შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორში ერთი 16


22-02-2016, 17:05
ავტორი Mari javaxishvili
ნანახია 1 720

თავი 16

ლუკ გაიღვიძე..... - დავუყვირე და თავზე დავადექი. ხმას არ მცემს
-ლუკ.... - შევანჯღრიე, ისევ არაფერი
-კარგი, შენ მაიძულე - თავი დანანებით გავაქნიე და ბორუტულად გავიღიმე. წასვლა დავაპირე, მაგრამ უცბად მკლავზე ძლიერი ხელი ვიგრძენი, დამქაჩა და წამებში მის მკლავებში აღმოვჩნდი
-რას აპირებდი?
-არაფერს, რას ვაპირებდი? - თავი გამოვიშტერე
-დაისჯები ამისთვის - უფრო ძლიერ მიმიკრა მკერდზე
-როგორ მიყვარს შენი სურნელი, ყველასგან განსხვავებული და მადის აღმძვრელია - კისერზე მისი სუნთქვა ვიგრძენი.

ვერასდროს წარმოვიდენდი ბედნიერება თუ ჩემს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოვიდოდა, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი. ბედნერებაა ახლა ეს წუთი, რომელიც უკვე ძალიან მივარს. მიყვარს ეს გრძნობა, მიყვარს ჩემი გული წამში 2-ჯერ რომ ძგერს ლუკთან სიახლოვის დროს. მაბედნიერებს მისი ანთებული თვალების ყურება, მისი ბედნიერი სახის დანახვა. მიყვარს მისი ყოველი შეხება, რომელიც ჩემში ქაოსს იწვევს. მიყვრს ის რომ ჩემს ბედნიერებას ლუკი ქვია.

*******

-სად ვართ? - ვკითხე მაშინ როცა გავაცნობიერე რომ ქალაქიდან საგრძნობად შორს გავედით
-ჩემს მეგობრებს სხვადროსაც გაიცნობ, გაიგებ თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს. ახლა კი უბრალოდ მინდა განახო ის ადგილები სადაც ხშირად დავდივარ.
-და სად მივდივართ?
-მალე ნახავ, მანამდე კი მინდა იცოდე რომ ეს ადგილი ძალიან მიყვარს, ენერგიით მავსებს, აქ შემიძლია ვიფიქრო და გავიაზრო. ნიკმა და რომ მომიკლა გიჟს ვგავდი, არაფერი მშველოდა. ერთხელ მანქანით გამოვედი სახლიდან და უმისამართოთ დავიწყე სიარული აქეთ-იქით, იმ დღეს აღმოვაჩინე ეს ადგილი. მას შემდეგ ყოველ დღე დავდიოდი და რამდენიმე საათით ვრჩებოდი. ახლა კი ვცდილობ ყოველ კვირას ვიარო, რადგან დრო არ მაქვს. იცი ეს მშველის, მშვიდი გარემო ჩემი წამალი გახდა მაგდა.

მანქანა გააჩერა და გადავიდა, მეც მას მივბაძე. ცოტახანი ფეხით მივდიოდით გვერდიგვერდ. თავი ძირს მქონდა დახრილი, არ ვიცი რატომ მაგრამ არ მნდოდა მაღლა ახედვა.
-თავი ასწიე - უეცრად ლუკის ხმა მომესმა, მეც დავემორჩილე და გარემოს თვალი მოვავლე. დიდ გორაკზე ვიყავით, გარშემო კი ყველაფერი მწვანე ფერში იყო ჩაფლული, ჩვენს უკან ხეები მედიდურად აღმართულიყვნენ და თავს იწონებდნენ. პატარ-პატარა ყვავილებით მოქარგული მწვანე საფარი საოცარ ხიბლს ფენდა გარემოს. ჩიტების ჭიკ-ჭიკი გარემოს ავსებდა სიცოცხლის ენერგიით, ეს ყველაფერი თავს ზღაპარში გაგრძნობინებდა. ჩვენს წინ ლონდონის ხედი შესანიშნავად ერწყმოდა აქაურობას. მდ. ტემზა დინჯად მიედინებოდა ქალაქში, უზარმაზარი შენობები კი ზემოდან დასცქეროდნენ ქუჩებში მოძრავ ხალხს. იქ სიცოცხლე ჩქეფდა, აქედან კი უბრალოდ სიცოცხლეს უყურებდი. სიცოცხლეს რომელიც სანამ დროა უნდა შეიგრძნო, თორემ შესაძლოა დაკარგო და ხელიდან გაგიფრინდეს.
-მე შენ არ დაგკარგავ, გიპოვე და არ ვაპირებ შენს დათმობას - თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო - შენ ხარ ჩემი სიცოცხლესთან დამაკავშირებელ ხიდი. შენ მასწავლე, რომ როგორც არ უნდა დაეცე ძირს და რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ეს, გამოჩნდება ვიღაც ან რაღაც რაც გაიძულებს წელში გამართვასა და სიცოცხლის ხელახლა დაწყებას. ჩემთან, შენ გამოჩნდი! ისე შეიჭერი ჩემს გონებაში რომ ვერცკი გავაცნობიერე. როცა აღარაფერი მინდოდა შენი სახელი მახსენდებოდა. მაშინ როცა კოლიდორში დამეჯახე, უზომოდ გაღიზიანებული ვიყავი, მაგრამ შენ შემაჩერე. გიყურებდი როგორ მიდიოდი და როგორ დავმშვიდდი ვერ მივხვდი. შენი სახელიც კი არ ვიცოდი, მაგრამ საშინელება რომ მოხდებოდა და ზღვარზე ვიყავი, შენი სახე მიდგებოდა თვალწინ და ეს მამშვიდებდა - არაფერი მითქვავს, უბრალოდ მასთან ახლოს მივედი და ძლიერ ჩავეხუტე. ვიგრძენი მისი გულის ცემა, რომელიც უკვე ძალიან მიყვარს და უზომოდ მათბობს.

********

-წარმატებები - ვუთხარი და ტუჩის კუთხეში პატარა კოცნა დავუტოვე. შემდეგ შევბრუნდი წასვლა დავაპირე, მაგრამ ლუკის ხმამ შემაჩერა
-შენ! ჩემს გოგოს ეძღვნება, უკვე დიდი ხანია ჩემი დაგარქვი და ამით ვამაყობ, პატარავ - თვალი ჩამიკრა
-ლუკ შენ იცი რასაც ჩემსას დავარქმევ, მას აღარსად გავუშვებ
-ჩემი ჩემთან ნდა იყოს და ჩემი უნდა ერქვას - ორივემ ერთად ვთქვით, გაგვეცინა
-1....2....3.... გაისმა საყვირის ხმა - ლუკის მანქანა ადგილს მოსწყდა და ელვის სისწრაფით გაიჭრა წინ, მას სხვა მანქანებიც მიჰყვნენ........
გული ამიჩქარდა ძალიან შემეშინდა - ცუდი არაფერი მოხდება, დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ - გამამხნევა ქვეცნობიერმა " სათქმელად მარტივია " - შეგიყვარდა! - " ასე ფიქრობ? " ვკითხე გულუბრყვილოდ - დაფიქრდი და
მიხვდები, ერთხელ მაინც დაუგდე გულს ყური და დაანებე ფიქრს თავი - დამარიგა ალტერეგომ " და რა უნდა გავაკეთო? " - გადადგი პირველი ნაბიჯი - აქეთ-იქით ნერვიულად დავდიოდი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მძულს როცა უსუსური ვარ და არაფრის გაკეთება შემიძლია. " ყველაფერი კარგად იქნება " ვუმეორებდი ჩემს თავს.
წუთები საუკუნეებად იწელებოდა.
ჰორიზონტზე მანქანა გამოჩნდა. ყველა ინტერესით შესცქეროდა ჩვენსკენ მომავალ მრბოლელს, რომელიც პირველი მოიწევდა ფინიშის ხაზისაკენ.

*******

-ლუკ - წამოვიძახე როცა გავაცნობიერე, რომ ეს მისი მანქანა იყო. უცბად მანქანა მკვეთრად მოსრიალდა და ოსტატურად გადაკვეთა ფინიშის ხაზი უკანა ბორბლებით. მანქანის გაჩერება და ბრბოს შესევა ერთი იყო. ლუკი ამაყი გამომეტყველებით გადმოვიდა და ვითომც არაფერიო ისე იქცეოდა. ცოტახანში ჩემსკენ წამოვიდა, სახეზე ღიმილი არ შორდებოდა
-გილოცავ! შეუდაებელი იყავი - სახეზე ღიმილმა გადამირბინა - მაგრამ შემეშინდა, ვინერვიულე ლუკ - დაბელ ხმაზე ვუთხარი მხოლოდ მას რომ გაეგო - შემეშინდა - ცოტახანს ვდუმდი " გადადგი პირველი ნაბიჯი " მეც გადავდგი და ხმამაღლა ვაღიარე - შემეშინდა შენი დაკარგვის ლუკ
-ჩემი - გაიმეორა
-შენი - გამეღიმა
-არასდროს წავალ შენგან, სანამ არ მთხოვ გავქრე შენი ცხოვრებიდან
-ეგოისტი ვარ ლუკ - გამეცინა - ამიტომ სამუდამოდ დარჩენა მოგიწევს.

მასთან ძალიან ახლოს მივედი. წელზე ლუკის ხელები ვიგრძენი. ხელები მის თმებში ავხლართე, ჯერ ერთ ლოყაზე ვაკოცე შემდეგ მეორეზე, შემდეგ ნიკაპზე გადავინაცვლე. ვაწვალებდი მაგრამ ეს მსიამოვნებდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და პირველი კოცნა მომპარა.

ბოდიში დავიანებისთვის, იმედია ყველა ამოთქვავთ აზრს და არ დაიზარებთ



№1 სტუმარი Ana

Dzaan kai magram nu agvianeb ra dzaan gtxov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent