შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები?! ....(თავი 17)


24-02-2016, 15:14
ავტორი aleqsandra
ნანახია 4 807

ცხოვრება დაუნდობელია,ისე მწარედ გირტყამს სილას სახეში,რომ სისხლს გადენს და მოუშუშებელ იარას გამჩნევს სულზე,ამ ყოველივესთან ერთად ცხოვრება მოულოდნელობებითაცაა სავსეა, ოდესღაც შეუძლებლი,შესაძლოა ერთ დღეს შესაძლებელი გახდეს და ისეთი სურპრიზი მოგიწყოს,რომ გაგაოცოს.
განადგურებული მივედი აკოს სახლის კართან და კარზე დაკაკუნებას ვერ ვბედავდი,მეშინოდათქო რომ ვთქვა ტყუილი იქნება,ალბად უფრო მცხვენოდა ამ ყოველივეს შემდეგ მისთვის თვალებში ჩახევდის. განსაკუთრებით სიტვაციას ის ამძაფრებდა,რომ არცერთი ზარი არ დაფიქსირებულა ჩემს მობილურზე მისი ამ ხნის განმავლობაში. ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და ზარის კილაკს მივაჭირე თითი. რამდენიმე წუთის შემდეგ აკოს დედამ მაიამ გამიღო კარი,თვალები ძირს დავხარე და სირცხვილისგან ცეცხლი წამეკიდა. ქალბატონი მაია დუმდა,რამდენიმე წუთის შემდეგ კი მისი ხმა გავიგე.
-მაია შემოუშვი სახლში ნინო.მკაცრი და შეუვალი ხმის ტემბრით წარმოთქვამდა ამ სიტყვებს.
-კი,მაგრამ აკო.....გაეპასუხა უმალ ქ.ნ. მაია,მაგრამ აკომ ისე,რომ მისი სილუეტი არ დამინახავს გააწყვეტიია,სიტყვა.
-მაია,რაზე ვისაუბრეთ ჩვენ?! მე მას ველოდებოდი ასე,რომ.... მაია გამწარებული შევარდა სახლში და კარი ღიად დატოვა,გახევებული ვიდექი,არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,რა მეთქვა აკოსთის,მისი ოჯახისთვის,არ ვიცი რამდენხანს ვიდექი ასე უეცრად,აკოს სილუეტეი რომ გამოჩნდა. ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა,მეორეში კი სასმლით სავსე ბოკალი ეკავა,კარის კიდეს მიეყუდა და გამომცდელი თვალებით მიყურებდა,ბოლოს კი მითხრა:
-დიდხანს აპირებ მანდ დგომას?! შემოდი. იმდენად უცნაური ტონით მესაუბრებოდა,მთელს სხეულში ჟრუანტელი მივლიდა,სირცხვილის ვერ ვხვდებოდი მის ზრახვებს და ეს მზაფრავდა.
სახლში შევედი,მან შემასწრო და კაბინეტისკენ გამიძღვა უკან მივყვებოდი თავ აუწევლად.კაბინეტში,რომ შევედი აკო უკვე სავარძელში იყო მოკალათებული და სასმელს სვამდა. რომ დამინახა,კაბინეტში შესული,თვალით მანიშნა დაჯექიო.მეც უმალ დავემორჩილე მის სურვილს და მაგიდის წინ მდგომ სავარძელში ჩავეშვი. ორივე ვდუმდით თითქოს ერთმანეთის ჯიბრზე,მივხვდი,რომ საუბარი აქ მე უნდა დამეწყო,მე უნდა განმემარტა ყველაფერი,მაგრამ როგორ ეს არ ვიცოდი. კარგა ხნის დუმილის შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე და საუბარი დავიწყე.
-აკო,არ ვიცი როგორ რა გითხრა,როგორ აგიხსნა ეს სიტვაცია,არც ის ვიცი ბოდიში როგორ მოგიხადოო. მე....მე....მე.... ბლუკუნი დავიწყე და ცრემლებით გამევსო თვალები,მაგრამ წვეთიც არ გადმომივარდა,ხელებს ნერვიულად ვისრესდი,და თავი დახრილი მქონდა,ვერ მივხვდი როდის მომიახლოვდა აკო,ის ჩემი სკამის წინ იყო ჩამუხლული და მიყურებდა. უეცრად ამ ბლუკინის დროს ვიგრძენი,მისი ხელი ჩემს ტუჩებთან.
-ჩუუ! ნუ იმართლებ ჩემს წინაშე თავს და ნურაფერს ამიხსნი,მე ისედაც ყველაფერი ვიცი....ნუ იმდენი მაინც ვიცი რამდენიც საჭიროა ჩემთვის.
-აკო,შენ არაფერი არ იცი...ეს ყველაფერი...აქ უკვე თავი ვეღარ შევიკავე და ტრილი ამივარდა.
მე დღეს უკანასკენელ ქალად შემრაცხეს,დღეს ქუჩის ქალიც ვარ და ქურდიც. უნამუსოც და უკანასკნელი ც. დღეს მე სული მტკივა,სხეულთან ერთად,მე დღეს ჩემი ოჯახი,დედა,ძმა,მიშა ძია გავანადგურე,მაგრამ არანაკლებ შესაძ₾ოა მათზე ძლიერ გატკინე შენ,გაგთელე,კაცობა შეგილახე,შენი საცოლე,შენი საცოლე სხვა....სხვაა.....
-თავს რატომ იღლი და იტანაჯავ?! აკომ უცვლელი ტონით მითხრა და ცრემლიან ლოყაზე მომადო ხელი.
-აკო,მე შენ იმასც ვერ გაგიბედავ,ოდესმე პატიება გთხოვო......ეს...ეს... დაუშვებელია. ბოდიში ის სიტყვა არ არის რაც ამ სირცხვილის გრძნობას ოდნავ მაინც შეგიმსუბუქებს,მაგრამ გპირდები აქედან წავალ ფეხებში და არასდროს მოგედები,ვერასდროს მიხილავ,დრო გავა ვინმე კარგ გოგოს შეხვდები და ოჯახს შექმნი,ოჯახს რომლის ღირსიც ხარ....
-გაჩუმდი ნინო,გთხოვ.....ცრემლები ამომიწმინდა თვალებიდან ორივე ხელით და თვალებში ჩამხედა.
-იცი რა მიკვირს შენგან ნინო,ყველაფერში შენს თავს რომ იდანაშაულებ და რელური დამნაშავის სახელს რომ არ ასახელებ....მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა... ამ ფაქტების ხილვამ გული მომიკლა,პირდაპირ გეტყვი იმ წამს შენი მოკვლა მინდოდა...მაგრამ გავიდა ერთი საათი და მე ყველაფერი გავარკვიე...სანამ შენ აქ მოხვიდოდი მე მთელი ჩემი ოჯახობა შევკრიბე და ველაპარაკე,მაიაც ამიტომ შეგხვდა ასე მდუმარე,მაგრამ გულნატკენი.
მერე ცოტა ხანს დადუმდა და კვლავ განაგრძო.
თვალებში მიყურე და ახლა რასაც გეტყვი კარგად დაიმახსოვრე,იმდენად კარგად რომ სიკვდილის შემდეგაც გახსოვდეს. ყველაფერს გპატიობ,იმიტომ,რომ შენ მე საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ! საკუთარ თავს მირჩევნიხარ.....ასე არასდროს არავინ მყვარებია...შენი არსებობით ვსუნთქავ,შენით ვარსებობ! იმდენად ვარ შენით შეპყრობილი რომ ყველაფერს გპატიობ,თითეულ იმ ტალახს რომელიც შენგამო მე მესროლეს....თითეულ იმ კოცნას გპატიობ,რომელიც სიყვარულით აჩუქე ნაკაშიძეს,მსგავსი,რომ ჩემთვის არასდროს გიჩუქებია და შესაძლოა არც მაჩუქო.... აარავის აზრი არ მაინტერესებს იმიტომ,რომ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ და მინდა დაგერქვას „ჩემი“,მინდა ჩემად გიგულოოო. ჩემი ეს სიყვარული ყველაფერს გაუძ₾ებს და ამ სიყვარულის გამო ყველაფერს დავთმობ და გავუძლებ მეც!...მერე ოდნავ წამოიწია და შუბლზე მაკოცა. ცრემლების უწყვეტი ნაკადი მდიოდა,თურმე რამხელა სიყვარულს მალავდა,ამხელა დამცირებას მპატიობს ამ სიყვარულის გამო,მე დებილი კი მისდამი არაფერს ვგრძნობ პატივისცეის გარდა,ამის მეერთედი რომ მაინც ვყვარებოდი ნაკაშიძეს ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა....ოხ ისევ ნაკაშიძე,ასე გამთელა,ასე მატკინა და ისევ მასზე ვფიქრობ და ვაფარებ ხელს. როგორ მინდოდა აკო ისე მყვარებოდა როგორც ალექსი,ჩვენი სიყვარულის იმპერია გვექნებოდა მაშინ,მაგრამ.... ძალა მოვიკრიბე,სახეზე შევახე გაყინული ხელი,თვალებში ჩავხედე და არ ვიცი რამ გამაბედია,ისე ვკითხე.
-შენი სიყვარული იმდენად ძლიერია აკო,რომ აიტანო ისეთი ქალი შენს გვერდით რომელსაც სხვა მამაკაცი უყვარს მთელი არსებით?! დაჟინებით ვუყურებდი მის წაბლისფერთვალებს და დავინახე,როგორ აიმღვრა ისინი,როგორ აისახა მათში ტკივილი....
-მადლობელი ვარ რომ ეს მითხარი,გავიგე დღეს რომ ნაკაშიძე გიყვარდა მაგრამ რატომღაც მეგონა რომ ამ ყოველივეს არასდროს აღიარებდი...მიხარია რომ აღიარე და არ დამიმალე.....ჩემი სიყვარული იმხელააა,რომ ორივეს გვეყოფააა ჩემო ნინუცა! მერე ოდნავ შემახო ტუჩები ტუჩებზე.
მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე ნინო,მიუხედავად იმისა,რომ ასე მიყვარხარ,მეორედ მსგავს დამცირებას არასდროს გაპატიებ,არ მოგცემ უფლებას გადამაბიჯო,და არც იმის უფლებას რომ გამოვლენილად გიყვარდეს სხვა კაცი...მაგრამ სამწუხაროდ ვერასდროს დაგიშლი იმას რომ გიყვარდეს ის შენთვის გულში! ამ სიტყვების მერე თავი ჩაქინდრა,ნელა წამოვაწევიე და ცრემლი დავინახე,მისი თვალიდან გადმოსული.
-მე ამ პატიებას ვერ მივიღებ აკო,ვერა.....მე ამ ყოველივეს ღირსი არ ვარ! მე ვერ დავირქმევ სახელს შენი მეუღლისას,მე ხომ შენ გაგთელე...მეტ ჩირქს ვეღარ მოგცხებ! არ შემიძლია,არა....ეს დიდი სიყვარული მომკლავს და გამანადგურებს მე,შენი დიდი სიყვარული და ჩემი საკუთარი გრაციოზული სიყვარულიც ალექსისადმი,ვერ ვიცოცხლებ მე ასე! ვერ ვიქნები შენ გვერდით ისე,რომ მე ალექსი მიყვარდეს,ვერ გაკოცებ,იმის გარეშე რომ არ წარმოვიდგინოო,ვითომ ალექსი ხარ,შენ არ იცი როგორ მიყვარს მე ის...იცი რამდენი წელია რაც მიყვარს?! 4 წელია ამ გრძნობით ვიწვი,მტკივა და მეგლიჯება სული! შენ იმდენად სუფთა ადამიანი ხარ ვერ გაგაბინძურებ ამ ყოველივეთი ვერ შევძლებ! მას მე არასდროს ვყვარებივარ,მაგრამ მე ის იმდენად მიყვარს სიცოცხლესაც დავთმობ მისთვის,ეშმაკს მივყიდი სულს მისი ერთი კოცნისთვის.....ასეთი ცოლი გინდა შენ გვერდით?! ასეთი,რომელიც მუდამ სხვა მამაკაცზე იოცნებეს?! ოდესმე რომ მე ალექსის ცუდი გავიგო დაუფიქრებლად მოვიკლავ თავს,მე უმისოდ ისედაც მკვდარი ვარ,მაგრამ მაინც დავაბიჯებ ამ ქვეყანაზე....ჩემი ძმის და მამაჩემის მერე პირველად ვიგულე ვინმე ჩემს უგულო გულში,პირველად ვიგრძენი გვერდში დგომა ადამიანის. მან მე სიოცოცხლე მაჩუქა,ისევე როგორც დედამ! მისი სუნთქვა მიყვარს,მის გულის ცემაზე კი ვაფრენ.....
გთხოვ აკო,გემუდარები დამივიწყე,მკარი ხელი,ეგ გრძნობა ამოიგლიჯე გულიდან სანამ გვიანი არააა,გემუდარები,თუ გინდა დაგიჩოქებ და ისე გთხოვ პატიებას ამ ტკივილისგამო,მაგრამ ეს ყოველივე უნდა გცოდნოდა შენ...გგონია ეს ყველაფერი ალექსმა ან ვინმემ იცის?არაა,ზედმეტად ლაჩარი ვარ ამისთვის რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა ვაღიაროოო,მაგრამ ეს შენ უნდა გცოდნოდა,უნდა იცოდე როგორი ქალი გიყვარს....გევედრები დამივიწყე,მე ვერასდროს ვერ შევძლებ ცოლობა გაგიწიო და ამავდროულად ვიყო ღირსეული,მე ის სიკვდილის მერეც მეყვარება! ძირს დავარდი და გულამოსკვნილი ვტიროდი,ვტიროდი ჩემს უბედო თავზე,ვტიროდი ჩემს მწარე ტკივილიან ცხოვრებაზე.
აკომ წამომაყენა და თვალებში ჩამხედა ისევ.
-არ მაინტერესებს ვინ გიყვარს,მთავრი ისაა რომ მე მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე შენ წარმოგიდგენია ანდაც ვინმეს! გიყვარდეს ის,მაგრამ დრო გავა და მიხვდები რომ ის ამ სიყვარულის ღირსი არაა და ოდნავ მაინც თუ შემიყვარებ მე უბედნიერესი ვიქნები,ესეც მეყოფა მე შენგან....
-მე ისედაც დიდი ხანია რაც მივხვდი აკო,რომ ის ჩემი სიყვარულის ღირსი არაა....დანანებით და ტკივილით სავსემ ამოვთქვი სათქმელი და ჩანთას ჩავებღაუჭე.
-მერე?!...ამას თუ უკვე მიხდი დარწმუნებული ვარ ოდნავ მაინც შემიყვარებ უახლოეს მომავალში....მე ხვალინდელ ქორწილს არ ვაუქმებ...
-კი,მაგრამ აკოოო..... ვცადე სიტყვაში ჩავჩროდი,მაგრამ არ გამომივიდა.
-არავითარი „აკო“ ოდნავ მაინც თუ გსურს იყო ბედნიერი,ნურც შენ გააუქმებ,დავქორწინდეთ...ყველაფერი ახლი ხომ რთულად იწყება,მაგრამ კარგად მთავრდება,კიდევ ერთჯერ გიმეორებ ჩემი სიყვარული იმდენად დიდია ორივეს გვეყოფა! 5 წუთს გაძლევ მოსაფიქრებლად. მითხრა და ოთახი დატოვა.
ყველაფერზე ფიქრი მინდოდა,მაგრამ გონება იმდენად დაბინდული მქონდა ვერაფერზე ვფიქრობდი. ბოლოს ერთ დასკვნამდე მივედი და ჩემს თავთან ფიცი დავდე. „უშენოდ ცხორებას ვისწავლი ალექს“!.... აკომ კარი შემოაღო და სანამ რაიმეს მკითხავდა იქამდე ვაჯახე პასუხი.
-თანახმა ვარ! სიხარულისგან სახე აენთო და ხელები შემომხვია,ჰარში მაფრიალებდა და ყვიროდა რომ უბედნიერესი კაცი იყო და ამ ცაზე მეტად ვუყვარდი!...
*************** ************** ************* ************ *************
ალექსანდრე ნაკაშიძე განადგურებული იჯდა სახლში და ვისკის ჭიქაზე წრეებს ხაზავდა,თემო და დადა გაოცებულები უყურებდნენ. არცერთი კრინტს არ ძრავდა,მერე უეცრად ვისკის ჭიქა ისროლა და ნამსხვრევებად აქცია.
-არ შემიძლია ამ ყველაფერზე ფიქრი არაა! იღრიალა მთელი ხმით. არ შემიძლია წარმოვიდგინო,როგორ გახდება ის სხვისი ცოლი,მე კი სიმართლე დავმალო ვითომ მისი ბედნიერებისთვის არაა! ღრიალებდა და ამტვრევდა ნივთებს.
-რას ამბობ ამ ყველაფრის შემდევ იმ ვიღაცას ისევ მოჰყავს ნინუცა ცოლად?! თემოს გაოცებისგან თვალები გაფართოებული ჰქონდა.
-მოჰყავს ხო,მოჰყავს! ნინოს ძმა იყო მოსული,მეჩხუბა ნაგავი მიწოდა და მითხრა რომ აკოს მისი და იმდენად უყვარს ეს სირცხვილი აპატიაო და ქორწილი ხვალ შედგებაო! ცხოველივით სუნთქავდა ნაკაშიძე და ნაპერწკლებს ყრიდა.
-ხვალ ჯოჯოხეთი ელის კვლავ ნინუცას...როგორ მეცოდება ეს გოგო,ადრე რომ ვინმეს ეთქვა ასეთი ცხოვრება რეალურად ვინმეს აქვსოო,გავიცინებდი,მაგრამ ნინუცამ ყველა ეს შეხედულება დამინგრია,ასე როგორ შეიძლება ტკიოდეს ერთს,როგორ შეიძლება ბედი ასე მწარედ გეთამაშებოდეს?! და თან დაგცინოდეს?! დადა საუბრობდა და თან ეტყობოდა რომ ნინუცას ეს მდგომარეობა ძლიერ მიჰქონდა გულთან.
ალექს იქნებ აჯობებს სიმართლე უთხრა,უთხრა რისთვისაც მოიყვანე ის ცოლად,მალულად....უთხრა რომ ის შურისძიების გამო კი არაა,ის......
-არა დადა,ამ ყოველივეს არასდროს ვეტყვი მას,ის ამას ვერ გაიგებს.... მას მაინც სულ ეჯერება იმის რომ მე ის შურისძიების გამო მოვიყვანე ცოლად და არა იმისგამო რომ დავიცვა ის! თავი ხელებში ჩარგო და ქშენა ამოუშვა,დადამ და თემომ ერთმანეთს გადახედეს.
-იქნებ სჯობს ძმებო,გაჰყვეს იმ აკოს და მე ამ ყოველივეში ხელი არ შეუშალო.....მე ამაღამვე დავურეკავ ჩემს მეგობარ მოსამართლეს და გავაუქმებინებიებ ქორწინებას,რომესაც რეეესტი არ გაუვლია ჯერ. იქნებ იმ აკომ უკეთესად შეძლოს მისი დაცვა და იქნებ თან ბედნიერებას ეწიოს,მათ ხომ ერთმანეთი უყვართ?! ალექსი ტკივილისგან ღმუოდა.
-შენ ხომ არ გაუბერე ტოოო?! თემო ჩაერთო საუბარში.
-გაუბერა თან მაგრად....რას ქვია „იქნებ მან უკეთ დაიცვას“ ის როგორ დაიცავს მას შენი პირადი მტრისგან როგორ?! აკოს ამის ძალა არ შესწევს,თუ გინდა იცოცხლოს „შენმა ნინომ“ შენ უნდა დაიცვა ის და არა სხვას ანდო მისი ბედი და კიდევ შენ ხარ მისი ბედნიერება,მას შენ უყვარხარ....დადა მიუხალოვდა ალექს და მხარზე ხელი დაადო.
-არ ვუყვარვარ,ისევე როგორც მე არ მიყვარს! ჯიუტად იმეორება აბსურდს ნაკაშიძე.
-არ უყვარხარ?! და შენ გგონია ქალი,რომელიც დანიშნულია, 3 დღეში ქორწილი აქვს გაყვება მამაკაცს,მასთან ერთად „თოვლში იგორავებს“ ვნებიანკოცნებს დაუტოვებს და არ უყვარს ხომ?! ნუ მაცინებ...კიდევ მრავალი ფაქტის მოყვანა შემიძლია იმის დასამტკიცებლად რომ მას უყვარხარ. ხოლო რაც შეგეხება შენ მოდი ჩავთვალოთ რომ „ვითომ“ არ გიყვარს „ვითომ“ ეს ზღაპრები სხვას უამბე მე ნუ მიყვები,მე შენს ძმას დადას! თვალი ჩაუკრა დადამ და კარი გაიხურა.
*********** ************ **************** ***********
სარკეში ვიყურებოდი და ჩემს თავზე მეცინებოდა,ყოველთვის ვოცნებობდი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე,დიდ საქორწინო თეთრ კაბაზე, და იმ ქოშზე რომელიც კონკიამ დაკარგა მაგრამ ხელში სულ სხვა რამ შემრჩა რეალურად.
არც პრინცი მყავდა ნუ ჩემთვის სანუკვარი,არც დიდი საქორწინო თეთრი კაბა,მოკლე კერმისფერი ჩვეულებრივი საღამოს კაბა მეცვა და არც სიყვარულის ქოშით მეძებდა ვინმე. ცრემლებით გამევსო თვალები და სანამ ისინი ამოვიწმინდე,სარკეში სილუეტი უფრო და უფრო მკვეთრი ხდებოდა.
-შენ აქ რა გინდა? აქ რას აკეთებ ნაგავო?როგორ შემოხვედი აქ? მისკენ შევბრუნდი და ცეცხლისმფქვეველი თვალები შევანათე.
-სულ სხვანაირი პატარძალი წარმომედგინე,მაგრამ ამ ფორმაშც უზადო ხარო! ვერ დამალა ალექსმააა გრძნობები.
-ეგ შენ არ გეკითხება მე როგორი პატარძალი ვარ წადი აქედან,ახლავე სანამ ვინმემ დაგინახა! ჩქარა! შეუვალი იყო გედენიძს ქალი.
-შენ ვერ გახდები სხვისი ცოლი,ეს დაუშვებელია....
-ვითომ რატომ? გაწიწმატებულმა გააწყვეტია სიტყვა გედენიძემ. არ გამაცინო და ახლა არ მითხრა რომ გიყვარვარ და ამიტომ ვერ გავხდები სხვისი ცოლი.
-არ მიყვარხარ მაგრამ შენ უკვე სხვისი ცოლი ხარ ამიტომ,შეუძლებელია შენი მეორედ გათხოვება.
-რას ბოდავ?! რა სხვისი ცოლი ვარ? წადი აქედან და უარესად ნუ გამადგურებ ვიდრე გუშინ,არ მჯერა შენი.
-ერთადერთ დას გეფიცები სხვისი ცოლი ხარ.... მშვიდი ტონით მითხრა ალექსმა.
თავში ყველაფერი დატრიალდა,იმდენად გამოთიშული ვიყავი ვერ მივხვდი ვისი ცოლი ვიყავი და ალექს ვკითხე.
-ვისი...ვისი ცოლი ვარ? ჩამქვრალი მქონდა ყველა ემოცია და ხმაც.
კარგა ხანს შეყოყმანდა და ბოლოს ამოიბლუკუნა.
-ჩემი!
-რააა? რაებს ბოდავ ბიჭო შენ? მე შენი ცოლი? შანსი არააა...მე შენ ცოლად არ გამოგყოლივარ...წადი აქედან და ცირკებს ნუ დგამ. გაეთრიე ვუკივლე და ხელი მოვუქნიე,მაგრამ ჰაერშვე დამიჭრა.
- არასდროს გაბედო რომ გამარტყა,არასდროს! დამარცვლით და შემზარავი ხმით მითხრა. ახლა ხმას დაუწიე ნუ კივი,ისტერიკებს ნუ აწყობ და გადი გარეთ,იმ შენს აკოს და შენებს უთხარი,რომ ქორწილი არ შედგება და შენ ჩემი ცოლი ხარ,ჩემი! თორემ გეფიცები მიშას,მის კომპანიას შენს რეპუტაციას,აკოს, და შენს ოჯახს ჩავძირავ და ნანგრევებად ვაქცევ! აი საბუთები ყველას წარუდგინე,მერე კი მე გამომყევი და გახდებიი ნაკაშიძეების კანონიერი და ღიირსეული რძალი! არავინ იცის ამ სიტყვების თქმა რა ძვირად დაუჯდა ნაკაშიძეს,ამ ფარსის დადგამამ მას ვინ უწყის რამდენი წლის სიცოცხლე გამოგლიჯა ხელიდან თუმცა ეს სიყვარულია მას კი წესები არ აქვს! საყვარელი ქალი მას უნდა დაეცვა მოსალოდნელი საფრთხისგან, ყველასგან და ყველაფრისგან წესების გარეშე.


დავბრუნდი...თანაც აქტიურად...პრობლემები მოვაგვარე,(ნუ ნაწილობრივ მაინც)საქმეებსაც მოვრჩი და აღარ დავაგვიანებ გპირდებით თავების დადებას. ამ ერთჯერაც მაპატიეთ დაგვიანება. შემიფასეთ და მითხარით თქვენი აზრი ამ სიტვაციაზე,ასევე ძაალიან მაინტერესებს თქვენი შეხედულება აკოზე და დადაზე....
ველოდები თქვენს შეფასებებს ძაალიან უყვარხარს ალექსანდრას თავის შოკოლადები,ტკბილები და გერიელები <3
თითეული თქვენი სიტყვა უმნიშვნელოვანესია ჩემთვის. გელოდებით. <3



№1 სტუმარი darina

Akosas ver gavigeb verasdros, qali eubneba sxva miyvars da sul sxva meyvarebao da aseti qali moyavs colad, es gogoc shteria martalia bevri gadaitana, magram.sakutari bednierebistvis arasdros ubrdzolia, chaxveulia aqvs ertida igive ver vitan mdzula da a.sh. arc aleqsis mesmis sayvarel qals ase rogor unda moeqce, erti tbili tavi mainc gamogvimete.

 


№2 სტუმარი eto

აუ ძაან მომეწონა smile მაგარია საწოლ ალექსანდრა მალე დადე ახალი ტავი ველოდები მოუთენლად....

 


№3 სტუმარი Lanuka lanu

Rogor gamaxare shen xom ar ici rom dabrundi.umagresi da emociuri tavi iyo.gavgijdi ise momewona da exla gagrdzelebas velodebi sulmoutkmenlad.imedia male dadeb.rac sheexeba dadas magrad momwons xvdeba orivers grdznobebs da zustad icnobs aleksac.ako mecodeba ragacit sheyvarebulia ninucaze da guli etkineba sashinlad.mokled umagresi xar chemo shokoladooo :*

 


№4  offline მოდერი aleqsandra

darina
Akosas ver gavigeb verasdros, qali eubneba sxva miyvars da sul sxva meyvarebao da aseti qali moyavs colad, es gogoc shteria martalia bevri gadaitana, magram.sakutari bednierebistvis arasdros ubrdzolia, chaxveulia aqvs ertida igive ver vitan mdzula da a.sh. arc aleqsis mesmis sayvarel qals ase rogor unda moeqce, erti tbili tavi mainc gamogvimete.

ალბად დრო მოვა და იბრძოლებს,მისი ბედნიერებისთვის და სხვის ბედნიერებას თავს დაანებებს :* თბილი თავი კი გელით მალე,თან ისეთი თბილი იქნება დადნებით შოკოლადებო <3 ცოტაც მოითმინეთ <3 love

 


№5 სტუმარი nini

ვგიჟდები ისე მიანტერსებს რა მოხდება love არამგონია ამ აკოს ასე უყვარდეს მართალია აკოოო sad ალე დადეეე რა გეხვეწებიიი ძალიან მაინტერესებსს love

 


№6  offline მოდერი aleqsandra

nini
ვგიჟდები ისე მიანტერსებს რა მოხდება love არამგონია ამ აკოს ასე უყვარდეს მართალია აკოოო sad ალე დადეეე რა გეხვეწებიიი ძალიან მაინტერესებსს love

საყვარელო,მიხარია რომ მოგწონს ხვალ თუ არა ზეგ მაინც დაგიდებთ ახალ თავს <3

eto
აუ ძაან მომეწონა smile მაგარია საწოლ ალექსანდრა მალე დადე ახალი ტავი ველოდები მოუთენლად....

ჩემო გოგო ხვალ ან ზეგ ახალ თავს დაგიდებთ love

Lanuka lanu
Rogor gamaxare shen xom ar ici rom dabrundi.umagresi da emociuri tavi iyo.gavgijdi ise momewona da exla gagrdzelebas velodebi sulmoutkmenlad.imedia male dadeb.rac sheexeba dadas magrad momwons xvdeba orivers grdznobebs da zustad icnobs aleksac.ako mecodeba ragacit sheyvarebulia ninucaze da guli etkineba sashinlad.mokled umagresi xar chemo shokoladooo :*

მიხარია რომ მოგწონს ჩემო თბილო გოგოოო love

 


№7 სტუმარი liliii

ძძაან მაგარი გგოგო ხარ ვიცი. და მჯერა რომ ალექსი და ნინუცა ერთად დარჩებიან დიდი ბედნიერება ელით იმედია!!!

 


№8  offline მოდერი aleqsandra

liliii
ძძაან მაგარი გგოგო ხარ ვიცი. და მჯერა რომ ალექსი და ნინუცა ერთად დარჩებიან დიდი ბედნიერება ელით იმედია!!!

მიხარია,რომ მოგწონს ჩემო ლამაზო love

 


№9 სტუმარი ბუბუკა

რაღაც ამ ისტორიის შინაარსი ძალიან გავს აქ სხვა ერთერთი უნიჭიერესი ავტორის მიერ დაწერილ ისტორიას...და კიდე "სიტვაცია" არა სწორია "სიტუაცია"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent