაღაც ვიყიდეთ რომ მეორე ჩანთა გვჭირდებოდა, უკვე სასტუმროდან გამოვდიოდით, რომ უკვე გული მწყდებოდა ამ ყველაფრზე, როგორ მალე გავიდა ეს მოგზაურობა და ისევ ვბრუნდებოდით, სანდრო და გიორგი ისევ სტამბულში იყვნენ, არეპოსრტშიც მალე მივედით, თითქოს ყველანი დაღონებულები ვიყავით, რეგისტრაცია გავიარეთ და სტამბულის აეროპორტში ჩამოვედით, დაახლოებით 1 საათი გვქონდა დრო რეგისტრაციამდე, თუმცა თბილისში უამინდობის გამო ფრენა გადაიდო და ამიტომ დაახლოებით 24 საათი უნდა ვყოფილიყავით სტამბულში, სტამბულში დაახოებით ღამის 3 საათი იყო, ბარგი აეროპორტში დავტოვეთ და გადავწყვიტეთ სანდრო და გიორგი გვენხახა ისინიც ხომ სტამბულში იყვნენ, ჩვენებს დავურეკეთ აღაც დაგვხვედროდნენ, ცოტა ინერვიულეს მაგრამ რომ ვუთხარით სანდრო გიორგი და სანდროს მამაც აქ არისთქო არაფერი უთქვამთ.დავურეკეთ ბიჭებს და ზუსტად ნახევარ საათში აეროპორტში იყვნენ, აუუ როგორ მომენატრნენ, სანდრო როგორც კი დავინახე ეგრევე გავქეცი და ჩავეხუტე, როგორ მომენატრნენ, სასტუმროში წასვლა არ გვინდოდა ამიტომ გადავწყვიტეთ ღამის სტამბული გვენახა, ბევრი ვისერნეთ, შიმშილმა შეგვაწუხა ყველა და ამიტომ ღამის 5 საათზე ისე გემრიელად მივირთვით, ეს იყო უნუკალური გაგრძელება ჩვენი მოგზაურობის, უკვე გათენებული იყო, როდესაც სადაც ბიჭები იყვნენ, იმ სასტუმროში მივედით, 2 ოთახი ავიღეთ და როგორც კი მე და ნინი ოთახში შევედით ეგრევე დაგვეძინა, დილით ადრიანად გაგვაღვიძეს ბიჭებმა
_ადექით ძილს თბილისშიც მოასწრებთ, ვისაზუმოთ და მერე ქალაქში გავიდეთ,(სანდროს ბუზგუნის ხმა ისე ჩამესმოდა ტელეფონში რომ ძილის გაგრძელებაც არ მიცდია)
ავდექი ნინი გავაღვიძე, წყალი გადავივლეთ, ტანსაცმლის გამოცვალ გვინდოდა მაგრამ გაგვახსენდა რომ ყველაფერი აეროპორტში გვქონდა დატოვებული, სასუზმოდ ჩავედით, სანდროს მამა(დათო) ვანხეთ, მოვიკითეთ, ძალიან მაგარი მამა ყავს, ვისაუზმეთ, მე და ნინიმ წუწუნით ავიკელით ბიჭები სავაჭრო ცენტში წავსულიყავით და ტანსაცმელი გვეყიდა თორემ... ბიჭები დავითანხმეთ და წავედით... მე და ნინიმ ვეცადეთ დიდი დრო არ დაგვჭირებოდა, ამიტომ 2 საათში გამოვეწყვეთ და წავედით ქალქის უკეთ დასათვალიერებლად, ბევრი ისტორიული ადგილი მოვინახულეთ, თურქული სამზარეულო დავაგემოვნეთ , მშვენიერიი გაგრძელება იყო ჩვენი მოგზაურობის, უკვე 8 საათი ხდებოდა აეროპორტიდან დაგვირეკეს რომ 11 საათზე რეგისტრაცია იწყებოდა, სასტუმროში დავბრუნდით და ცოტა ხნით დავისვენეთ და უკვე მოვდიდოით როდესაც
_სანდრო და გიორგიი წადით დროზე ჩალაგდით ჩვენც მივდივართ თბილისში(დათო თუმრე ბილეთები იყიდა და ყველანი ერტად ვბრუნდებოდით სახლში)
სწრაფად გაემზადნენ და ცოტა ხანში აეროპორტში ვიყავით დაახლოებით 1 საათში და „Welcome To TBILISI” , მომენატრა ჩემი ქალაქი, როგრც კი გარეთ გამოვედით, დედაჩემი მამაჩემი, ნინის მშობლები, ანდროს მშობლები, სამწუხაროდ ჯორჯის მშობლები თბილისში არ ცხოვრობდნენ, როგორ გამიხარდაა ყველას ნახვა,შენი ოჯახი მაინც ყველაზე ტკბილია.. სახლში ავედით და ანდროს დავურეკე ტკბილი ძილი ვუსურვე და მეც ტკბილად დავიძინე...



თბილისსში დავბრუნდით მაგრამ მაინც სულ ერთად ვიყავით, ჩემები ძლივს მოვინახულე წესიერად, ცოტა ხნით ჯორჯი ბათუმში წავიდა თავის ოჯახში და ნინი ცოტა მოწყენილი იყო, მაგრამ ვინ მისცემდა მოწყენის საშუალებას, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდით გაგვემხიარულებინაა. ანდრო სულ ჩემთან იყო, ბიჭები და ნინი მუდამ ჩვენი თანამგზავრები იყვნენ, ამიტომ ერთად მუდამ ვმხიარულობდით, ერთ დღესაც ტრადიციულად ანდრომ ჩემზე ადრე გაიღვიძა და დამირეკა
-დილამშვიდობისა ძილისგუდა (ანდრო)
-დილამშვიდობისა, მაგრამ ზუსტად ვიცი უკვე შუადღეა ხომ? (მე )
-დიახ ქალბატონო, მოკლედ ეხლა გამოფხიზლდი რაღაც უნდა გითხრა და შენი დახმარება გვჭირდება
-მოიცა, ლოგინიდან წამოვდექი და ფანჯარასთან დავდექი,გისმენთ ეხლა რა უნდა გააფუჭოთ?
-მოკლედ, ჯორჯმა დაგვირეკა წამოსვლა მინდა და ჩემები მეხვეწებიან ცოტა ხნით მაინც დარჩიო და არადა ნინი ძალიან ენატრება,მოკლედ სანდრო რის სანდროა რომ იდეების ნაკლებობას განიცდიდეს და მოდი დღეს ბათუმში წავიდეთ , ნინი მოვატყუოთ ნუ ბათუმში რომ შევალთ კი მიხვდება მაგრამ გაგიჯდებიან ნინიც და ჯორჯიც, აბა ყველაზე გადარეულო ჩვენთან ხარ?
-აჰამ, რა თქმა უნდა, წავედიიით და სიცილი დავიწყე, აიი რატომ მიყვარხარ
-მეც, მიდი ნინის დაელაპარაკე და წავიდეთ ..
მოკლედ ბევრი ვიფიქრე რა შეიძლება მომეტყუებინა, რითი შემეძლო ნინი რომელსაც დიდი ხნით მგზავრობა არ ხიბლავს ამაზე დამეთანხმებინა,მოკლედ გავემზადე, დედაჩემი გავაფრთხილე რომ ბათუმში მივდიდით და ეს არავის უნდა გაგო, ნინის დედიკოს დაურეკე და ვუთხარი რომ სიურპრიზს ვუკეთებდით და არ ენერვიულა, ამიტომ მხოლოდ ნინის თანხმობა და სულ რამდენიმე საათში ბათუმში ვიქნებოდით.კარზე დავაკაკუნე და ნინის ამ დროს რა თქმა უნდა ეძინა ამიტომ ძლივს გავაღვიძე რომ კარები გაეღო,
-ადექი ქალბატონო მივდივართ,
-მოიცა რა გთხოვ , მეძინება
-არა სასწრაფოდ, მალე უნდა გაემზადო,
-რა ხდება სად მივდივართ? ცალი თვალი გაახილა და ისე მკითხა დაინტერესებულმა რომ უეჭველი გამომიჭერდა მაგრამ,
-მოკლედ ანდრო მიდის საქმეზე ბახმაროში და დამირეკა და მთხოვა ყველანი წავიდეთო და მოკლედ 3 დღით წავიდეთ თან გავერთობით, თბილისშიც არ ვიქნებით და დროც მალე გავა, მიდი ადექი მოემზადე,
-რა ბახმარო გოგო გაგიჟდით, მოდი მე მეზარება, იქ ცივა არ მინდა რა ..
-აუუ ნუ მაწყენინებ, დედაჩემმა ნინის გარეეშე არ გაგიშვებო, თან დედაშენმა წამოვიდეს ნინი რა პრობლემაოო და წამო გთხოვ რა აქ რა უნდა აკეთო,
-ჯორჯი?
-ბათუმშია ანდრომ დაურეკა და არ მცალიაო და თორე ჯორჯი არ დაგვიწყებია.
-კაი, მოვწესრიგდები და ჩავლაგდები,
-მიდი ჩემო გოგო მეც ჩავლაგდები და 1 საათში მზად იყავი, ლოგინიდან წამოვაგდე ბევრი ვაკოცე და წამოვედი,
ბიჭები გავაფრთხილე რაც ვუთხარი ნინის და მოკლედ 1 საათში უკვე მანქანაში ვისხედით და თბილისიდან გავდიოდით უკვე, გზაში ნინიმ იმდენჯერ იკითხა მალე ჩავალთ, მალე ჩავალთ რომ სანდრო ემუქრებოდა ქუჩაში დაგტოვებო, ხომ ის დეტალი რომ ნინის ჯორჯისთვის არ ეთქვა ბახმაროზე, რომ ჩვენი ტყუილი არ გამჟღავნებულიყო ნინი დავარწმუნეთ რომ ჯოჯრჯისთვის არაფერი ეთქვა არ ენერვიულა გზაში რომ იყო და რომ ჩავიდოდა მიწერდა, აუ ძალიან მაგარი ბატია ნინი, მაგრამ ყველაზე საყვარელი ადამიანია .. უკვე ბათუმის შესასვლელში ვიყავით სანდრომ ნინის თვალებზე რომ შავი თავსაბურავი მოახვია და ნინის დაუსრულებელი კითხვები და წუწუნი იყო პიკი სანდროსთვის, მაგრამ თავს აკონტროლებდა, უკვე ბათუმში ვიყავით როდესაც ანდრო მანქანიდან გადავიდა ჯორჯს დაურეკა და თხოვა რომ ვითომ მის ნაცნობი რაღაც საბუთებს მისცემდა თუ შეეძლო რომ შეხვედროდა, ჯორჯს რა თქმა უნდა უარი არ უთქვამს და ამიტომ დანიშნულების ადგილას ბათუმში ერთ-ერთ ულამაზეს რესტორანში რომელიც 10 სართულზე იყო, ლიფტის კარები გაიღო, ნინი სანდროს მოყავდა, როდესაც მე და ანდრომ დავინახეთ ჯორჯი ბოლო მაგიდასთან იჯდა და ტელეფონით ერთობოდა, ნინისთან მივედი სახვევი მოვხსენი და ვუთხარა შენი სურპრიზი აქ არისთქო, თვალები გაახილა, ირგვლივ თვალი მოავლო რესტორანს და ბოლო მაგიდასთან მჯადარი ჯორჯი რომ დაინახა სიხარულიგან ყვიროდა, ხტუნაობა დაიწყო, ამის კივილმა ჯორჯიც გამოაფხიზლა და ერთმანეთის პირისპირ აღმოჩდნენ, ნინი გაიქცა ჯორჯისკენ და ჩაეხუტა, ირგვლივ ტაშის ხმამ გააყრუა მთელი დარბაზი და არ დამავიწყდება ნინის ბედნიერი სახე, რამდენ მადლობას გვიხდიდა და ცდილობდა ეს ემოციები გაეკონტროლებინა, თუმცა აშკარად არ გამოსდიოდა, უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ბათუმში გადაუღებლად თოვდა, თოვლიანი ზღვა ეს ყველაზე ლამაზი და მშვენიერია, ამიტომ ცოტა ხნით გავსეირნეთ, ცოტა ვიგუნდავეთ, ვიმხიარულეთ, პირველად ვიყავი ზღვის ნაპირას სადაც თოვდა, ეს იყო თითქოს ოცნების ახდენა, როდესაც მსოფლიოში ყველაზე საყვარელ ადამიანებთან ერთად ხარ და გრძნობ რომ იღბლიანი ადამიანი ხარ.წამიტ დავფიქრდი და ოდნავ მოშორებით დავდექი და მათ ვუყურებდი და მეღიმებოდა, ეს იყო ის გარდამავალი წამი როდესაც უდაოდ ბედნიერი და იღბლიანი ბილეთი მე ვიპოვე. ჯორჯმა გვთხოვა სატუმროში ნომრები არ აგვეღო და ის გაგვიმასპინძლდებოდა, მაგრამ ოჯახის შეწუხება არ გვინდოდა და სასტუმროში დავბრუნდით ჯორჯი სახლში წავიდა, მე და ნინი ნომერში ავედით, ემოციებისგან დავიცალეთ, მეხუტებოდა, ყვიროდა, მღეროდა, ცდილობდა ეს ემოციები გაენთავისუფლებინა, ჩემმთვის ყველაზე ტკბილი არსება ასეთი ბედნიერი რომ იყო ეს უფრო მეტად მახარებდა და კიდევ უფრო ის მახარებდა რომ ეს ჩვენ გავახარეთ. უკვე თენდებოდა რომ დაგვეძინა. ბათუმში კიდევ 2 დღე დავრჩით, ჯორჯის მშობლებმა საღამოს სახლში დაგვპატიჯეს, ნინი ცოტა მორიდებულად იყო მაგრამ მალევე შეეჩვია სიტუაციას, უკვე წამოსვლის დრო იყო, გული გვწყდებოდა რომ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით მაგრამ ჩვენები გველოდებოდნენ, ჯორჯიც ჩვენთან ერთად წამოვიდა და უკვე საკმაოდ გვიანი იყო რომ დავბრუნდით, ყველამ ერთმანეთს ტკბილი ძილი ვუსურვეთ და გადავეშვით სიზმრების და ზღაპრების ქვეყანაში.
დრო დადიდოა, ყველაფერი ნამვდილ ზღაპარს გავდა, მეგონა ხოლმე რომ მალე ვინმეს უდნა გავეღვიძებინე და ეს უბრალოდ ლამაზი სიზმარი იყო. ხშირად ვიყავით ერთად, ჩემი ოჯახი ანდროს გარეშე ვერღარ ძლებდა ამიტომ ხან ანდორსთან ვიყვით ხან ჩემთან, უკვე ქორწილზე ვფიქრობიდთ, როგორ უნდა ყოფილიყო, სად , ყველაფერი მხოლოდ ჩვე ორს უნდა გაგვეკეთებინა, არანაირი დიზაინერი და არავინ მხოლოდ ჩვენ, რადგან ეს დღე უნდა ყოფილიყო ყველაზე მეტად განსაკუთრებული და დაუვიწყარი.. უნივერისტეტიც დაიწყო,ლექციები, სამსახური, მოუცლელობა, ბიწებიც მუშოაბდნენ, ამიტომ მხოლოდ გვიან ვახერხებდით ან უნივერსიტეტში ერთმანეთის ნახვას, ხშირად დაგვთენებია თავზე მონატრებულებს, ეს იყო დამღლელი დღის შემდეგ ყველაზე დიდი ბედნიერება და განტვირთვა.
როგორც ყოველთვის გვიან დავიძნე და უნივერსიტეტში მაგვიანდებოდა, ნინი უკვე იქ იყო,რადგან დილით ადრე გადარება ქონდა და მე ვერ გაამღვიძა რომ წავყოლოდი, გზად ყავის ყიდვა მინდოდა, რადგან მხოლოდ ერთ ადგილას იყიდება ისე საოცრება რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს, ამიტომ მანქანა გავაჩერე და მოპირდაპირე ქუჩაზე გადავირბინე ყავის საყიდლად, ჩემი სიფხიზლის წყარო ჩემი ლატე იყო, ამიტომ შუქნისშნის ანთებას ველოდებოდი, აი ფეხით მოსირულელთათვის მწვანე შუქი აინთო და უცებ ყველაფერი დაბნელდა, ხალხის ყვირილი სასწრაფოში დარეკეთ გოგო უგუნოდაო, მაგრამ მე ყველაფერი მესმოდა, მეშინოდა ამ სიბნელის, მეშინოდა რა მელოდა, ნუთუ ეს ყველაფერი სიზმარი იყო, ანდრო , ნინი სად ხართ, ნუ მეხუმრებით, მაგრამ ამ დროს გავითიშე.....
აქ კი კალამს სხვას გადავულოცავ და ის მოგიყვებათ რა მოხდა ...რამდენდაც შემდგომ გაიგო მარიამის ოჯხამა შუქნიშანზე არასწორედ გაიარა მანქანამ, რომელსაც მთვრალი მძღოლი მართავდა, საოპერაციოში შეიყვანეს და ამ უსახურმა თეთრმა კედლებმა, სისხლმა, აპარატის წრიპინმა და ექიმების შეშოთებულმა სახეებმა უფრო მეტად შეაშინეს ჩვენი გოგო, გარეთ შესასვლელში იყო ყველა ვინც უყვარდა, ვის გამოც მარიამს თავის გაწირვაც შეეძლო, ერთი კედილის კუთხეში ანდრო იყო ჩამუხლული,მისი ცრემლები არ შრებოდა, ერთ წერტილს უყურებდა და არც კი ირხეოდა, ნინი სკამზე ორად მოკეცილი იჯდა და ტიროდა, ჯორჯს მისი სახე ქოდა ხელებში მოქცეული და ცდილობდა დაემშვიდებინა, მაგრამ არც თვითონ იყო მშვიდად,სანდრო საოპერაციოს კედელთან იდგა და მუჭებს უშენდა კედელს, თავისთვის ლაპარაკობდა და ხელში მარიამის ფოტო ეჭირადა საიდანაც ბედნიერი მარიამი იყურებოდა,გიორგი განადგურებული იდგა სანდროს გვერდით და თითქოს იქ ერთმანეთსაც კი ვერ ამჩნევდნენ, არასდროს იცოდა ბევრი ლაპარაკი, ამ შემთხვევაში კი მხოლოდ სული ტკიოდა, მისი ოჯახის წევრები გაანდგურებულები იყვენ, მარიამის დედიკოს ქალბატონ ბარბარეს უკვე მეორედ გაუკეთეს დამამშვიდებელი, ანდროს მშობლები, ნინის მშობლები, ყველა ვისაც მარიმი უყვარდა ყველა იქ იყო, ყველა ლოცულობდა და უფალს თხოვდნენ მარიამი არ წაეყავნა, ოპერაცია 6 საათს გაგრძელდა,ეს 6 საათი თითქოს საუკუნედ იქცა, დრო არ გადიოდა, არავინ არაფერს ამბობდა, ყველა სადღაც გარბოდა, ყველა რაღაცას ეძებს, ძლივს გაიღო საოპერაციოს კარები ექიმი გამოვიდა და მაშინვე იკითხაა
-ანდრო რომელია? (ექიმი)
ანდრო იქ იდგა და სწრაფად მივარდა ექიმთან,
-ბატონო ანდრო როდესაც საოპერაციოში შევიყვანეთ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა ეს იყო ანდრო. ძლიან ბვერი დაზიანებები ქონდა, თავში უკვე სისხლი ჟონავდა, ყველაფერი ვეცადეთ რომ გადაგვერჩინა, ვერ გაუძლო ორგანიზმა, საკმაოდ ძლიერი გოგო იყო, მაგრამ ბოლოს დანებდა, ვიცი ძალიან რთულია ამის მოსმენა , ბოდიშით,
ამ დროს ყველა გაშეშებული იდგა ექიმის წინ და ყველა გაუაზრებლად ტიროდა, ყველა გამაოაფხილა ანდროს ღრიალმა, ნინი ექიმს მუშტებს ურტყავდა და უყვიროდა რომ მისი ბრალი იყო ყველაფერი, მარიამის დედა იმდენად განადგურებული იყო ქალი ვეღარც ტიროდა, ამ დროს რეანიმაციიდან მარიამი გამოიყვანეს, ანდრომ რომ ჩაიკრა გულში ძლივს გამოვიყვანეთ, ტიროდა ყვიროდა და ყველას ადანაშაულებდა ,
-ჩემი ლამაზთვალება, რატომ მიმატოვე, მითხარი რომ ეს მწარე სიზმარია, მითხარი რომ ისევ აქ ხარ ჩემთან, რატომ ხარ ესეთი უსამართლო, რატომ გამწირე რატომ მომისაჯე ამხელა ტანჯვა, უშენოდ ლეში ვარ რომელიც უბრალოდ სუნთქავს, აღარც მინდა აქ შენ გარეშე, ადექიი მეჩხუბე მითრხარი რომ საზიზღარი ვარ მაგრამ მაინც გიყვარვარ, ჩემი ფერია სულ მალე ქორწილისთვის ვემზადებოდით, რა გამიკეთე მარიამ, რატომ დავიმსახურე, რატომ უფალო ესეთი რა შევცოდე,ამისთვის იბრძოლე ჩემს გადასარჩენად რომ მერე შენ მიგეტოვებინე, რა ეგოისტი ხარ მარიამ...
ირგვლივ ყველა ტიროდა, ყველას ტკიოდა, ყველას ტკიოდა ვინც არ იცნობდა, ანდრო, ანდრო მხოლოდ მოძრაობდა, მხოლოდ სუნთქავდა, სიცოცხლის არცერთი ნიშანი არ ქონდა, მთელმა თბილისმა გაიგო ეს საზარელი ამბავი, ყველა უსამძიმრებდა ოჯახს,ყველამ ერთად გააცილეს მარიამი უკანასკელ გზაზე.სახლში კი დარჩა სიხარიელე, მარიამის ოთახის კარები გამოხურეს და ყველას ეკრძალებოდა იქ შესვლა, მხოლოდ ქალბატონი ბარბარე შეიპარებოდა ხოლმე, როდესაც ვერ იძინებდა, იჯდა მარიამის ლოგინზე და ტიროდა, მაგრამ მის ცრემლებს მის ოჯახს არა ანახებდა. ნინი აი ნინი კი სახლში ჩაიკეტა, ყველას ეჩხუბეოდა, ყველას უყვიროდა, ჯორჯსაც დაშორდა, მხოლოდ თავის ოთახში იჯდა და მარიამის ვიდეოებს და ფოტოებს უყურებდა,მხოლოდ გვაინ ღამით გამოიპარებოდა ხოლმე სახლიდან და ქუჩაში მარტო სეირნობით ირთობდა თავს, ცდილობდა იქ წასულიყო სადაც მარიამთან ერთად იყო ხშირად, ფიქრობდა რომ იმ დროს მარიამი მის გვერიდთ იყო და მშვიდდებოდა, სანდრო და გიორგი ყოველ დილით მარიამის საფლავთან იდგნენ და ტიროდნენ, უყვებოდნენ რა ხდებოდა იმ ქალაქში სადაც ის აღარ იყო და აღარ არსებობდა მისი საუკეთესო სამეგობრო.. ხშირად ხვდებოდნენ ქალბატონ ბარბარეს და ერთად ისხდნენ და იხსენებდნენ მარიამს, ყველაფერს და თითქოს დაცლილები ბრუდებოდნენ უკან, ნინი მხოლოდ გვიან ღამით სტუმრობდა ხოლმე მარიამის საფლავს და ხშირად ჩასძინებია და დილის სიცივეს გაუღვიძებია, მარიამმა ყველას გულები თან გაიყოლა, ისე რომ ვერვაინ ვერ უმკლავდება ამ ტკივილს.
დაახლებით 5 წელი გავიდა რაც მარიამი აღარ არის, რაც მან დაგვტოვა მისი მეგობრების ცხოვრებაში ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ყველა ცდილობდა გული რამესთვის გადაეყოლებინა,მარიამის ოჯახი ისევ ისე აგრძელებდა ცხოვრებას, მარიამის უფროსი ძმა ცნობილი ქირურგი გახდა, მარიამი სულ ამბობდა ხოლმე ჩემი ძმა ადამიენბს გადარჩენსო, უმცროსი ძმა კი მეორე კურსელი იყო და საკმაოდ კარგად სწავლობდა, ქალბატონი ბარბარე კი როგორც ყოველთვის დილას მარიამთან მისვლით იწყებდა და მერე იწყებდა მისი ოჯახისთვის ცხოვრებას, ბოლო დროს მარიამის ოთახს არ სტუმრობდა, ამიტომ უკვე 3 წელზე მეტია მისი ოთახი არავის გაუღია. ნინიმ მუშაობა დაიწყო, სანდრო და გიორგი მამებს ეხმარებოდნენ,ყველა ცდილობდა ის საშინელი ტკივილი დაევიწყებინათ მაგრამ, არ გამოსდიოდათ, ხშირად იკრიბებოდნენ ერთად და რამდნეჯრ დამთვრალან ისე რომ ეგონათ ყველაფერს დაივიწყებდნენ, მაგრამ გონებას უკვე ვეღარ აკონტროლებდნნე, რთულია 20 წლიანი მეგობრობის, ურთიერთობის დავიწყება, თითქოს ყველა ჟესტი მას გახსნებს, სიმღერა, მოქმედება, საკვები ყველაფერი აბსოლუტურად.მაგრამ აი ანდრო კი რაც მარიამი დაკარძალეს იმის მერე არავის უნახავს, არავის გაუგია მის შესახებ რაიმე, ხშირად დადიოდნენ სანდრო, გიორგი და ნინი მარიამის საფლავზე, უყვებოდნენ იმ ყველაფერს რაც მის გარეშე მოხდა, ერთ დღესაც ყველამ ერთად გადაწყვიტეს ანდრო მოეძებნათ, უკვე ძალიან დიდი დრო იყო გასული და მის შესახებ უნდა გაეგოთ ყველაფერი, ამიტომ, გადაწყვიტეს ანდროს ოჯახში მისულიყვნენ და ყველაფერი გაეგოთ, ააქამდე ბევჯერ ცადეს ანდროს შესახებ რაიმეს გაგება, მაგრამ ამაოდ...
უკვე გაზაფხული იყო, ჰაერში ყვავილების სურნელება იდგა, მაგრამ ეს ქალაქი სამივესთვის უცხო გახდა, ყველა ქუჩა ყველაფერი მარიამს ახსენებდათ, თითქოს ერთი ადგილიც კი არ იყო ისეთი სადაც მარიამის მოგონებები არ იწყებდნენ ფორიაქს. ანდრო სახლთან იდგა სამივე მაგრამ ვერცერთი ვერ ბედავდა კარებზე დაკაკუნებას, რთული იყო ისევ ძველი ამბების გახსენება, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინათ, ნინიმ გამბედაობა გამოიჩინა და კარბზე დააკაკუნა, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა, კარები ანდროს დამ გაუღო, ყველა მოიკითხა და სახლში შეიპატიჟა, სახლში ანდროს გარდა ყველა იყო,
-ბოდიშით რომ გაწუხებთ, უბრალოდ თქვენს შესახებ არაფერი გაგვიგია ამდენი წელია და როგორ ხართ? ვერ ვბედავდით მოსვლას, არ გვინდოდა შეგვეწუხებინეთ(ნინი)
-მადლობა ჩემო საყვარლებო რომ მოგვიკითხეთ, დღემდე შემორჩა ჩემს სახლს მარიამის ტკივილი, რა ვქნათ ვერ დავივიწყეთ, იმ ამბის შემდეგ 1 წლის მერე ქალბატონი ბარბარე მოვინახულეთ, ორივეს ერთიდაიგივე ტკივილი გვაერთიანებდა, უბრალოდ ჩემი შვილი ცოცხლაი იყო, მაგრამ ამას თუ სიცოცხლე ქვია, თქვენ როგორ ხართ?(ანდროს დედიკო ქალბატონი მაკა)
-ჩვენც დღემდე გვეუცხოება მარიამის არ ყოფნა, უკვე 5 წელი გავიდა და მაინც არაფერი განელებულა, ისევ გვტკივა, მისი ოჯახიც ესეა, მისი ძმა ცნობილი ქირურგი გახდა, ქალბატონი ბარბარე ყოველ დღე დადის მარიამის საფლავზე, ყველა ისევ ისე ვართ, და ანდრო როგორ არის?
-ეჰ ჩემო ბავშვებო. ანდრო იმ დღის მერე არ გვინახავს, წელიწადში ერთხელ გვიგზავნის წერილს სად არის და როგორ არის, არც კი რეკავს, მარიამის სიკვდილმა ანდროც მოკლა, არც კი გვაძლევს უფლებას დავეხმაროთ, გავამხნევოთ, ერთი კვირის წინ დაურეკა მამამის და მოიკითხა, ეს იყო მისგან სასწაული დარეკვა, მუდამ ამანათს აგზავნიდა, რასაც გვეუბნება სადაც არის იქ ვრეკავთ და ასეთს არავის იცნობენ, ანდროს დარდმა შემიწირა ნინი, ცრემლები წამოუვიდა და ნინის ჩაეხუტა
-იქნებ ამანათები გვანახოთ და რაღაც კვალზე გავიდეთ, მზად ვართ ჩვენი ერთი მეგობარი სანამ ცოცხალია გადავარჩინოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ანდროს მშობლებმა ყველაფერი ანახეს და ნინიმ კერძო დეტექტივი დაიქირავა, ყველაფერი გააკეთა რომ ანდრო მოეძებნათ, ამიტომ ნინიმ ის იპოვა,უკვე აგვისტოს ბოლო იყო როდესაც ნინი, სანდრო და გიორგი ანდროს სანახავად წავიდნენ, ანდრო ერთ კლდეზე ცხოვრობდა, რომელიც ესპანეთში მდებარეობს და ამ კლდეზე მხოლოდ ერთი შუქურა დგას, რომელიც მხოლოდ ზღვის საშუალებით უკავშირედება ქალაქს და ამიტომ ბავშვები ჯერ ბარსელონაში ჩაფრინდნენ და მეორე დღესვე ანდროსკენ წავიდნენ,როდესაც ნავის დაქირავება გადაწყვიტეს დამქირავებელი მეთევზე იყო, უთხრეს სადაც უნდოდათ და მაშინვე მიხვდა ეს მეთევზე რომ ანდროს ეძებნდნენ, ცოტაოდენი რაღაც მოუყვა ანდროზე, უთხრა რომ
- ანდრო ხშირად თევზაობდა, ამით შოულობდა ის საკვების ფულს, ხშირად გადიოდა შუაღამით ზღვაში და სვამდა, ქალაქში მხოლოდ თვეში ერთხელ გამოდის, მუდამ მოწყენილია და ამას წინათ მთხოვა რომ ამანათი გამეგზავნა, ალბათ მის მშობლებთან აგზავნიდა, ვიცი ბავშვებო რომ ანდრომ საყვარელი ადამიანი დაკარგა და დღემდე იმ ტკივილით ცხოვრობს, აი მოვედით კიდეც აქ ახვალთ და ანდროც სახლშია, მისი ნავი აქ არის....
როდესაც კლდეს მიადგნენ, ერთი პატარა ნავი იდგა, რომელსაც ლათინური ასობგერა „M” ეწერა , სწრაფად ავიარეთ დიდი ქვები და შუქურასთან მივედნენ, ულამაზესი ხედი იშლებოდა იქედან, ყველას ეშინოდათ კარებზე დაკაკუნების, ეშინოდათ რომ იქ შეცვლილი და სხვანაირი ანდრო დახვდებოდათ, გზაში ამ შიშიმა შეიპყრო თოთოეული, მაგრამ მას ისინი ჭირდებოდა. კარებზე დააკაკუნეს და კარები ნელა გაიღო, დაბერებულმა, მკერდამდე წვერით, ნაღვლიანი თვალებით და სასმლის სუნით გაჟღენთილმა უცხო არსებამ გამოიხედა, მაგრამ ეს ხომ მათი ანდრო იყო, რომელიც სრულებით არ გავდა იმ ანდროს, რომელიც 5 წლის წინ იყო, ანდრო გაშეშებული იდგა და მათ უყურებდა,არ იცოდა რა ეთქვა
-აქ საიდან აღმოჩნდით? (ანდრო)
-დაგვაკლდი, მოდი ჩაგეხუტო (სანდრო)
ნინიმ ცრემლები ვერ შეიკავა, ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა და ყველა ტიროდა, ანდრომ სასწრაფოდ გარეთ პატარა მაგიდა გაშალა, ნინიმ რაღაცეები მოამზადა და ზღვის ხედით და ერთმანეთით ტკბობა დაიწყეს, ყველაფერი გაიხსენეს და მძიმე თემაზეც უნდა ელაპარაკათ..
-უკვე 5 წელი გავიდა და ოდნავადაც არ გამნელებია ეს ტკივილი, ყოველ ღამე ვსვამ , საკუთრ თავს ვეჩხუბები, ვადანაშაულებ რომ ჩემი ბრალია ის რომ აღარ არის, მე მის გარეშე ვერ ვცოცხლობ, 5 წელია დავდივარ დედამიწაზე და ვგრძნობ რომ მე აქ სრულებით ზედმეტი ვარ.. (ანდრო)
-გაქცევით ვერასდროს ვერაფერს ვუშველით, ყველას ერთიდაიგივე ტკივილი გვაერთიანებს, ყველას გვაკლია მხიარული და ბედნიერი მარიამი, მაგრამ ეხლა როგორც ხარ მარიამს ეს მოეწონებოდა?!, შენი ოჯახი განადგურებულია, დედაშენი ყოველღამე ტირის რომ არ იცის სად ხარ რა გიჭირს, არ აძლევ უფლებას ადამინებს რომ დაგეხმარონ, მარიამის ოჯახი დღემდე იტანჯება მაგრამ იციან რომ გაქცევით ამ ტკივილს ვერ გაანელებენ, მემგონი დროა დაბრუნდე,იქ სადაც გაჩერდი , რთულია ვიცი ყველაფერი მის თავს გვახსენებს მაგამ უნდა გავუძლოთ. (ნინი)
-დიდი ხანია ვფიქრობ დაბრუნებაზე, მაგრამ მეშინია, მის გარეშე ყველა ის ადგილი მძულს სადაც ერთად ვიყავით, ყველაფერი რაც მას ეხებოდა, არ ვიცი დედაჩემი ძალიან მეცოდება, ვიცი მარიამი მისთვის რას ნიშნავდა და ეხლა მეც ესე ვტანჯავ, მაგრამ არ გამომდის.... (ანდრო)
-ძმაო, წარმოიდგინე ჩემთვის რა რთული იყო მის გარეშე, ჩემი სახლი მარიამის ნივთებით იყო სავსე, ხომ იცი როგორ უყვარდა ჩემი სახლი, როგორ უყვარდა ჩემებთან ყოფნა, გიორგის არ დააყენებდა ხოლმე სახლში და ისიც იქ ჩნდებოდა, მაგრამ ვეგუებით,, ეს ცხოვრება აუტანელია დრო მართლა კურნავს ტკივილს, მაგრამ ჯერ ადრეა რადგან შენ საწყის წერტილს უბრუნდები... (სანდრო)
ბევრი ილაპარაკეს მარიამზე, გაიხსენეს ყველაფერი რაც კი ერთად გაუკეთებიათ და მოგონებებმა იარები განაახლა, მაგრამ იგრძნეს რომ მარიამი სადღაც ახლოს იყო, ანდრომ ჯორჯზეც გაიგო, არ მოეწონა ეს ამბავი, მაგრამ ყველა განადგურებული იყო, მარიამის ოჯახზე უამბეს ცოტა, ზოგადად მის გარეშე განვლილ 5 წელიწადზე. დაახლოებით 1 კვირა დარჩნენ ესპანეთში, უკვე ანდროს გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ანდრო დათანხმდა და ყველანი ერთად დაბრუნდნენ თბილისში, უჭირდა ანდოს დაბრუნება, მაგრამ უნდა დაბრუნებულიყო, აეროპორტში ანდროს მშობლები დაგვხდნენ, როდესა ანდორომ ქალბატონი მაკა დაინახა, ტკივილისგან ღრიალებდა და ტიროდა, დედამისი ეფერებოდა და ცდილობდა დაემშვიდებინა, მაგრამ ეს ემოცია ულევი იყო, დილის 6 საათი იყო რომ ჩამოფრინდით, ანდრომ გვთხოვა მარიამის საფლავზე ავიდეთო და საფლავს მივუახლოვდით და საფლავთან ქალბატონი ბარბარე შევამჩნიეთ , რომელიც მარიამისთვის მიტანილ ყვავილებს ცვლიდა, ანდრო გაშრა, არ იცოდა რა გაეკეთებინა, ერთიანად ტკიოდა ყველაფერი, ყველაფერი გაახსენდა და იგრძნო რომ ეს 5 წელი არაფერი იყო, უცებ მივიდა მასთან და ჩაეხუტა, ბოდიშს უხდიდა რომ ამ მძიმე პერიოდში მიატოვა ისინი და მათ გვერდით არ იყო... ერთად იდგნენ და ტიროდნენ, ქალბატონი ბარბარე მადლობას უხდიდა რომ დაბრუნდა , რადგან მეორე შვილის დაკარგვა არ უნდოდა.
ანდრო დაახლოებით 2 კვირა გადაბმულად მარიამის საყვარელ ადგილებს სტუმრობდა, სადაც ერთად დადიოდნენ და თითქოს გრძნობდა რომ მარიამი მის გვერდით იყო, ამ დროს ნინი სამსახურიდან გამოდიოდა როდესაც კარებთან ჯორჯი შეეჩეხა, 5 წელია არ უნახავთ ერთმანეთი, ჯორჯმა მოიკითხა ნინი, ცოტა ისაუბრეს და ნინი წამოვიდა, როდესაც სმს მოუვიდა ტელეფონზე
- „ ისევ შევხდით ერთმანეთს , ვეღარსად გამექცევი“,
ნინიმ არაფერი უპასუხა და უბრალოდ გაეღიმა, მთელი საღამო ჯორჯიზე ფიქრობდა, ანდრო ნელ-ნელა გონზე მოდიოდა, მარიამის სახლში ხშირად ადიოდა, მის ოთახი 3 წელია არავის გაუღია, ანდრომ გააღო პირველად, ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც მაშინ, ლოგინზე მიფენილი მოსაცმელი, კარადაში დაკიდებული სამოსი, მის ოთახში ისევ მისი სურნელი იდგა, საწოლის თავთან მისი და ანდროს სურათი იდო, ხოლო ერთ კედელზე გაკეტებული დეკორი მისი და ანდროს სურათი იყო გაკრული, რომელიც დუბაიში იყო გადაღებული და ხელჩაკიდებულები გარბოდნენ, ანდრომ ბევრი იტირა და მარიამის ყველაზე საყვარელი ნივთი, რომელიც მან აჩუქა აიღო და თან წაიღო....
ყოველ დღე დადიოდა მარიამის საფლავზე და უყვებოდა ყველაფერს, ნელ-ნელა ცდილობდა მისი მშობლების და მისი დის ხათრით ეცოცხლა, სამი ყველაზე მაგარიი მეგობარი ყავდა, რომლებმაც მიანც მოძებნეს, მხარში დაუდგნენ და ისევ ერთად ეგუებიან იმ უცხო ქალაქს, სადაც ყოფაც კი აუტანელია, როგორ შეიძლება ხოლმე წამში გახდეს ყველაზე ნაცნობი ქალქი, ყველაზე უცხო და ცივი...
დრო გადიოდა, ნელ-ნელა ყველანი იწყებდნენ ცხოვრებას, დაახლოებით მარიამის გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა, ანდრო მამამისის კომპანიის მეთაური გახდა, მისთვის სხვა ქალი არ არსებობს, ისევ მარიამით ცხოვრობს, ნინი ჯორჯს დაუბრუნდა და უკვე 2 წლის შვილი ყავს გოგო, რომელსაც მარიამის სახელი დაარქვა,მარიამივით მოუსვენარი და საყვარელია, ყველას ძალაინ შეაყავარა თავი და ანდრო კი ხშირად თამაშობს მასთან და ამით მის არ ყოფნას ივსებს თოთქოს.. გიორგიმ ცოლი მოიყვანა, სანდრო მამამისის კოპანიას უძღვება და სიყვარულზე მასთან საუბარი ზედმეტია. მარიამის ოჯახში მისმა ძმმამ ცოლი მოიყვანა, უკვე 2 შვილი ყავს, მარიამის დედიკო ისევე ყოველდღე ყოველდილით დადის მარიამის საფლავზე.. მარიამმა ისევ შეძლო ჩვენი გაერთიანება და ისევ ერთ უნიკალურ სამეგობროთ ქცევა.. ის მუდამ იცოხლებს ჩვენს გულებში და ყოველთვის იქნება მსოფილიოში ყველაზე ერთგული, მხირული, გადარეული და მოსიყვარულე გოგონა.



ძალიან დიდი დრო გავიდა მას მერე რაც ბოლო თავი ვერ დავდე,თუმცა ეხლა საკმაოდ დიდი და მსუყე თავია.. უბრალოდ ვერ მოვიცალე, თან მუზამაც ცოტა ხნით დამტოვა... ვინც კითხულობდით ჩემს ისტორიას დიდი მადლობა თქვენ და ბოდიში ამდენი ხნის პაუზისთვის.თითოეული თქვენი კომენტარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია :***




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent