შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოძიების თეორია (1)


21-02-2016, 00:07
ავტორი N7
ნანახია 2 073

1.
ბალიშს სახე შეახო თუ არა, მაშინვე აწრიალდა ტელეფონი. როგორ არ უნდოდა ახლა ეს... კიდევ ერთი საქმე, ღმერთო, ვერ აუდის. აღარ შეუძლია, შესძულდა სამუშაო, რომელსაც აქამდე ათაყვანებდა, აკერპებდა. დაღლილობისგან ძალაგამოცლილი ხელი მარჯვნივ გადასწია და ტუმბოზე მიგდებული ტელეფონი აიღო. უძილობისგან შესიებული თვალი გაახილა, რომ ეპასუხა. რა თქმა უნდა, პარტნიორი ურეკავდა. არა, იმას რა ადარდებს, ყოველდღე ტკბილი სიზმრებით სძინავს, ამან რა ქნას, რომ ვერ ისვენებს, სანამ არ გახსნის საქმეს? ეს კრიმინალიც მის თავის ასატკიებლად გახშირდა. თვითმკვლელობად წოდებული მკვლელობები, ახლობლების ცივსისხლიანი მკვლელობები, ჩხუბები, დაჭრები, პატარა თბილისი და დიდი სამუშაო. ადრეც ასე რომ ყოფილიყო, არაფრის დიდებით აირჩევდა ამ პროფესიას.
– გისმენ, – ამოიხრიალა, როგორც ცივი სხეული ყურს შეახო და შხრიალი შემოესმა.
– ჩამოდი, დაბლა გელოდები, – ჩასძახა სწრაფად და გაუთიშა.
საწოლზე წამოჯდა, თვალები და საფეთქლები დაიზილა და სპორტულებზე ქურთუკი შემოიცვა. ამ შუა ღამით რომელ ბოროტმოქმედს მოუნდა თავის წარმოჩენა, ნეტავ იცოდეს... ან იქნებ იციან კიდეც?
კარი დაკეტა და კიბეებზე დაეშვა. პარტნიორი მანქანაში ელოდა. ჩაჯდა და უმეტყველო სახით გადახედა.
– ახლა რაღა ჯანდაბა მოხდა?
– ვერც კი დაიჯერებ, რომ საქართველოში ეს ხდება, – ნერვიულად გაიცინა კაცმა.
– ამოღერღე! – შეუღრინა.
– ქალმა ქმარი და შვილი მოკლა... – თვალები გადაატრიალა და სიგარეტს მოუკიდა.
– რამდენჯერ გითხრა, ჩემთან ერთად ნუ ეწევი, ლექსო! – არ წყვეტდა ცოფიანი ძაღლივით ღრენას.
– ტასო, ნორმალური ხარ? – ისევ ნერვიულად უცინოდა.
– რატომ არ უნდა ვიყო? – გაუკვირდა.
– გეუბნები დედამ ქმარი და შვილი მოკლა–მეთქი და როგორ ინარჩუნებ სიმშვიდეს, არ მესმის! – წამოიძახა და მანქანა დაძრა.
– რა ვქნა აბა, თმა დავიცალო ღერა–ღერა? – გაეცინა პარტნიორის ჩვეულ ხასიათზე. – თანაც, მაგ ქალის ჩადენილი არ იქნება.
– შენ რა იცი?
– ლექსო, დაფიქრდი რა! ძალიან ზედაპირულად რომ უყურებ ყველაფერს, იმიტომაა ჯერ ერთი საქმე არ გაგიხნია უჩემოდ.
***
დანაშაულის ადგილას უამრავი პოლიციელი ტრიალებდა. სახლის თითოეულ კუნჭულში სიკვდილს აექვითინებინა ტკივილი. სისხლის მძაფრი სურნელი კარშივე გეცემოდა და ცხვირს აგიწვავდა. მეზობლების ტირილი სადარბაზოს აყრუებდა. „ღმერთო, ეს როგორ ჩაიდინა!“, „რა მარაზმია!“, „ის ხელები გაუხმეს, რომლითაც შვილი მოკლა!“ და მსგავსი ფრაზების ნაკლებობაც არ იყო დასაჩივლელი.
– გამატარეთ! – დაიქუხა ქალმა.
მრავალმხრივი მზერა მთელს მის ტანს მოედო. ჩურჩულები, ბევრი ჩურჩულები მრავალი მხრიდან...
– გამომძიებელი ანასტასია ლიჩელი, – როგორც კი კარში ჩამდგარ პოლიციელებს მიუახლოვდა, მაშინვე გააცნო თავი. დაყოვნების დრო აღარ იყო.
– გამარჯობა, ტასო! – აედევნა ერთ–ერთი მამაკაცი. – მიხარია, რომ გვეხმარები.
– ჯემალ, ვინ შეგატყობინათ? – ჰკითხა სასხვათაშორისოდ, მაგრამ უკვე იცოდა. მისაღებში დაკითხვა ჰქონდათ ქალის. ბევრი ფიქრი არც იყო საჭირო იმაზე, რომ ის იქნებოდა ზარის ავტორი.
პასუხს აღარ დალოდებია, ხელთათმანები გაიკეთა და ქალს მიუახლოვდა.
– გამომძიებელი ლიჩელი, – სასხვათაშორისოდ გაეცნო, – ზარის ავტორი თქვენ ხართ, რამდენადაც მივხვდი. დაიწყეთ თავიდან.
პოლიციელმა კაცმა, რომელსაც პირველად შეხვდა, ალმაცერად გადმოხედა, უკმაყოფილო სახით.
– ქალბატონს ვკითხავ და შეგიძლიათ წაიკითხოთ დაკითხვის ფურცელი! – მკაცრად დაიჩურჩულა და ქალს მიუბრუნდა ისევ.
– სწორად აირჩიეთ მხარე, ბატონო! – ისე უთხრა, პირის გარდა არ შეურხევია არც ერთი ნაკვთი. – დაიწყეთ თავიდან, – გაუმეორა მოწმეს.
დაბნეულმა ჯერ ორივე კარგად შეათვალიერა და შემდეგ დაიწყო:
– სამზარეულოში ვიყავი, ფანჯარასთან... – შესამჩნევად უთრთოდა ხმა, – ყვირილი გავიგონე. ლიკა ჩემი მეზობელი იყო რამდენიმე წლის მანძილზე.
– იყო? – შეაწყვეტინა.
დაიბნა მოწმე, მაგრამ მალევე გააგრძელა.
– თუ ის ნამდვილად დამნაშავეა, იყო, ზუსტად, – გამოსცრა გაბრაზებულმა და აკანკალებული და დაცვარული ხელისგულები აწითლებულ ლოყებზე მიიჭირა.
– რატომ ნერვიულობთ?
– ეს რა, ხუმრობაა? – გაეცინა ნერვიულად. – როგორ არ უნდა ვინერვიულო, როცა პატარა ბავშვი და კაცი მკვდარია და მათი გვამები მე ვნახე? – წამოიძახა ხმამაღლა. იმდენად ხმამაღლა, რომ ყველამ მათ შემოხედა.
– თქვენ ნახეთ? და ლიკა? – არ წყვეტდა ტასო.
– ლიკამ პირველმა ნახა, შემდეგ მე, – ხმას დაუწია და სველი, შუბლზე ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია.
– დაადასტურებს ბრალდებული, რომ პირველი იყავით (მის მერე), ვინც ცხედრები ნახა?
– რა თქმა უნდა, – სიტყვები ამოსუნთქულ ჰაერს მოაყოლა.
– კიდევ ერთი შეკითხვა... რომელი საათი იყო, ლიკას ყვირილი რომ გაიგონეთ?
– ზუსტად არ ვიცი... რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე 112–ში დავრეკავდი, – ხმა აღარ უთრთოდა და აღარც ისე ნერვიულობდა, როგორც რამდენიმე წამის წინ.
– დამიზუსტეთ. შეუძლებელია დროისთვის ყურადღება არ მიგექციათ, – ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და განბლოკა. – ახლა თორმეტის ნახევარია, ცნობისთვის.
– ალბათ, თერთმეტის ნახევრისთვის გავიგონე მისი ყვირილი... – დაბნეულმა ამოთქვა.
მეტი აღარაფერი უთქვამს ლიჩელს მისთვის, გამოტრიალდა და ხმაამოუღებლად გადაჭრა ოთახი. ლექსოს ანიშნა წავედითო და განყოფილებისკენ დაიძრნენ.
– რას ფიქრობ? – ინტერესით გადმოხედა კაცმა. – მიკვირს, რომ მკვლელობის ადგილი არ შეისწავლე...
– აზრი არ ჰქონდა, დავაგვიანეთ. სურათებიდან ვნახავ მერე. ახლა კი ბრალდებული უნდა მოვინახულოთ.
– რა მარაზმია ასეთი რამ გააკეთო... – სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა და სიგარეტს მოუკიდა.
– ან მაგას გადააგდებ, ან მე გამიჩერებ! – დაემუქრა და კარის სახელურისკენ წაიღო ხელი.
გადააგდო.
***
დაკითხვის ოთახში ტკივილს დაედო ბინა. ქალი ტიროდა და სახეს იხოკავდა. „დამნაშავესთვის ზედმეტი სენტიმენტებიაო“ – გაიფიქრა ტასომ და მის წინ მოკალათდა.
– რთულია, ვიცი, – თანაგრძნობა ეტყობოდა ხმაში.
– რთული? – ამოიჩურჩულა ქალმა, რადგან ხმა წართმეოდა. – ეს ჯოჯოხეთურია... – ცრემლები მუჭით მოიწმინდა და სისხლიანი ხელი თავისუფლად დადო მაგიდაზე.
– რომელი საათი იყო, გვამები რომ აღმოაჩინეთ ქუჩაში და ყვირილი დაიწყეთ? – გადავიდა საქმეზე. ზოგადად, ასე იცოდა მუდამ. პირველ რიგში ნებისმიერ დამნაშავეს უთანაგრძნობდა და მერე ჭრილობაზე ადგამდა ფეხს, რომ მეტი სიტყვა წაერთმია.
– სახლში მოვდიოდი, სამსახურიდან. ყოველთვის თერთმეტის ნახევარზე ვამთავრებ და ნახევარი საათი ტაქსს სჭირდება სახლამდე მოსაყვანად. გვამები რომ ვნახე, თერთმეტი იქნებოდა უკვე.
ინტუიციამ არც ახლა უღალატა, სწორი აღმოჩნდა, მაგრამ მხოლოდ ბრალდებულის გადმოსახედიდან. ჯერაც გასარკვევი იყო, რამდენად შეესაბამებოდა მისი სიტყვები სიმართლეს.
– სად მუშაობთ?
– რესპუბლიკურში, მიმღებში, – ამოიხვნეშა.
ტასომ ტელეფონი ისევ ამოიღო ჯიბიდან, ბრაუზერი გახსნა და რესპუბლიკურის ვებ–საიტი გატეხა. ბევრი ვერაფერი ნახა, მხოლოდ და მხოლოდ სიახლეები ინახებოდა საიტზე. ამას შემდეგში გაარკვევს, ახლა ჯერაც რამდენიმე კითხვა დარჩა დასასმელი.
– ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა?
– არ ვიცი, მტრები არ მყავდა... – ამოიჩურჩულა თრთოლაშეპარული ხმით.
– რატომ ანერვიულდით?
– მეხუმრებით? – აკანკალებული და გაყინული თითები სველ შუბლზე გადაიტარა.
– თქვენი სხეულის ენა კი ამბობს, რომ გყავთ და ზუსტად იცით, ვისზეც უნდა იეჭვოთ, – გაუღიმა.
– არ მინდა წინასწარი დასკვნები გამოვიტანო...
– ახლა თქვენ ხუმრობთ, მგონი! – წამოიძახა გაკვირვებულმა. – მითხარით.
ქალმა ჭერს მიაპყრო მზერა, თითქოს წინადადების დალაგებას ცდილობდა გონებაშიო.
– გიო სიმპათიური მამაკაცი იყო, ყოველთვის, – თვალებში წყალი ჩაუდგა, მამაკაცის სახელის ხსენებაზე და ტასომ შეამჩნია, როგორ ცდილობდა არ ატირებულიყო, როგორ უკანკალებდა გალურჯებული ქვედა ტუჩი და თვალებსაც უფუნქციოდ არეულად ახამხამებდა. – თავიდან იდეალურად კარგი ურთიერთობა გვქონდა, შემდეგ კი ყველაფერი გაუფასურდა... მის თვალებში იმ გრძნობას ვეღარ ვხედავდი, რომელმაც მაიძულა ცოლად გავყოლოდი. ეს უბრალო პასუხისმგებლობა იყო, ჩვენი შვილის გამო. შემდეგ გავიგე, რომ სხვა ქალთან გაუბავს რომანი... ის ჩვენი მეზობელი იყო, ლოლა. რომ გავიგე, გიოსაც ველაპარაკე და შემდეგ ლოლასაც. არ ვიცი, ძალიან ცუდად გაიგო ჩემი ცივილური საუბარი და მას მერე გადამემტერა... ღმერთო, – აქვითინდა ისევ.
ადგა და წამოვიდა. მეტი აღარაფერი იყო საჭირო, ყველა დეტალი გამოიკვეთა. ლოლა არ იყო დამნაშავე, მაგრამ არც ლიკა. უბრალოდ, ემჩნეოდა ბრალდებულს, რომ რაღაც თამაშს თამაშობდა და უნდა გაეგო, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, უნდა გაეგო რომელს.
ჰო, ახლა იტყვით, შვილი და ქმარი მოგიკლან, გეთამაშებაო? მაგრამ ადამიანი რომ დანაკარგს აანალიზებ, ხვდები, რომ მეტის წართმევის უფლებას ვერავის მისცემ და მარიონეტობას იწყებ.
ბრალდებულის ჩანაწერები მოიძია და დაადასტურა, რომ მართლაც მუშაობდა რესპუბლიკურის მიმღებში და მართლაც თერთმეტის ნახევარზე ასრულებდა. რესპუბლიკურის შენობიდან მის სახლამდე მოსვლას კი ოცი წუთი, როგორც ყველაზე ცოტა, სჭირდებოდა.
დანაშაულის ადგილზე გამთენიისას დაბრუნდა. ჯერაც ახლად რომ იწვერებოდა მზე და დედამიწას ანათებდა, ჯერაც რომ ყველას უნდა ებედნიერა, განსაკუთრებული სევდა ჩამოწოლილიყო უბანში.
მანქანა გააჩერა სადარბაზოდან მოშორებით, რათა კარგად ენახა დანაშაულის ადგილი, ეზოში. ჩუმი სიარულით რომ გადაჭრა ქუჩა, შენიშნა ხესთან ადამიანის სილუეტი. როგორც ჩანს, მანაც შეამჩნია და სანამ თვალის დახამხამებას მოასწრებდა, სწრაფი ნაბიჯით მიეფარა კაპიუშონიანი ავტოსადგომების შენობას. ჯიბესთან იარაღს თითები შეახო, მოემზადა და გაიქცა, მაგრამ მისულს არაფერი დაუხვდა. არავითარი ნიშანწყალი იმის, რომ აქ, რამდენიმე წამის წინ, ვიღაც იყო.
***
მოკლედ, ჯერ წასული არ ვარ უკვე გიბრუნდებით :დ
ცოტა, სულ ცოტა განსხვავებული ისტორია..
ჰო, ზუსტად ვიცი, ვიზეც იფიქრეთ კითხვისას და გეტყვით, რომ კი, სწორედ მისგან წამოვიდა იდეა, მაგრამ ძირითადად არანაირ კავშირშია ისტორია გამოძიებასთან.
პირველი თავი ჩავთვალოთ პროლოგად..
იმედია მოგეწონათ <3
მიყვარხართ.



№1  offline წევრი Elenii Gavasheli

Pirvelive tavit,rom aintereseb mkitxvels,dzalian magari xar.
shemdeg tavs velodebi❤️

 


№2  offline წევრი N7

Elenii Gavasheli
Pirvelive tavit,rom aintereseb mkitxvels,dzalian magari xar.
shemdeg tavs velodebi❤️

უღრმესი მადლობა, ტკბილო love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3 სტუმარი darina

ukve chamitria, zigadad sheni istoriebi asetia, ukve dzalian momewona da imedia ase sainteresod ganvitardeba movlenebi, xom ici me rom sheni ertguli mkitxveli var, velodebi shemdeg tavs, miyvars qali gamomdzieblebi.

 


№4  offline წევრი N7

darina
ukve chamitria, zigadad sheni istoriebi asetia, ukve dzalian momewona da imedia ase sainteresod ganvitardeba movlenebi, xom ici me rom sheni ertguli mkitxveli var, velodebi shemdeg tavs, miyvars qali gamomdzieblebi.

ჩემი უააყვარლესი მკითხველი ხართ თქვენ!
უღრმესი მადლობა❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline მოდერი Eleniko13

პატარა იყო შვიდიანო !!
შენ და შენი თეორიები მიყვარხართ მე.
წინა ისტორიის დასასრული წავიკითხე, მაგრამ კომენტარის დატოვება ვერ მოვახერხე.
პრასწი.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline მოდერი sopiko

მაშინვე მივხვდი, რაც იყო საფუძველი... ველოდი კიდევ ერთ თეორიას, მაგრამ არა ამ თემაზე, რადგან რატომღაც არ მჯერა ამ ქალის და მისი ხსნება ამ ისტორიაში არ მესიამოვნა, თუმცა ეს შენთან რა შუაშია.
ლინასთან შედარებით ტასო ძლიერი ქალია და აი, ეს მომწონს! თავდაჯერებული, გაწონასწორებული, გამჭრიახი!
როგორც ჩანს ლექსოს მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს.
იმედია შემდეგი თავი მაინც გამარკვევს ცოტა სიტუაციაში... ნიჭიერი გოგო ხარ, მარიამ! love

 


№7  offline წევრი N7

Eleniko13
პატარა იყო შვიდიანო !!
შენ და შენი თეორიები მიყვარხართ მე.
წინა ისტორიის დასასრული წავიკითხე, მაგრამ კომენტარის დატოვება ვერ მოვახერხე.
პრასწი.

მე შენ მიყვარხარ ძალიან,ელენიკო! love love
მადლობა დიდიიიი! love

sopiko
მაშინვე მივხვდი, რაც იყო საფუძველი... ველოდი კიდევ ერთ თეორიას, მაგრამ არა ამ თემაზე, რადგან რატომღაც არ მჯერა ამ ქალის და მისი ხსნება ამ ისტორიაში არ მესიამოვნა, თუმცა ეს შენთან რა შუაშია.
ლინასთან შედარებით ტასო ძლიერი ქალია და აი, ეს მომწონს! თავდაჯერებული, გაწონასწორებული, გამჭრიახი!
როგორც ჩანს ლექსოს მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს.
იმედია შემდეგი თავი მაინც გამარკვევს ცოტა სიტუაციაში... ნიჭიერი გოგო ხარ, მარიამ! love

მაგდა (რეალური პიროვნება) სრულიად უდანაშაულოა და ამაში ვარ 10000000%-ით დარწმუნებული. უბრალოდ, ჩვენი დებილი პოლიცია მაგრად დაგოიმდა (ასე ვიტყვი) და გამოძიება არასწორ კვალზე წავიდა. ასე შეცდა ხალხიც.. თუ გსურს, მომწერე ფეისბუქზე და პატარა, ჩემით აღმოჩენილ ფაქტებში გაგარკვევ love
ჰო, ლინასთან შედარებით, ამას ნაკლები ტანჯვა ელის, ხასიათებიდან გამომდინარე wink ლექქსო უბრალოდ პარტნიორია, ამ ეტაპზე winked
კი, რა თქმა უნდა, დავლაგდებით მე და ისტორია wink
უღრმესი მადლობა, ძალიან გამახარე love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent