შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრეზია და კედარი (გაგრძელება 9)


21-02-2016, 01:12
ავტორი ani-ka
ნანახია 1 997

* * *
–კარგი, ანუკი, ხვალ დაგირეკავ. მშვიდობიან ღამეს გისურვებ.–მობილური ტელეფონი გადავდე და პლედი მჭიდროდ შემოვიხვიე. გარეთ წვიმდა და სითბოს ძიებაში ვიყავი.
–აბა, რა უნდა გეთქვა?–საწოლის კიდეზე უნებართვოდ ჩამომიჯდა. არ ვიცოდი როგორ დამეწყო. კეფა მოვიქექე და ამოვიბურტყუნე:
–მოკლედ, ანუკა და მისი მეგობარი პიკნიკზე გვეპატიჟებიან, მაგრამ ვიცი, რომ ახლა ამის დრო არ არის, საერთოდაც ძალიან ცივა პიკნიკისთვის.–მისი უარის გამართლებაზე გადავედი ისე, რომ პასუხს არც დავლოდებივარ.
–არა, რატომ.–თქვა უცებ და თვალები გამიფართოვდა.
–ჩემი აზრით, ახლა სწორედ შესაფერისი დროა. კოცონის დანთებაც შეიძლება და კარვების გაშლაც. მთავარია ცხელი ყავით სავსე თერმოსი თან გვქონდეს.
–მართლა?
–ჰო, მართლა. ლაშქრობა და პიკნიკი ძალიან კარგი აზრია.
–ჩემთან ერთად?–დავაზუსტე. თავი რამეს ხომ არ მიარტყა ნეტავ?
–კი, ვალი ხომ უნდა გადავიხადო. შენ ხომ წამომყევი სტუმრად? ახლა ჩემი ჯერია გამოგყვე ახლობლებთან.
–ანუ წავიდეთ?
–წავიდეთ, მაგრამ როდის?
–ეგ ჯერ არ ვიცი.–ჯერ კიდევ ვერ გამოვდიოდი შოკიდან.–ალბათ შაბათ–კვირას.
–წინასწარ გამაგებინებ, ხომ?–ფეხზე წამოდგა. თითქოს ამ ამბის დასაზუსტებლად იყო შემოსული. უკვე ეღიმებოდა– ალბათ ჩემ რეაქციებზე. კართან მისული უკან მობრუნდა.
–მადლობის სათქმელად მოვედი.–მითხრა და დახრილი თვალები გამისწორა. უკვე დასერიოზულებულიყო.
–მადლობას რისთვის მიხდი?
–ვაჩესთვის. ალბათ ძალიან კარგად ეპყრობოდი, რადგან შენ დაგირეკა და არა საკუთარ ძმას.–ხმა უშუალო ჰქონდა, გამომეტყველება უბრალო, ადამიანური. მაგრამ ნადია დამიდგა თვალწინ. ფეხზე წამოვხტი და ვუპასუხე:
–ასე არ იქნებოდა ცოტა მეტ დროს რომ უთმობდე ძმას და ნაკლებს– ქალებს!–არ ვიცი, ჩემმა სიტყვებმა მოახდინა შთაბეჭდილება თუ პიჟამოდ ამოცმულმა ბიჭურმა ტრუსმა და გულამოღებულმა მაისურმა– პლედი საწოლზე ეგდო. სანამ ვლაპარაკობდი ერთი ამათვალიერა და თვალებში რაღაც ისეთმა გაუელვა, რომ თითქოს რაღაც ძაფი გაიბა ჩვენ შორის, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერად. მეორე წამს ჩემი ნათქვამის შინაარსი გაიაზრა და თვალები ავად დააკვესა:
–ქალებს არა, მხოლოდ ერთი ქალი არსებობს ჩემთვის.–კარი გამოაღო მან.
–მაინც რა ნახე მასში ასეთი?–დავადევნე სანამ გავიდოდა. გაჩერდა.
–შენ ამას ვერ გაიგებ.–არ მობრუნებულა ისე მითხრა.
–მინდა ვიცოდე რა უნდა ვეძიო სხვაში, რომ სამუდამოდ შემიყვარდეს.
–რა უნდა ეძიო?–მობრუნდა თვალებანთებული ფიქრიანი.–ლტოლვა, ურთიერთგაგება. რაც შენში უხვადაა, მას უნდა სჭირდებოდეს და პირიქით– ის უნდა გავსებდეს იმით, რაც გაკლია. მისი დანახვა, მასზე გაფიქრებაც კი სასიცოცხლო ძალით უნდა გავსებდეს. მას ხელს რომ ჩასჭიდებ, აღარაფერი უნდა გაშინებდეს, სიძლიერით უნდა გავსებდეს მისი შეხება...–ჩურჩულზე გადავიდა უნებურად და მკლავზე ჩამომისვა ხელი ისე, რომ თითქმის არც შემხებია. გამაჟრჟოლა.–...ჟრჟოლას უნდა გგვრიდეს...
–და შენ ამ ყველაფერს ნადია გაგრძნობინებს?–ხმა ჩამეხლიჩა.
–იგი უკეთ მიგებს, ვიდრე მე საკუთარ თავს.–დააბოლოვა და ეს განაჩენივით ჟღერდა.
–ახლა ყველაფერი გასაგებია.–მოვშორდი და პლედი შემოვიხვიე.–ყველაფერში დაგეხმარებით, რაც საჭირო იქნება. ხელს არ შეგიშლით. თუკი შენ იპოვე ადამიანი, ვინც საკუთარი თავი შეგაცნობინა, მე ამხელა გრძნობას წინ ვერ დავუდგები.
პაუზა საშუალოზე ხანგრძლივი იყო.
–ღამემშვიდობის.–მითხრა ჩაფიქრებულმა, თავი დავუქნიე და გავიდა.
ტელეფონზე მესიჯი დამხვდა:
„ძალიან გთხოვ, მარტო ერთხელ შემხვდი და თავს დაგანებებ.“ ანუკას ყოფილი შეყვარებულის ნომერი ვიცანი. ეს ბიჭი უკვე ნერვებს მიშლიდა. ამიტომ შეხვედრის დრო და ადგილი დავუნიშნე და ჩავწექი.
* * *
იმ დღის შემდეგ კანსტანწინმა ძმის სკოლაში ტარება თავის თავზე აიღო. ყოველ დილით ადრიანად იღვიძებდა, რომ ძმა სკოლამდე მიეყვანა. მერე საღამომდე სადღაც იკარგებოდა ხოლმე.
დათქმულ დროს ადგილზე რომ მივედი, ის უკვე იქ იყო და სიგარეტს ეწეოდა გამწარებული. დამინახა თუ არა, ეგრევე გამოექანა და სხვა გზა არ დამიტოვა– ლოყა მივუშვირე.
–როგორ მიხარია, რომ შეხვედრაზე დამთანხმდი.
–დაგთანხმდი, მაგრამ მარტო ერთი მიზეზით– შენი აბეზარი მესიჯებით ჩემი ქმარი უკვე შეწუხდა.–მას მხოლოდ გაეცინა.
–შენი და შენი ქმრის ამბავი კარგად ვიცი. სწორედ ამიტომ ვარ ახლა აქ.–ნელა წამოიღო ხელი და ჩამოშლილი მოკლე თმა ყურსუკან გადამიწია. ცერად გავხედე მის ხელს და გავიწიე.
–რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენ ჩემი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული ხარ, თუნდაც ყოფილი. მაგრამ ხომ იყავი?
–ჰო, მაგრამ მასთან ყველაფერი დამთავრდა, გეფიცები. ქორწილის დღეს თეთრ კაბაში რომ დაგინახე, არ ვიცი, რა დამემართა... თავი დავკარგე...–ჩემკენ გადმოიხარა. აზრზე არ ვარ რას აპირებდა, მაგრამ ცივად გავწიე.
–მე გეტყვი რაც დაგემართა. შენ ფულმა მოგხიბლა, მერე გაიგე, რომ ჩემი ქორწინება ფარსია და რატომღაც, არ ვიცი რატომ, ჩათვალე, რომ ჩემ გასულელებას შეძლებდი და ბედის ცდა გადაწყვიტე. შენდა სამწუხაროდ, შეცდი. მე ჩემი ქმარი მიყვარს და მის ღალატს არ ვაპირებ, შენ კი თუ გინდა, რომ შეცდომა გამოასწორო, აი, რა უნდა გააკეთო. . .
* * *
იმ დილით დედაჩემმა დამირეკა. აღებაზე არც კი ვიფიქრებდი ნომრისთვის რომ შემეხედა. ნამძინარევმა მაშინვე ვუპასუხე.
–ნუციკო, როგორ ხარ?–სერიოზული ხმა ჰქონდა.
–ნინო?–სრულიად გამოვფხიზლდი.
–კიდევ არ გადაგიარა გაბრაზებამ?
–არა. და არც არასდროს გადამივლის.
–რაღაც კარგი ახალი ამბავი რომ გითხრა მაინც?
–რა, ახალი კლიენტი მიშოვე?
–რა კლიენტი?
–რომელიც უფრო ძვირად მიყიდის.
–ოოოხ, ნუცა! ასე არ შეიძლება, მე შენთვის მხო...
–კარგი, ეგენი ვიცი. აბა, რა ამბავია?
–ჩვენთან გამოიარე და შენი თვალით ნახავ.
–არსად გამოვლას არ ვაპირებ.–ცივად მოვუჭერი.
–შენ სამსახურს ეხება.
–აჰ, ეგ! ზურაბმა შენც გითხრა?–გამახსენდა წინა საღამოს შემოთავაზებული პოზიცია.–უკვე ვუთხარი უარი. ბოლომდე დაცემამდე ისღა მაკლია, მუშაობაც დამაწყებინოს თავის ან თავისი ახლობლის ფირმაში, სადაც ყველა ჩემს არაკომპეტენტურობაზე იჭორავებს და „ნაცნობობა ყველგან როგორ ჭრის“ ამ ფრაზას ყელში ამომიყვანს.
–რა უნდა ეთქვა? ბატონ ზურაბს ჩემთვის არაფერი უთქვამს. უბრალოდ, მოდი, შეგიძლია?–მუდარამ გაიჟღერა თითქოს მის ხმაში.
–არა.
–ნუცა!
–არ ვიცი, ვნახოთ. თუ მოვახერხებ, მოვალ, მაგრამ ძალიანაც ნუ დამელოდები.



№1  offline აქტიური მკითხველი grafo

ხომ ამბობ რომ ეს ისტორია დასრულებული გაქვს, მაშინ რატომ დებ ასეთ პატარა თავებს?დღევანდელი საერთოდ ციცქნა იყო. ხიბლს უკარგავს ისტორიას.

 


№2 სტუმარი ანი88

ძალიან ლოგიკურად და საინტერესოდ ვითარდება კოტკას და ნუციკოს ურთიერთობა, ნელ-ნელა ლღვება ყინული. ველოდები მომდევნო თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent