შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასახული ბედნიერება (თავი1)


23-02-2016, 20:29
ავტორი V I O L A
ნანახია 1 657

ფეხებს ერთ ადგილას ვაბაკუნებდი და ვცდილობდი ანერვიულებული ხელებით როგორმე შემეკრა ხალათის ღილები.რომ არაფერი გამომივიდა ხელები უღონოდ ჩამოვყარე და სარკეში ჩავიხედე, რომელიც თითქმის კედლის ნახევარს ფარავდა. შავი თმა უსწორმასწოროდ მქონდა მხრებზე დაყრილი. ნაცრისფერი თვალები უფრო გამფართოებოდა. ამრეზით დავხედე პარკში ჩადებულ ჩემს პერანგს, რომელსაც შესანიშნავად ეტყობოდა ყავის კვალი. თავი დავხარე და მზერა პარკიდან ჩემს მაისურზე გადმოვიტანე. შავი საკმაოდ გულამოღებული „ზედა’’ ლამაზად ეხამებოდა ნაცრისფერ ჯინსებს და ამავე ფერის ჩექმებს, რომლის თავებიც მუხლამდე ახწევდა.
-ნუკა მზად ხარ?-მომესმა მეგობრის ხმა და გამეღიმა.
-თაკო, მოდი რა დამეხმარე, ვერაფერი მოვახერხე.
-რაგჭირს გოგო, სახეზე ფერი არ გადევს, ხო კარგად ხარ?-ჩემთან მოვიდა და შეშინებულმა შუბლზე ხელი მომადო.
-მაისურაძე გეძახიან-კარი შემოაღო ერთ-ერთმა თანამშრომელმა
-ნუკა ახლავე მოვალ დამელოდე-მითხრა თაკომ და ისიც კარში გაუჩინარდა.
საათს შევხედე. უკვე ძალიან ვაგვიანებდი. ხელისკანკალით შევიკარი ღილები, სახეზე ხელი მოვისვი და დერეფანში გავედი.
თავი რომ არ მოგაბეზროთ მოკლედ გეტყვით. მე ნუკა დანელია ვარ, 20წლის. შავი, მხრებამდე თმით და ნაცრისფერი თვალებით. გარეგნობას ნამდვილად არ ვუჩივი. სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობ და ამჯერად პრაქტიკებს გავდივარ ერთ-ერთ საავადმყოფოში. დღეს ჩემი პირველი დღეა აქ და ძალიან ვნერვიულობ.
-ნუკა-დამიძახა ჩემმა კურსელმა, თან რაღაც საბუთები შემომაჩეჩა ხელში-სწრაფად წამოდი, დავითი გვეძახის.
კარზე დავაკაკუნე და დიდ ოთახში შევედით, სადაც ათიოდე სტუდენტს მოეყარა თავი.
-სწრაფად სტუდენტებო, ნუ აგვიანებთ-მკაცრად განაცხადა ბატონმა დავითმა.
თაკოს გვერდით ჩამოვჯექი და ყურადღებით დავიწყე დავითის მოსმენა.
-თქვენ პრაქტიკას გადიხართ ჩვენს კლინიკაში.ჩვენ ყველანაირად შევეცდებით რომ დაგეხმაროთ ექიმებად ჩამოყალიბებაში. დღეს აქ თქვენი პირველი დღეა. რაც შეეხება ამ დღეს უკვე წინასწარ ხართ განაწილებულები სხვადასხვა განყოფილებაში. ყველა საჭირო ინფორმაცია მოცემულია საქაღალდეში, რომელიც დაგირიგდათ. წარმატებებს გისურვებთ.-დაასრულა ბატონმა დავითმა საუბარი და ყველას თვალი მოგვავლო, შემდეგ კი ოთახი დატოვა.
-რა მკაცრი კაცია, მთელი საუბრის განმავლობაში შიშით ვერ ამოვისუნთქე-სიცილით გადმომიჩურჩულა თაკომ.
-სამაგიეროდ თავისი საქმე იცის კარგად-მაინც მოვუძებნე გასამართლებელი მიზეზი და ამაზე ორივეს გაგვეცინა. ყველა ადამიანში ვეძებ რაღაც დადებითს-ეს ჩემი დაუწერელი კანონია.
რომელ სართულზე იმუშავებ?-მითხრა როცა დერეფანს გავუყევით.
-მესამეზე, შენ?
-მეორეზე, ესეიგი ექვს საათამდე ვერ გნახავ. ხვალ ვინმეს გავუცვლი ადგილს და იქნებ მეც შენს გვერდით გადმოვიდე-იმედიანად გამიღიმა.
ღრმად ამოვისუნთქე და კიბეებს ავუყევი. მთელი დღე დაძაბული დავდიოდი აქეთ-იქით. მგონი პაციენტები უფრო მხნედ იყვნენ ვიდრე მე. ძლივს დამიმთავრდა სამუშაო საათები.
-აბა, რას შვებით?-ისევ შევაღე ნაცნობი დიდი ოთახის კარი. მხოლოდ ხუთი ბავშვი დარჩენილიყო.
-არ მეგონა ესეთი ძნელი თუ იქნებოდა-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა თაკომ და ქურთუკის ელვა შეკრა.
-გოგოებო, ერთ-ერთი დარჩით, პაციენტი უნდა მოვიდეს-შემოგვძახა ექთანმა და კარი გაიხურა.
ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ. ყველას ქურთუკები ეცვა და წასასვლელად იყვნენ მომზადებულები, მხოლოდ მე ვიყავი ხალათით.
-კარგი, კარგი მე დავრჩები-ამოვილაპარაკე ბოლოს და ყველამ შვებით ამოისუნთქა.
-ნუკ, ხო იცი რო არ მეჩქარებოდეს დავრჩებოდი-შეწუხებულმა მითხრა თაკომ.
-ვიცი, ვიცი ნუ ღელავ. საქმე მაინც არ მაქვს და დავრჩები.
ათ წუთში მარტო ვიდექი ამ უზარმაზარ ოთახში, რომელიც უფრო დარბაზს გავდა. ხალათი შევიხსენი და იქვე დავკიდე. თავს ისე ვგრძნობდი თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. სკამი ფანჯარასთან მივდგი, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივით ჩანდა. უნებურად გამახსენდა პაციენტი, რომლის გამოც ეხლა აქ ვიყავი და ბრაზი მომერია. უკვე შვიდი საათია, ნუთუ არ შეეძლო სამუშაო საათების დასრულებამდე მოსულიყო. ის რომ არა ახლა ჩემს ოთახში ვიქნებოდი და „გემრიელად’’ გამოვეწყობოდი ჩემს ფუმფულა ხალათში გახვეული.
ასე დაახლოებით საათნახევრამდე გაგრძელდა. თანდათან კლებულობდა მზის სხივები ოთახში, სამაგიეროს სიბნელე მატულობდა.
-ნუკა, სწრაფად მოდი,პაციენტი გელოდება-დამიძახა ექიმმა.
ბრაზი მომერია. მის გამო ვიყავი აქ ორი საათი და ახლა თურმე თავად მელოდება. წინასწარ ვბრაზობდი მასზე. საკიდიდან ხალათი ჩამოვხსენი და ისე შევიკარი არც დავკვირვებივარ. განგებ ნელი ნაბიჯებით წავედი კაბინეტისკენ. იქ მისულს ხელები ამიკანკალდა და ფრთხილად ჩამოვწიე კარის სახელური.
ჩემგან ზურგით იდგა. კარის ხმაზე შემოტრიალდა და... ენა ჩამივარდა ვერაფერი ვთქვი. ისეთი სიმპატიური იყო. ყველაზე მეტად მისი შავი თვალები მომეწონა. ოდნავ ჩაახველა და მეც გამოვერკვიე აბსურდული ფიქრებისგან.
დასახული ბედნიერება (თავი1)

-დაბრძანდით-მივმართე ხმის კანკალით და სავარძელზე ვანიშნე, მე კი მის პირდაპირ დავჯექი.
არაფერი უთქვამს. მსუბუქად ჩატეხა ტუჩის კუთხე და ექიმის დანიშნულება გამომიწოდა. სწრაფად გამოვართვი ფურცელი და მისი შეხებისგან დაბნეულმა თმა გავისწორე. თვალი გადავავლე ექიმის ნაწერს.
ჰაჰჰ. სულ ეს არის? მისთვის მხოლოდ სისხლი უნდა ამეღო. ამის გამო მაცდევინეს აქ ორი საათი?! ამის გაკეთება ხო ნებისმიერს შეეძლო. ფურცელი თავის ადგილას დავაბრუნე. თხუთმეტ წუთში დავასრულე ჩემი საქმე. ხელები მიკანკალებდა. ორივე ფეხზე წამოვდექით. კარისკენ მიდიოდა, როცა შემობრუნდა და ჩემსკენ წამოვიდა. დაბნეულმა უკან დავიხიე და კედელს ავეკარი. მომიახლოვდა და კედელსა და მის შორის მომიქცია. თვალებს ვაცეცებდი, მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა და უკვე მისი სუნამოს სუნსაც ვგრძობდი, რომელსაც ჭკუიდან გადავყავდა. ფრთხილად ჩამოწია ხელები და ხალათის უსწორმასწოროდ შეკრული ღილები თავიდან შემიკრა. ერთი ირონიულად გამიღიმა და ოთახი დატოვა.

P.S აბა რას იტყვით? დღეს საავადმყოფოში ვიყავი და უეცრად „მომაწვა“ მუზბი. თუ მოგეწონებათ გავაგრძელებ წერას. ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ, მაინტერესებს თქვენი აზრი. ჯანსაღი კრიტიკაც მისაღებია.



№1  offline მოდერი mikussa

შეეცადე არ გამოიყენო მიმართვა "გოგო".
იზრუნე იმაზე, რომ აღწერო არა ტანისამოსი, რომელსაც ამ შემთხვევაში არანაირი დატვირთვა არ ქონდა, არამედ გარემო სადაც მთავარ პერსონაჟს უწევს აქტივობა.
"თავი რომ არ მოგაბეზროთ, მე ვარ..." რომელიმე წიგნში გინახავს?
პერსონაჟი აღწერე ნელ-ნელა, თანმიმდევრობით, აუცილებელია არაა პირველივე თავში ეს გამოჩნდეს..
წერა ზუსტად ის არის, თავიდანვე რომ ყველაფერს არ ამბობს და ბოლოსკენ მიყავხარ ნაბიჯ-ნაბიჯ აზრის გასაგებად.
წარმატებები.
--------------------
If you don't believe in yourself, nobody will do.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent