შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოტაცება შეკვეთით 5


8-05-2015, 04:05
ავტორი dusu
ნანახია 2 657

ყველა მეორე დღისთვის ემზადებოდა, ამიტომ აღარ შევიკრიბეთ. გადავწყვიტე აკოსთვის დამერეკა და დავლაპარაკებოდი.
-აკო როგორ ხარ?
-კარგად, რაა ხდება?
-საქმე მაქვს შენთან.
-ხომ მშვიდობაა? სახლში ხარ?
-ომი არ დაწყებულა როგორც ვიცი და ანუ მშვიდობაა. - გავიკრიჭე ჩემთვის. - უბრალოდ რაღაცაზე მინდოდა დალაპარაკება.
-კარგი, ეხლა ვაპირებდი გარეთ გამოსვლას და გნახავ.
აკოს გავუთიშე და გადავწყვიტე ცოტა ხანი ტელევიზორისთვის მეყურებინა. მალე აკოც მოვიდა.
-აბა რა ამბებია? - იკითხა აკომ
-ხვალ ხომ მოდიხარ?
-ხო აბა, უჩემოდ რა იქნება. - თქვა და გაიცინა.
-კარგი, მაშინ რაღაც რომ გთხოვო შეიძლება?
-ხომ იცი არა. რაც გინდა მთხოვე პრობლემა არაა.
იმიტომ მაქვს ყოველთვია ამ ბავშვის იმედი. რაც უნდა იყოს ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, რაც უნდა გვიჭირდეს და რა სათხოვარიც გინდა გვქონდეს გვისრულებს.
-ხვალ ტასოს არაფერი უთხრა რაა. მით უფრო სანამ წავალთ, კარგი? თორემ ხომ იცი როგორიცაა და შეიძლება საერთოდ აღარ წამოვიდეს.
-აუ ეგ ბავშვი გადამრევს რაა. - თქვა აკომ მოწყენით. -ვეღარ გავიგე რა, ისევ ძველებურად უნდა ვიქცეოდე და მერე აღარ იქნება ეგრე.
სანამ აკო და ტასო ასე დაახლოვდებოდნენ, აკო დიდი მექალთანე იყო და ამავე დოს „კაი ტიპობა“ უნდოდა, აე იყო თუ ისე გამოსდიოდა კიდეც. ამის გამო კი უფრო მეტი გოგო ცდილობდა მასთან ყოფილიყო და მასაც მეტი რა უნდოდა, თან არც მაინც და მაინც რბილი ხასიათიათ არ გამოირჩეოდა. ბოლოს კი ტასო გაიცნო უკეთესად და შეუყვარდა კიდეც. მისი წყალობით კი ძველი აკოსგან თითქმის არაფერი დარჩა, თუმა ეს მხოლოდ ჩვენთან. სხვებს კი ისევ ისე ეშინოდათ მისი. დიდი წვალება დასჭიირდა, რომ ტასო თავის გრძნობებში დაერწმუნებინა და მორიგი გასართობი არ ჰგონებოდა. მართალია ტასოსაც უყვარდა, თუმცა ეს ჩემი და მის გარდა არვინ იცოდა. აკოსაც კარგა ხნის მერე, ისიც ძლივს დასთანხმდა შეყვარებულობაზე.
-კარგი აკო რაა, რას ლაპარაკობ ეხლა შენ?
-შენც ხომ იცი, რამდნი რამ გავაკეთე რომ ჩემი დაეჯერებინა...
-შენ ხომ იცი „სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობიაო“. -გავიხსენე ერთ-ერთი ანდაზა უცებ. -ეგრე იყო შენ შემთხვევაშიც...
-ხო, მაგრამ შევიცვალე, მას კიდევ მაინც არ სჯერავს.
-აუუ, შენ რა დღეში ხარ. იქ ეურიგდები არ ინერვიულო. -გავამხნევე აკო.
-ხო, რა ვიცი. შენ იცი რა სისულელეზეა გაბრაზებული?
-არა, არ მიკითხავს არაფერი. ძლივს დავითანხმე ხვალ წამოსვლაზე და არ გადაიფიქროს -მეთქი, ამიტომ აღარ მიკითხავს არაფერი.
-თედოს შეყვარებული ხომ იცი შენ?
თედო აკოს ბიძაშვილია, კარგად ვიცნობ, ერთხელ თავის შეყვარებულთან ერთად იყო და გაგვაცნო. მაშინ ტასო არ იყო, ამიტომ ის მაიას არ იცნობს.
-მაია?
-ხო აბა? ხო და მაგაზე იეჭვიანა რაა.
-მოიცა და მაია სადღა ნახა?
-ხომ იცი, მაიას ბებია რომ ჰყავს აქეთ, ხო და გუშინ მოდიოდა. თედო აპირებდა დახვედრას, მაგრამ სამსახურიდან დაურეკეს და იქ წავიდა საქმეზე, ამიტომ მე მთხოვა დახვდიო. ტასომ რომ დამირეკა, მაშინ ჩამოვიდა მარშუტკიდან მაიაც. გოგო ხმა რომ გაიგო ამაზე გადაირია და ვერაფრით დავაჯერე. ისვ ძველებურად აგრძელებო.
აკოს დავპირდი როგორც შევძლებ დაგეხმარები თქო. დავემშვიდობე და სახლში შევედი. მოგვიანებით facebook-ზე შევედი. ამ დროს მაიამაც მომწერა. მოუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, მაინც კარგი ურთიერთობა გვაქვს და ხშირადაც ვკითხულობთ ხოლმე ერთმანეთს. გუშინ ბებიასთან ჩამოვედი, აკომ ამომიყვანა და მგონი პრობლემები შევუქმენი მითხრა მაიამ. არაფერი ისეთი, არ ინერვიულო შენ. გავამხნევე მაია და ლაპარაკი სხვა თემაზე გადავიტანე.
მეორე დღეს ტასომ კატეგორიული უარი განაცხადა აკოს მანქნაში ჩაჯდომაზე.
-შუმახერ, ჩემს მანქანაზე შენ დაჯექი. მე კი გზაში ცოტას გამოვიძინებ მაინც. -მითხრა ნიკამ, მანქანის გასაღები გადმომცა და აკოს მანქანისაკენ გაემართა. -რადგან ტასო უარს აცხადებს, მე დავიკავებ მის ადგილს. -დაამატა ბოლოს სიცილით და ტასოს ენა გამოუყო.
მე, ტასო, ანი და სოფი ერტად ჩავსხეით. აკო, ნიკა, ლაშა და სალო აკოს მანქანაში ჩასხდნენ. ლაშამ არ გამოუშვა ალო ჩვენთნ.
-ჩემი ცოლის ყურება მინდა, თორემ ესენი ხომ გამაგიჟებენ გზაში. -გაიმართლა თავი ლაშამ
-ჩვენზე უარესი ესაა და კიდევ აქეთ გვიწოდებს გიჟებს. -შეიცხადა აკომ.
-კარგით ეხლა გზაში არ დახოცოთ ერთმანეთი. -ვუთხარი და ჩემი ადგილი დავიკავე.
ამასობაში კი გიო დდა ლუკა ადგილს მოსწყდნენ და მალე მათი კვალიც კი აღარ სჩანდა, თუმცა მალევე შევნიშნე, რომ გაჩერებულები იყვნენ და გველოდებოდნენ.
-მარტო სიარულს „მუღამი“ არ ჰქონდა. -მოგვაძახა გიომ როდესაც გვერდით ჩავუარეთ.
გზაში კარგად გავერთეთ, რაც მთავარია მშვიდობით მივედი დანისნულების ადგილამდე. დროს კარგად ვატარებდით. სახლი დიდი იყო, თითქმის ყველას ცალ-ცალკე ოთახები გვქონდა, მაგრამ გოგოები მაინც ერთად ყოფნას ვამჯობინებდით. სალოც ჩვენთან ერთად იყო ხოლმე. ბოლოს ლაშა მოვიდოდა და დაიწყებდა წუწუნს და არ ასვენებდა მანამ სანამ არ წაყვებოდა. კარგად ვცალისობდით მის ამ საქციელზე. ყოველ საღამოს კოცონი გვენთო და მის გარშემო ვისხედით. ტასო და აკო შერიგდნენ.
სახლს დიდი ეზო ჰქონდა. ეზოში კი სასიამოვნოდ ბიბინებდა მწვანე ბალახი. ბავშვები კოცონთან დავტოვე, მე კი ცოტა მოშორებით ერთ-ერთი ხის ძირში დავჯექი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე. რატომღაც ძალიან მიყვარს, როდესაც ცას ვუყურებ. აი მაშინ უსასრულობააში ვიძირები და რეალობას ვწყდები.
-ვისზე ფიქრობ? ძალიან მოგენატრა? -რეალობაში ნაცნობმა ხმამ დამაბრუნა, მაგრამ მისი ნათვამიდან თითქმის ვერაფერი გავიგე.
-რა მკითხე? -კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
-კარგი, არაფერი ისეთი. რამდენი ხანია გიყურებ და ასე ზიხარ.
-ხო, რაღაცაზე ჩავფიქრდი და...
-შემთხვევით გიოზე ხომ არ ფიქრობდი? -მკითხა და დაეჭვებით შემომხედა.
-რაა?
-ხომ იცი რომ უყვარხარ და რა მოხდა შენც თუ მასზე იფიქრებდი.
-აკო, დამცინი ხოო?
-არა, საიდან მოიტანე?
-აბა რა არის? ხომ იცი, რომ სიყვარული ჩემთვის სასაცილოა, არ შემიყვარდება მე არავინ.
-ეგრე ვამბობდი მეც, მაგრამ შეხედე, შენმა დაქალმა რა დღეში ჩამაგდო.
-მაგრამ ჩემს შემთხვევაში არ მოხდება ეგრე, მით უმეტეს უახლოეს მომავალძში. -ვთქვი დარწმუნებულმა.
სიყვარული... ჩემთვის მძიმე თემაა... მათე ჩვენი მეზობელი იყო, 1 წლით დიდი იყო ჩემზე და ამიტომ ეზოში ბავშვები რომ ვთამაშობდით, რა თქმა უნდა, ისიც იქ იყო. სხვებს არა, მგარმ მე ყოველთვის მაწვალებდა. ერთ ბაღში დავდიოდით. აქაც ხშირად გვათამაშებდნენ ერთად და ყოველთვის ცდილობდა სათამაშო წაერთმია. ეთხელ როდესაც ჩემმა ჯგუფელმა თამაშის დროს სათამაშო წამართვა, მე ტირილი დავიწყე. მათე მივიდა, სათამასო წაართვა და გააფრთხილა ასე აღარ მოქცეულიყო და სათამაშო დამიბრუნაა, თუმცა მალე ისევ წამართვა. მისგან ასეთ საქციელს მიჩვეული ვიყავი და ძალიან აღარ გამიპროტესტებია. პრინციპში აზრიც არ ჰქონდა.



№1  offline წევრი tatiko:)

Kargia momwons dzalian

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent