შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხატვა სიყვარულით


25-02-2016, 22:02
ავტორი marguerite
ნანახია 2 562

-ჰეი , თქვენ...ჰმმ.. უკაცრავად... გესმით ჩემი ? ფანქარი დაგივარდათ..
-რა? აა.. ახლავე.. მადლობა - ძლივს გამოერკვა სიტუაციიდან გეგა, ფანქარი გამოართვა გაკვირვებულად მომზირალ უცნობ გოგონას და თავისი ადგილი დაიკავა სამხატვრო კაბინეტში.
6 წლის იყო გეგა პირველად რომ ჰკითხეს დედამისის დაქალებმა დიდი ბიჭი რო გაიზრდები ვინ გინდა გამოხვიდეო ( როგორც ხდება ხოლმე...) რა თქმა უნდა, გეგას არქიტექტორობა უნდოდა, მამამისი დიმიტრი გეგეჭკორი, ქალაქში ოდითგანვე განთქმული არქიტექტორი იყო. მას შემდეგ აღარც შეუცვლია გეგას აზრი და დღესაც, 15 წლის შემდეგ, ფიქრობდა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მათ შორის რაც აქამდე მიეღო.
სკოლაში ვერ ვიტყვი საუკეთესოდ სწავლობდაო თუმცა მათემატიკის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულს არც ეროვნული გამოცდების ჩაბარება გაჭირვებია, თუმცა ეს ხომ არქიტექტურის ფაკულტეტი იყო, სადაც მარტო მათემატიკის ცოდნა არაფერში გამოგადგებოდა თუ ხატვა და ხაზვა არ შეგეძლო, და აი ჩვენს ღვთისგან ისედაც დაჯილდოვებულ გეგას, ხატვის განსაკუთრებული უნარი ჰქონდა... ესეც მამისგან. (სწორედ ამით შეაყვარა მამამისმა გეგას დედას მაშინ თავი, ეჰჰ რომ მახსენდება .. საოცარი ისტორიაა, უჰ რა სიმპატიური იყო მაშინ დიმიტრი ..თუმცა მოიცათ, მე გეგაზე გიყვებით და ამჯერად მასზე გიამბობთ)
უკვე მესამე კურსზე იყო გეგა, მოსწონდა თავისი პროფესია, მოსწონდა არა სიგიჟემდე იყო შეყვარებული იმაზე რასაც აკეთებდა, არ აინტერესებდა არავინ და არაფერი, დღე და ღამე ჩაჰკირკიტებდა სახლის პროექტებსა და ჩანახატებს, ყოველ დღე, დილით ადგებოდა ყავას მოიმზადებდა და ტუბუსით ხელში გარბოდა სასწავლებლისკენ, შეაღებდა კარს დაიკავებდა თავის ადგილს და იქ იწყებოდა მისი სამყარო, და აი დღესაც შევიდა გეგა სამხატვრო კაბინეტში, თუმცა მოიცათ, რაღაც გამომრჩა, რა შეიცვალა? ყოველდღე ერთიდაიგივე მეორდებოდა, თუმცა რაღაც აშკარად შეიცვალა... ააა.. ჰო რა თქმა უნდა, გეგამ კარი შეაღო თუ არა თვალში თაბაშირის სტატუეტების მაგივრად ულამაზესი გოგონა მოხვდა, განსაკუთრებულად ლურჯი (ლურჯი და არა ცისფერი, ამას გეგასთვის უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს, თორემ მე რაღა დაგიმალოთ და ორივე მომწონს) თვალებით რომელიც გეგას შეანათა თუ არა ფანქრის ძირს დაცემის ხმაც გაისმა...
***
-მისმინე ანნა, უნდა დამშვიდდე, ვიცი ძალიან ნერვიულობ, ვიცი ფიქრობ , რომ მე შენი საერთოდ არ მესმის მაგრამ, იცოდე რომ ასე არ არის, მამაშენი ყველას გვიყვარდა, ყველას გვაკლია შენი ასეთი საქციელით კი მარტო შენ თავს კიარა დედაშენსაც ვნებ, მას ახლა შენი მხარდ.....
ანნა ფიქრებში დაფრინავდა და როგორც ყოველთვის არ უსმენდა რას ეუბნებოდნენ, მეზობლები, ბიცოლები, დეიდები და ა.შ.
ანნას თავში მხოლოდ ის აზრი იყო მყარად გამჯდარი, რომ ასეთი ბედნიერი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით დაენგრა, გაუნადგურდა... მამამისი აღარ არის.. აქამდე ყველაფერს მის გასახარებლად აკეთებდა... როგორ უყვარდა.. თუმცა ახლა მისთვის სულ ერთი იყო.თითქმის მთელი დღე თავის ოთახში ტელევიზორის წინ იჯდა და პულტს უაზროდ ათამაშებდა ხელში.
-მისმინე ანნა, მამაშენი მეც ძალიან მაკლია, ამაზე ლაპარაკი არც მინდა, ხვდები, რომ ცრემლები მახრჩობს და თავს ვეღარ ვიკავებ, ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ერთი ხელის მოსმით შეუმჩნევლად მოიწმინდა ნატამ, მაგრამ ახლა რთული პერიოდი გაქვს, 2 თვეში ეროვნული გამოცდები დაიწყება, მეცადინეობას არც დაგაძალებ, მაგრამ იქნებ უბრალოდ შეავსო ბლანკი და გახვიდე გამოცდებზე, არმინდა დრო დაგეკარგოს, თან გულს გადააყოლებ.... ასე ნუ ზიხარ, გთხოვ გამეცი პასუხი.
-ანნამ ძლივს, ამდენი ხნის შემდეგ, თვალი გაუსწორა დედას, და მთლიანად შეძრა მის თვალებში დანახულმა ტკივილმა, მაშინ გადაწყვიტა, რომ რამეს აუცილებლად გააკეთებდა , თუნდაც მხოლოდ დედის გულისთვის.
გამოცდები გავიდა, ანა არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. არ გახარებია, თუმცა არც სწყენია.
-ანნა, შენ... უბრალოდ.. იცი, არ ვიცოდი არქიტექტურაზე თუ აპირებდი... შენ ხომ იურიდიული გინდოდა?
-არა დე ეს მანამდე სანამ მამა...მოკლედ... მე უბრალოდ მინდა ის ვაკეთო რასაც მამა აკეთებდა..
ატირებულმა ნატამ გოგონა გულში ჩაიკრა და ამ დროის მანძლზე პირველად გაეღიმა.
***
დიახ, მე ავტორი ვარ და სრული უფლება მაქვს ვთქვა, რომ ვიცი ახლა ფიქრობთ: „აჰააა, ეს ანნა სწორედ ის გოგონაა გეგა რომ მოაჯადოვა ‘’
არა, არ დაგიმალავთ, ეს ანნა სწორედ ის მუქი ლურჯი თვალების მქონე გოგონაა, შავი ნიკაპამდე მოკლე თმითა და საოცრად ფერმკრთალი კანით, რომელიც გეგას დაბნევის მიზეზი გახდა.
***
ანნამ ვიღაცის უცნაური მზერა რომ იგრძნო მიიხედა და დაინახა მასზე მიშტერებული უსაზღვროდ სიმპატიური ბიჭი, გაუკვირდა... ალბათ იკითხავთ რამ გაკვირვა ასეთი ლამაზი თუა რა მოხდა ვინმე თუ მოხიბლაო, მეც გიპასუხებთ, ანნას მართლაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა არცერთი მოსოწნდა და მითუმეტეს მამის გარდაცვალების შემდეგ საერთოდ არ ჰქონდა ამის თავი და არც სურვილი ვინმესთან რომანი გაება, ახლა კი ანნამ ბიჭს რომ შეხედა ტანში უსიამოვნოდ თუ სასიამოვნოდ გაცრა სწორედ ამან გააკვირვა გოგონა, თუმცა ეს ალბათ წამის მეასედით, შემდეგ კი შებრუნდა, თავის ცარიელ ფურცელს მიუბრუნდა და რომულუს ავგუსტუსის ზომები ფურცელზე ერთი ხელის მოსმით მოხაზა.
არც გეგა დარჩენილა გაშეშებული, უცნობი გოგონას მიერ მიწოდებული ფანქარი ხელში აიღო, ცალი თვალი დახუჭა და გაშლილი მარჯვენა ხელით გაზომა ავგუსტუსის ცხვირის სიგრძე.ორი საათი შეუსვენებლად ხატავდა, ლექცია ისე გავიდა რომ ვერც გაიგო, ფანქარს შეეძლო ყველაფერი გადაევიწყებინა გეგასთვის, მათ შორის მომხიბლავი ლურჯ თვალება გოგონაც. 5 საათზე მორჩა ლექციებს გეგა და გადაღლილი სახლში წავიდა... გულს დაგწყვეტთ და გეტყვით რომ მას შემდეგ გეგას აღარც შეხვედრია და არც გახსენებია ანნა.
შუალედური გამოცდების ბოლო დღეც მიიწურა , გეგა აივანზე იჯდა, სასიამოვნოდ გრილოდა, უყვარდა ასე ჯდომა და უბრალოდ ფიქრი,განსაკუთრებით ვარსკვლავების ყურება უყვარდა ღამით, ათ საათზე გეგას ტელეფონის ხმა გაისმა:
-ბიჭო? რაშვები ხო გაემზადე?გეგამ მშვიდად ჩააქრო სიგარეტი საფერფლეზე, ცოტა ხნის შემდეგ გაიფიქრა დღეს დათას დაბადების დღეაო და უპასუხხა
-ააა, ლექსო შენ ხარ? კი როგორ არ გავემზადე 5 წუთში გამოვალ
-მალე ბიჭო დათას რაღაცეებში დახმარება უნდოდა
-გამოვდივარ.. ყურმილი დაკიდა გეგამ და სწრაფად შევარდა ოთახში გამოსაცვლელად, როგორ არა ახსოვდა, დღეს მისი საუკეთესო ძმაკაცის დაბადების დღე იყო, მაგრამ ცოტა ხნით თავს უფლება მისცა დავიწყებოდა, სიმართლე გითხრათ ჭირივით ვერ იტანდა ასეთ საღამოებს , თუმცა ხომ იცით მეგობრობა მეგობრობაა და მსხვერპლზეც უნდა წახვიდე ხანდახან.
არა ამ საღამოებს ერთი დადებითი თვისება მაინც ჰქონდა, სასტიკად უხდებოდა გეგას თეთრი საროჩკა ჯინსებზე.საათი გაიკეთა თმა გაისწორა, თავის თავს სარკეში გაუღიმა, მანქანის გასაღები აიღო და გავარდა.
***
-ანნა დათას დაბადებისდღეა, ხო იცი
-ჰო ვიცი მერე?
-მერე ის რომ უნდა წავიდეთ
-წავიდეთ?
-ჰო მე და შენ
-კარგი რა ლიზა ხოიცი რომ ასეთ საღამოებზე აღარ დავდივარ
-ნატა დეიდა უთხარით რა რამე, მუდარით სავსე თვალები ახლა ნატას მიაპყრო ლიზამ
მოკლედ არ მკითხოთ როგორ, მაგრამ ანნა როგორღაც დაითანხმეს. თუმცა ვერც მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე „შეაბეს’’ და ვერც გამოსასვლელ კაბაზე.
ანნამ ლურჯი გვირილებიანი სარაფანა გადაიცვა თეთრი ოლ სთარის კედები შეიკრა მისი მოკლე შავი თმა კი ბუნებრივად ისეთი ლამაზი იყო აღარაფერს საჭიროებდა.
-რა ვუყიდოთ?
-წამო მანამდე 1 საათი გვაქ და რამეს ავურჩევთ.
-ბევრი ხალხი იქნება?
- რაღა დაგიმალო და მგონი კი
-ეჰჰჰ საცოდავად ამოიხვნეშა ანნამ და მორჩილად ჩაჯდა ლიზას მანქანში.
***
გეგამ და ლექსომ თითქმის ყველა პრობლემა მოაგვარეს რაც დათამ სთხოვა. 10 საათი სრულდებოდა და უკვე სტუმრები იწყებდნენ მოსვლას, ნახევარ საათში ყველა თავის ადგილას იჯდა, გეგამ სტუმრებს თვალი გადაავლო და მიხვდა რომ დათას თითქმის მთელი სანაცნობო დაპატიჟებული ჰყავდა, ნეტა რათ უნდოდა ამდენი ხალხი გაიფიქრა გულში და მათ ღიმილით შეუერთდა.
საერთოდ ცდილობდა გეგა ნაკლები დაელია, არუყვარდა როცა თავს ვეღარ აკონტროლებდა, თუმცა ცოტა დღეს მაინც დალია და სულ სულ ცოტათი მაინც მოეკიდა ალკოჰოლი, ბოლოს და ბოლოს საუკეთესო ძმაკაცის დაბადების დღე იყო და თავს ვერ აუკრძალავდა. ცოტა ხანში სიგარეტის მოწევა მოუნდა და აივანზე წითელი ღვინით ხელში გავიდა.
ბოლო ნაფაზს არტყავდა აივანზე ისევ იმ ლურჯ თვალებს რომ წააწყდა, ამჯერად ჭიქა გაუვარდა გეგას ხელიდან და მის ფეხებთან ნამსხვრევებად იქცა
„ღმერთო რა ჯანდაბა მემართება ამ გოგოს რომ ვხედავ’’ გაიფიქრა გაოგნებულმა გეგამ
„რა იდიოტივით მიყურებს ეს ბიჭი ’’ გაუელვა ანნას გონებაში და შიგნით შესვლა გადაწყვიტა, როცა მკლავზე ცხელი ხელის შეხება იგრძნო
-ერთი წამით,
-რა ხდება? შეანათა თვალები გაოცებულმა გოგონამ
„ისევ ეს ლურჯი თვალები’’
-მომბეზრდა ეს საღამო, წამო რა მოვტყდეთ
ანა გააკვირვა ბიჭის პასუხმა, როგორც ძირითად შემთხვევებში ელოდა ან სახელს ჰკითხავდა ან რამე ბანალურ კონპლიმენტს ეტყოდა.სწორედ რომ წასვლას აპირებდა ანნაც ახლა კი მეგზურიც გამოუჩნდა, რატომაც არა, თუმცა ცოტა შეეშინდა
გეგამ ეს მის მზერაში დაიჭირა
-თუ გინდა მხოლოდ სახლამდე მიგაცილებ, უბრალოდ მინდა ვინმეს ველაპარაკო
-მაცდური წინადადებაა....კარგი ჯანდაბას, თანახმა ვარ, უთხრა ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ანნამ და ეშმაკურად გაუღიმა
-კარგი შენ ეცადე შეუმჩნევლად გახვიდე მანამდე ღვინოს და ჭიქებს ავიღებ, ერთი ჭიქა ერთადაც დავლიოთ
ანნამ თავი დაუქნია და შიგნით შევიდა.
ხუთ წუთში წყვილი რომელმაც ჯერ სახელებიც კი არ იცოდა ერთმანეთის ეზოში მისეირნობდა.
-მოდი ცოტა ინფორმაცია გავცვალოთ ერთმანთზე, შენ არქიტექტურაზე სწავლობ, ლიზას დაქალი ხარ თუ არ ვცდები და საერთოდ არ გიზიდავს წვეულებები, სულ ორჯერ გნახე და ორივეჯერ მიიქციე ჩემი ყურადღება
-მეც ორჯერ გნახე, სწავლობ არქიტექტურაზე, დათას ძმაკაცი ხარ და ხელებიდან სულ რაღაცეები გიცვივა
უთხრა გულუბრყვილოდ გოგონამ. გეგა არ მოელოდა ასეთ რამეს და ცოტა წამოწითლდა.
-მოდი აქ დავსხდეთ , მიანიშნა გეგამ სკამზე ანას და ღვინის ბოთლი გახსნა
-კარგი, რას გაუმარჯოს?
-ჩვენ ..
მოიცა მე შენი სახელიც არ ვიცი
-მე გეგა
-მე ანნა
ჭიქები ერთმანეთს მიუჭახუნეს და სისხლისფერი სითხე ბოლომდე დალიეს.
წყვილმა რაღა დაგიმალოთ და კარგად გაუგო ერთმანეთს. ანნას მამის გარდაცვალების შემდეგ ასე კარგად თავი არავისთან უგრძვნია.
ორ წუთში ანნას უდარდელი კისკისი მოედო ქუჩას.
გეგა უყურებდა ანნას და ერთადერთი რამ მოდიოდა თავში აზრად, ეს გოგო ულამაზესი იყო. ბიჭმა ხელი ანნა სახესთან ახლოს მიიტანა და სახეზე ჩამოშლილი თმა რომელიც ხელს უშლიდა უკეთ დაენახა მისი ზღვისფერი თვალები ყურზე გადაუწია..
გეგას სახე დაუსერიოზულდა, სახე გოგონას სახესთან ისე ახლოს ჰქონდა რომ ანნა მის ცხელ სუნთქვას გლუვ კანზე მძაფრად და ისე სასიამოვნოდ გრძნობდა რომ ტანზე ჟრუანტელი უვლიდა, ცოტაც და გეგას ცხელი ბროწეულისფერი ბაგეები ანნას შეეხებოდა (აჰ, როგორ მიყვარს ასეთი მომენტები, თუმცა მე ბოროტი ავტორი ვარ) წამით ანნამ ბიჭის მზერას მოკრა თვალი, ვნებააშლით სავსეს და ოდნავ შეკრთა, გეგამ იგრძნო ეს, და სახე მოარიდა...
-მაპატიე, მე უბრალოდ,... ჩაილაპარაკა და განზე გაიწია
ვერ გეტყვით უნდოდა თუ არა ანნას რომ ბიჭს ეკოცნა მისთვის, მაგრამ გეგამ საწინააღმდეგო დაინახა მის თვალებში და განზე გადგა. უბრალოდ არ უნდოდა ეს ანას სურვილის საწინააღმდეგოდ და თან მთვრალს გაეკეთებინა.
სახლამდე მიაცილა, ერთმანეთს დაემშვიდობნენ და ანნა სადარბაზოში გაუჩინარდა... გეგა კიდევ დიდხანს იდგა გაშეშებული და ფიქრობდა. არცერთს უძინია იმ ღამეს, ორივე ფიქრობდა, ორივე ერთმანეთზე,თითქოს მათ შორის უხილავი ძაფები გაებათ, ისე დაკავშირებოდნენ ერთმანეთს.
***
მათ არც ტელეფონის ნომრები გაუცვლიათ და არც სრული ინფორმაცია.. თუმცა მესამედაც შეხვდნენ ისინი ერთმანეთს და ანნასთვის არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში.. კარგი, ჯანდაბას, დაწვრილებით მოგიყვებით..
- ასეთი ნახატით იცოდე შორს ვერ წახვალ ანნა, რაზე ფიქრობ? აქამდეც უნდა გცოდნოდა ხატვის ეს მარტივი წეს..... გაბმულად ლაპარაკობდა ლექტორი, ანა კი ნერვიულად ისვამდა გაოფლილ ხელისგულებს კაბაზე. მკითხველო ლექტორმა თუ აარა შენ ხომ მაინც იცი ანამ ბოლო 2 თვეში გადაიფიქრა იურიდიულზე ჩაბარება, ამიტომ ხატვაშიც ნაკლებად მოემზადა თუმცა ნიჭი შთმამომავლობით მაინც ერგო. ქულებზე იშვიათად ნერვიულობდა მაგრამ ანნას მართლაც უნდოდა კარგად დაეხატა, თუმცა ამ ლექტორისგან კარგს არაფერს ელოდა.. ლექცია დასრულდა, ანა გაშეშებული იჯდა და აცრემლებულ თვალებს არ აშორებდა ქაღალდის ფორმატს. მოულოდნელად იგრძნო რომ ვიღაც მოუახლოვდა, ანნას არც გაუხედავს იცოდა რომ გეგა იყო, გულის სიღრმეში გაუხარდა მაგრამ არ ესიამოვნა გეგამ რომ ამ სიტუაციაში ნახა.
ბიჭი დაიხარა და მის ყურთან ახლოს ჩაიჩურჩულა
- საღამო თავისუფალი მაქ, თუ დარჩები შემიძლია სულ ცოტათი შენი ავგუსტუსი რომელიც მოწყენილი მიყურებს გავამხიარულო
-ანნას გეგას სიტყვებზე ჩაეღიმა და ცრემლნარევი თვალები შეანათა.
გეგა შეკრთა, თუმცა არ შეიმჩნია.
სტუდენტები გავიდნენ, ოთახი თითქმის დაცარიელდა
-თუ დარჩენა სურს ვინმეს დამატებით შეგიძლიათ დარჩეთ თქვა ლექტორმა და კარები გაიხურა.
ოჰჰ როგორ მიყვარს სამხატვრო კაბინეტი, ოდესღაც მეც ბედნიერად დავაბიჯებდი ამ სასწაულ ოთახში.. ირგვლივ უამრავი თაბაშირის სტატუეტი დგას, ვის და რას არ შეხვდები ავგუსტუსიდან დაწყებული ყვავილის ორნამენტითა და და ვინჩის თვალით დამთავრებული, ყველა გიყურებს და თითქოს გიბიძგებს ფანქარი ხელში აიღო და ნატურა ფურცელზე გადაიტანო, უჰ მიყვარს მხატვარი ხალხი... იმიტომ რომ იმას გრძნობენ რასაც მე მაშინ ვგრძნობდი როცა ქანდაკებას ხელით ვეხებოდი და გამოკვეთილ ფორმებს გონებაში ვიმახსოვრებდი.. რადროს ესაა... თუ ისევ დავიწყე გადახვევა გამაჩერეთ.. მოკლედ გეგას და ანნას დავუბრუნდეთ.
ირგვლივ საოცარი სურნელი ტრიალებდა, მოსაღამოვებულიყო, ფანჯრიდან ნაზი სიო ქროდა გეგა ანნასთან მივიდა მისი მოლბერტი ოდნავ ახლოს მიიჩოჩა და ფანქარი ხელში აიღო.
-იმისთვის რომ ქანდაკება გაზომო მარცხენა თვალი უნდა დახუჭო და მარჯვენა ხელით ფანქარი დაიჭირო... მოდი ახლოს. გეგამ ფრთხილად მოჰკიდა ანნას ხელი, მარჯვენაში ფანქარი დააჭერინა და ჰორიზონტალურად გააშლევინა ნატურის პირისპირ, ღმერთო რა ნაზად ეხებოდა, და ასრიალებდა თითებს მის ნაზ ხელის მტევანზე, გოგონას ჟრუანტელმა დაუარა... სუნთქვა შეეკრა გულის ცემა ორჯერ არა, ალბათ ათჯერ აუჩქარდა და საერთოდ, ვეღარ ფიქრობდა ვერც ნახატზე და ვერც ავგუსტუსზე.
გეგამ იგრძნო, მიხვდა, და მასაც არანაკლებ აუჩქარდა პულსი, თითქოს ანნა აჯადოვებდა და გონებას აკარგვინებდა. მოულოდნელად გეგამ მძლავრი ერთი ხელის მოძრაობით გოგონა მისკენ შემოაბურნა და ხელი თეძოზე მოუჭირა
-ანნა მაგიჟებ
ეს ორი სიტყვა საკმარისი იყო იმისთვის რომ წყვილს შორის გაბმული უხილავი ძაფები გაორმაგებულიყო და მყარად დაჭიმულიყო. ბიჭმა ნიკაპი ორი თითით ააწევინა ანნას მის თვალებს დააცქერდა,ოჰ როგორი მრავლისმეტყველი და წმინდა იყო, გეგას ისევ ჟრუანტელმა დაუარა ახლა მზერა მისი ლურჯი თვალებიდან წითელ მსხვილ ბაგეებზე გადაიტანა, ტუჩებით ჯერ დაბლა ტუჩს შეეხო შემდეგ მაღლა და მთლიანად დალშქრა გოგონას ღვინისფერი ბაგეები, კოცნიდა ნაზად და თან უხეშად, კოცნიდა ნელა და თან მოთხოვნით, არა არსურდა გაეშვა და არც გაუშვებდა თუმცა იგრძნო როგორ სჭირდებოდა გოგონას სუნთქვა... გეგამ ანნას შუბლს თავისი შუბლი მიაყრდნო რამდენიმე წუთის შემდეგ მოშორდა გოგონას სახეს, აანნამ თვალები გაახილა და გეგას შეხედა, გეგამ დაინახა სწორედ ის რაც უნდა დაენახა, მიუხედავად იმისა რომ გოგონა კოცნაში არ აჰყოლია, ლურჯი თვალები მხოლოდ სიყვარულითა და ვნებით იყო სავსე.
თითქოს ორივემ უთქმელად გაუგო ერთმანეთს. ცოტა ხანში ავგუსტუსს მიუბრუნდნენ და პირველი ხაზები ერთად მოხაზეს თაბახის ფურცელზე.....
გეგას გაკვეთილები ანნას ყოველდღიურობა გახდა, გოგონა ხვდებოდა რომ გეგას გარეშე გაძლება უჭირდა, გასაკვირი არც არის ბიჭი სწორედ მაშინ გამოჩნდა მის ცხოვრებაში როცა ანნას ყველაზე მეტად უჭირდა და ვინმეს გვერძე დგომა სჭირდებოდა.
გეგა კი გრძნობდა ანნა დღითი დღე უფრო მეტად უყვარდებოდა, თუმცა აწუხებდა ის ფაქტი, რომ ანნა ისევ თავის თავში იყო ჩაკეტილი და გრძნობებს ნაკლებად გამოხატავდა.
გამოცდები მოახლოვდა, ანნას ნახატი კომისიაზე უნდა გაეტანა
-მგონი კარგია არა? თქვა გეგამ და ნახატს შორიდან შეხედა
-კარგი არა, იდეალურია გეგა, ძალიან ძალიან დიდი მადლობა, ამდენი დრო წაგართვი
გეგას სახე მოეღუშა
-ანნა გაიგე, მე შენთან ერთად ყოფნა მსიამოვნებს, შენთან ერთად გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მკლავებში მოიქცია ათრთოლებულ ტუჩებზე ხელი ნაზად გადაუსვა, გოგონამ თვალები დახუჭა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა, გეგა ძლიერად დააცხრა ანნას ბაგეებს.. ეს გოგო მისი ნარკოტიკი ხდებოდა, მის გარეშე აღარაფერი სურდა..
-უმაღლესი ქულა , უმაღლესი... გოგონა გაუცნობიერებლად მოეხვია გეგას კისერზე და ძლერად ჩაეხუტა, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა ანნა რას აკეთებდა და დაბნეული მოშორდა მმამაკაცს.. გეგას სასიამოვნოდ ჩაეღიმა, თუმცა ეცადა ანნას არ შეემჩნია.
-მოდი ეს ამბავი აღვნიშნოთ.თან შენთან სალაპარაკო მაქვს..
ანნა ოდნავ დააბნია გეგას სიტყვებმა
-იცი სად აკეთებენ საუკეთესო ყავას? წამოდი..
ცოტა ხანში უკვე საოცრად მყუდრო კაფეში ისხდნენ და გემრიელად მიექცეოდნენ შოკოლადის ნამცხვარს.
-ანნა, უკვე საკმაოდ დიდი ხანია გიცნობ იმისთვის, რომ ჩემ თავში გავრკვეულიყავი... ცოტა ხნის დუმილის შემდეგ გეგამ სიგარეტს მოუკიდა და გააგრძელა,ნერვიულობდა, მაგრამ არ ადარდებდა.. ანა მინდა იცოდე რომ ძალიან მომოწნხარ, პირვველივე დანახვისას შემაყვარე თავი..
ანნა გაოგნებული უცქერდა ჩუმად და ხმას არ იღებდა
-ანნა, მისმენ? მაგიჟებს შენი უსიტყვო მზერა, გაიგე მიყვარხარ ადამიანო, ყველაზე და ყველაფერზე მეტადდ მიყვარხარ.. არაფერს მეტყვი?
-ანნა იცოდე ხმას თუ არ ამოიღებ წავალ და აღარასდროს დავბრუნდები
გოგონა შეაშინა ამ სიტყვებმა
-გეგა, შენ მე უბრალოდ არ მიცნობ
-კარგი მომიყევი შენზე, რას ელოდები, დრო გვაქ. უკვე მოსაღამოვებულიყო გეგამ ხელი მოკიდა გოგონას და გარეთ გაიყვანა
-წამო გავიაროთ. ანნა ვიცი რომ რაღაც გაწუხებს, იქნებ მითხრა
-გეგა, ამაზე ლაპარაკი ძალიან რთულია ჩემთვის, ალბათ გიკვირს რატომ ვარ ასეთი ჩაკეტილი და მოწყენილი, ანნას სახეზე ტკივილი გამოისახა, რამდენიმე თვის წინ მამა დავკარგე, ის.... ავტოავარიით, ანნას ნელნელა ცრემლები აწვებოდა თვალებზე, გეგა, ის ვერც კი წარმოიდგენ რამდენს ნიშნავდა ჩემთვის, რამხელა ადგილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში, რამდენად ვიყავი მასზე დაყრდნობილი, სრულიად უეცრად კი ეს საყრდენი გამომეცალა და სულ მარტო დავრჩი, მინდა იცოდე რომ ეს ჩემთვის ადვილი არ ყოფილა.. ანნა სწრაფად ლაპარაკობდა და ხვდებოდა როგორ ჩამოდიოდა სახეზე თბილი მარილიანი სითხე
-ოჰჰ.. ანნა .. მაპატიე, არ ვიცოდი მოდი ჩემთან, ბიჭმა ძლიერად ჩაიკრა ანნა გულში
-არა გეგა არ დამიმთავრებია, მას შემდეგ შენ შეგხვდი, პირველივე დანახვისას ვიგრძენი გაუცნობიერებელი რაღაც, ვხვდებოდი როგორ მოგეჯაჭვე, შენ გარეშე სუნთქვაც აღარ შემიძლია...
გეგამ იგრძნო როგორ აუსწრაფდა პულსი, მალე გული გაუსკდებოდა, ანას ყოველი სიტყვა აგიჟებდა
-ნუ მიყურებ გეგა ასე გაოცებით, კი შემიყვარდი.. მაშინვე შემიყვარდი, მაგრამ ყოველ წამს როცა შენთან ვატარებ იმაზე ფიქრი მტანჯავს, რომ შეიძლაბა.. შეიძლება შენც დაგკარგო, მე უბრალოდ ამას ვეღარ გადავიტან, კიდევ ერთ ძვირფას ადამიანს ვერ დავკარგავ გეგა, ამდენი არ შემიძლია
- რა სულელი ხარ ანნა, უბრალოდ უნდა მენდო, მინდა იცოდე, რომ მე შენ არასდროს არასდროს არ მიგატოვებ, ანნა მინდა გიყურებდე და ვგრძნობდე, რომ ჩემი გჯერა
გეგამ ხელი მოკიდა გოგონას, ცერა თითით მოწმინდა ლურჯი თვალებიდან წამოსული ცრემლები..
მაშინ ამდენი ხნის განმავლობაში პირველად, პირველად აკოცა ანნამ საყვარელ მამაკაცს, კისერზე შემოაჭდო ხელები და მის ბაგეებს დააკვდა.. მორჩა თავს ვეღარ აუკრძალავდა ანნა ამდენს, ისედაც ბევრი იტანჯა...
მეც ადამიანი ვარ, და მიჭირს გადმოგცეთ რას გრძნობდა მაშინ ეს ორი ადამიანი, მაგრამ გეტყვით რომ მათი გულები სამუდამოდ იყო დაკავშირებული.
მას შემდეგ იყო ბევრი ყვავილები, ბევრი სიხარული და ერთად გატარებული უამრავი დღები, ნატაც ხვდეოდა რომ ანნა ძალიან შეიცვალა, და რაც მთავარია უკეთესობისკენ.
-დეე.. რახდება შენ თავს?
ანნამ არაფრისმთქმელი მზერა მიაპყრო
-ეგრე ნუ მიყურებ, მომიყევი ვინ არის? კარგი ბიჭია?
-კა, ჰო.. ძაან სიმპატიურია, უსაზღვროდ ლამაზი შავი თვალები აქვს და.. და
-და ძალიან გიყვარს, შენ თვალებში დავინახე ასე ნუ მიყურებ. მინდა იცოდე რომ სულ გამიხარდება შენ თუ ასეთ ბედნიერს დაგინახავ დე..
-ანნა, დღეს ვერ გნახავ დათას მანქანა გაუფუჭდა, გუდაურშია, უნდა ჩავაკითხო
-კარგი არაუშავს, ზეგ ხომ გნახავ უთხრა მოწყენით ანნამ და ჩაეხუტა.
ღამის სამ საათზე ტელეფონის ზარმა გააღვიძა, გულმა ცუდი უგრძნო და სასწრაფოდ უპასუხა
-გისმენთ
-ანნა, დათა ვარ,
-რა მოხდა?
-გეტყვი ოღონდ არ ინერვიულო რა, გეგა ავარიაში მოყვა, ძალიან არ დაშავებულა უბრალოდ მოდი რა
სიტყვებით შეუძლებელია იმის გადმოცემა მაშინ რასაც ანნა გრძნობდა, თითქოს მიწა გამოეცალა, გული გაუჩერდა... ორ წუთში გამოფხიზლდა ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავარდა.
-ანნა სად მიდიხარ კიბეებთან დაეწია ნატას ხმა ანას
ვერც კი გაიაზრა ისე გააჩერა ტაქსი გოგონამ და სააავადმყოფოს მისამართი უთხრა, ვერაფერს გრძნობდა და არაფერი ესმოდა.
-გოგონა მოვედით.. ცუდად ხომ არ ხართ?
-ანნა უთქმელად გადავიდა მანქანიდან და საავადმყოფოში შევიდა, მიმღებში გაუცნობიერებლად უთხრა
-გეგა გეგეჭკორი
-ოპერაციას უკეთებენ ქალბატონო
ანნა დერეფანში შევიდა
დათამ გოგონა დაინახა და ჩაეხუტა
-ძალიან მძიმედ არის?
-არვიცი უკვე ერთი საათია ოპერაციას უკეთებენ
ანნამ ახლა გააცნობიერა ყველაფერი, დათა რომ არა იქვე ჩაიკეცებოდა
-ანნა ცუდად ხარ? ექიმს დავუძახებ
-აარა არმინდა არმინდა.. უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა
-კარგი, წავალ ყავას მოვიტან
ანნა კედელთან ჩაიკეცა და მხოლოდ მაშინ მისცა ცრემლებს საშვალება მისი სახე დაენამათ, გრძნობდა რომ ცხოვრება კიდევ ერთხელ ენგრეოდა თავზე, აი ისევ... ისევ ვკარგავ, ისევ ავტოავარია, რატომ ღმერთო, რა დავაშავე ასეთი, არა არ შემიძლია მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ, ამას ვეღარ გადავიტან.. ფიქრი საოპერაციოდან გამოსულმა ექიმმა შეაწყვეტინა
-თვენ გეგეჭკორის მეუღლე ხართ?
-როგორ არის ექიმო?
-მისი მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ
-შეიძლება შევიდე?
-მხოლოდ ორი წუთი
ანნამ კარები შეაღო, და თვალი როცა გაუსწორა გეგას სხეულს მძიმედ მიეყრდნო კედელს, თითქოს ეშინოდა ახლოს მისვლის, ეშინოდა, რომ ასეთი გეგა დაენახა.. ახლოს მივიდა, სკამი მიიჩოჩა და ჩამოჯდა, ცრემლები უთქმელად მოდიოდა
-შენ ხომ დამპირდი, ხომ დამპირდი რომ არ მიმატოვებდი, გეგა.. გთხოვ გააახილე თვალები, ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის, უშენოდ არ შემიძლია, ვერ გავძლებ..
ის ღამე ანნამ გეგას გვერდით გაატარა, მისი ხელი ეჭირა და უაზროდ ლურჯი ცრემლიანი თვალებით მისჩერებოდა საყვარელ მამაკაცს, რომელიც სიკვდილს ებრძოდა
-ანნა უნდა დაისვენო, მასთან მე დავრჩები
-გთხოვ, დათა, ნუ მაიძuლებ წავიდე, სახლში ვერ გავჩერდები, მინდა გეგასთან ვიყო
დათა უთქმელად გავიდა.კიდევ 5 დღე იწვა გეგა უგონოდ.
თუმცა მე ხომ ასეთი ბოროტი ავტორიც არ ვარ. ანნას თავი გეგას საწოლზე ედო , კისრის ძლიერმა ტკივილმა გააღვიძა თავი რომ წამოწია მოულოდნელად იმ შავ უსაზღვროდ ლამაზ თვალებს შეეჩეხა, რომლებიც ასე ძალიან უყვარდა.
-დიდი ხანია მძინავს?
-5 დღეა.. შენ რა მძინარეს მიყურებდი?
-შენ 5 დღე მიყურე მძინარეს.. მოიცა მართლა 5 დღე მეძ...
ანნამ წინადადების თქმა არ დააცალა გეგას ისე დააკვდა მის მონატრებულ ტუჩებს
-ოჰო ამისთვის ღირდა 5 დღე ძილი ..
ერთ კვირაში გეგა საავადმყოფოდან გამოწერეს, ამ ხნის მანძილზე ანა არ მოშორებია გეგას,
-სახლში მე წაგიყვან, უთხრა ანნამ გეგას და საავადმყოფოს კარები გააღო.
-დაწექი, ყავას მოგიდუღებ, აქ საჭმელია, ვიცოდი სახლში არაფერი გექნებოდა სწრაფად ლაპარაკობდა გოგონა
-ანნა.. ანნნა .. მოიცადე, გეგამ ანას ხელი დაიჭირა და თვალებში ჩახედა
-რა? რა მოხდა?
-ანნა მაპატიე.
-რა გაპატიო გაგიჟდი დაწექი ცუდად არ გახდე
-ანნა მისმინე, ცუდად არ ვარ, მაპატიე რომ ასე განერვიულე
-მაკოცე და გაპატიებ, ანნამ ხელები შემოავლო კისერზე მამაკაცს და ეშმაკურად გაუღიმა,
გეგამ სევდიანად ჩახედა თვალებში გოგონას და ბაგეზე დააცხრა, ეს იყო კოცნა სიყვარულის, ვნების, მონატრების, ყველა იმ გრძნობის რასაც გეგა მაშინ გრძნობდა.
ანნამ ხელები მამაკაცის თმაში აათამაშა და ოდნავ მისკენ მოქაჩა, გეგამ წელზე ძლიერად მოუჭირა გოგონას ხელი და თითების კვალი დააატყო, ჯერ სახის ყველა ნაკვთი დაუკოცნა, შემდეგ მის ყელზე გადააცოცა ტუჩები და ქალის ულამაზეს მკერდს დააცხრა, გოგონას სიამოვნებით ამოშვებულმა ბგერებმა კი უფრო გაახელა, ანნამ მამაკაცს საწოლისკენ უბიძგა
გეგამ გაჭირვებით მოსწყვიტა გოგონას ტუჩები და ვნებაარეულმა შეხედა გოგონას უსაზღვროდ ლურჯ თვალებში
-ანნა ნამდვილად გინდა ეს?
-გეგა სიგიჟემდე მიყვარხარ
ეს სიტყვები საკმარისი იყო შეყვარებული კაცისთვის,
ანნა ხელში აიყვანა და საწოლზე გადააწვინა , ერთი ხელის მოსმით მოაშორა ტანსაცმელი და მის უნაკლო სხეულს დააკვვირდა
-ხვალ აუცილებლად დავხატავ ჩაილაპარაკა ჩუმად და ქალის სხეულს დაესაკუთრა.
--------



№1 სტუმარი Nia

Damburdzgla... Dzaan magari istoria iyo, shemiyvarda... ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent