შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიდრე ყვავიან შროშანები [7]


21-02-2016, 13:36
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 585

ჩემი ცხოვრება იმ ზღაპარს გავს,
სიყვარულზე,
პრინცზე და კონკიაზე რომ არის.
და მე მხვეტავი,
ან ერთ ეპიზოტზე შემოსული მათხოვარი ვარ.
ზღაპარი პრინცზე და კონკიაზეა,
ესეც კარგია.
__________
საშინელება იყო მომდევნო ორი კვირა.
გახსენება არ მინდა, როგორ გავატარე თოთხმეტი დღე.
ბატონ ლადოზე შურისძიების გეგმა წყალში ჩამეყარა, ვინაიდან ის ნარკოტიკებით ამარაგებდა ჩემს “მეგობრებს”.
უფლება არ მომცეს, მას მეორედ შევხვედროდი.
სანდრო მიყვიროდა, რომ სანამ რამეს გავაკეთებდი, დავფიქრებულიყავი.
ლუკა, ნოე და ნიკაც მიმეორებდნენ. რედი ხმას არ იღებდა, თუმცა ვიცოდი, იმავეს ფიქრობდა. მივხვდი რომ მათთვის ნარკოტიკები იყო ის, რის გამოც სულსაც კი მიჰყიდდნენ ეშმაკს. ნინისთან ყველაფერი გამიფუჭდა, რამდენჯერ სცადა ჩემთან საუბარი, მაგრამ ამაოდ. იმ დღის მერე იშვიათად ვლაპარაკობდი და ვკონტაქტობდი მათთან. ჩემს ბინაში გადავედი კვლავ, ოღონდ ამჯერად ნინის აღარ მივეცი უფლება ჩემს გვერდით ყოფილიყო. ამან გული ატკინა, მაგრამ მე ეს უკვე აღარ მაინტერსებდა. მხოლოდ ნარკოტიკების გამო თუ მივიდოდი მათთან, ფულს ვტოვებდი და სახლში მოვდიოდი. ეს ხშირად ხდებოდა, რაც ჩემს დამოკიდებულებას ჰეროინისადმი ამძაფრებდა. საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი. თვალები მუდამ ჩაწითლებული მქონდა, ვენა-გალურჯებული, ტუჩები დახეთქილი, წონაში საგრძნობლად დავიკელი, ხასიათითაც დეპრესიულ გოგონას დავემსგავსე. ყოველ ღამე ჩემი ძმის საფლავზე მივდიოდი, ყოფილა შემთხვევებიც, როცა იქ გამთენებია.
ბევრჯერ ეცადნენ ბავშვები, რომ რამე ეღონათ. მართლა ვხვდებოდი, რომ წუხდნენ ჩემს გამო, თუმცა ეს ვერაფერს უშველიდა. სინანული ყველაზე უფრო იაფფასიანი გრძნობაა, რომელიც ძველ ნაგავსაყრელზეც კი აყროლებული გდია. სინანულით არაფერს ეშველება, პირიქით, ეს სულს უფრო გიკაწრავს და შენს ცხოვრებას ბანალურ დაღს ატოვებს.
სანამ ყველაფერი არ შეიცვალა.
___________

დივანზე ვიჯექი, ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქაზე თითებს ვათამაშებდი და ტელევოზორში უაზრო გადაცემას ვუყურებდი პოლიტიკაზე. გულს მირევდა პოლიტიკაზე და რელიგიაზე საუბარი, მაგრამ ზოგჯერ გულის რევა საჭიროა, ჯანსაღი თემები რომ დააფასო.
გადამრთველს დავწვდი და არხიდან არხზე დავიწყე ბოდიალი. აქ სერიალია, აქაც სერიალია, აქ საინფორმაციო, აქ სერიალი, ოღონდ ინდური, აქ საინფორმაციო, აქ კინო ჩელენტანოს მონაწილეობით, აქ საზიზღარი კომედია...
კარზე ბრახუნი ატყდა. გამეცინა, რადგან არსებობდა ზარი. თუმცა, ვინ უნდა ყოფილიყო ამ დილაუთენია? მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ხშირად უცდიათ შერიგება, სახლში არც ერთი მოსულა ჩემთან. იცოდნენ, ამით უფრო გამაღიზიანებდნენ.
_მოვდივარ_ხმადაბლა დავიჩურჩულე, ჭიქა მაგიდაზე დავდგი და კარისკენ გავემართე, გზად კი ჩუსტებში გავუყარე ფეხები.
კარის სახელური გადავწიე და ისე გავაღე, არც კი გამიხედია.
კართან ლადო იდგა.
მიღიმოდა, ისე, როგორც მაშინ, ტყეში...
ცალი ხელით კედელს მიყრდნობოდა და უტიფრად მიყურებდა თვალებში.
ცხოვრებაში პირველად შემეშინდა მისი.
_გამარჯობა, ელენიკო_საზიზღრად წარმოთქვა და ხელით მხარზე შემეხო. გვერდით გადავხტი და ხმამაღლა სუნთქვა დავიწყე. მისი შეხების, მისი მზერის და მისი საქციელის მეშინოდა. მთელი სხეული მითრთოდა და სადღაც ჯანდაბაში გადავგზავნე ის გამბედაობა, რომლითაც მის მოკვლას ვაპირებდი. ამ ორმა კვირამ ერთიანად გამომფიტა და დამასუსტა. ყველაფერი მოკვდა და გაუფერულდა. მოულოდნელად აპათია დამეწყო, მოვეშვი და როგორც კი შემოვიდა ოთახში, კარი მივხურე და თვალი ერთ წერტილს გავუშტერე. არაფერს ქონდა მნიშვნელობა, ან კი უნდა ქონოდა? რაც არ უნდა გამეკეთებინა, არც წარსული დაბრუნდებოდა, ხოლო ნაცრისფერი მომავალი მაინც ვერ გაფერადდებოდა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ უმართლეს. ცხოვრება ყველას თელავს, და მე მათ რიცხვში აღმოვჩნდი.
_ჩაი, ყავა?_ყველაზე ბანალური კითხვა დავუსვი და დივანზე ჩამომჯდარს თვალებში მივაჩერდი.
_არც ერთი. რამეს ჩამიყრი ალბათ_გაიცინა და მის გვერდით დაჯდომა მთხოვა. უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
_აქ სალაპარაკოდ მოვედი_თქვა მშვიდი ხმით. მაგიჟებდა ეს სიმშვიდე, ეს ნორმალურობა, ეს მოჩვენებითი სცენები.
_ხოდა, ილაპარაკე_მხრები ავიჩეჩე.
_მაშინ, ტყეში, მე და ჩემი ცოლი ვიყავით დასასვენებლად_დაიწყო და ღრმად ჩაისუნთქა. თითქოს რაღაც მძიმე უნდა ეთქვაო, ისე დახუჭა თვალები. რა საცოდაობაა, ნამდვილი 90იანი წლების დადგმული ბანალური თეატრი, სადაც ადამიანს სახე არა, მაგრამ თვალები გასცემს და თითქოს ნერვიულად ხუჭავსო._ჩემი ცოლი ბუნებით სხვანაირი ადამიანი იყო. ფსიქოლოგებმაც ვერ უშველეს, შვილის დაკარგვის მერე, აღარ მეკარებოდა. ვერ ივიწყებდა, რომ ეს ჩემს გამო მოხდა. მეც სულს მიღრღნიდა ის, რომ მთვრალმა რვა თვის ორსული სასტიკად ვცემე. ასეთი ვიყავი და ამას ვერ შევცვლიდი. ხოდა, იმ დღესაც, უფრო სწორედ, ღამესაც, მასთან დაწოლა ვცადე. ზურგში რაღაც ჩამარტყა და ტყეში გაიქცა. ველოდი, მაგრამ ბოლოს მის საძებნად წავედი. სურვილისგან დაბრმავებული, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. როგორი დაუცველი იყავი, საბრალო და დაუცველი. თუმცა მაშინ საერთოდ არ შემცოდებიხარ. არც ახლა მეცოდები, რომ არ მოგატყუო. შენ ამას იმსახურებდი, შენში ბოროტება ბუდობს, ნარკომანი ხარ, ერთი საცოდავი ნარკომანი, წამლებზე შემჯდარი გოგონა, რომელიც ყველაფრის ღირსია. თვალებში რომ ჩაგხედე, მაშინ, ჩიხში, გოგონას რომ ვცემდი, გიცანი. იმ წამსვე გიცანი. შენ არც შეცვლილხარ, უბრალოდ შენი ნამდვილი სახე გამოაჩინე. ვერ იტყვი რომ ტკივილმა შეგცვალა, შენ ადრეც ასეთი იყავი. არავინ გიყვარდა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის დარდობდი მუდამ. ძუკნა ხარ_დაასრულა და წამოდგა. კარისკენ მივუთითე, მაგრამ ხელები მიცახცახებდა და ზურგს უკან დავმალე. აღსარება? ხო, ალბათ ეს მისი აღსარებაა.
წავიდა.
როგორც კი წავიდა, კედელთან ჩავიკეცე და უემოციოდ დავხედე იატაკს. არ მქონდა არც ფიქრის, არც გააზრების დრო. მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ კარგად არ ვიყავი.


ზოგჯერ თვითმკვლელობა გამოსავალია. გულის სიღმეში ყველას ეშინია ამ ნაბიჯის. ადვილი არ არის, ადგე და თავი მოიკლა. ადვილი არ არის, ყველაფერ ამქვეყნიურზე უარი თქვა და წახვიდე იქ, სადაც არც კი იცი, რა გელოდება. ამ დროს ფიქრობ ყველაფერზე, შენს ოჯახზე, რომელიც ან გყავდა, ან არა. შენს ყველა ყოფილ შეყვარებულზე, შენს მეგობრებზე. მერე ბავშვობაზე, შენი ბაღის მასწავლებელზე, შენი სკოლის მასწავლებელზე. მერე გეცინება, ფიქრობ, რა მოხდებოდა, ყველაფერი სხვანაირად რომ ყოფილიყო. მერე ხვდები, ვერაფერი იქნებოდა სხვანაირად, რადგან ეს შენი ცხოვრებაა, რადგან ეს ასე უნდა ყოფილიყო და შენ უფლება არ გაქვს,ინატრო, სხვანაირი ცხოვრება გქონოდა.
მერე იმას ირჩევ, ვენების გადაჭრა სჯობს თუ ხიდიდან გადახტომა. მერე უკვე ისტერიულად იწყებ სიცილს, რადგან ეს ყველაფერი თინეიჯერულ წიგნს გაგონებს დეპრესიაზე. რამდენი გოგო ინატრებდა ასეთ “თავგადასავალს”.



სუიციდზე ფიქრი ყველაზე დიდი უაზრობაა.
მერე...
მერე...
მერე ქუჩის კუთხეში, ნაცნობ სახეს ხედავ, რომელიც შენსკენ მოდის, სიგარეტის ღერს ძირს ფეხით გისრესს, ორივე ხელს ზურგზე გხვევს და მის ყელში თავჩარგული, სიკვდილზე ფიქრი კი არა, მომავალზე ფიქრი გიპყრობს.
არავინ თქვას, რომ არ არსებობს სიყვარული.
არც მე მჯეროდა, მაგრამ სოყვარულზე წმინდა თუ არა, სიყვარულზე უფრო ხანგრძლივი არაფერია. არც სიცოცხლე. სანამ არ გიყვარს, არ ცოცხლობ. მე ასე გადავწყვიტე, და დანარჩენი თქვენ განსაჯეთ.

_მომენატრე, ელო_ტუჩთან ახლოს, თითქოს ტუჩზე ნაზად მაკოცა და გამიღიმა.
_მეც მომენატრე, მაგრამ აქამდე ვერ ვგრძნობდი. დავიღალე, ძალიან დავიღალე სანდრო
_ხდება ხოლმე...
_საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ, სანდრო
_ასეც ხდება.
_მოდი, წავიდეთ რა, აქ რაღა დაგვრჩენია
_ცდები, ელო. ყველას ყველგან დარჩენია რაღაც
_აქ არაფერია ისეთი, რის გამოც ღირს სანდრო
_გრძნობ?
_ვგრძნობ, რომ წუთების წინ სუიციდის სურვილს ვყავდი შეპყრობილი
_კიდევ რას გრძნობ?
_რომ მთელი ცხოვრება გავურბოდი სიყვარულს და მეგონა, ეს წიგნებში ამოკითხული სულელური გრძნობა იყო. რომ მთელი ცხოვრება გავურბოდი სიძულვირს და როცა მის წინ პირისპირ დავდექი, ძალა არ მეყო, გავმკლავებოდი. ვგრძნობ რომ ყველაფერი ამერია, რის დალაგებასაც უკვე აზრი აღარ აქვს.
_დავალაგებთ.
_ვეღარ, სანდრო. ხვალ დილას, ყველაფერი სხვანაირად იქნება. ახლა ღამეა, და მაგიტომ ვართ დიდ გულზე. ხვალ დილას ისევ ისე გავგრძელდებით, როგორც ადრე.
_მაშინ დავსულდეთ.
_ეგ შეუძლებელია
_ნუ ართულებ
_არა, ეს შენ ართულებ
_ორივენი ვართულებთ.
_რატომ იცინი?
_არაფერია

ხოდა, პერსონაჟები ისეთები არიან, აქ შეუძლებელია ქაოსს რომ ავცდეთ.
ასეთ გაურკვევლობაში მთელი ცხოვრებაა არ ვყოფილვარ



№1  offline მოდერი sopiko

მებრალება ეს გოგო... ხანდახან მეზიზღება კიდეც! ის ბოროტია! რაც არ უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, ასეთი არ გახდებოდა, ბავშვობაშიც რომ არ ყოფილიყო მის გულში გველის შხამის წვეთი. ძალიან ემოციურია და შენ ამ ემოციების გადმოცემა არ გიჭირს... არის შეცდომები, განსაკუთრებით კი პუნქტუაციური, მაგრამ რაც მთავარია, სტილისტურად ასე თუ ისე დახვეწილია. ყოჩაღ, ელენე! პირველი ჯერისთვის შენი ნამუშევარი ძალიან კარგია love

 


ეს თავი განსაკუთრებულას მონეწონა მაგრამ მაინტერესებს სად წავიდა თორინკე?
--------------------
romantikosi mwerali

 


№3  offline მოდერი Eleniko13

lann❤
ეს თავი განსაკუთრებულას მონეწონა მაგრამ მაინტერესებს სად წავიდა თორინკე?


აჰ, თორნიკე რომელია? ჩემი პერსონაჟია რომელიმე და არ მახსოვს? :დდ

sopiko
მებრალება ეს გოგო... ხანდახან მეზიზღება კიდეც! ის ბოროტია! რაც არ უნდა მომხდარიყო მის ცხოვრებაში, ასეთი არ გახდებოდა, ბავშვობაშიც რომ არ ყოფილიყო მის გულში გველის შხამის წვეთი. ძალიან ემოციურია და შენ ამ ემოციების გადმოცემა არ გიჭირს... არის შეცდომები, განსაკუთრებით კი პუნქტუაციური, მაგრამ რაც მთავარია, სტილისტურად ასე თუ ისე დახვეწილია. ყოჩაღ, ელენე! პირველი ჯერისთვის შენი ნამუშევარი ძალიან კარგია love


მახარებ, მაბედნიერებ, მა-...
ნაწერს არასდროს ვამოწმებ, ამიტომ გრამატიკული შეცდომები რაც წერის დროს დავუშვი, მხოლოდ ის იქნება.
14-ის ვარ, მაგრამ ეს პირველი მოთხრობა არ არის.
უბრალოდ ვწერ და ჭერში ვაწყობ ხოლმე :დდ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent