შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი.[8]


23-02-2016, 01:12
ავტორი Nina))
ნანახია 6 569

-მალე ჩამოვალ გპირდები და ახალი ფურცელი გადავშალოთ ჩვენს ცხოვრებაში...-სახეზე ეფერებოდა ლუკა მარიას
-არ ვიცი რა იქნება ხვალ,უბრალოდ ვიცი,ყველა დაბრკოლების მიუხედავად მინდა რომ შენს გვერდით ვიყო..-თვალები დახუჭა გოგონამ და მამაკაცის მკლავებში ჩაესვენა,ორი წუთით გაჩერდა სამყარო,ხოლო შემდეგ დაადგა თბილისის გზას,არ იცოდა რეალურად რა მოელოდა,არ იცოდა რატომ იბარებდა დედა,რატომ იყო ასეთი გაბრაზებული,ორი რამ იცოდა,იცოდა რომ არ უნდოდა ეტკინა დედისთვის და არ უნდოდა იმ ბედნიერების დაკარგვა,რომელიც მისდაუნებურად შემოიჭრა გოგონას ცხოვრებაში,აკვირდებოდა მთებს,რომელიც საქარე მინის მიღმა ერთმანეთის მონაცვლეობით უსწორ-მასწორო სიმაღლით ენაცვლებოდნენ და ფიქრებს მისცემოდა,მგზავრობის ტვირთმა ძილი მიანც მოჰგვარა და მშვიდ ძილს მიეცა...

დღის მეორე მონაკვეთში უკვე თბილისში იყო,გამოიცვალა,იბანავა,ოთახი მიალაგა და ელას დაურეკა
-ელს,უკვე თბილისში ვარ,ახლა უნდა წავიდე დედასთან სამსახურში და რომ დავბრუნდები აუცილებალად მოგიყვები ყველაფერს...
-იცოდე ვნერვიულობ და როგორცკი მოიცლი აუცილებლად მომიყევი!-ჩაჰყვირა ტელეფონს მიღმა
-კარგი,დამშვიდდი,თორემ მეც ვნერვიულობ..
-კარგი,კარგი.გელოდები
-მიდი,დაგირეკავ ისევ...


გზაზეც ბევრს ნერვიულობდა,არ იცოდა სად წასულიყო,ისიც კი არ იცოდა რას ეტყოდა დედა,შესაძლოა არც არაფერი გაეგო ლუკაზე,მაგრამ როდესაც რაღაც უკმეხს გაიგებს ადამიანის ყური,გონებაც შესაბამისად უკიდურეს მოსაზრებებს გადაეკიდება,ეს ხომ ზოგადად ასეა,მაგრამ ამ წამს შემიძლია დავიფიცო რომ სხვანაირად უძგერდა მარიას გული,თითქოს რაღაც თან შეემატა,მაგრამ რაღაც ნაწილი თან დაკარგა,ასე როგორ ავღწერო არ ვიცი,როდესაც რაღაცას იძენ,მაგრამ ამ შენაძენის ფონზე სხვა შენთვის ძვირფასს კარგავ,როდესაც უზარმაზარ სახლს მიადგა დედას დაურეკა
-დედა,მოვედი,იქნებ გამოხვიდე?
-კარგი,ორი წუთი მაცადე და მოვალ
-კარგი..-ტელეფონი გაუთიშა დედას და ნერვულად იქეთ-აქეთ დაიწყო სიარული,იმდენად იყო ფიქრებში გართული რომ არც სახლისთვის მიუქცევია ყურადღება და არც ის შეუნიშნავს,თუ როგორ მოუახლოვდა დედა

-მარია..-გამოსაფხიზლებლად სახელი დაუძახა ქალიშვილს და როდესაც მარიამ დედა დაინახა გულში ჩაიკრა,დიდხანს იჯერეს გული დედა-შვილური სიყვარულითა და მისგან გამოწვეული მონატრების ჩახშობით,შემდეგ კი თია დასერიოზულდა,მის გზას დაადგა მარიაც და ხმის არაერთგვაროვანი ტონალობით,კრძალვითა და ცოტაოდენი შიშით დედას თვალებდახრილმა ჰკითხა:
-რამე ხდება დედა?-თვალები ვერა და ვერ გაუსწორა დედის ამღვრეულ თვალებს,დიახ,ამღვრეულს,მიუხედავად იმისა რომ იგი ქვევით,ფეხსაცმელს მისჩერებოდა,დედის გულისცემითა და გახშირებული სუნთქვით გრძნობდა რომ თვალები ამღვრეული ჰქონდა
-მარია,აქ ვერ ვისაუბრებთ,აქვე ბაღია იქ გავიდეთ,ვფიქრობ ამაზე აქამდეც უნდა გვქონოდა საუბარი..-ცოტა მოეშვა გულზე,ალბათ მამუკაზე სურს საუბარიო,მაგრამ ცოტა დაეჭვდა,მამუკაზე თუ საუბარი უნდოდა მაშინ ასე სასწრაფოდ არ წამოიყვანდა იქიდან სადაც იყო,აშკარად რაღაც სერიოზული ხდებოდა და უკვე მოთმინებაც ნელ-ნელა ეწურებოდა,ძლივს როგორც იქნა დასხდნენ ერთ-ერთ სკამზე და ანთებული თვალებით გადახედა დედას
-დედა,იტყვი რა ხდება?-ხმა უთრთოდა,ნერვიულობდა ძალიან
-მარია,მამუკა გამოჩნდა...-გოგონას ექოს ეფექტის მსგავსად ჩაესმა ყურში ეს წინადადება,შემდეგ კი გონებაში ათასჯერ მაინც განმეორდა,ცოტა ხანს ერთ მდგომარეობაში,შოკირებული იჯდა,ცრემლი არ გადმოვარდნია,უბრალოდ კიდევ უფრო შეზიზღდა ეს კაცი,როგორ შეეძლო ასე გამქრალიყო,ამდენი უბედურება მოეტანა ყველასთვის,შემდეგ კი თითქოს არაფერი ისე დაბრუნებულიყო..ზიზღით სავსე მზერით გადახედა თიას და როდესაც ქალმა ეს მზერა დაიჭირა ბრაზი ჩაუდგა თვალებში
-დედა,იგი არ გვჭირდება ჩვენ!
-მარია,ის ვალდებულია იცოდეს ყველაფერი.
-რა ყველაფერი,დედა,ისედაც უნდა სცოდნოდა რომ ფეხმძიმედ იყავი,ეცოდინებოდა,გაიგებდა მაინც,ყურს მოკრავდა,ჩვენ ხომ ასეთი პატარა ერი ვართ,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ჭორები აგორდა თქვენზე,დედა,ნურაფერს მეტყვი.-იმეორებდა ანერვიულებული სიტყვებს და საერთოდ იმასაც ვერ ხვდებოდა აწყობდა თუ არა წინადადებას
-მარია,ვალდებული არ ხარ რაიმე გააკეთო,მე უბრალოდ საკუთარ თავს ვთვლიდი ვალდებულად გცოდნოდა,რომ მამაშენი დაბრუნდა
-არა,დედა,ნუ იტვყი რომ ის მამაჩემია,საერთოდ ის მაინც იცის რა მქვია? იცის ჩემი დაბადების თარიღი,იცის რა მტკიოდა,როდესაც ერთი წლის ვიყავი,საერთოდ იმ ღამეების შესახებ განაგონი მაინც აქვს როგორ გიჭირდა,როდესაც მარტოხელა დედობა იკისრე?! იცის მაინც?! ამ ყველაფრის შემდეგ ნუ იტყვი რომ იგი მამაჩემია!
-მარია,მარტო მამუკა არ არის დამნაშავე
-არ მითხრა,დედა,რომ ჩენც დამნაშავე ხარ!- ბრაზობდა მარია
-დიახ,რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოს მეც დამნაშავე ვარ! მე უნდა მეთქვა რომ ფეხმძიმედ ვიყავი,მე უნდა მემხილებინა მისთვის ეს,მე არ უნდა მიმეცა წასვლის უფლება
-დედა,მეტისმეტია,შენ არ იყავი ვალდებული,შენ არ ყოფილხარ ვალდებული არასდროს,ის იყო ვალდებული დავეცავი მე და დაეცავი შენ,მაგრამ ის არაკაცი იყო და ამ არაკაცადვე დარჩება,ვერც მე და ვერც შენ ვერ შევცვლით ამას.-მისი ხმა ისე მერყეობდა,როგორც ფრანი ქარში...
-მარია,თუ ამ ქვეყნად ვინმე დაიტანჯა მამუკას წასვლით,უპირველეს ყოვლისა მე ვარ ეს! ნუ მეუბნები რას ნიშნავს ტკივილი,შვილო,ის მამაშენია და იმსახურებს იმას მაინც რომ გიცნობდეს
-არა,არ მითხრა რომ ნახე,არ მითხრა რომ ელაპარაკე,შენთან იყო? შეგეხო? რამე დაგიშავა,დედა? შეგაშინა?-შეშინებული ელაპარაკებოდა დედას და სახეზე უსვამდა ხელებს,არიქა და დედაჩემს რამე არ სჭირდესო,თქვენც იცით რაზე იყო მარია წამსვლელი თუ დედას რაიმე დაემართებოდა
-არა,შვილო,არ მინახავს,არც ახლოს მომკარებია,დამშვიდდი..-დაამშვიდა თიამ ქალიშვილი და მისი ხელები თავისაში მოიქცია,ჩამოგორებული ცრემლები მოწმინდა და თვალებში ჩაანათა-ის შენთან იყო,შენს სიახლოვეს..-მერე თვალები დახუჭა და ქარიშხალს დაელოდა,რომელიც თანდათან ვრცელდებოდა გოგონას ფიქრსა და გონებაში
-რა?-გაკვირვებულმა ამოიოხრა გოგონამ
-ჰო,ის შენთან იყო,ბათუმში...
-მითხარი,მითხარი ვინ არის.-მაინც სძლია გოგონას ღრმად მიძინებულმა ფიქრებმა და მიზნებმა და დედას ჩაეკითხა
-მამუკა,შენი ნამდვილი გვარი ალექსანდრიაა შვილო..-გოგონამ თვალები დახუჭა და ეცადა გაეხსენებინა სად გაიგონა ეს სახელი პირველად,სად მოისმინა,როდის,მაგრამ არადა არ ახსენდებოდა,შემდეგ ბათუმში დაბრუნდა ფიქრებით და ყველაფერს ფარდა ახადა,როდესაც ბატონი ერისთავის სიტყვები ციტირება მოახდინა: "ეს ჩვენი მომავალი პარტნიორია,მამუკა ალექსანდრია..." გოგონასთვის დედამიწა იმაზე უფრო სწრაფად დატრიალდა,ვიდრე რეალურად ტრიალებდა,მეხსიერებაში აღიდგინა,მაღალი,მხარბეჭიანი მამაკაცი,რომელსაც თვალების ფერი ზუსტად ისეთი ჰქონდა,როგორც მარიას,მისი გაჭაღარავებული თმები,მისი გამოკვეთილი ყბა,თვალის ჭრილი,რომელიც თვალის ფერთან ერთად მიუგავდა გოგონას თვალებს და კუშტად,უბედურად შეკრული წარბები.. ადრე გოგონა ამ მამაკაცში ნატანჯ კაცს ხედავდა,მაგრამ ახლა.. ახლა ყველაზე დაბალი დონის ადამიანად მიაჩნდა იგი მთელს მსოფლიოში. კაცმა,რომელმაც გოგონას გულუბრყვილობით ისარგებლა,კაცმა,რომელმაც გოგონა გაიმოიყენა და შემდგომ მას მოყოლებული ტვირთის დაუკისრებლად განზე გადასწია,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით,მარია მიხვდა რომ ნაადრევი დასკვნებისგან თავი მუდამ უნდა შევიკავოთ,გადმოგორებული ცრემლი თავისი ხელით მოიწმინდა და წელში გასწორდა
-ალექსანდრია...-ირონიით ჩაილაპარაკა გოგონამ,მაგრამ მარიაზე უფრო მეტად თია მიხვდა რამხელა დარდი,ნაღველი და ტკივილი იგრძნობოდა მის ამ ერთ სიტყვაში,ირონიით რომ ცდილობდა გადაფარვას..-თურმე ალექსანდრია ვყოფილვარ,თურმე ალექსანდრია..-ერთი და იმავეს იმეორებდა გოგონა და ვერც კი იაზრებდა როგორ სცვიოდა თვალებიდან ცრემლები-უნდა ველაპარაკო,აუცილებლად დაველაპარაკები! ყველა ტკივილისთვის მოვთხოვ პასუხს,მიუხედავად მისი იაფასიანი ტყუილებისა მოვუსმენ და ზუსტად ისე ვატკენ,როგორც თვითონ გვატკინა! -დაბეჯითებით ჩაილაპარაკა გოგონამ და ახლა ყელი მოიღერა
-ჯერ მე უნდა ვნახო! -თამამად განაცხადა თიამ და უკანასკნელი სიტყვების მოსმენისას მარიამ თვალები ჭყიტა
-დარწმუნებული ხარ,რომ მზად ხარ მასთან შესახვედრად? - ნერვულად დაიწყო თითების ტკაცუნი და ტუჩების კვნეტა
-დარწმუნებული ვარ და უსაფრთხოების მიზნით,რომ ჩემამდე არსად გადაეყარო მამუკას,ჩვენთან სოფელში წახვალ და იქ იქნები მანამ,სანამ მე არ გეტყვი- უნდოდა შეწინააღმდეგებოდა,ასე უსამართლოდ რატომ მექცევიო,მაგრამ იცოდა რომ უსამართლო არ იყო,არც ეგოისტური ქცევა იყო,ჯერ რამდენად უღირდა თიას სიმართლის აღიარება,სხვა რომ ყოფილიყო მის ადგილზე ალბათ წაიყრუებდა და არც ეტყოდა შვილს არაფერს,მხოლოდ იმიტომ რომ რა თქმა უნდა,მისთვის არ ეტკინა გული,მაგრამ იმის არ ცოდნა თუ ვინ არის შენი მამა და როდესაც გქონდა როდესმე შანსი მასთან შეხვედრის და შენ იგი არ გაოიყენე,ეს უფრო ვნებს ადამიანს...
-კარგი,თანახმა ვარ.-თბილად გადაეხვია დედას -ოღონდ დამპირდი რომ კარგად იქნები,რომ არ მისცემ ძველ იარებს ხელახლა გადახსნის უფლებას,დე,დამპირდი...-დედის ცრემლი თთქმის არასდროს ენახა და ზუსტად ამან გატეხა გოგონა,ზუსტად ამან უქცია გული ნაკუწებად,რა ტკივილი არ გადაეტანა თიას,მაგრამ ცრემლს იშვიათად თუ დაინახავდით მის თვალზე,ყოველთვის ამბობდა: "ჩემი ცრემლი რომ ჩემს შვილს დავანახო და მას გული მოვუკლა მერე რაღასთვის უნდა ვიცოცხლოო..."
იმაზე უფრო ძლიერი ქალი იყო თია,ვიდრე რომელიმე ჩვენგანს შეეძო ამის წარმოდგენა,მიუხედავად ამდენი ტკივილისა იგი არასდროს შესჩივლებდა უფალს არაფერს,იცოდა ბედი იყო მისი დაწერილი და რაც არ უნდა ეტირა და გმინვას მოჰყოლილიყო ამით ვერაფერს შეცვლიდა,ნუ ამას ისინი ამჩნევდნენ,ვინებიც ცალი თვალით უყურებდნენ ქალს,მიუხედავად იმისა რომ მარია დედის თვალებში იყო "ჩამძვრალი" ყოველთვის,ქალი არ აძლევდა იმის უფლებას წაეკითხა იქ ისეთი რამ რაც სევდაზე მიუთითებდა,ხოლო როდესაც მარტო დარჩებოდა გულს კი იჯერებდა ტირილით,სწორედ ამ ტირილმა,სადარდებელმა და ტკივილმა გაუჩინა ნაოჭები სახის მიდამოებში,თუმცაღა არ იყო იმდენად დანაოჭებული მისი სახე,როგორც იგი ამბობს,მაგრამ როდესაც ქალს ერთი ნაოჭი მაინც დაემჩნევა იქ მისთვის ნორმალური ცხოვრება მთვარდება და თითოეული ახალი ნაოჭი ისეთ ტკივილზე მიგვითითებს,რომლის გადატანაც რეალურად ძალიან რთულია..
-ნუ ღელავ,მარია,ეს ყველაფერი ბევრჯერ გამომიცდია,მე იმაზე უფრო ვღელავ,რომ შენ არ იდარდო ძალიან..-ქალმა სწრაფად შეიმშრალა თვალზე მომდგარი ცრემლები და უკუაქცია ისინი
-არც შენ იდარდო,დედი,მალე ელაც ჩამოვა და წამოვა ჩვენთან სოფელში
-კარგი,მაშინ ეს დღე აქ იყავი,ჩემს უფროსებს გაგაცნობ,აწი უნდა დაბრუნებულიყვნენ,იცი რა კარგები არიან?-მარიას გული შეეკუმშა ბოლო წინადადების მოსმენისას,ხვდებოდა დღითიდღე როგო ივსებოდა თია მათით და რაც უფრო უყვარდებოდა მას ისინი,უფრო რთული აღმოჩნდებოდა მისთვის იმის დაჯერება რომ მარიასა და ლუკას ურთიერთობა არანაირ ზიანს მიაყენებდა მათ...
-კარგი,დედიკო,როგორც შენ იტყვი..-დედის მკლავებს თავისი სუსტი მხრები მიაგება და მთელი ძალით მოეხვია,თითქოს ვიღაც ართმევდა მათ,თუმცა იცოდა რომ არც ერთ ამქვეყნიურ ძალას არ ძალუძდა დედის წართმევა...


888
-გოგონა იყო,ვახო,ენერგიული,ქარიზმატული,ეშხიანი,სიცოცხით აღსავსე,ვახო..-ტკივილიანად იხსენებდა მამუკა წარსულს და თვალზე ცრემლი ადგებოდა ამხელა კაცს ძველი დროის გახსენებაზე
-როგორ გეყო ძალა მის დასატოვებლად,მამუკა?
-მისი უსაფრთხოება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო
-თუ ასე ძალიან გიყვარდა დაგეცვა,მამუკა,მისთვის არ გეტკინა გული ასე ძალიან...
-ეჰ..შენ რა იცი რა ტრიალებდა მაშინ ჩემს თავს...-დარდიანმა ამოილაპარაკა მამაკაცმა და თავი გააქნია ერთი,ორჯერ...
-სიყვარული უნდა დადგომოდა ყველაფერს წინ,მამუკა,არაფერი გამართლებს! -მკაცრად ჩაილაპარაკა ვახომ
-მერედა ვინ ცდილობს თავის მართლებას,ბიჭო,შენ მაინც არ გცოდნოდა როგორ მიყვარდა თია...-ტკივილი ფეხის ტერფებიდან დაიწყო,ნელა მოიარა ქვედა კიდურის მიდამოები,ნელ-ნელა,ტაატით აუყვა მუცლის ღრუდან და საბოლოოდ მიაღწია გულის არემდე,იმდენად გაუსაძლისი აღმოჩნდა ეს ტკივილი,იმდენად აუტანელი,ერთი ღრმა,ხმამაღალი კვნესა აღმოხდა მამაკაცს,თვალები დახუჭა და ეცადა ახალგაზრდა თიათი დაეწყნარებინა თავი,მისი თვალებით,რომელიც ღამის ფონზე კიდევ უფრო შავდებოდნენ და ვნებისა და სიყვარულისგან ანათებდნენ
-ისევ გიყვარს,მამუკა?- მიუხედავად იმისა რომ იცოდა ვახომ პასუხი,არა და არ ეშვებოდა იგი მამაკაცს და ყოველ ჯერზე ალაპარაკებდა ხმამაღლა,რომ უყვარდა,რომ თავდავიწყებით იყო ცხრამეტი წლის შემდეგაც თიაზე,იცოდა ეს ჩუმი დარდი ბოლოს მოუღებდა მამაკაცს და სწორედ ამიტომ ალაპარაკებდა ხმამაღლა მის ტკივილზე
-მიყვარს..მიყვარს და მერე და როგორ,ვახო...
-შენს შემდეგ იპოვა ვინმე?
-ალბათ,იპოვა,იპოვნიდა,ვახო,ქალი კი არა ანგელოზი იყო.
-იმაზე მაინც არ გიფიქრია რომ გაფუჭებულს იმ დროს ხელს არავინ მოკიდებდა?
-ყველაფერი დაავიწყდებოდათ მის სილამაზეს რომ შეხედავდნენ..
-ყველაფერი?
-ყველაფერი..
-იქნებ არ გიღალატა,იქნებ ის ფიცი,რომელსაც ყოველ დღე ჩუმად გიმეორებდნენ მისი თვალები არ გასტეხა,იქნებ არასდროს უქორწინია...-კვლავ ჩაეძია მეგობარი
-შეუძლებელია,ჟანეტმა მითხრა...-რაღაცის თქმას აპირებდა მამუკა,მაგრამ ვახომ არ დააცალა
-ხომ არ გგონია რომ უკვე ბევრჯერ ენდე ჟანეტს,იქნებ აჯობებს რომ დაელაპარაკო თიას...
-დაველაპარაკო?-ჯერ თვალები გაუბრწყინდა,როდესაც მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ წარმოიდგინა,როდესაც წარმოიდგინა რომ კვლავ ნახავდა მის შავ თვალებს,მაგრამ გაბრწყინება მალევე რწყინება მალევე ჩაანაცვლა სევდამ,რომელსაც მისი წარსულში ჩადენილი არაკაცური საქციელი ხსნიდა-დაველაპარაკო..სათქმელად მარტივია,ჩემო ვახო,მაგრამ შესასრულებლად კი ძალიან რთული,რა ვუთხრა,მოვედი რომ მოგიკითხოო? მოვედი ცხრამეტი წლის შემდეგ და მინდა ბოდიში მოგიხადოო? რა სინდისით,ვახო? -ტკივილიანად გაიქნია თავი
-იმ სინდისით,რომელსაც სიყვარული ჰქვია,სიყვარულმა წესები და ჩარჩოები არ იცის,მამუკა,სიყვარული ხომ ყოველთვის ცდება საზღვარებს,სიყვარულს თავისუფლება და სითამამე ასაზრდოვებს,რისკი,მამუკა,იფიქრე ამაზე..
-გათხოვილია,ალბათ,შვილიც ჰყავს,მასსავით შავგრემანი და შავთვალება...
-იქნებ ისეთია,როგორიც მას უნდოდა,იქნებ შენ გგავს,იქნებ ქერა თმები აქვს,ღრმა ლურჯი თვალები,როგორც შენ...
-შეუძლებელია,ვახო,შენც იცი რომ შეუძლებელი იყო ასეთ მოკლე ვადაში მისი დაორსულება..
-შენ იკითხე?- ვეღარ მოითმინა მამაკაცმა- კითხე? დაეკონტაქტე? იქნებ დაცვა მაინც მიგეჩინა მისთვის და დაგეცვა,იქნებ ჟანეტი იმით არ დაკმაყოფილებულიყო რომ შენ წახვედი შორს,იქნებ მაინც დაუშავა მას რამე
-მან პირობა მომცა
-პირობა? ასეთი ქალის პირობის გჯეროდა?! ყოჩაღ! მამუკა,ყოჩაღ!
-აუცილებლად ვნახავ..დაველაპარაკები..მერე რომ სიცოცხლე იქვე დავასრულო,მაინც ვნახავ,კვლავ ჩავხედავ,კუპრივით შავ თვალებში..
-მერწმუნე,მანდ კვლავ შენს სიყვარულს დაინახავ,მამუკა,ოღონდ კარგად შენიღბულს,ეცადე შენც და მასაც დაანახო ის სიყვარული,რომელიც უკვე ოცი წლის მანძილზე აკიაფებულია თქვენს თვალებში...
-აუცილებლად,ვახო,ვნახავ...-გახარებულმა ჩაილაპარაკა მამუკამ და ფიქრით უკვე თიასთან და მის შავ თმებსა და თვალებთან დატრიალებდა...


888
-ელა,გეფიცები არ გატყუებ..-დიდხნიანი საუბრის შემდეგ,როგორც იქნა გოგონას ბოლომდე მოუყვა დეტალები და ახლა ცდილობს როგორმე დააჯეროს
-არა,მომკალი და არ მჯერა,მარია,რომ მამაშენი დაბრუნდა
-არც მე მჯერა,რა სინდისით დაბრუნდა ნეტავ?! -ღვარძლიანად საუბრობდა გოგონა
-მისი ნახვა გინდა?
-მინდა,ელა,მინდა მხოლოდ იმიტომ რომ პირში ვუთხრა ყველაფერი რასაც ვფიქრობ
-მარია,იქნებ არ იცოდა რომ ფეხმძიმედ იყო,თია?
-სისულელეა,ელა,ხომ იცი ასეთ რამეებს მამაკაცებს ვერ გამოაპარებ..-ნერვულად იკვნეტდა ტუჩს
-არ არის სისულელე,სანამ რამეს ეტყოდე ჯერ მოუსმინე
-არ ვიცი,ელა,არ ვიცი რა იქნება...
-მოუსმინე,მარია,იქნებ რისი თქმა უნდა? იქნებ რატომ წავიდა..
-რაიმე ლოგიკურ ახსნას პოულობ?
-სწორედ რომ ალოგიკური უნდა იყოს ასეთი ქმედების ახსნაც!
-ხვალ სოფელში მივდივარ,ახლა კი ლუკას სახლში უნდა წავიდე
-რა?-გაიოცა გოგონამ და როდესაც გონებაში აღიდგინა მარიას ძველი მონაყოლი ხმის ტემბრი დაირეგულირა-ჰო,ახლა გამახსენდა
-ისე არ მინდა მათი ნახვა,იქნებ იმ ვიდეოდან ვახსოვარ,იქნებ იქ მომკრეს თვალი,იქნებ გამოგვამჟღავნონ..-ნერვულად იქნევდა ხელებს
-მარია,პანიკებს ნუ ჰყვები,უბრალოდ დამშვიდდი,მათ არ ახსოვდეთ იქნება,ის თუ ვის მოხვდა ის ნამსხვრევები მათთის მეორე ხარისხოვანი იქნება..
-ელა,მეშინია,მეშინია რომ დედა ვერ გამიგებს
-დედაა,მარია,შენი პირით თქვი, იგი დედაშენია და ის ყოველთვის გაგიგებს შენ!
-უფალმა გისმინოს.
-როგორც კი ჩამოსვლას მოვახერხებ მეც შემოგიერთდები სოფელში
-გამიხარდება ძალიან,იცოდე სანამ ჩამოხვალ მოწყენილობით მოვკვდები
-შენი მეგობრები,წიგნები წაიყოლე და აღარ მოიწყენ
-ჰო,ეგ, რა თქმა უნდა,შენს გარეშეც ვიცი-გამოაჯავრა გოგონა და ტელეფონი გაუთიშა.. გათიშული არ ჰქონდა,როდესაც კვლავ შემოვიდა ტელეფონზე ზარი,ამჟამად ლუკა რეკავდა

-გისმენ,ლუკა..-ნაზი,ჰაეროვანი ხმით წამოიძახა გოგონამ
-როგორ იმგზავრე?
-მთელი გზა მეძინა,ამიტომ არაფერი გამიგია..
-დედაშენს რაზე უნდოდა საუბარი?-ჩაეძია ანერვიულებული მამაკაცი
-არაფერი ისეთი,უბრალოდ მოვენატრე და უჩემოდ ვერ გაძლო..-თვითონაც არ იცის რატომ იცრუა,ალბათ იმიტომ რომ არ უნდოდა ტელეფონით ეთქვა რაიმე მამაკაცისთვის,უნდოდა მისი ცხოვრების შესახებ მაშინ მოეყოლა,როდესაც ამაზე მშვიდად საუბრის დრო ექნებოდათ,ალბათ მანამ გადაიდებოდა,სანამ ლუკა არ ჩამოვიდოდა
-მაშინ უკანვე დაბრუნდი,მეც მენატრები..-უჩურჩულა ხრიწიანი ხმით და გოგონას კვლავ აუწითლდა ღაწვები
-მე ალბათ აწი ვეღარ ჩამოვალ,სოფელში მივდივარ რამდენიმე კვირით
-რა?-გაიოცა მამაკაცმა-გინდა მითხრა რომ ცოტა ხანს კიდევ ვერ გიხილავ?
-ჰო,ეგრეა.-დაუდასტურა გოგონამ და ჩუმი კვნესა აღმოხდა,თვითონაც არ ეთაკილებოდა ეს აზრი..
-კარგი რაა,იცოდე ხვლავე მოვრჩები ამ საქმეს და ჩამოგაკითხავ,სადაც არ უნდა იყო,ცხრა მთას გადავივლი..-ჩასჩურჩულა გოგონას,თითქოს ვინმე უსმენდა და არ უნდოდა გეოგოო,გოგონა ფანჯარასთან იდგა და ფარდას აწვალებდა,ისევე როგორც თავის ტუჩს
-ლუკა..-ხმაწართმეულმა ამოილუღლუღა და დადუმდა
-რომ იცოდე ეგ აწითლებული ღაწვებიც როგორ მენატრება..-არ ცხრებოდა მამაკაცი
-წავედი..-თავის დაძვრენა სცადა გოგონამ,იმით სარგებლობდა რომ ლუკა ახლოს არ იყო და ისე ძლიერად არ შეეძლო თავბრუს დახვევა,როგორც თავისი სიახლოვით,რასაც აშკარად მიუხვდა მამაკაცი
-იცოდე ჩემი სიშორით ნუ ცდილობ სარგებლობას...რომ გნახავ ერთი-ორად ავინაზღაურებ მაგ დანაკლისს..-კვლავ ხრიწიანი ხმით უჩურჩულა..-ახლა კი შეგიძლია წახვიდე..-ნება დართო გოგონას და გოგონამ ღიმილით გაუთიშა....


-------
ვიცი,ბავშვებო,დავაგვიანე,მაგრამ წუხელის ოთხ საათზე დავიძინე,გაკვეთილებს ვსწავლობდი,ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და ამიტომ დამაგვიანდა,აწი ვეცდები აღარ დავაგვიანო,ძალიან არ მიყვარს დაგვიანება,მით უმეტესს მაშინ,როდესაც მდენი ხართ და ყველა სულმოუთქმელად ელით ახალ თავს.
მადლობა რომ კითხულობთ.
მიყვარხართ ძალიან!



№1  offline წევრი natia-natia

ძაან მაგარია....ჰაჰაჰა პიტველივარ ♥♥♥♥

ძაან მაგარია....ჰაჰაჰ პირველივარ მაგარია

 


№2 სტუმარი )))

გააგრძელე რა რა კარგიაააა ^^ და აღარ დააგვაინო მართლა რა მგონი კომენტარი არ დამიწრია აქ არცერთ თავზე,მაგრამ სულ ვკითხულობ ❤

 


№3 სტუმარი lililiiiiiiii

ველიიიიიიიიიიი ... ეგ არაფერი :D ხდება <3 აბაა იმედია კველაფერ ი გაირკვევაა

 


№4 სტუმარი Black

Mnam!gemrieli tavi iyo rasac qvia ra:Dvelodebi shemdeg tavs;)

 


№5  offline მოდერი Eleniko13

როგორც ყოველთვის,
საშინლად მაინტერესებ
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline წევრი Nate

კარგია, არ გააბანალურო. ახლა ლუკას მშობლებს არ მოეწონებათ ღარიბი და ა.შ ან მამას მოეწონება მარტო,რამე ახალი მაგარი და გამორჩეული გვინდა. წარმატებები შეენ! იმედია თორმეტის მერე დადებ

 


№7  offline წევრი Guitaristxati

საუკეთესო ხარ, ძალიან მომწონსს , ველი შემდეგ თავს ❤️

 


№8  offline მოდერი Nina))

ჩემო ძვირფასებო,ახლა ვიწყებ ახალი თავის წერას,გპირდებით ბანალურს არ გავხდი,მაქსიმალურად ვეცდები.
მადლობა რომ კითხულობთ.
საუკეთესოები ხართ!
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent