შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი.[7]


21-02-2016, 03:43
ავტორი Nina))
ნანახია 6 886

ყველა დადუმებულიყო ლუკას რეაქციას ელოდნენ,მიუხედავად იმისა რომ ბნელოდა,ოდნავი განათების ხარჯზეც დაინახა ლუკამ მარიას ღაწვზე დაკიდებული ცრემლი და თითქოს ამან ძალა შემმატაო,ოდნავ გაეღიმა,ღრმად ჩაისუნთქა და გულახდილი საუბრისთვის მოემზადა

-მარია..-გაქცევას აპირებდა მარია,როდესაც ელამ მისი ხელი დაიჭირა,გოგონამ ანთებული ცრემლიანი თვალები მიაპყრო და კვლავ დაიწყეს ცრემლებმა დენა
-ელა..-ამოიბუტბუტა გოგონამ და მისი ხმა ცრემლებმა ჩაახშეს
-ახლა მაინც აღიარე,ჩემთან თუ არა საკუთარ თავთან მაინც აღიარე
-ვაღიარებ,ელა,არ ვარ მის მიმართ გულგრილი-ამოიოხრა და გოგონას ჩაეხუტა,ცრემლად იღვრებოდა,მაგრამ გაიგო ლუკას ხმა და თითქოს ხელახლა დაბადესო...

-მართალია,მე და ლანას საკმაოდ სერიოზული შელაპარაკება მოგვიწია,დავშორდით კიდევაც და სრულიად უადგილოდ მიმაჩნია ჩვენი დაქორწინება,მე და ლანა არ ვქორწინდებით,ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყარა და აღარ გადაიკვეთებიან არასდროს!-ყველა გაკვირვებული უყურებდა ლუკას,გარდა დედისა,რომელიც შვილში დარწმუნებული იყო,ასი პროცენტით,მარიას თვალებზე ცრემლები შენელდნენ და ცოტა ხანში გაქრნენ კიდევაც,იმ კაცმა,რომელიც ზურაბის პარტნიორი უნდა გამხდარიყო წუთების წინ კალამი დადო და მობოდიშებით იქაურობა დაყოვა,ზურაბი სახეზე წამოწითლდა,მრისხანება ჩაუდგა თვალებში,მაგრამ ლუკას ეს არ ადარდება,მთავარი იყო მისი ღიმილი იხილა..
ლანა რაღაცის თქმას აპიებდა,მაგრამ ჟანეტმა ხელი დაავლო და მანქანისკენ ძალით წაიყვანა,გოგონა უძალიანდებოდა,ყვიროდა,ახსნას ითხოვდა,მაგრამ ჟანეტი არ ანებებდა

-უკვე საკმარისად დამცირდი! გეყოს! - ცდილობდა აზრზე მოეყვანა ქალიშვილი,მაგრამ იმდენად იყო შეპყრობილი მამაკაცით მას ალბათ არაფერი მოიყვანდა გონზე
-დედა,შემეშვი,უნდა დავამხო ყველაფერი,როგორ გამიბედა,უნდა დავიბრუნო..-ლუღლუღებდა და რომ არ ჩაეკეტა კარები ჟანეტს,ალბათ გაიქცეოდა და კისერზე ჩამოეკიდებოდა
-გეყოს,ლანა! საკმარისია,რა დონეზე დაეშვი
-შენ არ მითხარი რომ ჩემი უნდა გამხდარიყო
-მაგრამ ასე სასტიკად არ უნდა მოქცეულიყავი-ჟანეტი ერთ ხანს დადუმდა,ფიქრებმა წაიხეს,შემდეგ თითქოს რაღაცას მიხვდაო და ანთებული თვალებით გადახედა შვილს,ლანაც თითქოს მიუხვდა და თავის მოკატუნება არჩია
-რა? - გულუბრყვილო თვალებით ახედა დედას
-არ მითხრა რომ ეს ყველაფერი შენი მოწყობილია!
-დედა,რას მაბრალებ! - საუკეთესო დავდაცვა რომ თავდახმა იყო ახსოვდა გოგონას და ამ კუთხით გადაწყვიტა საუბრის წაყვანა,მაგრამ ჟანეტი მასზე ბევრად გამოცდილი იყო და არ დააცადა შვილს
-ლანა,თვალებში შემომხედე და მითხარი რომ ეს არ გიქნია- ჟანეტის ტონი იმდენად მკაცრი და ავისმომასწავლებელი იყო,გოგონა დაიბნა და თავი დახარა
-მაპატიე...-ამოილუღლუღა ლანამ
-არ მჯერა,აქამდე როგორ დაეცი?! ამ დონემდე როდის მოხვედი? რა გეგონა რომ ძალით დაიბრუნებდი ლუკას?! - ვერ წყნარდებოდა ჟანეტი,მიუხედავად იმისა რომ ერისთავებთან დაკავშირება მის კომპანიას უფრო წინ წაიყვანდა,მისთვის მთავარი შვილი იყო,არ ეგონა ამ დონემდე თუ დაეცემოდა ლანა,არადა ეგონა რომ იცნობდა მას, -არ მჯერა,არ მჯერა,ლუკას არ იცნობდე მაინც
-რომ ვიცნობ მაგიტომ მინდა რომ დავბრუნდე-მუდარის თვალებით გადახედა დედას
-არც გაბედო,ხმა არ გავიგო შენი! - მკაცრ ტონს არ თმობდა ჟანეტი
-დედა,გთხოვ,ბოდიში უნდა მოვუხადო- ამაზე სულ გადაირია ქალი,ხმა ვერ დაიმორჩილა და ბოლო ხმაზე აყვირდა
-არ გაბედო და ეგ მეორედ არ თქვა,შენ დამცირდი და არა ლუკა! აქეთ უნდა მოგიხადონ ბოდიში!
-დედა,ლუკა არასდროს მოიხდის ბოდიშს!
-მაგრამ ზურაბი კი! - ნიშნისმოგებით გადახედა შვილს და გამქრალი იმედი კვლავ აუგიზგიზა ორგანიზმში
-გგონია დაბრუნდება?
-ზურაბი არ დააცდის,იმ კაცს ვისსაც კონტრაქტზე ხელი უნდა მოეწერა მას უკვე დიდი ხანია ვუყვარვარ,ჩემს გამო მიატოვა საყვარელი ქალი და ზუსტად ლუკას განცხადების გამო დადო კალამი და ზუსტად მაგიტომ წავიდა უსიტყვოდ! - დაასკვნა ჟანეტმა და ის ავისმომასწავლებელი კილო სადღაც გაუქრა,გოგონას ხელი მისაში მოიქცია და იმედიანი თვალებით გადახედა
-დამპირდი რომ არაფერს მოიმოქმედებ
-დედა,გპირდები.
-მე კი გპირდები იმას რომ ზურაბ ერისთავი შენთან ბოდიშით მოვა და ყურებით მოიყვანს ლუკა ერისთავს! მათი კომპანიისთვის მამუკა ალექსანდრია ჰაერივითაა,მათ გადარჩენისთვის სჭირდებათ იგი...-არც ჟანეტს და არც ლანას თბილისამდე ხმა არ ამოუღიათ,დუმდნენ და ალბათ ცალ-ცალკე გონებაში ახალ გეგმებს აწყობდნენ...


-ელა,გაიგონე?-იმედიანი თვალებით გადახედა დაქალს
-გავიგონე,მარია,გავიგონე,ახალი შანსი მოგეცა,იმდია ამასაც ისე არ დაკარგავ როგორც წინა გაუშვი ხელიდან..
-გპირდები,ელა..-გაუღიმა დაქალს და კვლავ მიაპყრო სითბოთი გაჟღენთილი თვალები ლუკას,გულმა ასმაგად დაუწყო ძგერა,როდესაც მამაკაცმა გაუღიმა,მთელი ორგანიზმი სითბომ და რაღაც ამოუცნობმა გრძნობამ მოიცვა,ალბათ ეს ის გრძნობა იყო რაც მთელი ცხრამეტი წლის მანძილზე არ ეგრძნო,რომელიც მიმალული იყო სხეულის რომელიღაც ნაწილში და ღრმად ეძინა,თუმცა ლუკამ ნელ-ნელა დაიწყო მისი ძილბურანიდან გამოყვანა...


-ლუკა,კმარა,საქციელი წაგიხდა! ზედმეტად გადახვედი ზღვარს!
-არა,მამა,მე არ ვფიქრობ ასე,არ მინდოდა ლანას შერთვა მას ზედმეტი მოუვიდა!
-ეს უკვე არაკაცური საქციელია,ლუკა! როგორ გაბედე და გოგოს როგორ გაუქანე ფრუჟერი სახეში?
-ვაღიარებ,თავი ვერ მოვთოკე,მაგრამ მქონდა მიზეზი!
-ვინც ან რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი ეს არ გამართლებს!
-ცდები მამა,დედაჩემი ჩემი ცხოვრების აზრია და არ დავუშვებ მასზე ვინმემ ცუდად ისაუბროს!
-ლუკა,ლანა არ მიეკუთვნება იმ კატეგორიათა გოგონებს,რომლებსაც დედამთილი სძულთ!-მკაცრად წარმოთქვა ზურაბმა-ნუ იგონებ ისეთ რაღაცებს რასაც არ დაგიჯერებ,ტყუილად არაფერი გამართლებს!
-მამა! - მკაცრი ტონი ახლა ლუკამაც მოირგო
-არანაირი მამა,იცი რა მოხდა?! მამუკა ალექსანდრიამ დაგვტოვა! მეეჭვება მან ჩვენთან კონტრაქტის გაფორმება ისრუვოს
-მერედა ვინ არის ეს მამუკა ალექსანდრია ასეთი,რომელზეც გული შეგტკივა!
-შენ ბიზნესის არაფერი გესმის,ლუკა,ყველაზე ძლიერი კომპანიის ქსელიაქვს მთელს საქართველოში და არამარტო,იგი უკვე ცხრამეტი წელია საქართველოდან წასულია,ორი თვეა ჩამოვიდა და საქართველოში პარტნიორებს ეძებს,ღვთის ნებით პარტიორობა ხუთი კომპანიიდან ერთ-ერთს ჩვენ გვერგო წილას,შენ კი ყველაფერი გააფუჭე,ხომ იცი რომ ადრე და გვიან შენ და ლანა შერიგდებით და მაინც მოგიწევთ დაქორწინება არა? ღვთის გულისთვის,ლუკა,ის კაცი ჩვენი კომპანიის ჟანგბადია!
-არა,მამა,ცდები თუ გგონია რომ მე და ლანა როდესმე შევრიგდებით ან დავქორწინდებით,ამის წარმოდგენაც კი მზარავს!- ზიზღით წამოიძახა ლუკამ
-რატომ,ლუკა,თქვენ ხომ ასე იყავით ერთმანეთზე შეყვარებულები! - შედარებით რბილი ტონით განაგრძო ზურაბმა,იქნებ ასე მაინც გადმოვიბიროო,მაგრამ ლუკა მყარად იდგა საკუთარ სიტყვაზე და იგი არაფრით დათმობდა მარიას და მის უმწიკვლო,ღრმა ლურჯ თვალებს!
-არა,კვლავ ცდები,მე არასდროს მიყვარდა ლანა,შენ უბრალოდ იმას ხედავდი რისი დანახვაც გაწყობდა,მე არასდროს მყვარებია ლანა,და ვეჭვობ რომ არც არასდროს შემიყვარდება! მე არ ვაპირებ კომპანიისთვის ამხელა დათმობაზე წასვლას,მე ჩემი ცხოვრება მაქვს რომელსაც მივხედავ და ნუ ჩაეკირკიტები მამუკას,ჩვენს კომპანიას მის გარეშეც შეუძლია სუნთქვა!
-ლუკა,იცოდე ამ გადაწყვეტილებას ერთ მშვენიერ დღეს ინანებ და ჩემს ფეხებთან დაცემულს დაგინახავ!- მოთმინებიდან გამოსული აყვირდა ზურაბი,ლუკას კი კიდევ უფრო მოეშალა ამ ყველაფრის გაგონებაზე ნერვები,საკუთარი მამა კომპანიის გამო რამხელა მსხვერპლს მოითხოვდა,შეიძლებოდა დასთანხმებოდა ადრე,მანამ,სანამ მარია გამოჩნდებოდა მის ცხოვრებაში,ახლა კი ვერავინ შეძლებდა მარიას წართმევას,კარი ძლიერად გამოიხურა და კართან მდგარი დედა რომ დაინახა უცებ დაშოშმინდა,მაია მისი ცხოვრების აზრი იყო,ეს ქალი ლუკას დაბადებისთანავე მის ანგელოზად იქცა და ყოველთვის იცავდა ყველა და ყველაფრისგან,როგორ შეეძლო ლანას მსგავსი რამ ეთქვა მაიაზე,ის ხომ უფრთო ანგელოზი იყო ამ ბინძურ დედამიწაზე გაჩენილი? მიუხედავად ამდენი შურისა და ბოროტებისა მაიას არაფერი დამართნია და იგი მყარად,სუფთად იდგა უამრავი სიბნელით მოცულ სამყაროზე

-დედა,მაპატიე..
-არა,ლუკა,შენ არაფერი გაქვს საბოდიშო,ამჯერად ზურაბს ზედმეტი მოუვიდა!-მკაცრად ჩაილაპარაკა გულნატკენმა ქალმა
-ყველაფერი გაიგონე?
-კი,შვილო.
-ისევ ჩემს მხარეს ხარ?
-მე თავიდანვე არ მომწონდა ლანა,ალბათ ამიტომაც ამითვალისწუნა,შენი თითოეული სიტყვის მჯერა და ვიცი არასდროს მომატყუებ,რაც არ უნდა მოხდეს მე შენს გვერდით ვიქნები-თბილად გაუღიმა მამაკაცს,ლუკას გული გაუთბა დედის სიყვარულზე და გულში ჩაიკრა...

მარია იქეთ-აქეთ ნერვულად დადიოდა და ლუკას ვერანდაზე ელოდა,სანამ სალაპარაკოდ წავიდოდა ლუკამ სწორედ აქ დაუთქვა შეხვედრა,ყველა თვალისგან შორს,რადგან არ უნდოდა მისი დაკარგვა..ბოლოს როგორც იქნა სასიამოვნო ბარიტონი შემოესმა და მის დანახვაზე კვლავ ისე აწითლდა და დაიბნა,როგორც პირველად...

-ტყულად ნურაფერ უარყოფ,მაინც არ დაგიჯერებ-მხიარულად შესძახა ლუკამ და აცახცახებული ფარატინა სხეული გულში ჩაიკრა,მერე კი დამატყვევებლად განაგრძო საუბარი
-რომ იცოდე ამ ყველაფერს რამდენ ხანს ველოდი,რომ იცოდე როგორ მინდოდა შენი ყოველი დანახვისას ეს მკლავები მომეხვია შენთვის და არასდროს გამეშვი ჩემი ცხოვრებიდან,რომ იცოდე როგორ მიყვარს შენი თმების სურნელი და როგორ მატყვევებს შენი ტკბილი ტუჩების გემო..-მამაკაცი ხარბად დაეწაფა გოგონას ტუჩებს და მარიაც აყვა,თითქოს ყველა დაბრკოლება გადაავიწყდაო და თავს უფლება მისცა ბედნიერი წუთებით დამტკბარიყო,რომელსაც უფალი არ იშურებდა მისთვის,მაგრამ ძალიან მალე მარიას ტელეფონი აწრიალდა და როდესაც დედის ნომერი დაინახა წამით შეუჩერდა გული,გაუბედავად გადაასრიალა სენსორზე ხელი და აცახცახებული ხმით უპასუხა

-დედა..
-ანა-მარია,ახლავე ჩაალაგე ბარგი და ხვალ პირველივე რეისს გამოყევი,იცოდე სამ საათზე სადგურზე დაგელოდები!
-დედა,კი მაგრამ..-შედავება სცადა,მაგრამ თია იმდენად გაბრაზებული ჩანდა იცოდა რომ არაფერი გამოუვიდოდა
-არანაირი,მაგრამ ანა-მარია,ხვალვე წამოხვალ!- კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ტელეფოზე ქალის ხმა გაწყდა...

-რა მოხდა?-გაკვირვებით იკითხა ლუკამ
-დედა იყო,ალბათ ყველაფრის შესახებ შეიტყო და გაბრაზებულია-ტუჩზე იკვნიტა გოგონამ,ლუკამ ვერ მოითმინა და მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა,კვლავ დაეწაფა ტუჩებზე,მაგრამ ამჯერად მხოლოდ წამიერად აჰყვა მარია,მერე ხელის კვრით მოიცილა და გაბრაზებული თვალებით შეხედა
-მე ვნერვიულობ,შენ კი დროს არ კარგავ!-გებუტა გოგონა და ტუჩები გამობუსხა
-იცოდე კვლავ გაკოცებ,შენ კი მეჩხუბები
-ლუკა!- ხმა გაიმკაცრა გოგონამ
-კარგი ხო,ოღონდ ასე აღარ გააკეთო ტუჩები თორემ ვერ ვიკავებ თავს
-ამხელა კაცი ხარ,სულ როგორ უნდა ლაზღანდარობდე?
-კარგი,ახლა ჩამოჯექი აქ და მომიყევი რა მოხდა
-ხომ გითხარი ალბათ დაინახა როგორ მომხვდა ფრუჟერის ნამსხვრევები და გაბრაზებულია,რომ თავს არ ვუფრთხილდები...-სიმართლის ნაწილი მაინც დაუმალა გოგონამ,დარმწუნებული იყო იმაში რომ იმაზე უფრო გაბრაზდა როდესაც ლუკამ,მათი უფროსების შვილმა ასე მზრუნველად აიყვანა ხელში და თავზე დაუწყო ფერება,ვიდრე იმაზე რომ თავს არ უფრთხილდებოდა,არ უნდოდა ეს ბედნიერი წუთები ჩაეშხამებინა მამაკაცისთვის და ამიტომ დაუმალა სიმართლე,თორემ არაერთხელ აღმინიშნავს რომ არ ეთაკილებოდა ის რომ მოსამსახურის ქალიშვილი იყო
-კარგი,ხვალ შერიგდებით-მის დამშვიდებას ეცადა ლუკა
-არა მგონია,ძალიან გაბრაზებული ჩანდა,ხვალვე დაბრუნებას ითხოვდა
-კი,მაგრამ შენ ხომ აქ თვის ბოლომდე ხარ?
-შენ რა იცი?-გულწრფელად გაიკვირვა გოგონამ
-ბექამ მითხრა,ელას უთქვამს
-აჰ..-გონება გაუნათდა გოგონას,მაგრამ უხასიათოდ იყო,როდესაც დედის გაბრაზებული და ჩამქრალი თვალები უდგებოდა წინ გული უსიამოვნოდ ეწურებოდა..
-მარია,ხვალ დაურეკე და უთხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება,რომ აქ დამცველი გამოგიჩნდა და ის იზრუნვებს შენზე!
-არა,არა, მერწმუნე არ გამოვა,ასე არ ივარგებს უნდა წავიდე.
-მე აქ უნდა დამტოვო?
-არაუშავს,ლუკა,სამუდამოდ აქ ხომ არ რჩები არა?
-სამუდამოდ არა,მაგრამ ერთი კვირა მაინც მომიწევს აქ გაჩერება,მე კი ამ ერთი კვირის მანძილზე უსაშველოდ მომენატრება შენი ტკბილი ტუჩები და ლურჯი თვალები..-გოგონას ღაწვები აუწითლდა,როდესაც ლუკასგან ეს სიტყვები მოისმინა-ასევე შენი აწითლებული ლოყებიც- კვლავ დაბრუნდა მამაკაცური ლუკა,მამაკაცმა ოდნავ უჩქმიტა ლოყებზე და მერე მოეფერა
-არაფერია,გაძლებ რამეფრად..-დაიმედა გოგონამ და ახლა თავისი ინიციატივით შეეხო ქვედა ტუჩზე,მამაკაცს გონებას ურევდა ეს გოგო,მისგან წამოსული სითბო და ენერგია,მიუხედავად იმისა რომ ათასი გოგო ჰყავდა გამოცვლილი ,მსგავსი გრძნობა არასდროს ეგრძნო,ფიქრობდა რომ ეს გრძნობა არ იყო ამქვეყნიური,რაღაც ზეგრადმო ძალა გააჩნდა ამ გრძნობას და სწორედ ეს ხდიდა მას განსხვავებულს,არც მარიასავით გოგო შეხვედრია როდესმე,მასავით ღია,გადაშლილი წიგნივით,მასში ბევრ სისპეტაკესა და სითბოს ამოიკითხავდით,სხვებისგან განსხვავებით...
-ვერ გავძლებ-ბუტბუტებდა გოგონას თმებში ჩაძირული მამაკაცი და დროდადრო ყელზეც წამოეთამაშებოდა ხოლმე
-ლუკა!-გონზე მოსაყვანად,უფრო სწორად თვითონ გამოსაფხიზლებლად შეანჯღრია ლუკა და როდესაც მამაკაცი მოცილდა შვებით ამოისუნთქა,ვერ უწევდა წინააღმდეგობას ლუკას,თითქოს ბასზე ბატონობდა,დომინირებდა და ჩაგრავდა მარიას ძალას
-ნუ ცდილობ ჩემი მოცილებით საკუთარი თავისუფლების აღდგენას
-ჩემზე ბატონობას ცდილობ,ლუკა!
-რაც ძალიან კარგად გამომდის- საკუთარ თავში დარწმუნებულმა წამოიძახა მამაკაცმა
-არ გამოგის- შეეწინააღმდეგა გოგონა
-მაშინ რატომ იბნევი,როდესაც გიახლოვდები,რატომ თრთი,როდესაც გეხები?
-არ ვთრთი!- გაიბრძოლა მარია
-აი,ახლაც-ტუჩებზე ხელი ჩამოუსვა მამაკაცმა და მარიამ თვალები დახუჭა,სხეული რაღაც სასიამოვნო გრძნობამ მოიცვა-გონებას კარგავ..
-ჰო,ვკარგავ..-ამოიბუტბუტა გონებადაბინდულმა
-საშინლად მიზიდავ..-არ ცხრებოდა ლუკა
-მეც..-დაეთანხმა მარია და მამაკაცი წამით დადუმდა,თითქოს ამ ყველაფრის გადახარშვას ცდილობდა,მერე ჩაეღიმა გოგონაზე,მის სიწმინდეზე,მის გულუბყვილობაზე, ჩაეღიმა რომ სწორი არჩევანი გააკეთა და გოგონა გულში ჩაიკრა
-საოცარი ქალი ხარ! -დასკვნა გამოიტანა და კიდევ უფრო ძლიერად აიკრო ფარატინა სხეული და მისი ძლირი მკლავები შემოაჭდო...


-ელა,ხვალ მივდივარ..-სახეწაშლილმა მიაყარა,როდესაც ოთახში შევიდა
-რა?-გაიოცა ელამ
-ჰო,დედამ ალბათ ნახა ყველაფერი და დამირეკა..-ყველაფერი დაწვრილებით უამბო გოგონას,არც ის გამორჩენია რომ თია მათ სახლში მუშაობს და ელამ გონზე მოსასვლელად წყლით პირამდე გავსებული დიდი ჭიქა ჩაცალა
-როგორ თუ გაიგო,იქნებ ცდები?
-არა მგონია,ელა,როგორ ამომივარდა გონებიდან ის რომ იგი უზომოდ არის შეყვარებული მაია ერისთავზე და აუცილებლად უყურებდა გადაცემას?-ნერვულად დაიწყო იქეთ-აქეთ სიარული,მერე ჩემოდანს მიადგა და ტანსაცმელს უწესრიგოდ დაუწყო ჩაყრა,ესეც იმიტომ გააკეთა რომ ხელების კანკალი როგორმე დაემორჩილებინა,ელა წამოდგა და გოგონა შეაჩერა
-დამშვიდდი,მარია,ახლა რას აპირებ?
-არ ვიცი,ელა..-სახე ხელებში ჩარგო გოგონამ
-იმედია ლუკას არ დათმობ
-არ შემიძლია,ელა,ვერ დავთმობ,ესეც იქეთ იყოს,რომც შემეძლოს მაინც არ დავთმობდი,ერთადერთი მამაკაცია,რომელმაც თავი ცოცხლად მაგრძნობინა
-მიხარია რომ გონს მოეგე,მართლა გულწრფელად მიხარია!
-ალბათ ყველაფერს ავუხსნი თიას,იმედია გამიგებს,თუ ვერ გამიგო ალბათ მოვკვდები,მოვკვდები და ვერცერთს ვერ დავთმობ!- სასოწარკვეთილმა მილულა თვალები,ისე მაგრად დაუჭირა ქუთუთოები ერთმანეთს,ალბათ ცდილობდა რეალობას გაქცეოდა და იმ ზღაპარში გადაკარგულიყო,რომელიც თვითონ შექმნა წუხელ საღამოს..
-არაფერი უთხრა მანამ,სანამ აქეთ არ გეტყვის,ჯერ ხომ არაფერი იცის თქვენს ურთიერთობაზე
-ჰო,მაგრამ მისთვის საკმარისი იქნებოდა ისიც,რომ ნახა როგორ მეფერებოდა ლუკა..
-იქნებ უბრალოდ ნერვიულობს?! მაინც დააცადე
-ჰო,დავაცდი..
-ახლა დაწექი,ბარგს მე ჩაგილაგებ,მეც შენთან ერთად მოვდივარ
-არა,ელა,შენ დარჩი,შენ აქ სამუშაოდ ჩამოხვედი,ასევე ბექაც აქ არის.
-როგორ გგონია,ერთადერთ მეგობარს გასაჭირში მივატოვებ? და როდესაც იგი ცრემლებად იღვრება მე საკუთარ თავს მივცემ ღიმილის უფლებას?!-მკაცრად ჩაილაპარაკა ელამ
-მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ,მიდი დაიძინე,ხვალ დილით დამშვიდებული სახით უნდა გამოეცხადო თიას
-ძილინებისა
-ძილინებისა,ძვირფასო..-მერე ტელეფონი ამოიღო და ლუკას მისწერა:

"ძილინებისა,ლუკა."- პასუხმაც არ დააყოვნა
"ძილინებისა,ანგელოზო.."-გული გაუთბა,როდესაც ლუკას წერილი გახსნა და ყველა დაძაბულობა ერთიანად მოეხსნა სხეულიდან,მერე კი ნამდვილად მიეცა ტკბილ ძილს...

--------------
მადლობა რომ კითხულობთ,
მიყვარხართ.



№1 სტუმარი darina

Dzalian kargi tavi iyo, oho marias mamac gamochnda, mgonia rom am kacs ar moutyuebia tia,aq ragac sxva ambavia, yvelaze metad is momewona, rom lukam aravia dautmo da lanas miuchina tavisi adgili, imedia bolomde ase iqneba.

 


№2 სტუმარი lililiiiiiiii

ეეეე მოკლედდ შენნ რა მაგარი გგოგოო ხარრ ძანნნ მაგარ რაღაცეებს იგონებბ დაა დამიჯერე ძან კარგად გამოგდისსს ამმ მოთხრობასს ვკიითხულობ მაგრამ წინათავებში არ დავდე კომენტარიი ძანნ მაგარიიყო ეს თავიი იმედია ერთმანეთს არრ დააშორებ ჩემო გოგო ) კარგი წყვილიი ჩანანანნ ) აბა ველი შემდეგს და მალე დადეეე და თან დიდი რა :D აბა წარმატებებიი შეეეეენნ love

 


№3 სტუმარი Black

Dzalian tbili tavi iyo kinagam mec shemiyvarda maria:Dyochag,velodebi shemdeg tavs<3

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargii da tkbili tavi iyoo.... ar daagviano raaa
--------------------
G.ke

 


ძალიამ კარგი მოთხრობაა და საინტერესსოა მოუთმენლად ვრლი შემდეგ თავს
--------------------
romantikosi mwerali

 


№6 სტუმარი parker

ის პარტნიორი მარიას მამაა არა??ცხრამეტი წელია წასულიაო დაემთხვა რადგან მარიაც ცხრამეტისაა და ჩემი აზრით მამუკა ალექსანდრია მარიას მამაა და ყველაფერი ჟანეტის ბრალია (თიას და მამუკას დაშორება) ვფიქრობ რომ ლანაც მამუკას შვილია

 


№7 სტუმარი Mariami

Hmm gasagebia ratomac daureka dedamisma :d ismamuka uechveli mamamisia da mmagitom :* aurogor momcons es istoria vapanateb:dd

 


№8  offline წევრი NataShka()()()

ყოჩაღ როგორ მომეწონაა ძალიან კარგიაა ველოდები შემდეგ თავს <3
--------------------
ნ.ორბელაძე

 


№9  offline წევრი Скорпион

ძაან კარგიი იყოო... ძალიაან მაგარი ხაარ <3 წარმატებებიი... ველი შემდეეგ თაავს...

 


№10  offline წევრი kiko

ჰმ! ფულზე დახამებულები. ერთი საღი აზრი მაქვს მარიას წასვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ დედამისი ნამდვილად არ გაუბრაზებია იმას რომ ფრუჟერი მოხდა ან რამე უბრალოდ იქ მამუკა შეამჩნია და იეჭვიანა არ უნდა რომ მარიან მამუკა გაიცნოს. მაინც რამდენად ეგოისტოა თია. კი ბაზარი არაა აწყენინა მაგრამ შვილზე ხომ უნდა იფიქრო არა. ურეკავ ეუბნები იცი რა თუ შენ მამის ნახვა გინდა გამოტყდი მე არ დაგიშლიო მაგრამ თან ახვედრებ რომ მე არ მიმდაო. ზურაბიც რა სულელი კაცია. ნუთუ ამხელა კაცს იმის შეგნება არ აქვს რომ ლუკას ლანა არ უყვარს და ნუ აძალებს რაღაცეებს? კარგია ძალიან

 


№11  offline მოდერი Eleniko13

აუ,
არ მინდა ასეთი უაზრობის გამო დაშორდნენ და ვერ ააწყონ ურთიერთობა.
ლუკა დაასერიოზულე ცოტა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№12  offline წევრი Pepper

უფ იმედიაა არ დაშორდებიან ამ მიზეზის გამო.
მომწონს მე ეს ორი ერთად.
ოღონდ ლუკას დაჭკვიანება არ აწყენდა.
კარგი ისტორიაა ^^

 


№13  offline წევრი Crystal

ვაიმე მაგარი გოგო ხარ

 


№14 სტუმარი dea

ძალიან მაგარი გოგო ხარ

 


№15 სტუმარი nini

როგორ მომწონს ეს ისტორია

 


№16  offline მოდერი Nina))

ჩემო ტკბილებო,ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ და მითუმეტეს აზრს რომ აფიქსირებთ,სამწუხაროდ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი და ამაღამ შეიძლება ვერ მოვახერხო დადება,თუმცა მაქსიმალურად ვეცდები რომ ავტვირთო.
მიყვარხართ,
მიყვარხართ
და
მიყვარხართ!
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№17  offline წევრი Guitaristxati

დღეს წავიკიხე ყველა თავი ერთად , მდენად მომეწონა ვერ გამოვხატავ , ძალიან მაგარიი ხარრ , ველი შემდეგ თავს <3

 


№18 სტუმარი ბუბუკა

ძალიან კარგია,ყოჩაღ!

ეს ორი დღეა ყველა შენი ისტორია წავიკითხე,ვფიქრობ ძალიან დახვეწილი გადმოცემის უნარი გაქვს და უდაოდ ნიჭიერი ხარ,უბრალოდ პატარა შენიშვნა მაქვს და იმედია არ მიწყენ

ყველა შენი ისტორიის თხრობის სტილი და შინაარსი ერთმანეთს გავს

რაც მთავარია შენი ახალი ისტორიები უფროდაუფრო კარგი და დახვეწილია და ესაა მთავარი,წარმატებები შენ!

 


№19  offline წევრი θεοδώρα

Dzalian magaria,sheudarebelia,male dade shemdegi,moutmenlad veli.

 


№20  offline მოდერი Nina))

ძალიან დიდი მადლობა,გოგოებო,ამაღამ ავტვირთავ ახალ თავს,ახლა მასწავლებელთან მივრბივარ და ვერ მოვასწრებ...

ბუბუკა
ძალიან კარგია,ყოჩაღ!

ეს ორი დღეა ყველა შენი ისტორია წავიკითხე,ვფიქრობ ძალიან დახვეწილი გადმოცემის უნარი გაქვს და უდაოდ ნიჭიერი ხარ,უბრალოდ პატარა შენიშვნა მაქვს და იმედია არ მიწყენ

ყველა შენი ისტორიის თხრობის სტილი და შინაარსი ერთმანეთს გავს

რაც მთავარია შენი ახალი ისტორიები უფროდაუფრო კარგი და დახვეწილია და ესაა მთავარი,წარმატებები შენ!



თხრობის სტილი ასეთი მაქვს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შემუშავებული და არ ვიცი შეიჩცვლება თუ არა,მადლობა რომ მიუხედავად ყველაფრისა კითხულობ ! ♥
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent