უსიყვარულოდ [6]
ადილით ჩემი და ნიკას სტილისტმა გამაღვიძა: -ალო,ალო გაიღვიძეეეეეეეეეე.. ხუთ ხუთში მზად იყავით, მანქანა გამოგივლით და გადაღებებზე მოგიყვანთ. -რაა? ჯერ ხომ დილის ცხრა საათია (მე) -საქმემ დრო არ იცის(მითხრა და გამითიშა) "საქმემ დრო არ იცის" გავაჯავრე და წუწუნით ავდექი ლოგინიდან, ძალიან მეძინებოდა ამიტომ მხოლოდ წყალი გადავივლე, ღია ფერის ოდნავ დახეული შარვალი, თეთრი ტოპი, და კედები ჩავიცვი. ტელეფონი ავიღე და ბებოს დავურეკე, თან კარები გამოვიხურე. ჰოლში რომ ჩავედი ნიკა იქ არ იყო,ამიტომ დავურეკე: -ნიკაა, სად ხარ, წუთი წუთზე მანქანა მოვა და გადაღებები გვაქ (მე) -შენს უკან ვდგავარ (ნიკა) შევბრუნდი და მომღიმარი ნიკა დავინახე, ორი ჭიქა ყავით ხელში. -გთხოვ მითხარი რომ ერთი ჩემთვისაა (მე) -რა თქმა უნდა, ვიცოდი ასეთი სახე რომ გექნებოდა და წინასწარ გიყიდე (ნიკა) -ხომ გითხარი ჩემი მაშველი ხარ თქო (მე) აი მოვიდა მანქანა ორივე მანქანში ჩავსხედით და სადღაც ჩვენთვის უცნობ ადგილას წაგვიყვანეს,რომელსაც "იმპერატორის სასახლეს"უწოდებენ,ჩემთვის კი ერთი ჩვეუკებრივი სამკუთხედებიანი შენობა იყო. იქ მისულებს პატარა საგრიმიორო დაგვხდა, სადაც წამებში გამოგვაწყვეს და ზუსტად 7 წუთში ფოტოგრაფმა დაიძახა: -ელენე დავიწყეთ ფოტოსესია. ამიტომ მეც ჩემთვის ჩვეული "პოზები" მივიღე, რომელიც არც ისე დასაწუნია. დაახლოებით საათ ნახევრის მერე როდესაც ჩემი "პოზების" მარაგი მესამეჯერ ამოიწურა, ფოტოგრაფმა დაიძახა: -გადაღებულია. ისეთი შვება იყო ჩემთვის გეგონება ლოდი მომხსნეს ზურგიდანო. -დღეს საღამოს ერთი წვეულება დაგვრჩა და ხვალ ვისვენებთ.(ნიკა) -ღმერთო ჯერ არ დაგვიწყია უკვე დავიღალე (მე) -ჯერ სად ხარ, მძინარე მზთუნახავო. (ნიკა) კაი კაი, ბოდიში , ისეთ სახეს ნუ იღებ რომ მგონია მომკლავ. -თუ კიდევ ერთხელ მეტყვი ეგრე მართლა მოგკლავ (მე) -ბოდიში მძინარე მზეთუნახავო, (მითხრა და გაიქცა, მეც ცოფიანი ძაღლივით გავეკიდე, მთელი სასახლე მომარბენინა, ბოლოს უკვე რომ დავიღალე ვიღაცის ხმა გავიგონე უკნიდან : - ესეთი კარგი სურათები დიდი ხანია არ გამომსვლია -ბატონო? (გავიკვირვე როდესაც სული მოვითქვი) -ძალიან კარგი იდეა იყო გაქცევა, ამით იაპონელი ქალების სტერეოტიპები დაარღვიეთ... ისეთი დაღლილი ვიყავი რომ შუა ლაპარაკისას წამოვედი, ისე რომ არაფერი მითქვამს ფოტოგრაგისთვის. როგორც იქნა კიმონო გამხადეს და თავისუფლად სუნთქვა შევძელი, ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი, მაგრამ მაიკაჟი არ მომაშორეს, ისევე უცბად ჩაგვსვეს მანქანაში და სასტუმროში დაგვაბრუნეს. ძალიან დაღლილები ვიყავით, ამიტომ ჩვენ ჩვენ ოთახში შევედით, ბებიას ველაპარაკე, მოვუყევი როგორ იყო ყველაფერი, ნიკაზეც მოვუყევი, ისიც ვუთხარი მთელი სასახლე როგორ მარბენინებდა ენა გადმოგდებულს და ამ დროს რომ თურმე სურათებს გვიღებდნენ. ბებოს ნანახიც არ ყავდა ნიკა რომ უკვე მოსწონდა, მე კიდე საკუთარ თავს ვარწმუნებდი რომ, ეერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო და არაფერი განსაკუთრებული. ტელეფონზე მესიჯი მომივიდა : თქვენ ნიკა ერბელიანმა მოგნიშნათ სურათზე. "რა სურათზე" ? პირველივე კითხვა რაც ჩემს გონებაში დაიბადა. ეგრევე FB-ზე შევედი და ჩემი და ნიკას სურათი იყო სადაც ვპოზირებდით, ძალიან კარგი სურათი იყო და ეგრევე გადმოვწერე კომპიუტერში. შემდეგ კი სურათზე ნიკას კომენტარი წავიკითხე : "ჩვენი პირველი სურათი ^_^ <3 " "ძალიან მომწონს ეს სურათი" (მე) რამდენიმე წუთში კი კარებზე კაკუნია: - მოგეწონა? (ნიკა) -კიიი თან ძალიან (მე) კი მაგრამ ესე სწრაფად როგორ ჩაიგდე ეს სურათI ხელში ? -ოო ეგ საიდუმლოა (ნიკა) -მითხარი გთხოოოოვ ( ვუთხარი ნიკას და ლეკვის სახით შევხედე) - ოოო ღმერთო, ოღონდ ლეკვის სახე არა, ოო ჯანდაბა, კარგი გეტყვი. ასე ვთქვათ გარიგება დავდე ფოტოგრაფთან, ის ერთ-ერთ კარგ სურათს დამიმუშავებდა ძალიან სწრაფად და გამომიგზავნიდა, მე კიდე ძალიან კარგ გარემოს შევუქმნიდი გადასაღებად. (ნიკა) -ოხ შენ მაიმუნო (ვუთხარი და მერე მივხვდი, რატომ მარბენინა ამდენი ამ ვაჟბატონმა) ნიკას გაეცინა შემდეგ კი მითხრა: -არ გინდა პატარა ექსკურსია მოვაწყოთ ტოკიოში? - ჩემს ფიქრებს კითხულობ? (მე) - ეგ ჩემი ერთ-ერთი ნიჭია სხვა დანარჩენებიდან (ნიკა) - სხვა შესაძლებლობებიც გაქვს? (მე) -დიახ (ნიკა) -მაგალითად ? (მე) -მაგალითად, ძალიან მალე შემიძლია შეგაყვარო თავი (ნიკა) -ვერ შეძლებ (მე) -გინდა დავნიძლავდეთ (ნიკა) -მოდი, რაზე გინდა (მე) -თუ წააგებ ერთი კოცნა, თუ მოიგებ შეგილია სახეში გამარტყა -კარგი (დავთანხმდი ამაყად, იმის იმედით რომ მოვიგებდი, მაგრამ ამის არ მჯეროდა და სხვათაშორის არც ნიკას) -ძალიან კარგი, ახლა კი დავიწყოთ ჩვენი ექსკურსია (მითხრა, ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა) -არ გამიშვებ ხელს? (მე) -ესეც კომფორტულად ვარ (ნიკა) - იცი გოგოების უმრავლესობამ იცის ბიჭების სუსტი ადგილი, ამიტომ სანამ რამე გეტკინა შეგილია შენი ნებით გამიშვა ხელი. (მე) -არასოდეს (მითხრა და ტუჩებზე დამეწაფა) მეც წინააღმდეგობა არ გავუწიე და მის მკლავებში მოვექციე. ბოლოს კი ვუთხარი: -შენ ნიძლავი დაარღვიე (მე) -არ დამირღვევია, შენ უკვე გიყვარვარ (ნიკა) --------------------------------------------------------------------- ჩემო ალპენ გოლდებო როგორ ხართ? დიდი ბოდიშით ამ პაწაწუნა თავისთვის, მაგრამ გარწმუნებთ მთელი ემოციებით და მონდომებით ვწერდი ძალიან ძალიან მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.