წარსულის სურათები
ზაფხულის მწველი, კაშკაშა მზე დანათის ქალაქს - ბაღებს თუ სკვერს... სურვილის გზნებით შენთან ვარ მე, სიყვარულს ვჩუქნი წამებს და ფრთებს! ზაფხულის გრძელი, ხასხასა დღე ილევა ტკბობით და ელის გზებს, ოცნების ფერით ნახატი ხე ფესვგადგმულია ჩემში და ძგერს! სიცილი - ლაღი, თამამი, მხნე, გრძნობებიც თამამ მოთხოვნებს კრებს და ამ ზაფხულის მზიანი დღე გაურკვევლობის სიღრმეებს კვეთს! ოცნების ფრთებით შეგახე ხელი და წამად აქცევს სურვილი დღეს! შენ სითამამეს ვიცი, რომ ელი, ამიტომ ვეძებ კონტრასტებს, მეტს! ოცნების თვალით ნანახი დღე მიცინის... იწვევს სურვილებს მწველს! სიზმრად ნანახი ყვითელი მზე დანათის გრძნობის მშვენიერ ტევრს! დროით მთვრალი ეული ველი ივსება... ეხება ვაჟი მის ხელს და რა იქნება ამბორზე მეტი, როცა შესცქერი მის თვალებს, სველს! დღეს ამ ოცნებით შენთან ვარ მე და მოგანიჭებ ღირსეულ გრემს! მინდა, გრძნობებმა გალიონ დღე... და ბოლო სტრიქონს ხელი ვერ წერს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.