შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი ცხოვრება თუ კარიერა? (თავი 2)


24-02-2016, 23:27
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 703

ნელი ნაბიჯებით ავიდა ზემოთ,ზლაზვნით შეაბიჯა ოთახში და ნონასკენ წავიდა.მაშინვე მოჰკრა მის მუქ თმას თვალი და გაეღიმა.უყვარდა მისი გაბრაზება,სულ რომ არაფერი,ბავშვობიდან ერთად მოდიოდნენ,მერე რა,რომ ერთმანეთის გაბრაზება უყვარდათ.
-ჰეი.ჩემი გიჟ-ხელები ბეჭებზე მოხვია გოგონას და ძლიერად მიიხუტა მკერდზე.
-შენთვის რაღაც მაქვს,სოს..-თავი გემრიელად მოათავსა ბიჭის მხარზე,არც მოშორდებოდა,რომ არა ბიცოლამისის სიტყვები.
-გოგო,ჩვენც აქ ვართ..ან შენი დაქალი..გააცანი ბიჭს-მხოლოდ იმ წამს გაახსენდა სოსოს,რომ მარტო არ იყო ნონა.
-ნუ ვუზრდელობთ!-წამიერად მოიშორა გოგონა და თვალებით უცნობის ძებნა დაიწყო.გოგონა თითებს იტეხდა,ვინ იცის რას ფიქრობდა.ერთი რამ იყო ნათელი,ეკატერინე გაშეშებულიყო.ცოტა ხანში სოსოც გაჩერდა,აღარ ირხეოდა,უბრალოდ გაშტერებული უყურებდა გოგონას,შემდეგ სიცილი აუტყდა.
-უზრდელობაა!-ყურში უთხრა დედამისმა,ლანამ.
-ლანა,კარგი რა!-ხმამაღლა გამოუვიდა ბიჭს.
-ეს ჩემი დაქალია,ეკატერინე-გაუღიმა ბიჭს და მხარზე ხელი დაატყა,რაც ძალიან გაუჭირდა თავისი სიმაღლის გამო.
-ეკატერინა! ეკატერინა!-ჰარმონიულად დაიწყო სოსომ.
-რა იყო?-საუბარში ზურა ჩაერთო.
-მას ვიცნობ..თან შენზე ადრე გავიცანი,მგონი.
-არ გითქვამს?-დაქალს გაბრაზებული გამომეტყველებით შეხედა.
-არ ვიცოდი,თუ შენი ვინმე იყო..ის მხოლოდ ორჯერ ვნახე კაფეტერიაში-დაბნეულობისგან ძლივს ასწია თავი.არ უნდოდა სოსოს ირონიული მზერის დანახვა,მოსწონდასავით მისი გამოხედვა და ამავდროულად საშინლად აღიზიანებდა.
-სასიამოვნოა მეორეჯერ შენი გაცნობა,ეკატერინა!-გოგონას მზერა იგრძო.იგრძნო,რომ არ ესიამოვნა მას,ეს ესიამოვნა და კმაყოფილად ჩაიღიმა.
-რამეს გამოგიტანთ-ლანა სამზარეულოსკენ წავიდა.
-კარგი იქნება-ღიმილით თქვა ნონამ.
-არა,ღამით არ ჭამს.ვარჯიშიც დავაწყებინე,ჩემთან ერთად დადის ფიტნესში-როგორც იქნა,ეკატერინემ ხმა ამოიღო.
-შენ ტანს კი ეტყობა,მაგრამ ამას რა ეშველება-გააჯავრა გოგონა სოსომ.
-სოსო,ჩუ რა!
-მე ვერ დავიყოლიე,ჩემთან ერთად ერთხელად არ წამოვიდა..შენ კი ყოჩაღ!
-ერთხელ ვიყავი და კინაღამ სული გამძვრა-ჩაიბურტყუნა გოგონამ და დივანზე დაეშვა.
-არადა,შენი საყვარელი პიცა გვაქვს-სოსომ გამომწვევად შეხედა ნონას.
-არა!-ეკატერინე დაქალს გვერდით მიუჯდა.
-შენ ჰო არ ჭამ მაინც და ვინ გეახლებოდა?-გაიკვირვა ნონამ და ბიჭს თვალი ჩაუკრა.
-მე არა,მე ცარიელი კუნთი ვარ..მე არა..-საკუთარი თავი გამოიჭირა,რომ ეკატერინეს მოხიბლვას ცდილობდა.ალბათ,ასეც იყო.სხვა შემთხვევაში ასეთი ლაღი და მონდომებული არ იქნებოდა საუბარში.
-აბა ვინ?-დაინტერესდა ნონა.
-ერთი გოგოა რა-მაინც ათქმევინა ბიძაშვილმა.
-არ გამაცნობ?
-გეყო,ენის ტლიკინი,ჩაი დალიე და გაჩუმდი.
-შენი რჩევები მკლავს-დაქალს გადახედა დაფეხზე წამოდგა-ახლაც მტკივა! ყველფერი მტკივა!
-მოთმინება,ძვირფასო-ეკატერინეს პირდაპირ დაჯდა სოსო,თუმცა საუბარი ვერ გაუბა,რა ეთქვა არ იცოდა,ბოლოს რაღაც მოაფიქრდა,ლაღად გახედა გოგონას.
-თუ გინდათ,მერე გირჩევთ საკვებ დანამატებს.
-ნონასაც ვაყიდვინე...რჩევა არ მჭირდება..დიდი ხანია,რაც ვიყენებ.
-კარგი...მაინც..
-ზრდილობისთვის,არა?-საუბარში ნონა ჩაერთო.
-ჰო,კარგით,მე მირეკავენ,მგონი.
-ვერაა ეს ბიჭი...-დაქალს გახედა და ანიშნა,საჩუქარი მომაწოდეო.
-სოსო!-გაექანა ბიჭისკენ.
-ფეხები არ გტკივა?-ბიჭმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და გოგონას გახედა.
-აი,შენი პადარკა!
-საჩუქარი და არა პადარკა!-ჩაუსწორა ეკატერინემ.
-მომეწონება,ჰო?
-ეკას არჩეულია.
-მაშინ კარგი იქნება-ჩაიღიმა და დაბნეულ გოგონას გახედა,ეკატერინე თავისით იჯდა და უბრალოდ ფიქრობდა ან არ ფიქრობდა...
-მმ...კარგია,ეკუნ!
-ეკუნ?-შეიცხადა ნონამ..-ეკუნ არ მოსწონს.
-არაუშავს-აღნიშნა გოგონამ და ფეხზე წამოდგა-საპირფარეშო საითკენაა?
-მადლობა,ნონ...შენ კი განახებ.გამომყევი!-თვალი ჩაუკრა ნონას და ეკატერინეს გაუძღვა.
-დაბნეული ხარ,ჰო? იქ არ ხარ ასეთი...-დაიწყო ბიჭმა და გოგონა შეაჩერა.მისი ხელი შეეხო ეკას და კინაღამ დენმა დაუარა სხეულში...გადარჩა,თუმცამუხტები იგრძნო.
-უცხო სახლია-თავი გაიმართლა და ნაბიჯით წინ წავიდა.რეალობაში მათ სიმდიდრესა და ქონებაზე ფიქრობდა...ასეთი სახლში მხოლოდ ფილმებში თუ ენახა..სახლში ბავშვობაში პატარა აუზს უდგამდნენ,როცა ნონას მთელი აუზთა რეზიდენცია ჰქონდა.
-აი,აქაა...გამიხარდა..ახლა უფრო ხშირად ვნახავთ ერთმანეთს!-გაუღიმა მომხიბლავად და გოგონა დატოვა,თუმცა უკან ისევ გაიხედა.
-გამოვაგნებ-ჩაიცინა ეკამ.
-რას შვრები?-გაიშოტა დივანზე და ხელი მხარზე ჩამოადო ნონას...-მაგარი დაქალი გყოფილი..რატომ მიმალავდი?
-რა იყო? ის გოგო?-ისევგაააქტიურა ინტერესი.
-კარგი.რა...ის გოგო.ერთი გავიცანი და ფილმს ვუყურეთ...ეგ ეკას არ ჰგავს..მაგ გოგომ პირველივე დღესვე მიიქცია ჩემი ყურადღება,მაგრამ სოციალურ ქსელში დავამატე და იქაც ვერ მივწერე.
-კარგი რა...შენ მაგ საქმეებში ბადალი არ გყავს.
-ძალიან ლამაზია.
-მოკლედ,შეეშვი რა ჩემს დაქალს.
-აწი მიზეზი მაქვს,რომ ხშირად დაგპატიჟო..ან გესტუმრო...
-კარგი გაჩერდი,მოდის!-ფეხზე წამოდგა ნონა.
-რას შვრებით?-ღიმილით შემოვიდა გოგონა.
-შენზე ვსაუბრობდით-ჩაეცინა სოსოს.
-რას?-დაინტერესდა ეკა.
-რას და ჩემი ძმა აფრენს..მოდი,აქ!-ანიშნა,დაჯექიო.
-გრეის ანატომია გამოვიდა,ახალი სერია.არ ვუყუროთ?-შესთავაზა გოგონებს.
-მაგ სერიალს როდიდან უყურებ?-გაიკვირვა ნონამ.
-ეკას ვასიამოვნოთ..უი,ეკუნას..-ჩაიცინა.
-ასე ნუ მეძახი,კარგი?
-კარგი,ვუყუროთ,ჰო?
-სიამოვნებით,არ მინახავს და...თან ნონასაც მოსწონს.
-კინაღამ სამედიცინოზე ჩააბარა ამ სერიალის გამო.
-ისე ამ სერიალმა საქართველოს კარგი თუ ცუდი ექიმები დაუმატა-სიცილი ვერ შეიკავა ეკამ.
-გიხდება ღიმილი!-კმაყოფილად გახედა ეკას.
-მაგენი არ აწითლებს ჩემს დაქალს-აკისკისდა ნონა.

-გმადლობ,კარგი იყო-გაუღიმა სოსოს და დაქალს გახედა,რომელიც თავის ნივთენს ალაგებდა.
-გამიხარდა,რომ გნახე-სიხარული ვერ დამალა სოსომ.არ ჩვეოდა იდუმალება,გოგო ხომ არ ვარო,იტყოდა.
-არ მეგონა..გამიკვირდა-მხოლოდ ეს უპასუხა.
-კარგი,წავედით-ხმაურიანად აკოცა სოსოს და მანქანოსკენ წავიდა.
-კარგად-ეკაც მას გაჰყვა.
-ხვალამდე!-ხელი აუწია ეკას და ჩაიღიმა.
-ასეთი მხიარული ჯერ არ მინახავს-ირიბად აღნიშნა ნონამ და მანქანა დაქოქა.

სახლში მისული მაშინვე თავისი ოთახისკენ გაეშურა.არ ჰქონდა თავისი შარიანი დის თავი,საწოლზე დადო თუ არა თავი,ეგონა,რომ დაეძინებოდა,მაგრამ არა...ადგა და საშხაპეში შევიდა შემდეგ ლეპტოპი ჩართო და „ფეისბუქში“ შევიდა.ალბათ,იფიქრა,თუ მომწერს სოსოო,თუმცა ვერაფერი ნახა და გადაწყვიტა,ძილს მისალმებოდა.მომდევნო დღეს პრაქტიკულები ჰქონდათ და ღელავდა.მართალია,არ ეშინოდა სისხლის,მაგრამ მაინც ღელავდა.
დილას ადრე გაეღვიძა,საღამომდე არ ეცალა,მატონიზირებადი ყავა დალია,ძალა მოიკრიბა და მაშინვე უნივერსიტეტისკენ აიღო გეზი.ორი ლექციის შემდეგ საავადმყოფოში მიდიოდნენ.რომელი საათი იყო არ იცოდა,მაგრამ მაინც გააჩერა მანქანა უნივერსიტეტთან და კარებისკენ წავიდა.ვერავინ რომ ვერ დაინახა,გაუკვირდა და ეზოში ჩამოჯდა,ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ცას ახედა,დიდი ხნის გათენებული იყო.
-საათის რომელია?-უკნიდან ნაცნობი ხმა მოესმა.
-რომელია?-გაშტერებული სახით გახედა ნაცნობს.
-არც მე ვიცი..ადრე გამეღვიძა.
-მეც-აკისკისდა ეკა.
-ჩაოვჯდები,კარგი?
-ჰო-ანიშნა,დაჯექიო.
-ლამაზი დღეა,მაგრამ შენ..უფრო!-დაბნეული ღიმილით შეხედა ეკას.
-არ გინდა...დავიღალე ძალიან..
-მართლა? მეც..შეეჩვები ისე,როგორც კუნთი ეჩვევა ვარჯიშს...აბა ნონას ჰკითხე როგორ უჭირს..კუნთებიც უჭირებს საქმეს და საქმეც...
-კარგი პარალელია-გაეღიმა ეკას.
-ადე,გავისეირნოთ.
-დიდია..
-უნივერსიტეტი დიდია...ისევ შენი საფირმო ფრაზა..-სიცილი აუტყდა სოსოს და გოგონას ხელი გაუწოდა.
-ეზოც დიდია!-არ გაიტეხა იხტიბარი.
-კარგი რა...გეყოფა,ასეთი სერიოზულობა.
-კარგი,წავედით..და რომელი საათია?
-რვა...
-მართლა?
-მალე აქაურობას დავტოვებ და ვფიქრობ,თუ რა მომენატრება ყველაზე მეტად.
-და რა?-ინტერესით ახედა თავისზე თითქმის ორი თავით მაღალ სოსოს.
-არ ვიცი...უნივერსიტეტი,სახლი..და ადამიანები...მაგრამ უნივერსიტეტი ნაკლებად,უფრო მეგობრები..
-რთულია,არა?
-ოდესმე შენც წახვალ..
-ჰო,ალბათ..შესაძლოა,მეც გავიარო მაგისტრატურად სხვაგან..
-ნიჭიერი ხარ.
-მშრომელი.
-კარგი,მასე იყო.
-ნიჭი არაფერია..თითქმის არაფერი..არც კი ვიცი,თუ რამდენად ნიჭიერი ვარ.
-კარგი,არ შეგედავები...აქაურობა მომენატრება და შეიძლება შენც-ჩაეცინა სოსოს.
-ბოლო კარგი იყო..-სიცილში ეკაც აჰყვა.

იმ დღეს კინაღამ სული გალია,თუმცა საშინლად ბედნიერი იყო..ასე ძლიერად ადრენალინი ჯერ არ ეგრძნო...იმ წამებში,როცა პრაქტიკულიდან გამოვიდა,ყველაზე ბედნიერი იყოისე,როგორც არასდროს.
ექიმი შორიდან უყურებდა და ჯმაყოფილად იღიმოდა.
-გმადლობთ,დღეს ბევრი რამ ვისწავლე!-აღფრთოვანებული სახით შეხედა მის წიმ მდგომ განსაკუთრებულ ექიმს,რომელიც მუდამ გოგონას ასაქმებდა და ცდილობდა,რაც შეიძლება მეტი ესწავლებინა მისთვის.
-არა,რის მადლობა..მადლობა შენ,რომ ასეთი კარგი ხარ!.
-მიხარია,თუ ასე ფიქრობთ-გაუღიმა და მიბრუნდა.
-გაიხადე,სისხლიანი ხარ-ჩაეღიმა ექიმ,მოიხსნა პირბადე და მიმზიდველი ტუჩები გამოაჩინა.
-დიახ! დიახ!-ღიმილიანი სახით წავიდა და თან იხდიდა.

-რას შვრები?-დაბლა სოსო დაინახა,მანქანას მიყრდნობოდა და გოგონას თვალებში აცქერდებოდა.
-ახლა მოვრჩი...რამე დაგემართა?-გკითხა გოგონამ.
-არა,უბრალოდ მინდოდა,მენახე..
-საიდან იცოდი?
-ნონასგან.
-რას შვრება ნონა?
-არ მაინტერესებს..-ჩაეცინა.
-დღეს კარგი დღე მქონდა..-კმაყოფილად გახედა საავადმყოფოს და შემდეგ ბიჭს.
-გინდა,ავღნიშნოთ?
-რატომ ინტერესდები ჩემით?-პირდაპით აჯახა ბიჭს.
-არ შემიძლია,რომ მომწონდე?-ირონიით გკითხა სოსომ.
-კარგი,კარგი,სახლში უნდა წავიდე..
-კარგი,მაშინ ხვალამდე.

-დასვენებასაც დამსახურება უნდა!-სახლში მივიდა თუ არა,დასაწოლად წავიდა,მაგრამ არა და არა..ის ხომ,დიდი ხანია რაც ადრე ძილს გადაეჩვია,ისევ სოციალურ ქსელს მიაშურა.იფიქრა,რომ რამით განიტვირთებოდა და ასეც მოხდა..ექიმის დამატებას წააწყდა.ჰო,ეს ის ექიმი იყო,რომელიც ყველაზე კეთილად ექცეოდა,უყუყმანოდ დაამატა ის და სიახლეების კითხვას შეუდგა.სოსოს სურათიც მოხვდა თვალში,ნახა,რომ ბევრი მდედრი უკომენტარებდა და ჩაეღიმა...არ ესმოდა,რატომ გამოხატავდა ასეთ ინტერესს მისდამი..იფიქრა,ნონას მოვუყვები,დღეს რომ დამხვდაო,მაგრამ გადაიფიქრია..
„ეკუნა“-სოსოს მოწერილი „დასინა,“ მისი თავი არ ჰქონდა,მოისროლა ტელეფონი და თავი ბალიშზე დადო.ნამდვილად არ ეცალა ბიჭებისთვის,წინ გრძელი გზა ჰქონდაგასავლელი,ბევრი დაბრკოლება უნდა გადაელახა,რათა ექიმი გამხდარიყო,ბევრი უნდა ეშრომა...მის გეგმებში ბიჭი არ შედიოდა.
ცხოვრებას არ გეგმავენო,უფრო სწორედ ვერაო,იტყვით,მაგრამ რა ვიცი..ზოგი გეგმავს,განსაკუთრებით,ისეთი ადამიანები,რომლებსაც მიზანი ამოძრავებთ და რაღაც შინაგანი ხმა აწვებათ.

-არ გინახავს სოსო?-გამომწვევად შეხედა ნონამ ეკას.
-არა,არ მინახავს.რა იყო?
-ვერ ვესაუბრები,სულ გამორთული აქვს.
-ეტყობა,მეცადინეობს.
-ამ საღამოს გავუვლი.გამომყვები?
-დღეს ვერა.
-რატომ? კარგი რა-აწუწუნდა ნონა.
-დღეს პრაქტიკული მაქვს საღამოს.
-ღადაობ? არასდროს გქონდა.
-დამატებით მიტარებს.
-ასე კარგადაა განწყობილი? ვინაა?-სიცილი აუტყდა გოგონას და ინტერესით შეხედა დაქალს.
-ვახტანგი..ერთი ექიმია..
-რამეს მიმალავს?
-მასწავლებელია.ღადაობ?
-არა,გამოტყდი!
-არაფერს,გოგო..გაგიჟდი?-სიცილი ვერ შეიკავა ეკამ.
-კარგი,დავნებდი..მარტო წავალ ჩემს ბიძაშვილთან.
-კარგი-გადაკოცნა და მანქანისკენ წავიდა.
-მედიცინაზე ხარ შეყვარებული!-მიაძახა ნონამ და მეორე მხარეს შეტრიალდა.

აღტაცებული სახით გადახტა მანქანიდან და პირდაპირ საავადმყოფოსკენ წავიდა.ერთი სული ჰქონდა სხვანაირი ნაკერების დადებას როდის ასწავლიდა უცნობი ექიმი.მასზე არაფერი იცოდა და სულ არ აინტერესებდა,ეკასთვის მთავარი სწავლა იყო.
-როგორ ხარ?-ბოლო დროს შინაურულ მოკითხვებს შეჩვეოდა ვახტანგი.
-არამიშავს,თქვენ?-ეკამაც მოიკითხა დასაოპერაციო მაგიდაზე არსებულ სიცარიელეზე გაეღიმა.
-ნამდვილს ვჭრით.
-რას ამბობთ?
-ჩემს ხელზე ისწავლი ნაკერის დადებას.
-ჰო,მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ-დაიბნა გოგონა.
-მერე რა.მსხვერპლს ვიღებ-მკლავი აიწია და გოგონას მიაშტერდა.
-კარგით-ხელებაკანკალებულმა აიღო საჭირო ნივთები.
-არ მითხრა მადლობა,უბრალოდ მომყევი!-ენთუზიაზმით უთხრა ექიმმა,თუმცა ეს ბრძანებას უფრო ჰგავდა.
როგორც იქნა,დაემორჩილა..გაჭრა და შემდეგ გაკერა კიდეც.შეეძლო ორმაგად ეამაყა,ერთი იმის გამო,რომ ექიმი გაჭრა და მეორე იმის გამო,რომ მსგავსი ნაკერის დადება არავინ იცოდა.
-უკვე გვიანია,წავედი!-კარებისკენ გაიხედა-არავინაა,ალბათ.
-კარგი,გაგაცილებ..
-არაა საჭირო..
-მარტო ვერ გაგიშვებ.
-უკაცრავად,მაგრამ არაა საჭირო ჩემზე იზრუნვოთ.
-ეს ჩემი საქმეა.
-კარგით,მაშინ გვერდით მომიჯექით-სიცილი აუტყდა გოგონას.
-კარგი,ჩემი მანქანა აქ დამხვდება-მაშინვე დასთანხმდა ვახტანგი.
-ასე კეთილად რატომ მექცევით?
-მინდა,რომ ისწავლო.
-უკაცრავად..ბევრსუნდა ისწავლოს.
-შენ ნიჭიერი ხარ,მშრომელი..
-ბევრი არის ჩემნაირი და კიდევ უკეთესი-ინტერესისგან ცოფდებოდა გოგონა.
-ნუთუ,არ მოგწონდა,რომ გასწავლი,იქნებ მე შენში ვხედავ განსაკუთრებულ ნიჭს?-არ დანებდა ვახტანგი,კიდევ უფრო ძლიერი ენთუზიაზმით აგრძელებდა საუბარს.
-კარგი,უბრალოდ ზედმეტად ცნობისმოყვარე ვარ...
-ალბათ,ზემდეტად ბევრ სერიალს უყურებდი ბავშვობისას..
-ან უბრალოდ განვითარებული მაქვს ფანტაზიის უნარი...-გაეღიმა გოგონას.
-კარგი.ჰო...არც ოცნების ექიმი ვარ და არც ..მეორეს წოდება დამავიწყდა..
-კარგი,წავედით..და ბოდიში!-მორიდებულად თქვა და ლიფტისკენ წავიდა,თავს საშინლად გრძნობდა,ეს რა მოვროშეო.
-მანქანა მშვენიერი გყავს.
-მშობლების ნაჩუქარია-ღიმილით უპასუხა და ნაძალადევად მხიარული სახით დაქოქა მანქანა.
-ღვედს ვიკრავ-ჩაეღიმა ვახტანგს.
-კარგი,ჯერ თქვენ მიგიყვანთ-ენაზე კინაღამ ეკბინა.ეს მე მიგიყვანთ საშინლად ჟღერდა.

სახლში აღარ მისულა.იფიქრა,ნონასთან დავრჩებიო.მალევე დააღწია ვახტანგის გვერდით არსებულ უხერხულობას თავი და მალევე მიაღწია ნონამდე.
-ნონაჩკი!-გადაკოცნა დაქალი..
-რა გჭირს?
-გადავიღალე ცოტა.
-ცოტა არა ზედმეტად-შეუსწორა.
-შენც არ გადევს ფერი.
-ჰო,სოსომ მომშალა ნერვებზე..მეშინია,რამე ხომ არ აიკიდა.
-რატომ?რა ხდება?იქნებ გეკითხა.
-ვკითხე და არაერთხელ!-სევდიანად დაეშვა გამოწეულ სკამზე.
-კარგი,მაშინ გაარკვევ...დარწმუნებული ვარ,რომ კარგადაა..
-ასეთი ოპტიმიზმი?უნდა დაელაპარაკო..იქნებ შენ მაინც დაგელაპარაკოს..
-კარგი რა.შენ მისი ბიძაშვილი ხარ.
-შენ კი მოსწონხარ.
-რა იცი?-სიცილი აუტყდა ეკას.
-იმ დღეს მითხრა...თან ძალიან მოსწოხნარ...გიჟდება შენზე!
___
ესეც მეორე თავი.იმედია,მოგეწონებათ.ველი შეფასებებს,ჩემო ლამაზებო.
მიყვარხართ.



№1  offline წევრი Pepper

კარგი იყო ^^
ეს ვახტანგი დაეტიოს ადგილზე :დ
ნონაა რა სასაცილოაა :დ
ეკატერინე და მისი მომავალი :დ
ველოდებიომდევნო თავს

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

Pepper
კარგი იყო ^^
ეს ვახტანგი დაეტიოს ადგილზე :დ
ნონაა რა სასაცილოაა :დ
ეკატერინე და მისი მომავალი :დ
ველოდებიომდევნო თავს

გმადლობ

 


№3  offline მოდერი Tako Tako_2

კარგი იყო აა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent