შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოდესმე გყვარებია? (5)


24-02-2016, 00:06
ავტორი natia_888
ნანახია 2 308

მეორე დღეს სკოლაში ჩემი ჰიუნდაით მივედი, ოღონდ ჰიუნდაით რომელიც ერთერთ ძვირადღირებულ მანქანას გავდა და არა სანაგვეზე გადასაგდებ ჯართს. მანქანა ლიდას ადგილას დავაყენე. სკოლაში შევედი, წიგნები ჩემს კარადაში მოვათავსე, გაკვეთილებს დავესწარი და სახლში მშვიდად დავბრუნდი. ეს დღე ჩემს ყოველდღიურობად გადაიქცა. მეორდებოდა და მეორდებოდა... დავდიოდი სკოლაში, ვიქცეოდი, ისე როგორც სკოლის ერთერთი ჩვეულებრივი მოსწავლე და არა როგორც ყველაზე ლამაზი გოგო. ლიდას ვერც კი ვამჩნევდი, არც ის გამკარებია. გიო, არც მასთან მქონია რაიმე კავშირი. ყოველდღე ახალი ბიჭი ცდილობდა ჩემთან დამეგობრებას, ყოველდღე ახალი ბიჭი მიხსნიდა სიყვარულს. ზოგი ვარდს მჩუქნიდა, ზოგი ლექსს მიწედა, ზოგიც სხვის დაწერილს მიკითხავდა, მე კი უბრალოდ ვუღიმოდი და ვაგრძელებდი ცხოვრებას. ბევრი მეგობარი გავიჩინე, ჩემი ცხოვრება მრავალფეროვანი გახდა. მე, წიგნები, სახლი, მეგობრები, კლუბები, მოგზაურობა, საყიდლები, სალონი, სოლარიუმი, დღესესწაულები, წვეულებები, ყველაფერი რაც თინეიჯერ გოგონას შეშვენის, შეყვარებულის გარდა.
სკოლის მერხთან მარტო აღარ ვიჯექი და მეტიც, ყოველდღე სხვადასხვა ადამიანთან ერთად, მაგრამ არცერთხელ, იმ საუბრის შმდეგ ჩემს გვერდით გიო აღარ მინახავს. ვხედავდი ლიდასთან ერთად, სხვა გოგონებთან და ბიჭებთან ერთად, მაგრამ არასდროს ჩემთან. ზოგჯერ ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა ვიღაც დაჟინებით. ზოგჯერ სხეული მიხურდა და მეგონა ცეცხლი წამეკიდებოდა. ზოგჯერ უაზროდ დამიწყია თვალების ცეცება და ყოველივე ამის მიზეზი გიო იყო. არცერთი სიტყვა არ მითქვამს მისთვის, მაგრამ ბევრად მეტი მიგრძვნია მის გამო ვიდრე ნებისმიერი ჩემს გვერდით მყოფის გამო. როცა მის თვალებს, მის მზერას ჩემი შეფეთებია, ყოველთვის ჭაობში გადავვარდნილვარ და რაც უფრო დიდხანს გამიშტერებია მზერა, რაც უფრო დიდხანს გამიმართავს ბრძოლა მის მზერასთნ, მით უფრო ღრმად ჩავძირულვარ ამ ჭაობში. ბოლოს კი, როცა სუნთქვა გამჭირვებია, როცა პირამდე დავფარულვარ და მხოლოდ თვალებიღა მქონდა ჭაობს მიღმა, დავნებებულვარ, დავმარცხებულვარ... ზოგჯერ კი იმდენად მატყვევებდა მისი მზერა, იმდენად ამოუცნობს ვგრძნობდი მასში, უნარი დამიკარგავს დანებებისაც კი. უნარი დამიკარგავს ყოველივესი და ჭაობში ბოლომდე ჩაძირვისა და გულის გაჩერებისაგან მხოლოდ ცრემლს ვუხსნივარ, ამოუცნობი სევდისაგან, რომ გადაკვრია თვალის კაკალს და ხილვადობის უნარი წაურთმევია ჩემთვის. ის მზერა წაურთმევია ჩემთვის საოცრად რომ მათბობდა და საოცრადვე რომ მკლავდა. ზოგჯერ ის არ დამინახავს მაგრამ მისი სურნელი მიგრძვნია, არც ეს ყოფილა მზერაზე ნაკლები თუ უარესი არა. ჩამისუნთქავს მისი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი, ჩამისუნთქავს და კიდევ ჩამისუნთქავს, მანამ სანამ კვლავ ვგრძნობდი მას ატმოსფეროს უკიდეგანობაში გაბნეულ ჟანგბადში. ფილტვები გავსებულა, დაჭიმულა, ამტკვგნია, ცრემლებამდე ამტკივნია, მაგრამ ეს ტკივილი სუსტი იყო, სუსტი იყო იმ სიამოვნებასთან შედარებით, იმ ნეტარებათან შედარებით რასაც იმით განვიცდიდი. იმით, რომ მას ვგრძნობდი, მას ვგრძნობდი ჩემში... არ ვიცი რატომ ვიყავი ასე შებყრობილი მისით, არ ვიცი რას ვგრძნობდი მისადმი. მიყვარდა? ხო შეიძლება მიყვარდა, მაგრამ რამდენადაც მიყვარდა იმდენადვე მძულდა. მძულდა რადგან მისი მზერა, მისი სურნელი, მისი სახელე, მისი ყველაფერი საწამლავი იყო, საწამლავი რომელსაც სიკვდილამდე მივყავდი და მიყვარდა , მიყვარდა რადგან ამ სიკვდილიდან ის თავადვე მიხსნიდა ხოლმე. მისი სახელის გაგონება სმენას მიხშობდა. თუთოეული ასო, თითოეული ბგერა მთელ ანბანად იწელებოდა, უსასრულობაში ინთქებოდა და მართმევდა ყოველივე ადამიანურს. უნარს მეტყველებისა, გრძნობისა, სიარულისა, სუნთქვისასაც კი... არ ვიცნობდი და მაინც ასე ღრმად იყო გადგმული ჩემში. როცა ვუყურებდი და ვკვდებოდი ამით, როცა ვინთქებოდი ჭაობში, ვგრძნობდი რომ ისიც ჩემსავით იყო. ვგრძნობდი, რადგან მის თვალებშიც ვხედავდი სიკვდილს, მაგრამ ის ჩემზე მეტად განწირული იყო, მას ჩემზე მატად ემეტებოდა თავი, მას ჩემზე მეტად ვუყუვარდი ან ვძულდი, მაგრამ არც ერთხელ გაუცხადებია, არც კი უცდია ეთქვა ვინ ვიყავი მისთვის, რატომ მიყურებდა ასე... მე შემეძლო დაუსრულებლად განმეცადა ის, მაგრამ თვითონ კი შეძლებდა უსუსრულობამდე განვეცადე მე?
თვრამეტი წლის ვიყავი, სკოლის დამამთავრებელ კლასში. მთელი ცხრა თვე განვლე ამ გრძნობების თუ შეგრძნებების, სიყვარულის თუ სიძულვილის, გარდაქმნის თუ ბრძოლის, დანებების თუ უბრალოების პროცესში მყოფმა. ბარბარე არ შეცვლილა სულიერად და უკვე მისი ვიზუალური ცვლილებაც არ იყო მკაფიოდ შესამჩნევი თავად ბარბარესთვის.
სკოლის დამამთავრებელი კლასი ნამდვილი თავსატეხია გოგონასთვის. ათასი ფიქრი უტრიალებს თავში და თავბრუ ეხვევა. ბოლოს ჰგონია, რომ დაეცემა, გული წაუვა ან სულაც მოკვდება ამდენი ფიქრით. გამოცდები ბოლო თვეში ტარდება და მათზეა დამოკიდებული გააგრძელებ ცხოვრებას თუ ერთ ადგილზე გაიყინები, ეს რეალურადა ასეა, თუ გამოცდებში ჩაიჭერი ერთი წლით უკან იხევ, ეს კი ერთდროულად მორალური და ფიზიკური ტრამვაა. თუ სტრესმა შეგიბყრო ნამდვილად ერთ ადგილზე გაიყინება. მაგრამ მიუხედავად ამ მწარე რეალობისა, დამამთავრებელი კლასის გოგონებისთვის ყველაზე დიდი და საშიში ნაღმი ბანკეტია. შეიძლება გამოცდაში ჩაიჭრან და თქვან, მერე რა მოხდა ცხოვრება გრძელდებაო, მაგრამ თუ ბანკეტზე თვალისმომჭრელად არ გამოიყურებიან, თუ ხვდებიან რომ რომელიმე გოგონა მათზე უკეთესია, აი მაშინ კი ნამდვილად მთავრდება მათი ცხოვრება. უარს ამბობენ ყველაზე და ყველაფერზე... ძველ ბაბის ეს ბანკეტისეული ორონტრიალი არ შეეხებოდა. იპოვიდა ნებისმიერ მაღაზიაში, ნებისმიერ სამოსს, რომელსაც კაბას მიამსგავსებდა და ჩაიცვამდა. ნებისმიერი მარტივი თმისამაგრით თმას უბრალოდ შეიკრავდა და ფეხზე ყველაზე კომფორტულ კეტებს მოირგებდა, შეიძლება ახალიც კი ეყიდა, ბოლოსდაბოლოს ეს ხომ ბანკეტია, მაგრამ ახალი ბაბისთვის ბანკეტი ისეთივე თავსატეხია, როგორიც ლიდასთვის.
დარწმუნებული ვარ ლიდა მოკვდება თუ ბანკეტზე ვინმე მასზე ლამაზი იქნება, ეს კი ჩემი საბოლოო ტრიუმფი იქნება.
მას შემდეგ რაც სკოლას დავამთავრებ ამ საზოგადოებას სამუდამოს მოვწყდები, არც ერთ თანაკლასელს, არც ერთ სკოლელს ჩემს მომავალში ადგილს არ დავუთმობ, პირიქით მათ ხსოვნასაც კი სამუდამოდ ამოვშლი მეხსიერებიდან. მაგრამ არ ვიცი, როცა ვამბობ არცერთს რამდენად ობიექტური ვარ. შევძლებ კი გიორგი ნაპირელის მეხსიერებიდან სამუდამოდ ამოშლას? შეიძლება მეხსიერებიდან არა, მაგრამ რეალური ცხოვრებიდან ნამდვილად. არც ის და არც სხვა ნაცნობი, ვინც ძველ ბაბის და მის ტრანსფორმაციას გამახსენებს (არ ვგულისხმობ მშობლებსა და ნათესავებს, რადგან ისინი არ არიან ჩემი ცუდი მოგონებები.) გვერდით აღარ გავიკარებ. და რადგანაც სამუდამოდ ვემშვიდობები და ვივიწყებ სასკოლო წარსულს, რატომაც არ გავანადგურო ამ წარსულის ყველაზე ბნელი მხარე და რატომ არ შევასრულო ფიცი? თავი შევაყვარო გიორგი ნაპირელს.
ბანკეტის მოახლოებასთნ ერთან საბანკეტო კაბების ქარიშხალი ამოვარდა. ნებისმიერი ფერის, ფორმის ზომისა და სტილის კაბას იშოვიდი, მთავარია მდიდარი წარმოსახვა გქონოდა, მაგრამ მთლად ასეც არ აღმოჩნდა. თქვენთვის არადროს მითქვამს რომ კარგად ვხატავ? ხო, ასეა. ხატვა ის ერთადერთი გამოკვეთილი ნიჭია, რაც გამაჩნია. ძველი ბაბი, როცა მარტო იყო, ანუ ყოველთვის, ფანქარსა და ფურცელს მიმართავდა ხოლმე დასახმარებლად. ამის წყალობით უამრავი ნახატი დამიგროვდა. თუ ხატვა გეხერხება მაშინ კარგი ფანტაზიაც უნდა გქონდეს, ხოდა მეც მოვუხმე მთელს ჩემ ფანტაზიას და ჩემი ოცნების კაბა დავხატე. ეს ნამდვილად ოცნების კაბა გამოვიდა. ყველაზე ორიგინალური და ლამაზი რაც ჩემს ცხოვრებაში მინახავს. იმდენად ორიგინალური რომ საუკეთესო მაღაზიებშიც კი ვერ იშოვიდით. როცა დედას ჩემი შედევრი ვანახე აღფრთოვანდა. მთელი თბილისი შემოიარა, ყველა ბრენდული მაღაზია და არა თუ ის კაბა რაც მე დავხატე, მისი მსგავსიც კი ვერაფერი ნახა. მე კი ავიტეხე გინდა თუ არა ეს კაბა უნდა მეცვასთქო. თუ ამ კაბას ჩავიცვამდი ლიდა ბედიას ერთხელ და სამუუდამოდ გავანადგურებდი და არა მხოლოდ, დარწმუნებული ვარ ამ კაბით გიორგი ნაპირელსაც შევაყვარებდი თავს.
ბანკეტამდე ზუსტად ერთი თვე მრჩებოდა, მე კი ჩემს ოცნების კაბას ვერ ვშოულობდი. ერთ საღამოს დედასთან ერთად ტელევიზორს ვუყურებდი. ორივე ცხვირჩამოშვებული ვიჯექით. ისე, დედა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ჩემს დამამთვარებელ კლასში ყოფნის პერიოდში ამ ეიფორიის გამოვლა მოუწევდა. ერთხელ მითხრა, ვვოცნებებ იმ დროზე როცა ჩემს პატარა პრინცესას ზღაპრულ კაბას შევურჩევ და ნამდვილ დედოფალს დავამსგავსებო, მაგრამ ვიცი რომ ეს ოცნება არასდროს ამიხდებაო. მარტო მას კი არა მთელი ცხოვრება მეც ასე მეგონა. არასდროს მიფიქრია და მეტიც, ვერც კი წარმოვიდგენდი, ოდესმე სამოსის და მითუმეტეს ბანკეტის კაბის გამო თუ შეიძლებოდა მომეწყინა. ახლა კი აი ასე, მე და დედა ვზივართ და ვფიქრობთ სად შეიძლება ვიშოვოთ ჩემი ზღაპრული კაბა. უცბად...
• ბაბი... - განწირული ხმით წამოიძახა დედამ.
• რამოხდა დე?
• მოვიფიქრე. - გაფართოებული თვალებით მიყურებდა, მე კი სრულ დაბნეულობას მოვეცვი.
• რა მოიფიქრე ნინო, მითხარი ბოლოს და ბოლოს. - მეც თავშეუკავებელი, მოუთმენელი ხმით ვლაპარაკობდი.
• შენი კაბა. ნახატი ისევ გაქვს?
• კი მაქვს, მაგრამ მითხარი რა მოხდა?
• რა და, თუ მთა არ მივა მუჰამედთან, მუჰამედი მივა მთასთან. - ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დამაბნიეს.
• ნინო მეტყობა ახლა მე, რომ ანდაზების მოსმენის განწყობაზე ვარ. რა მთა, რა მუჰამედი, რა მოიფიქრე მითხარი.
• ჩემო ძვირფასო, თუ კაბას ვერ ვიყიდით, თუ თავად კაბამ არ ისურვა შენი მშვენიერ სხეული დაემშვენებინა, მაშინ ჩვენ თავად შევქმნით მას და ვაიძულებთ შენს მშვენებად იქცეს.
• დედა!
• რა ვერ გაიგე? კაბას შევკერავთ. - ღმერთო ჩემო, ეს როგორ ვერ მოვიფიქრე.
• დედა გენიოსი ხარ. - აღფრთოვანებულმა წამოვიძახე და დედას ჩავეხუტე. - მხოლოდ ერთი თვე გვაქვს. ხვალვე უნდა მოძებნო საუკეთესო მკერავი, ოღონდ არავითარი ცნობილი დიზაინერი. ვინმე ისეთი, ვისაც არავინ იცნობს, მაგრამ ძალიან კარგად კერავს. სასწრაფოდ ესკიზი უნდა მივაწოდოთ, დეტალებზე შევთანხმდეთ, ზომები ავიღოთ. ღმერთო რამდენი საქმე გვაქვს...
• ბაბი დამშვიდდი. ერთი თვე ძალიან დიდი დროა. ყველაფერს მოვასწრებთ. მკერავი უკვე ვიცი ვინც იქნება. ხვალვე შევეხმიანები და ესკიზი მივაწოდოთ. ყველაფერს მოვასწრებთ.
• უზომოდ მიყვარხარ. დღეს შევძლებ მშვიდად დაძინებას.
• მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო პრინცესა. წადი ახლა და კარგად გამოიძინე. მეც მინდა დასვენება. თან ხვალ სამსახურში უამრავი საქმე მაქვს. ღამემშვიდობის ჩემო სიხარულო.
• კარგი დე, შენც კარგად დაისვენე. ენერგიები უნდა აღიდგინო. ხვალიდან დიდი ბრძოლა იწყება. - ორივემ გავიცინეთ. - გამემშვიდობის. გკოცნი და უსაზღვროდ მიყვარხარ. - მივედი, დედას ლოყაზე ვაკოცე და ჩემი ოთახისკენ გავეშურე.
ოთახში რომ ავედი ჩემი ოცნების კაბა მოვძებნე და ალბათ ნახევარი საათი უაზროდ მივჩერებოდი. ოცნებებში წავედი. მთელი ბანკეტი წარმოვიდგინე. ლიდას სახე ჩემს დანახვაზე. გიოს სიყვარულით სავსე თვალები... მოკლედ ყველაფერი. ბანკეტის დედოფალი აუცილებლად მე უნდა გავმხდარიყავი.როდესაც ვამბობ, ბანკეტის დედოფალი, არავითარ გადატანით მნიშვნელობასთან არ გვაქვს საქმე. ჩვენს სკოლაში უკვე ცამეტი წელია ერთი ტრადიციაა დამკვიდრებული. ყოველ ბანკეტზე ირჩევენ წლის მეფე-დედოფალს. შემდეგ წინა წლის მეფე-დედოფალი, ახლებს გვირგვინებს დაადგამენ. ბავშვები ცეკვას მოითხოვენ და ახალი მეფე-დედოფალი სამ ტრადიციულ მუსიკაზე ასრულებს ვალსს. სამჯერ იცეკვებენ დარბაზის ცენტრში, წრედ შემორტყმული ბავშვები კი აპლობისმენტებით შეამკობენ. ხო, კიდევ ერთი ტრადიციია, ყოველი ბანკეტის შემეგ მეფე-დედოფალი რეალურ წყვილად იქცევა ხოლმე. დიახ, ერთმანეთი მართლა უყვარდებათ... წელს მე უნდა მოვიპოვო დედოფლის ტიტული და როგორც ჩანს ერთ-ერთ ტრადიციას დამსხვრევა მოუწევს. მე არ ვაპირებ სკოლისეულ წარსულს რამით დავუკავშირდე და მითუმეტეს სიყვარულით. სხვა თუ არაფერი ნებისმიერი სკოლელი ბიჭის სიყვარული ყალბი იქნებ, რადგან ძველი ბაბი დედოფალი, რომ გამხდარიყო არავინ შეიყვარებდა. ახლა ბაბი დედოფლის ტიტულის გარეშეც უყვართ, მაგრამ ახლა აზრი აღარ აქვს.ახლა ჩემში მხოლოდ ლამაზი ტანსაცმელი, მაკიაჟი და სამკავულები უყვართ, მე კი არ მინდა პირვლად გულში ჩაღვრილი უდიდესი სითბო მხოლოდ სიყალბე იყოს და მეტი არაფერი. სიყვარული, რომელიც მე და მეორე ადამიანს კი არა, ჩემს ვიზუალს და მეორე „ადამიანს“ დააკავშირებს. მე მინდა რომ სიყვარული, რომელიც ჩემში შემოჭრება ნამდვილი იყოს, წრფელი და სათნო,.ამბიციებს და სურვილებს მოკლებული. რეალიური და სათუთი და არა სილამაზეს დახარბებული. აი ისეთი პირველ დანახვაზე რომ მეტყვის „ულამაზესი ხარ, საოცარი თვალები გაქვსო“, გრძნობის გამხელის შემდეგ კი ყოველთვის სულის სილამაზეს გაუსვამს ხაზს, სხეულს კი მის ატრიბუტად ჩავთლის, რომელიც კიდევ უფრო ალამაზებს მას, მაგრამ მის გარეშე ჩვეულ სილამაზეს არ კარგავს.მინდა, რომ „მას“ სხეულის გამო მოუნდეს ჩემი შეყვარება, მაგრამ სულის გამო შევუყვარდე...
დაძინებამდე კიდევ ბევრი ვიფიქრე, ვიფიქრე რა იქნებოდა მომავალში და მივხვდი, მივხვდი მხოლოდ იმას, რომ რამდენიც არ უნდა დაგეგმო, რამდენიც არ უნდა ისურვო და განსაზღვრო ბოლოს მაინც ისე იქნება, როგორც უნდა ყოფილიყო და არა, როგორც შენ გინდოდა. ძველ ბაბის სტაბილური ცხოვრება ჰქონდა. ყველაფერი ზედმიწევნით გაწერილი და წინასწარ გათვლილი. ნაბიჯის სიჩქარეც კი გამოთვლილი. რაც მის თავს ხდებოდა, ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ეს მისი სურვილი იყო. მაგრამ რეალურად მისი სურვილებთან შესაბამისობაში არასდროს არაფერი მოდიოდა. ბაბის არასდროს დაუგეგმავს საღამოობით ეხატა, მაგრამ ყოველ საღამოს ხატავდა, დელით კი ლამაზ ნახატებს აიღებდა და თავისთვის ეტყოდა „ასეც ვიცოდიო“, არადა არაფერიც არ იცოდა. ბაბის არც ის დაუგეგმავს მართვის მოწმობა აეღო, მაგრამ დაბადების დღეზე მამის საჩუქარმა აიძულა მართვა ესწავლა. როცა პირვლად სკოლაში მანქანით წავიდა თავისთვის ჩაილაპარაკა „ აი სწორედ ეს მინდოდაო“, არადა მას სულაც არ სურდა ეს. ძველ ბაბის არც ტრანსფორმაცია დაუგეგმავს და მითუმეტეს არ სურდა, დღეს კი ზის თავის ოთახში და ბანკეტის კაბაზე ფიქრით თავს იმტვრევს. მაშინ კი როცა ბანკეტი მოვა იტყვის: „ეს ის იყო რაც მინდოდაო“, მაშინ როცა ბაბის გეგმები და სურვილები ბანკეტის საღამოს ორი რომანტიკული ფილმის ნახვით შემოიფარგლებოდა... ამ ყველაფრის შემდეგ კი არ მაქვს უფლება წინასწარ დავგეგმო რაიმე. დღეს ვუყურებ ჩემს წარსულს და ვხვდები, რომ არაფერი არ მომხდარა ისე, როგორც ვგეგმავდი, ამიტომ უბრალოდ ვვოცნებობ, ვვოცნებობ გავხდე დედოფალი და მომავალს მივანდობ ჩემს თავს თავისი ოცნებებით, დაე მან გადაწყვიტოს ვარ ღირსი ოცნებების ახდენის თუ არა... როგორც იქნა ჩამეძინა...
დილით უბრალოდ ავდექი და სკოლაში წავედი, როგორც ყოველთვის. სკოლაში წასვლა და საერთოდ ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში რიტუალს დაემსგავსა. დილით ვიღვიძებ, ვიღიმი ისე, რომ არც კი ვიცი რატომ. ღიმილიც კი რაღაც შეძენილ რეფლექსად მექცა. შემდეგ დედას ვემშვიდობები, მანქანაში ვჯდები და სკოლის გზას ვადგები. მეჩვენება თითქოს შუქნიშანზეც კი ერთსა და იმავე დროს ვჩერდები. სკოლაში ლიდას ადგილას ვაყენებ მანქანას, თუმცა უკვე ორი თვეა ლიდა ამ ადგილს აღარ გაკარებია, ამიტომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ადგილია. შევდივარ სკოლაში და აი აქ იწყება მთავარი რიტუალი, რომელიც ყველაზე საშინელია... ძველი ლიდას მარშუტი სკოლაში ძალიან მარტივი იყო, და რაც მთავარია დროის თვალსაზრისით მცირე. სკოლის ძირითადი კარიდან ჩემს კარადამდე მისვლას სამ წუთში ვახერხებდი, ახლა კი ამ გზის გასავლელად თხუთმეტი ან ოცი წუთი მჭირდება. შენობაში შესვლისთანავე ჩემი სახის კუნთები ბედნიერ გამომეტყველებას გამოიმუშავებენ და იწყება... ყოველ ნაბიჯზე მოდის სრულიად უცხო ან უკეთეს შემთხვევაში ერთერთი ნაცნობი მოსწავლე და მკოცნის, მეხვევა, ვიღაც შორიდან არაფრისმთქმელად მიქნევს ხელს, ან იქნებ მე არ მეობნევა არაფერს ეს მეგობრული სალამი. ვიღაც მეკითხება როგორ ვარ, ვიღაც კი საღამოს კლუბში მეპატიჯება, ვიღაც ხელში ყვავილებს მაჩეჩებს... ამ ყველაფერზე რეაქციაც დილის ღიმილისავით შეძენილ რეფლექსად მექცა. თითქოს სკოლაში შესვლისთანავე ჩემში ყოველივე ცოცხალი კვდება და იღვიძებს რობოტი, რომელიც დაპროგრამებულია რიტუალის აღსრულებაზე... არამხოლოდ დილით, მეთელი დღე და საერთოდაც მეთელი ჩემი ცხოვრება, ტრანსფორმაციის შემდეგ რობოტად ვცოცხლობ. ადამიანს მხოლოდ ორ შემთხვევაში ვემსგავსები. პირველი როცა მარტო ვარ და ვფიქრობ და მეორე- როცა მესმის ანბანის განსაზღვრული თოთხმეტი ასო, როცა ვხედავ ან ვგრძნობ მას. რაც არ უნდა გასაკვირი და აუხსნელი იყოს, ადამიანს სწორედ მის გამო ვემსგავსები ვის გამოც რობოტად ვიქეცი - გიორგი ნაპირელი.
ახლა ბევრი გაუგებარი რაღაც ვთქვი, ისეთი რაღაცეები რაც თავადაც არ მესმის, ამიტომ მინდა თავიდან დავიწყო...
მოკლედ, ბარბარე ბედია. გოგო, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა, რათა უბადრუკის იმიჯი მოეშორებინა და ჩვეულებრივ თინეიჯერს დამსგავსებოდა, ახლა ამბობს რომ რობოტად გადაიქცა. რატომ?.. ხო, მე ვტრანსფორმირდი, რათა ლიდასთვის სამაგიერო გადამეხადა, რათა გიორგისთვის თავი შემეყვარებინა, რათა ყველასთვის სასურველ თინეიჯერად ვქცეულიყავი. ეს იყო გეგმა „მრავალფეროვანი“ და „მხიარული“ სასკოლო ცხოვრების დასასრულისა. უეცრად კი, როცა ამ გეგმის ნახევარი სისრულეში მოვიდა, ჩემი ერთ-ერთი მსხვერპლი მოდის ჩემთან და მიყვება ისტორიას მის ცხოვრებაზე, რომელიც სინამდვილეში არის ჩემი შესაძლო მომავალი, თუ როგორ შეიძლება ვიქცე მონსტრად და ამ ქვეყნად ყველაზე მეტად შემძულდეს საკუთარი თავი. მე ვისმენ ამ ყოველივეს და უარს ვამბობ გეგმის მეორე ნაწილზე. ვაგრძელებ ცხოვრებას ჩვეულებრივ, როგორც ადრე, მაგრამ ამჯერად ჩემი მომხიბლავი გარეგნობის გამო მყავს ბევრად მეტი, არა, უბრალოდ მყვას ბევრი მეგბარი და თაყვანისმცემელი. ერთი შეხედვით ცუდი არაა, მაგრამ რას იტყვით იმაზე, რომ თითოეული ჩემს გარშემო მყოფი სულიერი არის ერთი დიდი ტყუილი და სიყალბე. ადამიანები რომლებიც სიყვარულს მიმტკიცებენ მე და სინამდვილეში შეყვარებულნი არიან ჩემს სამკაულებზე, მაკიაჟსა და ტანსაცმელზე... ხო, რომელთაც უყვართ ბაბი არა, როგორც ადამიანი, არამედ როგორც თოჯინა, ან რაიმე ლამაზი აქსესუარი... მძულს ეს ყველაფერი, მძულს რადგამ მე, ხო მე ჩემი მთლიანობით ვერასდროს ვიქცევი ამის ნაწილად...
კიდევ ვთქვი, რომ ნაპირელია დამნაშავე ჩემს ასეთ ყოფაში. კი ასეა, რადგან მან შეცვალა ჩემი მიზნები საკუთარი სულელური ნაამბობით, თუ როგორ შეიძლებოდა გადავქცეულიყავი უგულო მონსტრად, მეც დავუჯერე და ამის წყალობით ვიქეცი უსულო რობოტად... მე უგულო მონსტრი მერჩივნა, ცოცხალი მაინც ვიქნებოდი და იმას ვიტყოდი და გავაკეთებდი რაც მინდა და არა იმას რაც სხვებს უნდათ...
და ბოლოს მიუხედავად იმისა, რომ ამ საშინელების მთავარი შემოქმედი გიორგი ნაპირელია, სულიერთაგან მაინც მხოლოდ მას შეუძლია მაქციოს კვლავ ადამიანად. აი ამას კი მე თავადაც ვერ ვხსნი. არ ვიცი, რატომ მეკიდება მთელს სხეულზე ცეცხლი, როცა მას ვხედავ, როცა მისი სახელი მესმის ან როცა მის სურნელს ვგრძნოობ. არ ვიცი, რატომ ვკვდები მისი დანახვისას და რატომ ვცოცხლდები თუკი ისევ უნდა მოვკვდე... არ ვიცი, რატომ მასულდგმულებს ასე სურნელი, რომელსაც არანაირი არომატი არ აქვს, მაგრამ მაინც შეუძლია მოიცვას ჩემში ყველაფერი, გარდაქმნას და სული ჩაბეროს ყოველივეს რაც ჩემში არსებობს. არ ვიცი რატომ ვყრუვდები, როცა მესმის მისი სახელი, მისი გვარი ან ნებისმიერი მისეული ასო. არ ვიცი რატომ მეხშობა ყურთასმენა და რატომ ვიძირები უსასრულობაში, საიდანაც ჩემი დახსნა შეუძლებელია. არ ვიცი რატომ მიყვარს და ამავდროულად რატომ მძულს ასე ძალიან გორგი ნაპირელი.
• გამარჯობა. - ყურში უცნობი ხმა ჩამესმა. გონს მოვედი და მივხვდი, რომ კარადასთან გაუნძრევლად ვიდექი, თვალები კი ერთ წერტილზე გამეშტერებინა.
• გაგიმარჯოს. - ჩემს წინ ლამაზი გოგონა იდგა. ქერა კულულები მხრებამდე სწვდებოდა. გლუვი და ლამაზი კანი ჰქონდა, სახეზე ღაწვები წითლად აკიაფებოდა, არ ვიცი ბუნებრივი სიწითლე იყო თუ არა მაგრამ ძალიან უხდებოდა. სქელი და ლამაზი ტუჩები ჰქონდა, ხშირი წამამები კი თვალწარმტაცად ირხეოდა. გარდა მშვენიერი სახის ნაკვთებისა უზადო ტანითაც ხასიათდებოდა. საშუალო სიმაღლის მაგრამ ძალიან ლამაზი ფორმების მქონე სხეული. ულამაზესი გოგონა იყო, რომელიც ადრეც მინახავს, მაგრამ მისი ასეთი სილამაზე არასდროს შემიმჩნევია.
• მე სალომე ვარ. ინგლისურის გაკვეთილზე შენს უკან ვზივარ.
• სასიამოვნოა. მე ბაბი მქვია. - ალბათ ჩემი სახელი უკვე იცოდა, მაგრამ ამ სიტუაციაში თავისთავად წამომცდა.
• ვიცი. შენ ყველაზე პოპულარული გოგო ხარ. - სათნოდ გაიღიმა და თავი დაბლა დახარა.
• მადლობა. -მეც გავიღიმე, თუმცა თავი დაბლა არ დამიხრია.
• შეიძლება... შეიძლება. - რაღაცის თქმას ცდილობდა მაგრამ საშინლლად ბორძიკობდა. - შეიძლება,რომ... მე... მე მინდა, რომ... მე მინდა... რაღაც მინდა რომ გთხოვო. - თავი ძლივს მოაბა სათქმელს.
• გისმენ. - ისევ გავუღიმე და ყველანაირად შევეცადე ეს ღიმილი რეფლექსური არ ყოფილიო. მხარზე ხელი მეგობრულად დავადე.
• მეც მიინდა რომ, შენსავით... მინდა რომ ისევე... ისევე შევიცვალო, როგორც შენ.
• რას გულისხმობ?
• მე მახსოვს ძველი ბაბი. ის ისეთი იყო, ისეთივე როგორც მე ახლა... მაგრამ შენ რაღაცამ შეგცვალა... ახლა სკოლაში... ახლა შენ სკოლის...
• ყველაზე პოპურალური გოგო ვარ.
• ხო, ყველაზე მაგარი გოგო. მეც მინდა... მეც მინდა რომ შემამჩნიონ. - შემამჩნიონ... ღმერთო ჩემო. სალომე ხომ ასეთი ლამაზია. არაჩვეულებრივად აცვია. მაკიაჟსაც კი იკეთებს და ძალიან გემოვნებიანი სამკაულები უკეთია. შეიძლება ითქვას რომ იდეალური გოგოა. ლიდიასა და ჩემზეც კი უკეთესი. როგორ შეიძლება მას ვინე ვერ მაჩნევდეს. მაგრამ ის მე თვითონაც არასდროს შემიმჩნევია. ახლა ის მოვიდა ჩემთან და სურს დავეხმარო... კითხვას რომელისაც ის მისვამს, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მეგონა მქონდა, მაგრამ არ მაქვს. მე შემამჩნიეს, რადგან მოდურად ჩავიცვი და კარგი მაკიაჟი გავიკეთე, მაგრამ მას ისედაც არაჩვეულებრივად აცვია და ულამაზესიცაა...
• არ ვიცი. არ ვიცი მე თავად როგორ მოვახერხე ეს. - ის უბრალოდ წავიდა. თავი დახარა. მხრებში მოიხარა, ისე თითქოს სციოდა, ან თითქოს რაღაცის ან ვიღაცის ეშინოდა. გაუბედავ ნაბიჯებს დგამდა... ხო ისეთ ნაბიჯებს თითქოს სურდა არავის გაეგო მისი არსებობა. თითქოს თავად სურდა არავის შეემჩნია...
ვუყურებდი სკოლის დერეფანში ყრუდ მიმავალ ახალგაზრდა, ლამაზ ქალბატონს, რომელიც საზოგადოების სრულფასოვან წევრობაზე ოცნებობდა და მასში საკუთარ თავს ვხედავდი. მე არ ვყოფილვარ ფიზიკურად ლამაზი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან დახრილ სახესა და თითქოს სიცივისგან მოხრილ მხრებში არ ჩანს სილამაზე. არც ფიზიკური და არც სულიერი სილამაზე. მე თავად ვფარავდი მას.
და მაინც რას ნიშნავს ყოველივე ეს? ნუთუ იმას, რომ ჩემს გარშემო მყოფთაგან ყველა არა არის ფიზიკური სრულყუოფილებით შებყრობილი. ნუთუ შესაძლებელია ჩემს გვერდით იყოს ადამიანი ვისაც მე ვუყვარვარ, მე როგორც პიროვნება და არა როოგორც ლამაზი თოჯინა, რომელიც როცა მობეზრდება სანაგვეზე მოისვრის. რა თქმა უნდა არიან ადამიანები, ვისთვისაც მართლა ასეთი თოჯინა ვარ, მაგრამ ამავდროულად არიან ადამიანები ვისაც ნამდვილ მეგობრად მივაჩნივარ, ვისაც მე ვუყვარვარ. უსამართლობა მხოლოდ ისაა, რომ მე, როგორც ერთს ისე მეორეს აღვიქვამ დროებით პერსპექტივად. ადამიანად, რომელიც შეიძლება იმაზე ადრე მე მოვისროლო სანაგვეზე, ვიდრე ამას თვითონ იზამს, მიუხედავად იმასა, რომ შეიძლება თავად მას ჩემი სანაგვეზე გადაგდება სულაც არ ჰქონდეს ჩაფიქრებული. მეტიც მე ვაპირებ ყველა სულიერი განვდევნო ჩემი ცხოვრებიდან, ყველა განურჩევლად იმისა ვუყვარვარ თუ არა.
• ჰეი მშვენიერო, რას ჩაფიქრებულხარ? - აი ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი. ნიკა კალანდაძე. ადამიანი რომელიც აქამდე არასდროს მიხსენებია და ადამიანი, რომელიც ამ ჩემს მიერ აღქმულ სიყალბეში ყველაზე მნიშვნელოვანი „ტყუილია“ . მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, ან ვიყავი იმაში რომ ნიკასაც ჩემი ტრანსფორმაცია შეუყვარდა, მასთან ერთად ყოფნა მაინც ყველაფერს მერჩივნა. ის იყო ყველაზე ახლობელი ჩემთვის. ადამიანი, რომელიც შეიძლება წამეშალა იურიდიულად, მაგრამ ფიზიკურად მაინც ჩემში დარჩებოდა. არ ვიცი რატომ, არ ვიცი რა იყო ამის მიზეზი. იქნებ ის თბილი მზერა და თითქოს შეუმჩნეველი, მაგრამ ჩემთვის მაინც შესამჩნეი ღიმილი, რომელსაც ნიკა ჩემთვის, ჯერ კიდევ ტრანსფორმაციამდე იმეტებდა. ან ის პირდაპირი მოთხოვნა გავმხდარიყავი მისი მეგობარ, მას შემდეგ რაც ჩემს ნაჭუჭს თვი დავაღწიე. შეიძლება არც უნდა ვაღიარებდე, მაგრამ ნიკა ძვირფასია ჩემთვის. ისაა ადამიანი ვისთანაც ცარიელი არ ვარ. ისაა ადამიანი ვისთანაც ვცოცხლდები, არა მხოლოდ აბსტრაქტულად, როგორც ეს გიორგის შემთხვევაშია, არამედ ფიზიკურადაც ვცოცხლდები. ესაა ადამიანი, ვის შემთხვევაშიც, ჩემი სურვილის მივხედავად, საკუთარ თვს ვეწინააღმდეგები და ყოველდღე ვებრძვი, რათა სამუდამოდ დავტოვო ნიკა ჩემთან...
• ნიკა ვინ ვარ მე შენთვის? - დაუფიქრებლად ვკითხე, მაგრამ მის პასუხს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ექნებოდა.
• შენ ჩემთვის ხარ გოგო, რომელსაც ძალიან ახლოს ვგრძნობ, მას შემდეგ რაც გავიცანი. გოგო რომელიც ჩემი ნაწილია და არც კი ვიცი რატომ...
ამ ამბავში ადამიანებმა ბევრი მნიშვენელოვანი რამ არ ვიცით, ან ბევრი მნიშვნელოვანი რამის მიზეზი. ნიკამ არ იცი რატომ ვარ მე მისთვის ის რაც ვარ. მე არ ვიცი რატომაა გიორგი ჩემთვის ის რაც არის... მე არ ვიცი ვინ ვარ ჩემი მეგობრებისთვის და საერთოდაც არ ვიცი ვინ არიან ჩემი მეგობარები.
• კარგი წავიდეთ, გაკვეთილი იწყება.
• წავიდეთ. - გამიღიმე და ხელი მხარზე გადამხვია, თან თავისკენ მიმიზიდა.
ბიოლოგია გვქონდა. დღეს მერთან ჩემს გვერდით ნიკა დაჯდა. საერთოდაც ყველაზე ხშირად ნიკა ჯდებოდა ხოლმე, თუ ვინმე არ დაასწრებდა. ჩემს გვერდით ნიკა იჯდა, ჩემს უკან კი ის. ჩემი საოცრება, ჩემი გაოცება... ადამიანი რომელსაც თითქმის არ ვიცნობდი, მაგრამ ახლობლად ვგრძნობდი, ხო ვგრძნობდი. არ მიმაჩნდა, არც ვთვლიდი, არც ვიცოდი ვინ იყო ის ჩემთვის, უბრალოდ ვგრძნობდი.
(გაგრძელება იქნება)



......................


აბა ჩემო კარგებო, იმედია მომიწონებთ დღევანდელ თავს

ველი შეფასებებს და იცოდეთ თქვენი თითოეული კომენტარი ძალიან მახარებს



№1  offline წევრი natia-natia

რათქმაუნდა კარგია

 


№2  offline წევრი natia_888

natia-natia
რათქმაუნდა კარგია

დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent