შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ბიჭი სიზმრიდან" (თავი მეორე)


24-02-2016, 17:25
ავტორი sopo xecuriani
ნანახია 2 674

გაკვეთილებზე ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. თავი მაგიდაზე მედო და ვფიქრობდი. არ ვიცოდი რა ხდებოდა. ყველაფერი რაღაც ფილმს გავდა და არც ის ვიცოდი დასასრული როგორი ექნებოდა ამ ფილმს. ჩემი კლასელი გოგოები რაღაცას ჩურჩულებდნენ და თან მე მიყურებდნენ. მე მკაცრი სახით გავხედე. თითქოს ვეუბნებოდი მოკეტეთთქო. უკვე იმდენჯერ ვიყავი მათთან ნაჩხუბარი მობრზრებულიც მქონდა. არადა ხანდახან მსიამოვნებდა ხოლმე ადამიანებთან ჩხუბი. მაგრამ ეხლა არაფრის თავი არ მქონდა მარტო ჩემ სიზმარზე და იმ ნაცრისფერ თვალება ბიჭზე ვფიქრობდი. ნერვები მეშლებოდა მუნჯივით რომ მიყურებდა. პირველად მომინდა ბიჭს რაღაცა ეთქვა ჩემთვის ისიც უცხოს. თან მასთან ყოფნა მესიამოვნა. ამას ვერ ვხსნიდი. ბოლოს ვიფიქრე ყველაფერი დაივიწყე სისულელეათქო მაგრამ რა თქმა უნდა ვერ შევძელი.
გაკვეთილები ძლივს დამთავრდა და მეც საჩქაროდ წავედი სახლისკენ. გაჩერებასთან რომ მივედი ჩემი გული ისევ აჩქარდა თითქოს რაღაცას გრძნობდა. ვიფიქრე ფეხით წავალ სახლშითქო მარცხნივ მივტრიალდი და ოდნავ მოშორებით ისევ ის ბიჭი იჯდა. მე ვიგრძენი მისი სიახლოვე.ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა. ეჭვი შემეპარაა ამ ყველაფრის რეალურობაში. ნელა გავაგრძელე გზა და მას რომ მივუახლოვდი შემომხედა და მკითხა ბრძანებლური ტონით:
- რა გქვია? - მე დაბნეული გავჩერდი.
- უცხო ბიჭებს სახელს არ ვეუბნები- ვუთხარი სერიოზულად
- კაი ეგ არაფერი გავიგებ!- მითხრა და სიგარეტს მოუკიდა.
- წარმატებები! - ვუთხარი მე და გზა გავაგრძელი. ვიგრძენი მომყვებოდა. ტანში ჟრუანტელი მივლიდა.
- რატომ მომყვები? - მივტრიალდი და ვკითხე.
- ასე ვთვლი საჭიროდ!- მითხრა და სიგარეტის ბოლი გამოუშვა.
- არ მაინტერესებს რას თვლი საჭიროდ!
- ხოდა ზედმეტ კითხვებს ნუ სვამ!- მითხრა და თვალი ჩამიკრა. მე გაბრაზებული შევბრუნდი და ჩქარა გავაგრძელე გზა. უკან აღარ მიმიხედავს მაგრამ ჩემგან ერთი მეტრის დაშორებით მოდიოდა. მე ის მაშფოთებდა და გულს მიჩქარებდა არადა მისი სახელიც კი არ ვიცოდი. რა უხეშიათქო ვფიქრობდი გაბრაზებული. ჩემს კორპუსთან რომ მივედი ცოტა სვლას შევუნელე. უკან მინდოდა მიმეხედა მაგრამ არ მივიხედე. სადარბაზოში შევედი და კიბეები ჩქარა ავირბინე.
სახლში რომ შევედი თავი კარებს მივადე და ხმამაღლა ამოვიხვმეშე.
თითქოს ენერგია გამოცლილი ვიყავი. გამახსენდა ჩვენი დიალოგი და კიდე უფრო გავბრაზდი. ვიფიქრე იქნებ საერთოდ არუნდა მიმექცია ყურადღებათქო. მაგრამ მგონი ეს ჩემთვის რთული იქნებოდა.
გაკვეთილები ძლივს ვიმეცადინე. წამით რაღაც უსასრულობის წერტილს მივშტერებოდი და ვფიქრობდი რა ხდებოდა ჩემს თავს. ჯერ ეს გაუთავებელი სიზმრები მერე დილის ამბავი და ის უხეში ბიჭი. ვერაფერს ვერ მივხვდი. ან რას მორბოდა? გაურკვევლობაში ვიყავი. როგორ შეიძლებოდა ჩემ გამო გამოქცეულიყო. ისეთი ბიჭი იყო ალბათ გოგოები იქით დასდევენთქო - ვფიქრობდი.
როცა მოსაღამოვდა ძილი ძალიან მომინდა. მშობლების მოსვლას აღარ დაველოდე და დავწექი. იმ ღამეს ჩემი სიზმარე შეცვლილიყო. მე ისევ ვიდექი ქუჩაში, ისევ მიხლოვდებოდა შორიდან სილუეტი მაგრომ როცა ჩემთან მოვიდა მაშინ ნაცნობი ნაცრიფერი თვალები დავინახე. მერე აღარ მახსოვს არაფერი და რა თქმა უნდა ისევ გამომეღვიძა. მაინტერესებდა თუ ვნახავდი და ფიქრებით მხოლოდ მასთან ვიყავი. ასეთი უცნაური დღე ცხოვრებაში არ მქონია. რაღაც ამოუცნობ სასიამოვნო გრძნობასთან ერთად შიშიც მეუფლებოდა. ეს რეალობა სიზმარს გავდა, სიზმარს რომელიც ყოველთვის თავგზას მობნევდა და მაფიქრებდა. არც ის ვიცოდი როდის დამესიზმრა პირველად ეს სიზმარი რომელსაც თითქოს თავში ვიღაც განუწყვეტლივ მიმეორებდა.
დილას კომუდზე დედას წერილი დამხვდა. მეუბნებოდა რომ დღეს მალე დაბრუნდებოდნენ და რომ დავლოდებოდი. რატომღაც ჩემი საქციელი არ მომეწონა. წერილის გვერდით ჩემი საყვარელი შოკოლადები იდო პარკით. ჭამა- ჭამით ვიცმევდი და ვემზადებოდი. მერე შოკოლადები ჯინსის კურტკის ჯიბეში ჩავიყარე და სკოლისკენ გავემართე. ამჯერად ცუდ ხასიათზე რატომღაც არ ვიყავი არც ძველ ტკივიკლებზე მიფიქრია. უბრალოდ ის მაღელვებდა რომ უმეგობროდ ვიყავი და არავისთვის არ შემეძლო რამე მომეყოლა.
სკოლამდე ფეხით წავედი. თან გემრიელ შოკოლადებს ვჭამდი გაუჩერებლად. ის გაჩერება რომ გამოჩნდა სადაც ის იდგა გუშინ გული ამიჩქარდა. თვალები ზიზღით მოვჭუტე. არ მეგონა ამდენად მგრძნობიარე თუ ვიქნებოდი. არადა მძულდა ასეთი ამბები. გოგოები რომ ყვებოდნენ კლასსში გული ამიჩქარდა და სუნთქვა შემეკრაო მე ამის გამგონე გული მერეოდა. ეხლა კი მეც ასე მჭირდა და უფრო და უფრო ვბრაზდებოდი ჩემ თავზე. გაჩერებასთან ის იდგა. მე ვითომ არ შევიმჩნიე მისი მზერა და გვერდით ჩავუარე.
- მოიცადე! - მომაძახა. მე შევჩერდი და უკან მივტრიალდი. არაფერი არ მითქვამს. ის მომიახლოვდა და მე ისევ ჩემი სიზმარი გამახსენდა. მან თვალებში ჩამხედა.
- მარი კარგი სახელია. - მითხრა და გამიცინა.
- ვიცი - ვუპასუხე მე
- ადრე ერთმანეთს შევხვედრივართ?- მკითხა. მინდოდა მეთქვა კი სიზმარშითქო მაგრამ არ ვუთხარი.
- არა - ვუპასუხე ისევ
- თითქოს ჩემთვის უცხო არ ხარ.
- არ ვიცი. უნდა წავიდე.- ვუთხარი მშვიდად.
- რამდენის ხარ?-მკითხა
- თვრამეტის. უნდა წავიდე მაგვიანდება.
- რომ არ გაგიშვა? - მკითხა და გამიცინა.
- არამგონია ეგ გამოგივიდეს.- ვუთხარი და სკოლისკენ მივტრიალდი. ზუსტად რამდენიმე წამში ხელზე ხელი მომკიდა და მომატრიალა. უცებ ვერც კი მივხვდი რა მოხდა.
- რას აკეთებ?- ვკითხე მკაცრად და მეორე ხელით წინ გადმოყრილი თმები გადავიწიე.
- ხო მიდიოდი წადი. - მითხრა და გამიღიმა
- ხელი გამიშვი!! - ვუთხარი და ხელზე დავეჯაჯგურე.
- კიდე აქ ხარ? - მკითხა და თან იცინოდა. ისე ლამაზად იცინოდა წამით პირზე მივაშტერდი.
- არ მეცინებაა!! რაგინდა ჩემგან?
- შენთან მინდა! - მითრა და თვალებში ჩამაცივდა.
- სასაცილოაა, შენ არც კი მიცნობ.
- იმიტომ მინდა შენთან რომ გაგიცნო არის რამე გაუგებარი? - მკითხა და ხელს ისევ არ მიშვებდა. გამახსენდა მისი პირველი შეხება ავტობუსში და ისევ დენის დარტყმა ვიგრძენი მთელ ტანში.
- კი ბევრი რამეა გაუგებარი. - ვუთხარი ჩუმად- ხელი გამიშვი გთხოვ!- მან ხელი გამიშვა და ისევ მკითხა:
- რაა რის გაუგებარი?
- ყველაფერი მთელი ჩემი ცხოვრება!
- 60 წლის ქალივით რატომ ლაპარაკობ? - მკითხა მან სიცილით.
- მისმინე არა მგონია ბიჭთან ურთიერთობა ავაწყო ბიჭი მეგობრებიც კი არ მყავს. წავედი.- მე ისევ სკოლისკენ მივტრიალდი ამჯერად არავის აღარ შევუკავებივარ.
ჩემი მარცხენა ხელი ხურდა. გული კი ისევ მიგუგუნებდა. მისი ჩაცმულობა გამახსენდა. სულ მომწონდა ბიჭებზე განიერი შარვლები. მას კი განსაკუთრებით უხდებოდა.
გაკვეთილზე მივხვდი რომ მე მისი სახელი კიდევ არ ვიცოდი.
გაკვეთილები როგორც ყოველთვის კიდევ გაიწელა. მერხზე კალამს ვაკაკუნებდი და საათს დავყურებდი. ნანატრი ზარი რომ დაირეკა უცებ წამოვხტი ფეხზე ჩანთაში რვეული და კალამი ჩავაგდე და კლასიდან გავედი. ასე რატომ ვჩქარობდი ვერ გამეგო, ისევ აფორიაქებული ვიყავი.
სკოლიდან რომ გავედი თვალებს იქით-აქით ვაცეცებდი. ისევ ის დავინახე. ჩემსკენ წამოვიდა. მე ისევ დავიბენი.
- მიხარია თუ სხვა ბიჭებთან ურთიერთობა არ გაქვს ეს ჩვენთვის უფრო კარგია. - მითხრა და და გვერდით ამომიდგა.
- ჩვენთვის?
- ხოო - მიპასუხა
- მაგრამ "ჩვენ" რომ არ არსებობს?
- იარსებებს- მითხრა და გამომხედა. ნელ-ნელა მივდიოდით წინ.
-არ მინდა. - ვუთხარი და ფეხს ავუჩქარე.
- შენ იცი რომ გუშინ ჩემს ცხოვრებაში პირველად გავეკიდე გოგოს?.- მკითხა მან სერიოზულად
- ვინ გოგოს? - ვკითხე დაბნეულმა
- შენ. დაგინახე და ვერ გაგიშვებდი, ამიტომ ავტობუსს გამოვეკიდე.
- რატომ ვერ გამიშვებდი??
- არ ვიცი. რომ გიყურებდი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც ვიპოვე.
- ნუ იქნები ბანალური. - ვუთხარი მშვიდად
- არ მევასება ბანალურობა უბრალოდ რაც ვიგრძენი გითხარი ამას აღარ გაგიმეორებ. - მითხრა ისევ სერიოზული ტონით. მე ვერაფერი ვერ ვუპასუხე. ჩუმად მივდიოდით. მერე კი მკითხა:
- გინდა ჩემთან ურთიერთობა თუ არა?
- არ ვიცი- ვუპასუხე.
- იცოდე მაინც მოგიწევს და ჯობია გინდოდეს.
- მე დიდიხანია ვინმესთან ურთიერთობის სურვილი დავკარგე.- ვუპასუხე ჩუმად.
- რატომ რამოხდა? - მკითხა და თითქოს აღელდა.
- 2 წელი უშედეგოდ მიყვარდა ერთი ბიჭი და ყოველდღე ვუყურებდი როგორ დადიოდა მის გოგოსთან ერთად ბედნიერიი.
მერე მეგობრებიც დავკარგე. ფაქტიურად სულ მარტო ვარ. არაფრის აღარ მჯერა არც მეგობრობის არც სიყვარულის.
- კიდე გიყვარს?- მკითხა
- აღარ
- სისულელე ყოფილა ეგ შენი 2 წლიანი სიყვარული. თუ ადამიანი გიყვარს, გიყვარს მთელი ცხოვრება. სიტყვა აღარ მიყვარს არ არსებობს.
- კი სისულელე და უშედეგო ნამდვილად იყო.- ვუპასუხო
- მიხარია - მითხრა ნაგლად
- მგონია რომ ყოველთვის გული მეტკინება. ამიტომ მარტო ყოფნას ვამჯობინებ.- ვუთხარი ღიმილით
- ეგრე თუ იფიქრე სამუდამოდ მარტო იქნები, მაგრამ არა მგონია მარტო ყოფნა გაცადო. - მითხრა სიცილით.
- რა გქვია? - ვკითხე და შევხედე.
- დათა. დათა შენგელია.
ჩემ კორპუსთან რომ მივედით ცოტახნით ჩუმად ვიდექით. მერე დავემშვიდობე და უკან მივტრიალდი. ახლა უკვე მისი სახელი მაინც ვიცოდი. დავფიქრდი და მივხვდი რომ მის სიტყვებში გულწრფელობა იკითხებოდა. მესიამოვნა.



№1 სტუმარი parker

ძალიან მომწონს მომწონს კი არა მიყვარს დათაც და მარის გააგრძელე ძაან მაგარია

 


№2  offline წევრი sopo xecuriani

parker
ძალიან მომწონს მომწონს კი არა მიყვარს დათაც და მარის გააგრძელე ძაან მაგარია

აუცილებლად <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent