რთულია კიდევ ენდო 3
-დარწმუნებული ხართ რომ ჩემთან უნდა საუბარი? -რათქმაუნდა ბატონო ალექსანდრე.გელოდებათ. -კარგი,ახლავე შევალ.ალექსანდრე წამოდგა და პალატისკენ წავიდა. -ჩვენ არც გავხაენებივართ და პირველი ვისი ნახვაც უნდა, კაცია რომელმაც კინაღამ მოკლა.დამაცადოს კარგად რომ გახდება მერე მე მოვლკავ.(ნინი) -მაინც თუ უნდა მოკლა მიდი და ახლა მოკალი,რაღატო უნდა აწვალო?(გიო) -შენ არავინ გეკითხება,ჩემს დაქალზე რას ვიტყვი. -კარგი,რა იყო,სულ რატომ ბრაზობ და იკბინები?შენთან ხუმრობაც არ შეიძლება.ასეთი აუტანელი ადამიანი,პირველად ვნახე. -შენთვის არავის უთხოვია ჩემი ატანა.გასასვლელი იცი სადაცაა და შეგიძლია მიბრძანდე.ელენეს შენი აქ ყოფნა არაფერში სჭირდება. -ქალბატონო შენთვის აჯობებს გაჩუმდე და ჩემს გაბრაზებას ნუ შეეცდები. -იჰ,რაო გაბრაზდი და მემუქრები? -არა საყვარელო,გაფრთხულებ.თან თითი ჩამოკრა ნინის ცხვირზე და იქიდან გავიდა. -ამას თავი ვინ ჰგონია?(ნინი) -ალბათ ის ერთადერთი ვინც შენ ჭკუას გასწავლის.უჩურჩულა ნიამ. -ახლა უბრალოდ არაფერს ვიტყვი,მაგრამ იცოდე არ დავივიწყებ. ალექსანდრე პალატაში შევიდა.ელენე გაცილებით უკეთ იყო. -მოხვედი ალექსანდრე? -ხომ გითხარი რომ არსად არ წავიდოდო.აქ ვარ შენთან. -რაღაც მინდა გთხოვო ალექსანდრე,სხვისთვის ამის თქმა არ შემიძლია და გთხოვ შენც ნუ ეტყვი გარეთ რომ მელოდებიან იმათ.ვიცი გოგოები იქ არიან,ექთანმა მითხრა. -გისმენ,მთხოვე რაც გინდა,ყველაფერს შეგისრულებ.თან მხოლოდ ჩვენს შორის დარჩება გპირდები. -ახლა უბრალოდ გეტყვი რაც მინდა და მერე ყველაფერს მოგიყვები,არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ შემიძლია გენდო.ერთი ადამიანის ნახვა მინდა და შენ მინდა რომ მოძებნო და აქ მოიყვანო გთხოვ უარს ნუ მეტყვი. -კი მაგრამ ასეთი ვინ არის?მითხარი ვნახავ და მოვიყვან. -ის,ის ჩემი შეყვარებულია,თუ იყო რა მნიშვნელობა აქვს.უბრალოდ მინდა ვნახო და რამდენიმე კითხვა დავუსვა. ალექსანდრეს ელენეს ნათქვამი "ჩემი შეყვარებული" გულზე ლახვარივით მოხვდა,მაგრამ ძალა მოიკრიბა და გოგოსთან არაფერი შეიმჩნია. -ელენე... -გთხოვ ახლა არაფერი მკითხო და მერე მე თვითონ მოგიყვრბი ყველაფერს.ახლა უბრალოდ ის მოძებნე და სთხოვე ჩემთან მოვიდეს.მისი სახელი და გვარია ზურა აბაშიძე.მოძებნე გთხოვ.თან გოგონამ ტირილი დაიწყო. -კარგი,ნუ ტირი,არავის გამო არ უნდა იტირო,შენს ცრემლებად არავინ არ ღირს დაიმახსოვრე.დამშვიდი მე ახლა წავალ და საქმეს მივხედავ,აუცილებლად მოვძებნი,შენ არ ინერვიულო. -მადრობა ალექსანდრე,მადლობა ყველაფრისთვის. სანდრომ უბრალოდ გაუღიმა და კარისკენ წავიდა.იქამდე ძლივს მიაღწია.თითიქოს იგუდებოდა,ჰაერი ვერ ჰყოფნიდა,ელენეს რომ ვიღაც ზურას გვერდით წარმოიდგენდა სისხლი ეყინებოდა.კარში ძლივს გამოვიდა და ბექამ როგორც კი დაინახა მაშინვე მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მაშინვე მასთან მივიდა. -სანდრო რა ხდება ძმა,სახეზე ფერი არ გადევს ტო,ასეთი რა გითხრა? -არაფერი,უბრალოდ უნდა წავიდე და მალე დავბრუნდები. -მოიცადე სად მიდიხარ,რა ხდება?ან რატო მიმალავ რა ამბავია? -მერე ყველაფერს გეტყვი,ოღონდ ახლა არაფერი მკითხო.მალე დაგირეკავ და შენც გამოდი,ჯერ სახლში გავალ და მერე შეგეხმიანები.მანამდე ამათ ყურადღება მიაქციე,რამე თუ დასჭირდათ ყ ელაფერი გააკეთე კარგი? -რათქმაუნდა,ოღონდ იცოდე ყველაფერს მეტყვი შემდეგ. -კარგი წავედი და მალე დაგირეკავ. სანდრო წავიდა.მანქანაში ისე ჩაჯდა,სახლამდე ისე მივიდა და სახლში ისე შევიდა ვერც კი მიხვდა.სულ ელენეზე ფიქრობდა.სააბაზანოში შევიდა,სარკეში თავის თავს უყურებდა და უარესად ღიზიანდებოდა."მაინც რა გეგონა ალექსანდრე,ორი დღის გაცნობილი გოგონა,გამოიქცეოდა და კისერზე ჩამოგეკიდებოდა?შენი სიყვარულით დაიფერფლებოდა?ასეთი სულელი როგორ ხარ,იმას რომ ფიქრობდი რომ ის გოგო მხოლოდ შენი საკუთრება იქნებოდა,რატომ არ იფიქრე იმაზე რომ იქნებ იმას სხვა უყვარს და შენ საერთოდაც არ ნიშნავ არაფერს.ან როგორ შეიძლება ასე უცებ ადამიანი შეიყვარო და შეითვისო?ეგ ხომ შეუძლებელია"საკუთარ თავში თითქოს სხვა ადამიანი იჯდა და ის ელაპარაკებოდა ახლა ალექსანდრეს.ამ ფიქრებმა ლამის გააგიჯა და ღრიალი დაიწყო.არ მაინტერესებს ვინ არის ზურა აბაშიძე,ის გოგო მხოლოდ ჩემი იქნება მხოლოდ ჩემი.გამწარებულმა მუშტი სარკეს დაარტყა დალეწა და ხელებიც სულ დაისისხლიანა.ტკივილმა მოიყვანა გოგნს და ცოტა დამშვიდდა,მერე ისევ ფიქრი დაიწყო"მორჩა მეყოფა,მას ვერაფერს ვაიძულებ,მისი გადასაწყვეტია ვისთან იქნება და ვისთან არა.თან ის ბიჭი უყვარს და მე რა უფლება მაქვს მათ შორის ჩავდგე,ვინ ვარ მე რომ რამე ვაიძულო?არავინაც არ ვარ მისთვის,ამიტომ უნდა შევეშვა მასზე ფიქრს და შევუსრულო ის რაც მთხოვა. საკმარისია ისი რაც ჩემს გამო გამო გადაიტანა.აღარ არის საჭირო რამე გაიგოს ჩემს გრძნობებთან დაკავშირებით და უარესად დაიტანჯოს ამის გამო.ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა.ტელეფონს დახედა და უპასუხა -ბატონო ალექსანდრე ორი დღეა გირეკავთ და ვერ დაგიკავშირდით,ხომ იცით აქ თქვენს გარეშე არაფერი კეთდება. -რა ხდება? -ინვესტორები არიან მოსული და თქვენ გელოდებიან.ალბათ დაგავიწყდათ,დღეს შეხვედრა გაქვთ. -ჯანდაბა,შეხვედრას ვერ გადავდებთ ხომ? -ბატონო ალექსანდრე,ხომ იცით ამ მოლაპარაკებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. -კარგი ხო,მოვდივარ მალე მანდ ვიქნები. სანდრო სასწრაფოდ გაემზადა და ოფისში წავიდა. შეხვედრაზე შევიდა.მასთან თავისი მდივანი მიმივიდა და უთხრა -ბატონო ჯერ დავით აბაშიძეს ველოდებით ჯერ არ მოსულა.ამ დროს კარი გაიღო და ყველასთვის უცხო ადამიანი შემოვიდა. -უკაცრავად ასე რომ შემოგეჭერით,მაგრამ მე ზურა აბაშიძე ვარ,დავითის შვილი და დღეს მე ვიქნები მის ნაცვლად.მამაჩემი სამწუხაროდ შეუძლოდ გახდა და ამიტომ ვარ მე აქ.იმედია რაიმე პრობლემა არაა. -არა რა თქმაუნდა,აი მანდ დაბრძანდი.სკამზე მიუთითა ალექსანდრემ.თან გაოცებული იყო,ნუთუ ეს ის ზურაა ვინც ელენეს სჭირდებაო ფიქრობდა.შეხვედრა საკმაოდ გაჭიანურდა და როგორც უქნა დასრულდა. როგორც კი იქ ზურა აბაშიძე შევიდა,ალექსანდრემ მაშინვე დაავალა თავის თანამშრომელს მასზე ინფორმაციის მოგროვება და როგორც კი შეხვედრა დასრულდა მაშინვე გადასცა ყველაფერი.ეს ზურა სწორედ ის აღმოჩნდა ვინც ალექსანდრეს უნდა ეპოვნა.მაშინვე გამოვარდა კაბინეტიდან და ზურა სანმა მანქანაში ჩაჯდებოდა ალექსანდრემ დაუძახა. -ზურა მოიცადე,არ წახვიდე რაღაც საქმე მაქვს. -რა ხდება?გისმენ. -ელენეს უნდა შენი ნახვა.პირდაპირ უთხრა ალექსანდრემ. -მოიცა,მოიცა მომესმა თუ ელენეო ახსენე? -არაფერი არ მოგსმია,ის ვთქვი რაც გაიგე. -არ ვიცი შენ საიდან იცი ჩვენზე მაგრამ არ მაინტერესებს,მე მასთან საქმე აღარ მაქვს.მე არ მინდა მისი ნახვა. -არ ვიცი თქვენს შორის რა მოხდა მაგრამ ის ახლა საავადმყოფოშია და შენი ნახვა უნდა . -საავადმყოფოში?იქ რა უნდა?რა დაემართა?უცებ იმხელა ტკივილი დაინახა ალექსანდრემ ზურას თვალებში,მიხვდა რომ მას ძალიან უყვარდა ელენე. სწორედ ამ სიყვარულის გამო თვალის დახამხამებაში მოკლავდა მას,მაგრამ ხვდებოდა რომ ამით ელენეს ატკენდა.ბოლოს ძლივ თქვა. -წამოხვალ მის სანახავად?მას მანქანა დაეჯახა,უფრო სწორად მე დავეჯახე მანქანით. -რა?...სიტყვის თქმა არ დააცადა სანდრომ. -მოდიხარ თუ არა? -კი მოვდივარ.მიდი და ჩემი მანქანით გამოგყვები. ორივე თავის მანქანაში ჩაჯდა და საავადმყოფოსკენ წავიდა.იქ რომ შევიდა და გოგოებმა ზურა დაინახეს,გაცოფდნენ,განსაკითრებით ნინი. -ამას აქ რა ჯანდაბა უნდა?აქ როგორ გაბედე მოსვლაშე უნამუსო? -ნინი გთხოვ დაწყნარდი,ელენეს უნდა მისი ნახვა ასე რომ ისტერიკა საჭირო არაა. -შეგიძლია შეხვიდე ზურა(ალექსანდრე) -კი მაგრამ ალექსანდრე,ის იქ არ უნდა შევიდეს. -ნინი დამშვიდდი.დაელაპარაკება და უკან დაბრუნდება,იქ არ დარჩება არ ინერვიულო.(ალექსანდრე) ზურა ოთახში შევიდა და ელენესთან მივიდა. -ელენე პატარა როგორ ხარ? -შენ როგორ ფიქრობ როგორ ვარ ზურა? -ელენე მე... -იქ ტელეფონი დევსდ და მომაწოდე რა..ზურამ ტელეფონი აიღო და მისცა.ელენე ხელს მაღლა ვერ წევდა მაგრამ თითებს კარგად ამოძრავებდა.ნომერი აკრიფა და დარეკა თან ტელეფონი იქვე დატოვა,ეს ზურამ ვერ შეამჩნია,ის მხოლოდ სახეში უყურებდა ელენეს და ცდილობდა გაეგო როგორ იყო გოგო. -ელენე ეს როგორ მოხდარა მოგივიდა? მათ საუბარი დაიწყეს,ალექსანდრე კი გარეთ ბოლთას სცემდა.მას ტელეფონზე დაურეკეს და უპასუხა,ტელეფონში კი ელენეს ხმა რომ გაიგო გაოგნდა.ამას ნამდვილად არ მოელოდა,მიხვდა რომ ის ელენეს და ზურას საუბარს უსმენდა თუმცა არ გათიშა. -ზურა ეს რატომ გააკეთე,ასე რატომ მომექეცი? -რა?დამცინი ელენე?მე მოგექეცი კიდევ ცუდად?იმ ნაბიჭვართან ერთად ჩახუტებული შენ იდექი,ერთმანეთს კოცნიდით და ეფერებოდუთ და კიდევ მე ვარ დამნაშავე რამეში? -რამდენჯერ უნდა გითხრა მე არ ვყოფილვარ,შენ იმდენად იყავი ეჭვიანობით დაბრმავებული,მოგეჩვენა რომ მე ვიყავი ნამდვილად. -გოგო შენ რა მაბოლებ?თვალებში ნაცარს მაყრი.ტყუილად ნუ ტირი გთხოვ.არ გჭირდება ეს აფერისტობა,ვიცი რომ შენ იყავი. -მე შენ მიყვარხარ,ასე როგორ მოგექცეოდი.ჩემი რატომ არ გჯერა?შენ არ დამიჯერე და ხელიც კი გამარტყი,სწორედ ამიტომ ვიყავი ისეთი გათიშული,გზაზე ისე გადავედი ვერც კი შევამჩნიე რომ მანქანა მოდიოდა და აი შედეგს შენც ხედავ.ამას შენგან არ ვიმსახურებდი. უცებ ტელეფონი გაითიშა და სანდრო ლამის გაგიჟდა ლ,უნდოდა შესულიყო და ზურა მოეკლა,როგორ გაბედა და ელენეს ხელით როგორ შეეხოო,თუმცა მიხვდა რომ ვერაფერს იზამდა და დაელოდა რომ ზურა პალატიდან გამოსულიყო.მაგრამ ის იგვიანებდა. ისისნი საუბარს ისევ აგრძელებდნენ.ელენემ ტელეფონი ისევე მოხერხებულად გათიშა როგორც დარეკა და მერე გააგრძელა ლაპარაკი. -ელენე გეყოფა.ის კინაღამ მოვკალი და აღიარა რომ შენ იყავი იქ და ნამდვილად არაფერი არ მომჩვენებია. -არა მეთქი ზურა დამიჯერე გთხოვ. -იმის დაჯერებას ნუ მთხოვ რაც არ შეიძლება რომ დავიჯერო.მოღალატე და მატყუარა ხარ.ორპირი უნამუსო.ამ პატარა ლამაზი სახის მიღმა ნამდვილი სატანა იმალება.ყველა მეცოდება ვინც შენს ხელში აღმოჩნდება. -კარგი ხო ,მე ვიყავი ის გოგო.ასე იმიტომ მოვიქეცი რომ შენ იდიოტი ხარ.კარგი ახლა შეგიძლია წახვიდე აქიდან.შენი დანახვა აღარ მინდა. -უნამუსო კახპ...ხარ.მეზიზღება საკუთარი თავი რომ შენ შემიყვარდი.ზურა გაცოფებული გამოვარდა და ისე დატოვა იქაურობა,არავისთვის ყურადღება არ მიუქცევია.ალექსანდრე მაშინვე შევიდა პალატაში და ელენესთან მივიდა.ელენემ სთხოვა რომ მოხვეოდა და მის მკლავებში მოქცეული აქვითინდა. იმედია მოგეწონებათ ახალი თავი.ველი თქვენს შეფასებებს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.