შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემიყვარე თუ გაბედავ (19)


30-08-2015, 12:47
ავტორი luna
ნანახია 3 604

ცოტნეს გამომეტყველება შეეცვალა და ხელი გამიშვა. -ნუკა ეს ყველაფერი მომესმა თუ შენ,მიდიხარ ამერიკაში რომელიც ჩვენგან,დედამიწის მეორე მხარეს მდებარეობს?!-მითხრა დაძაბული ტონით და სახეზე ანერვიულება დაეტყო. -არ მოგესმა ცოტნე-ვუთხარი და თავი ძირს დავხარე.თანდათან მომაწვა გრძნობები,მომინდა მეტირა,მეყვირა და საერთოდ გავმქრალიყავი რომ მისი ასეთი სახე არ მენახა. -და მერე ჩემზე არ იფიქრე? ცოტნეზე ნუკა რომელსაც სიგიჟემდე უყვარხარ,ამიხსენი!!!-თითქმის უკვე ყვიროდა და ხელებს ნერვიულად ამოძრავებდა.მე ძალიან შემეშინდა და ტირილი დავიწყე,ვერ ვიტანდი მის ასეთ მდგომარეობას.მართალიც იყო მაგრამ სხვანაირად მოქცევის შანსი არ მქონდა. -როგორ არ ვიფიქრე,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს არ გესმის?!-ვუთხარი ტირილნარევი ხმით. -ნუ გამაგიჟებ გოგო!ჩვენ ურთიერთობას რას უშვები? -მე შენთან დაშორებას არ ვაპირებ რადგან ძალიან მიყვარხარ, უბრალოდ გარკვეული დროის მანძილზე ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აღარ მეყვარები-ვუთხარი და შევეცადე ცრემლები მომეწმინდა მაგრამ ისინი მაინც დაუკითხავად იკვლევდნენ გზას ჩემს ღაწვებზე. -აჰა,მაინც რამდენი ხნით მიდიხარ,ერთი წლით? ორი წლით? თუ საერთოდ საცხოვრებლად?!!-ძალიან ანერვიულებული იყო,თავის თავს აღარ გავდა. -ეგ ჯერ არ ვიცი,მაგრამ დროს მნიშვნელობა აქვს რომ ჩვენს სიყვარულს ხელი შეუშალოს?-ეს რატომ ვთქვი არ ვიცი,ალბათ იმიტომ რომ სათქმელი გამომელია და თავს ვეღარ ვიმართლებდი. -აქვს ნუკა მნიშვნელობა და ამას იმედია შენც ხვდები მაგრამ უკვე აღარ ვიცი რას ხვდები და რას არა!–მითხრა და მომიახლოვდა,უთქმელად მაკოცა თავზე.ჩემი წყლიანი თვალებით შევხედე,თვითონაც შემომხედა,თითქოს თვალებით ვლაპარაკობდით.დუმილის შემდეგ მითხრა. –ნუ ტირი–და გამიღიმა,სწორედ იმ ღიმილით რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს.შემდეგ რა მოხდა? წავიდა,სხვა ყველაფრის უთქმელად,წავიდა.მე ვეღარ მოვითმინე და გავძახე. –მიყვარხარ–არ ვიცი თუ გაიგონა მაგრამ ზურგით იყო,არც გამოუხედავს ისე წავიდა.მივხვდი რომ რაღაც ძალიან დიდს ვკარგავდი და შეცერება არ შემეძლო,მე ჩემს ცოტნე დადიანს ვკარგავდი.ტირილი ამიტყდა,არ მეგონა თუ მასთან გატარებული მშვენიერი დღეები ასე დასრულდებოდა.ვიდექი ჩემთვის და ვტიროდი როდესაც მანქანის ფარებმა მომანათა.მანქანიდან საბა გადმოვიდა და ჩემკენ წამოვიდა. -ნუკა სახლში უნდა წაგიყვანო,ცოტნემ დამირეკა. -აჰა,ალბათ ისიც გეცოდინება რო წავიდა და დამტოვა ხო?!-ვუთხარი ტირილით. -კაი რა ნუკა,ნუ ტირი.ხო იცი რო ძაან უყვარხარ. -უკვე არაფერი აღარ ვიცი-ვუთხარი და შევეცადე დავმშვიდებულიყავი.მანქანისკენ წავედი,საბაც ჩაჯდა. მალე სახლთან მიმიყვანა.გზაში ხმა არ ამომიღია და არც საბას შესაბამისად. საბას მადლობა გადავუხადე და მანქანიდან გადავედი.ოო,ვიცოდი რომ სახლში ათას კითხვას დამაყრიდნენ და ძალიან არ მინდოდა,ყველაფრის თავიდან მოყოლა და ახსნა.სახლში როდესაც შევედი,დედაჩემი ტელევიზორს უყურებდა,დიტო როგორც ჩანს სახლში არ იყო. -რა მოხდა ნუკა?რას გიგავს სახე!-დედაჩემი უცებ წამოვარდა და კითხვებიც დაიწო.მე კი მოკლედ ვუთხარი. -ცოტნეს დავშორდი-და ჩემს ოთახში შევედი.დედაჩემს შემდეგ არაფერი უკითხავს,ალბათ უკვე ყველაფერს მივხვდა უთქმელად.არაფრის თავი აღარ მქონდა,უემოციოდ გამოვიცვალე და დავწექი.მარტო დარჩენამ კი ჩემი ცოტნე დადიანი უფრო მომანატრა და ჩემთვის ცუმად ტირილი დავიწყე.



№1  offline წევრი cancara

დებილია ეს გოგო დებილი

 


№2  offline წევრი nini :)

როგრო გამიხარდა ახალი თავის დანახვა ნუ დააშორებ ძააან მინდა მათი წყვილი ერთად იყოს ძაან მაგარი ისტორიააა love

 


№3  offline წევრი luna

მადლობა ყველას love და ბოდიშით აქამდე რომ ვერ დავდევი,წასული ვიყავი და იქ ინტერნეტი არ მქონდა feel

 


№4  offline წევრი nini namicheishvili

ლუნა აღარ გაგრძელდება ასე დაამთავრე ? თუ კიდევ დადებ ? . გააგრძელე რა შენ ხომ წერდი რაღაც პოზიტიურის დაწერა მინდოდაო და ესეე ნუ დაამთავრებ რა love ამბობენ მანძილი სიყვარულს ცდისო და იმედია მათი სიყვარული ამ გამოცდას გაუძლებს ან კიდევ რაღაც მოულოდნელი მოხდება შენ როგორც გჩვევია winked ისე ძალიან მაგრად წერ და ძალიან გთხოვ როგორც კი მოახერხება გააგრძელე love

 


№5  offline წევრი nini namicheishvili

გაგრძელე ლუნა მგონი მე შენი მოუშორებელი მკითხველი ვარ wink არა ,მგონი კი არა მართლა ასეა love

 


№6  offline წევრი luna

ხვალ აუცილებლად დავდებ,დიდ თავს ვწერ love

 


№7  offline წევრი nini namicheishvili

love უმმმ რა კარგიაააა love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent