შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი ხიზანი (5-6)


25-02-2016, 02:26
ავტორი lipsspil
ნანახია 8 285

ჰეჰეე.. რა სტატუსებია.. “წლის მამაკაცი”.. “ყველაზე სასურველი სასიძო”.. “ქართველი გულთამპყრობელი”.. “ბიზნესს ამოფარებული აპოლონი”.. გასაგებია უკვე, თამთას გაეღიმა და ფოტოებზე გადავიდა, აჰა..გასაგებია საიდანაც გაჩნდა ეს “თანამდებობები”.. სიმპათიური, მდიდარი მამაკაცი და ამათ ხო მეტიც არ უნდათ. ლეპტოპი დახურა და ჩანთა აიღო. “დეე.. აუზზე წავალთ მე და ნათია” გასძახა და მანქანას მიუჯდა. საღამოსთვის ფერშეცვლილი დაბრუნდა და მეორე დღისთვის მოემზადა.. ამასობაში მანქანის ხმა შემოესმა, ფანჯრიდან გადაიხედა, დათოს მამა უკვე მოეყვანა.
_​მამა..
_​თამთა როგორ ხარ მა..
_​ვიცი, რომ დაღლილი იქნები, მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდა..
_​ნეტავ რაზე.. – ჩაიბურდღუნა თემურმა და უზარმაზარ სასადილო მაგიდას მიუჯდა. თამთა წინ დაუსკუპდა და გაიღიმა
_​მაინტერესებს რა სახის წვეულებაა, რა უნდა ჩავიცვა, ჯინსი თუ რაიმე გამოსასვლელი? – თემური ცოტა შეცბა, ისევ წუწუნს და ჩხუბს ელოდა და გულზე მოეშვა
_​ოფიციალური წვეულებაა, საღამოს კაბა ჩაიცვი რამე, მთლად ჯინსით ნუ წამოხვალ..
_​აა ანუ ძალიან არ გადავიპრანჭოო? კარგი, მაშინ წავალ მე, შენ ივახშმე.
_​ჩვენთან ერთად არ დაჯდები?
_​ისევ პროტოკოლი?
_​პროტოკოლი კი არა ოჯახური ვახშამი დე.. გვესმის გაბრაზებული ხარ, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნები?
_ არ ვარ..კოკასთან თამაშს ვაპირებდი, მაგრამ რაკი ესეა.. – ხელები გაშალა თამთამ და სამზარეულოში გავიდა დედას და ქალბატონი ლუბას მისახმარებლად. ეს ფაშფაშა ქალბატონი უკვე წლები იყო მათთან მუშაობდა ოჯახის დამხმარედ და თამთას ძალიან უყვარდა. მასთან ჭორაობით გაერთო სანამ სუფრას გაშლიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ. მაგიდასთან ეს თემა ერთხელაც აღარ გაჟღერებულა.
მეორე დღეს სალონში წავიდა, თმა დაივარცხნა და მანიკიური გაიკეთა. უზომოდ უხდებოდა ოქროსფერი, სქელი, ამჯერად უკვე დალაგებული ხვეულები, რომელსაც სიგრძე კიდევ უფრო მისცემოდა და თითქმის წელამდეც სცემდა. არაფრით გამორჩეული, სადა კაბა ჩაიცვა და ბალეტკები მოირგო. მთელი ოჯახი მანქანებში განაწილდა და კიკეთისკენ აიღო გეზი.
სახლი როგორც მოსალოდნელი იყო არაჩვეულებრივი აღმოჩნდა, სახლი კი არა სასახლე.. უზარმაზარი ბაღით, შადრევნებით, უამრავი ყვავილით და დეკორატიული მცენარით. იქვე ბავშვების სათამაშო კუთხეც მოეწყოთ და სარწეველები და ჰამაკები ჩრდილში. სულ ოცამდე ადამიანი იქნებოდა შეკრებილი. შესასვლელთან მსახურები დახვდნენ აპერატივებით. სახლის კართან მასპინძელი ელოდათ.. ოცდაათს გადაცილებული, საკმაოდ სიმპათიური, ათლეტური თორნიკე დოლიძე. საკმაოდ გემოვნებით ჩაცმული და თითქმის შეუმჩნევლად მომღიმარი. თამთას ეს შეუმჩნეველი ღიმილი ცოტა თავხედურიც კი ეჩვენა და მამის რეაქცია გადაამოწმა, მამა ნერვიულობდა..
_ მობრძანდით, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს მოკრძალებულ სამყოფელში.. “კომპლიმენტს ელოდება” გაიფიქრა გოგონამ და ჩუმად მიყვა კოლონას სახლის წიაღისკენ. ინტერიერიც საკმაოდ გამაოგნებელი აღმოჩნდა, შერწყმული სადა, კლასიკური და მოდერნისტული დეტალებით..თითოეულ ნივთს ეტყობოდა, რომ ძვირადღირებული იყო, რამდენიმე მათგანი მეტისმეტადაც კი. ხანმოკლე ექსკურსის შემდეგ დოლიძე მათ უზარმაზარ მისაღებ ოთახში შეუძღვა, სადაც ასევე უზარმაზარი სუფრა იყო გაშლილი სხვადასხვა დახვეწილი და მრავალფეროვანი კერძებით.
_ მოხარული ვარ, რომ მეწვიეთ, ვფიქრობ უფრო ახლოს უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს, ამიტომაც გადავწყვიტე ოჯახური გარემო შემექმნა. ეს ბიძაჩემია – გაიწვდინა ხელი მარჯვნივ და ჭაღარა, წვერიანი, დარბაისელი მამაკაცი წარუდგინა მათ – ბატონი გიორგი, ეს კი ჩემი მეგობარია, ოლია – ღიმილით მიიწვია ხელის ჩასაჭიდებლად სლავური გარეგნობის ჩამოქნილი გოგონა. თამთამ ისევ გადახედა მამას, მამა უკვე აღარ ღელავდა “ოლიამ ეჭვები გაუფანტა” გაიფიქრა ისევ და თავი ძლივს შეკავა, რომ არ გაღიმებოდა. სადილი მშვიდად წარიმართა, საქმიანი საუბრებით და დროდადრო ლირიული გადახვევებით ოჯახის წევრებისა და არაფორმალური გარემოს მიმართულებით.
_​დედა ჰაერზე მინდა გასვლა..
_​ცოტა ხანს მოითმინე და წავალთ..
_​იმედია ქალბატონებს ძალიან არ შევაწყინეთ თავი ჩვენი საუბრებით – შენიშნა თორნიკემ
_ რას ბრძანებთ, ძალიან სასიამოვნი გარემოა – მყისვე უპასუხა დედამ, თამთას პასუხი საჭიროდ აღარ ჩაუთვლია, ტუჩგაუხსნელი ღიმილით შემოიფარგლა. მალე წამოიშალნენ, ოლია წავიდა, დოლიძე ეზოშე გაუძღვა სტუმრებს.
_​არაჩვეულებრივი სახლი გაქვთ – შენიშნა ერთ-​ერთი ბიზნესმენის მეორე ნახევარმა – თვითონ ააშენეთ?
_​რა თქმა უნდა მშობლების დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებოდი..ეს ნაკვეთი მათ იყიდეს წლების წინ – თავმომწონედ გაიღიმა და ქალბატონს ბოკალი მიაწოდა.
_​კარგი გემოვნება გქონიათ – მადლობის მაგიერ დააყოლა ქალმა, “ან უამრავი დიზაინერის დასაქირავებელი ფული” გაიფიქრა თამთამ
_ სახლი ყველასთვის ციხესიმაგრეა, ასე არ არის? – მოულოდნელად მოუბრუნდა თამთას, გოგონამ ისევ გაღიმებით სცადა გამოძრომა – არ მიკვირს თქვენი ქალიშვილი ასეთი მშვიდი და გაწონასწორებული რომ არის, საუკეთესო თვისებები აუღია თქვენგან ბატონო თემურ..
_​არა მხოლოდ ბატონო თორნიკე – თავაზიანად უპასუხა თემურმა. “მორჩა..გზის ბოლოს შინაპატიმრობაა” აკვიატებული ფიქრი თავს არ ანებებდა თამთას
_​რა პროფესიის ბრძანდებით? – განაგრძო თორნიკემ, “გაჩუმდი შენი..” ლამის ხმამაღლა წამოსცდა თამთას და მოკლედ და უემოციოდ მიუგო
_​იურისტი
_​საკმაოდ რისკიანი პროფესიაა, საკმაოდ სერიოზულიც.. – “უტვინო და სუსტი ვგონივარ” გაბრაზდა გოგონა, თუმცა პასუხი მაინც არ გაუცია
_​ქალიშვილიც ოჯახურ ბიზნესში გყავთ ბატონო თემურ?
_​არა, თამთა ამ ეტაპზე არ მუშაობს, ახლახანს დაამთავრა უნივერსიტეტი, სამომავლო გეგმები აქვს.
_ მაგისტრატურა გერმანიაში გაიარა, ახლა ბოლო საკვალიფიკაციო გამოცდას აბარებს, ეს იურიდიულ სფეროში განათლების უმაღლესი საფეხურია.. თამთა ნამდვილად უჭკვიანესია, წითელი, წარჩინებული დიპლომით და აიქიუს უმაღლესი შეფასებით.. – ჩამოულაგა დედამ
_​დედა, ბატონ თორნიკეს ეს არ უკითხავს – ზრდილობიანად გააჩუმა თამთამ..
_​არა რატომ? შთამბეჭდავი დოსიეა, ბევრს პროფესიონალ ადვოკატს არ აქვს აქ ეგეთი..
_​მე ადმინისტრაციული კუთხით წასვლა ვარჩიე..ეს სხვა სფეროა – ხმადაბლა თქვა გოგონამ.
_ თამთას ყველა იმიტირებული პროცესი აქვს მოგებული რაც მის სტუდენტობაში სხვადასხვა ქვეყნების მასშტაბით ჩატარებულა, სპეციალური ჯილდოც მიიღო, როგორც ყველაზე საუკეთესომ, ასე, რომ თავის მიხედვა და სამსახური ნამდვილად არ გაუჭირდება..
_​ბატონო თორნიკე ჩვენ წავალთ, დიდხანს არ შეგაწყენთ თავს, მადლობა სასიამოვო საღამოსთვის.
_ სამწუხაროა, რომ გვტოვებთ, სასიამოვნო იყო არაფორმალურ გარემოში თქვენთან შეხვედრა ბატონო თემურ, არაჩვეულებრივი ოჯახი გყავთ და შესაშურად განათლებული ქალიშვილი. მანქანას ახლავე მოვაყვანინებ..
_​არ შეწუხდეთ, სტუმრებთან დაბრუნდით, ისედაც ძალიან დიდი მადლობა – ხელი ჩამოართვა თემურმა და ოჯახთან ერთად ეზოსკენ დაიძრა. მანქანაში ერთხანს დაძაბული სიჩუმე გამეფდა..
_​რას ნიშნავდა შენი მონოლოგი ნინო? – მყუდროება თემურის არც თუ ისე მშვიდმა ხმამ დაარღვია..
_​რას და იმის ხაზგასმას, რომ თამთა უტვინო ფიფა არ არის და კლანჭებში ვერ ჩაიგდებს თუ მოინდომებს
_​დედა! კოკას ვერ ხედავთ? – გაღიზიანდა თამთა..
_​სახლში ვილაპარაკოთ! – მკაცრი ტონით თქვა თემურმა და ნერვიულად გააბოლა სიგარეტი.
მისვლისას თამთამ კოკა ოთახში აიყვანა და დასაძინებლად მოამზადა.
_​თამთააააა..
_​ჰოუ..
_​აუ ვუყურებ რაა ელვა მაქქუინს?.. მარტო ერთხელ – თვალები სასაცილოდ მოჭუტა
_​ვიცი შენი ერთხელ..
_​აი გთხოოვ რაა..დედას გეფიცები სუ ერთხელ და დავიძინებ, კარგი?
_​კარგი – თმები მოუჩეჩა თამთამ ძმას და ვიდეო ჩაურთო – იცოდე ტაიმერზეა, დამთავრდება თუ არა გამოირთვება, პულტი მიმაქვს!
_​წაიღე – მოკალათდა კოკა და მოხლებზე ხელები შემოიჭდო. დამ ცხვირზე მაგრად აკოცა და ოთახიდან გავიდა. სამზარეულოდან დედას და მამას ლაპარაკი შემოესმა და შეჩერდა..
_​გითხარი არ იყო საჭირო მეთქი!.. – გრგვინავდა მამა
_​თემო.. ეგ ბიჭი თუ რაიმეს ფიქრობდა ნამდვილად აღარ იფიქრებს სისულელეს.. დარწმუნებული ვარ თამთას გარეგნობა ატყუებდა..
_​ნინო.. შენ რომ ახლა მოდიხარ აზრზე ის ტიპი კაი ხანია უკვე ჩახედულია ჩვენს ოჯახში, დამიჯერე ისე კონტრაქტს არ გააფორმებდა..
_ კონტრაქტის გაფორმებას როგორც ვიცი ოჯახის წევრებზე ინფორმაცია არ სჭირდება, მე ის ვუთხარი, რაც საჭირო იყო! თამთა სულელი არ არის და ეს უნდა იცოდეს, რომ როგორც სხვებს მოექცეოდა იგივეს ამ შემთხვევაში ვერ შეეცდება..
_​არ მომწონს ეგ ამბავი! ვიცი ახლა ჭიქაში ქარიშხალს ვტეხ, მაგრამ არ მომწონს! მგონია, რომ თამთას დიპლომები და ჩინ-​მედლები უკან არ დაახევინებს..
_​შენ მისი უმსხვილესი ბიზნეს-​პარტნიორი ხარ! ურთიერთობას არ გაიფუჭებს შენთან ძალით.. მითუმეტეს ახლა უკვე იცის, რომ სილამაზის უკან ჭკუა და გამჭრიახობა იმალება..
_ მე კი არა ის არის ჩემი უმსხვილესი ბიზნეს-პარტნიორი, ის მაფინანსებს და არ ვიცი მისგან რას უნდა მოველოდე.. ღმერთმა დაწყევლოს ის დღე მაგასთან რომ კონტრაქტი გავაფორმე! — გაბრაზებული გაბრუნდა უკან..რამ გადარია ასე მამა? ხომ არ ჯობია დაელაპარაკოს? იქნებ მამამ რამე იცის და უბრალოდ არ ამბობს? შემობო რუნდა და სამზარეულოში შევიდა, მამას სასმლით აევსო ვისკის ჭიქა და ბოლთას სცემდა.
_​მამა.. მე თქვენი ლაპარაკი მესმოდა.. მინდა გამაგებინო რა დაინახე ისეთი, რაც ესე შეშფოთების საბაბს გაძლევს, იქნებ მე კარგად ვერ ვხედავ? იქნებ რაიმე იცი? ეს მეც ხომ უნდა ვიცოდე..
_ შენ პატარა ხარ და თან ქალი.. ქალი იმას ვერ შეამჩნევს, რაც მე დავინახე მის თვალებში შენზე ლაპარაკისას.. – თამთა აენთო, უნდოდა დაუფარავად ეთქვა რასაც ფიქრობდა მამის უაზროდ გაბუქებულ ფიქრებზე, მაგრამ შეყოვნდა “სოფელში გამაგზავნის ისევ..” გაიფიქრა და სიმშვიდის ნარჩენები მოიკრიბა
_ ხოდა რა დაინახე.. რა დაინახე ისეთი, რამაც გადააჭარბა საკუთარი შვილის რწმენას? და იმას, რომ არ ხარ დარწმუნებული მე გავუმკლავდები თუ არა ვიღაც რიგითი ბაბნიკის რამდენიმე უაზრო შემოტევას? მითუმეტეს, რომ მისი სლავური გარეგნობის მზეთუნახავი საცოლეც გაიცანი უკვე? და წესით ნერვიულობის საბაბიც აღარ უნდა გქონდეს?
_ შენი კარგად მესმის.. ამიტომ შენს სოფელში გაშვებას ამ ეტაპზე არ ვაპირებ.. მე რას ვფიქრობ და რა რატომ დავინახე კიდევ ეგ ჩემი საქმეა და ეს თემა დავხუროთ! – მტკიცედ თქვა მამამ, ჭიქა გამოსცალა და სამზარეულოდან გავიდა.თამთამ უღონოდ ჩამოყარა მხრები..
******
_​ესე მგონია ახლა ღიპიანი ფაშა მოადგება კარს და მამას საპალნე ოქროს ან ქარავანს შესთავაზებს ჩემს სანაცვლოდ..
_​უკვე ლაპარაკიც მიძნელდება მასთან ამ თემაზე..
_ არაუშავს, მალე დავიჯერებ ამ ყველაფერს და გამოვიკეტები ჩემს ოთახში სოციოფობიით და აგორაფობიით შეპყრობილი.. როგორც ჩანს ეს უფრო მალე მოხდება, ვიდრე მამას თავისი ბიზნესპარტნიორკაზანოვოფობიები გადაუვლის!
_​შენ მაინც ნუღარ ართულებ ზედმეტად ყველაფერს, ისედაც ადამიანს აღარ ვგავარ.. — მუდარით გახედა დედამ, თამთამ ისევ ღრმად ამოიოხრა და აივანზე გავიდა. შორიდან თემურის ხმა შემოესმა..
_ არაფერი მაინტერესებს, რაღაც უნდა მოახერხო, ერთი უმნიშვნელო დარღვევაც რომ იყოს საკმარისია.. ეგ რეაქციები..ჰო.. როგორც კი რამე დარეკე.. რას ვიზამ და ვუჩივლებ, სხვა პარტნიორებთან გავუფუჭებ სახელს, დავაჭერინებ ან კონტრაქტს გავწყვეტ ბოლო-ბოლო, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებ!.. – “ძალით თხრის რაღაცეებს..” თავი გააქნია და ოთახში ავიდა დასაძინებლად.
მეორე დღეს მამა ადრე გავიდა და გამთენიისას დაბრუნდა, დათოსთან ერთად. მესამე დღეს კი სპეციალური სხდომა დანიშნა.. “კონტრაქტი უნდა გაწყვიტოს..რაღაც იპოვა ალბათ” ფიქრობდა გოგონა და თანდათან უფრო და უფრო არ მოსწონდა მოვლენების განვითარება. სხდომიდან მამა განადგურებული დაბრუნდა.. ნინო კართან შეეგება და სამზარეულოში შეუძღვა.. თამთა არ შეეპუა დახურულ კარს მიღმა თათბირს და შეყვა მათ..
_ კონტრაქტის შეწყვეტა მოვითხოვე.. ერთი-ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ნაკლებობა და ბუღალტრული დაუმთხვევლობა საკმარისი აღმოჩნდა, რომ პარტნიორებს ჩემი მხარე დაეჭირათ.. – გოგონას ცუდად გაკენწლა გულში, იცოდა თემური ის კაცი არ იყო ამ დოკუმენტების, მითუმეტეს მნიშვნელოვანის არსებობა – არარსებობა მანამდე არ გამოეკვლია, სანამ მთელ ქონებას ჩადებდა
_​მამა რატომ გააკეთე ეს ყველაფერი?
_​რატომ და მშვიდად რომ მეძინოს! მორჩა..
_​მაგაზე არ გეკითხები..
_​აბა რაზე მეკითხები?
_​იცი რაზეც.. სულელი არ ვარ და კონტრაქტების რაობა კარგად მაქვს გავლილი.. მანამდე არ დაინტერესებულხარ აკლდა რაიმე თუ არა?
_​სისულელეების ბოდვას მოეშვი და ოთახში ადი! მაგდენი სადაც შენ იფიქრე მე არ ვიფიქრე? სულ ცოტა გონების დაძაბვა უნდა იმის მიხვედრას, რომ ეგენი მერე გააქრო, არც არის შენი საქმე..
_​თემო.. რა დაგემართა? – გაოგნდა ნინო
_ ვერ ხვდები დედა? მე გეტყვი რაც დაემართა! უაზრო პანიკებმა შეიპყრო და პერსეფონედ მაქცია! მასმ ერე, რაც ქალს დავემსგავსე დამოუკიდებლად სუნთქვის უფლების მოპოვებაზეც კი ბრძოლა მიწევს და ახლა, როცა ვიღაც მდიდარმა იდიოტმა უთხრა მახინჯი შვილი არ გყავთო, გადაწყვიტა, რომ ძალადობის, მოტყუების, გამწარების და მიტოვების პოტენციური მსხვერპლი ვარ, ალბათ კომპლიმენტი რომ ეთქვა იმ დოლიძეს უკვე შავებსაც ჩაიცვამდა!! მომბეზრდა ასე ცხოვრება..მიმოიხედეთ გარშემო! არც ერთი ჩემი მეგობარი არ ცხოვრობს ასეთ კონტროლში.. მე უკვე დიდი ვარ მამა და ეს უნდა გაიგო..დავიღალე..ცხოვრება აღარ მიხარია ხანდახან.. – თამთას ცრემლები წასკდა..
_ გეყოფა დრამები და ტირილები, რომ განმარტოვდები დაქალებში მერე მოიოხე გული! — მკაცრად მოუჭრა თემურმა და აწკრიალებულ ელეფონს დახედა. სახის გამომეტყველებით ადვილი მისახვედრი იყო, რომ თორნიკე ურეკავდა. ნერვიულად დააჭირა ღილაკს თითი და სწრაფი ნაბიჯით გავიდა აივანზე..
_​გისმენთ.. არ მცალია დღეს, რა ხდება?.. მე ყველაფერი გითხარით უკვე ბატონო ჩემო.. დათოს მანდ რა უნდა?.. კარგი, გელოდებით.. – გათიშა თემურმა და კაბინეტისკენ დაიძრა
_ არ მომწონს ეს ამბავი, ღმერთო შენ დაგვიფარე – ლოყებზე ხელები შემოიწყო ნინომ. ნახევარსაათიანი დაძაბულობის შემდეგ სახლს მანქანა მოადგა და დათო გადმოვიდა თორნიკესთან ერთად. სწრაფად აიარეს კიბე და პირდაპირ კაბინეტისკენ დაიძრნენ..
_​გისმენთ.. რას ნიშნავს ეს უეცარი ჯანყი? – ხელები გადააჯვარედინა დოლიძემ და სკამის საზურგეს უტიფარი გამომეტყველებით მიეყუდა
_​სხდომაზე ყველაფერი დაწვრილებით მოგახსენეთ.. ჩემი მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას დაუგეგმავად ვიმოქმედო და რისკი გავწიო..
_​რომელ რისკზეა საუბარი?
_​თქვენ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი არ გქონდათ
_​ამ დოკუმენტებს გულისხმობთ? – თორნიკემ ქეისი გახსნა და რამდენიმე მოზრდილი საქაღალდე მაგიდაზე დაახეთქა. თემურმა მაშინვე დათოს გადახედა, დათო თავს ვერ სწევდა..
_ არაფერიც არ აკლდა საბუთების ჩამონათვალს გუშინდელ დღემდე.. ეს დაზუსტებით ვიცი ბატონო თემურ და ამაში თქვენი დაცვის წევრიც დამეთანხმება! საქმიან ქაღალდებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეპყრობი, მაგრამ კრიმინალთან უძლური ვარ..როგორც ჩანს..
_​რას გულისხმობთ?
_ თავის გასულელებას ნუ დაიწყებთ ბატონო თემურ, არ შეეფერება თქვენს ასაკს, თუმცა არც თქვენი საქციელი შეეფერებოდა.. მე მყავს ჩემი მხარე, რომელიც ისეთ საკითხებს აღმოფხვრის, როგორიც დადგენილი საზღვრების უკანონო გადმოკვეთა და სხვისი ნივთების მისხვისება – ლიკვიდაციაა! მოდით პირდაპირ ვისაუბროთ.. მაინტერესებს რამ გადაგაწყვეტინათ დოკუმენტების მოპარვა და მერე მთელი პარტნიორების და სამეთვალყურეო საბჭოს აჯანყება?? ასე მუშაობთ? დავიჯერო თქვენი გაღლეტილი კაპიტალი ამის საშუალებას გაძლევთ? თუ განგსტერობა გადაწყვიტეთ? გეკითხები! – იყვირა დოლიძემ და სახე გაუმკაცრდა – იცით რა მოყვა თქვენს ბოდვებს საბჭოზე? ჩემი რეპუტაცია შეილახა! ჩემი და ეს საბჭოს ფარგლებსაც გასცდა.. დანარჩენი ყველა პარტნიორის გარდა უკვე ბიზნესმენთა პალატაც ლაფს მასხამს და ეს იმიტომ, რომ თქვენ, ასეთ დაფასებულ და დარბაისელ კაცს რაღაც უაზრო ინტრიგების ხლართვა და თამაში მოგინდათ..
_​ეს თამაში არ არის, მიზეზი სერიოზულია და ძალიან კარგად იცი ეს!
_ ვიცი? ნუთუ? განმარტება უფრო მართებული იქნებოდა ვიდრე ეს ალალბედზე ნასროლი ბადესავით მინიშნება! რაიმე წამომცდება და ჩააფრინდებით და ხელზე დაიხვევთ ხო? მეგონა სკოლა დიდი ხნის წინ დაამთავრეთ ბატონო თემურ!
_ რეპუტაცია ისედაც შელახული გაქვს და ზუსტად შენმა რეპუტაციამ გადამაწყვეტინა კონტრაქტის გაწყვეტა! ალბათ გადავაწარბე, მაგრამ ასე უფრო მშვიდად ვიქნები, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა – მაგიდას დაეყრდნო სთემური
_​რომელმა რეპუტაციამ?უზადო და უჩრდილო საქმის წარმოებამ თუ დიდმა წილმა ქველმოქმედებამ? ვინ მოგაწოდათ სკალა ჩემს რეპუტაციაზე?
_​თავს ნუ ისულელებ შვილო..
_ აჰა.. არაჩვეულებრივია.. დოკუმენტებს მპარავთ, უკანონოდ იჭრებით ჩემს საკუთრებაში, ცილს მწამებთ საქვეყნო მასშტაბით.. თან იცით, რომ არაფერი გაგივათ, მტელი კაპიტალი საქმეში გაქვთ ჩადებული და რომ გიჩივლოთ მარტო თქვენს მთლიან ბრუნვას კი არა..რაც კი ოდესმე შეგიქმნიათ ან გადმოგცემიათ ყველაფრის გაყიდვა მოგიწევთ და მაინც ვალში იქნებით! ამის მერე კიდევ მე გამოვდივარ სულელი? მითხარით რა გავაკეთო..
_​რაც გინდა გააკეთე!
_ ძალიან კარგი..ახლავე ჩამოვაყალიბებ რასაც ვაპირებ მაშინ! – გაცეცხლებული წამოიმართა და ჯიბეში ხელები ჩაიწყო – დღესვე დავაბრუნებთ საბუთებს უკან, ავუხსნით საბჭოს და პარტნიორებს ამ სკანდალურ “შეცდომას” თქვენი მხრიდან და მეტი დამაჯერებლობისთვის თქვენს უჭკვიანეს ქალიშვილს გამომიგზავნით კომპანიაში იურისტად!
_​შე .. — მისკენ წავიდა თემური და სილა გააწნა, დოლიძეს წარბი არ შეუხრია, გვერდზე გადაწეული თავი გაასწორა და საშინელი ცეცხლი ჩაიდგა თვალებში
_ ასეც ვფიქრობდი.. უკვე ვიცი როგორც მოვიქცევი! არა მხოლოდ იურისტად..თამთა საერთოდ ჩემთან გადმოვა საცხოვრებლად და იქამდე იქნება, ვიდრე მე არ დავრთავ წამოსვლის ნებას! იჩივლებთ? გაგანადგურებთ!! არა მარტო ქონებას და სახლს დაემშვიდობებით.. იმასთანაც მოგიწევთ შეგუება, რომ თქვენი რეპუტაცია ნოლი იქნება! თქვენი ვაჟი ვერასოდეს ისწავლის ნორმალურ სკოლაში და თქვენი მეუღლე ვეღარასოდეს გააკეთებს გემრიელ სადილს თქვენთვის, იმიტომ, რომ ამის გროშები აღარ გექნებათ! არც ერთი ბანკი მოგცემთ კრედიტს და არც ერთი კომპანია არ დააწყებინებს თქვენს ქალიშვილს სამსახურს.. გამძვინვარებული ბიუროკრატიის სამუდამო მსხვერპლი გახდება.. მგონი ეჭვი არ გეპარებათ იმაში, რომ ეს აუცილებლად ესე მოხდება.. – თემური უღონოდ დაეყრდნო მაგიდას
_ ს თუ გადაწყვეტთ, ეს ჯოჯოხეთი რაც ჩამოგითვალეთ უფრო მალე დაისადგურებს და მამაკაცის გარეშე დარჩენილ, გაკოტრებულ ოჯახს კარგად იცით რა მოსდის, მითუმეტეს არაკეთილისმოსურნე დარწმუნებული ვარ ბევრი გეყოლებათ, თუნდაც ფარული და მეგობრის ნიღაბს ამოფარებული.
_​რას ითხოვ ჩემგან..
_ უკვე გითხარით! განცხადება, თქვენი დასვრილი საქმის მოწმენდა და მეტი დამაჯერებლობისთვის თამთას, როგორც შრომითი რესურსის მოქირავება ჩემთვის! ხაზს ვუსვამ და კიდევ ვიმეორებ როგორც შრომითი რესურსის!! არც ისეთი ნაძირალა ვარ როგორადაც ჟურნალისტები და თქვენნაირები აღმიქვამენ ბატონო თემურ!
_​თუ ასეა თამთა სახლიდან ივლის სამსახურში!
_​არავითარ შემთხვევაში! ისე უფრო მშვიდად ვიქნები და არ დაგიმალავთ სიამოვნებას მომანიჭებს იმის ცოდნა, რომ ქვეცნობიერად მუდმივად შიშში ხართ..
_​თამთას ამას ვერ ავუხსნი..
_​ძალიან კარგი.. დაუძახეთ და თვითონ ვეტყვი ყველაფერს! – ჩამოჯდა თორნიკე, ფეხი მუხლზე შემოიდო და ხელები გაშალა.



№1 სტუმარი darina

Idioti kaci tyuilad aria yvelaferi, ra gavaketo tornike sigijemde momwons, mgoni ufro saintereso xdeba.

 


№2  offline წევრი natia-natia

კსრგია მალე დადე

 


№3  offline წევრი ჭირვეული

არ ვიცი რამდენჯერ უნდა წავიკითხო, რომ მომბეზრდეს

 


№4 სტუმარი ემი

კარგი ხარ შენ, ყოველდღე რომ გვანებივრებ და არ გვალოდინებ...

მე არ მაქვს წაკითხული და მოთმენლად ველოდები...

ხო შენი ნაწარმოებია?...ძალიან კარგად და სასიამოვნოდ იკითხება...

 


№5  offline წევრი lipsspil

მადლობა ☺ კი, ჩემია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent