შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიყვარულოდ [5]


22-02-2016, 17:40
ავტორი Fangirl
ნანახია 2 064

მთელი გზა სიმღერებს ვუსმენდი და ღრუბლებს ვუყურებდი, ნიკას თითქმის არც ველაპარაკებოდი, მალევე ჩამეძინა. ერთ საათში ნიკამ გამაღვიძა და მითხრა რომ საჭმელს მოიტანდნენ და ამერჩია რა ამეღო. მეც ერთი ვაშლი და ყავა ავიღე, ნიკას ძალიან გაუკვირდა მეტი რომ არაფერი ავიღე, ამიტომ ჩემს მაგივრად აიღო ბუტერბროდი:
-გამომართვი (ნიკა)
-არა მადლობა, ავიღე რაც მინდოდა (მე)
-შენ მხოლოდ ვაშლი აიღე,(ნიკა)
-რომ არ გეთქვა ვერ ვიცნობდი. (მე)
-გამომრთვი თქო(ნიკა)
მეც აღარ გავუძალიანდი და გამოვართვი
-მადლობა (ვუთხარი და გავუღიმე)
ნიკამ ბუტერბროდი ჩაკბიჩა და თან მითხრა:
-იცი ხშირად უნდა გაიღიმო, ძალიან გიხდება (ნიკა)
-მეფლირტავები? (მე)
-შესაძლოა(ნიკა)
-იცი მგონი ჯობია ისევ სიმღერებს ვუსმინო (ვუთხარი და ყურსასმენების გაკეთება დავაპირე რომ ხელიდან გამომგლიჯა)
-არანაირი სიმღერები, მომიყევი შენზე (ნიკა)
-რატომ უნდა მოგიყვე ჩემს შესახებ? (მე)
-იმიტომ რომ მე შენ მოგიყვები ჩემზე (ნიკა)
-და ვინ გითხრა რომ მაინტერესებს რამე? (მე)
- შენმა გამოხედვამ როცა პირველად დამინახე (ნიკა)
- მაიმუნო (ვუთხარი და გავიცინე)
-აი ხომ გითხარი ხშირად უნდა გაიცინო ხოლმე(ნიკა).
-დიდი ხანია აღარ გამიცინია (მე)
-რატომ? (ნიკა)
-ასე რომ ვთქვათ მიზეზი წამართვეს რის გამოც უნდა გავიღიმო (მე)
-ეგეთი რამ არარსებობს (ნიკა) ყოველთვის გაქვს მიზეზი რომ გაიცინო, აი თუმდაც იმ კაცს შეხედე წინ რომ ზის (მითხრა ნიკამ და თითით წინ მჯდომი კაცი დამანახა) შეხედე, ტომი და ჯერის უყურებს, ერთი შეხედვით კი 60 წლის კაცს გავს, აი კიდე იმ ქალს შეხედე როგორ ხვრინავს. (მითხრა და შემომხედა) ყოველთვის გაქვს მიზეზი რომ გაიცინო.
ცოტახანი გავჩუმდი და ფანჯარაში გავიხედე, შემდეგ კი ნიკას ვუთხარი :
-მშობლები მაშინ გარდაიცვალნენ როცა პატარა ვიყავი, ბებიას გარდა არავინ მყავდა, ახლა კი ის ავად არის და მეშინია არ დავკარგო, 16 წლამდე მსუქანი ვიყავი და ყველა დამცინოდა, ჩემმა დაქალმა და იმ ადამიანმა რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა გული ნამსხვრევებად მიქციეს. ახლა კი აქ ვარ. აი ეს არის სულ ჩემი ისტორია.
-კიდევ გიყვარს? (ნიკა)
-არა, და აღარასდროს შემიყვარდება (მე)
-გულს ვერ უბრძანებ (ნიკა)
- შეიძლება, მაგრამ აღარ მინდა გული მეტკინოს. (მე) კარგი ახხლა შენზე მომიყევი
- მე ძალიან უინტერესო ცხოვრება მაქვს. ჩემი მშობლები სულ მუშაობენ და სულ საზღვარგარეთ არიან, ერთმანეთს კვირაში ორჯერ თუ დაურეკავენ ხოლმე, თითქმის ვერასდროს ვნახულობ, მყავს ორი და ერთი ჩემზე დიდია და გათხოვილია, მეორე კი 6 წლისაა. პატარა ძალიან საყვარელია ჩემს გარეშე ვერ ძლებს, მაგრამ ჩემი საქმაინობის გამო ხშირად ვერ ვხედავ.
-რა ქვია?
-ანამარია (ნიკა) ახლა ჩემ დასთან არის. ძალიან მენატრება.
ნიკამ სურათიც მაჩვენა თავის ტელეფონში.
-ძალიან საყვარელია (მე)
-ჰოო ჩემი ანგელოზია (ნიკა)
ძალიან მესიამოვნა ნიკა თავის დაზე ასე რომ საუბრობდა. მეც მინდოდა ყოველთვის ძმა მყოლოდა,ვიღაც ვინც ყოველთვის დაგიცავდა ისეთი არაკაცებისგან როგორიც სანდროს ნაირები არიან, ვინც შენზე იზრუნებდა უანგაროდ. ძალიან მეძინებოდა ამიტომ ვერც კი შევნიშნე რომ ნიკას მხარზე ჩამეძინა. რამდენიმე საათში კი ნიკამ გამაღვიძა ისევ
-მძინარე მზეთუნახავო გაიღვიზეთ. (ნიკა)
-ეგრე ნუ მეძახი (მე)
-აბა სხვანაირად ვერ გაგაღვიძე, უკვე წლის გადასხმასაც ვაპირებდი, მაგრამ დამენანა ბოლო ბოთლი შენზე დამეხარჯა (ნიკა)
-დამპალო (მე) ნიკას გაეცინა.
ტოკიოში ჩავფრინდით,ჩვენი ნივთები ავიღეთ, აეროპორტში ვიღაც ხალხი დაგვხდა მანქანით და სასტუმრომდე მიგვიყვანა. ჩემი და ნიკას ოთახები გვერდიგვერდ იყო.
ოთახში შევედი თუ არა ეგრევე ბებოს დავურეკე და გავაგებინე ჩემი ამბები, ნიკაზეც მოვუყევი, მერე აბაზანაში შევედი, რომ გამოვედი პიჟამოები ჩავიცვი და ზემოდან ხალათი მოვიცვი, თმები სველი დავიტოვე რომ თავისით გამშრალიყო.
კომპიუტერი ამოვიღე და FB-ზე შევედი. პირველივე სიახლე სანდროსგან იყო, ბაიასთან ერთად გადაღებული სურათI ედო და ეწერა "ბოლო წელი როდესაც, თითზე ნიშნობის ბეჭედი არ გიკეთია".
ნაბიჭ**** გავიფიქრე, მერე ნიკა დავამატე და ეგრევე მესიჯი მომივიდა,
"პიცა და ლუდი" (ნიკა)
"ზუსტად ისარის რაც მჭირდება" (მე)
ათ წუთში კარებზე კაკუნი იყო, მივხვდი რომ ნიკა იყო ამიტომ დავიყვირე :
-ღიაააა
-იცი შეიძლება ვინმე შემოიპაროს და გაგგუდოს ან მოგიტაცოს. (ნიკა)
-გვერდით ოთახში მაშველი მყავს (მე)
პიცა მივირთვით და თან კინოს ვუყურებდით, შემდეგ ჩვენი განრიგი ამოვიღეთ და კითხვა დავიწყეთ.
-ხვალ საღამოს წვეულებაა, ზეგ ორი გადაღება გვაქვს, მერე ერთი დღე დასვენება, მერე ისევ სამი წვეულება, ორი მოდის ჩვენება... (მე)
-კითხვა გამიჩნდა (ნიკა)
-აბა გისმენ (მე)
-იცოდი რომ რობოტები ვართ? (ნიკა) ამდენ რამეს როგორ მოვასწრებთ
-რახან სხვა ასწრებს, ჩვენც მოვასწრებთ. (მე)
-როგორი ოპტიმისტი ხარ (ნიკა)
-სულაც არა, რეალისტი ვარ (მე)
ნიკას გაეცინა და მითხრა :
-კარგი ახლა ჯობია წავიდე, გვიანია უკვე და შენც დასვენება გჭირდება.
-ჰოო, მადლობა პიცისთვის და ლუდისთვის (მე)
-ნებისმიერ დროს შემილია კომპანიორობა გაგიწიო(ნიკა)
-გავითვალისწინებ (ვუთხარი და გავუღიმე)
-სერიოზულად გეუბნები თუ ესე გააგრძელებ გაღიმებას შემიყვარდები(ნიკა)
მეც ეგრევე გაბრაზებული სახე მივიღე.
-ეხა? (მე)
-ეგრე უფრო ნაკლები შანსი გაქვს (ნიკა) ორივემ გავიცინეთ, მერე ნიკა გავიდა, მეც დასაძინებლად დავწექი, ბალიშზე თავი დავდე თუარა ეგრევე ჩამეძინა.


-----------------------------------------------------------------------

ჩემო პაწაწუნებოოო მომენატრეთ ძალიან. ბოდიშით პატარა თავისთვის მეტი ვერ მოვასწარი love love love
გკოცნით ბევრს



№1  offline მოდერი bibo

Au male minda dro gavides da I'm debima virma nikam Naxos warmateebuli da sheyvarebuli roaa da mere magati saxebii mainteresebs Roca es aseti iqneba egeni kide erti idiotebii.ux use var AMA's ro vkitxulob mere minda mivallklaa da micheqmo cxvirpiri tlbilo aba shen vici male Dade didze didi raviii matwyvo shen ici

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Ratkbilebi arian ertatt ... vgijdebiii am gogoze amdeni sirtulis miuxedavad ar daeca da warmatebis gza airchia ... yvelaze magari gogo xar shennn .... vgijdebi shenzee
--------------------
G.ke

 


№3  offline წევრი Fangirl

bibo
Au male minda dro gavides da I'm debima virma nikam Naxos warmateebuli da sheyvarebuli roaa da mere magati saxebii mainteresebs Roca es aseti iqneba egeni kide erti idiotebii.ux use var AMA's ro vkitxulob mere minda mivallklaa da micheqmo cxvirpiri tlbilo aba shen vici male Dade didze didi raviii matwyvo shen ici


მადლობა ჩემო საყვარელო ❤️❤️❤️

gvanciii kereselidze
Ratkbilebi arian ertatt ... vgijdebiii am gogoze amdeni sirtulis miuxedavad ar daeca da warmatebis gza airchia ... yvelaze magari gogo xar shennn .... vgijdebi shenzee


როგორ მიხარია რომ მოგწონს საყვარელო❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი A

Sainteresoa es istoria da dzalian momwons.

 


№5  offline წევრი Fangirl

A
Sainteresoa es istoria da dzalian momwons.

დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent