შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების წყურვილი 3


23-02-2016, 12:12
ავტორი jinjeri
ნანახია 1 849

შეშინებულები გამოვარდნენ პალატიდან, რის შემდეგაც ტასო და ექიმის დასაძახებლად გაიქცა.
-ექიმო ჩქარა აილინმა გონება დაკარგა -ტასო
ეუბნება და მასთან ერთად მიდის პალატისკენ. პალატაში შესვლას აპირებენ, როდესაც ექიმი ჩერდება და ეუბნება:
-აქ დამელოდეთ ახლავე შევამოწმებ რა მოხდა -ექიმი
-კარგით ექიმო აქ დაგელოდებით - მერო
-იმედია ყველაფერი კარგად იქნება და საშიში არაფერია-ტასო
-იმედი მაქვს თორემ მის დაკარგვას ვეღარ გადავიტან.-მერო
-ამას ნუ ამბობთ ის აუცილებლად გამოვა ამ სიტუაციიდან და ამაში ჩვენი დახმარება აუცილებლად დასჭირდება. ახლა ყველაზე მეტად ჩვენი გვერდში დგობა სჭირდება და თუ ჩვენ ამ სიტუაციაში ძლიერები არ ვიქნებით მას ვერ დავეხმარებით-ტასო
-მადლობა ყველაფრისთვის ამ დროის განმავლობაში ჩვენ გვერდით რომ იყავი და მარტოს არ გვტოვებდი- მერო
-რა მადლობა თქვენ ყოველთვის ჩემი მეორე ოჯახი ხართ და აილინი კი ჩემთვის დასავითაა-ტასო
-მიხარია შენნაირი კარგი მეგობარი, რომ ჰყავს აილინს- მერო
-მეც მიხარია ის, რომ მყავს რადგან მე მის გარეშე ვერ წარმომიდგენია სიცოცხლე-ტასო
ეს თქვა და იმ წუთას მოეხვია მოხუცს და თავისი თბილი ხელებით ეფერებოდა დანაოჭებულ ლოყებზე, რომელსაც კვლავ ეტყობოდა ცრემლების კვალი.
უცებ პალატის კარი იღება და ექიმი გამოდის, რომელიც მათკენ მიემართება.
-ყველაფერი რიგზეა. მისი გონების დაკარგვა ძლიერმა სტრესმა გამოიწვია. ახლა დაისვენებს და მერე შეგიძლიათ ნახოთ-ექიმი
-კარგით გმადლობთ ექიმო ყველაფრისთვის-მერო
-რის მადლობა ქალბატონო ეს ჩემი მოვალეობაა- ექიმი
ექიმის წასვლის შემდეგ ტასო მოხუცს მიუტრიალდა და უთხრა:
-ბებო სჯობს წახვიდეთ და დაისვენოთ მე ვიქნები აქ-ტასო
-არა ტასო შენ წადი და დაისვენე ამდენი ხანია აქ ხარ, სახლში მხოლოდ გამოსაცვლელად გადიხარ-მერო
როდესაც პასუხის გაცემა გადაწყვიტა ტასომ, ამაგ დროს დაურეკეს ტელეფონზეც.
-ერთი წუთით ვუპასუხებ-ტასო
-კარგი შვილო-მერო

-ალო -ტასო
-...............
-უკვე მიფრინავთ?!-ტასო
-...............
-არა ხომ იცით, რომ მე არ წამოვალ აქ მარტოს არ დავტოვებ. ახლა ყველაზე მეტად ვჭირდები.-ტასო
-...............
-კარგით ეხლავე წამოვალ-ტასო
ტელეფონი გათიშა და იქვე მჯდომ მოხუცს მიუბრუნდა...
-მე ეხლა წავალ, ჩემი მშობლები მიემგზავრებიან და უნდა გავაცილო. აეროპორტიდან წამოვალ თუ არა პირდაპირ აქ მოვალ.-ტასო
- კარგი შვილო არ იჩქარო. კეთილი მგზავრობა უსურვე ჩემს მაგივრადაც.-მერო
-კარგი მერუ აუცილებლად შენც წადი აილინი გონს დილამდე მაინც არ მოვა -ტასო
-კარგი ძვირფასო არ ინერვიულო გაიქეცი-მერო
მოხუცს დაემშვიდობა და დერეფნის ბოლოში გაუჩინარდა.
მერო კიდევ ცოტახანს გაჩერდა და შემდეგ მანაც დატოვა საავადმყოფო.

ტასოსთან...
ტასო ხარძიანი 14 წლის ჰყავს მამა:თაზო ხარძიანი, დედა: თამარ კარელიძე და საუკეთესო მეგობარი აილინ ყიფიანი 14 წლის.
საავადმყოფოდან გავედი მანქანაში ჩავჯექი, რომელიც მამამ ამიყვანა და პირდაპირ აეროპორტში წავედი:
-დედა მამა დავუძახე მათ და მათკენ გავემართე.
-ჩემო პატარავ- დედა
მივუახლოვდი და ძლიერად ჩავეხუტე, როგორ მეძნელებოდა მათთან განშორება.
-ჩემო პრინცესავ, ჩემო სიამაყევ-მამა
-ძალიან მომენატრებით-მე
-მალე ჩამოვალთ მამი, ხან შენ და აილინიც გვესტუმრებით ხოლმე.-მამა
-სულ სამი დღეა რაც ჩამოხვედით და ისიც სახლში არ ყოფილხართ.-მე
-კარგი ნუ გვიბრაზდები დე მალე ერთად ვიქნებით-დედა
-კარგით ჰოოო-მე
მივედი და ორივეს ძლიერად ჩავეხუტე.
-მომენატრებით-მე
- ჩვენც პრინცესა-მამა
- ტასო....-დედა
-გისმენ დე-მე მივუტრიალდი დედას, როდესაც მამას მოვშორდი და ისეთი სახით მიყურებდა მივხვდი რაც უნდა ეთქვა და გამეცინა.
-ხომ იცი...........
- ხოხო ვიცი კარგად უნდა მოვიქცე, ძიძა არ გავაბრაზო, ღამე გარეთ არ ვიარო, ვჭამო და ვიმეცადინო..:დ-მე
-დედას შევხედე და ეშმაკურად მიღიმოდა, ჩვენ შემხედვარეს კი მამა სიცილს ძლივს იკავებდა:
-რააააა-მე გაკვირვებული ხან ერთს შევხედავ ხან მეორეს .
-რადა პატარა ჭინკავ ლაპარაკს რომ არ მაცლი უნდა მეთქვა, რომ შენ მეროსთან და აილინთან ერთად მიდიხარ სვანეთში საცხოვრებლად, რათქმაუნდა ეს თუ გინდა-დედა
-რათქმაუნდა მინდა, როგორ არ მინდა-მე სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა
-ძალიან კარგი უფრო მშვიდად ვიქნები-დედა
-კარგი ახლა გაფრინდა თვითმფრინავი ჩვენს გარეშე ჩვენ კი არ დაგველოდება-მამა
-კარგი ჰო მოვდივარ ნუ ბუზღუნებ-დედა
-მოდი ერთიც ჩაგეხუტოთ ჩემო პრინცესავ-მამა
ერთმანეთს ჩავეხუტეთ და გამოცხადდა კიდეც ჩასხდომა, რეისზე საქართველო-ბრიტანეთის მიმართულებით.
თვითმფრინავი აფრინდა და მეც გამოვედი დაცვაც იქვე იდგა ჩავჯექი და ვთხოვე, რომ საავადმყოფოსთან მივეყვანე.
-საავადმყოფოს ფოიეში შევედი და აილინის პალატასთან მივედი. იქვე სკამზე ჩამოვჯექი და დავიწყე ფიქრი. ის რომ დამეკარგა რა უნდა მექნა ის ხომ ჩემი ნანატრი დაა. არ ვიცი არ ვიცი ამაზე ფიქრს სჯობს მოვეშვა და ყავა დავლიო.

თვალები რომ გავახილე იგივე სიტუაცია დამხვდა, როგორიც წინა დღით იმ განსხვავებით, რომ ახლა უკვე სიმართლე ვიცოდი, ვიცოდი რომ მშობლები აღარ მყავდა. უცებ გონებაში სიკვდილის სურვილმაც კი გამიელვა მაგრამ მაშინვე უკუვაგდე ეს ფიქრები, რადგან მე არ მქონდა უფლება სიკვდილის, მე უნდა მეცოცხლა მათთვის ვისთვისაც მნიშვნელოვანი ვარ და არ უნდა დამეტანჯა ახლა ჩემი სიკვდილითაც. ახლა უნდა შევძლო და გავუძლო ამ ყველაფერს, მე დანებება არ მჩვევია ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩემს გარშემო მყოფი ხალხი გავაბედნიერო. ფიქრებიდან კარების გაღების ხმას გამოვყავარ, გვერდით ვიხედები და ტასოს ვუყურებ, რომელიც ჩემი საყვარელი შოკოლადებით ხელ-დამშვენებული მოდიოდა და მიღიმოდა.
-აილ როგორ მომენატრე, როგორ მანერვიულე ძალიან მიყვარხარ-ტასო
-ღმერთო ჩემო ამას თვით ტასო ხარძიანი ამბობს?!-მე ამას ვამბობ და მეცინრბა მის სახეს, რომ ვუყურებ:დ
-ეხლა თუ არ გაჩუმდები გცემ.-ტასო
- ოღონდ შენ არ მცემო და მოდი ჩამეხუტე-მე
-როდის გამწერენ აქედან-მე ამის თქმა იყო და პალატაში ექიმი ექთანი და ჩემი საყვარელი ბებო შემოვიდა ღიმილით. ბებოს ჩავეხუტე და ექიმს მივუბრუნდი ჩემთვის საინტერესო კითხვის დასასმელად.
-ექიმო აქედან როდის გამწერთ-მე
-ეხლა ყველანაირ ანალიზებს აგიღებთ და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება ხვალვე გაგწერთ.-ექიმი
ამას მეუბნებოდა და თან პარალელურად ექთანი ანალიზებს მიღებდა.
ყველაფერი რომ დაასრულეს პალატიდან გავიდნენ.
-ბებო აქედან პირდაპირ საფლავზე მინდა ასვლა-მე
-კარგი ძვირფასო.-მერო
-ახლა დაისვენეთ აქ რაღა უნდა გააკეთოთ მე კარგად ვარ ხვალ იმედია გამწერენ და მეც თქვენთან ერთად წამოვალ სახლში. ძალიან მომენატრა იქაურობა მაგრამ არ ვიცი მათ გარეშე იქ როგორ ვიცხოვრებ. მათ შევხედე და ცრემლი გადმომვარდა თვალიდან, მოღალატე ერთი წვეთი. ტასოს რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ ვერ მოახერხა მერომ გააწყვეტინა საუბარი, რაც საეჭვოდ მომეჩვენა, მაგრამ მეც აღარ ჩავაცივდი, იმაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს რაც მშობლების დაკარგვაა.
ცოტახნში ისინიც წავიდნენ და დავრჩი მარტო ჩემს ფიქრებთან. ვიცი გამიჭირდება მათ გარეშე მე ხომ მათი სახით ფრთები დავკარგე, მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოცხლე, რადგან ვაცოცხლო მათი სიყვარული ჩემს გულში. მალე ძილი მომერია და მეც გულ-დამძიმებული გადავეშვი ძილის სამყაროში.




მადლობა ყველას ვინც კითხულობს, ძალიან მახარებთ თითოეული თქვენგანი. და მინდა რაღაც გთხოვოთ, კონკრეტულად კი მინდა, რომ რაც არ მოგეწონებათ შენიშვნა მომცეთ, რომ გამოვასწორო. ზალიან მიყვარხართ ყველა და კიდევ ბოდიში დაგვიანებისთვის. <3 <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent