შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

YOLO [2]


21-02-2016, 17:28
ავტორი Lunatic
ნანახია 2 229

რათქმაუნდა ახალი ტანსაცმელი ჩავიცვი თავისუფალ სტილში,ფეხსაცმელი რომლებზეც ყოველთვის დამცინიან ზომის გამო, ავადმყოფურად მომწონს ასეთი დიდი ბრაგუნები, რომლებსაც ჩემი ერთგული დაქალები ტრაქტორებს ეძახიან. გავედით სახლიდან, პირველივე ტაქსი გავაჩერეთ და წავედით, რომ მივედით ძაან ბევრი ხალხი იყო ზოგი გარეთაც იდგა. შევედით და სულ 2 მაგიდა იყო თავისუფალი, ისიც სადღაც კუთხეში.
-თაათ როგორ მაგარ ბარში მოგვიყვანე, აი ძაან სიმშვიდე და წყნარი პონტია, შენით გაჩითე?!-ვუთხარი სიცილით და აქეთ-იქით მიმოვიხედე. ალბათ რაღაც შეკრებაა, გავიფიქრე ჩემთვის და კედელზე დამაგრებულ ფირფიტებს დავაკვირდი.
-რა ჩემი ბრალია დღეს თუ რაღაც ხდება, დაიკიდე რა გავერთობით.
სხვაგან წასვლა დაგვეზარა, დავჯექით თავისუფალ მაგიდასთან და შევუკვეთეთ:
-3 ლატე და 3 ბრაუნი თუ შეიძლება.
-კარგით ახლავე მოგართმევთ-გაგვიღიმა მიმტანმა და გავიდა.
-კაი რა, რა სახე ჩამოგტირის ელე, თუ ესე უნდა ვიჯდეთ ვაბშე გავიდეთ.
-ოო ნუ იცი ხოლმე ეგრე რა, მაცადე ცოტახანი და მოვალ ხასიათზე...ძაან დავიღალე დღეს-ვთქვი და თვალები ტელეფონისკენ დავწიე იმ იმედით, რომ Facebook-ზე მაინც იქნებოდა რამე ახალი...
სანამ შეკვეთას მოიტანდნენ გარეთ გავედი და სიგარეტს მოვუკიდე, საერთოდ იშვიათად ვეწევი, მაგრამ გარეთ გასვლისთვის ამ შემთხვევაში სიგარეტი იდეალური მიზეზი იყო. ერთ ღერს მეორე მიყვა და შემოსვლის დროს ვიღაც შემეჯახა კარებში, თან ისე, რომ ხელი ძალიან მტკინა და რამის გონება დავკარგე.ურცხვად ბოდიში მომიგდო და გარეთ გავიდა, ვიღაცას ელაპარაკებოდა მობილურზე... მეც თითქოს არაფერი მტკენია, გავსწორდი, გოგოებთან დავბრუნდი და ლატეს სმა დავიწყე ბრაუნთან ერთად.
-აუუუ რა ბიჭმა გამოიარა იცი წეღან?! მგონი გარეთ გამოვიდა ვერ დაინახე? ბედნიერი სახით მიყვებოდა ნანო.
-როგორი იყო?
-საშუალოზე ცოტა მაღალი სიმაღლის, წვერი ქონდა , ცოტა გრძელი თმა და თეთრი „საროჩკა“ ეცვა. ჩვეულებრივი ძაან სიმპატიური ლამბერსექსუალი იყო.
-ჰაჰაჰა ეგ ჩვეულებრივი ძაან სიმპატიური ლამბერსექსუალი იყო კარებში რომ გამიტანა, ისე დამეჯახა რამის დავვარდი, თვითონ კი 2 წუთი ვერ მიანება ტელეფონზე ლაპარაკს, რომ ეკითხა რამე ხომ არ ვიტკინე. ისიყო დაუმთავრებლად ვლანძღავდი ნანოს თავხედ ბიჭს, რომ მაგიდას ვიღაც მოუახლოვდა და სამივემ ვიცოდით, რომ ეს მიმტანი არიყო. გავიხედე და უცებ ძალიან შემრცხვა. წამებში შევწყვიტე ლაპარაკი და მობილურზე საათს დავხედე ყურადღებე რამე სხვაზე, რომ გადამეტანა. თათას და ნანოს გულიანად გაეცინათ. მაგიდასთან კი ის უზრდელი ლამბერსექსუალი იდგა შესასვლელში ნახევარი სიცოცხლე, რომ წამართვა.
-ბოდიში წეღან ვერ ვერ მოგაქციე ყურადღება მეგობარს ველაპარაკებოდი.
ნეტა რა მეგობარი იყო ისეთი რამის, რომ წაიქეცი და მაინც ვერ მივიქციე ამის ყურადღება, ვფიქრობდი გონებაში და თან მის მოვლილ თმას და წვერს მიშტერებული ვაკვირდებდი.
-ხომ არაფერი გეტკინა?! მითხრა და გამიღიმა.
-არაა, არ ტკენია არაფერი- ჩაერთო ნანო რომელმაც ძლივს მიიპყრო რომეოს ყურადღება და 2 წლის ბავშვივით გაიკრიჭა.
-კი, ხელი მეტკინა, თან ძალიან!!!-გაბედულად ვაღიარე.
-სხვათაშორის აქ პირველადი დახმარებისთვის დამაჯილდოვეს-თვალი ჩამიკრა და გააგრძელა-მაჩვენე აბა სად გეტკინა.
-არა საჭირო, თვითონაც მივხედავ-გავაგრძელე იაზვობა.
ჩემს ყველა სიტყვაზე ეცინებოდა, რაც კიდე უფრო მაღიზიანებდა.
-კარგი, როგორც გინდა. ირაკლი- მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-ელენე ამირეჯიბი. ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი ოფიციალურად.
-გავრი არ მიკითხავს- მითხრა, თვალი ჩამიკრა და გამიღიმა.
ვიგრძენი, რომ ტვინში რაღაც ძლიერი მომაწვა, ყელში ბურთი გამეჩხირა და მოთმინების ფიალა ამევსო. ალბათ გოგოებს, რომ არ ეთქვათ, ჩვენი წასვლის დროაო, თბილისში ერთით ნაკლები იდიოტი იარსებებდა.
-ღმერთო, როგორი უზრდელია, ჯერ როგორ დამეჯახა, მერე როგორ მელაპარაკა. მეზიზღებიან ესეთი ამპარტავანი ბიჭები თავის თავზე უზომოდ დიდი წარდმოდგენა რომ აქვთ. გამალებით ვლანძღავდი იმ იდიოტს როცა თათა ჩაერთო.
-ვაიმეე, მთელი გზაა არ გაჩერებულხარ, დაწყნარდი, ჩვეულებრივი იდოტია. როდის აქეთ ვარდები ესეთ სისულელეებზე-მაწყნარებდა გაკვირვებული თათა.
-ძაან მომეშალა ნერვები და მაგიტო თორე...წინადადება არ მქონდა დამთავრებული როცა ნანომ შემაწყვეტინა.
-მგონი ვიღაცას ჩვენი ლამბერსექსუალი მოეწონაააა.
ამაზე საერთოდ გავმწარდი. არც მინდა წარმოდგენა, რომ ის თავხედი მომეწონა.მთელი გზა ხმა არ ამომიღია, უბრალოდ ვფიქრობდი ჩემთვის გაბრაზებული და ტაქსის ფანჯრიდან ვიყურებოდი.



№1  offline წევრი Lunatic

ბავშვებო მითხარით მოგეწონათ და გავაგრძელო თუ არა, თითოეულის აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის <3 <3

 


№2  offline წევრი Nini123456

აუცილებლად გააგრძელე ძალიან დამაინტერესა❤❤❤❤

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Uechveli gaagrdzelee sainteresooo ixedebaa
--------------------
G.ke

 


№4 სტუმარი ..….....…..

gaagrdzelee :*

 


№5  offline წევრი Lunatic

..….....…..
gaagrdzelee :*

gvanciii kereselidze
Uechveli gaagrdzelee sainteresooo ixedebaa

Nini123456
აუცილებლად გააგრძელე ძალიან დამაინტერესა❤❤❤❤

ამ
გამოცდების გამო ვერ ვწერდი 1 კვირაში გავაგრძელებ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent