შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებს ბინდი ეფარება (5)


20-02-2016, 20:40
ავტორი just smile
ნანახია 1 586

- აუ ელენე , რა მოხდებოდა ეტლში რომ ჩამჯდარიყავი გოგო? მე რომ არ გამამწარო ისე არ შეგიძლია არსებობა ხო? არ იკადრა ქალბატონმა ეტლით წამოსვლა. ხერხემალი თუ არ გადამტყდა კარგია, თორემ მომიწევს მეც შენსავით მთელი 2 კვირა სავაადმყოფოს „მოხერხებულ“ საწოლში წოლა. ( გაბდღვერილი სახით ველაპარაკებოდი. ელენე ორი კვირის მერე კარგად იყო . ამ ორი კვირის განმავლობაში კი მთელი ოჯახი კლინიკაში ვცხოვრობდით. ელენეს ეშინოდა მარტო ყოფნის, მართალია არ ამხელდა ცოცხალი თავით ამას , მაგრამ მე ხომ კარგად ვიცნობდი. ჰოდა მეც კლინიკაში ვათენებდი და ვაღამებდი. ზოგჯერ დემეტრე მოდიოდა ხოლმე, ზოგჯერ ტყუპები, ზოგჯერ ჩემი ოჯახი და რათქმაუნდა ელენეს ოჯახიც ათევდნენ ღამეს ჩემთან ერთად ელენეს გამო. ტყუპებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ისეთი გიჟები არიან და ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან მე და ელენე ტყუპებთან , რომ ... აი არ ვიცი რა, ძალიან დავმეგობრდით და ახლა ისე ვიყავით გეგონებოდათ წლების მეგობრები ვიყოთ. მოკლედ დღეს ელენე გამოწერეს და ყველა აქ ვიყავით უფროსები შიგნით იყვნენ რაღაც საბუთების საქმეებს არკვევდნენ, ელენემ არაფრის დიდებით არ მიცა არავის ხელის მოკიდების უფლება ჩემ გარდა, გინდა თუ არა ნინომ მიმიყვანოს მანქანამდეო. მოკლედ ფეხზე კი იდგა მაგრამ ეს იდეაში იყო ასე. მთელი ტანით დაწოლილი იყო ჩემზე.)
- ელენე , ცოტა გადადგი გოგო ნაბიჯები შენითაც ან მარიკამ მაინც დამეხმაროს რა მოგივიდა? დავიღალე რა გჭირს რაარის?(გაბრაზებული არ ვჩერდებოდი, ლუკა ვიდეოკამერით იდგა და გვიღებდა) ლუკა დამეხმარე რა მოგივიდა? ვერ ვწიკულობ ხო ხედავ?
- ნინიკო, ხოიცი ავაფრიალებ ხელში რო მომცეს ნებართვა მაგრამ არაო ბავშვმა და მე რა ვქნა ახლა? (იცინოდა ლუკაც ჩემ შემყურე.)
- ბიჭო ზურგით რო მოარონიე მთელი წაღვერის ტყე დაღლილი რო იყო მაშინ ძააან კარგად გყავდა ატატებული ხელში , ახლა შეკარით ჩემ წინააღმდეგ პპიირი ხომ? (ელენე ლუკას ძალიან უყვარდა, თუ მე ან ელენეს ვინმე თვალების ჟუჟუნს დაგვიწყებდა ლუკა უკვე ხელჩართულ ბრძოლაში იყო. ყოველთვის და ყველგან ამომბდა რო ელენე თავისი და იყო, სამწუხაროდ ელენეს ძმა არ იყო ხშირად საქართველოში და ლუკას უწევდა ხოლმე ამ როლის შეთავსება, ლუკა და ელენეს ძმა დიდი ხნის და ძალიან მაგარი ძმაკაცები არიან, ლუკა რომ არ იყო საქართველოში მაშინ მის როლს ელენეს ძმა ირგებდა და ის იყო ხოლმე ჩემი თბილი ძმის მაგივრად ჩემ გვერდით და ასე ერთად და ლამაზად ვიყავით ხოლმე დიდი ოჯახი)
-ნინო არაო ბავშვმა, დემეტრე მიეხმარე ნინოს მე ვერ ვეხმარები ხო ხედავ? (უკვე ძალიან იცინოდა ლუკა ჩემი გაწითლებული და სიმწრით დაჭუტული თვალები რო ნახა. დემეტრე და ლუკაც დაძმაკაცდნენ ამ ორ კვირაში. საერთო საქმიანობამაც ძალიან დააახლოვა და მოკლედ ახლა ლუკა აღარ ემუქრებოდა ცემით ამ ბიჭს.)
- ელენე, იქნებ მომცე გოგო უფლება მივეხმარო ნინიკელას?( ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო. დემეტრეს ლუკამ უთხრა რომ არ მიყვარდა ჩემს სახელს რო აუშნოვებდნენ და ისე რომ მეძახდნენ ჰოდა დემეტრეც სულ ასე მეძახდა ხოლმე )
- ბრავო დემეტრე ბრავო. (ვუთხარი აპილპილებულმა)
-არა დემე, იყავი ძმა მანდ , ნინიკელას ყველაფერი შეუძლია, ისე ამბობს თორემ განა უჭირს ჩემი მანქანამდე მიყვანა?!(თქვა ელენემ სიცილით)
-შენთავს ფიცავარ დაგაგდებ აქ და შეგაბრუნებ კლინიკაში იცოდე ელენე
- კაი რა ნინო , ხოვიცი რო მაგარ ვერ იზამ. ის ორი კვირაც კისერში გაქვს, ვიცი რო კლინიკის სუნს ვერ იტან და ღამით მითუმეტეს არ გიყვარს დარჩენა მანდ , დედაშენს არ მიყვებოდი ხოლმე მორიგეობაზე რომ იყო მაშინ იქ ღამით რომ არ გქონოდა დასარჩენი , ასე რომ მანდ ჩემს დაბრუნებას ყველაფერი გირჩევნია და ტყუილად მელაპარაკები ცორა დარჩა მანქანამდე . მიდეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ჩვენ შენთან ვააააააააააართ. მიიდდეეეეეეეეეეეეეეეე
(ყვიროდა ბოლო ხმაზე. ორ წუთში ყველა ამას გაყვიროდა)
- თქვენ ხელში ჩავარდა ჩემი მტერი , თქვე ღორებო და არააადამიანებო. თუ სამაგიერო არ გადაგიხადოთ მე ვიყო უნამუსო(ვბურდღუნებდი სანამ მანქანამდე არ მივედით)
- მოვედიიიიიიიიიით ( იყვირა საზეიმო ხმით ელენემ)
- მარიკა კარები გამიღე რააა ( ვუთხარი ტყუპისცალს)
- შენ ყოჩაღ რა ასე უცებ ისწავლე ჩვენი გარჩევა ( თქვა ჩაფიქრებულმა ტყუპისცალმა და კარები გამიღო)
- ეს ყველაფერი ამ ჩემს პატარა ჯადოსნურ ყუთშია და არც ეცადოს ვინმემ გაქრობა. სახელს და გვარს არ დავასახელებ და მაგ ვიღაცამ მართლა არ გაბედოს რამე თორემ ეგ ოქროს კულულები არ შერჩება თავზე (გაიბადრა ლუკა)
- სახელს და გვარს არ დავასახელებ და მაგ ვიღაცას ოქროს კულულები თუ მოჭერი ლუკა მე გამოვისყიდი იცოდე, სხვას არ მიცე , ვერ შეველევი (თქვა დემეტრემ)
- ოპ ოპ ოპ . მაგას ნუ მომთხოვ და ყველაფერი მთხოვე. ეგ ჩემი სიცოცხლის ნათელი წერტილია და ვერ გაუქებ
_ არავიზე არ ვაპირებ ჩუქებას სხვათაშორის (ვთვი გაბრაზებულმა)
- გოჭუნია, მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად, ნუ ბრაზდები რა ხოიცი ვხუმრობ. რო ვხედავ მართლა რო ბრაზდები , ვცდილობ ვიპოვო გზა როგორ ვცემო საკუთარი თავი ( და სევდიანად გაიღიმა)
-რატო?
- რატო და გახსოვს რომ შეგპირდი ვინც გაგაბრაზებს მაგის „გალამაზებულ“ სახეს დაგანახებ ყოველთვისთქო?
- შენ მე ვერასდროს გამაბრაზებ (ვუთხარი და ჩავეხუტე ძლიერად)
- პოპკორნი მაკლია და სუფთა ეგეთი სიტუაციაა , მგონია რომ პროფილს ვუყურეეებ (თქვა მაკრინებ, მეორე ტყუპისცალმა)
-დემეტრე ისწავლე რა თბილი სიტყვები ამ ბიჭისგან. ეს არის ნამდვილი ძმა. შენგან ცოტა თბილი სიტყვები მახსოვს, სულ ჩუმად ხარ ხოლმე (თქვა მარიკამ დანანებით. დემეტრემ თავი დახარა)
- მერე მე აქ არ ვარ? რა გაგვყო მე და დემეტრე ამ შემთხვევაში ერთმენეთისაგან ? ( თქვა ლუკამ და ორივე მოიხუტა თავისთან )
- ეს სამი გოგო კი მეტევით მარა მეოთხე რო გამოკეთდება და მაგასაც მოუნდება მერე სად დავატიო ეს ოთხი გოგო ჩემს მკლავებში მითხარით ოქროებო? (თქვა ლუკამ სიცილით და ელენეს შეხედა)
-მე ხოიცი რა პატარა და მსუბუქი ვარ ყველგან ვეტევი(თქვა სიცილით ელენემ)
- ჰო ბუმბულივით. არ თქვა. ძალიან მსუბუქი ხარ (ვთქვი გაბრაზებით)
- უნდა დავასველოთ ჩემი გამოწერა. ხო დამიჯავშნი ადგილს რესტორანში ნინიკო? დღეს ვგრიალებთ რააა. ვსვამთ ბოლომდე. აეეე
- ელენე მოკეტე და სახლში წავიდეთ დასვენება გინდა ( გავუცინე, არადა პირიქით მინდოდა მეთქვა, როგორ მიყვარდა ჩვენ სამეგობროსთან ერთად გართობა)
- ოხ , ოხ. არ ვიცოდე ახლა რას ფიქრობ კეხიან ცხვირს გაგისწორებდი. მიდი გოგო დაჯავშნე. ესეიგი მე , შენ , ლუკა...და სახელების დათვლას მოყვა მერე გაჩუმდა ეტყობა გულში გააგრძელა. - ესეიგი ნინო, თხუთმეტნი ვიქნებით. ჩვენ რესტორანში გადარეკე . იქ წავიდეთ დღეს. (თქვა ელენემ. დიახ ჩვენს რესტორანში. ელენეს ძმამ , ირაკლიმ და ჩემმა ლუკამ ერთად გაგვიკეთეს მე და ელენეს რესტორანი. ზუსტად ჩვენს გემოვნებას შეესაბამება და ძალიან გვიყვარს იქ ყოფნა, 8 მარტს გვაჩუქეს თავისი გრანდიოზული გახსნის ცერემონიიით. რესტორანს დაარქვეს „forever friends”(მუდამ მეგობრები).
- სახლში წამო და საღამოს წავიდეთ რესტორანში. დავრეკავ ახლავე.(ვთქვი და მანქანაში წინ ჩავჯექი. )
-ლუკა , მანქანაზე დაჯექი შენ რა მე უნდა დავრეკო თან მეზარება
_აუ კაი რა ნინიკო, ხო ხედავ ვიდეოს ვიღებ. ვერ დავჯდები გოჭო მე (მითხრა ლუკამ)
- მე დავჯდები ეგ რა პრობლემააა (თქვა დემეტრემ და არც დალოდებია პასუხს ისე დახტა ჩემ გვერდით . რა მოურიდებელია)
- მარიკააა. შენ დაჯექი ჩემს მანქანაზე და ჭკუით რამე არ დამისვარო გოგო ან არ გაფიფუჭო (და ენა გამოუყო პატარა ბავშვივით. მარიკამ თავი დაუქნია და ჩავჯექით ყველა მანქანაში. სახლისკენ დავიძარით. მე ტელეფონში ადმინისტრატორის ნომერი ვიპოვე და ვრეკავდი. დათო ერქვა. ამ ბიჭს ძალიან მოვწონდი და სულ ცდილობდა რამით მომწონებოდა მეც მაგრამ არ გამოდიოდა. უკვე 2 წელია ასეა და მართალი გითხრათ მომაბეზრებელია , მაგრამ ძალიან კარგი ბიჭიაა, აი მართლა არაფერი რო არ დაწუნება. მოკლედ ხმამაღალზე ჩავრთე რომ ელენესაც გაეგონა ნალაპარაკევი )
-დათუნია როგორ ხარ? ( ვუთხარი გაღიმებულმა, როცა წარმოვიდგინე როგორ წამოწითლდებოდა ხოლმე ასე რომ ვუძახდი)
- ჩემი გოგო, კარგად დათვის ბელო, შენ როგორ ხარ?(მითხრა მხიარული ხმით)
- დათვის ბელს მოგცემ მე შენ ახლა მემანიშვილი ჩაიგდე ეგ ენა თორე! (გამოსძახა ლუკამ უკნიდან დათოს. ისინი კარგი მეგობრები იყვნენ და ლუკამ ყოველთვის იცოდა რომ ვერაფერს გაბედავდა ზედმეტის მაგვარსაც დათო ამიტომ სერიოზულად არასდროს უყურებდა ამ საკითხს)
- ვაახ ვაახ, ბოოს, თქვენც აქ ხართ უფროსო? როგორ ბრძანდებით თქვენო უმაღლესობავ?
(გაგვეცინა დათოს მოკრძალებულ ლაპარაკზე ყველას, გარდა დემეტრისა. ახლა შევატყვე ცალი ხელით ჩქარა ატარებდა მანქანას და ცალით შუბლს იზელდა ნერვიულად. ახლაღა შევამჩნიე შეკრული წარბები და კისერზე მამაცურად გამოსული და გაბერილი არტერია. თითქოს არაფერი , თუმცა სანახვად ისეთი იყო . ისე მომინდა რომ მეკითხა რატომ იყო ასე დაძაბული და იმ უკითხავად გამობერილ არტერიას თითებით შევხებოდი , რომ დაწყნარებულიყო აი ვერც კი წარმოგიდგენიათ... შევეცადე არ მიმექცია ყურადღება როცა მკვლელის თვალებით შემომხედა , გაბრაზებულმა, გაოცებულმა, თითქოს რაღაც სასწაული ჩამედინოს და პასუხს მთხოვდეს როგორ ვერ ხვდები რატო ვბრაზდები ან ეს როგორ გააკეთეო? მართლა ვერ მივხვდი ასე უცებ რატომ შეიცვალა და დაიბღვირა.)
- სულ ნუ მაიმუნობ დათუჩა. მისმინე დღეს მოვდივართ და თხუთმეტნი ვიქნებით. არვიცი მე რანაირად მაგრამ როგორ გინდა ისე გამითავისუფლე საღამოს მოვალთ 7 ზე. ხომ იყოს 7ზე? ვკითხე უკან ბავშვებს.ელენემ გამცა პასუხი
- კი კი. დათუნიები, 7 ზე მოვალთ და წითელი ხალიჩა არ დაგავიწყდეს იცოდეე
- ვაახ, ქალბატონო თქვენც აქ ხართ? არა წითელი ხალიჩა როგორ დამავიწყდება. რა ქენი პატარა ქალო გამოკეთდი?-შეეკითხა დათომ ელეენეს
- კი ძმა , რა მიჭირს შენ მაინც არ იცოდე ახლა რა მგელივით გოგო ვარ. მე სიკვდილიც ვერ მერეევა-ნამდვლად არ გამცინებია
- აბა რა შე გადარეულო გოოგოო. რაიყო ნინიკელა მოგენატრე გოგო თუ რა ხდება დღეს რო ქეიფობთ? მკითხა უცებ დათომ
ისე მკაცრად და წამში მოატრიალა დემეტრემ თავი ჩემკენ და ისე შემომხედა რომ ხმა ვერ ამოვიღე უცებ
- ბიჭო ელენეს გადარჩენა უნდა დავასველოთ. მოკლედ. დათო . გველოდე გველოდე გველოდე 7 ზე მანდ ვართ. გნახავ დღეს. აბა ჰე საღამომდე. (ვუპასუხე მხიარულად როდესაც მივხვდი რაზე ჰქონდა დემეტრეს ასეთი რეაქცია. ნუთუ ეჭვიანობს? მაგრამ რა აქვს საეჭვიანო ან რატომ? 2 კვირაა ვიცნობთ ერთმანეთს. მართალია მთელი დღეები ერთად გვიწევდა ყოფნა და კარგად გავიცანით ყველამ ერთმანეთი და სულ თბილად და რაღაცნაირად მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა მაგრამ... ნუთუ? თუ ეს ასეა, დღეს კარგად გავერთობი . დღეს დემეტრეზე შურისძიების დღეა)
მე და ელენე ჩემს სახლში დავრჩით. ლუკას მამამ დაურეკა და საქმეზე გაიქცა მალე დავბრუნდებიო. დედა და ელენეს მშობლები ჯერ კიდევ კლინიკაში იყვნენ , თუმცა დავურეკეთ და შევატყობინეთ ყველაფერი. მართალია ელენეს დედამ შეიცხადა თქვე არანორმალურებო ერთი დღე მაინც დამშვიდდითო მაგრამ მიხვდა რომ ვეღარაფერს გააწყობდა და თქვა
- ახლა ამ დღეს ვერ მობრძანდები სახლში ვხვდები. ხვალაც და ზეგაც რო გაგრძელდება ეს აჟიოტაჟი ვიცი და წამლები არ დაგაავიწყდეს და თავი არ დაიტვირთო დედიკო და ჩემი ბავშვი არ გამიწვალო იცოდე რო იცი ისე(უთხრა ელენეს დედამისმა. ყოველთვის ეგონა რომ ელენეს ჩემს ნერვებზე თამაში უყვარდა და სულ მიცავდა ხოლმე . მაგრამ ის არ იცოდა რომ ძირითადად პირიქით იყო ხოლმე.)
- ჩემი მიხვედრილი დედიკო. კაი დე რამოდენიმე დღეში გნახავ. ( უთხრა ელენემ და გაუთიშა ტელეფონი. )
- მოკლედ . რა ჩავიცვათ? ( ისეთი სერიოზული სახით იკითხა, თითქოს ქვეყნის საჭირ-ბოროტო საქმის გადაწყვეტა ევალებოდეს და დიდი სირთულეების წინ იდგეს და გულიანად გამეცინა)
- სულ ასეთი უნდა იყო? ვკითხე
- შენ კიდე სულ ისეთი? მიდი ახლა არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი. 3 ლუქი იყოს დღეს და ისე ავარჩევ. ხო ხედავ გინდობ. 5იდან 3ზე ჩამოვედი. მიდი ახლა ესეიგი პირველად მინდა შავი მოკლე კაბა რომ გაქვს წინაც და უკანაც ლამაზად ჩახსნილი , წითელი ფერი რომ აქვს ქვევით შეპარული, ცეცხლის ალივით. აი ეგ ყოველთვის მომწონდა რააა. მიდი ჩაიცვი. თმები გაიშალე , გაისწორე და მუქი , მშრალი პომადა ან კონტური წაისევი მთლიანად. შენს სქელ ტუჩემს უხდება. და წამწამები „აიპრიხე“. მიდი მანამდე მეორე ლუქსაც მოვიფიქრებ . უცებ უცებ მეც მოსამზადებელი ვარ. ჰო ფეხზე არც ისე მაღალი ფეხსახმელი რომ გაქვს, შავი. კლასიკური. აი ეგ ჩაიცვი. ცეკვის დროს რომ სულ მაგას იცვამდი, ამბობდი ყველაზე გემრიელია ცეკვის დროს ეს ფეხსაცმელიო.
- აჰა გამახსენდა. კაი . აუ შენ მომკლავ რაა. კიდე 2 ჯერ ჩაცმა გახდა არ გინდა? დავიღალე უკვე ელენე რაა
- მიდი აიღე ყველაფერი და შეხტი სააბაზანოში.
მეც შევასრულე ბრძანება . 15 წუთში გამოვედი . ელენეს საწოლზე დაედო კიდევ რაღაცეები რაც უნდა ჩამეცვა მეორე ლუქზე.
- ღმერთოოოოოოო. ვგიჟდები ჩემს თავზე. ნახე რა. რომ წარმოვიდგინე აი ძააან მაგარი იყავი აგრამ ასეთი ღვთაება თუ გამოხვიდოდი სააბაზანოდან ვერ წარმომედგინა. ფეხი რომ არ მტკიოდეს ფეხებში ჩაგივარდებოდი გინდაკარგული. იცინოდა ელენე ისე მელაპარაკებოდა
- აუ თუ არ მიხდება გამოვიცვლი რას დამცინიხარ.
- გოგო დაგცინივარ კიარა, შენ ნორმალური თუ ხარ. ასე ლამაზად ბოლოს როდის იყავი არ მახსოვს. აი არვიცი რა გითხრა მეტი. ჩემი ღვთაება ხარ შენ. ის საცოდავი დათო მოკვდება დღეს , ისევ ენა ჩაუარდება, გახსოვს რა მოუვიდა ერთხელ. რაღაცას ვეკითხებოდი, შენ გიყურებდა ხმასაც ვერ იღებდა , პასუხი ვერ გამცა საცოდავმა, შენ კიდე უცინოდი და უცინოდი , მერე ხო ვაბშე გაშეშდა როჟა , ფერი დაკარგა, იმ დღეს რო გადარჩებოდა არ მეგონა. ( ამის გახსენებამ დეტალებში მეც ტირილამდე მმიმიყვანა ისე ვიცინეთ. )
-აუ ელენე კაი რა. კაი ბიჭია და მეცოდება ასე რო იქცევა. იქნებ ტყუპებიდან რომელიმე გავაცნოთ ჰა?
- ვნახოთ ვნახოოთ. მაშინ ეს კაბა არ გამოგადგება. თორემ თვალს ვერ მოგწყვეტს და არავის გაიცნობს
- კაი რა ელენე. მომე ეს რა დაგიდია ჩავიცვა მომეცი აქეთ
- მოკლედ ეს არის ის შაბიამნისფერი მოკლე კაბა, და ზევით ლამაზად ამოღებული ვარდისფერი ზედაა , ფეხზე ის მაღალი ვარდისფერი ფეხსაცმელი . თმა ზევით აიწიე . „კოსა„ გაიკეთე რა.
- აუ ელენე ეს არ მინდა რაა. დავიწუწუნე ისე არ მიყვარდა ესეთი ჩაცმულობა რო ....
- მეც არ მომწონდა დიდად. არ გვინდა ეს. ესეიგი მესამე ვარიანტი მაქვს შავი კომბინიზონი. ცხრა მეტრიანი ფეხები რომ გაქვს და გიხდება აი ის კომბინიზონი. შავი არც ისე მაღალი ფეხსაცმელი , სათვალე და წითელი პომადა. თმა უკან შეიკარი ცხენის კუდივით რა.
- ოო ეს მომწონს. წავალ ვნახავ.
15 წუთშიგამოვედი ბურდღუნით
- აუ ელენე. ეს ხომ იცოდი როგორი იყო არა? ვთქვი როცა დავანახე როგორ იყო წინ ამოღებული სამკუთხედურად კომბინიზონი. _აუ ამას ვერ ჩვაიცმევ რა აქ. ხოიცი რა ხამები და დეგენერატები დადიან ხოლმე , თან ლუკას არ ევასება ასე რომ მაცვია .
- აბა ის კაბა ჩაიცვი მაშინ. ისე ეს კომბინიზონი რომ ჩაიცვა დღეს ვიქეიფებთ კიარა კაი გვარიან ჩხუბებს ვნახავთ/ (გადაიკისკისა ელენემ)
-არარი ეგ სასაცილო ელენე. გადატყავებული აქ ხელები მერე სულ ბოთეს.
- მიდი გამოიცვალე . მერე მე ჩავიცვა. ჩემი ტანსაცმელები ისევ იქ დევს სადაც დავტოვე?
- კი ელენე იქ დევს , მაგრამ მე შეგირჩევ.
-კარქი მიდიიიიი. აცუნცდრუქტდა ელენე
ელენე სუსტი და მაღალი იყო ჩემსავით.
- მოკლედ კოჭებამდე გრძელი ქვედაბოლო , შავი, რომელიც მუხლებს ცოტა ზევიდან არის ჩახსნილი და ასე გრძელდება კოჭებამდე და ზევით წითელი პერანგი. გრილი. ერთი ზომით დიდი რომ გაქვს, აი ეგ და ფეხზე შავი კედები. წითელი პომადა და შავი ლაინერი წვრილად თვალებზე. თმა მსუბუქად შეიკარი უკან.
- კარქი მიდი შენ გამოიცვალე და მეც ჩაცმული დაგხვდები.
20 წუთში გამოვედი ელენე სარკეში იყურებოდა და ისწორებდა კაბას.
- ელენე საოცრება ხარ გეფიცები. ეს ადრე რატომ არ მოგაფიქრდა ჩაგეცვა? არასდროს არ იცმევდი . ნეტა რატო? ელენე ... რა გითხრა რავი... აი ძალიან ძალიან ძალიან ლამაზი ხარ შენ ჩემო პრინცესა. აი ძააან მაგარი ხარ. მგონი არც მე ამცდება დღეს ჩხუბი. და ორივეს გაგვეცინა . ორივეს გაგვახსენდა როგორ ვიცავდი სკოლაში ელენეს დებილი ბიჭებისაგან
- შენ და შენი რაზბორკები კარგად მახსოვს ნინიკო. ასე რომ მეც მასე ვფიქრობ (ვიცინოდით კარგა ხანს და ერთმანეთის ამბებს ვახსენებდით ერთიმეორეს)
- კარებზე აკაკუნებენ, ეტყობა ლუკა მოვიდა. წამო გავუღოთ. დაიცა ეს საყურე გაიკეთე. და მივეცი პატარა თვლიანი უბრალო , სადა მაგრამ ძალიან ლამაზი საყურე რომელიც ზუსტად მოუხდებოდა მის ჩაცმულობას. კაიო მითხრა ელენემ და სანამ კარებთან მივედით უკვე გაიკეთა.
- ვაა ლუკაჩო მოხვედი? მოდი მოდი. ჰა როგორ გამოვიყურებით?
და დავუდექით ლუკას წინ.
-ეჰ ჩემო ლუკა. გაიზარდნენ ბარტყები. ულამაზესი ქალბატონები ხართ ჩემო პრინცესებო. ძალიან ლამაზები ხართ. მართალი გითხრათ ვერ გეტყვით ძალიან მიხარიათქო, ისე უცებ გაიზარდეთ და გალამაზდით, იმის ფიქრი . რომ ჩემ გარდა ვინმე სხვა ჩაგეხუტებათ და შუბლზე გაკოცებთ ნერვებს მიშლის , მაგრამ სამოთხიდან ჩამოსული ანგელოზები ხართ, უმშვენიერესები. თქვენ განკარგულებაში მიგულეთ პატარა ქალბატონებო
თქვა და გადაგვეხვია ორივეს და შუბლზე გვაკოცა.
-ერთ საათში მივდივართ. ყველამ იცის უკვე დავურეკე კარგა ხანია. ჩავიცმევ და გავიდეთ. მეეჭვება მთელ რესტორანში თქვენზე ლამაზი ვინმე იყოს (თვალი ჩაგვიკრა და თავისი ოთხაისკენ წავიდა).
- დღეს ვიღაცას მაგრად დაერხა. ისედაც თვალებით გჭამს ხოლმე. აი დღეს საოცრებებს უნდა ველოდოთ. დღეს კარგად გავერთობით (თქვა ელენემ და ხელები მშიერი კაცივით გაუხახუნა ერთმანეთს. )
- ელენე ვინ „ვიღაცას“?
- ნუ ისულელებ თავს. იცი ვისაც. მიდი მიდი ყავა დავლიოთ თავი მტკივა ( სახეგაბადრული გავყევი ელენეს სამზარეულოსაკენ. როგორ ერთნაირად ვაზროვნებდით , ამიტომ მიყვარდა ძალიან უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის ყველაფერი).




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent