შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ძალა (3 თავი)


20-02-2016, 14:46
ავტორი Lonelygirl
ნანახია 2 026

ვიფიქრე ალბათ მომეჩვენა მეთქი და გავედი ოთახში სანახავად. როგორც კი სამზარეულოდან გავედი ირაკლი შემეფეთა და მთხოვა ერთი წუთით გამომყევიო. მეც უკან გავყევი სამზარეულოში, მაგრამ გიორგის დანახვა და თვალის შევლება მაინც მოვასწარი. ვიფიქრე ირაკლის ანუკასთან დაკავშირებით ენდომებოდა რაიმე, მაგრამ როდესაც ლაპარაკი დაიწყო მივხვდი რაც უნდოდა.
-იცი მარიამ, შენთან სერიოზულ საქმეზე მინდოდა დალაპარაკება,-დაიწყო საუბარი.
-გისმენ!-მივხვდი რაზეც იქნებოდა ეს საუბარი და მოკლედ მოვუჭერი.
-პირდაპირ საქმეზე გადავალ რა,-ძლივს დაიწყო საუბარი,-მიხვდი ალბათ, რომ გიორგის შენი ახლოს გაცნობა უნდა.
-და შენ გიყენებს ამისთვის?-აღარ დავამთავრებინე და პირდაპირ ვკითხე.
-არა, ცუდად არ გამიგო, მომისმინე გთხოვ.-მის თვალებში სიმართლე დავინახე და აღარ გავაწყვეტინე.-კარგად იცი, რომ ჩემი და ხარ და არ დავუშვებ ვინმემ გაწყენინოს. ანუკიმ მომიყვა ყველაფერი რასაც გწერდა და დაველაპარაკე.
-და რა გითხრა? - ისევ გავაწყვეტინე საუბარი.
-მითხრა რომ მოწონხარ, ამაზე ალბათ თვითონ დაგელაპარაკება, მე იმისთვის დაგიძახე რომ არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდო.- ეტყობოდა თვითონაც ნერვიულობდა,- მოვედი და აქ მოვიყვანე, თუ რამე პრობლემაა შემიძლია ახლავე წავიდეთ.
არ ვიცოდი რა მეთქვა. ძალიანაც მინდოდა მასთან ყოფნა და გაცნობა მაგრამ მართლა უხერხულადაც ვიყავი. მაგრამ ერთი ვიცოდი რომ ირაკლის ვერ დავუშლიდი ანუკის სახლში მეგობრის მოყვანას.
-არ ვიცი რა გითხრა, - სიტყვებს თავი მოვუყარე,- შენ იცი რომ ყველას თავიდან ვიშორებ და არ მინდა ურთიერთობები ჯერჯერობით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას შენთან ყოფნას ან ანუკის სახლში მოსვლას დავუშლი. ეს არ არის ჩემი საქმე. მე თავს მივხედავ, არ ინერვიულო.
-ამის გაგონება მინდოდა, რომ ყველაფერი რიგზეა,-დაამატა ღიმილით და კარისკენ წავიდა.
-ირაკლი,-დავუძახე ვიდრე გავიდოდა.
-გისმენ!-სწრაფად მობრუნდა თითქოს შეეშინდა რას მეტყვისო.
-ჩემზე არ ინერვიულო, ხომ იცი თავის დაცვა შემიძლია და გიორგისაც მივხედავ თუ შემაწუხებს.-გავუღიმე.
-ვიცი,-დაფიქრდა,-მაშინ კიდევ ერთს გეტყვი,-გიოს კარგად ვიცნობ, ბევრი გოგო ჰყოლია, მაგრამ ასეთი არასდროს მინახავს, მართლა მოსწონხარ, ამას ვგრძნობ. მაგრამ შენი ნებაა, როგორც გინდა, ბოლოს მაინც შენზეა დამოკიდებული.
-გმადლობ!
-რისთვის?-გაიკვირვა.
-სიმართლისთვის,-გულწრფელად ვუთხარი.
-კარგი რა, ხომ იცი ჩემი და ხარ მარიამ,-მითხრა და შუბლზე მაკოცა.
ოთახში ერთად გავედით. თითქოს უფრო თავისუფლად ვგრძნობდი თავს და ისე დაბნეულიც აღარ ვიყავი.
-რა ხდება, რას ჩურჩულებდით?-ჩაგვეკითხა ჩემი მეტიჩარა მეგობარი.
-არაფერს, ნუ ხარ შენ ცნობისმოყვარე,-ვუთხარი ანუკას და ვიგრძენი იგივე ცნობისმოყვარეობა გიორგისგანაც, რომელიც თვალს არ მაშორებდა.
-კარგით, მოდით დასხედით, ყველაფერი მზადაა,-მოგვმართა ანუკიმ.
-ჩემო ფერია,-მიუჯდა ირაკლი გვერდით.
მეც მივუჯექი მათ გვერდით. იკა და ანუკა ერთმანეთს ეხუტებოდნენ და სიჩუმე ჩამოვარდა. გიორგი ისევ გაშტერებული მიყურებდა და ამას ვეღარ ვუძლებდი. სასმელი მოვიმიზეზე და სამზარეულოში გავედი.
-დაძაბული ხარ,-უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა და გავშეშდი.
-გეჩვენება,-ვუთხარი დიდი ხნის დუმილის შემდეგ.
-თუ ასეა თვალებში რატომ არ მიყურებ?-თანდათან მომიახლოვდა.
ვგრძნობდი უკვე გული ამომივარდებოდა. მის სიახლოვეს ვერ ვუძლებდი.
-არ მინდა და იმიტომ,-მკაცრად ვუთხარი.
-მართლა? ,-უფრო ახლოს მოვიდა,-იქნებ უბრალოდ კარგი მატყუარა ხარ.
-კარგი გავიდეთ, გველოდებიან,-თემის შეცვლა ვცადე და მაქსიმალურად მოვშორდი.
-არ გველოდებიან,-მითხრა და საოცრად გაიღიმა,-ისინი თავის სტიქიაში არიან.
პასუხი აღარ დავუბრუნე და გასასვლელისკენ წავედი. მაგრამ წამომეწია და მხარზე წამავლო ხელი. სიარული ვეღარ გავაგრძელე და გავშეშდი.
-დამელაპარაკე, გთხოვ,-ისეთი სითბოთი სავსე თვალებით მითხრა რომ უარის თქმა შეუძლებლად მეჩვენა.
-სათქმელი არაფერი მაქვს,-ამჯერად უფრო თბილად ვუთხარი.
-მაშინ მე მომისმინე, უბრალოდ მინდა რომ ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცნოთ, წინააღმდეგი ხარ?
-არ ვიცი, ერთმანეთს უკვე ვიცნობთ, არ მესმის კიდევ რა გინდა?-შევუტიე.
-შენ!-მითხრა და თვალები გაუწყლიანდა.
ლამის ვიტირე ეს რომ დავინახე, მაგრამ არ შევიმჩნიე.
-რა?-ვიკითხე გაკვირვებულმა.
-რა და შენ მინდიხარ. შეიძლება ზედმეტს ვითხოვ, მაგრამ დასაწყისისთვის მხოლოდ ის მინდა იცოდე რომ მომწონხარ, მართლა, ძალიან,-თვალებში მიყურებდა და აშკარად ვხედავდი რომ სიმართლეს ამბობდა.- შენ არაფერს მეტყვი?
-არ ვიცი რა გითხრა,-გულწრფელად ვუპასუხე.
-კარგი, მესმის, შენთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ ხომ შეიძლება შევხვდეთ ხოლმე.
-მოდი ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის, კარგი?,-არა და ისე მინდოდა მასთან შეხვედრა, მაგრამ მინდოდა ჯერ მის გულწრფელობაში დავრწმუნებულიყავი.
-მარიამ,-მომმართა უდიდესი სითბოთი და ლამის დავდნი,-გთხოვ!-მის ხმაში იმხელა სიყვარული იგრძნობოდა, რომ უარი ვერ ვუთხარი.
-კარგი, მოვიფიქრებ,-გავუღიმე და ოთახში გავედი. ისიც უკან გამომყვა.
------------------------------------

იმედია მოგეწონებათ თქვენს კომენტარებს დაველოდები და თუ მოგწონთ გავაგრძელებ



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargiaaaa...gaagrdzeleee
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი Ankita

მე მომწონს,კარგი მოთხრობაა.აუცილებლად გააგრძელე. smile
--------------------
ა.გ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent