უსიყვარულოდ [3]
-ელენე, ჩემო პატარავ,კარგად ხააარ? (სანდრო) -არა (მე) საერთოდ არ ვარ კარგად, ან რატომ უნდა ვიყო კარგად. -გთხოვ უბრალოდ გადმოდი, ვილაპარაკოთ,გევედრები (სანდრო) - სანდროო დამცინი? ვილაპარაკოთ? რაზე? რაზე უნდა გელაპარაკო, ან შენ როგორ შემოგხედო თვალებში ან ბაიას, ოო ღმერთო. არ შემიძლია არა, არა შეუძლებელია ეს ხდებოდეს, ეს მხოლოდ ჩემს სიზმრებში ხდება, ეს არარის რეალობა, სიზმარია, სულ მალე ბებო გამაღვიძებს და სკოლაში წავალ, მერე.... პანიკაში ჩავვარდი, გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, ვეღარც ვსუნთქავდი, სანდროს შეეშინდა სახეზე ხელები მომკიდა და მაკოცა. სანდრომ მაკოცა, მან მე მაკოცა, ეს უფრო და უფრო გაურკვეველი ხდებოდა სიზმარი იყო თუ ცხადი,პირველი კოცნა ჩემი ცხოვრების პირველმა სიყვარულმა მომპარა.როგორი ტკბილი ტუჩები აქვს, სიყვარულით და ვნებით აღსავსე. არაფერზე ფიქრი აღარ შემეძლო, სანდროს ვუყვარდი, მას მართლა ვუყვარდი. გონს მოვეგე სანდრო მოვიშორე და ცრემლები მოვიწმინდე. -გთხოვ არაფერი მითხრა (სანდრო) მეც არაფერი მითქვამს უბრალოდ ჩავეხუტე და მანაც გულში ჩამიკრა. -მიყვარხარ ელე (სანდრო) -უბრალოდ ჩამეხუტე (მე) -ვიცი რომ შენც გიყვარვარ (სანდრო) -რაც იცი იმას რატომ მეკითხები (მე) - "მე სიკვდილს მოველოდი, შენ კი სიცოცხლე მომისაჯე" (სანდრო) გამეცინა, მართლა გულიანად გამეცინა : -სერიოზულად? ამ აფორიზმის გარდა ვერაფერი მოიფიქრე? (მე) -ხუთი საათი ხდება, დაგაგვიანდება. წამო გაგიყვან (სადნრო) -აჰამ, (ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექით) სანდრომ სამოდელოზე მიმიყვანა, მაკოცა და მითხრა ორ საათში გამომივლიდა. რომ შევედი, დირექტორმა დამიძახა: -ელენე, შენთან შემოთავაზება მაქვს, (დირექტორი :ქალბატონი ნინო) მოკლედ რომ ვთქვა, სანამ შენ და შენი მეგობრები აქ დადიოდით და სწავლობდით, ჩვენთან საზღვარგარეთიდან იყვნენ ჩამოსული ჩვენი კოლეგები, თავიდან რამოდენიმე გოგო უნდა შეერჩიათ და ხელშეკრულება დაედოთ მათთან, მაგრამ მხოლოდ შენ აგირჩიეს. ქალბატონმა ნინომ ხელშეკრულების პირობები გამაცნო, სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ორი საათიც გავიდა და სანდრომ მომახითხა, ქალბატონ ნინოს დავემშვიდობე და ვუთხარი რომ ხვალ გავაგებინებდი პასუხს. სანდროს არაფერი ვუთხარი, მინდოდა ჯერ ბებოსთვის მეთქვა ყველაფერი, სანდრომ სახლამდე მიმაცილა: -აწი სულ მე გატარებ ყველგან (სანდრო) -როგორც იტყვი, წავედი ეხა ბებო ინერვიულებს, (მე) სანდრომ შუბლზე მაკოცა, მე ჩემ ოთახში ავირბინე და ფანჯრიდან გადავხედე. სანდროც წავიდა. გამოვიცვალე და აბაზანაში შევედი, შემდეგ თმები გავიშრე "პიჟამოები" ჩავიცვი და ბებოს ოთახში შევედი. -ბებიიიი (მე) -მოდი ჩემო დახატულო (ბებო) აბა მომიყევი რა მოხდა. მეც ყველაფერი მოვუყევი სანდროზეც და ხელშეკრულებაზეც: -საყვარელო სანდროზე ყველაფერი ვიცოდი, მას დიდი ხანია უნდოდა შენთვის ამის თქმა, მაგრამ ვერ ბედავდა. აი რაც შეეხება ხელშეკრულებას ეს შენ უნდა გადაწყვიტო საყვარელო, მზად ხარ მთელი სამი წელი დათმო ამის გამო? შენ ეს გინდა? მაშინ ქირურგობაც სამი წელი უნდა გადადო. მე ხელს ვერაფერში შეგიშლი, შენი ცცხოვრებაა, უკვე საკმაოდ დიდი ხარ იმისთვის რომ გათვალო რა არის კარგი შენი ცხოვრებისთვის და რა არა. ბებოსთან მთელი საღამო ვილაპარაკე, მინდა ვთქვა რომ შესანიშნავი მოსაუბრეა, მასთან საუბრისას ვმშვიდდები. ბებოს ჩაეძინა ამიტომ პლედი მივაფარე და მეც ჩემ ოთახში გავედი. ძალიან დაღლილი ვიყავი და ემოციებისგან გამოფიტული, თან ძალიან მეძინებოდა, ჩემი ტელეფონი ავიღე სანდროს სურათა ვაკოცე და დავიძინე. დილით სანდროს მესიჯი დამხვდა, "ჩემო პაწაწუნა დილამშვიდობისა, მომწერე რომ გაიღვიძებ" მე: "უკვე გავიღვიძე, როგორ ხარ?" სანდრო: "მე კარგად, ჩემი დის ქორწილია და წინასამზადისი გვაქვს" მე: "ძალიან მაგარია, როდის არის? " სანდრო: "ხვალ საღამოს, ხომ იქნები ჩემი მეწყვილე" მე: "სხვა ვინ თუ არა მე" სანდრო: "ძალიან მიყვარხარ ჩემო ტკბილო" მე: "ამ სიტყვას პირველად მესიჯად არ მოგწერ" სანდრო : "მაშინ ხვალ საღამოს მითხარი" მე: "არც იოცნებო" ----------------------------------------------------------------------- ჩემო სიყვარულებო აბა რას შვებით? ძალიან ძალიან დიდი ბოდიში თუ ცუდი თავი გამომივიდა, სამსახურიდან ახლახან დავბრუნდი და ძალიან გადაღლილი ვარ. გპირდებით შემდეგი თავები უკეთესი იქნება <3 <3 ძალიან ძალიან უყვარხართ თქვენ FANGIRL-ს გკოცნით, მუდამ თქვენი FANGIRL |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.