შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყალბის თეორია (6)


5-02-2016, 09:58
ავტორი N7
ნანახია 2 689

VI.
სასტუმრომდე ტაქსით მივიდნენ. არ ეგონათ იქ ვინმე თუ დახვდებოდა, მაგრამ, როგორც კარს გასცდნენ,მაშინვე მოუახლოვდათ ქალი, ღიმილიანი სახით.
- ქალბატონი ლინა და ბატონი კოსტანტინე, - ჩაილაპარაკა.
- კოსტა! - ღიმილითვე ჩაუსწორა მამაკაცმა და ხელი გაუწოდა.
- მე ანინე ვარ, თქვენი ‘ძიძა’, ასე ვთქვათ, - წამოიწყო უცებ. - აქ ყოფნის მანძილზე, მე ვიქნები კონსულტანტი და გიდი თქვენი.
ლინა დაღლილობისგან ვეღარ აზროვნებდა, უკვე მესამედ ამთქნარებდა და ფეხებს მალ-მალე ცვლიდა. ერთი სული ჰქონდა, როდის ეტყოდა ეს ქალი, რომელ ნომერში ასულიყო და შეძლებოდა, შხაპის მიღების შემდეგ, დაძინება.
- მესმის რომ დაიღალეთ ამიტომ, მეტს აღარ ვისაუბრებ. წამობრძანდით, - ხელები გაშალა, შეტრიალდა და გაუძღვა.
უხერხულად გრძნობდა ლინა თავს მამაკაცის გვერდით. თითქოს რაღაც სხვა ლტოლვა მოდიოდა მისი თითოეული გამოხედვიდან, მისი თითოეული სიტყვიდან. რაღაცნაირი იყო, სხვანაირი... გაბრაზებული და თან ასეთი თბილი. იქნებ არც არაფერი იყო, მაგრამ ქალი სცნობდა კაცების ასეთ მხარეებს, რომ უნდათ გამოაჩინონ კლანჭები და ამ დროს ფისოს თათებს აჩენენ. ახლაც გრძნობდა, ლიფტში, უკან დააცოცებდა მწველ მზერას ქალის სხეულზე. „ჯანდაბა, გაათრიე შენი თვალები!“ - გაიფიქრა და მარჯვნივ შეტრიალდა, ისე, რომ ზურგით ლიფტის ცალ კედელს მიეყრდნო და ეშმაკურად გადახედა კაცს, რომელსაც ბრაზის ნიშნად შუბლი შეეკრა და წინ იყურებოდა.
მეზობელ ნომრებში დაბინავდნენ. ისეთი კომფორტული სასტუმრო იყო, მეტს რომ ვერ იოცნებებდა ლინა. მაშინვე მიაგდო ჩანთა უმისამართოდ, გახსნა, საჭირო ნივთები ამოიღო და აბაზანაში შევიდა. ესეც ასე, აუხდა ოცნება.
მოწესრიგდა და პირსაწმენდშემოფარებული გამოვიდა აბაზანიდან. ტანის მიმზიდველი მოძრაობით მოდიოდა და თან რაღაც სიმღერას ღიღინებდა, ტექსტი რომ მივიწყებოდა, მაგრამ მელოდია კარგად ახსოვდა. სანამ საღამურს ჩაიცვამდა და გრილ საწოლს გაათბობდა, ტელეფონი მოიმარჯვა და დარეკა.
- დაჩი, როგორ ხართ? - მოიკითხა მაშინვე, როგორც კაცის ხმა მოესმა.
- ჩვენ კარგად, შენ როგორ ხარ? როგორ იმგზავრე? -უჩვეულოდ თბილი ჰქონდა ტონი.
- არაჩვეულებრივად. დამალაპარაკე რა ჩემი ანგელოზი, - სიტყვა გაწელა და სარკეში თავის დაღლილობისგან წაშლილ სახეს გაუღიმა.
- დეე, მომენატრე! - ჩასძახა მაშინვე, როგორც ტელეფონი ყურთან დაიგულა პატარამ.
- ჩემო ლამაზო, მეც უკვე მენატრები! მამიკო ხომ არ გაბრაზებს?
- არა, დე. იცი? მაქდონალდსში ვიყავით, ბევრი, ბევრი ბურგერი ვჭამე და ბევრი ვითამაშე ბავშვებთან ერთად! - წამოიძახა აღტაცებულმა. მისმა ბედნიერებისგან ამაღლებულმა ტონმა სასიამოვნო ჟრუანტელად დაუარა ლინას ტანში.
- კარგია დე, რომ არ იწყენთ, მაგრამ მეტად აღარ გაეკარო ბურგერს! - მკაცრი ხმა ჰქონდა, თუმც მაინც თბილი.
- მიყვარს და... - ამოიწუწუნა.
- კარგი, ჩემო პატარა, უნდა წავიდე. ბებიკო არ გააბრაზო, მამიკო კიდევ გააწამე, - სიცილით დაარიგა. - გაკოცე, მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ და მალე ჩამოდი... - ტუჩები გააწკლაპუნა და გათიშა.
ბედნიერებისგან გაეცინა ლინას.
ტელეფონი იქვე მიაგდო და გამობრუნდა. სუნთქვა შეეკრა და ერთ ადგილზე შედგა, როცა ნაცნობ მამაკაცს შეეჩეხა, ირონიულად მომღიმარს, მის სხეულზე რომ დააცოცებდა მწველ მზერას.
- ძალიან მიმზიდველი ხარ! - თვალის ჩაკვრით აღუნიშნა და სულ მცირედად შეამცირა მანძილი.
ლინამ უკან დაიხია.
- რა გნებავთ? - იკითხა ათრთოლებული ხმით.
- არაფერი, ისე შემოვედი, - მხრები აიჩეჩა, რამდენიმე წამს კიდევ შეათვალიერა ქალის სხეული და შეტრიალდა. ახლა უკვე ნომერს ათვალიერებდა. - როგორი კომფორტული საწოლები აქვთ, - ღიმილით ჩაილაპარაკა და ვარსკვლავის ფორმით დაეცა რბილ ზედაპირს.
- ხო, ძალიან! - სარკასტულად ამოთქვა. - თუ არაფერი გნებავთ, წაბრძანდით, ძალიან გთხოვთ! - კატეგორიული გაუხდა ხმა და იმდენიც კი მოახერხა, რომ ნერვიულობა ჯანდაბაში გადაისროლა და ისე უთხრა.
- აა, ანუ რაღაც უნდა მინდოდეს, რომ დავრჩე? - მიუხვდა და წამოდგა. - მაშინ, შენ მინდიხარ! - ჩაილაპარაკა და ახლოს მივიდა ქალთან.
- არ მომიახლოვდე! - ახლოს მოსულ კაცს უბრძანა და თავი მარჯვნივ გაატრიალა.
კოსტა რიტმადარღვეულად სუნთქავდა მის სახესთან ახლოს. სუნთქვას მოჰყვებოდა ალკოჰოლის სურნელი და ლინას თავისთავად ებადებოდა კითხვა, როდის მოასწრო ამ კაცმა გამოთრობა? თან ნერვიულობდა. კომოდს ეყრდნობოდა ხელისგულებით და ცდილობდა მამაკაცის თვალებისთვის არ შეეხედა, თორემ მართლა აიტანდა კანკალი, ლინამ კი იცის, როგორ აანთებს მამაკაცებს ის, რომ ქალს მათი ეშინიათ.
- მომშორდი, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! - ისევ კატეგორიული ხმა ჰქონდა.
კაცმა ხელი ასწია და სახის რბილ, ნაზ კანზე ჩამოატარა. ოპერაციებისგან გაუხეშებული კანი ჰქონდა ხელზე კოსტას, თან ასეთი რბილი და სასიამოვნო. მისი შეხება ჟრუანტელად მოედო ქალს, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია.
კოსტამ თავი დახარა და ლინას თავთან დაიჩურჩულა:
- სიამოვნებით შემოგაცლიდი ამ უვარგის ნაჭერს, სრულებით რომ არ უხდება შენს ხვთაებრივ ფორმებს!
ყელში ზიზღი და ბოღმა მოაწვა ქალს. ის წამი დაწყევლა, როცა საბოლოოდ გადაწყვიტა აქ წამოსვლა, მაგრამ მაშინ არ იცოდა, ამ სიტუაციაში თუ ამოჰყოფდა თავს. ეგონა ბუნჩულა, ჩაქონილი კაცი ან ჩამომხმარი ქალი პარტნიორი ეყოლებოდა, კოსტასნაირ კაცს კი არაფრის დიდებით არ ელოდა. როგორი მოვლილი იყო ეს კაცი, უკვირდა. მამაკაც ექიმებს თუ ამდენის მოსწრებაც შეეძლოთ, არ ეგონა. მაგრამ, რადროს ამაზე ფიქრი იყო?! სასწრაფოდ უნდა ეშველა თავისთვის.
- შემეშვი, გთხოვ. გათხოვილი ქალი მყავს, ორი წუთის წინაც შვილსა და ქმარს ვესაუბრე. ცხოვრებას ნუ დამამხობ თავზე, - მუდარით ამოიჩურჩულა.
- ჩშ, - გააჩუმა და ჩაიხუტა.
ლინამაც დაუფიქრებლად შემოხვია წელზე ხელები და ცრემლი ჩამოუგორდა კენტად, ცალ მხარეზე.
- თანაც ეგ ორი წუთის წინ კი არა, ათი წუთის წინ იყო, - ირონიულად დაიჩურჩულა ქალის თავთან მამაკაცმა.
- ხეპრე! - წამოიძახა აკანკალებული ხმით და წელიდან ხელები ჯერ მამაკაცის ხელებზე გადმოიტანა და წაეჭიდავა, მერე რომ ვერ შეძლო, მუცელზე და მას მიაწვა. - შემეშვი რა, - ამოიკვნესა.
- ცუდს არაფერს ვაკეთებ, მხოლოდ გეხუტები, მოდუნდი რა! - ქალმა იგრძნო, რომ გააბრაზა და რომ წარმოიდგინა, როგორი სიბრაზე შეიძლება ჰქონოდა მამაკაცს, მაშინვე მოდუნდა, ხელები ქვემოთ ჩამოუშვა და კოსტას სასიამოვნო სურნელი ჩაისუნთქა, მაისურსა და კანს ერთდროულად რომ დაჰკრავდა.
ანაზდად ყველაფერს მოავლო გონების თვალი და ჭრილობა უპოვა მამაკაცს, რომელზე დაბიჯებითაც შეძლებდა მის ტკენას და მოშორებას.
- დემეტრე, - ამოიჩურჩულა მიმწყდარი, მიკარგული ხმით. - მოგიწონებდა?
თითქოს გონს მოეგოვო კოსტა, ძლიერად შემოხვეული ხელები აიღო და თავისუფლად ჩამოჰყარა. ერთ წამს თვალებში ჩააშტერდა ლინას, თითქოს ამ კითხვის პასუხს ეძებდა მისსავე თვალებშიო, მერე თავზე ხელი გადაისვა, გატრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ნომრიდან, თან გზაში რაღაცებს ბუტბუტებდა, თითქოს დაბალ ხმაზე ჩხუბობდა თავთანო.
ნომერი რომ დაცარიელდა, მაშინღა გააცნობიერა ქალმა, რომ მთელი სხეული სიმივით ჰქონდა დაჭიმული და კუნთებში ტკივილს გრძნობდა. ის ადგილები, სადაც კოსტა ეხებოდა, თითქოს ცეცხლმოკიდებულიყო და ეწვოდა. ოფლისგან ჰქონდა მთელი სხეული სველი და სუნთქვა გახშირებოდა.
კვლავ შევიდა სააბაზანოში, შხაპის მისაღებად, განსატვირთად და ყველაფერზე დასაფიქრებლად.
შეუძლებელი იყო ასეთი რაღაც, ყველაფერი საფეხურებივით აეწყო, ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. შემთხვევით არავის უშვებენ საქმიან ექსკურსიებზე საზღვარგარეთ; შემთხვევით არავინ ხვდება იმასთან, ვინც ყველაზე მეტად იზიდავს...
აქამდეც ჰქონია მსგავსი სახის შეხება სხვა მამაკაცებთან ლინას, მაგრამ ასე არასდროს მოსვლია, ასეთი რაღაც არასდროს დამართნია. ნერვიულობისგან კინაღამ დადნა. არადა, არც არაფერი გაუკეთებია საგანგაშო მამაკაცს. უბრალოდ ირონიით აავსო, ცოტა მოეფერა და შეეშვა, ეს იყო და ეს.
მაგრამ იცოდა, ასეთ ფარულ ქმედებებში იმალებოდა ყველაზე პატარა ამოცანის ყველაზე დიდებული პასუხები.

***
ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.
სიცხიანი ვარ და მუზები არ მსტუმრობენ...
იმედია მოგეწონათ.
მიყვარხართ!



№1  offline წევრი N7

SEREBRO
Roogor daigviane da rogori sacemi mkavxar.momewona velodebi shemdeg tavs da gamojanmrtelebas gisurveb chemo sakvarelo :))

ვეცდები ყველანაირად, აღარ დავაგვიანო request
მიხარია, რომ მოგეწონა და გმადლობ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№2  offline წევრი მარიამ18

ძალიან მომწონს, აღარ დააგვიანო რა ^_^

 


№3  offline წევრი N7

მარიამ18
ძალიან მომწონს, აღარ დააგვიანო რა ^_^

მიხარია და ვეცდებიი love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4 სტუმარი darina

Linasnair qalebs ver vitan ar unda mieca kostastvis axlos mosvlis ufleba, jer kidev gatxovili qalia, cota meti rom moendomebia kostas xelsac ar sheushliada, agshfotebuli var, dachis mxares gadavewone :-D shen rogorc yoveltvis magari gogo xar.

 


№5  offline წევრი N7

darina
Linasnair qalebs ver vitan ar unda mieca kostastvis axlos mosvlis ufleba, jer kidev gatxovili qalia, cota meti rom moendomebia kostas xelsac ar sheushliada, agshfotebuli var, dachis mxares gadavewone :-D shen rogorc yoveltvis magari gogo xar.

დიდი მადლობაა! love love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent