რთულია კიდევ ენდო 2
-დამშვიდდით ბატონო ალექსანდრე.ოპერაციამ კარგად ჩაიარა,თუმცა მდგომარეობა ისევ კრიტიკულია,ამიტომ ისევ ლოდინი მოგვიწევს.როგორც სჩანს საკმაოდ ძლიერი გოგონაა.ძალიან ბევრს გაუძლო. -იმედი არის რომ გადარჩება ექიმო ხომ?(ბექა) -რათქმაუნდა,იმედი რომ არ არსებობდეს გეტყოდით. -ხომ ხედავ ბიჭო,ყველაფერი კარგად იქნება ნუ ნერვიულობ.(ბექა) -კარგით მე დაგტოვებთ.ისე დღეს თქვენი აქ ყოფნა არაა საჭირო,თქვენ მაინც ვერაფრით დაეხმარებით,ასე რომ შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ. -რას იზამ ალექსანდრე?(გიო) -რას მეკითხები ბიჭო,შენი აზრით აქიდან ფეხს მოვიცვლი სანამ გონს მოვა?თქვენ წადით მე აქ დავრჩები.(ალექსანდრე) -კარგი მაშინ ჩვენც აქ ვრჩებით.ერთად დაველოდოთ როგორ იქნება.(გიო) ბიჭები დერეფანში ისხდნენ როდესაც ელენეს მეგობრები მოვიდნენ.ერთ-ერთი პირდაპირ ბიჭებისკენ წამოვიდა და ბექ რომ დაინახა გაუკვირდა. -ბექ შენ აქ რა გინდა? -ნინი,შენ თვითონ რას აკეთებ აქ? -ჩემს დაქალს მანქანამ დაარტყა და მის სანახავად მოვედით.ერთი მაჩვენა ის არამზადა ჩემი ხელით გამოვთხრი თვალებს.მერე საერთოდ ვეღარ გამოიხედავს. -ნინი ალექსანდრე ხომ იცი? -როგორ არა,ბატონო ალექსანდრე როგორ ბრძანდებით? ალექსანდრემ ამოხედა, ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა და თვალი აარიდა გოგნას.ბექამ ნინის ხელი მოკიდა და გვერდზე გაიყვანა. -რა ხდება ბექა? -ნინი, ელენეს ალექსანდრე დაეჯახა და იცოდე ისტერიკა არ მოაწყო ისედაც განადგურებულია.შეხედე დააკვირდი და შენ თვითონ მიხვდები. -რას ამბობ?გაგიჟდი?ეს მართლა ალექსანდრე იყო?ღმერთო გვიშველე.კარგი ხო არაფერს ვეტყვი. -ხო კიდევ,სჯობს საერთოდ არ დაელაპარაკოთ სანამ ელენე გონს არ მოვა. -კარგი როგორც გინდა.მე ექიმთან შევალ და მალე დავბრუნდები,მანამდე კიდევ ამათ გაგაცნობთ.გოგოებო მოდით ჩემთან. გოგოებო ეს ბექაა,ეს ბატონი ალექსანდრე და ეს კიდევ მეც არ ვიცი ვინაა,ანიშნა გიოზე. -მე გიორგი ვარ,ბექას და ალექსანდრეს ძმაკაცი. -ესენი კი ლენა და ნია არიან.ექიმთან შევალ და დავბრუნდები. ნინი შევიდა ექიმთან და იქიდან აცრემლებული გამოვიდა.იქვე სკამზე ჩამოჯდა და ხმას არ იღებდა.ყველა ჩუმად იყო.გული ყველას ძალიან სტკიოდა,ყველა განიცდიდა,ყოველ მათგანს ეშინოდა, რომ ეს პატარა გოგონა შესაძლოა მათთან აღარ ყოფილიყო.დრო ძალიან ნელა ,ზლაზვნით მიდიოდა.მოთმენა უკვე არცერთ მათგანს არ შეეძლო.უკვე დილის ექვსი საათი იყო,მაგრამ მდგომარეობა ისევ ისე რჩებოდა.მხოლოდ უფლის იმედი ჰქონდათ.დილამდე თუ არაფერი მოხდება, კრიტიკული ეტაპი გადალახული იქნება.სწორედ ამიტომ იწელება მათთვის დრო.ალექსანდრე საათს თვალს არ აშორებს,თითქოს ყოველ წუთსა და წამს ითვლის და უკვე რვა საათია,როგორც იქნა ექიმი გამოჩნდა,რომელიც უსიტყვოდ უვლის მათ გვერდს და პირდაპირ ელენეს პალატაში შედის.ყველანი სულმოუთქმელად ელიან როდის გამოვა ექიმი და როგორც იქნა ისიც გამოვიდა.ალექსანდრე მაშინვე მივარდა -ექიმო რა ხდება?როგორ არის? -გილოცავთ,პაციენტი გაცილებით უკეთაა,მართლა ძალიან ძლიერი გოგონაა,ძალიან ბევრს გაუძლო.საღამოს შესაძლებელი იქნება მასთან შესვლა და მონახულება,თუმცა ჯერ ისევ არ გამოფხიზლებულა.ყველაფრის მიუხედავად ყველაფერი ესმის და ყველაფერზე რეაგირებს.ამიტომ იმედი გვაქვს რომ მალე გამოჯანმრთელდება. ალექსანდრემ შვებით ამოისუნთქა.თითქოს გულიდა ძალიან დიდი ტვირთი მოეხსნა.გულში იმედის ნაპერწკალი ისევ გაუჩნდა და პირველი რაც გაიფიქრა ეს იყო " მალე გამოჯანმრთელდი პატარავ და გპირდ3ბი ბედნიერი იქნები,მხოლოდ ჩემი იქნები,მხილოდ ჩემი." ამის გაფიქრებაზე თვითონვე ჩაეღიმა.შემდეგ იქ მყოფთ მიუბრუნდა და უთხრა. -ბავშვებო სახლში წადით,მოწესრიგდით და მერე ისევ დაბრუნდით.მანამდე აქ მე ვიქნები. -რას ამბობთ ბატონო ალექსანდრე,აქ ჩვენ ვიქნრბით,დასვენება თქვენ უფრო გჭირდებათ.(ნინი) -ნინი ბატონოთი ნუ მომმართავ გთხოვ,არც შეხვედრაზე ვართ და არც მამაშენია აქ.ასე რომ მხოლოდ სახელით შემოვიფარგლოთ.ახლა კი როგორც გითხარით ისე მოიქეცით. ყველა უსიტყვიდ დაემორჩილა მის ნათქვამს.მხოლოდ ბექა დარჩა მის გვერდით. -ბექა შენც წადი. -კარგი რა სანდრო.გიომ გოგოები წაიყვანა თორემ ხომ იცი არც ის არ წავიდოდა.აქ ვიქნები,თუ რამე დაგჭირდება დაგეხმარები და აღარ გვინდა ამაზე მეტი ლაპარაკი.ბექა და გიო იყვნენ მხოლოდ ვისაც ალექსანდრესთან შეეძლოთ მაღალი ტონით ლაპარაკი.სხვა ამას ვერ ბედავდა.სანამ ესენი საავდმყოფოს დერეფანში ისხდნენ.გიოს გოგოები სახლში მიჰყავდა.ყველა დაღლილები იყვნენ და ხმას არავინ იღებდა.ბოლოს ისევ გიომ დაარღვია სიჩუმე. -გოგოებო იქნებ თქვენი მისამართი მაინც მითხრათ,თორემ ასე არამგონია დღეს სახლში მიგიყვანოთ. -ირონია არაა საჭირო,უბრალოდ შეგიძლია გვკითხო და ჩვენ გიპასუხებთ.(ნინი) -ეს ყოველთვის ასეთი უხეშია?(გიო) -ეს ჩვენი მწარეა.(ლენა) -შენ სჯობს გაჩუმდე.ისედაც გაღიზიანებული ვარ და შენზე ნუ მაყრევინებ ჯავრს.(ნინი) -იმათთან რა გინდა?უბრალოდ სიმართლე თქვა ლენამ.ხომ მართალი ვარ შენ ხომ ლენა ხარ?გახედა გოგონას რომელიც თავისი წითური და ლამაზი თმით,თაფლისფერი თვალებით და ლამაზი სახის ნაკვთებით კიდევ უფრო ლამაზი იყო.ნია დისგან განსხვავდება.შავგრემანი დიდი შავითვალებით და ისიც ასევე დახვეწილი სახის ნაკვთებით გამოირჩევა. -კი ლენაა ნამდვილად და თვალები დაუბრიალა გოგონას ნინიმ.კიდევ კარგი ელენე კარგადაა.თორემ არ ვიცი,ძლივს შევიკავე თავი.ალექსანდრეს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო ალბათ მოვკლავდი.(ნინა) -მე რომ ვყოფილიყავი რას იზამდი?(გიო) -თვალებს გამოგთხრიდი,გადაგაყლაპებდი და მთელს შენს შიგნეულობას დაგანახებდი. -შენ გოგო ხარ თუ ალქაჯი?ეს ვინ გყოლიათ.ამის არ გეშინიათ?თვალი ჩაუკრა გოგოებს გიომ.ამაზე ნინა უფრო გაღიზიანდა -შენთვის აჯობებს თვალები გააჩერო თორემ საერთოდ ვეღარ დაინახავ ვერაფერს.(ნინა) -კარგი,ასეთი უხეშიც ნუ იქნები.არც ისე ცუდი ბიჭი ვარ,ასე რომ შეიძლება შენც გქონდეს შანსი ჩემთან. -ჰა ჰა ჰა,გულიანად გამაცინე.შენნაირ ცანცარასთან მე რა საქმე უნდა მქონდეს.მითუმეთტეს შენთან.კარგი აქ გააჩერე.აქ ვცხოვრობ.გიომ მანქანა გააჩერა.ნინი გოგოებს დაემშვიდობა. -მე რა დავაშავე?არ ვარ ღირსი დავიჯერო უბრალოდ ნახვამდის რომ მითხრა?თან ისეთი საწყალი სახე მიიღო გიომ,პატარა ბავშვსაც კი შეეცოდებოდა.ნინიმ რომ დაინახა,გაეღიმა და ისიც დაემშვიდობა. -საღამოს შევხვდებით და ელენესთან წავალთ. -მე გამოგივლი და წაგიყვან(გიო) -არა არ არის საჭირო,როგორმე მე თვითონაც მოვალ.(ნინი)შეტრიალდა და სახლში შევიდა. -გოგოებო ეს ყოველთვის ასეთია? -უარესიც,ასე რომ არ გეწყინოს,ესეთია ჩვენი ნინი.ზედმეტი ხუმრობაც კი არ უყავრს.რთული ხასიათი აქვს თუმცა მაინც ძალიან საყვარელია.გაიცნობ კარგად და შენც მიხვდები.(ნია) -იმედია ცოტათი მაინც დატკბება,თორემ ვერ შევეგუებით ერთმანეთს.(გიო) -არც ამაზე დარდით მოიკლავს თავს,არ ინერვიულო.(ლენა) -ვნახოთ ვნახოთ.ახალი ურთიერთობები რაღაც ახალის დასაწყისია და ამ ახალს ადამიანის შეცვლაც შეუძლია.(გიო) -ამით რა გინდა თქვა გიორგი?(ნია) -არა ისეთი არაფერი.აი მოვედით გოგოებო.იმედია საღამოს თქვენ მაინც არ მეტყვით უარს და მე წაგიყვანთ. -კარგი ესე ორ საათში გამოგვიარე და წამოვალთ.გიომ გოგოები დატოვა და წავიდა.სანდრო და ბექა ისევ საავადმყოფოში იყვნენ.ექთანი ელენეს პალატაში შევიდა,მალევე გამოვიდა და უკან ექიმთან ერთად დაბრუნდა.პალატაში კარგა ხანს გაჩერდნენ და მერე გამოვიდა ექიმი.ბიჭებთან მივიდა. -ბატონო ალექსანდრე გოგონა გინს მოვიდა.ტკივილები აწუხებს თუმცა მაინც კარგად არის.ეს ბუნებრივიც არის. -შეიძლება რომ შევიდე და ვნახო? -დიახ,შეგიძლიათ,ოღონდ მშვიდად უნდა იყოს,ნერვიულობა არ შეიძლება. -შემიძლია შევიდე,უბრალოდ დავხედავ და გამოვალ.სანდრო ოთახში შევიდა.გოგონას ეძინა.იქვე მივიდა და სკამზე ჩამოჯდა.ელენეს ხელს თავისი ხელი ფრთხილად შეახო და გულმა გამალებით დაუწყო ფეთქვა.ბიჭის შეხებაზე გოგონა თითქოს შეკრთა.თვალები ნელა გაახილა და სანდრო რომ დაინახა,სახეზე გაკვირვება გამოეხატა.ძლივს შეძლო და თქვა -თქვენ აქ რას აკეთებთ? -მე, მე ...ძლივს მოაბა თავი სიტყვებს.ელენე მე დაგეჯახე მანქანით.ძლივს ამოილუღლუღა და თვალი აარიდა გოგონას. -თქვენ?თქვენი ბრალი არ იყო.მე ვიყავი დამნაშავე,ძალიან ცუდად ვიყავი და გზაზე ისე გადავდიოდი არ მაინტერესებდა მანქანა დამეჯახებოდა და მოვკვდებოდი თუ გადავრჩებოდი.მაპატიეთ გთხოვთ.გოგონამ ტირილი დაიწყო -ელენე დაწყნარდი გთხოვ,ნუ ტირი,არ შეიძლება შენი ნერვიულობა.შენ არაფერ შუაში ხარ,მე მოვდიოდი ზედმეტად სწრაფად.გთხოვ არ იტირო.ახლა კარგად ხარ და გპირდები ცუდი არაფერი დაგემართება. -მე თქვენი სახელიც არ ვიცი,თქვენ კი ისე თბილად მელაპარაკებით.ამას არ ვიმსახურებ. -ამას ნუ ამბობ პატარავ,არ გინდა,გთხოვ,ახლა სიმშვიდე გჩირდება.დამშვიდდი თორემ გავალ და მერე მარტო მოგიწევს ტირილი. ისე მე ალექსანდრე ვარ. -კარგით აღარ ვიტირებ.აქ რომ ხართ ასე მგონია თავზე მფარველი ანგელოზი მადგას. -ჩათვალე რომ ასეა.ახლა გავალ ექიმი უნდა შემოვიდეს ისევ და მალე დავბრუნდები კარგი? -ისევ ხომ მოხვალთ? -რათქმაუნდა მოვალ.ახლა დამშვიდი. სანდრო გამოვიდა თუ არა მაშინვე პოლიცია მოვიდა.პალატაში შევიდნენ და მალევე გამოვიდნენ.გამომძიებელმა სანდრო თავისკენ იხმო. -გილოცავ ალექსანდრე,დაზარალებულმა არ გიჩივლა.ასე რომ თავისუფალი ხარ ყველანაირად. -დიდად მოხარული ვარ რომ თქვენი ხილვა მეტად აღარ მომიწევს.ირონიულად გაიღიმა სანდრომ.. -მე ასე ვერ ვიტყოდი,დრო გვიჩვენებს ყველაფერს.რა იცი კიდევ როდის შევხვდებით.რატომღაც არა მგონია დიდი ხნით დამეკარგო. ალექსანდრე შემობრუნდა და ბექასთან მივიდა. -ვერ ვიტან ამ ნაბიჭვარს.საშინელი ტიპია.დიდი სიამოვნებით წავაცლიდი თავს (სანდრო) -მართლა ძაღლია.თუ რამე იყნოსა მორჩა,ვეღარ მოიშორებ.რაო რა გითხრა? -წავიდეს მაგის დ.. შ... ჩემი ხელით უნდა მოკვდეს ეგ ვიცი. -კარგი შეეშვი.ელენემ რაო? -არ მიჩივლა,ჩემი ბრალი იყოო.ნამდვილი საოცრებაა. -აი ხედავ,რას ვამბობდი მე.როგორც იქნა შენც მოგეწონა ვიღაც და ეს ვიღაც მშვენიერი გოგოა ნამდვილად. -ბექა მოკეტე.რა იცი იქნებ შეყვარებულია.იქნებ სულაც არ ვაინტერესებ მაშინ? -კარგი რა,როგორ შეიძლება შენ ვინმეს არ მოეწონო.გოგო მითხარი შენ რომ არ მოწონებოდე. -რა პიდ...მელაპარაკები,მომშორდი ახლა აქიდან. ელენეს ჩაეძინა.უკვე მოსაღამოვდა.გოგოები გიომ მოიყვანა და ნინოც მაევე გამოჩნდა.ყ ელა დერეფანში ისხდა და საუბრობდა.მერე მათთან ექთანი მივიდა და თქვა რომ ელენეს ალექსანდრეს ნახვა უნდა. არ ვიცი ეს ისტორია როგორ მოგეწონებათ,თან მაინდამაინც საინტერესოდ ვერ დავიწყე თუმცა გაგრძელება კარგი უნდა გამოვიდეს.მაინც იმედი მაქვს რომ წაიკითხავთ და ისიამოვნებთ ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.