შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსამსახურის ქალიშვილი.[9]


24-02-2016, 02:34
ავტორი Nina))
ნანახია 6 466

ნერვიულობისგან ლამის ტირილი დაეწყო, არც იცოდა რომელზე ენერვიულა ჯერ,იმაზე რომ ლუკას მშობლებს ძალიან მალე შეხვდებოდა თუ,იმაზე რომ მამა გამოუჩნდა,ფიქრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და სრულ ქაოსს ქმნიდნენ მის თავში.. ქვევით დალაგებული აზრები ზევითკენ მიიწევდნენ,ხოლო ზევით დალაგებულნი კი -პირიქით.. სრული არეულობა სუფევდა მის თავში და მიუხედავად იმისა რომ მათმა მშობლებმა არაფერი იცოდნენ ლუკაზე და ამ ბოლო დროს მის შესახებ დატრიალებულ ცვლილებებზე,გოგონა მაინც შიშობდა,თან არც უნდოდა რაიმე ისეთი ეთქვა რომ შემდგომში ეს წინ ცუდად დასდგომოდა,საბოლოოდ ღრმად ჩაისუნთქა და თავს შთააგონა რომ გულწრფელი ყოფილიყო,გაეცა ყველაფერზე გულიდან ამომავალი პასუხები,იქვე სავარძლის კიდესთან ჩამოჯდა დაკაბის ბოლოები მუჭში მოიქცია,ისე როგორც პირველი კლასელი იქცევა ხოლმე ნერვიულობისას,რაც შეეძლო მშვიდი ღიმილით გაუღიმა მის წინ მჯდომ ქალბატონს,მაია მიუხედავად იმისა რომ ნანერვიულებული იყო გუშინდელი საღამოთი და ეს ყოველივე დღეს მის სახეს დაღლილობის ეფექტს უსვამდა ხაზს,იგი მაინც იჯდა გოგონას წინაშე და თბილი თვალებით უყურებდა,გოგონა მიხვდა რომ არ იყო ეს ქალი ცუდი გუნების ადამიანი და ცოტათი მოეშვა,ნერვიულობა და დაძაბულობა სწორედ მაშინ გაუქრა,როდესაც ქალის პირველი წინადადება გაიგონა

-გამარჯობა,შვილო,მართლაც ძალიან ლამაზი ყოფილხარ..-მარიას ქათინაურზე უფრო მეტად ესიამოვნა სიტყვა: "შილო" რომელიც მისთვის ახლა ბევრ აღაცას ნიშნავდა,თუმცა ეს ყველაფერი იმას არ წყვეტდა რომ მაია თანახმა იქნებოდა ლუკასი და მარიას ურთიერთობის,ცოტა გულიც კი ეტკინა,ვაი თუ ამ ქალს იმედი გაუცრუა
-გამარჯობა,ძალიან დიდი მადლობა,თქვენც ძალიან ელეგანტური ქალბატონი ბრძანდებით..-ეცადა დაბნეულობა დაემალა და ქათიანურზე ქათინაურითვე ეპასუხნა..
-თია ძალიან ბევრს მიყვებოდა შენზე...-საუბარი ისე განაგრძეს თითქოს დიდი ხნის ნაცნობები და მეგობრები ყოფილიყვნენ,ყოველ ახალ წინადადებაზე უფრო და უფრო ახლოვდებოდნენ და რაღაც ამოუცნობი ძაფი იმბმებოდა მათ შორის,აღმოჩნდა რომ მაიას დაჟინებული მოთხოვნით მოიყვანა თიამ მარია მათთან … ერთადერთი პრობლემა მაშინ შეიქმნა,როდესაც ოთხაში გაბრაზებული ზურაბი შემოვარდა,მიუხედავად იმისა რომ სტუმარი ჰყავდათ არ შეიმჩნია და გამწარებულმა დაიწყო საუბარი

-კიდევ კარგად გადავრჩით,იმდენი ვესაუბრე მამუკას რომ დაგვთანხმებოდა,იმდენი ვესაუბრე... ყოველ ჯერზე რატომ ცდილობს,ლუკა ჩემი სიამაყის გადათელვას?! -არც შეუმჩნევია გოგონა
-ზურაბ,იქნებ ამაზე შემდეგ გვესაუბრა? ვერ ხედავ,სტუმარი გვყავს..-უხერხულად ჩაიღიმა მაიამ და სიტუაციის განმუხტვას ეცადა - ის თიას ქალიშვილია..
-მაპატიე,გამარჯობა-ხელი გაუწოდა ზურაბმა გოგონას და მარიამაც მყისვე შეაგება თავისი სუსტი მტევნები,უხერხულად გაუღიმა და მიესალმა
-გამარჯობა,არაფერია..-მხრები აიჩეჩა და კვლავ დაიკავა კუთვნილი ადგილი,გაგიკვირდებათ,მაგრამ ეს მაღალი ფენისა და დაბალი ფენის ადამიანები ისე გათანაბრდნენ და ისე გადაეშვნენ ოჯახურ იდილიაში,რომ ვინმეს ცალი თვალით რო შეეხედა კარგა ხანს ჩაფიქრდებოდა,შემდეგ კი აღშფოთებული წამოიძახებდა:
"ღმერთო ჩემო,რა ბზიკმა უკბინა ბატონ ერისთავსო..."
ასე იყო თუ ისე,ძალიან თბილად და მშვიდად ჩაიარა ერისთავების ოჯახის გაცნობამ და სახლში დამშვიდებულნი დაბრუნდნენ დედა-შვილი..

-კარგი ხალხია არა?-ჩაეკითხა დაღლილი დედა,როდესაც სავარძელზე საბოლოოდ ჩამოჯდა
-ჰო,კარგი ხალხია,განსაკუთრებით მაია მომეწონა,მიუხედავად ამდენი ძალაუფლებისა ის ძალიან უბრალო და სადა ქალი.
-ჰო,მართალი ხარ,არ არის ამპარტავანი-კვერი დაუკრა დედამ და მონატრებულ შვილს ხელახლა ჩაუკოცნა ლოყები- როგორ არ მინდა რომ წახვიდე ძვირფასო,მაგრამ მერწმუნე ასე აჯობებს,დროებით მაინც..
-არა,დედა,გთხოვ არ დაიწყო,საერთოდ არანაირი პრეტენზია არ მაქვს,სოფელში ისედაც უნდა წავსულიყავი,ამ დროს კი სათანადოდ გამოვიყენებ-გაუღიმა დედას,ამით დამშვიდებას ეცადა მისას,თუმცა ნაღველი დედის სახეს არა და არ ტოვებდა,ბოლოს ლოყებზე ხელი მოკიდა და ისე დაუჭმეხა,როგორც პატარაობისას,თიას კი ამგვარ ქმედებაზე გაეღიმა
-საერთოდ არ შეცვლილხარ,მარია,საერთოდ.-გაუღიმა გოგონას და გულში ჩაიკრა
-არც არასდროს შევიცვლები,დე..
-მიდი,შვილო,დაწექი,ახლა გვიანარი,ალბათ დაიღლებოდი და საერთოდ ტკბილად ძილს მონატრებული იქნები,შენი დათუნია აიღე და შენი ოთახისკენ გასწიე-გაუღიმა ქალიშვილს
-ძილინებისა დე..-ძილინებისა უსურვა დედას და სანამ დედამ არ დალოდა,მანამ ნაბიჯიც არ გადაუდგამს თავისი ოთახისკენ,
-უფალი გფარავდეს,ძვირფასო,ძილინებისა..-ახლა კი გაიხურა ოთახის კარები და ეგრევე ელას დაურეკა

-გეძინა?
-მეძინა? მთელი საათია მივჩერებივარ უსულო საგანს და ველი როდის აწკრიალდება და როდის დამირეკავ!
-ოჰ,მაპატიე,ძვირფასო,როგორც მოვიცალე ისე გირეკავ,გამიზნული ქმედება არ იყო-თავის მართლებას მოჰყვა გოგონა
-თავის მართლებას გირჩევ სწრაფად დაიწყო ყველაფრის მოყოლა
-ელა,იცი რა კარგი ხალხია? ვერც დაიჯერებ
-ნუ,რა თქმა უნდა,რასაც იქ შევესწარი...
-ასე ზედაპირულად არ მიუდგე,წარმოიდგინე ყველა საგონებელში ჩავარდებოდა,როდესაც ასეთ რამეს გადაიტანდნენ
-ახლა წესით ლუკას უნდა იცავდე-იხუმრა გოგონამ
-ლუკას რატომ? ან ვინმეს დაცვა რა შუაშია? უბრალოდ აღვნიშნე რომ საოცრად თბილი ხალხია-იწყინა გოგომ
-კარგი,ჰო,დამშვიდდი,მეც ვხვდები რომ კარგი ხალხი იქნებიან..-გამოასწორა ელამ-ანუ კარგად მიგიღეს?
-ძალიან თბილად,ზურაბი ისეთი მშვიდი და გაწონასწორებულია.. ნეტავ მეც მყოლოდა ასეთი მამა...
-შენ სამაგიეროდ უფალმა ისეთი თბილი,მზრუნველი და მოსიყვარულე დედა გაჩუქა,რომ მასეთებზე ვერც იოცნებებენ..
-მართალი ხარ.-დაეთანხმა დაქალს და კიდევ დიდ ხანს განაგრძობდნენ ჭორაობას,მაგრამ ლუკას ზარი შემოვიდა ტელეფონზე
-ძვირფასო,უნდა გაგითიშო,ლუკა მირეკავს,ხვალ ისევ შეგეხმიანები
-დროებით,ძილინებისა.
-ძილინებისა..-ტელეფონი გაუთიშა და ლუკას უპასუხა

-გისმენ,ლუკა.
-უბრალოდ მინდოდა ძილინებისა მესურვა...-გული გაუთბა მამაკაცის ამგვარ ქცევაზე და მთელს ორგანიზმში რაღაც სასიამოვნო ჰორმონებმა გაიარეს...
-ძილინებისა,ლუკა..-თბილი ხმით უპასუხა მარიამ
-ძილინებისა,მარია..-შემდეგ ტელეფონი გაუთიშა მამაკაცმა,მიუხედავად ათასგვარი ფიქრებისა,რომელიც მარიას გონებაში უტრიალებდა და ადრე არაფრით აძინებდა,ახლა ლუკას სიტყვებმა ყველაფერი რადიკალურად შეცვალეს და ტკბილ ძილს მიეცა გოგონა...ასე უკვე მეორე დღეა ხდება და ეს ყველაფერი ძალიანაც მოსწონს...

შუა დღეს გამოეღვიძა,როგორც იქნა ერთ კვირიანი ტანჯვის შემდეგ ტკბილად იძინა და ძილს მიეცა შუა დღემდე,ტუმბოზე წერილი დახვდა,დედის ხელწერა იცნო და ჩაეღიმა,როგორც ჩანს კვლავ განაგრძობს მის ჩვევებს,თუმცა იმ დონეზეა გოგონა შეჩვეული რომ საერთოდ არ აქვს სურვილი შეცვლისა..

"იმედია უჩემოდ არ წახვალ,თან გასაღები მაქვს,გამომიარე."

გოგონა ასეც აპირებდა მოქცევას,ჯერ იბანავა,შემდეგ თავი მოიწესრიგა,თხელი ჯინსები და უბრალო შავი მაისური ჩაიცვა,ბოტასები ამოიცვა,ქერა თმა უწესრიგოდ მიმოიყარა მხრებზე და ჩემოდანი განაახლა,ვინაიდან და რადგანაც იქ უკვე ამ ტანსაცმლების ნახევარიც კი არ გამოდგებოდა,სანამ ჩემოდანს განაახლებდა,მანამ ორი საათიც მოახლოვდა და როგორც ახსოვდა ავტობუსი ოთხის ნახევარზე გადიოდა,ამიტომ სასწრაფოდ ჩავიდა ქვევით და ტაქსს ხელი დაუქნია,მამაკაცმა თავაზიანად გაუწოდა დახმარების ხელი და ჩემოდანი საბარგულში მოათავსა,როდესაც ერისთავების სახლს მიუახლოვდნენ მარიამ ტაქსის მძღოლს სთხოვა დალოდებოდა
-ხუთ წუთში გამოვალ
-როგორც გენებოთ,ქალბატონო..-გოგონას ესიამოვნა თავაზიანი მიმართვა და კიდევ ერთხლ დარწმუნდა იმაში რომ ამ ქვეყნად ჯერ კიდევ არსებობდნენ კულტურული ადამიანები,სწრაფად შეირბინა დედასთან

-დე,მოვედი,მაგრამ მეჩქარება,გარეთ ტაქსი მელოდება.
-კარგი,შვილო,მოიცა,ესეც გასაღები,ესეც ფული,იქვე გზად მაღაზია შეგხვდება და ყველაფერი იყიდე იცოდე,საკვები რაც შეიძლება კალორიული,იცოდე ბევრი ჭამე თორემ ეს ერთი კვირა დაგტოვე მარტო და უკვე დასუსტებულხარ-როგორც იქნა მორჩა თია ნოტაციების კითხვას და ახლა ნატომ დაიწყო,თუ რა უნდა გაეკეთებია,როდესაც შეეშინდებოდა ან მარტო იგრძნობდა თავს, საიდანღაც ქალბატონი ერისთავი გამოჩნდა და მან იხსნა იგი ამ ყველაფრისგან
-კარგი რა,ნატო,ისე ამბობ თითქოს მარია პატარა ბავშვი იყოს,უკვე შეეგუეთ იმ აზრს რომ ეს გოგო გაიზარდა და თავის თავზე გახდა დამოკიდებული,მან კარგად იცის რაც უნდა გააკეთოს.-მხარი აუბა გოგონას და თან თვალი ჩაუკრა,თავისუფალი ხარ ამათ მე მივხედავო,გოგონა გადაეხვია ახალ მეგობარს და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ტაქსისკენ...


-ელა,რომ იცოდე როგორი დაღლილი ვარ..
-ჩახვედი?
-კი და ყველაფერი დავალაგე,ძლივს ამოვისუნთქე,ისეთი დამტვერილი იყო ყველაფერი..
-დავიჯერო ბიბლიოთეკა ასე სწრაფად დაალაგე?-გოგონას გაოცებული ხმის ტემბრი გაისმა ტელეფონში
-არა,არა,ის საღამოსთვის მოვიტოვე,ცოტა რომ არ შემესვენა ალბათ ქანცი გამწყდებოდა-სიცილით უპასუხა გოგონამ
-ჰო,ლუკა არ შეგხმიანებია?
-არა,მთელი დღის მანძილზე ერთხელაც არ დაურეკავს და არც მოუწერია..-გაბზარული ხმით უპასუხა გოგონამ
-ალბათ დაკავებულია..
-ჰო,ალბათ..-ხმის ტემბრი არ შეცვლია მარიას,მერე გოგონას დაემშვიდობა და ახლა ბიბლიოთეკის დალაგებას შეუდგა...


888
-თია,დღეს განსაკუთრებული სტუმარი გვეყოლება,შენთვის განსაკუთრებული კერძი გააკეთე და იმით გაგვიმასპინძლდი,თან შენებური საოცარი ჩაიც შემოგვთავაზე-მეგობრულად დაუსვა ქალბატონმა ერისთავმა მხარზე ხელი
-ჰო,ნამცხვარიც არ დაავიწყდეს,ძვირფასო,გადაეცი,ხომ იცი როგორ ვარ შეყვარებული მის ნამცხვარზე-მეორე ოთახიდან ქათინაური ესროლა ზურაბმა თიას,ქალმა კი ანაზდად შეიფერა,მეყსეულად წამოუწითლდა ღაწვები..
-აუცილებლად,ქალბატონო,ყველაფერს საუცხოოდ გავაკეთებ..
-ეჭვიც არ მეპარება,თია.-გაუღიმა ერისთავმა და სამზარეულო დინჯი ნაბიჯებით დატოვა

-ზურაბ,რა მახარებს იცი?-დაიწყო მეუღლის გვერდით მჯდარმა მაიამ
-რა?-გაზეთი განზე გადადო მამაკაცმა და გულისყურით მიაჩერდა
-ის რომ ლუკა როგორც იქნა დასერიოზულდა,როგორც იქნა საქმეს ისე მოკიდა ხელი,როგორც საჭიროა,აღსანიშნავია ის რომ ამ ყველაფერს ბექას გარეშე აკეთებს,დამოუკიდებლად...
-მეც ძალიან მიხარია,მაგრამ თან მაწუხებს,მაია ეს ფაქტი..-გულისნადები გაუმხილა მამაკაცმა ცოლს,ცოლმა კი ერთხანს გაიოცა
-რატომ?
-მისი უეცარი ცვლილება მაშინებს,რა დაემართა ვითომ?
-ზურაბ,ნეტა იცოდე როგორ შემაშინე,დაღვინდა და ეს არის ამ ყველაფრის მიზეზი,შენ არ ამბობდი კაცად მინდა ვიხილოო?
-ხო,მე ვამბობდი-თავისი საიტყვებით თვითონვე გაკვირვებული დარჩა ზურაბი
-ნეტავ შენც რაა,ზურაბ-გაუწყრა ცოლი- ისიც არ იცი რა გინდა,უბრალოდ იმდენად უჩვეულოა ეს ყველაფერი ჩვენთვის რომ ვშიშობთ,მაგრამ მე ვფიქრობ რომ ლუკას ცხოვრებაში ვიღაც გამოჩნდა-ზურაბმა ეჭვის თვალით გადახედა ცოლს
-რაიმე იცი,მაია, და მიმალავ?-ცალი თვალი მოჭუტა მამაკაცმა
-არა,ზურაბ,როდესმე შენთვის რამე დამიმალავს?-იწყინა ცოლმა
-არა,უბრალოდ,ხომ იცი,შენ უფრო ახლოს ხარ ლუკასთან ვიდრე მე...-ახსნა თავისი სიტყვები ზურაბმა
-ამ საკითში ალბათ მე ურო შორს ვარ მისგან,ვიდრე შენ-გაუღიმა მამაკაცს- მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ლუკას ამ უეცარ დაღვინებას სხვა ახსნას ვერ მოვუძებნით,მე დედა ვარ ზურაბ და შვილის სხვანაირად აციმციმებულ თვალებს ვამჩნევ,თქვენ მამები ამ ყველაფერს დიდ არსებით მნიშვნელობას არ ანიჭებთ და სწორედ ამითი გამოვირჩევით ჩვენ თქვენგან-განუმარტა სიტუაცია ქალმა და მათ საუბარში რამდენიმე საათიც გავიდა,კარზე ზარი გაისმა და ზურაბი ფეხზე წამოდგა
-ალბათ,მამუკა მოვიდა,წავალ მე გავუღებ კარს-გზად წასული თია შეაჩერა და თვითონ წავიდა კარის გასაღებად,სანამ კარს გააღებდა თიას უთხრა - შენ სამზარეულოს მიხედე.
როდესაც კარი გააღო მის წინ მართლაც რომ მამუკა იდგა ძველი წითელი ღვინით ხელში,მამაკაცმა გაუღიმა,შემდეგ ღვინო გამოართვა,ხოლო შემდეგ კი გადაკოცნა და სახლში შემოიპატიჟა.
ცოტა ხანს საუბრობდნენ ოთახში და რაღაც თემებს განიხილავდნენ,ყველაფერი მშვიდად მიდიოდა მანამ,სანამ თია არ შემოვიდა ოთახში სინით ხელში,ჩაით სავსე ლანგარი კინაღამ ხელიდან გაუვარდა,როდესაც ნაცნობი სახე დაინახა ოთახში და ანაზდად გაქვავდა ერთ ადგილას,მათი თვალები ერთმანეთზე შეჩერდნენ და თითქოს ხმაჩავარდნილებმა თვალებით დაამყარეს ერთმანეთში კონტაქტი,ყველაფერი გაქრა მათ ირგვლივ და მხოლოდ ორი ადამიანი დარჩა,რომელსაც ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერი რამ,შვილი აკავშირებდათ,მამუკა უყურებდა მონატრებულ შავ თვალებს და ცდილობდა ის ცეცხლი და ის გრძნობა დაენახა,რომელიც ასე კარგად შეენიღბა თიას,ქალიც აკვირდებოდა მონატრებულ ლურჯ თვალებს და ხვდებოდა რომ თანდათან ყველა ტკივილი უქრებოდა,ტკივილის ნაცვლად ერთი დიდი სიცარიელე იკავებდა ადგილს,რომელსაც მამუკას სახელი ერქვა,მიუხედავად იმ ყველა ტკივილისა,დაბრკოლებისა და დამცირებისა მას კვლავინდებურად უყვარდა მამაკაცი,კვლავინდებურად ჩერდებოდა სამყარო მის გარშემო და კვლავინდებურად თრთოდა სხეული მისი სიახლოვისას,ამას მისი აკანკალებული ხელებიც მოწმობდნენ,რომლიდანაც ლამისიყო გავარდნილიყო ლანგარი,თითქოს მაია რაღაცას მიუხვდა თიას და ფეხზე წამოდგა,შემდეგ ხელი შეაშველა და ლანგარი გამოართვა,ქმარს გაუკვირდა ცოლის ამგვარი ქცევა,თუმცა არაფერი უთქვამს,გადაწყვიტა ამაზე საღამოდ ესაუბრად,ამ ყველაფერზე მეტად იგი მამუკასა და თიას შორის დამყარებულმა მყარმა თვალების კონტაქტმა გააკვირვა,თითქოს ეს ორი აქამდეც შეხვედრიან ერთმანეთს...
თიას თავში ყველაფერი სხვანაირად ტრიალებდა,ერთადერთს რაც მის თავს ამ ეტაპზე მოუწოდებდა არ გატყდომა იყო,შეეძლო მომკვდარიყო,ოღონდ მის წინაშე არ გადმოსცვენოდა ამდენი ხნის ნაგროცრემლები,მაგრამ ხვდებოდა რომ მისმა სიახლოვემ თანდათან ბოლო მოუღო და მთელი ცხრამეტი წლის მანძილზე შეგროვილ ცრემლებს საშუალება მისცა ორგანიზმიდან გამოდევნილიყვნენ,ქალი იქვე მდგარ სკამს ჩაებღაუჭა რომ გული არ წასვლოდა და იქვე არ გაშოტილიყო,მამუკა ანაზდად წამოიჭრა ფეხზე და თავის ერთადერთ სიყვარულს ხელი შეაშველა,თიას არც უუკადრისია მამუკას ქცევა,პირიქით იმ ხელებს ჩაებღაუჭა,რომლისკენაც მისი სხეული ილტვოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და თითქოს ყველა ცხრამეტმა წელმა ერთბაშად გადაუწბინა თვალწინ და ყველა ტკივილი მისმა ერთმა შეხებამ წამებში გააქრო მეხსიერებიდან,აღარც ის ნაოჭები ეტყობოდა ქალს სახეზე და აღარც ძველი იერი ჰქონდა შერჩენილი, მაიას თია უფრო ახალგაზრდად მოეჩვენა,მოეჩვენა რომ თითქოს ასაკიდან ოცი წელი მოაკლდა..
ალბათ ასეც იყო..
ალბათ ამ ძალამ ყველაფერი შეცვალა...
მერე წელში გაიმართა თია,მამუკამ თვალებით ანიშნა კვლავ: "კარგად ხარო?"-თიამაც თავი დაუქნია დასტურის ნიშნად,შემდეგ კი ბოდიშის მოხდით გაეცალა იქაურობას

-რა დაემართა?-ერთ ადგილას გახევებულმა ზურაბმა მხოლოდ ამ წინადადების წარმოთქმა შეძლო და შემდეგ აღარც უცდია იმ მრავლისმთქმელი დუმილის დარღვევა,რომელიც მეფობდა მათ შორის.
თია კი იჯდა სამზარეულოში და ჩუმად ქვითინებდა,ყრუდ იზმოდა მისი ზმუილი,მისი არაადამიაური ხმები,რომელსაც მთელი ცხრამეტი წლის მანძილზე ასე საგულდაგულოდ ინახავდა..
ერთიანად გატყდა ამაყი ქალბატონი და ძველმა თიამ დაიდო კვლავინდებურად ბინა მის სხეულში...


888
რამდენჯერაც არ უნდა შემოვიდეს ბიბლიოთეკაში,ყოველთვის ერთი და იმავე,ოღონდ ყოველ ჯერზე გამძაფრებული გრძნობები უტევს,ძალიან უყვარს ძველი წიგნების სუნი და მათზე კვლავ თვალის შევლება,მიუხედავად იმისა რომ აქ ძალიან იშვიათადაა,მას თითოეული წიგნი აქვს წანაკითხი და გაგიკვირდებათ,მაგრამ გეტყვით,რომ არა ერთჯერ,არამდენ მრავალჯერ... ორჯერ... სამჯერ... ოთხჯერ ან უფრო მეტჯერაც...
ყოველ ჯერზე კრძალვით ეკიდება ამ სიმდიდრეს და როდესაც მას გაწმენდს ხარბად ისუნთქავს ამ საგანძურის სურნელს,ამით კი ნეტარების მორევში ვარდება,დადიოდა იქეთ-აქეთ,ხან ერთ თაროს მიაწყდებოდა,ხან მეორეს და საგულდაგულოდ წმენდდა წიგნის ყდებს,იმდენად იყო გართული ამ ყველაფრით რომ ვერ შეამჩნია როგორ შემოვიდა ვიღაც სახლში და როგორ აღმოჩნდა ახლა მის უკან,რეალობას მაშინ დაუბრუნდა,როდესაც ხარზე შეხება იგრძნო და შიშისგან ერთი წამოჰკივლა,შემდეგ თვალდახუჭული მობრუნდა უკან და როდესაც ხელში ნაცნობი სახე შერჩა შვებით ამოისუნთქა
-ლუკა,შენ? როგორ შემაშინე-ერთ ხანს მძიმედ სუნთქავდა,მაგრამ მერე როდესაც გააცნობიერა რომ მის წინ რეალურად ის ლუკა იდგა,რომელიც წესით ახლა ბათუმში უნდა ყოფილიყო,რამდენჯერმე დაახამხამა თვალი და გაოცებული თვალებით მიაცერდა საბოლოოდ- მოიცა,ლუკა? - აღმოხდა აღტაცებულს და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა...


-----
იმედია მოგეწონათ,ჩემო ტკბილებო.
მადლობა რომ კითხულობთ.
მიყვარხართ.



№1  offline წევრი milangirl

აუ რა კაი თავი იყო, ემოციებით დახუნძლული.ტრადიციად მექცა ძილის წინ ამ ისტორიის წაკითხვა. ახლა ვიცი რომ ტკბილად დამეძინება. ძალიან მაგარი ხარ და ხვალ ველოდები ახალ ძალიან მაგარ თავს

 


№2  offline წევრი kiko

ძალიან ძალიან მაგარია ❤

 


№3  offline წევრი Pepper

კარგი იყო <3
ლუკას გამოჩენამ გამახარა ^^

 


№4  offline წევრი natia-natia

მაგარია ძაან

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu kaiaa malee dadee

 


№6 სტუმარი lililiiiiiiii

ეეე რა მაგარი გოგოო ხარრ აუუუ ნეტა ყველაფერი გამოსწორდეს ვოტაკკკ მაგარიხარ რა მოკლედდ გაგგრძელე რა მალე დადეე და დიდიი თავებიი ვიციი ბევრი რამე მოვინდომე მაგრამ :D .

 


№7  offline წევრი mani156

ძააან მაგარიიაა ^_^

 


№8  offline მოდერი Nina))

არასდროს მომბეზრდება გითხრათ რომ საუკეთესოები ხართ! ♥
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent