შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ორმაგი ტყვე ვარ ( სრულად )


24-02-2016, 19:47
ავტორი ლილიანა
ნანახია 16 415

-ასეთი სევდიანი ნუ ხარ ირ,მაქსიმუმ 1 კვირა და ჩამოვალ.
-ვიცი მაგრამ გაქცევა გამოსავალი არაა ხომ იცი,აქ უფრო დაგეხმარები დარდს გამიზიარებ,იქ სიმარტოვეში უფრო ჩაიკეტები შენს პრობლემებთან.
-ვიცი ჩემი კარგო,ვიცი როგორი გული გაქვს,სხვა კუთხით შეხედე ამ ყველაფერს-მონატრებულ ბებოსა და სოფელს მოვინახულებ,მთებს ,მდინარეებს,ვიქნები ჩემთვის სიწყნარეში,სიმშვიდეში პირფერი და მოღალატე ადამიანებისაგან შორს.გთხოვ გამიგე ახლა მარტოობა მჭირდება.
-კარგი ლილიანა,ხომ იცი სულ ხაზზე ვარ თუ რამე დამირეკე ხო?-ერთმანეთს მოვეხვიეთ ,გულში ჩავიკარი-შენები სად არიან არ გაცილებენ?-ირგვლივ მიმოიხედა.
-არა,სახლში დავემშვიდობე მათ-ვთქვი და მარშუტის საფეხურშე შევდექი-მომენატრები ირინა მალე გნახავ-ხელი დავუქნიე საუკეთესო მეგობარს და არებულ ბილეთს დავაცქერდი,რომ ჩემი კუთვნილი ადგილი მეპოვა,ვიპოვე კიდეც.ფანჯარასთან მოვკალათდი და ფიქრებში ჩავიძირე-როგორ მომენატრა ჩემი დედულეთი,მთები,მწვერვალები,ცხენზე ჯირითი,ცემი ტკბილი ბებო,როგორ გაუხარდება,რომ დამინახავს,სიურპრიზს ვუმზადებ არ იცის,რომ მივდივარ.
-შეიძლება დავჯდე?
მაღლა ავიხედე დავინტერესდი ვინ შემიშალა ფიქრებში ხელი,30 წლის მამაკაცი იყო ბილეთით ხელში.
-თუ თქვენი ადგილია რათქმაუნდა.
ისიც მოკალათდა თავისი პატარა ხელჩანთა სკამის ქვეშ შეაცურა და საზურგეს მიეყრდნო.მე კი ისევ ფანჯარას მივუბრუნდი ფიქრებით.მარშუტიც დაიძრა,ჩემდა გასაკვირად არ ვიყავით ბევრი მგზავრი,ალბათ აგვისტოს აუტანელი სიცხეების ბრალია,ასეტ ამინდსი მგზავრობა ხომ დამღლელია,სულ 9 ადამაინი ვიყავით მძღოლის ჩათვლით,მე,ეს "ყმაწვილი",ჩვენ წინ 2 ახალგაზრდა ბიჭი,უკან ასაკოვანი 2 მამაკაცი,გვერდით შუახნის ქალბატონები და მათ უკან ჩვენი ასაკის ცოლ-ქმარი.მძღოლმა კონდიციონერი ჩართო და ცოტა ამოვისუნთქეთ.ყველა დამღლელი მგზავრობისათვის მზადება დავიწყეთ,ზოგმა ყურსასმენები მოიმარჯვა,ზოგიც ძილისათვის მოკალათდა,მე წიგნი ამოვიღე აი ჩემმა თნამგზავრმა კი დიდი თაბახის ფურცელი ნახაზებით და ზედ კიდევ რაღაცას აწერდა,დავინტერესდი რას აკეთებდა.
-მაპატიეთ ცნობისმოყვარეობა,რას ხაზავთ?-ვერ მოვითმინე
-არქიტექტორი ვარ ეს კი ერთ-ერთი შენობის პროექტია-ღიმილით მიპასუხა და მეტი დამაჯერებლობისათვის სქემა მომაწოდა.სიმართლე გითხრათ ბევრი ვერაფერი გავუგე დაბნეული დავხედე და ისევ უკან მივაწოდე.
-თქვენ სად მიბრძანდებით?-ჩამეკითხა
-ბებოსთან დასავენებლად
-კარგია დასვენება,მითუმეტეს მთაში,მე დათა მქვია თქვენ როგორ მოგმართოთ?
-მე ლილიანა ან ლილი
-კეთილი,პრობლემა ხომ არ იქნება შენობით ,რომ ვილაპარაკოთ?
-არა,რათქმაუნდა არა
-მე ხვალვე ვბრუნდები თქვენ...შენ?-გაახსენდა ,რომ სენობით უნდა ელაპარაკა.
-მე ალბათ 1 კვირის მერე
-ამდენი ხნით?ალბათ შვებულებაში ხარ
- ნამდვილად,თარჯიმნობაც არაა იოლი საქმე
-ოჰო,რომელი ენის?
-არაბულის
-საინტერესო პროფესიაა
-მე მომწონს,შენიც საინტერესო ჩანს
-მეც მომწონს-ორივეს გაგვეღიმა
თიტქოს სალაპარაკო ტემა ამოგვეწურა,ორივე გავჩუმდით,ისევ ფანჯრისაკენ გავიხედე,მიკვირდა ჩემი თავის,ღიმილის,საუბრის ახალი ნაცნობების გაჩენის სურვილი კიდევ მქონია,მას შემდეგ რაც შეყვარებულმა და მეგობარმა გამტელა მეგონა ყველანაირი გრძნობა დავკარგე,საკუთარი თავიც,სწორებ მის მოსაზებნად მივდიოდი ახლა მთაში,სადაც ჩემი ბავშვობა და ტკბილი მოგონებებია.მიკვირდა,რომ ამ უცხო ადამიანს ასე იოლად გამოველაპარაკე,ინიციატივა ავირე,თუმცა პოზიტიურად განვეწყვე მის მიმართ.
-ლილიანა თუ ლილი,როგორ დაგიძახო?-ეცადა საუბარი განეახლებინა
-მე ორივე მომწონს
-მაშინ ხან ერთს დაგიძაებთ და ხან მეორეს-3 თვეა სახლიდან ფეხი არ გამომიდგამს და თურმე როგორ მომნატრებია ადამიანებთან საუბარი,დათასგან დადებითი მუხტი მოდიოდა.
-ლილი რამდენი წლისა ხარ?ამბობენ ქალებს არ.....
-ვიცი,ვიცი მე არ ვეკუთვნი იმ ქალებს,25 წლის შენ?
-მე 31 მაგრამ გული ისევ ახალგაზრდა მაქვს-და დასტურად ხელი გულთან მიიტანა
-ღმერთმა სულ ასე გამყოფოთ
-არ ვიცი გამომდის თუ არა მაგრამ მინდა ადამიანებმა ცემთან კომფორტულად იგრძნონ თავი
-ნამდვილად გამოგდის
-აი თქვენ კი სევდიანი ხარტ,მტელი გზაა ფიქრებში დაფრინავთ,ასე მალე გაჭაღარავდებით-ისევ გამაცინა
-რას ვიზამთ ხდება ხოლმე,მაგრამ გული ისევ ახალგაზრდა მაქვს და მივბაძე დასტურად ხელი გულზე დავიდე-უცებ ტელეფონმა დარეკა,დავხედე-დედა.
-ხო დედა....კი კარგად ვმგზავრობ....ალბათ 1 საათსი...კარგი რომ მივალ დავრეკავ....მეც გაკოცე-და ტელეფონი გავთიშე.
-იცი ეს ტყე რას მაგონებს?-მკითხა და ფანჯარაში გამახედა
ეს უღრანი ტყე სადაც ახლა უნდა გაგვევლო,ძალიან მიყვარდა ბავშვობიდანვე,სულ სიწნნარე და სიმწვანეა.
-რას?-კითხავ დავუბრუნე
-შერვუდის ტყეს,სულ მგონია,როცა აქ გავდივარ,რომ საიდანღაც ტყის სიღრმიდან გამოხტება რობინ ჰუდი მისი ამალით-გამერიმა რა კარგი შედარებაა,ჩემი ბავშვობის ფილმი გამახსენდა უკვდავი სიმღერით,როგორ მომწონს.
-არ მიფიქრია,მაგრამ მართალი ხარ მართლაც გგავს-ამის თქმა იყო და მარშუტმა ისე დაამუხრუჭა ,რომ მგზავრებმა წინა სავარზლებს მივახალეტ თავი,გაოცებულებმა ერთმაენთ გადავხედეთ მერე კი მძოლს,რომელსაც ორივე ხეები თავს ზემოთ აეზიდა და წინ სეშინებული იყურებოდა,ის მზერას თავი გავაყოლეთ და გული ლამის გამიქვავდა,,ჩვენს წინ 15-მდე კბილებამდე შიარარებული მამაკაცი იდგა ნიღბებით,რომლებსაც ავტომატები ჩვენსკენ მოეშვირათ,სუნთქვა შემეკრა,შიშისგან გაუაზრებლად დათას მკლავს ჩავაფრინდი და მოვიკუნტე.მარშუტში სამარისებული სიჩუმე იყო.დათამ მკლავი ჩემი ხელისაგან გაითავისუფლა და ხელი მომხვია,მისკენ მწიდროდ მიმიზიდა და ჩამჩურჩულა
-ნუ გეშინია,შენს გვერდით ვარ-ავხედე და ის წინ იყურებოდა წარბშეუხრელად
ერტი გამოეყო ჯგუფს და ჩვენსკენ წამოვიდა,მძღოლს ავტომატის ქნევით ანიშნა კარი გაარეო,ესეც დაემორჩილა,გული გამალებით მიცემდა,ირგვლივ მიმოვიხედე,ყველა ჩემ დრეში იყო დაბნეული და შეშინებული.
-დათა მეშინია-ჩავჩურჩულე და კიდე უფრო მივეკარი.
-ჩემს გვერდით იყავი,ხელი არ გამიშვა-ცემკენ დაიხარა და თავი დამიქნია რომ მეც დავთანხმებოდი.
იარარიანი მარშუტში ამოვიდა და ხრინწიანი ხმიტ გვიბრძანა
-ყველანი დაბლა.
ყველანი წამოვდეგით და ცხვრებივით მორჩილად ჩავლაგდით მარშუტიდან,შიშისაგან მუხლები მეკვეტებოდა მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი,ერთმა ჩაფსკვნილმა იარაღიანმა ჩამოგვიარა და მობილურები და საერთოდ თუ რამე ტექნიკა გვქონდა ჩამოგვართვა.მივხდი,რომ ეს ბოლო იმედიღა იყო და ისიც გამომეცალა ხელიდან,დაბნეულმა 112 აკრებაც კი ვერ მოვიაზრე და მივხდი გულში ყველა ამას დარდობდა ირგვლივ.
-დათა რას გვიპირებენ?-ჩურჩულით ვკითხე
-არ ვიცი ლილი,ეცადე სიმშვიდე შეინარჩუნო-გამომხედა და ხელი კიდევ უფრო მაგრად ჩამჭიდა.
ასაკოვანი ქალები ჩუმად ვიშვიშებდნენ,ირგვლივ ,რომ მივიხედე დავრწმუნდი ძველ თქმულებაში-შიშს დიდი თვალები აქვსო,ალბათ იმ წუთას მეც, რომ ჩამეხედა სარკეში ჩემ თავზეც იგივეს ვიტყოდი.
უცებ ტყიდან რაღაც მომცრო კუბოსავით მანქანა გამოძვრა უფანჯრებო დაბალი,არც კი ვიცი რა ფირმისა იყო და ეს იარაღიანი მუტრუკები კონდახის მუჯლუგუნით გაგვერეკენ წინ მანქანისაკენ.წამში გამიარა თვალწინ ათასმა ფიქრმა ,კადრმა-ეჰ ლილიანა რასაც გამოექეცი განა ამაზე უარესი იყო?
პირდაპირი გაგებით შეგვკუჭეს შიგნით,იატაკზე დავჯექით,იმიტომ რომ სკამები არ იყო,პლიუს თვალები ყველას ახვეული გვქონდა,საშინელი მყრალი სუნი იდგა,ალბათ უჰაერობის და სიცხის ბრალი იყო.ტრანსპორტი დაიძრა და მივხდი,რომ გზისკენ კი არა ტყის სიღრმისაკენ წავედით.ზოგი ტიროდა ზოგი იგინებოდა,ზოგიც შოკისაგან მუნჯად იყო.მე ნერვებმა ამიყვანა,ხელები ამიკანკალდა და ბუტბუტი დავწყე
-ცუდად ვარ,სივიწროვეს ვერ ვიტან,ცუდად ვარ კლაუსტროფობია მაწუხებს,დათა მიშველე გული მიმდის-ხელებით გვერდით მჯდომებს ვაწვებოდი,რომ სივრცე მქონოდა,არადა ისეთი სივიწროვე იყო ნევსიც კი აღარ ჩავარდებოდა.
-ლილი თავი ხელში აიყვანე,დამშვიდდი,ღრმად ისუნთქე
-ღმერთო მიშველე ცუდად ვარ-მე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და უკვე ვკიოდი-მძღოლის კაბინიდან პატარა სარკმელი გაიღო(რკინის ჭრიალით ვივარაუდე) და ვიღაცამ ბოლო ხმაზე დამიღრიალა
-ხმა ჩაიკმინდე თორე აქვე ჩაგცხრილავ შენი.....
ადგილზე გავიყინე-არ მინდა სიკვდილი-გულში ვთქვი და ხმას დავემორჩილე.
-მანქანას ფანჯრები არ ჰქონდა და ეს თვალელბი რისთვის აგვიხნიეს ნეტავ?-მე მაინც ვერ ვისვენებდი
-გთხოვ ლილიანა გაჩუმდი-მუდარით მითხრა დათამ და საჩვენებელი თითი ტუჩებზე მომადო.
ბოლობოლო დავმშვიდდი,ალბათ 2 საათიანი ტანჯული ჯაყჯაყის მერე გავცერდით,გაიღო კარი და სატითაოდ ჩაგვსვეს დაბლა,კიდევ 10 წუთი ალბათ ფეხით ვიარეთ,ერთმანეთის გვერდიგვერდ.ვიგრძენი რომ დაბლა ჩავედით,ნესტის სუნი იდგა,სველი კედლები,კიდევ 5 წუთი და გვიბრძანეს ,რომ გავჩერებულიყავით.თვალებიდან სახვევები მოგვხსნეს,ძლივს გამოვიხედე,შენობის ცენტრში ვიდექი,შენობა უფრო არა კლდეების ცენტრში,შუაგული ალბათ ჩვეულერრივი ოთAხის ხელა იყო გვერდით ოთხივე მხრიდან კი კარებები.ერთერთი ოთახის კარი გაგვიღეს და გვანიშნეს რომ შევსულიყავით,ოთახი საკანს გავდა სივიწროვე,საწოლები 2 სართულად,ცენტრში კი მაგიდა,შიგნით კიდევ 4 ადამიანი დაგვხვდა,ცოლ-ქმარი ალბათ 22-25 წლის და დედა-შვილი-დედა 20 წლის ბავშვი გოგონა 3 წლის(ეს ყველაფერი მერე გავიგეთ).ჩვენს ზურგს უკან რკინის კარი ხმაურით მიკეტეს.დამხვდურებმა სიბრალულით შემოგვხედეს.
-დიდი ხანია აქ ხართ?-იკითXა ჩვენთAნ ერთად მოსულმა ბიჭმა ლაშამ.
-2 დღეა აქ ვართ-ბავშვის დედამ გვიპასუხა
-კი მაგრამ რა უნდათ შვილო ჩვენგან?-კითXა ერთერთმა ჩემმა თანამგზავრმა ქალმა ნათელამ
-აბა რა ვიცით ქალბატონო ჩვენც თქვენსავით გაუგებრობაში ვართ.
საშინლად მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა,მეტირა,მეკივლა მაგრამ ძალა აღარ მქონდა და რა ვიცოდი თუ ეს ყვეალფერი ჩვენი ტანჯვის დასაწყისი იყო და ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდის.
ერთერტ საწოლზე ჩამოვჯექი,თავი ხელებში ჩავრგე და ავქვითინდი,თავს ვერ ვიკავებდი ვუმატებდი და ვუმატებდი ტირილს,მით უფრო რომ რამოდენიმე ქალიც ამყვა,დათა მომიჯდა გვერდით ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა,უსიტყვოდ ყოველგვარი ნუგეშის გარეშე,ავხედე მასაც ცრემლიანი ჰქონდა თვალები,ახლა მივხდი რომ თურმე მასაც ეშინოდა,მეც შემოვხვიე ხელები და ვუმატე ტირილის.
გული,რომ ვიჯერე გავსწორდი,უფრო მშვიდად ვიგრძენი თავი,თვალებიდან ცრემლები მოვიშორე,მხრებში გავსწორდი.
-სახლში გელოდება ვინმე?-ვკითXე დათას
-კი,დედა,მამა და ძმა,შენ?
-მშობლები და 2 და
-აუცილებლად ნახავ
-ღმერთმა ისმინოს
-რა ქვია შენ დებს?
-სოფო და თამუნა,მე უფროსი ვარ,ისინი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები არიან.
-ჩემ ძმას ლევანი ქვია,წელს ამთავრეს სკოლას.
-ისინი უსაფრტხოდ არიან ეს მამშვიდებს.
-მართალი ხარ
ამ საუბრისას რკინის კარი ისევ გაიღო,ერთერთი ნიღბიანი შემოვიდა(ეს ის იყო მარშუტიდან ,რომ ჩამოგვიყვანა) ოთახის ცენტრში დადგა და განგვიცხადა
-ტირილი,კივილი და ა.შ. არ გავიგო,ვინც ზედმეტად იხმაურებს ტყვიას არ დავინანებ,აქ შეიძლება თვეზე მეტი მოგიწიოთ ყოფნა ასე რომ მოეწყვეტ საწოლები გაიყავით,საკმარისი არააა ზოგი იატაკზე დაიძინებთ,საწმლს დრეში ერთხელ შეჭამთ,წყალსაც დრეში ერთხელ დალევთ ტუალეტიც ერთხელ,გასაგებია?-ბოლო სიტყვა ისე დაიღრიალა,რომ ლამის შევკივლე
-ყველამ მორჩილად დავუქნიეთ თავი,გავიდა და კარიც გაიჯახუნა.ოთახში ნერვიულობის ახალმა ტალღამ იფეთქა,იმის გაფიქრება რომ აქ შიძლება თვეზე მეტი დავრჩებოდით და რა იქნებოდა ამ ერთ თვეში ყველას შიშის ზარი დაგვცა.ისე ვიყავი გაღიძიანებული და დაძაბული ამდენი ტირილისა და გოდების მოსმენა აღარ შემეძლო,გული მეწვოდა.ცოტა ხანში საჭმელი მოგვიტანეს,უფრო სწორად დაგვიყარეს მაგიდაზე,არავის გვქონდა ჭამის თAვი.სულ სამი ორ იარუსიანი საწოლი იდგა,ერთზე მაღლა დედა-შვილი დაწვა,ქვემოთ ცოლ-ქმარი,მეორეზე ასაკოვანი ცოლ-ქმარი და დაბლა 2 ქალი,მესამეზე მარლა მძღოლი და დაბლა მე. დათა და ბიჭები ლაშა და გიო საწოლის გარეშე დარჩნენ და იატაკზე დაიფინეს პლედები და იქ მოთავსდნენ
-შვილო ცოდვაა შენი ქმარი გაიჭირვე და დააწვინე შენთან-იზრუნა დათაზე ნათელა დეიდამ
-ის არაა.. ....
-ცოტა ხანი აქ ჩამოვჯდები ბიჭებთან და მერე მეც დავიძინებ ,მადლობა ყურადრებისათვის-სიტყვა გამაწყვეტინა დათამ.
ეს არ მესიამოვნა,ისევ დავაპირე პირის გაღება და რაღაცის თმქ მაგრამ დატAმ თვალით მანიშნა გჩუმდიო,მე წარბშეკრულმა შევხედე ვერაფერი გავიგეთქო,მიხვდა,რომ დავიბენი,ადგა და საწოლზე ჩამოჯდა,ჩემკენ დაიხარა და ყურში მიჩურჩულა
-ლილი აქ ყველა ფიქრობს რომ ჩემი ცოლი ხარ,მოდი ასე მოვიქცეთ,აქ შენს გარდა მარტო არცერთი გოგო არაა,შენთვისვე უკეტესია თუ იტყი რომ შენი ქმარი ვარმუფრო დაგიცავ აქ და იმ ხალხიდანაც,შენივე უსაფრტხოებისათვის სჯობს,სუდად არ გაიგო.
-კარგი და მართლა ცემ გვერდით უნდა დაიძინო?
-აბა რომელ ბებოსთან დაიძინოს თქვენმა მეუღლემ?-ღიმილით მითხრა
მეც გამეღიმა მაგრამ თან არასასიამოვნოდ შემაჟრჟოლა
-იცოდე,ზურგით მომეყრდენი,არ შემოტრიალდე-გავაფრთხილე
-როგორც მიბრძანებთ ჩემო მეუღლევ
-არ ვხუმრობ
-როგორც იტყვი
გვერდი შევიტრიალე და პლედი თვალებამდე ავიფარე,დათაც დაწვა მორიდებით ,ზურგიტ მომეყრდნო დაპირებისამებრ,დავიძაბე,დავიჭიმე.
-ღმერთო დიდებული,რამოდენიმე საათის გაცნობილ მამაკაცთან ერთად ვწევარ ერთ საწოლში-გავიფიქრე და წარმოვიდგინე მამას სახე,ახლა რომ დავენახე-ადგილზე მომკლავდა
თურმე ამ უბედურებასაც ჰქონია პლიუსი,რა კარგია,რომ ამა არ მხედავს,ჩემთვის გამეღიმა და თვალები დავხუჭე.
თვალი კი დავხუჭე მაგრამ ძილი არ გინდა?სად იყო?ვისთან იყო?რატომ იყო?თან ეს საწოლი,ვიწრო ფიცარი,სარივით გაჭიმული იწვა ,განძრევის ეშინოდა ,არ უნდოდა ,რომ დათას შეხებოდა,არადა პლედი ისეთი პატარა იყო ახლოს თუ არ მიიწეოდნენ ერთმანეთისაკენ გაიყინებოდნენ.
-ლილი რა ვქნათ,ამ პლედზე მორიგეობა ხომ არ დავაწესოდ?-გადმომილაპარაკა ისე,რომ არც შემობრუნებულა
-რა?
-არც შენ იფარებ არც მე მაფარებ,ხოდა ნახევარი ღამე შენ ნახევარი ღამე მე ან უფრო უკეთესი ერთმანეთს ჩავეხუტოთ უფრო მალე გავთბებით და პლედიც კარგად დაგვეფარება
-შენ ეტყობა კონდახი კარგად არ მოგარტყეს გვერდებში ხომ არ დავამატოთ?-გამაღიზიანა მისმა სითამამემ მითუმეტეს ასეთ ვითარებაში
-არა გმადლობთ,დღევანდელი დოზა მიღებული მაქვს,ვჩუმდები,ვიძინებ,პლედი შენი იყოს
-ასე უნდა დაგეწყო-ვთქვი გამარჯვებით კმაყოფილმა ,ჩემკენ მოვქაჩე გადასაფარებელი და გავიტრუნე.
შევიშმუშნე,ძილს თავს ვერ ვართმევდი,თავი მტკიოდა,შევირხიე,ვაიმე,თვალები სასწაფოდ გავახილე,დათასკენ შევბრუნებულვარ და მთელი ღამე მის ზურგს ჩახუტებულს მძინებია,სასწაფოდ მოვაშორე ხელები და გამოვიწიე ,თნ თავი წამოვწიე მინდოდა რომ მძინარე ყოფილიყო მაგრამ.....
-ქალბატონო ლილიანა-დაიწყო
-გთხოვ ოღონდ ახლა არა,არაფერი მითხრა
-კეთილი-ეშმაკურად გაიღიმა და საწოლზე წამოჯდა
ნელნელა ყველამ გაიღვიძა,გაგვახსენდა ,რომ წუხელ მაგიდაზე საჭმელი დაგვიყარეს,მოგვშიებოდა.
წარმოდგენა არ გვქონდა რა უნდა გვეკეთებინა,რა უნდა გვეფიქრა.კარი აჭრიალდა,ყველანი დავიძაბეთ მოლოდინში,ისევ ის გუშინდელი მცველი შემოვიდა კარი მიხურა და ყველა შეგვათვალიერა.
-შენ,შენ,შენ და თქვენ ორი მომყევით-მძღოლი,2 ბებო და ასაკოვანი ცოლ-ქმარი უსიტყვოდ მორჩილად გაყვნენ უკან,კარს უკან მიიმალნენ და კარიც ჩაიკეტა.
-სად წაიყვანეს?-იკითხა ნინომ-პატარა გოგონას დედამ
-იმედია კარგად იქნებიან-ვუპასუხე მაგრამ ჩემი სიტყვების თავად არ მჯეროდა.რამოდენიმე წუთი და გარკვევით შემოგვესმა ავტომატის ჯერის ხმა,
წამიერად გავიყინეთ,კუთხეში მივკუნტე და ავტირდი,მიხვდი რაც მოხდა,მივხდვი და უფრო მწარედ ავქვითინდი,ბიჭები კარს მიცვივდნენ და ჭიხლებით შედგნენ
-გააღეს კარი,რას აკეტებთ თქვენი.....
ოთახში გნიასი და ორომტრიალი იყო,ვინ ტიროდა ვინ კიოდა ვინ იგინებოდა,ისედაც გაგიჟებულები უფრო დავიზაფრეთ.კარი ისევ გაიღო,ახლა 3 ავტომატიანი შემოვიდა,ბიჭები მუჯლუგუნით მიყარეს გვერდზე
-ავადმყოფები და მოსავლელები არ გვჭირდება მაგრამ თუ ისე არ მოიქცევით როგორც გიბრძანებთ თქვენც მათ მიუწვებით გვერდით
ამ ახმახი შეიარარებული კაცების შემხედვარე პატარა ანა ატირდა და დედას მიეკრო
-და თუ ბავშვს ვერ მიხედავთ და არ გააჩუმებთ ჩვენ მოვუვლით
-არა არა,გაჩუმდება,გაჩუმდება-შეშინებული სტაცა ნინომ შვილს ხელი და გულში ჩაიკრა
-რა გინდათ ჩვენგან?-დათამ შებედა კითხვის დასმა
-გაცვლა.
-რაში?
-ჩვენიანებში,ვნახოთ უღირხართ თუ არა სახელმწიფოს
----------------------------------------------

-დედა მთელი დილაა ვურეკავ ლილის და გათიშული აქვს ტელეფონი-მწვანე ხალათში გახვეული ყავის ჭიქით დილაადრიან მიუკუსკუსდა მარინას თამუნა
-ხომ იცი რა ძილისგუდაა,ალბათ ჯერ კიდევ სძინავს,რომ გაიღვიძებს თავად შეგვეხმიანება
-როგორ მიყვარს შაბათ-კვირა სკოლისგან დასვენება სოფ მოდი ჩვენი სერიალი იწყება გასძახა დაიკოს ,რომელიც დილიდანვე სარკეში იპრანჭებოდა.დივანზე მოკალათდნენ და პულტის ძებნა დაიწყეს მაგრამ რეზოს უკვე უპოვია და არხიდან არხზე რთავდა საინფორმაციოს ძებნაში
-მამ გთხოვ მერე უყურე დაიწყო კინო
-მხოლოდ 5 წუთი და დაგითმობთ,აჰა ,ვიპოვე აბა ჩუმად-და ყველანი გაისუსა
-საგანგებო გამოშვებაო ნეტა რა მოხდა-იკითხა მარინამ და ისიც მიუახლოვდა ტელევიზორს
-ეთერშია კურიერის საგანგებო გამოშვება,ამ დილით ცნობილი ხდება ,რომ ერთერთმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ გაიტაცა სამარსუტო ტაქსის მგზავრები ,რომელიც მიემარტებოდა ქალაქ მესტიაში,ინციდენტი მოხდა გუშინ საღამოს 5 საათზე,ჯერჯერობით მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია პირობები,არაა ცნობილი ტყვეების რაოდენობა და ვინაობა,თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია მოგვაწოდეთ,სამინისროები საგანგებო რეჯიმში მუშაობს,დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას
-ვაიმე რეზო ლილიანა,ვაიმე ჩემი გოგონა-საბრალო ქალს ყავის ჭიქა ხელიდან გაუვარდა და იატაკზე გაიშხლართა.

-----------------------------------------------
მე და დათა საწოლზე ვიჯექით და ზურგით კედელს ვეყრდნობოდით,ყველანი ენერგიაგამოცლილები და გამოფიტულები ვიყავით.
-იცი ლილი ყველაფერი სხვანაირად მქონდა დააგეგმილი გონებაში-ფიქრებიდან გამომარკვია მისმა სევდიანმა და თბილმა ხმამ,სხეულით ოდნავ მისკენ შევტრიალდი და სმენად ვიქეცი
-რაზე ამბობ დათა?
-პირველივე დანახვისთანავე მომეწონე-მითხრა და ცხვირზე თითი გამკრა ფრხილად-ვიფიქრე დაშორებისას ტელეფონის ნომერს ვთხოვ,ამ გოგოს ვერ დავკარგავთქო
- ხოდა აი არც დამკარგე ხო ხედავ პირველივე დღესვე გვერდით მომიწექი-გამეღიმა ჩემს სიტყვებზე და ხელები მჭიდროდ შემოვიკარი სხეულზე.
-ყოჩაღ მე-ორივეს გაგვეღიმა
-და მაინც შეყვარებული გყავს?ისე ხომ მაგარი ვარ ჩემ ცოლს ვეკითხები შეყვარებული ხომ არ ყავს
- შენ მგონი შენივე ტყულის გჯერა
-არადა სასიამოვნო ტყუილია-ანუ კი თუ არა?
-შენ?
-იყო ადრე სერიოზული ურთიერთბა გვქონდა მაგრამ მერე სხვა ბაღში გადაიყვანს და .............ნუ გამახსენებ მთელი 1 კვირა დეპრესია მქონდა
-მე მყავდა
-და აღარ?
-აღარ ,ჩემი საუკეთესო მეგობარი არჩია
-სამწუხაროა
-რამოდენიმე თვე გავიდა,განსატვირთავად ბებოსთან მივდიოდი მაგრამ როგორც ხედავ უარეს განსაცდელში ამოვყავი თავი
-დადებითად შეხედე ლილი ყველაფერს,სამაგიეროდ მე მიპოვე შენი ნადვილი სიყვარული-ბეჭებში გაიშალა და მკერდზე ამაყად დაიო ხელი
-არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ,საოცრად დადებითი-მართლაც ასე იყო,მის გვერდით სიმშვიდე და უსაფრთხოება იყო,ყოველტვის ახერხებდა ჩემ გაღიმებას,
-შეიძლება?-ხელები გაშალა და შემომხედა,მივუხვდი სურვილს,ეს გულწრფელი და ალალი თხოვნა იყო,თანხმობის ნიშნად გავუღიმე და გულში ჩავეკარი.
ორი დღეა სამინისტროს კართან აღამებს ათობით ადამიანი,მათ შორისაა რათქმაუნდა ლილიანასა და დათას ოჯახიც.მარინა და რეზო და არამარტო ისინი ამაოდ ითხოვდნენ პასუხს თუ სად იყო ან როგორ იყო მათი ქალიშვილი მაგრამ ამაოდ,სახელმწიფო საქმეებში უბრალო მოკვდავთ ვინ ჩაახედებდა.
--------
-გია დათას ,რომ რამე დაემართოს თავს მოვიკლავ,ერთი დღეც ვერ ვიცოცხლებ-სამინისტროს კართან კიბეზე ჩამომჯდარი ხელებში თავჩარგული ტიროდა გამწარებული დედა.
-დამშვიდდი ქეთო ხომ იცი ჩვენი ბიჭი რა ყოჩაღია,ძლიერი,მშიშარა არ გაგვიზრდია,ცუდზე არ იფიქრო-გულში იკრავდა მეუღლეს,თავადაც შეშინებული იყო მაგრამ არ უნდოდა ქეთოს დაენახა მისი სისუსტე.
ამ კიბეზე რამდენი გაუბედურებული,პასუხგაუცემელი ოჯახი ისხდა და ელოდნენ ახლობლების სიკვდილს ან სიცოცხლეს.
-თქვენი ვინ არის ქალბატონო იქ?-ქეთო მის გვერდით მომტირალ ქალს მიუბრუნდა
-ქალიშვილი-თავაუღებლად უპასუხა მარინამ.
-ჩემი ბიჭი-თქვა და ისევ აქვითინდა.
------------------
ორი დღე გავიდა ამ ქვესკნელში.საშინელი სუნი იდგა,სიბნელე,ერთი ნათურა ენთო მხოლოდ უფრო სწორად ბჟუტავდა.არა წყალი რომ დავიბანოთ პირი მაინც,არა სარკე,არა სავარცხელი,არა ქალები მაინც რა ვართ,ასეთ დრეში ვარ და სარკე რამ გამახსენა.
პატარა ლიზის გამო გული მეწვოდა საბრალო სულ ტიროდა.ლამაზი ბავშვი იყო -ცისფერთვალა,კულულა ქერა თმა-დედიკოს ასლი იყო,თუმცა მაიკო ამბობდა,რომ მამას უფრო ჰგავსო.
ბიჭები ლაშა და თემო,როგორც გავიგეთ ბიძაშვილები ყოფილან,სოფლად მიდიოდნენ დასასვენებლად.ჩვეულებრივი თანამედროვე თინეიჯერები იყვნენ ,ჩაჩაჩული შარვლებითა და გრძელი თმებით,აშკარა იყო ყველაზე მეტად იმას განიცდიდნენ,რომ აიფონები და ყურსსმენები ჩამოართვეს.
თაზო და ნინი-ძალიან საყვარელი წყვილი იყო.ძალიან განვიცადეთ ყველამ ,როცა გავიგეთ ,რომ ნინი თურმე 4 თვის ორსლი ყოფილა.ასეთი სტრესი უნდოდა ახლა მას?
საბრალო.
დათა-ისი არამარტო შინაგანად არამედ გარეგნობითაც სასიამოვნო პიროვნება იყო.შავგვრემანი,ტალღოვანი მოკლედ შეჭრილი თმა,თაფლისფერი თვალები,ჩემზე საკმაოდ მაღალი,(პატარა არც მე ვარ)რომ ვთქვა,რომ კუნთები ბატიბუტივით ეყარათქო ტყუილი იქნება მაგრამ,საკმაოდ მოხდენილი და ძლიერი იყო.ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ამ ადამიანს წლებია ვიცნობ,გულის სირრმეში მისი ხუმრობები სიყვარულზე არ მაბრაზებს პირიქით მსიამოვნებს,და მიკვირს ნუთუ ასე მარტივად მოვიხიბლე?ან იქნებ ის სიყვარული რომელსაც მივტირი არ იყო ნამდვილი?არ ვიცი ჯერ ვერ გავრკვეულვარ,ან და მაქვს ახლა მაგის დარდი?
მე-ცოტა ძნელია საკუთარ თავზე საუბარი.ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ,სულაც არა ვარ ტოპ მოდელი და სულაც არ მეწყება ფეხები კისრიდან,მამა ხშირად მეუბნება,რომ მე მამაკაცების მოხიბვლის ორი უდიდესი იარაღი მაქვს -ჩემი მწვანე თვალები და ღიმილი.ხშირად მარიგებს ,რომ ნუ ვიქნები ასეთი გულჩვილი,ნუ ვიქნები ასეთი მიმნდობი,რომ ეს ხშირად ცხვირს წამატეხინებს მაგრამ დღემდე ამის გამო ხიაფათს არ გადავყრივარ ,მაგრამ მგონი დრო დადგა.
ჩვენი მცველები-არც სახელები ვიცით და არც გარეგნობით,იმიტომ ,რომ სულ ნიღბით დადიან,მაგრამ ისედაც ეტყობათ რა ნაგავებიც არიან.
ერთი კი ხმას,რომ ამოიღებს ისე ღრიალებს და როხროხებს მტრისას ასე რა მონსტრია და ნიღაბი,რომ მოიხსნას მთლად გოძილა იქნება.
გვესმოდა როგორ კამათობდნენ ჩვენს კართან მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდით,15 წუთიანი ლაპარაკის მერე კარი შემოაღეს და ნინისაკენ გაემართნენ
-შენ ჩვენთან წამოხვალ-აშკარა იყო თუ რატომაც
-არა-წინ გადაეფარა თაზო-ჩემ ცოლს ხელს ვერ დააკარებთ-კაცი აფთარს დაემგვანა
-ხელის დაკარებას არც ვაპირებთ-უშნოდ ჩაიქირქილა დაბალმა
-ოხ შენი დ.........-მუჭი მოუქნია თაზომ და ისიც იტაკზე დაეცა ცხვირგატეხილი.
სამივე ბიჭი თაზოს გვერდით დადგა ნინის დასაცავად
წაქცეული წამოხტა იარაღი შემოატრიალა და მტელი ძალით ისე ჩაკრა კონდახი თაზოს თავში ,რომ ეს უკანასკნელი უგონოდ დაეცა,რასაც ნინის გულიგამგმირავი კივილი მოჰყვა.
დიდმა და როხროხამ სამივე ბიჭს დაუმიზნა იარაღი.
-გაეცალეთ თორემ დაგცხრილავთ-თქვა და ნინის მკლავში დასწვდა და კარისაკენ წააპორწიალა.გულმა არ გამიშვა,წინ გადავუდექი
-გთხოვთ მე წამიყვანეთ,ნინი 4 თვის ორსულია შეიბრალეთ,მე წამოვალ
-არა ლილი-ზურგს უკან დათას განწირული ბღავილი შემომესმა,მივბრუნდი,ბიჭები ხელით აკავებდნენ რომ არ წამოსულიყო,-ლილი არა,გთხოვ ლილი.
ამ ახმახმა ამათვალიერა და მეორეს გადაულაპარაკა
-არც ესაა ნაკლები-მერე დათასკენ შეტრიალდა და მტელი ძალით ჩასცხო კონდახი მუცელში
-შენ ვინ გეკითხება ვინ სად წავა
-ის ჩემი ცოლია-ბღაოდა განწირული ხმით,მე კი ვტიროდი,ცრემლები ნაკადულებად ჩამომდიოდა.არ ვიცი რას ვტიროდი ჩემ თავს ასე რომ ვწირავდი,დათას ასე რომ იმეტებდა მის თავს ცემთვის 2 დღის გაცნობილისათვის თუ ჩემს მომავალს,რომელიც ვიცოდი რომ არ მექნებოდა თუ ამ კარს გადავაბიჯებდი,მაგრამ უცებ ნინის შევხედე და მივხვდი ,პატარასთვის ყველაფერი ღირდა,დავხარე თავი და მორჩილად გავედი კარში,კარი დაიხურა ჩემ ზურგს უკან კი კარგა ხანს მესმოდა დათს ბღავილი,განწირული ხმა,გინება,ხვეწნა ,მუდარა,მუქარა
-ღმერთო მეტი ადრე რატომ არ შემახვედრე ,რატომ,რატომ?-ვბუტბუტებდი და დერეფანში მივაბიჯებდი.ახმახმა საჯდომზე ხელი მომიჭირა -ოჰო-შესძახა და მეორეს მხარი გაჰკრა,ახლა იმანაც მოინდომა მაგრამ შევუღრინე.
-ეს რა პანტერა გვიპოვია გივი
-ტყუილად მაბამ ჯერ ჩემია
-კარგი რა ოთარ ჩვენში ეგ მოსულა?როგორც იტყვი
საცოდავო ლილიანა რა დღე დაგიდგა ,ვუსმენ როგორ ვაჭრობენ ჩემით უფრო სწორად ჩემი სხეულით.დათას ხმა აღრ მესმოდა,საკმაოდ შორს გამოვსულვართ.დერეფნის ბოლოს სინათლე დავინახე ღია კარში,სწორედ იქ შევედით.მიმოვიხედე მხოლოდ მე და ეს ორი ნაგავი ვიყავით,გამიხარდა.რა გამიხარდა?ის რომ აქ კიდევ არ დამხვდა სხვა ამათნაირი ნაგავი ხალხი.
-არ იტირო,არ იტირო,არ დაანახო რომ გეშინია-საკუთარ თავს ვამხნევებდი და თან ხელებს მორჩილად ვაყოლებდი მათ მოძრაობებს თუ როგორ მაბადნენ ორივე ხელით თავს ზემოდ ჭერში გადებულ კოჭზე.
-აბა მიდი ლამაზო დაგვიწყე ხვეწნა და მუდარა,რომ შეგიბრალოთ-ნიღაბი მოიხსნა ახმახმა( ოთრმა)მართლა გოძილა ყოფილა-ასე უფრო საინტერესო იქნება.
ჯერ პასუხის გაცემა დავაპირე,მერე გადავიფიქრე და შევაფურთხე.
-აი შე ბ....-და ისეთი ძალით გამარტყა სახეში,რომ თვალთ დამიბნელდა
გაბრაზებულმა შარვლის შემოხევა დამიწყო,მაგრამ ჯინსი მეცვა და ადვილად ვერ გახია,ჯიბიდან დანა ამოიღო და ზედვე მასერავდა შარვალს ადგილადგილ გაატანა დანის პირმა და სისხლი წამომივიდა,სიმწრისაგან ამოვიგმინე.მხოლოდ საცვლების ამარა ვიდექი შუა ოთახში ხელებ შეკრული და ჭერზე მიბმული.ჯერ გოძილას ჯერი იყო და გახდაც დაიწყო,გულისამრევი იყო საშინელება.
-ღმერთო მომეცი ძალები,ღმერთო მომეცი ძალები-გულში ვლოცულობდი და თვალებს არ ვახელდი.
უცებ რკინის კარი ვიღაცამ წიხლით შემოაღო.
უარესის მოლოდინით კარისაკენ გავიხედე,თუმცა ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო?
ვიღაც ახმახი კაცი დაახლოებით 60 წლის მძიმე ნაბიჯებითა და წარბშეკრული შემოვიდა ოთხში,მივხვდი ,რომ ამათიანი იყო და კიდევ ერთხელ დავწყევლე ჩემი თავი.
-ეს რა ხდება აქ?-დაუბღვირა ორივეს(გივის და ოთარს)
-ეს უფროსო,,,,,ეს ბატონო ვახტანგ.....-ენა დაებათ,მე კი დაბნეული,შემცივნებული და დასერილი ვიავი ჩამოკიდებული და ცრემლიანი თვალებით ვაკვირდებოდი სიტუაციას,ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მელოდა.
-ვინ მოგცათ ამის უფლება?მიპასუხეთ?-მაგიდას მუჭი დასცხო და დაიღრიალა-ვინ გითრათ რომ ეს შეგეძლოთ?რ ა არის ეს?მე გარკვევით არ გითხარით რომ ტყვეების ცემა და გაუპატიურება არ იქნება და არ გავიგონოთქო?
მცველები დასჯილი ბავშვებივით კუთხეში იდგნენ ატუზულები და სიტყვასაც კი ვერ ძრავდნენ შიშისაგან.
-დროზე ჩამოხსენით ეს გოგო ჩააცვით რამე და უკან ოთახში დააბრუნეთ,დღეიდან მსგავსი არაფერი გავიგო თორემ როგორც მოექცევით ამათ იგივე სასჯელს მიიღებთ.
გოძილამ კოჭიდან ჩამომხსნა,მოცელილივით დავენარცხე იატაკზე,ხელები და ფეხები გაბჟუებული და გაყინული მქონდა,წამოდგომაში მომეხმარნენ,მოვიკუნტე ხელები სად ამეფარა აღარ ვიცოდი ყველგან შიშველი სხეული მიჩანდა.
-მოუტანეთ ამ გოგოს მისი ნივთები,აარჩიოს რაც უნდა და ჩაიცვას,მერე კი წაიყვანეთ.
მომიტანეს, ერთი სარაფანი და ჟაკეტი ავიღე ,ძლივს ჩავიცვი.კონდახის ქნევით წინ გამიგდეს და ოთახისკენ წამიყვანეს.

---------------------------------------

-გააღეთ კარი,გააღეთ თქვე ახვ**ბო,გააღეთ ამის დ.....-დათა გიჟს გავდა,არ ცხრებოდა,გააფთრებული ლომივით ფაფარაშლილი ოთახში დარბოდა და განწირული ბღაოდა,ვერავინ აკავებდა,შეშლილი სახით,უმისამართოთ იგინებოდა,იმუქრებოდა.გვერდები დაილურჯა რკინის გარებზე გაქანებით მიჯახებისას მაგრმ ამ კარს ძვრა ვერ უყო.
-ჩემი ბრალია ვერ დავიცავი,ჩემი ბრალია,ლილიიიი,მაპატიე ლილი,მოგკლავთ თქვე ლაჩრებო,მოდით ჩემთან მოდით,უსუსურ ქალთან დიდი გული გაქვთ,აბა მე დამეჯიბრეთ,არაკაცებო,ლაჩრებო იარაღის გარეშე მოდით,გულს ამოგგლეჯთ ორივეს-ბოგინობდა და ბობოქრობდა.
რაღაც წამით ჩაწყნარდებოდა,თითქოს დამშვიდდებოდა,კედელს მიეყრდნობოდა და ჩაიმუხლებდა მაგრამ წამში ისევ წამოფრინდებოდა და გიჟმაჟივით,შლეგივით ისევ ანგრევდა კედელსა თუ კარს.
მისი შემყურე ხმას ვერავინ იღებდა,იმის თქმაც კი ვერ შეებედათ რომ ცოტა დაწყნარებულიყო.მხოლოდ ნინო ტიროდა გულამოსკვნილი.
-ჩემი ბრალია ყველაფერი,ჩემ გამო დაემართა,ჩემი ბრალია.
----------------------------------------------------------
ოთახიდან ბორძიკ-ბორძიკით წამოვედი,სიარული მიჭირდა,ხან ერთ მხარეს მივეყუდებოდი კედელს ხან მეორე მხარეს,დაბალმა გივიმ ხელის შეშველება დააპირა მაგრამ მუჯლუგუნი ვკარი,გული მერეოდა მის დანახვაზე და შეხებაზე.
შორიდან ბუნდოვნად მამაკაცის ხმა სემომესვა,უფრო სწორად ყვირილი,ვიცანი დათა იყო,ცოტა რომ მივუახლოვდი სიტყვებიც გავარჩიე,მესმოდა როგორ მიძახოდა,ემუქრებოდა ამათ და აგინებდა.უფრო მეტად ავტირდი,წარმოუდგენელია ჩემთვის ასე ძვირფასი როგორ ვარ რამოდენიმე დღის ნაცნობისათვის,მიუხედავად ბოლო ნახევარი საათის ტანჯვისა დათას ხმის გაგონებამ და იმან თუ როგორ იბრძოდა ჩემ გამო გული გამითბო.
ნაბიჟს მოვუჩქარე შეძლებისდაგვარად,მინდოდა მალე მივსულიყავი ,რომ დავენახე ცოცხალი და უვნებელი და დამშვიდებულიყო

........................................
-დედა სამი დრეა აქ ზიხარ,გთხოვ ცოტა ხნით წამოდი სახლში,გამოიძინე და ჭამე რამე,მე დავრჩები და თუ რამე დავრეკავ მაშინვე-ცდილობდა დაერწმუნებინა ლევანს დედამისი მაგრმა არაფრი გამოსდიოდა.
-როგორ მთხოვ შვილო,როგორ დავიძინო როცა ჩემი ბიჭი შეიძლება მკვდარია, რა დამაძინებს და რა მაჭმევს.
-დედა გთხოვ-ისევ მუდარით მოხვია ხელი მაგრამ არანაირმა თხოვნა მ არ გაჭრა-გია უთხარი ლევანს მეტი აღარ მთხოვოს ,მე აქ უნდა ვიყო ამ სამინისტროს კართან მანამ სანამ ჩემი შვილს არ დამიბრუნებენ,როგორ წავიდე გაიხედე რამდენი გამწარებული დედა ზის აქ ჩემ გვერდით,ესენი არ მიდიან მე სად წავიდე-ცხარე ცრემლებით ტიროდა რუსო ქმრის მხარზე დაყრდნობილი შვილის ფოტოს ეფერებოდა.
---------------------------------------------------

კარი შეაღეს და შემიშვეს.ჩემ დანახვაზე ყველა გაშეშდა წამიერად,კარიც მიიხურა ჩემ ზურგს უკან.
-ლილი-გაოცებული,გახარებული და დაბნეული ხმით წარმოთქვა ჩემი სახელი დათამ და ჩემკენ გამოიწია.ატირებული მივეხუტე.
მის გულს და ბოლო ხმაზე ავქვითინდი.ნაზად თავზე ხელი გადამისვა და იქვე საწოლის კიდეზე ჩამომაჯინა,თვად კი კარისაგენ მიბრუნდა,ისევ წიხლებით შეადგა და ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა-დაბრუნდი,სად წაყვედი შენ ლაარო და არაკაცო,-მუშტი და წიხლი ერთმანეთს ენაცვლებოდა.
-დათა გთხოვ დაანებე თავი,გთხოვ დამშვიდდი,-ატირებულმა ზლუქუნით ვთხოვე,დატა გონს მოეგო,ისევ ჩემკენ მობრუნდა გვერდით ჩამომიჯდა და მიმიხუტა.
ყველანი ჩვენს ირგვლივ შეიკრიბა
-მაპატიე ლილიანა ,ჩემი ბრალია-ცრემლიანი თავლებით პატიბას მთხოვდა ნინო
-ნინო სენ არაფერ შუაში ხარ მე ეს პატარას გამო გავაკეტე,ის დავიცავი
-რა გაგიკეთეს?
-რა უნდოდათ?
-რატომ გაქვს მაჯები დალურჯებული?
-ღმერთო ფეხები რატომ გაქვს დასერილი?
ყველა მხრიდან შეკითხვების წვიმა წამოვიდა.ყველაფერი დაწვრილებთ მოვყევი კარიდან გასვლის შემდეგ რაც მოხდა.ზოგი მამშვიდებდა ზოგიც მეფერებოდა,დათა იჯდა მხოლოდ ჩუმად და სევდიანი თვალებით მიყურებდა ხმას არ იღებდა.
-ლილი შენი ქმარი დასაბმელი გაგვიხდა ლამის,შენს მოსვლამდე არ გაჩუმებულა და არ გაჩერებულა,ლამის კედელი გაანგრია,ძალიან ინერვიულა ძალიან ყვარებიხარ-ღიმილით მითხრა მაიკომ.
გამეღიმა მის სიტყვებზე და დათას გავხედე ის ისევ ჩაფიქრებული იჯდა ჩემი მზერა იგრძნო გამომხედა და ოდნავ გამიღიმა.
-აჰა დათა ახლა შეგიძლია მშვიდად იყო,შენი ლილიანა შენთნაა,მშვიდობიანად დაგიბრუნდა-მხარზე ხელი შემოჰკრა თაზომ და თავისი საწოლისაკენ წავიდა.
-თავს შევწირავ და დღეიდან ხელს ვერავინ დააკარებს-ეს სიტყვები ისეთი მტკიცე და დამაჯერებელი იყო მივხდი,რომშეასრულებდა სიტყვას.
ბარძაყებზე ჭრილობები წყლით მოვისუფთავე და გოგოებმა ნაჭრებით გადამიხვიეს.

ყველას მიეძინა,ენერგიაგამოცლილი ვიყავი.
-ლილიანა თუ გინდა მარტომ დაიძინე მე იატაკზე დავწვები
-არა დათა მირჩწევნია ჩემ გვერდით იყო,ასე უფრო მშვიდად ვარ,იატაკზე გაცივდები თანაც.
-ლილ გტკივა?- ჭრილობებზე მანიშნა
-ცოტა
ზურგით კედელს მივეყუდე და დათაც გვერდით მომიჯდა.
-მაპატიე ლილიანა
-რა დათა?
-ვერ დაგიცავი,მაპატიე
-არ იყავი ვალდებული დათა
-ამას ნუ მეუბნები,ვიყავი და თან როგორ.
-მე კარგა ხანს მესმოდა შენი ხმა,როგრო ყვიროდი?ის ჩემი ცოლია-გამეღიმა
-არ ხარ მაგრამ იქნები სენ ჩემი ცოლი გახდები ლილი
-თუ გადავრცი
-პირობას გაძლევ ლილი,ჩემ სიცოცხლეს გეფიცები შენ აწი ვინც ხელს დაგაკარებს ჯერ მე უნდა გადამაბიჯოს მკდარს,შენ თავს არავის დავუთმობ
-დათა განა რა ვარ შენთვის ასე რომ ს წირავ თავს?
-ჩემი მომავალი ცოლი ცემი შვილების დედა უნდა იყო
-და მე არ მეკითხები?
-რას?
-მინდა თუ არა?
-ლილიანა რომ გითხრა მიყვარხართქო დამიჯერებ?
-არა
-რატომ?
-დათა 4 დღეში?
-სასაცილოა არა?მაგრამ წარმოიდგინე რომ სიმართლეა,მე 31 წლის კაცს მხოლოდ 4 დღე კი არა პირველი დანახვა მეყო სენ შესაყვარებლად,არ ვიცი ლილი რა თვალზე შემოგხედე მაგრამ ვიცი ვგრძნობ სენა ხარ ის ვინც ჩემ გულს უნდა,ვგრძნობ რომ აქამდე იმიტომ ვიარსებე რომ სენ მეპოვე,ცემტვის ის წუტები როცა ამ ოთახში არ იყავი და იქ იყავი იმ არაკაცებთან ტანჯვა იყო,ენით აუწერელი ტკივილი,თავი დავკარგე,სასოწარკვეთილი ვიყავი.გტხოვ ნუღარ მეტყვი რომ 4 დრე ცოტაა,შენ ჩემი მომავალი ხარ.
-დათა
-ხო ლილი
-მე გული მეტკინა ერთხელ და მეშინია,არ მიდა იგივე განვიცადო
-მე არასოდეს მიგატოვებ ლილიანა არასოდეს
-მე.... ვეცდები,მე...გამიგე
--მესმის ლილი,უბრალოდ მომენდე და მომეცი სასუალება დაგიცვა,ვიზრუნო და მიყვარდე.
-განიჭებთ უფლებამოსილებას
-დამცინი კიდეც?
-სიცილი მგონი არ გვაწყენს-და დღეს პირველად გაგვეცინა ორივეს.
რამოდენიმე დღეში ჭრილობა მომიშუშდა,ყველანი თავს დამტრიალებდნენ და მივლიდნენ ,განსაკუთრებით დათა.ამ ხნის მანძილზე მცველებს არ შევუწუხებივართ,ცოტა ჩვენც დავმშვიდდით.
-ლილ რაღაც მინდა გკითო შეიძლება?-მკითხა დათამ და ჩვეულებისამებრ ჩემს გვერდით საოლზე ჩამოჯდა და კედელს მოეყრდნო.
-გისმენ
-მინდა უკეთ გაგიცნო,მითხარი რამე სენს შესახებ
-მე ლილიანა ლომიძე დავიბადე 1988 წლის 1 მაისს......
-მოიცა,მოიცა,შესდექ-ცერემონიალურად აღმართა მარჯვენა ხელი-რას აკეტებ?ანკეტას კი არ ავსებ ქალბატონო
-აბა რა ვთქვა?მკითხე და გიპასუხებ
-კეთილი,ანუ ბლიც-კითხვების კონტრშეტევა გამოვუშვა?
-სულ როგორ უნდა ოხუნჯობდე ჰა?
-ესეც დამიშალე-გაიღიმა და ცხვირზე ნაზად ცკლიპურტი გამარტყა-კარგი შენი საყვარელი ფერი?
-თეთრი,შენი?
-ნაცრისფერი,შენი საყვარელი საჭმელი?
-მწვადი
ოჰო,მაშინ აქედან რომ გავალთ ჩემი ხელით შეგიწვავ ცეცხლზე და ჩემივე ხელით გაჭმევ
-დამცინე დამცინე
-რატომ?
-ჯერ გავიდეთ
-აუცილებლად,კარგი გავაგრძელოთ,გყოლია საყვარელი ადამიანი?
-ეს კითხვა გამოვტოვოთ.
-ამის გამო გარბოდი მთაში?
-თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე
-ღირდა ამად?
-ახლა ვიცი რომ არა
-მიზეზი?
-3 წელი სიყვარულს მეფიცებოდა და ერთ დღეს დაქალში გამცვალა.ზოგჯერ ვფიქრობ რატომ?ალბათ მე ვარ ცუდი,მე დავიმსახურე,მე ვერ ვაბედნიერებ ხალხს,ასე რომ დათა ნუ ეცდები ჩემ გამო რამეს,მე ვერავისთვის ვეერ მოვიტანე სიხარული და ბედნიერება.
-იცი ლილი სიყვარული მარგალითს გავს,მას მისი უამრავი ყალბი ასლი არსებობს მაგრამ ვინც ნამდვილს იპოვის ის მდიდარია,მე მდიდარი და ბედნიერი ვარ იმიტომ რომ გამიმართალა და ვიპოვე ის ერთადერთი ნადვილი მარგალიტი
-და გინდა მითრა რომ ეს მე ვარ? დამცინი
-არა არ დაგცინი მთელი სერიოზულობით ვამბობ რომ 100% დარწმუნებული ვარ რომ შენ ის ხარ ვინც ჩემთან უნდა იყოს,რომ შენ ხარ ნადვილი მარგალიტი,აი ეს ვერ დინახა იმ ბედოვლათმა და ყალბში გაგცვალა,მიხვდება მაგრამ გვიან იქნება,იმიტომ რომ ეს მშვენიერება უკვე ცემს კანონიერ საკუტრებაში იქნება მეუღლის სტატუსით
-და შენ ყოველთვის ასეთი თავდაჯერებული ხარ?
როცა საქმე შენ გეხება კი
-კარგი
-და რა ერქვა იმ ყმაწვილს?
-ბექა
სახელმა წარსულში გადამისროლა,არასოდეს ასეთი სიტყვებით არ მოუმართავს ჩემთვის ბექას,არასოდეს არ უგრძნობინებია ჩემთვის რომ მე განსაკუთრებული ვიყავი მისთვის და ერთადერთი და უცებ ვკითხე საკუთარ თავს-და თუ ასე იყო რა მინდოდა სამი წელი მასთან?დათას ხმამ დამაბრუნა რეალობაში
-არ დაუბრუნდე წარსულს თუნდაც ფიქრებით,წინ უკეთესი გველის ერთად
-არ ვიცი ,მინდა შენსავით ოპტიმისტი ვიყო
-ყველაფერი კარგად იქნება ჩემო მარგალიტო-მითხრა და ჩმეკენ დაიხარა მხრებზე ჩამოშლილი თმა ნაზად გადამიწია და ყურთან ნელა მაკოცა,გავქვავდი,სუნთქვა შემეკრა,ამაკანკალა თვალები მაგრამ მოვჭუტე.
დათა საწოლზე ჩაცურდა და თვალებზე მკლავები გადაიფარა.ისეთ ეიფორიაში ვიყავი რომ თავლების გახელა აღარ მინდოდა,ჯერ კიდევ ვგრძნობდი მისი ტუჩების სითბოს და ემოცია კვლავ და კვლავ მიახლდებოდა.მეც ფრთხილად ჩავცურდი საწოლზე და გვერდი შევიბრუნე.
დილით ღიმილიანი სახით გამეღვიძა,ალბათ ღამე ფერადი სიზმრები მესიზმრებოდა.საწოლში შევტოკდი,ვიგრძენი რომ მარტო ვიყავი ,ოთახს თვალი მომავლე დათას ძიებაში მაგრამ არსად იყო,გულმა რეჩხი მიყო წამოვჯექი და სხვის საწოლებს გადავხედე,არცერთი მამაკაცი ოთახში აღარ იყო.ელდანაკრავივით წამოვფრინდი,გული გამალებით მიცემდა.

დაფეთებული წამოვხტი ფეხზე და ირგვლივ მიმოვიხედე, ჩემი ეჭვი გამართლდა,ყველა-დათა,თაზო,ლაშა და თემო არცერთი აღარ იყო ოთახში.ფრთხილად დავიხარე ნინისაკენ და გავაღვიძე
-ნინი გამოფხიზლდი ,ბიჭები აღარ არიან,თაზოც არაა
ნინი სანახევროდ გახელილი თვალები ხელისგულებით მოიფშვნიტა და გაოცებული სახით ნახევარ საწოლს გადახედა,უცებ გააცნობიერა ჩემი სიტყვები და შეშინებული წამოჯდა
-არაფერი ვიცი,სად წავიდნენ?
-შენ არ ინერვიულო,ხომ იცი პატარას მოუფრთხილდი,არცერთი აღარ არის როდის ან რატომ გაიყვანეს არ ვიცი,მეც არაფერი გამიგია.
ჩვენს ხმაზე ნინოს და ლიზის გაეღვიძა.შფოთმა და შიშმა მოგვიცვა,მხოლოდ ნინი ტიროდა,მე არ ვტიროდი,მინდოდა მეტირა მაგრამ ვცდილობდი თავი ამეყვანა ხელში.ოთახი მოვათვალიერე,ბრძოლის კვალი არ ჩანდა,როგორც ჩანს თავიანთი ნებით გაყვნენ,ალბათ ჩვენ გაგვიფრთილდნენ,არ გაგვაღვიძეს და არ გვანერვიულეს.
-და მაინც სად უნდა წაეყვანათ?იმედია..........-სიტყვა ვეღარ დაამთავრა ნინომ და ლიზიკო შეშინებული გულში ჩაიკრა.
-გთხოვ ცუდზე ნუ მაფიქრებინებ,ამდენს ვეღარ გავუძლებ-აქვითინდა ნინი და ხელები მჭიდროდ შემოიხვია მუცელზე,თავი დახარა და ტირილს უმატა.
მუდარის თალებით გავხედე ნინოს,რომ მეტი აღარაფერი ეთქვა და ენას კბილი დაეჭირა.
იქვე რკინის ვედრო იდგა ავიღე და მთელი ძალით კარს შემოვცხე,რაც კი ენერგია და ძალა მქონდა არ ვიშურებდი გამეტებით ვურტყამდი რკინას რკინას და ისეთი გამაყრუებელი ხმა იყო ქვესკნელშიც კი ჩაატანდა ხმა.თუმცა არავინ მოვიდა. უკვე მეც დავკარგე მოსვენება და ავფორიაქდი.
-„ღმერთო გვიშველე,გთხოვ დაიფარე ოთხივე,ცუდი არაფერი დაემართოთ“-გულში ვლოცულობდი და წინ და უკან დავაბოტებდი,ჩემ ეჭვებს ხმამაღმა ვერ ვამბობდი თორემ ნინის გული გაუსკდებოდა.
ახლა მივხვდი თუ რას განიცდიდა დათა მე როცა წამიყვანეს.მის გარეშე სიცარიელე იყო,აღარ იყო უსაფრთხოება სიმშვიდე,საყრდენი,მივხვდი რომ არ ყოფილა ის ჩემთვის სულერთი,გულს ნერვიულობისაგან ბაგაბუგი გაჰქონდა,თვალებიდან ცრემლები ჩემდაუკითხავად ჩამოგორდნენ,რომ ვიგრძენი სისველე ლოყებზე თავი ვეღარ შევიკავე,კედელს მივეყრდენი და ხმამაღლა ავღრიალდი.ცოტა ამოვისუნთქე და ვედროს ისევ დავსწვდი,ახლა უფრო გამეტებით შემოვცხე კარს და თან ვყვიროდი
-გააღეთ კარი,გააღეთ,გ ა ა ღ ე თ !!!
არ ვიცი ჩემს ყვირილში რამდენი დრო გავიდა ნახევარი საათი თუ ერთი საათი ,ფეხის ხმა შემომესმა,უცებ გავჩერდი მივაყურადე,კი ნამდვილად ვიღაც მოდის,ახლა უფრო მონდომებით დავიწყე ბრახუნი რომ ყურადღება მოექცია ვინმეს.გასაღები გადატრიალდა,კარს მოვცილდი,ერთმა ნიღბიანმა ავტომატის კონდახით უბიძგა კარს და ზღურბლზე გაიხიდა
-რა გაღრიალებთ?
-სად არიან ბიჭები?-თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ ყველამ
-არ ინერვიულოთ თქვენც იქ მიმყავხართ,აბა დროზე ადექით და წინ გამიძეხით- იარაღის ქნევით გვანიშნა.
-სად მივდივართ?-შევბედე კითხვა
-მიხვალ და ნახავ-შემომიბღვირა
ხმა აღარ ამომიღია,ყველანი მორჩილად ავდექით და მის წინ გავუყევით გზას,თავად უკან მოდიოდა.თან მეშინოდა თან მიხაროდა,მეშინოდა,რომ არ ვიცოდი სად მივდიოდით,ხოლო მიხაროდა რომ დათას ვნახავდი,და დავმშვიდდებოდი..სადღაც კლდის ვიწრო ნაპრალში შევედით,ჩვენი ოთახის სიგანის იყო მაგრამ უფრო გრძელი,ზემოდან ჭუჭრუტანაში ცაც ჩანდა,მაგრამ ძალიან მაღმა იყოძალიან.ირგვლივ მიმოვიხედე,ჯერ შტატივი და ვიდეო კამერა დავინახე,მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა და გული გადამიქანდა. კამერის გვერდით მეორე შტატივზე დიდი ნათურა ეკიდა თუმცა ჩამქრალი.მცველმა კამერის წინ გაგვყარა,ნათურაც აინთო.
-ვაიმე ღმერთო-მოულოდნელობისაგან შევკივლე
ოთხივე სასტიკად ნაცემი და ნაწამები ძირს ეყარნენ,მტვერი და სისხლი ტანზე აზელოდათ,ყრუდ კვნესოდნენ ტკივილისაგან.ნინი ქმარს მივარდა ნინო კი ლაშაც და თემოს,მე აკანკალებული ხელებით დათასკენ დავიხარე და მუხლებზე
დავდექი.უკვე ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი მის შემხედვარე.ფრთხილად წამოვაწევინე თავი,ძლივს გაახილა თვალები,მიცნო და ოდნავ გამიღიმა.მკლავებში ამოვდე ხელები,გულზე მივიხუტე და წამოვაჯინე,კედელს მიეყრდნო.ტკივილისაგან კიდევ ერთხელ ამოიოხრა.დანაჩენებს გავხედე,ბიჭებს წამოჯდომაში ეხმარებოდნენ.
-დათა-მეტი სიტყვა აღრ ამომდიოდა-მისი სახე ხელისგულებში მოვიმწყვდიე და ცრემლიანი თალებით შევცქეროდი.ძლის გაანძრია ხელი ხელზე მომჭიდა
-ნუ გეშინია ლილი ცოცხალი ვარ,აქ ვარ
-დათა ,ძალიან ვინერვიულე,ძალიან,შემეშინდა რომ ვერ დაგინახე,დილის მერე ვყვირი ვაბრახუნებ ,ყველამ მოსვენება დავკარგეთ- ვეუბნებოდი და თან მის სახესა და თმებს ვეფერებოდი
-რატო ინერვიულე ჩემო მარგალიტო?ნუთუ შენც შეგიყვარდი?
- შენ მაინც ხუმრობის ხასიათზე ხარ?-გამეცინა და ფრთხილად მივეკარი გულზე,თვალები მივლულე სიმშვიდისგან და სიამოვნებისაგან,მისი გული გამალებით ცემდა,ახლა უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს,დათამ გაჭირვებით მაგრამ მაინც შემომხვია ორივე ხელი და მისი სისხლიანი სახე ჩემს თმებში ჩარგო
-მიყვარხარ-ყურთან მიჩურჩულა
დამავიწყდა სად ვიყავით და როგორ ვიყავით,მთელი სამყარო გაქრა ჩემს ირგვლივ,გული ისე მიფრთხიალებდა ლამის ამომიფრინდა,ღრმად ჩავისუნთქე და მეც ვუჩურჩულე
-მეც მიყვარხარ-ვთქვი და ბედნიერმა და სახეალეწილმა თვალები მაგრამ მოვჭუტე რომ არ შემეხედა დათას გაოცებული თვალებისათვის.
- ლილი?-თითქოს ყველა კითხვა ამ ერთ სიტყვაში ჩააქსოვა,უფრო მაგრად მიმიხუტა, მთელ სხეულში ჭიანჭველები დარბოდნენ ,ალბათ დათასთანაც მაგრამ ვინ გვაცადა ამ ბედნიერი წუთების შერგება.
-საკმარისია-დაიღრიალა ერთმა მცველმა-კამერისკენ მოტრიალდით
უცებ გამოვერკვიე,ყველანი კამერისკენ შევბრუნდით,მისი შუქი თვალებს გვჭრიდა,,ერთერთმა მიკროფონი მოიმარჯვა და ლაპარაკი დაიწყო ისე რომ კადრში ის არ ჩანდა მხოლოდ ჩვენ.
-მამაკაცებს რაც მოუვიდათ,უკვე ნახეთ,ახლა კი გაფრთხილება,თუ ჩვენს ძმებს არ გამოუშვებთ იცოდეთ,ქალებსაც იგივე ბედი ეწევათ,ვადა 1 კვირა.-თქვა და კამერაც გამოირთო.
თითქოს შეგვცივდა ნერვიულობისაგან და იმის წარმოდგენისაგან თუ რა გველოდებოდა წინ,რადგან შედეგს უკვე ვხედავდით ბიჭების სახეზე.ყველაფერი აკრიფეს ,კამერა ,ნათურა ,შტატივი და აქ ამ კლდეებს შორის დაგვტოვეს.საღამოვდებოდა,საშინლად აცივდა.იქვე ვედროებით წყალი იდგა,ვისაც კი რა საშუალება გვქონდა რომ ჩვენს ტანსაცმელზე რამე ჩამოგვეხია ჩამოვხიეთ და ბიჭებს ჭრილობა მოვბანეთ და შევუხვიეთ.თითქმის ყველანი ერთნაირად მძიმედ იყვნენ,თუმცა სასიკვდილოდ არცერთი არ იყო,2 დღეში მომჯობინდდებოდნენ
საშინელი დღე იყო.მისავათებულებს ზედ მიწაზევე მიეძინა თითქმის ყველას,ნინოს ლიზიკო კალთაში ჩაეჯინა და კედელს მიყრდნობოდა.უმეტესოდა ასე იყო.მეც ასე ვიჯექი,დათას თავი კალთაში მედო და ფრთხილად ვუსმავდი შუბლსა და თმაზე ხელს.მინდოდა ტკივილი დამეამებინა მისთვის.
კარგა ხანს თვალებმილულული იწვა,ვიფიქრე ჩაეიძინათქო,მაგრამ ამ დროს ფრთხილად ამოაცურა ხელი ჩემი ხელი მის მტევანში მოაქცია და ტუჩებთან მიიტანა,ხელის გულები დამიკოცანა,ასეთი განცდა,ემოცია ,სიხარული და თავდავიწყება არასოდეს მიგვრძვნია,გამაკანკალა.
-ლილ შენ ხელებზე მეტად ვერცერთი წამალი ვერ დამიამებდა დღეს მე ამ ტკივილებს-სევდიანი ტანჯული თვალებით ამომხედა,იმ წამს ძალიან მინდოდა მისი ლამაზი თაფლისფერი თვალები დამეკოცნა,დავიხარე და ორივე თვალზე ფრთხილად ვაკოცე,ნელა ავწიე თავი ახლოდან დავაცქერდი და გავუღიმე,ხელი ლოყაზე მომადო ფრთხილად თავი წამოწია ჩემი კალთიდან და ,,,,მისი თბილი ტუჩები ჩემს ბაგეებს შეეხო,უცებ შევკრთდი,ეს უცხო და გამოუცდელი გრძნობა იყო ჩემთვის,თავი ოდნავ ავწიე ,მის სახეს მოვცილდი,დათამ უსიტყვოდ გამიღიმა
-მიყვარხარ ჩემო მარგალიტო-ჩუმად მხოლოდ ჩემს გასაგონად წარმოთქვა და ისევ მისკენ მიბიძგა,ამჯერზე მეც დავყევი,თვალები მომავალი ნეტარებისაგან მივლულე და როცა მისი ტუჩების შეხევა ვიგრძენი კიდევ ერთხელ შემაჟრჟოლა სიამოვნებისაგან,ღმად ამოვისუნთქე და რითმს ავყევი,,მესმოდა მისი გახშირებული სუნთქვა და გულისცემა,მივხვდი ისიც ჩემსავით იყო,ბედნიერი და ემოციებით სავსე.მართალი ყოფილა დათა,ამ უბედურებასაც ჰქონია პლიუსი,მე ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე.ტუჩებიდან ლოყაზე გადავიდა,მერე ყელზე,მერე ისევ ჩემი ხელი მოიმწყვდია მუჭში,ღიმილიანი სახით მაკოცა ხელისგულებზე,მკოცნიდა და თან თავდახრილი თვალებით ჩემსკენ იყურებოდა,ბედნიერების ღიმილი დამთამაშებდა სახეზე.თავი ისევ ჩემს კალთაზე დადო,ჩემი ხელი გულთან ახლოს მიიტანა და ორივე ხელით ჩაიხუტა.
-ძილინებისა ჩემო სიცოცხლე-თვალებდახუჭულმა მიჩურჩულა და ძილს მიეცა.
მხრებში გავიშალე,კედელს მივეყრდენი და ბედნიერი ღიმილით მეც წავედი ძილისკენ.
კლდის ნაპრალებში შემოპარულმა დილის სხივმა თვალები მომჭრა და გამომაფხიზლა.დათას დავხედე მშვიდად ეძინა.ძალიან ციოდა,ის უბადრუკი ოთახიც კი სანატრელი გაგვიხდა.
-დათა-ჩუმად ჩავჩურჩულე და თმებზე გავეთამაშე,ოდნავ შეიშმუშნა-
-ყველაფერი მტკივა-სახე დაემანჭა ტკივილისაგან და ტანჯვით წამოჯდა.
ნელნელა ყველა გამოვფხიზლდით.ყველაზე მძიმედ თაზო იყო,ცალი თვალი ისე ჰქონდა გასიებული რომ საერთოდ ვერ იხედებოდა,ლაპარაკიც კი უჭირდა,დახეთქილი ტუჩების გამო.საბრალო ნინი,ქმარი ედარდა,sაკუთარი თaვი თუ ბავშვი რომელიც მუცლად ჰყავდა.პაწაწუნა ლიზი?ბავშვი სულ შეშინებული თვალებით იყურებოდა,ყველaსი ეშინოდა ჩვენიც კი,სულ დედის კალთას იყო ამოფარებული.ლაშასა და თემოს არაუშავდათ,ალბათ დაინდეს პატარები არიან მაინც.
-ხალხო ლამის 2 კვირაა აქ ვართ,ნუთუ არავინ მოგვაკითხავს,ასე თუ გაგრძელდა მე მეტს ვეღარ ავიტან-წუწუნებდა ნინო
-რადგან გუშინდელი მიმართვა გააკეთეს ამათმა ე.ი.აქამდე სახელმწიფო დათმობაზე არ წამოსულა.ღმერთო რა დრეში იქნებიან ჩემები-ფიქრებით წარმოიდგინა მისი ოჯახის მდგომარეობა და გული შეეკუმშა ტკივილისაგან ლილიანას.
-შენ საიდან ხარ ლილი?-უცებ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი თემომ
-მე ქუთაისიდან,შენ?
-მეც და ლაშაც
-ჩვენ ქობულეთიდან ვართ-საუბარში თაზო ჩაერთო
-ჩვენ კი თბილისიდან-ეს პატარა ლიზი იყო
-დათა შენ?-ახლა მას მივუბრუნდი
-ლილიანა რა მაგარი ვინმე ხარ შენ ქმარს ეკითხები საიდანაა?-მითხრა ლაშამ და ყველას გაეღიმა
დავიბენი,დათას გავხედე და თვალებით ვანიშნე რა ვუპასუხოთქო,მივხვდი ჩემი თავი თავად ჩავიგდე უხეხრულ მდგომარეობაში.
დათა უფრო მეტად გაიშალა მხრებში,გაიმართა .

-იცით ლილიანა არაა ჩემი ცოლი-სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა
-ეგ როგორ?-ყველას დასასმელი კითხვა ნინომ გაახოვანა
-ლილი მგზავრობისას გავიცანი,აქ რომ მოვხვდით არავინ იყო მარტო მის გარდა,მე მისი დაცვა მინდოდა,და არა მარტო,ის პირველი დანახვისთანავე მომეწონა,უფრო სწორად შემიყვარდა,-თქვა და ღიმილით გამომხედა,მე დაბნეულმა თვალები საით წამეღო აღარ ვიცოდი,უხეხრულად შევიშმუშნე-ეს ჩემი იდეა იყო რომ ეთქვა თითქოს ცოლ-ქმარნი ვართ,ეს მზრუნველობის და სიყვარულის გამო გავაკეტე.
ყველანი რაღაც დრო გასუსული გვისმენდნენ,გაოცებული და დაბნეული,მერე თითქოს გულზე მოეშვათო
-ეს რა კაი ამბავი გავიგეთ ამდენი უბედურების მერე-გაიღიმა თაზომ და მხიარულად ტაში შემოკრა-ხედავ ჩემო ქალბატონო-ცოლს გადახედა- ეს რომ არ მომხდარიყო ეს ორი ადამიანი ერთმანეთს არ გაიცნობდნენ და სეიყვარედნენ-მოიცა მოიცა,პატარძალი თუა თანახმა ჰა?
ეშმაკურად მოჭუტული ცალი თვალით(აბა მეორე თვალი ისე ჰქონდა გასიებული რას მოჭუტავდა) გამომხედა პასუხის მოლოდინში,ყველა ჩემ კენ შემობრუნდა დათაც კი
-რას ელით?-ვითომ ვერ მივხვდი კითვის მიზანს
-აბა გვითხარი ეს ბიჭი შენ გამო ტყუილა იკლავს თავს ეს 2 კვირაა თუ დაუფასდება?არადა რომ მახსენდება რა დღეში იყო იმ დღეს შენ რომ წაგიყვანეს ვიფიქრე აი როგორ სიგიჟემდე ყვარებია ცოლითქო-თქვა და გულიანად გადაიკისკისა ნინიმ
-ლილი გული არ გამიხეთქო-დათამ გადმომიჩურჩულა
-ჰო-უცებ ვთქვი და გავჩუმდი
-რა ჰო?-ჩამეძიეს
-ოოოოო-ღიმილით ავიქნიე ხელი-ჰო,ჰო და ჰო,მიყვარს,მეც შემიყვარდა-ვტქვი და დათს მხარს მივეყრდენი.
-ასე რა,თქვენ გაიხარეთ ახლა აღარაფერი მტკივა-თქვა ლაშამ და სიტყვის დასტურად ფეხზე წამოხტომა სცადა მაგრამ არაფერი გამოუვიდა.ყველას გაგვეღიმა მის „ვაჟკაცობაზე„
-ახლა მაინც გითხარი საიდანა ხარ?
-თბილისიდან
-------------------------
-დათა წარმოგიდგენია როგორ გავაგრძელებთ ჩვენს ურთიერთობას აქედან თუ გავალთ?-
-რატომ თუ?აუცილებლად გავალთ,და თუ აქ გამოგვდის ურთიერთობა სადაც ტყვეები ვართ თავისუფლებაში ვინ დაგვიდგება წინ?
-ორმაგი ტყვეები ვართ
-ორმაგი?ეგ როგორ?
- ამ სეპარატისტების და სიყვარულის
-ანუ რა გამოვიდა ჩვენ ორმაგი ტყვეები ვართ?აი პირველის რა მოგახსენო მაგრამ მეორეზე თანახმა ვარ სიამოვნებით და თან მთელი ცხოვრება-ცალი ხელი შემომხვია და გულზე მიმიხუტა,ჩემკენ დაიხრა და შუბლზე მაკოცა,ბედნიერმა თვალები მივლულე,მის ყელს ვეამბორე და უფრო მაგრამ მივეკარი.
------
სამ დღეში უკვე კარგად იყვნენ ,აბსოლუტურად არა მაგრამ დამოუკიდებლად მოძრაობა და ჭამა შეეძლოთ იმ სალაფავის,რომელსაც სამადლოდ მოგვიგდებდნენ ხოლმე დილაობით.თაზო თვალი თითქმის ჩაუცხრა.დათაც უკეთ იყო ჭრილობები უშუშდებოდა.მადლობა უფალს არცერთს არ გართულებია მდგომარეობა.
მესამე დღეს წვიმის წვეთებმა გაგვაღვიძეს,რომელიც კლდის ნაპრალში პატარა ნაკადულივით მოედინებოდა,კოკისპირული იყო გარეთ,როგორც ზაფხულს სჩვევია.სიხარულით წამოვფრინდით ფეხზე.წარმოგიდგენიათ?2 კვირაზე მეტია არცერთს არ
დაგვიბანია,ამ პატარა რუს დავეხარბეთ და მონაცვლეობით ვდგებოდით მის ქვეშ,მალე უფრო გამეტებით დასცხო წვიმამ და სულ ჩამოირეცხა კლდეები ყველანი სივრცის შუაგულში ვიდექით და ხელებს თმებზე,ტანზე,მკლავებზე და ფეხებზე ვისმებდით.რა ბედნიერება იყო სისუფთავე.დათას წვიმისაგან მისი ტალღოვანი თმა თვალებში ჩამოეყარა თითები შევუცურე და უკან გადავუწიე,შეჩერდა ღიმილით შემომხედა და იგივე გაიმეორა ოღონდ ჩემს თმებზე,რაღაც წამი ორივე გარინდული ვიდექით ამ თავსხმაში და მხოლოდ ერთმანეთს ვამჩნევდით,მერე უცებ ამიტაცა და წვიმის ქვეშ დამატრიალა,ხელები გავშალე და წვიმას სახე და მკერდი შევუშვირე,რა ბედნიერი ვიყავი,ნელნელა ჩამომაცურა დაბლა და როცა მის სახეს ჩემი სახე გაუთანაბრდა მოლოდინისაგან გულმა ისევ ფრთხიალი დამიწყო,თვალები დავხუჭე და ვიგრძენი როგორ შემეხნენ დათას ტუჩები და წვიმის წვეთები ერთდროულად,კისერზე ხელები მჭიდროდ შემოვხვიე და მეც ავყევი,ირგვლივ ატეხილმა მხიარულმა შეძახილებმა გამოგვაფხიზლა,შემრცხვა ,ძირს ჩამოვხტი,დათამ არ გამიშვა და მაგრამ შემომხვია ხელები.რა ბედნიერი წუთები იყო ყველასთვის,ყველანი კმაყოფილები ვიყავით და წვიმით გახარებულები.
ცოტა ხანში გადაიღო კიდეც,მზემ გამოაჭყიტა,ამ პატარა ჭუჭრუტანიდან შემოდიოდა მხოლოდ იმედი და ბედნიერება.მიწა ატალახდა,ამიტომ ქვებზე ავინაცვლეთ და იქ ჩამოვსხედით.მოვითენთეთ,ყველას ძილმა დაგვრია ხელი,თუმცა ამან დიდხანს არ გასტანა მალე გაიღო კლდის ძირში ჩადგმული რკინის კარი და 2 ნიღბიანი ისევ შემოვიდა,ეს ის მცველები იყო როხროხა და გოძილა.გულმა რეჩხი მიყო.
-ოოო,ვხედავ წვიმა სანატრელი გაგვიხდება,ქალები რა სუფთები და კოხტები გამხდარან-ეშმაკურად ჩაიქირქილა ერთმა და სამივეს თვალი შეგვავლო
-ასე შორიდან რას გაიგებ თუ არ შეამოწმე-შეაგულიანა მეორემ
- სამივე?-ირონიულად იკითხა
-რატომაც არა,გვაწყენ თუ?
ბიჭებმა თავიანთი ზურგს უკან მოგვაქციეს
-აქ ბავშვია,ნუ გააგიჟებთ-მშვიდად თქვა მათ მისამართით თემომ
-ჰოო?არაა პრობლემა რიგრიგობით გავიყვანთ,ბავშვის ნერვებს მოვუფრთხილდებით
-აი ეს გოგო ერთხელ დამისხლტდა ხელიდან ახლა სად გამექცევი?-ჩემკენ აიღო როხროხამ გეზი და ლამის გული გამეყინა,დათას ამოვეფარე და შიშისაგან მოვიკუნტე.
-აქ მე ვერ მხედავ?-შეუღრინა დათამ
-აი ამ ავტომატს ვერ ხედავ?-არც იმან დააკლო მუქარა
ერთი რამ გვესმოდა -არ მოგვკლავდნენ-იმიტომ რომ სხვა მძევალი აღარ ყავდათ ,ამიტომ უნდა გვებრძოლა,ბიჭები შიშველი ხელებით ისინი კი კონდახებით და დუბინკებით სცემდნენ.ერთ ორჯერ კი წავწვდი ერთერთს ქოჩორში და ისე მაგრამ მოვდე თმებში ხელი მისი ბინძური ქოჩორი ხელებში შემრჩა,გამწარებულმა წიხლი მომიქნია მაგრამ დათას მუშტმა აღარ გამოუშვა და ეგრევე დაენარცხა ძირს.არც ნინი და ნინო აქლებდნენ წიხლებს და თმების წიწკვნას,ლიზიკოც კი გვეხმარებოდა.
გასავათებულებს სადღა ჰქონდათ ჩვენი-ქალების თავი,ახლა ჯავრის ამოყრა კაცებზე მოინდომეს და წინააღმდეგობის გაწევის გამო დუბინკებით შეუტიეს,თუმცა რა შეუტიეს მხოლოდ დათა წააქციეს ამ ტალახში და ორივე გამეტებით სცემდა,წამოდგომის თავი აღარ ჰქონდა,რამდენჯერაც დააპირა იმდეჯერ დაუმატეს,ტკივილისაგან ყრუდ კვნესოდა,მე ცხარე ცრემლებით ვტიროდი,უფრო სწორად ვბღაოდი,ვყვიროდი ვილანძრებოდი,ჩემს გულს მეტის ატანა აღარ შეეძლო,დათასკენ გავიქეცი და მის სხეულს გადავეფარე,
-გაჩერდით,საკმარისია,გაცერდით,მოკვდება ასე,-უაზროდ ვყვიროდი
სანამ იმას გააცნობიერებდნენ რომ დათას კი არა მე მცემდნენ რამოდენიმეჯერ მოქნეული დუბინკა მომხვდა გვერდებში,აუტანელი ტკვივილი იყო,არაადამიანური ხმა ამომივიდა ყელში.ჩემმა ხმამ გამოაფხიზლა ორივე,
-ერთი ამათი........-შემოგვაგინეს ,შეგვაფურთხეს კიდეც და იქაურობას გაეცალნენ.
ფიზიკურ ტკივილს ვინღა ჩიოდა, ემოციურად და ფსიქოლოგიურად ამ ყველაფერს ვეღარ ვუძლებდით.ყოველ მცირედ ფაჩუნზე პანიკური ისტერიკა გვქონდა.ორი დღე კიდევ ამ დამპალ მიწაზე ვეყარეთ,სველ და ტალახიანზე.ყველა მომჯობინდა ჩემი და დათას გარდა.არ ვიცი რატომ მაგრამ ისევ ოთახში დაგვაბრუნეს.ეს ყველაზე კარგი რამ იყო რაც ამ დღეების მანძილზე მოხდა ჩვენს თავს.გვერდები სულ ჩალურჯებული მქონდა,დათა უარეს დღეში იყო,არამარტო დალურჯებული ჭრილობებიც ჰქონდა,იმდენჯერ მოხვდა დუბინკა და კონდახი დარტყმისაგან კანი უსკდებოდა და რამოდენიმე ღია ჭრილობა ჰქონდა ტანზე.ღვთის სასწაულით არც მას და არც სხვებს არ გართუულებია.
ჩემი ტკივილი არაფრად მიმაჩნდა დათას შემყურე.
-დათა შენ საწოლზე მოთავსდი ,ეცადე ზურგზე არ დაწვე,მე ლიზიკოსთან გადავალ
-არავითარ შემთხვევაში,შენ დაწექი მე კი აქვე ვიქნები,ჩემს გვერდით რომ არ იყო უფრო ვერ მოვისვენებ
-ყმაწვილო 31 წელი უჩემოდ იყავი არ დაგავიწყდეს-ცხვირზე მოვქაჩე.
-მითუმეტეს,არ შემარგო ახლა ეს დღეები,რაც დამაკლდა სამმაგად ვინაზღურებ
აღარ შევწინააღმდეგებივარ,თუმცა შევთანხმდით რომ ორივე დავწვებოდით და არცერთი არ დარჩებოდა იატაკზე.დაძაბული ვიყავი არ მინდოდა შევხებოდი და უფრო მეტად გამეღიზიანებია მისი ჭრილობები,მთელი ღამე ფხიზლად დამათენდა.ხან რაზე ვფიქრობდი და ხან რაზე.ვდარდობდი ჩემებზე,ჩემს დაიკოებზე,როგორ ნერვიულობენ და დარდობენ ალბათ.დათაზეც ბევრს ვფიქრობდი,თუ როგორ გაგრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა.მომწონდა,მიყვარდა,ვენდობოდი და შიში მქონდა ინებ ეს ყველაფერი არსებული სიტუაციის შედეგია და არაა გულწრფელი,იქნებ ემოციებს ავყევით მეც და დათაც.შევინარჩუნებთ ამ გრძნობას როცა ორივე თავისუფლები ვიქნებით?ტვინი ამერია ამდენი ფიქრისაგან,გათენდა კიდეც.დათა ოდნავ შეიშმუშნა და ჩემკენ გადმობრუნდა,ჩემი ჩაწითლებული თვალები რომ დაინახა გაუკვირდა
-შენ რა არ გეძინა?
-არა.
-რატომ?გტკივა?ცუდად ხომ არ ხარ?
-არა ვფიქრობდი
-რაზე?
-ჩვენზე
-შენ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ფიქრობ ჩვენზე,მგონი იმაზე მეტად შეგიყვარდი ვიდრე ველოდი-ეშმაკურად გამიღიმა,რა საოცარი იყო ამ დროს.
-და გწყინს?
-არა,რატომ?პირიქით ბედნიერი ვარ.შენ?
-მე გაორებული და დაბნეული
-ჰოო?და რატომ?-ჩემმა პასუხმა შეაფიქრიანა , სერიოზული სახით საწოლზე წამოჯდა და ჩემს გვერდით მოკალათდა.
-არ ვიცი დათა,ბევრ რამეზე ვიფიქრე,იქნებ ეს ჩვენი გრძნობები არაა ნამდვილი,იქნებ ერთმანეთს მივეჩვიეთ მივეკედლეთ,ამ სიტუაციამ გვიბიძგა ამისკენ,იქნებ ვცდებით და ეს გრძნობა გაქრეს როცა აქედან გავალთ
-შენ შენს დამოკიდებულებას აფასებ ასე თუ ჩემს დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი?
-არ ვიცი,ალბათ ორივეს-კითხვამ დამაბნია და დამნაშავე თვალებით გავხედე
-შენ თავში გეპარება ეჭვი თუ ჩემში?
ასეთ დაკონკრეტებას არ ველოდი,უფრო ავიბნიე,დავფიქრდი მაგრამ პასუხი არ მქონდა
-არ ვიცი დათა,დავიბენი-ტირილი გამომერია ხმაში
-ჩემო მარგალიტო,ჩემო სიცოცხლევ,მე აქ მოხვედრამდე მომეწონე,გახსოვს?მარშუტკაში,მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდით რომ აქ მოვხვდებოდით.შენს გვერდით სპეციალურად დავჯექი,ჩემი ადგილი სხვაგან იყო მაგრამ ,ამოსვლისას რომ დაგინახე ვიფიქრე რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა.გიყურებდი და შენი უბრალოება,მორიდებულობა და ღიმილი მაჯადოებდა,კიდეც გითხარი,ვიფიქრე,ისე არ დავშორდები ამ გოგონას თუ ტელეფონის ნომერი არ გამოვართვითქო.ასე რომ ჩემი გრძნობა ლილიანა არ გამოუწვევია ამ სიტუაციას,ან სიბრალულს ,ან შეჩვევას,მე პირველი დანახვისთანავე შემიყვარდი და ამ მდგომარეობამ უფრო გაამტკიცა და გააღრმავა ჩემი გრძნობა,დარწმუნებული იყავი ასე ან ამაზე მეტად მეყვარები როცა თავისუფლები ვიქნებით,და შენ თუ კიდე რამე ეჭვი გღრღნის ყველანაირად ვეცდები გავაქარწყლო და დაგიმტკიცო რომ არ ვცრუობ.
-მჯეროდეს?
-აბსოლუტურად,შენი ჩემი ხარ მე კი შენი სამუდამოდ-თბილად შემომხვია ხელები და მკერდზე მიმიკრა,ტკივილისაგან ორივემ ამოვიკვნესეთ,გაგვეცინა
-სიყვარული მტკივნეულიაო ტყუილა კი არ უთქვამთ-გაჭირვებით გაიცინა.
-ჩუ-ვუთხარი და მის მკერდზე თავდადებული გავიტრუნე.
მივხვდი სწორედ ეს სიტყვები მჭირდებოდა დასარწმუნებლად და ეჭვების გასაქარწ....ბათ.
-არა რა, რა ბოროტი მცველები გვყავს,ან კარტი შემოგვიტანონ,ან დომინო ან ნარდი რა,ხვალ დილით რომ მოვლენ უნდა დავავალო,მოვკვდი უსაქმურობით-თაზო ისე მომჯობინდა,რომ შაყირობის ხასიათზე დადგა
-აუ ტელევიზორიც უთხარი რა,რა ხანია პროფილი არ მიცქერია-აყვა მაიმუნობაში ლაშა
-რა პროფილი ბიჭო,ფეხბურთი დაგავიწყდა?-თემოც აყვა
-ეჰ ბიჭებო მაგ ყველაფერს ჯობდა ერთი საპონი და წყალი შემოეტანათ-თავის გულისტკივილი ამოთქვა ნინომ
-არა რა ჩვენ ისე კარგად ვეწყობით ერთმანეთს აქედან რომ გავალთ ერთი სადმე კურორტზე ერთად წავიდეთ დავისვენოთ,ამათ ჯიბრზე-დათაც არ ჩამორჩა,ჩემი თმის კულულებს აწვალებდა და თან კარისკენ ანიშნა.
-მე ჩემი თოჯინა მენატრება-დანანებით ამოიტიტინა ლიზიმ
-შენ ჩემო პრინცესა აქედან რომ გავალთ მე გიყიდი დიდ უზარმაზარ ბარბის თავისი სახლით-შეპირდა დათა
-მართლა?მამა იყო შეპირებული ადრე მაგრამ.....-ლიზი მოიბუსა
ლიზიკოს მამა ავტოკატასტროფაში ყავდა დაღუპული.
-ვიცი ჩემო კარგო,მამამ მე დამიბარა მე თუ ვერ მოვასწარი შენ უყიდე ჩემ პატარას თოჯინაო.
-მართლა?-თვალები სიხარულისაგან გაუფართოვდა.
-ხო სიხარულო,აბა?შევპირდი და როგორ არ შევასრულებ-დათა გახარებული იყო პატარა ლიზიკოს სახეზე ღიმილი რომ დააბრუნა.
ამ ლაპარაკში ვიყავით რომ შორიდან,ყრუდ მაგრამ მოგვესმა ხმაური და ტყვიების ხმა.ყველანი დავიძაბეთ ვერ მივხვდით რა ხდებოდა.ბიწები კართან ახლოს მივიდნენ და მიაყურადეს.ხმა უფრო ახლოს მოდიოდა.უცებ კარი ხმაურით გაიღო და სამი ავტომატიანი შემოვარდა ოთახში გინებით.
-დროზე წამოეყარეთ-ხელისკვრით გვიბიძგებდნენ ყველას კარისაკენ,ჩვენ დაბნეულები ვიყავით,ვერცერთმა ვერ გავაცნობიერეთ რა ხდებოდა.
ერთმაენთში ბჭობდნენ და კამათოდნენ,მივხვდით,სპეცრაზმი მოსულა,ამათ კი უნდოდატ ჩვენით დაზღვეულიყვნენ და გაქცეულიყვნენ,ხმაური ახლოვდებოდა,დერეფანში აღმოვჩნდით.უცებ თაზო ერტ იარაღიანს შეუტრიალდა და იდავი მთელი ძალით მუცელში ჩასცხო,დათამ მეორეს მოსდო ყელში მკლავი,მე კი ჩემ უკან მდგომს ისე ამოვსცე ფეხებშუა ფეხი რომ აწი შეეძლო დამჯდარიყო და მთელი ცხოვრება მხოლოდ წინდები ექსოვა.ორს უცებ წაართვეს იარაღი.ხელჩართული ბრძოლა გაიმართა,როგორც იტყვიან ვინ ვის სცემდა,ვინ ვინ იყო უკვე ვეღარ ვარჩევდით,აიზილა ყველაფერი ერთმანეთში,მთავარი კარიც შემოამტვრიეს,ამ ხმაზე ბოლომ ვისაც იარაღი შერჩენოდა ხელში უმისამართოდ დაიწყო სროლა,დათამ ხელი დამტაცა და მიწისკენ მიბიძგა,თავად კი გადამემხო,თვალები მოვჭუტე შიშისაგან და დათას ვებღაუჭებოდი.შევხედე როგორ კრუნჩხვით დაეცა ჩემს გვერდით ნინი და მუცელზე იკიდებდა ხელს,კინაღამ გავგიჟდი,დათას ხელებისაგან გავითაისუფლე თავი და მისკენ გავხოხდი,წამით დაიბნა მაგრამ წამოიწია უცებ მწვდა ისევ დათა და მისკენ გამათრია,ამ დროს მწარედ ამოიგმინა,სახე სისხლიტ მოესვარა და უგონოდ დაეცა ძირს,უკვე აღარ ისმოდა ტყვიების ხმა.მხოლოდ ჩემი კივილი,ალბათ შეშლილს ვგავდი,ფორთხვით მივვარდი დათას და სახეზე ხელების ფათური დავუწყე-
-დათა, დ ა თ ა-მთელი ძალინ ვყვიროდი,ვანჯღრევდი,ცრემლი სისხლი ერთმანეთში,აიზილა-დათა არ დამტოვო,დატა გთხოვ დათა,მიყვარხარ,არ დამტოვო,არადამიუანური ხმა ამომდიოდა ყელიდან-ვიგრძენი როგორ ირეოდა ყველაფერი ჩემ თვალწინ,ვიგრძენი როგორ ჩამედინა ბარძაყებზე ცხელი სითხე,ძლივს დავხარე თავი,მუცელზე ხელი მივიჭირე საიდანაც სისხლი ჩქეფდა და უფრო მეტად ამერია თვალები
-დათა,არ დამტოვო,დათა,ვბურტყუნებდი-ვიგრძენი როგორ ამომდეს მკლავებში ხელები და საკაცეზე გადამაწვინეს,მე ხელს არ ვუშვებდი დათას,ის ისევ უგონოდ სისხლიანი ეგდო,უფრო ჩამობნელდა და მერე აღარაფერი მახსოვს,გონი დავკარგე.
ცხვირში აუტანელმა მწარე სუნმა შემიღიტინა,შევიმშმუშნე მაგრამ განძრევა გამიჭირდა.წამით შევფიქრიანდი ვერ აღვიდგინე სად ვიყავი და რატომ ვიყავი.თვალები ძლივს გავახილე,არემარე გაჭირვებით მოვათვალიერე,თავი საშინლად მტკიოდა,მივხვდი პალატაში ვიწექი,გასული კვირეები უცებ ამომიტივტივდა თავში,ამოვისუნთქე,კიდევ კარგი გადავრჩენილვარ.უცებ ყველა გამახსენდა ვინც ჩემ გვერდით იყო,მაგრამ დათა?დათა სადაა?
-დათა-დაბალ ხმაზე ამოვიხნავლე,მე ძლივს მომესმა ჩემი ხმა
პალატის კარი გაიღო და ჩემი საყვარელი დაიკოები თამო და სოფო ჩუმად ფრთილი ნაბიჯებით შემოვიდნენ,ალბათ მძნარე ვგონივარ ამათ ისევ
-გოგოებო-დაბალი ხმით წარმოვთქვი
-ლილი?-უცებ ორივემ გაოცებულებმა შემომხედეს და გაოგნებული შეიცხადეს,ისევ კარს მივარდნენ და დერეფანში მშობლებს გასძახეს.
-დე,მა ლილი გონს მოვიდა
გონება მქონდა დაკარგული?ნეტა რამდენ ხანს?იქნებ ამათ იციან სადაა დათა?-ათასი ფიქრი დამიტრიალდა თავში.ჩემი მშობლები-როგორ მომნატრებიან,აცრემლებული თვალებით ჩამომიჯდნენ საწოლზე ოთხივენი მამიკო,დედიკო და ჩემი გიჟუნია დები თამუნა და სოფო.რა თბილია დედას ხელები.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება საყვარელო-დედამ მითრა და ლოყაზე მაკოცა
-ჩემი ყოჩაღი გოგო-ახლა მამა მომეფერა
-როგორ მიხარია თქვენი დანახვა,მეგონა ვეღარასოდეს გნახავდით-ხმაში ტირილი გამერია
-წარსულია უკვე შვილო ყველაფერი უკან დარჩა აღარ იდარდო-გამამხნევა მამამ
-დიდი ხანია რაც უგონოდ ვარ?
- დღეს მეოთხე დღეა,უკვე ველოდით შენს გამოფხიზლებას,არ ინერვიულო,ჭრილობა საშიში არ იყო ყველაფერი რიგზეა,ერთი კვირაც და სახლში წამოხვალ-დედა ისევ მეფერებოდა და მამშვიდებდა.
კვირაც და სახლში წამოხვალ-დედა ისევ მეფერებოდა და მამშვიდებდა
-დე დათა სადაა?
-ვინ დათა შვილო?
-ჩემთან ერთად იყო იქ
-თითქმის ყველა აქ ამ საავადმყოფოში მოგიყვანეს შვილო და ვიკითხავ,დრესვე გაგიგებ
-არა დე ახლავე გამიგეთ სადაა და როგორაა
-ლილიანა ასე რატომ ნერვიულობ?ნუ გეშინია იქ ვინც იყავით ყველანი გადარჩით
-არა გთხოვ ახლავე გამიგე სადაა და როგორაა დე გთხოვ-ავფორიაქდი,მინდოდა საწოლიდან წამომდგარიყავი და მე თავად მეზებნა პალატებში
-კარგი ლილი დამშვიდდი,ვინაა ეს დათა აგვიხსენი და მოვძებნით შვილო,შენთვის ასეთი ნერვიულობა და აღელვება არ შეიძლება-მამაც შეწუხდა ჩემი მდგომარეობის გამო
-იქ გავიცანი მამა,ეგ რომ არა მე დრეს ცოცხალი არც ვიქნებოდი,დათა მიცავდა და მფარველობდა,ჩვენ.......მე და დათას......-ენა დამება ვეღარ მოვიფიქრე რა სიტყვებით ამეხწერა ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება,დავიბენი
-ერთმანეთი შეგიყვარდათ?-სიტყვა წამაშველა სოფომ
-ჰო-დარცხვენილი ბავშვივით ჩავიბურტყუნე
მაშინვე შევატყვე ეს ამბავი მამას და დედას გულზე არ დაეხატათ,აი ჩემს დებს კი სახეები გაებადრათ და თვალი ჩამიკრეს.
-ახლავე წავალთ მედა სოფო და ყველაფერს გავარკვევთ-თქვა და კარისკენ ქარივით გავარდა თან ხელს დაიკოც გააყოლა
-მოიცა რომ მიქრიხართ იცით ვინ უნდა იკითხოთ?-სიტყვა დავაწიე
-ვინ და დათა-ვითომ ეს რა მკითეო ისე შემომიბრუნდა თამუნა
-და გვარი?
-გვარი?......უი ეგ არ ვიცით
-ჩურჩუტებო-სიმწრით გავიღიმე ტკივილისაგან-დათა ბერიძე იკითხეთ
ბოლო ჩემი სიტყვები დერეფანში დაეწიათ,გადარეულები
დავრჩით მხოლოდ მე და ჩემი მშობლები.
-ლილი,როგორ ხარ შვილო,სხეულზე ბევრი ჩალურჯებები და იარები გქონდა,ექიმმა თქვა რომ ეს წამების......-დედამ ვეღარ დაამთავრა წინადადება ცრემლები წასკდა.ჩემს ხელებს გულში იხუტებდა და მიკოცნიდა,მამას სახე დარდისგან გაქვავებული ჰქონდა,მაშინვე მივხვდი მათი ფიქრები სად დაფრინავდნენ
-დედიკო,მამიკო,არ ინერვიულოთ,გაუსაძლისი არაფერი დამმართნია,მე ისევ ისეთი ლილიანა ვარ როგორიც წასვლამდე ვიყავი,ჯამრთელი, ცოცხალი და.......ქალიშვილი-ვიცოდი სწორედ ამას დარდობდნენ
-აბა ეს იარები,ჩალურჯებები?-შევატყვე ცოტა მოეშვათ გულს.
-დედა კურორტზე კი არ ვიყავი წასული,სადღაც ნაგავში და ქვესკნელში ვეგდეთ საჭმლის და წყლის გარეშე,
-მაპატიე შვილო,ხომ იცი როგორი მშიშარა ვარ-დამიყვავა დედამ
-ვიცი დედიკო ვიცი და სულ თქვენი ჯავრი მქონდა,ჩემ თვს აღარ ვდარდობდი სულ ის მადარდებდა თქვენ როგორ იტანჯებოდით ეს კვირეები
-მამა შვილო,მე და დედაშენი სამინისტროს კართან ვიჯექით დრედა ღამე მთელი ეს დრო სხვა მშობლებთან ერთად
-ვიცი რომ განერვიულეთ,ახლა კარგად ვარ,ცუდი არაფერი შემთხვევია ზედმეტად არავინ შემხებია,ხომ გითხარით დათა მიცავდა და ზრუნავდა ჩემზე,კი მაგრამ სად წავიდნენ ეს გოგოები ამდენ ხანს-და კარს გავხედე
-შვილო მართლა შეგიყვარდა?-ფრთხილად დამეკითხა დედა
-კი დედა,მართლა მიყვარს,მართლა
-მასაც შვილო?
-კი დედა
- და 2 კვირაში ?
-ასე მოხდა დე,მაგრამ მართლა გულწრფელად შემიყვარდა
-და იცი შვილო ვინაა,სადაურია,რას წარმოადგენს?
-ვიცი დედა,შეძლებისდაგვარად ვიცი,დათა ქვია,ბერიძეა გვარად,თბილისში ვაზისუბანში ცხოვრობს,მშობლები და ერთი ძმა ყავს ჩვენი გადარეულების ხნის,31 წლისაა არქიტექტორი,ისიც ჩემს მარშუტკაში იყო საპროექტო ნაშრომები მიჰქონდა.
-კარგი დედი,პატარა გოგო არც შენ ხარ იმედია იცი რასაც აკეტებ მაგრამ გული მაინც მეთანაღრება ასე უჩვეულო სიტუაციაში დაბადებულ სიყვარულზე და გაცნობილზე
-დედა გთხოვ არ.........-სიტყვის დამთავრებაც ვერ მოვახერხე ჩემი ქაჟანა დები გრიგალივით რომ შემოვარდნენ პალატაში.
-უამრავი ამბავი მოგიტანეთ,საიდან დავიწყოთ?-ესმაკურად გამიცინა სოფომ
-დათადან
-არა ეგ ბოლოს,მისმინე ყველანი კარგად არიან ნინო ბავშვით და ლაშა და თემო მეორე დრესვე გაუწერიათ სახლში მკურნალობენო,მხოლოდ თაზო და მისი ცოლი ნინი წევს აქ საავადმყოფოში,ნინის სამწუხაროდ მუცელი მოშლია-დანანებით მითხრა ბოლო სიტყვები
-ოოოო,არაა-გულზე შემომეყარა-ოღონდ ეგ არ გეთქვა-თვალები ამიცრემლიანდა
-არ იტირო,სხვა ყველანაირად ჯამრთელია და ექიმებმა კიდევ შეძლებს შვილოსნობასო
-და დათა?-ინტერესი მკლავდა
-ხო დათა-თქვა და ცოტა პაუზა გააკეთა
-ამოღერრე გოგო-დავუტიე
-ლილიკო დათა აქ არაა-მოწყენილი მითხრა
-ეგ როგორ?აბა სადაა?
-მითხრეს ტყვიამ თვის ქალა დაუზიანაო,ძვალი არ გატეხია მაგრამ სერიოზული ტრამვა აქვსო,მის მერე გონზე არ მოსულა,კომაში ჩავარდნილა,2 დრე აქ იწვა და ექიმები ვარაუდობდნენ რომ ვერ გადაიტანდა .....-ცოტა შეყოვნდა,მე კი ლამისაა ნერვიულობისაგან გული გამსკდომოდა,გაუცნობიერებლად საწოლზე წამოვჯექი,მუცელში საშინელი წვა ვიგრძენი
-მერე?-რაღაც არაბუნებრივად სასოწარკვეთილმა დავიყვირე
-აი გერმანიაში გადააფრინეს ოჯახმა სასწრაფოთ,აქ არ დატოვეს,ქალაქი და საავადმყოფოს საკონტაქტო ნომრები კი გამოვართვი და დათას აქაური ნომერი,მაგრამ ტელეფონი გამორთულია და იქ არ დამირეკავს
თითქოს მეხი დამეცაო,სულ ჩამობნელდა ჩემს თვალებში,ყურებში საშინელი ხმაური მესმოდა,მთელი მუცელი ამიდუღდა,გული მკერდში აღარ მეტეოდა
-დათაააააააა-ვიღრიალე რაც ძალი და ღონე მქონდა და ვიგრძენი როგორ მოვწყდი
თითქოს შორიდან ბუნდოვნად ჩამესმოდა ოჯახის ევრების კივილი,ტირილი და ექიმების ქოთქოთი,ჩემს გონზე მოყვანას სცდილობდნენ,ყველაფერს ვგრძნობდი მესმოდა მაგრამ თვალს ვერ ვახელდი.
თვალები რომ გავახილე ფანჯრებიდან მზის სხივი აღარ შემოდიოდა,საკმაოდ ბნელოდა.მე ისევ ვბუტბუტებდი
-დათა,დათა,დათამერე?მერე აღარაფერი მახსოვს ,არც ის მახსოვს რამდენ ხანს ვიყავი კიდე ასე უგონოდ,თვალი
ჩემს ხმაზე დედა გამომეპასუხა,თვალებით მოვძებნე,იქვე სავარძელში ჩასძინებია,საბრალო,როგორ დაიტანჯა
-ლილიანა აქ ვარ ჩემო გოგო,დამშვიდდი კარგი-თავზე თბილი ხელი გადამისვა
-დე,ხო არ დაგირეკავთ?
-არა დედიკო,ჯერ არა შენს გამოფხიზლებას ველოდით,ხო მართლა დერეფანში იცი ვინ გელოდება?
-ვინ?
-აბა ვი მოგენატრა?
-ირინა-კმაყოფილი გამეღიმა იმის წარმოდგენით რომ ჩემ საუკეტესო მეგობარს ვნახავდი
დედამ ფრთხილად გააღო პალატის კარი და ირინას ანიშნა ხელით შემოსულიყო.ჩემი გოგო ისევ ისეთი ცოტა მოწყენილი ცრემლიანი თვალებით წამოვიდა ჩემკენ და მთელი ძალით ჩამიხუტა,მეც მჭიდროდ მოვხვიე ხელები და არ ვიცი რატომ მის გვერდით საშინლად მომინდა ტირილი,ლამის გული ამომივარდა
-კარგი ლილიკო ნუ ტირი ყველაფერი კარგად იქნება,ცუდი უკან დარჩა
-არა ირ,ყველაზე ცუდი წინ მელოდება ,არ ვიცი დათა სადაა
-ხო ვიცი ჩემო კარგო მითხრეს გოგოებმა,არ ინერვიულო,ხომ იცნობ ჩემს ბიძაშვილს ნუცას?
-ჰო მერე?
-ეგ გერმანულებზე სწავლობს,მოდი მას დავარეკინოთ საავადმყოფოში,
-მართლა?რა მაგარი გოგო ხარ-კიდევ ერთხელ მივიხუტე გულძე ბედნიერმა-და როდის მოხერხდება ირ ეგ?
-დღესვე ლილი
-ახლავე?
-კი დერეფანში ზის გველოდება
-ვაიმე-სიხარულისაგან და ბედნიერებისაგან გაოგნებულმა ხელები სახეზე ავიფარე და თან მეღიმებოდა თან მეტირებოდა
-მიდი შემოიყვანე
მაშინვე გავიდა დერეფანში ჩემი მეგობარი და ნუციკო შემოიყვანა,როგორი სიფრიფანა და საყვარელი იყო
-მიხარია ისევ,რომ გხედავ ლილი,გამოჯამრთელებას გისურვებ
-მადლობა საყვარელო
-დავრეკოთ?
-რათქმაუნდა,მომეცი ნომრები
მეც ჩემი ტელეფონი და ფურცელი, რომელზეც საავადმყოფოს ნომერი მეწერა გავუწოდე და გულის ფანცქალით მივაცქერდი მის თითებს რომელიც სასურველ ნომერს კრიბავდა,ირგვლივ მიმოვიხედე ყველა ჩემ დრეში იყო,ყველა გარინდული და მოლოდინით დაძაბული.
-ზარი გავიდა-წაიჩურჩულა ნუციკომ და სმენად იქცა,ჩვენც მას მივბაძეთ
ვიღაცამ უპასუხა,ნუციკო გერმანულად მიესალმა,შემდეგ კითხვების დასმა დაიწყო,ინტონაციით მივხვდით თორე გერმანული მის გარდა იქ არცერთმა არ ვიცოდით უბრალოდ გუმანით ვხვდებოდით რა დიალოგი იმართებოდა მათ შორის,დაახლოებით სამი წუთი ისაუბრა,მე მის სახელს ვაკვირდებოდი გულისფანცქალით,მინდოდა მის ემოციებში ამომეკითხა პასუხის დადებითოდა ან უარყოფითობა.დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.ყველანი მას მივაცქერდით
-რაო ნუც?-გულისკანკალით ვკითე
-დამიდასტურეს რომ საქართველოდან მართლაც ელოდნენ პაციენტს სახელად დათა ბერიძეს მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პაციენტი ჩვენს საავადმყოფოში არ მოუთავსებიათო,ისევ გერმანიაში ყავთ მაგრამ რომელ ქალაქში ან საავდმყოფოში ეგ არ ვიცით,ვწუხვართო-და მძიმედ ამოისუნთქა
-არააააააა-უკვე ძალა გამოცლილმა ამოვიგმინე და სათუმალს მივესვენე ცრემლები ნიაღვარად მდიოდა,ჩემთვის ვლუღლუღებდი გაურკვევლად
-დედიკო გთხოვ არ ინერვიულო,კიდე არ წაგივიდეს გული-დედა დამეზაფრა
-ნუ გეშინია დედიკო,ფხიზლად ვარ-დავამშვიდე,არ მინდოდა დაენახა თუ როგორ გაუსაძლისად მტკიოდა ყველაფერი.თითქოს ცხვირწინ კარი მომიჯახუნეს და დავრჩი გარიყული,გაურკვეველი და დაბნეული,უკვე აღარაფერი ვიცოდი სად ვიყავი,რატომ ვიყავი,რისთვის ვიყავი ან საერთოდ ვინ ვიყავი.იმ წამს დავკარგე ყველანაირი სურვილი უბრალოდ ვყოფილიყავი და მეარსება,მაგრამ ჩემები?მათ ვერ ვუღალატებ.
ჩუმად უხმოდ გადავიფარე თავზე საბანი და გავიტრუნე არავის დანახვა აღრ მინდოდა
-ლილიკო,მაპატიე მეტი ვერაფრით დაგეხმარე
-არ ინერვიულოთ გოგოებო ყველაფერი კარგადაა
-ვიცი როგორიც ხარ ლილი,გთხოვ გამოგვხედე
-ირ მარტო მინდა გამიგე
-კარგი ლილიანა ხვალ მოვალ-იცოდა ჩემი ხასიათი,რომასეთ დროს არავის დანახვა და მოსმენა აღრ მინდოდა
-მარინა დეიდა ჩვენ წავალთ
დედამ გოგონები გააცილა,მერე სავარძელი ჩემ საწოლთან ახლოს მოაჩოჩა და იქვე ჩამომიჯდა,ჩემი ხელი მის ხელის მთევნებში მოაქცია და როგორც ბავშვობაში თბილი სასიამოვნო ხმით ამღერდა,როგორ მესიამოვნა,ყველა ტკივილი დამიამა,ბედნიერი და თან უბედური ვიყავი იმ დროს,სიმწრით დავხუჭე თვალები და დედის ტკბილ ჰანგებში ჩამეძინა.
ერთმა კვირამ უცებ განვლო,ვიცექი კუნძივით,არც არავის დანახვა და არც არავის გაგონება არ მინდოდა,თითქოს სამყაროს გამოვეთიშე.ჩემმა დაიკოებმა დათას მისამართი გაიგეს სახლშიც მიაკითეს მაგრამ არავინ დახვდათ,მეზობლებმაც მხოლოდ ის იცოდნენ რაც ჩვენ,ახალი არაფერი.მხოლოდ ერთი დრე მახსოვს ამ ერთკვირიანი საავადმყოფოს სტუმრობისას ბედნიერი,როცა
ჩემმა“თანატყვეებმა“ რომ მომინახულეს,მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი,ძალიან,მტელი პალატა გაივსო,ახმაურნდენ აჯრიამულდნენ,ჩემი შობლები და დები გახარებულები მიყურებდნენ მე რომ გაღიმებული დამინახეს.
-ლიზი გაზრდილხარ საყვარელო-ჩემ საწოლზე ჩამოსკუპებულს კულულებზე ვეფერებოდი
-ჰოო?რა კარგია
-კიდე უფრო ლამაზი ხარ
-მადლობა ლილიანა დეიდა,ხომ მართლა დათა სადაა?მე რომ თოჯინა შემპირდა ჯერ არ მოუტანია
ბავშვის ამ გულუბრყვილო კითვამ თითქოს იარაზე მარილი დამაყარა,სახე დამეჭმუხვნა ტირილისაგან და ტკივილისაგან
-დედიკო დათა ძია ახლა აქ არაა და,შენ თოჯინას მალე მოგიტანს-ეცადა სიტუაცია განემუხტა
-აბა სადაა?ის ხომ ყოველთვის ლილი დეიდას გვერდით იყო
ჩემებმა ერთმანეთს გადახედეს.
-ლიზიკუნა ალბათ ის ბარბის თოჯინა რომელსაც დათა ძია შეგპირდა ძალიან მძიმეა და ნელნელა მოაქვს რომ არ გატეხოს და დაიღალოს-დაამშვიდა ტემომ
ყველას გაგვეღიმა.
-ლილ არაფერი ისმინს?-მოწყენილი სახით მკითხა ლაშამ
-არაფერი ,საერთოდ არაფერი,აღარ ვიცი რა გავაკეთო
-მე და თემოც ვიყავით მისულები მის სახლში მაგრამ არაფერი არავინაა.
-ხო ჩემი დებიც იყვნენ მისულები,ბავშვებო თაზო და ნინი მოინახულეთ?
-კი ჯერ იქ ვიყავით და მერე აქ გამოვედით,კარგად არიან მათაც ხვალ გაწერენ.
-შენ სად იქნები ლილ ?
-ლილის ცოტა ხნით რამოდენი თვით სოფელში,მამის სოფელში წავიყვანთ გურიაში,იქ სიმშვიდეა,სიწყნარე,ეხლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება,
მე ეს არ ვიცოდი და გაკვირვებული გავხედე მშობლებს
-ჩვენც მოვდივართ დედიკო,არ ინერვიულო,ჩვენ მტელი ოჯახი სენთან ერთად ვიქნებით,ახლა სიმშვიდე და მზრუნველობა გჭირდება,-დამიყვავა დედამ
მესიამოვნა ეს სიახლე,აქ სადაც ათსი არამკითხე ჩამეძიება ყველას ავარიდებ თვს ვიქნები ჩემთვის ჩემიანებთანერთად,წყნარ და მშვიდ სოფელში,დაზამთრებამდე მაინც.
-კარგო რომ მოგვენატრები იქ მოგაკიტავთ და ხომ იცი მერე უფრო ძვირი დაგიჯდება,ქათამი ხაჭაპურები-იკრიჭებოდა თემო
-შვილო თქვენ მოდით და თვს არაფერზე შევირცხვენთ-მამა გამომესარჩლა ბევრი ვილაპარაკეთ,გავიხსენეთ ძველი,ახალიც დავგეგმეთ და წავიდნენ.მე კი მაინც ამდენ ხალხში მარტო ვიყავი,ჩემი მეორე მე მაკლდა,ჩემი ნახევარი ჩემი სულის და გულის ნაწილი.
მეორე დრეს გამწერეს,დაპირებისამებრ სოფელს გავეშურეთ,სახლში არც გამატარეს ისე,დედამ ჭორიკანა მეზობლები მოგესევიან და ამ თვის ტკივილს ჯობია პირდაპირ წავიდეთ სოფელშიო,ეს აზრი მეც მომეწონა და დავეთანხმე.მართლაც მე ჩემი მშობლები და დები წავედით გურიის ლამაზ სოფელ შრომაში და ჩემი წარსული აქ დავტოვე ქალაქში,წავედით სიმშვიდისკენ გაურკვეველი ვადით.
სოფელში სიწყნარე და სიმშვიდე იყო.მე,დედა,მამა,ჩემი დაიკოები და საყვარელი მერი ბებო,მხოლოდ ეს ექვსი ადამიანი ვარღვევდით ჩვენი სახლის მყუდროებას,თუმცა რა ვარღვევდით- არღვევდნენ,მე ისე ვარსებობდი ვერც კი შემამჩნევდით.მთელი დღეები ან ოთახში ვიყავი ჩემთვის მარტო,ან ეზოში სარწეველაზე მოკალათებული მივსტიროდი უცნაურ წარსულს და გაურკვეველ მომავალს.ჩემს თავთან ვერ გავრკვეულიყავი,რა მინდოდა,საით მივდიოდი,რას ნიშნავდა ყოველივე რაც ცოტა ხნით ჩემს ცხოვრებაში მოხდა?მიუხედავად ამ დაბნეულობისა ერთ რამეში 100% დარწმუნებული ვიყავი-
მე მიყვარდა დათა,უანგაროდ,უპირობოდ,უსიტყვოდ,მოლოდინის გარეშე,მარადიულად,მიუხედავად გაურკვევლობისა მე ის თავდავიწყებით მიყვარდა და მზად ვიყავი ღრმა სიბერემდე მისთვის დამეცადა,თუნდაც ფუჭად სხვებისათვის- ჩემთვის კი ეს ტკბილი და ძვირფასი წლები იქნებოდა ,რომელსაც ბედნიერ მოგონებებში გავლევდი,რომელსაც კვლავდაკვლავ გავაცოცხლებდი გონებაში.თუმცა ახლაც იგივეს ვაკეთებდი,გონებაში ფილმის კადრებივით ვახვევდი,ვაპაუზებდი და ვამეორებდი მთელ იმ ორი კვირის ტკბილ მოგონებებს ,რომელიც დათასთან მაკავშირებდა და ყოველი დღის ბოლოს ვრწმუნდებოდი,რომ ჩემი სიყვარული არ იყო ტყუილი,არც უსაფუძვლო და არც ოცნება.ეს იყო ჩემი ცხოვრება,ჩემი მიზანი,ჩემი მთლიანობა,ჩემი ცნობიერება,ჩემი სისავსე,ჩემი გული და გონება,უბრალოდ მე მე აღარ ვიყავი მე უკვე სხვა ლილიანა ვიყავი,გაზრდილი დაქალებული და სამარადჟამოდ შეყვარებული.
-შვილო ჭამე რამე,ამ ერთ კვირაში ლამის 5 კილო მოიკელი,ძალიან დასუსტდი საყვარელო-დედამ ცრემლიანი თვალებით შემომხედა და ნაზად გადამისვა თავზე ხელი.
-მადა არ მაქვს დე-მუდარით ავხედე
-ვიცი საყვარელო,მაგრამ თვს ძალა უნდა დაატანო ,შენთვის ჩემთვის-პაუზა გააკეთა-დათასთვის
გაკვირვებულმა გავხედე
-რატომ მიყურებ?განა დათას მოეწონება ასეთ დღეში,რომ გნახავს?შენ რა გგონია სამუდამოდ დაკარგე?გამოჯამრთელდება და დაბრუნდება მოგძებნის აი ნახავ,ხოდა ასეთს რომ შეგხედავს დასუსტებულს,თალებჩაცვენილს,ნამტირალებს გული ეტკინება,ახლავე ადექი ცრემლები მოიწმინდე და საჭმელი ჭამე
თითქოს ჩემში იმედი ჩაასახლა დედის სიტყვებმა,მაშინვე წამოვფრინდი სკამიდან და ბაბანოში გავქანდი.დედამ სევდიანი ღიმილით გამაყოლა თვალი.
-დედა,მოდი რაღაც უნდა გითხრათ-საძნებლის კარიდან ჩუმათ გამოიჭყიტა თამრომ.
მარინამაც გაკვირვებული შეაბიჯა გოგონების საძინებელში.
-დე-დაიწყო სოფომ-ამ დილით ლაშამ და თემომ დაგვირეკეს ლილიანა მოიკითეს,რომ ვუთარით უარესადაათქო გადაწყვიტეს ჩამოაკითონ დღესვე ყველამ,იქნებ ცოტა გავამხიარულოთო,ოღონდ გვინდა ლილისთვის ეს სიურპრიზი იყოსო,ასე რომ დე დაგვეხმარე ისე შევუდგეთ სამზადისს,რომ ლილიკუნამ არაფერი იეჭვოს კარგი?
-რა კარგი იქნება გოგოებო,თქვენს გვერდითა ვარ,გახარებული მოეხვია ორივე ქალიშვილს და ქმრის მოსაძებნად წავიდა,რომ ახალი ამბავი ეხარებინა.
ლილი დედის სიტყვებმა გამოაყოჩარეს ,დღეც შეცვლილი იყო უფრო მეტს მოძრაობდა,ლაპარაკობდა და იღიმოდა.
-რატომ აკეთებთ ამდენ კერძებს ვინმეს ველოდებით ბებო?-ხელები ბებოს შემოხვია და მოფუსფუსე ქალებს გახედა
-არაფერი ბებომ გენაცვალოს,დედაშენმა ლილი დღეს უკეთაა მადაც უბრუნდებაო და გადავწყვიტეთ შენთვის ბევრი გემრიელობები გაგვეკეთებინა
-მე არაფერი მინდა
-შენ სულ მასე ნუ ამბობ-დატუქსა ბებომ.
ნელნელა შებინდდა,სექტემბრის სასიამოვნო ნიავმა მოუბერა.ეზოდან მანქანის სიგნალი შემოესმა ლილის.
-თამრო ,მგონი ჩვენთნ არიან გახედე რა-გასძახა მის და ს და თავად ტელევიზორის წინ მოკალათდა სარწეველა სკამში.
თამროს ჭინკები აუთამაშდა თვალებში და ღიმილიანი სახით გიჟივით გავარდა გარეთ
-რა ეტაკა?-გაოცებული გახედა სოფოს
-არ ვიცი-ვითომ არაფერი ისე აიწურა მხრები
მის რეაქციას არც კი დაკვირვებია ისე მოიმარჯვა პულტი და არხებს ჩამოყვა.
კარი გაიღო და ყველამ ერთხმად-თემომ,ლაშა,ნინომ და ლიზიმ,თაზომ და ნინიმ ერთხმად დასჭექეს
-არ გველოდი ლილიანა?
ლილი ზურგით კარისკენ იყო და უცებ შეშინებული წამოფრინდა სკამიდან,უკან დაფეთებულმა მიიხედა და ამდენი ნაცნობი სახის დანახვისას დაძაბული და გაფართოებული თვალები ღიმილმა და სიხარულის ცრემლებმა შეცვალა.
-ჩემო კარგებო-ორივე ხელის მთევნები გულთან ახლოს მიიტანა და აცრემლებული და ბენდიერი მათკენ გაემართა,ყველას სათითაოდ გულში იხუტებდა.არა მარტო ლილიანა იყო თვალცრემლიანი ამ ყველაფერს ლომიძეების ოჯახის თვალცრემლიანი უყურებდნენ,თუ როგორი ბედნიერი იყო მათი ლილიანა ამ ხალხთან.
-როგორ გამახარეთ,როგორ გამახარეთ-ლილი დაბნეული მონოტორულად ერთიდაიგივეს იმეორებდა და ხან ერთს ეხუტებოდა ხან მეორეს
-კარგი რა ლილი,აღიარე ახლა კი არ გაგიხარდა გული გაგისკდა ჩვენს დანახვაზე-
-ნუ იცი შენ ეგრე თაზო
-რა ნუ ვიცი?ნახე სიმწრის ცრემლები მოგდის თვალებიდან ალბათ შენ ქათმებს და გოჭს ემშვიდობები ასე უდროო დროს რომ უნდა გამოჭრა ჩვენ გამო ყელი
-
ლილიანამ ისე გულიანად გადაიკისკისა,მისი ასეთი სიცილი რა ხანია არ გაუგონია ოჯახის წევრებს.
-თაზო შენ,რომ არ იტყვი რა.შენ გამო ხარსაც გამოვემშვიდობები ,თხასაც და ცხვარსაც.
ყველანი მოშინაურდნენ,დაისვენეს,მერი ბებო რძალთან და შვილიშვილებთან ერთად დაფრილდა,ოჯახის უფროსი არ იყო სახლში.ლილიანას ხელი არაფერზე გაანძრვინს ,მითუმეტეს სტუმრებს,მიუხედავად იმისა რომ ნინი და ნინო ცდილობდნენ რამეში წაეშველბინათ ხელი მასპინძლისათვის.1 საათში ნამდვილი ქართული,გემრიელი სუფრა გაიშალა,სუფრას არც გოჭი აკლდა და არც ქათამი თაზოს გულის გასახარად.
-ლილი.ხომ იცი კარგი თუ ცუდი მიზეზის გამო ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ,შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია,ჩვენი კი შენი,ჩვენი მოსვლის მიზეზიც ესა,რომ გვინდა მარტო არ იგრძნო თავი,ჩვენც შენსავით ველით დათას დაბრუნებას-თბილად გაუღიმა ნინომ
-მართლაც ლილი,ვიცით შენს გულში რა ტრიალებს ,იმიტომ ,რომ პირველი წუთიდან ვიცით შენი და დათს ურთიერთობა-წამით გაჩერდა ნინი-მარინა დეიდა იცოდით,რომ ჩვენ ეს და დათა კარგა ხანს ცოლ-ქმარი,რომ გვეგონა?
ეს მართლაც არ იცოდნენ ჩემებმა,არ ჩავთვალე ე საკმაოდ უხერხული სიმართლე ცოდნოდათ,ახლა კი აი ასე გაიგეს.დედას გავხედე გაოგნებული და დაბნეული მიყურებდა.
-არა ,არ ვიცოდი
-ცუდი არაფერი იფიქროთ,მარინა დეიდა-მიხვდა ნინი ,რომ სიტუაცი დაძაბა და ეცადა განემუხტა-უბრალოდ,როორც მერე გაირკვა,იქ ყველანი წყვილი ან ახლობელთან ერთად იყო მხოლოდ დათა და ლილი იყო მარტო და ჩვენს გამტაცებლებს ამით,რომ არ ესარგებლათ დათმ მოიფიქრა ვთქვათ ჩემი ცოლი რომ ხარო,უფრო დაგიცავო
-არადა სიმართლე,რომ გავიგეთ მერე ეგ ვეღარ დავიჯერეთ გვეგონა ხუმრობდნენ-ჩაერთო თემო საუბარში.ჩემები გასუსულები ისმენდნენ ,იმიტომ ,რომ მე დეტალებში არასოდეს არაფერი მომიყოლია მათტვის,მხოლოდ იცოდნენ,რომ ცუდ პირობებში ვიყავით და იქ გავიცანი დათა,რომელიც მიცავდა და შემიყვარდა.
-გახსოვს ლილიანა,რომ წაიყვანეს მცველებმა დათა,რა დღეში იყო?ბღაოდა,კედლებს ასკდებოდა,ტიროდა,ჩვენ მის შემყურეს გული გვეწვოდა,და ვფიქრობდინ,როგორ ყვარებია ცოლითქო-არ ჩერდებოდა ტემო
-ვინ მცველებმა?სად წაგიყვანეს დედიკო?-ახლა უკვე დედაჩემი ხმაში სასოწარკვეთილებას ვხედავდი.
-არაფერი დედა,ყველაფერი კარგად დამთავრდა,არაფერი მომხდარა-მუდარის თვალებით გავხედე სტუმრებს ,რომ ასეთ საკითხებზე აღარ ელაპარაკათ,ისინიც მიმიხვდნენ
-მარინა დეიდა,უბრალოდ იმის თქმა გვინდოდა,რომ დათას არანაკლებ უყვარს ლილიანა ამის მომსწრენი ჩვენ ყველანი ვართ და გვჯერა,რომდათა აუცილებლად დაბრუნდება,ის ღირსეული მამაკაცია,ის კბილებით საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ლილის,ბევრჯერ ცემა,დამცირება და ბოლოს ტყვიაც მიიღო ლილიანას სიყვარულის გამო,უბრალოდ ჩვენ ახლა ლილის ვხედავთ თორემ შესაძლოა ახლა დათა ამაზე ნაკლებად არ იტანჯება.-თაზომ როგორც იქნა სერიოზულად ტვქა რაღაც
როგორ დამიმძიმა ამ სიტყვებმა გული,ცრემლები თავისთავად წამომივიდა
-ლილი არ იტირო,ჩვენი მოსვლის მიზანი ტირილი არაა,იცი რატომ ჩამოვედით ასე ჩუმად?-ეშმაკურად გაიღიმა ლაშამ
-რატომ?-ვკითხე და თან ცრემლები მოვიწმინდე.
-2 კვირის თავზე ყველას გეპატიჟებით ჩემს საირმეში 1 კვირით,იქ ჩემი ბაბუა-ბებიის სახლი მაქვს ხოდა მინდოდა უფრო სწორად გვინდოდა ყველას ,რომ ერთობლივად დაგვეპატიჟე
მე უარის სათქმელად მოვემზადე ,თავი გავაქნიე და პირი,რომ დავაღე,ლაშამ უცებ შემაჩერა
-მოიცა,მოიცა თუ არას თქმას აპირებ არ გამოვა,არ არსებობს,არ მივიღებთ,შენი დაიკოებიც მოდიან ამ დილით დაგვთანხმდნენ
-მოიცა ამ დილით?-გავიკვირვე-აბა არ ვიცი ვინ უნდა იყოსო,ამ ყველაფერს შენ გიმზადებო-თითის ქნევით და ღიმილით გადახება მის ოჯახს და მიხვდა,რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი სიურპრიზი იყო
-რომ გვეთქვა ასეთი კაი არ გამოვიდოდა-გაუცინა თამომ
-ანუ მივდივართ ყველანი საირმეში?-იკითა ლაშამ და ყველას გადახედა,ყველამ კი მე შემომხედა,წამით დავფიქრდი
-რატომაც არა-გავიღმე და დედიკოს მაგრად ჩავეხუტე,რომელიც ჩემს გვერდით იდგა.
................................
შორიდან ბუნდოვნად ჩაესმა გაურკვეველი ხმები,გონება დაძაბა,ოდნავ მოჭუტა თვალები მაგრამ იგრძნო,რომ ამ მოქმედებით თავი საშინლად ეტკინა,ისევ სმენად იქცა და ხმებს მიაყურადა,სიტყვებს ვერ არჩევდა,კიდევ უფრო დაიძაბა,ეცადა თვალები გაეხილა მაგრამ არაფერი გამოუვიდა,ქუთუთოებს ვერ მოერია.საწოლზე შეინძრა შეიშმუშნა.
-ვაიმე შვილო-უცებ შეიკივლა ქეთომ-სკამიდან წამოფრინდა საწოლს დაემხო-დათა შვილო,შენ გამოფხიზლდი-გულამოსკვნილი ტიროდა დედა ხელებით მის სახეს ეფერებოდა-დედამ შემოგევლოს,შენ დაგვიბრუნდი,მადლობა უფალო-ბუტბუტებდა და გაოცებულ და გაურკვევლობაში ჩავარდნილ დათას ლოყებს უკოცნიდა
დათამ ძალა მოიკრიბა და თვალები ნელნელა გაახილა,თავიდან ბუნდოვნა მაგრამ მერე კარგად გაარჩია დედის მონატრებული სახე და მანაც გაუღიმა.
-რა მოხდა დედა,?სადა ვართ?ლილიანა სადაა?-ერთბაშად დააყარა კითხვები და გაოგნებული ოთახს მოავლო თვალი,რომ სანამ უპასუხებდნენ თავად გარკვეულიყო სიტუაციაში.
-არ ინერვიულო შვილო,დამშვიდდი,შენ კომაში იყავი,ახლა ყველაფერი ცუდი უკან დარჩა მადლობა უფალს,ყველაზე ცუდმა ჩაიარა.
-დედა ლილ.......-სიტყვა დედამ შეაწყვეტინა
-შვილო ბევრი არ ილაპარაკო ახლავე ექიმს მოვიყვან,მამაშენს და ლევანსაც დავურეკავ ქვემოთ არიან სასადილოში-და ქეთო ქოთქოთიდ გავარდა პალატის კარში.
-კომაში?-გაოცებულმა ჩაილაპარაკა-კი მაგრამ .....-და ნელნელა კადრებად გადაურბინა გონებაში ბოლო საათის მოგონებებმა-ლილიანა-ამოიოხრა და საწოლის საზურგეს მიეყდნო და ორივე ხელები კეფაზე შემოიწყო.
მალე კარში თეთრ ხალატში გამოწყობილი შუახნის ქერა მამაკაცი შემოვიდა,გარეგნობაზე ეტყობოდა,რომ ქართველი არ იყო.
-როგორ გრძნობ თავს?გილოცავ-გაიღიმა მაგრამ დათამ ერთი სიტყვაც ვერ გაიგო,მიხვდა რომ გერმანულად ელაპარაკბოდა.
-დედიკო ჩვენ გერმანიაში ვართ-აუხსნა სიტუაცია ქეთომ
-გერმანიში?-გაკვირვებული გახედა ჯერ დედას მერე ექიმს-რა მკითხა?
-თავს როგორ გრძნობ,გილოცავო-გადაუთარგმნა უცებ
-უთხარი ,რომ კარგად ვარ-ოდნავ გაუღიმა ექიმს
-დაისვენოს-დაარიგა ქეთო თეთრხალათიანმა და ოთახიდა გავიდა
-დედა შენ საიდან იცი გერმანული?
-შვილო აქ ვისწავლე ცოტა
-აქ?და კი მაგრამ რამდენი ხანია აქ ვართ?რამდენი ხანია კომაში ვარ?
-5 თვეა შვილო-სიმწრით ამოიგმინა დედამ,ცრემლი მოადგა თვალებზე ამ 5 თვის გახსენებისას
-ამდენი ხანია?-ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რეალურ დროში დათა და დაბნეული ბუტბუტებდა.
-შვილო ძალიან ცუდად იყავი,მუცელში დაგჭრეს,მალევე დაგიკარგავს გონება ძლივს მიგასწრებინეს საოპერაციოში,მის მერე გათიშული ხარ-თან ყვებოდა და თან ცრემლებად იღვრებოდა ქეთო-საქართველოში ექიმებმა იმედი გადაგვიწურეს,2 კვირის თავზე გვირჩიეს ,რომ აპარატიდან გაგვეთიშე,აზრი არა აქვს სანამ ისუნთქებს ასე იქნება აღარ გაიღვიძებს და თქვენც იტანჯებით და ესეცო,მე და მამაშენმა თავი მოვიკალით,ერთ კვირაში ეს საავადმყოფო ვიპოვეთ და აქ გადმოგიყვანეთ,ეს ყველაფერი ძალიან ძვირი დაჯდა მაგრამ ახლა რომ გხედავ შვილო საღსალამათს და ,რომ მელაპარაკები მარტო ამ წუთისთვის ღირდა ყველაფერი-ტიროდა და თან მის მონატრებულ შვილს გულში იკრავდა.
პალატის კარი ხმაურით გაიღო,გაიღო კი არა შემოგლიჯეს და თავი ორმა მომღიმარმა და თვალცრემლიანმა ნაცნობმა ადამიანებმა შემოყვეს ეს გია და ლევანი იყო
-შვილო-ხმამაღლა ამოიგმინა გიამ და დათა ფგულში ჩაიკრა,ლევანიც და ქეთოც შეუეთდა და თითქოს ოჯახი ისევ გაერთიანდა.
-ხომ არ იცით ვინც ჩემს გვერდით იყო იმ ტყვეობაში მათი ბედი?-ცოტა ხნის მერე შეპარვით იკითხა,იმის შიშით რომ რამე ცუდი არ მითხრანო
-მხოლოდ ის,რომ ყველანი ცოცხლები გადარნენ შვილო
-და ლილიანა?-გული ლამის ამოუხტა მკერდიდან მისი სახელის ხსენებისას,ერთბაშად იფეთქა მასში მისმა მონატრებამ
-ლილიანა,რომელია შვილო?-დაეკითხა გია და თან თვალები მოჭუტა იხსენებდა მათ სახეებს
-ხვეული თმით,თეტრი გოგონა,
--ააა,ხო გამახსენდა,ეგ ყველაზე დიდხანს იწვა მგონი საავადმყოფოში
-რატომ?-შეშინებული იკითა და საწოლიან უფრო წამოიმართა
-მდგომარეობა გაურთულდა,როგორც ვიცი ყველანი გამოკეთდა და დაუბრუნდა ძველ ცხოვრებას მაგ გოგონას გარდა,ასე თქვეს დეპრესიაშიაო,მამის სოფელში გადასსულა,არავის ეკონტაქტება,ჩაიკეტაო,საბრალო ალბათ ვერ გადაიტანა ეს სტრესი
-ღმერთო ლილი-ხმამაღლა დაიღრიალა დათამ და მისი ტორები სახეზე აიფარა
-რა გჭირს დათა?-შეშინებული წამოიჭრა სკამიდან ლევანი და მის ხელებს ჩააფრინდა,რომ სახედან მოეშორებინა
-მე ის მიყვარს,მე ის მიყვარს-ყვიროდა განწირული ბოლო ხმაზე
-ვინ გიყვარს?
-ლილიანა,მე ის მიყვარს,ის ჩემ გამოა ცუდად,უნდა წავიდე,საქართველოში უნდა წავიდე-უცებ ჩამოიღო ხელები,სახე გაუმკაცრდა და საწოლიდან გადმოაბიჯა
-გაგიჟდი შვილო?-მკლავებში ჩააფრინდა გია-ნახევარი საათიც არაა რაც კომიდან გამოხვედი სად მიდიხარ,გასულელდი?ვინაა ლილიანა ამიხსენი წესიერად,იქნებ აქედანაც გავარკვიოთ რამე
-მამა მე ის მიყვარს,მიყვარს გესმის-მაინც გაურკვევლად ბრაოდა დათა და ყველას იცილებდა და წამოდგომას ცდილობდა
-შვილო დამშვიდდი-დაველოდოთ ექიმს,იქნებ მალევე გაგვწეროტ,რთქმაუნდა წავალთ საქრთველოში,აბა აწი აქ რაღა დამრჩენია,დამშვიდდი-ცდილობდა დაეშოშმინებინა ქეთოს ნერვებაშლილი შვილი,თან თვალზე ცრემლს იწმნენდდდა
-დედა,არ გესმის,მე ლილიანა იქ გავიცანი,ისეთი უსუსური და შეშინებული იყო,მე ის შემიყვარდა,გესმის,მე ის მიყვარს,მასაც უყვარხარ,ალბათ ეს 5 ტვეა მეძებს,ჩემზე არაფერი იცის და ეგ იქნება მისი ჩაკეტილობის მიზეზი,ალბათ ფირქობს ,რომ მივატოვე,წამიყვანეთ გთხოვტ საქართველოში გთხოვთ-უკვე მუდარაზე გადავიდა და ძალაგამოცლილი სასთუმალს მიეყრდნო.
-დამშვიდდი ძმაო ,ყველაფერი მოგვარდება,შენ არ ინერვილო-ეცადა ეთანაგრძნო ძმისთვის და მხრებზე ფრთხილად მოუთათინა ხელი.
-მოიცადე,ახლავე გდავრეკა ვ-უცებ თითქოს რარაც გაახსენდაო ლევას და ტელეფონს დაწვდა
-სად უნდა გადარეკო?-უსიციცხლოდ ჩაილაპარაკა დათამ
-საქართველოში,ლამის 1 თვეა არ დამირეკავს სამეზობლოში,იქნებ გიკითხეს,თუმცა ასეთი რამ არ უხსე4ნებიათ როცა რეკავენ მეზობლები მაგრამ მანცგადავამოწმოთ
იმედი ჩაესახა დათას იქნებ მომძებნა იქნებ არ დაიკარგა,ყველანი გაისუსნე და ლევანს შეაცქერდნენ ,რომელიც კარის მეზობელ ჯაბას კითხვებს აყრიდა.
-რაო?-მოლოდინის თვალებით მიაცხერდა სამი წყვილი თვალი ლევანს როცა საუბარს მორჩა
-სულ გადამავიწყდა თქმაო,რაც თქვენ წახვედით ლამის ყოველ კვირაში მოდიოდნენ და გკითხულობდნენო,ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე არავინ მოსულაო,ყველა იმას იბარედა,რომ გადაეცით ლილიანა გეზებსო,მაპატიეთ ,რომ ეს აქმდე გამომრჩა,რომ არ გეკითად აღარც მახსოვდაო
-ვიცოდი,ვიცოდი-ბედნიერმა გაიღიმა-ვიცოდი,რომ მომძებნიდა,მამა,დედა,რაც მალე წავალთ მით უკეტესი,აქ ჩემი ყოველი დაყოვნებული საათი ტანჯვაა უკვე,ლევან ვინმეს ნომერი ხომ არ დაუტოვებია ჯაბასთან?
-არა ,არ დაუტოვებიათო.
-კარგი დრესვე დაველაპარაკოთ ექიმს,რამდენ ხანში გამწერს
-კარგი შვილო.
......................
ერთი კვირის თავზე უკვე დათა გამოწერეს საავადმყოფოდან,ხოლო 2 სღის მერე უკვე თვითმფრინავში იჯდა და ბედნიერი,იმედის სავსე მოფრინავდა საქართველოსაკენ.ბენდიერი მით,რომ აქ მისი საყვარელი ქალი ელოდა,რომელმაც არაფერი იცოდა მის შესახებ,სიხარული,ბედნიერება და აღფრთოვანება,რაც წინ ელოდა გულში აღარ ეტეობა.
-ჩემს ლილიას,ვნახავ,ჩემ გოგოს,ჩემ მარგალიტს-მთელი გზა ბუტბუტებდა ილუმინატორზე შუბლმიდებული და ვერც კი ამჩნევდა მისი ასეთი საქციელი,როგორ ღიმილს იწვევდა მშობლემშა და ძმის სახეზე.
...........
სულ რაღაც ორი დღე იყო,რაც საქართველოში დაბრუნდა და ჯერ იმისთვისაც ვერ გამოიშვა ნათესავებიდან თუ კეთილისმსურველებისაგან თავი ,რომლებიც მასთან მოსანახულებლად იყვნენ მოსულნი,რომ თუნდაც მაღაზიაში ჩასულიყო.
_ ლევან ,რომ მითხარი ლილის კორპუსში წავალო ხომ არ იყავი?
_კი ვიყავი ძმაო,ორი თვეა სოფლად გადავიდნენ ლილიანას გამოო,მანამდე სულ საავადმყოფოში იწვაო.
_ რომელ სოფელშია?
_ გურიაშია,სოფელი შროშა.იქ რომ ჩახვალ იკითხე მერი ლომიძე სად ცხოვრობს,ბაბუა არ ყავს.
_ ჯიგარი ხარ ლეო_ მადლიერმა გადაეხვია უმცროს ძმას_ მოდი მარტო ნუ გამიშვებ რა შენც წამოდი,თან შენ სარძლოს ყველაზე ადრე გაიცნობ_ წარმოიდგინა შეხვედრის მომენტი და ბედნიერს გაეღიმა
_ სიამოვნებით,რატომაც არა
_ კარგი,გია და მარინა გავაფრთხილოთ და ხვალ დილით გავიდეთ მეტი მოცდა აღარ შემიძლია.
,...............................
შემოდგომისათვის ჩვეული ლამაზი დილა გათენდა_ მშვიდი,ფერადი და თბილი.თუმცა ლილი უჩვეულოდ აფორიაქებული და აღელვებული იყო.დილით ადრიანად წამოდგა საწოლიდან და ბებოს ოჯახის საქმეებში ეხმარებოდა.უნდოდა დარდი და ტკივილი ასე დაევიწყებინა.ყველაზე მეტად ღამეს ვერ იტანდა,როცა ფიქრებთან და მოგონებებთან მარტო რჩებოდა,მაშინ საშინელ ტკივილს გრძნობდა სულშიც და გულშიც.დღეს სტუმრებს ელოდა,მისი ბავშვობის მეგობრები ნესტანი და ირინა უნდა ამოსულიყვნენ მეზობელი უბნიდან.რაც ჩამოვიდა არავინ უნახავს,ვინც აკითხავდა არავისთან გამოდიოდა.ახლაც თავს ძალას ატანდა,რომ სტუმრები მიეღო.ჰამაკში მოკალათებული ბავშვობას იხსენებდა და სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.მისი მყუდროება ორმა ურაგანმა_ სოფომ და თამრომ დაარღვიეს.
_ რა ბედნიერი და ღიმილიანი სახე გაქვს დაიკო_ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და თავადაც ჰამაკში ჩაუხტა სოფო,თამრო კი იქვეპატარა სკამზე ჩამოჯდა.
_ გოგოებო დღეს ნესტანი და ირინა აპირებს ამოსვლას და რა გამოვაცხოთ ნამცხვარი თუ ტორტი?
_ ოღონდ შენ ისურვე და აქ ვართ_ წამოიძახა თამრომ
_ მოდი მაშინ ტორტი გამოვაცხოთ,წამო დავიწყოთ ხო?
_ ოკ,დავირაზმოთ.
სამივენი სამზარეულოსაკენ გაემართნენ.
შუადღიდაკენ ტორტიც გამომცხვარი იყო და სტუმრებიც მოსული,ეზოში ხეივნის ქვეშ გაეშალათ პატარა სუფრა,თან გოგოების ნახელავს შეექცეოდნენ და თან გულიანად კისკისებდნენ,ბავშვობას იხსენებდნენ.
_ ლილი კარგა ხანია გვინდა ამოსვლა მაგრამ მარინა დეიდა გვეუბნებოდა,რომ შეუძლოდ იყავი და სტუმრების ვერ მიიღებდი,თუმცა ჩვენი სული და გული შენთან იყო_ ორივეს სათქმელი ირინამ გაახმოვანა.
_ ვიცი ჩემო კარგებო,უბრალოდ მე არ ვიყავი კარგად, ახლავ ვერ ვარ ისე,როგორც უნდა მაგრამ რას ვიზამთ_ სინანულით ჩაღუნა თავი ლილიმ და ოდნავ ჩაეღიმა მის ცხოვრებაზე.
_ ალბათ ამ თემაზე გიჭირს ლაპარაკი,არ გინდა
_ რა თემაზე გოგონებო?
_ იმ ორ კვირაზე,ალბათ რამხრნად ცუდი მოგონებები გაქვს
_: პირიქით,იმდენად ბევრი კარგი მოგონებები მაქვს,რომ მხოლოდ ეგ მაცოცხლებს და მაძლებს ძალებს.სულ იქ ვარ ფიქრებით და ეგ მაცოცხლებს.
_ ალბათ იმ ბიჭს გულისხმობ არა? გავივეთ,ხომ იცი სოფლად არაფერი იმალება
_ და დასამალიც არაფერია ნესტან,კი იმ ბიჭს ვგულისხმობ,ჩემს დათად,ჩემს ცხოვრების სიყვარულს,მართალია უცნაურ ვითარებაში გავიცანით ერთმანეთი მაგრამ ვგრძნობ,ვიცი და მჯერა,რომ ის ისაა ვინც მე მიყვარს,მავსებს და მასულდგმურებს.
_ ხომ არაფერი გაგიგია ლილი მასზე?
_ რაც აქ წამოვედი არა,არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ გერმანიაშია,რა სჭირს,როგორაა,როდის დაბრუნდება,არაფერი ვიცი,უბრალოდ ვიცდი,მჯერა,რომ დაბრუნდება,ეს მაცოცხლებს.
ამ საუბარში იყვნენ,რომ ჭიშკართან ვრრცხლისფერი სუბარუ გაჩერდა.
_ სოფ,მიდი გახედე ვინაა,
სოფოც წამოფრინდა ფეხზე და ჭიშკშკრისაკენ გაემართა,რომ ენახა ვინ იყო მასთან მოსული სტუმრევი.კარი გააღო და მანქანიდან გადმოსულ ორ მამაკაცს მიუახლოვდა.
_ სალამი,მომასწავლეს რომ მერი ბებო ამ სახლში ცხოვრობსო და სწორად მოვედით?_ კითხვით მიმართა სოფოს დათამ და თან აკვირდებოდა" როგორ ჰგავს ლილის ალბათ მისი დაა".
_ კი ,ზუსტად მოხვედით,თქვენ ვინ გნებავთ?
_ თქვენ სოფო ხარ თუ თამრო?_ უცებ კითხა მომღიმარმა სტუმარმა
სოფო დაიბნა,უცებ ვერ გაერკვ სიტუაციაში.
_ მე,სოფო და თქვენ საიდან...... ვინ ბრძანდებით?
_ ლილიანას ჩამოვაკითხე სოფო_ უთხრა და დაელოდამის რეაქციას,ალბათ აინტერესებდა იცოდა თუ არა ლილის ოჯახმა მასზე რამ ე.
_ დათა? შენ დათა ხარ?_ გაოცებისაგან და მოულოდნელობისაგან პირი დააღო
_ ჰო მე ვარ,შენი დაიკო სადაა?
_ ეზოშია, გაგიჟდება,რომ დაფინახავთ,ღმერთო რაბედნიერებაა,ლილის სიხარყლისაგან გული გაუსკდება_ ბუტბუტებდა სოფო და თან სტუმრებს ქინ მიუძღვოდა,რომ ხეივანში მიეყვანა სადაც მისი დაიკოები და სტუმრები იყვნენ.დათა და ლევანი უკან მიყვებოდნენ,ერთი მომავალი ბედნიერების მომლოდინე,მეორე კი ინტერესით თუ ვინ იყო მისი სარძლო.
_ ლილი სტუმრები გვყავს/ შორიდანვე გასძახა მის დას სოფომ
ინტერესით გაიხედა სტუმრების მისამართით ქალმა,წარბები შეკრა უკეთ რომ გაერჩია ვინ მოდიოდა შუა ეზოში.დათა რომ მიხვდა,რომ სანატრელი თვალები მას უცქერდნენ თვალებზე ჩამოფხატული ქუდი ერთი ხელის მოსმით მოიშორა და ფართოფ გაიღიმა,შორიახლოდ შედგა და ლილის რეაქციას დაელოდა.
ლილიანა? წამით სუნთქვა შეეკრა,გულმა ფეთქვა შეწყვიტა,ნელა წამოდგა სკამიდან,ცრემლებმა თვითნებურად დაიწყეს დენა მის ლოყებზე,ამოიგმინა,მთელი დარდი და ტკივილი ამოაყოლა,გაოგნებულმა ცალი ხელი პირზე აიფარა და ბარბაცით სანატრელი ადამიანისაკენ წავიდა.
_ ვინაა სოფ?
_ დათა
თქვა და ყვრლაფერი ნათელი გახდაიქ მყოფთათვის,უცებ სამარისებული სუჩუმე ჩამოწვა და ცნობისმოყვარე ოთხი წყვილი თვალი შეყვარებულევისკენ მიიმართა.
თითქოს ერთ დროულად დაიძრა ორივენი ერთმანეთისაკენ მომღიმარი,სევდიანი,ცრემლიანი და ბედნიერი სახეებით.ქალმა იგრძნო ,რომ მის გულს,სულს და სხეულს მეტის ატანა აღარ შეეძლო,იგრძნო როგორ შეუსუსტდა ძალა მუხლებში და თვალთ დაუბნელდა,ვოლო რაც დაინახა და ჩაესმა დათა და მისი ხმა იყო,რომელმაც შეშინებული შესძახქ მისი სახელი დაგამორქანა,მეტი არაფერი ახსოვს,თვალთ დაუბნელდა.
ნიშადურის მწარე სუნმა ცხვირში შეუღიტინა,შორიდან მოესმა დედისხმა,რომელიც სასოწარკვეთილიმის გამოფხიზლებას ცდილობდა.ზანტად გაახილა თვალები,დაიძაბა,წამით იფოქრა,რომ სიზმარი ნახა მაგრამ მაინც ეცადა გადამოწმება
_ დედა დათა? სადაა დათა? ნუთუ სიზმარი იყო?_ თვალები აუწყლიანდა,უცებ იგრძნო მის მარჯვენაზე ჩაჭიდებული ხელი და სანატრეელი ხკაც შემოესმა
_ აქ ვარ მარგალიტო_ დათა ბედნიერი სახით უღიმოდა
_ არ ყოფილხარ სიზმარი_ გაიღიმა და თავადაც მოუჭირა ხელი.იმ წამს ყველა გაქრა და მხოლოდ ლილი და დათა იყვნენ,მკვეთრი მოძრაობით მისკენ მიიწიავაჟი მისი მკლავები მჭიდროდ შემოხვია ლილიანას აცახცახებულს სხეულს და მჭიდროდ ჩაიკრა გულში,ღრმად შეისუნთქა მისი მონატრევული სურნელი და მის თმებში ჩარგო თავი
_ მომენატრე მარგალიტო,ჩემო სოცოცხლევ,მაპატიე გთხოვ მაპატიე რომ აქამდე ვერ მოვედი,განერვიულე,ყველაფერი მაპატიე,აწი არასოდეს წავალ არ მიგატოვებ,მიყვარხარ ჩემო მარგალიტო_ მთვრალივით ბუტბუტებდა დათა და ქალს ლოყებს უკოცნიდა
_ მეც მიყვარხარ დათა,უზომოდ ბედნიერი ვარ .......
უცევ მძიმე ჩახველება შემოესმათ,წამში დაუბრუნდნენ რეალობას,უხერხულად შეიშმუშბენ,ლილის სირცხვილისაგან ლოყები აეფაკლა და დათასუფრო მიეკრა.
_ სასიამოვნოა შვილო შენი გაცნობა,როგორც იქნა_ ღიმილით გაუწოდა მარჯვენა მარინამ და ეცადა უხერხული სიტუაცია განემუხტა .
.................

_ როგორ მომენატრე საყვარელო ნეტა იცოდე,სული მელეოდა როდის გნახავდი,მაპატიე ეს თვეები ლილ გთხოვ მაპატიე_ როგორციწნა საღამოსკენ როცა სტუმრები აიშალნენ სუფრიდან ლილიანამ და დათამ ერთმანეთთან სალაპარაკოდ დრო გამონახეს.
_ ლამის ჭკუიდან შევიშალე გონს რომ მოვედი და ვერ გიპოვე,სად არ გეძებე,გერმანიაშიც კი დავრეკე მაგრამ ვერ მოგაგენი,არ ვიცი ასეთ ტკივილს აქამდე როგორ გავუძელი_ ერთ ჰამაკში მოკალათებულნი დათას მიხუტრბოდა და მის მკერდე უშფოთვრლად მიყრდნობილი ყურს უგდება მის სანატრელ გულისცემას და თან მის მონატრებას დადარდს უზიარებდა.
_ ალბათ რა არ იფიქრე,მე კი ამ დროს უგონოდ ვიყავი,სასწაულმა დამაბრუნა ლილ,ალბათ უფალმა იცოდა,რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებოდით და არ გაგწირა_ მისი კულულები თითზე დაეხვია და ათამაშებდა,თან შიგადაშიგ მის მღელვარებისაგან აწითლებულ ლოყებსა და ტუჩებს ნაზად კოცნიდა.
_ ლილ საყვარელო ხვალ უკან უნდა დავბრუნდე
_ რატომ? _ შიშმა აიტანა ქალი
_ ნუ შეშინდები,ზეგ ისევ დავბრუნდები,თუ გინდა ჩემს ძმას მძრვლად დაგიტოვებ უფრო იმედიანად ,რომ იყო_ სიცილი აუტყდა დათას
_ გთხოვ მძევალი აღარ ახსენო რა_ ლილისას გაეღიმა
_ წავალ საყვარელო და მშობლებთან ერთად დავბრუნდები,ის დრო რაც დავკარგე საკმარისია მინდა რაც შეიძლება მალე გიგულო ჩემად
_ მე ისედაც შენი ვარ საყვარელო_ ორივეს გაეღიმა ამ სიტყვებზე და ერთმანეთი მონატრებითა და დიდი სიყვარულით ჩაიკრეს გულში.
..................
_ გისმენ საყვარელო
_ დათ შენთვის ახალი ამბავი მაქვს,ახლა გამოვედი ექიმის კაბინეტიდან
_ ჰოო? რაო რა თქვა ვის უნდა ველოდოთ 5 თვეში გოგოს თუ ბიჭს?
_ ორივეს საყვარელო
_ ეგ როგორ?
_ ტყუპებს ველოდევით ტკბილო ტყუპებს
...............



№1  offline წევრი kora

როგორ მიყვარს ეს ისტორია love
--------------------
kira.G

 


№2  offline მოდერი ლილიანა

kora
როგორ მიყვარს ეს ისტორია love

შეიძლება მკითველისათვის ამაზე უკეთესია ჩემი რომელიმე ნაწერი მაგრამ ეს ჩემი პირმშოა love მიკერძოებული ვარ ,მადლობა საყვარელო love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3 სტუმარი A

Dzalian, dzalian, dzalian momewona umagresi iyo......... Sityvebi ar myopnis iseti.

 


№4  offline მოდერი ლილიანა

A
Dzalian, dzalian, dzalian momewona umagresi iyo......... Sityvebi ar myopnis iseti.

მადლობა❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი Diosa Dela Tristeza

შენ მე გადამრევ ესეც შენი ისტორია ყოფილაა. ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე.
აი იმ სულ პირველ ისტორიებს შორისაა ესეც რაც წავიკითხე.
4ლოვე ზე არაფერი ვიცოდი და შენ ამ მოთხრობისთვის რა ვიწვალე სხვადასხვა საიტებში ვკითხულობდი და ძვლივს შევაკოწიწე.
მიუხედავად ბევრი წვალებისა ისე მომეწონაა დებილივით ვიღიმოდიიი.
ვუიაააიმეეე ჰაჰა როგორ გამიხარდა რომ იცოდე ❤❤❤❤მახსოვს მეც როგორ ვტიროდი და ვნერვიულობდი ამ მოთხრობის წაკითხვის მერე ისეთი სიზმრები მქონდა რომ :დდ ვითომ მეც ყუვე ვიყავი :დდ ძაააააალიაააან მომწონს და მიიიყვარს
შენ მითუმეტეს :დდდ ❤❤❤❤❤

 


№6  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia
შენ მე გადამრევ ესეც შენი ისტორია ყოფილაა. ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე.
აი იმ სულ პირველ ისტორიებს შორისაა ესეც რაც წავიკითხე.
4ლოვე ზე არაფერი ვიცოდი და შენ ამ მოთხრობისთვის რა ვიწვალე სხვადასხვა საიტებში ვკითხულობდი და ძვლივს შევაკოწიწე.
მიუხედავად ბევრი წვალებისა ისე მომეწონაა დებილივით ვიღიმოდიიი.
ვუიაააიმეეე ჰაჰა როგორ გამიხარდა რომ იცოდე ❤❤❤❤მახსოვს მეც როგორ ვტიროდი და ვნერვიულობდი ამ მოთხრობის წაკითხვის მერე ისეთი სიზმრები მქონდა რომ :დდ ვითომ მეც ყუვე ვიყავი :დდ ძაააააალიაააან მომწონს და მიიიყვარს
შენ მითუმეტეს :დდდ ❤❤❤❤❤

ჰაჰა გვანციკელა ❤თურმე რამდენი რამ არ გცოდნია❤ ასე თუ წვალობდი გეთქვა გენაცვალე უფრო ადრე დავდებდი სრულად❤❤ მიხარია რომ მოგწონს და გიყვარს,მე კი შენ ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7  offline მოდერი ლილიანა

მარიამი :)
განსხვავებული იყო ყველასგან რაც წამიკითხავს და ძალიან მომეწონა <3 ძალიან მაგარი გოგო ხარ <3 <3 <3

მადლობა ჩემო კარგო ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline წევრი Pepper

ვაიმე როგორ მომეწონა <3
საოცრად ემოციური ცხოვრებისეული ტკბილი თბილი და არვიცი რა <3 უსაყვარლესი ისტორია იყო ასევე უსაყვარლესი პერსონაჟებით <3
ლამაზად დაწერილი და ასე შემდეგ <3
ყოჩაღ ჩემო კარგო არაჩვეულებრივი ისტორიაააა <3

 


№9  offline მოდერი ლილიანა

Pepper
ვაიმე როგორ მომეწონა <3
საოცრად ემოციური ცხოვრებისეული ტკბილი თბილი და არვიცი რა <3 უსაყვარლესი ისტორია იყო ასევე უსაყვარლესი პერსონაჟებით <3
ლამაზად დაწერილი და ასე შემდეგ <3
ყოჩაღ ჩემო კარგო არაჩვეულებრივი ისტორიაააა <3

გაიხარე,დიდი მადლობა❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№10  offline აქტიური მკითხველი lalita

რა მაგარი იყო მოვკვდი ლამის ყოჩაღ

 


№11  offline მოდერი bibo

აი სანამ დადებდი ზუტად ერთი საათით ადრე მოვრჩი ამის კითხვას ისეთი იყო აი რა გითხხრა ემოციების პიკზე ვიყავი აი დავრბოდი კიარა დავხთოდი ისეთი მაგარი იყო.უცებ რო დავხედე მეთქი გაორება მეწყება ისე მომეწონათქოოოოო......ისე მომწონს შენი ისტორიები ვგიჟდები საოცრება ხარ შოკოლადი სასწაულიიი ვერაპერს ვამბობ ისეთი მაგარი ხარრრ ტკბილო მურაბავ კარაქიანო პუროვ love love love love აი დათა საოცრება ბისკვიწიი ბიჭი კი არა სასწაულიაააა love არ გინდა გადმომიგდო არ შეგაწუხებ შპუთვაზე მაგას თავად ვიზამ ბაუნტო love love შენ ხარ ტორტი ჩოკოლადი მარწყვი და ბომბონერი love

 


№12  offline მოდერი ლილიანა

lalita
რა მაგარი იყო მოვკვდი ლამის ყოჩაღ

მადლობა ჩემო კარგო <3 love
bibo
აი სანამ დადებდი ზუტად ერთი საათით ადრე მოვრჩი ამის კითხვას ისეთი იყო აი რა გითხხრა ემოციების პიკზე ვიყავი აი დავრბოდი კიარა დავხთოდი ისეთი მაგარი იყო.უცებ რო დავხედე მეთქი გაორება მეწყება ისე მომეწონათქოოოოო......ისე მომწონს შენი ისტორიები ვგიჟდები საოცრება ხარ შოკოლადი სასწაულიიი ვერაპერს ვამბობ ისეთი მაგარი ხარრრ ტკბილო მურაბავ კარაქიანო პუროვ love love love love აი დათა საოცრება ბისკვიწიი ბიჭი კი არა სასწაულიაააა love არ გინდა გადმომიგდო არ შეგაწუხებ შპუთვაზე მაგას თავად ვიზამ ბაუნტო love love შენ ხარ ტორტი ჩოკოლადი მარწყვი და ბომბონერი love

ვაიმეეეეე love love love იმდენი რამჩამოთვალე ყველაფერი მომინდა love love კარგი დავაკოპირებ დათას და ერთი ეგზემპლიარი შენი იყოს love love ან რჩეუსლ წააკითXე ეს და უთხარი-აი ასეთი უნდა იყოთქო wink wink მიხარია ,მართლა უზომოდ მიხარია თუ ამდენს მოსწონდა თურმე და ახლაც მოეწონა ეს ისტორიაა :)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№13 სტუმარი ნაატ ლომიძე

სულში და გულში დამიარაა <3

 


№14  offline მოდერი ლილიანა

ნაატ ლომიძე
სულში და გულში დამიარაა <3

მადლობაააა❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

ლილიანააა. სყრვიკი ნაქვს გულში ჩაგიკრა და აღარასოდეს გაგიშვა

 


№16  offline მოდერი ლილიანა

terooo
ლილიანააა. სყრვიკი ნაქვს გულში ჩაგიკრა და აღარასოდეს გაგიშვა

სიამოვნებით ❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№17  offline წევრი ციცინათელა_

ძალიან კარგია

 


№18 სტუმარი n e s t a n i

magaria ara marto es saertodd yvela. .tan aaq chemma saxelmac gaijgeraa :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent