ელენტრონე (თავი 1)
სკოლის შენობიდან ბავშვების ხმა გამოდიოდა,10 წუთიანი ინტერვალის შემდეგ ზარის ხმაც გაისმა.სკოლის ეზო ბავშვებით გაივსო,ზოგი კართან ატუზულიყო,ზოგიც სახლისკენ მიმავალ გზას დამდაგარიყო .. უფროსკლასელები ფეხბურთს თამაშობდნენ,გოგონები იქვე ჩამომსხდარიყვნენ და მათ უყურებდნენ. -ეი,პატარავ,თვალები არ გეტკინოს - „გატყლარჭული“ ხმა .. ოჰ ეს მეტიჩრები .. -შენ არ იდარდო .. - მისი ნაზი ხმით შეეცადა შეწინააღმდეგებოდა. -გოგო,არ მომიყვანო ახლა მანდ,თორე .. -თორე რა? - სიტყვის დამთავრება მეორე პატარამ არ დააცადა. -პატარების ჯოგი - უაზროდ ჩაიფრუტუნა და მოთამაშე ბიჭებს დაუბრუნდა. -მატრონე,წავიდეთ .. - როგორც კი საჩხუბრად „აფოფრილი“ დაქალი ფეხზე წამოდგა მაშინვე ხელში წვდა და უკან დააბრუნა - დაანებე თავი .. აზრი არ აქვს მაგასთან ჩხუბს ხო იცი არაა? -ელენე,სულ ასე თუ დამაკავე არასდროს ექნება აზრი - უკმაყოფილება ეტყობოდა - ადექი წავიდეთ .. სკოლის ეზო დატოვეს და მოედნის გარშემო სეირნობა დაიწყეს. -ნერვებს მიშლის ეგ გოგო საშინლად,მაგრამ ეგრეც არ შეიძლება ხო იცი არაა? - მატრონეს გახედა და ანიშნა დამეთანხმე-ო. -არა ელენე,ეგრე მოთმენა შეიძლება სულ? ... კარგით ახლა აგიხსნით რა ხდება .. ელენე იმნაძე,მატრონე თაბაგარი ორი ბავშობის მეგობარი .. დებივით გაიზარდნენ და ახლაც დებივით აგრძელებენ ზრდას .. ძლიერი ხასითით,განსხვავებული გარეგნობით და ადამიანობით გამოირჩეოდნენ ყოველთვის .. ელენე უფრო თავშეკავებული არის ვიდრე მატრონე,მაგრამ თუ გადაირია მერე მტრისას .. ახლაც,ნატაშკას უაზრო გამოხტომას როგორ შეხვდნენ ხომ გაიგეთ არა? ორივე დაქალებს მეთერთმეტე კლასის მსწავლეები მოსწონთ,ნუ არც არის გასაკვირი .. ესენი ცოტა ისეთი ბიჭები არიან ... გოგოები რომ თავს ეხვევათ,ნაკლებად სწავლობენ და მოკლედრაა .. აი იმ „ტყლარჭიასთან“ კამათიც ამის გამო ხდება .. გავიგეთ? ... მათემატიკის მასწავლებლიდან წაშლილი სახეებით გამოვიდნენ,საგანი რომელსაც ვერ იტანდნენ ... ჩაბნელებულ გზაზე მიაბიჯებდნენ,ალაგალაგ რომ ანათებდა ლამპიონი. -ისე როვუფიქრდები ვგიჟდები გუკას ის ტყლარჭა რამ მოაწონა - უკმაყოფილოდ გაშალა ხელები მატრონემ და ჩაფიქრებულ ელენეს გახედა - შენი გეგაც არ ჩამორჩება „პელენწუკების“ დაკერვაში ... - გაიცინა და წინიდან მომავალ ბიჭების ჯგუფს გახედა. -მატრონე ენა გააჩუმე ახლა .. ესენი რო გაივლიან მერე იტლიკინე - თმაზე დაქაჩა,ბიჭების ჯგუფში გუკა და გეგაც შეამჩნიეს,ხოხხ რა დაუარათ ერთსაც და მეორესაც .. -ელენე ისე დანანახები თუ ვყავართ მაინც? - ხმაში სევდის ნოტები შერეოდა მატრონეს,მეგობარს ხელი ჩაჭიდა და მოახლოვებულ ბიჭებს გახედა.შეუმჩნელად გაუვლიდნენ გვერდს,ერთ-ერთი რომ არ დატაკებოდა ელენეს და გოგონა წონასწორობა დაკარგული ძირს არ დავარდნილიყო.მატრონე მოითმენდა? - ნურას უკაცრავად .. -ველურო - ორ ნაბიჯში წასული ბიჭებიდან იმას მიაძახა ვინ ელენეს დაეტაკა,მეგობრისკენ დაიხარა და წამოდგომაში უნდა დახმარებოდა ვიღაცამ ისიც ძირს რომ გააგორა.გაოცებულმა ახედა მის თავთან დამდგარ ბიჭს და სიმწრისგან გაეღიმა. -არაკაცი ხარ,ველური - დაუყვირა,ფეხზე სწრაფად წამოდგა და ელენეც წამოაყენა - ელემენტარული გოგოს პატივისცემა არ იცი და რაუნდა გელაპარაკოს კაცმა შენ - ხელი მისგენ გაიშვირა და გაცეცხლებულმა მოუქნია,უნდოდა დაერტყა მაგრამ არ დასცალდა,ბიჭმა ხელი დაუჭირა და ჰაერში გაუშეშა. -ენა ტლიკინა გოგონებს იცი როგორ ვექცევი? - საზიზღარი ხმით ჩაისისინა ბიჭმა და ხელი კიდევ უფრო მოუჭირა მაჯაზე. -სანამ ეგ ენა ტლიკინა გოგონები გაჩვენებენ როგორ ექცევიანა არაკაცებს მანამდე ხელი გაუშვი - სამარისებულ სიჩუმეში გაბრაზებული,მკაცრი მაგრამ მაინც ნაზი ელენეს ხმა გაისმა,ბიჭმა მასაც გახედა და დამცინავად ჩაიცინა. -ბიჭებო პატარა ტლიკინა გოგონები არ გვინდა? - უკან ბიჭებს გახედა,არავის ხმა არ ამოუღია მხოლოდ ორი გამოეყო მათ და მიუახლოვდა,გუკა და გეგა იყვნენ. -გაუშვი ბავშვს ხელი - მაჯაზე მოჭერილი ხელი გუკამ გააშვებინა და გოგონა უკან დაიყენა,გვერდით გეგა დაუდგა - რამდენჯერ გაგაფრთხილეთ გოგოებთან ნორმალურად მოიქეცითქო? -აუ კაით რაა - ხელი აუქნია ბიჭებს და გოგონებს გახედა - ეს ტლიკინა გოგონები შეგეცოდათ? -ალე ნორმალურად-თქო არ გესმის? - გეგა გადავიდა იერიშზე,მერე დაიხარა და იქვე დავარდნილ წიგნს დასწვდა,აიღო და ელენეს გაუწოდა,ელენემაც დაბნეულმა გამოართვა წიგნი მატრონეს ხელი ჩაკიდა და ბიჭებს ოდნავ მოშორდნენ. -რაც არ უნდა იყოს - ისევ უკან გაბრუნდა ელენე - მაინც არაკაცები ხართ! - გეგას და გუკას მისამართითაც ჩაილაპარაკა და მატრონეს ხელი მოუჭირა. -დიხაც! არაკაცები ხართ! აი ასეთთან რომ ხართ - ხელით ამაზრზენ ბიჭზე ანიშნა მატრონემ - ასეთთან რომ ხართ,კაცობაზე და კაი ბიჭობაზე ხმას მე თქვენს ადგილას არ ამოვიღებდი - ამაყად ჩაისისინა და ორივე წამებში გაქრა ადგილიდან .. ბიჭები კი დარჩნენ,გაშეშებულები,გაოცებულები,გაბრაზებულები და გაურკვევლები. ვერ იჯერებდნენ რომ ამ ორმა გოგონამ ასე სიტყვით გაასწორა მიწასთან მთელი „ბანდა“. ... -მატრონე ჩამოდი,გელოდები. სკოლის გზას დასევდიანებულებმა გახედეს.ეზარებოდათ,მაგრამ ერთი საფიქრალი კიდევ ქონდათ,ორივეს.გუშინდელი ინციდენტის მერე მიუხედავად იმისა რომ მართლები იყვნენ,მაინც სირცხვილის გრძნობა აწუხებდათ.სკოლაში შევიდნენ და ოდნავ დაძაბულებმა მოავლეს თვალი დიდ დერეფანს.ოპაა,ბიჭები იქვე გამათბობელთან ატუზულიყვნენ და მათი გოგონებიც იქვე ყავდათ. -გასწორდი და ისე გავიაროთ ვითომ არც არაფერი მომხდარა .. მოსულა? - დაძაბულ მატრონეს გახედა ელენემ. -მოსულა - ძლივს ამოილუღლუღა მატრონემ და მხრებში გასწორდა.ეგონათ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა,მაგრამ ეს „ტყლარჭიები“ ხომ უნდა გამოხტნენ არა? -პატარებო,როგორ ხართ? - დამცინავი სახით მოიკითხა გოგონები და მის გვერდით მდგომ გეგას შემოეხვია,ოოოჰ რა დაუარა ელენეს ეჭვიანობამ,უუჰ. -აი შენზე კარგად რომ ვართ ხომ იცი არა? - მატრონემ წაიწია წინ. -ვაიმე მართლა? მოიცა შენი სახელი გავიხსენო ... - ტუჩთან თითი მიიტანა და მატრონეს სახელს იხსენებდა - მატრონა .. რანაირი სახელია,არ უყვარხარ შენ პატრონს და მიტო დაგარქვეს? - აი აქ გადაეკეტათ ორივეს.მშობლები მძიმე თემა იყო ორივესთვის.მატრონეს თვალბეში მაშივე ტკივილის ცრემლები აბრჭყვიალდა,ამ შემთხვევაში ელენე უფრო ძიერი გამოდგა.მეგობარს ხელი ჩაკიდა და ოდნავ მოუჭირა,მიანიშნა რომ მის გვერდით იყო. -რაო პატარავ ვტირივართო? - მეორე ნატაშკას მსგავსიც გამოჩნდა,ოჰ - რაგატირებს ციცქნა რაო? - დაგუბებუმა ცრემლებმა ლოყებზე გაიკვლიეს გზა. -გაჩერდით თორე მამიკოს ეტყვის - ვიღაც „დოყლაპიამ“ დაიყვირა და ხარხარიც გამოიწვია,სამი ბიჭი არ იცინოდა მარტო .. -მეძიძღებით .. ყველა! - ხმამაღლა დაიყვირა ატირებულმა მატრონემ და გაიქცა,ელენეც უკან გაყვა რათქმაუნდა. -მატრონე ... დამელოდე - წინ წასულს უშედეგოდ უყვიროდა - მატრონე ... - ისევ გაიმეორა გოგონას სახელი მაგრამ უშედეგოდ,მერე ფეხის ხმა გაიგონა და დაინახა უკან ორი ბიჭი როგორ მორბოდა,წამებში დაეწიეს,გუკა და გეგა იყო .. გუკამ ელენეს გაასწრო და წინ გაქცეულ მატრონეს აედევნა,ელენე მალე ძირს დავარდებოდა რომ არა გეგას მკლავები.გუკამ საკმარისად სდია გოგონას,მატრონეს ცოცხალი თავით არ ჩერდებოდა,როგორც იქნა დაეწია გოგონას და მაჯაში ჩაავლო ხელი სწრაფად მიაბრუნა მისკენ და ჩაიხუტა .. გამარჯობა .. დავბრუნდი ახალი ისტორიით და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ..! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.