შემთხვევითობა არ არსებობს (12)
ვერ მიხვდა უნდა გახარებოდა ეს ამბავი თუ პირიქით, სწყენოდა. ცოტახანი ჩაფიქრებული და გაშტერებული იყო. გონზე მისკენ მომავალმა ორმა ხნიერმა ადამიანმა მოიყვანა. ისინი აშკარად გეგას მშობლები იყვნენ, რადგან მათში კარგად ამოიცნო მისთვის ასე საყვარელი სახის ნაკვთები. ქალმა მისკენ მიიზიდა და თბილად მოჰხვია ხელები. მარიამმაც ინსტიქტურად მოჰხვია ხელები. -მე მარინა ვარ, გეგას დედა. სასიამოვნოა შენი გაცნობა მარიამ.-გააცნო თავი ქალმა და ხელები თბილად მოუთათუნა ბეჭებზე. -მე გია ვარ, გეგას მამა.-სასიამოვნო ბარიტონის მქონე მამაკაცმა თბილად გაუღიმა, ხელი ჩამოართვა და თავის მეუღლეს მოჰხვია ხელები.-ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო გეგას გადაწყვეტილება, მაგრამ ამავე დროს ძალიან სასიამოვნო და გასახარებელი. -ხო ჩემთვისაც მოულოდნელი იყო-თბილად გაუღიმა ცოლ-ქმარს და გეგას მკვლელი თვალებით გადახედა. ბიჭმა კი ამ სიტუაციით გამხიარულებულმა გაიცინა და გოგონა დივნისკენ წაიყვანა, სადაც სამი ახალგაზრდა ბიჭი და ერთი გოგონა გახარებულები შემოჰყურენდნენ. -მარიამ, გაიცანი ჩემი და, ელენე-უთხრა გეგამ და გაღიმებულ გოგონას გადახედა, რომელიც სწრაფად გაჩნდა მასთან და თბილად ჩაიხუტა მომავალი „სარძლო“.-ეს ნიკაა ჩემი ძმა.-თვალი გაუსწორა მაღალ და სიმპატიურ ბიჭს, რომელმაც გაღიმებულმა შეაგება მარიამის ხელს თავისი ხელი. -ვიცი, რომ მე და გეგა ერთმანეთს არ ვგავართ, რა თქმა უნდა მე უფრო სიმპატიური ვარ, მაგრამ ნაშვილები არ გეგონო.-უთხრა სიცილით და წარბშეკრულ გეგას ჩაუკრა თვალი ნიშნიმოგებით. -ესენი კი ჩემი მეგობრები არიან, საბა და გიორგი.-დაამთავრა გაცნობის მომენტი და ცოტა უხერხულად და ისევ გაურკვევლობაში მყოფმა დაიკავა ადგილი გეგას გვერდით. მეორე მხარეს კი აცეტებული და გახარებული ელენე მიუჯდა. -რამდენი წლის ხარ მარიამი?-ჰკითხა ღიმილით გოგონამ. -24-ის ვარ.-ჩაილაპარაკა მორცხვად და გოგონას გადახედა. -რა კარგია. მეც 24-ის ვარ და იმედია ერთმანეთს კარგად გავუგებთ.-თვალი ჩაუკრა მარიამს და ეშმაკურად გადახედა გეგას. ცოტახანი მისაღებ ოთახში გაატარეს გეგამ და მარიამმა, შემდეგ კი დამღლელი შეკითხვებისაგან და გოგონას უხერხულობისაგან თავის დაღწევი მიზნით სტუმრებს განუცხადა, რომ მგზავრობით დაღლილები იყვნენ და უნდა დაესვენათ. მარიამმა შვებით ამოისუნთქა, როდესაც გეგამ ფეხზე წამოაყენა და ოთახისკენ გაუძღვა. მართალია ყველას კარგად გაუგო და მისი სიმორცხვის დასაძლევად ბიჭები ბევრს ხუმრობდნენ და გულიანად აცინებდნენ, მაგრამ გაურკვეველმა სიტუაციამ ბოლომდე გახსნის საშუალება არ მისცა. სჯობს ცალკე დაელაპააკოს გეგას და ველაფრის გარკვევის შემდეგ უკეთესად გაიცნოს გეგას ოჯახის წევრები და მეგობრები. ოთახში შესვლის შემდეგ გეგამ ოთახის კარი გადაკეტა და ეშმაკური ღიმილით დაიძრა მარიამისკენ. გოგონამ, ჯერ კიდევ ფიქრებში წასულმა, ვერც კი შეამჩნია მოახლოებული გეგა და წელზე მხურვალე ხელების შეგრძნებისას შეხტა. -გეგა შეგიძლია ამიხსნა რა ხდება ჩემს თავს? რას ნიშნავს შენი საცოლე ვარ? ასე დაუკითხავად მომიყვანე შენს სახლში, გამაცვნე შენი ოჯახის წევრები და მეგობრები. როგორ გავიგო ეს ყველაფერი?-თავი ვეღარ შეიკავა და განცვიფრებულმა აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა ხელების ქნევით. -ყველაფერი როგორც არის ისე უნდა გაიგო. ამიერიდან შენ მხოლოდ ჩემი ახრ, მხოლოდ ჩემი. გესმის? რა გეგონა თვითმფრინავიდან როგორც კი გადმოვდგამდით ფეხს მაშინვე ავუვლიდით ერთმანეთს გვერდს, როგორც სხვადასხვა მხარეს მიმავალი მატარებლები? დიდი ხანი ვფიქრობდი ჩვენზე და მივხვდი, რომ უშენოდ არც ერთი წამის გატარება აღარ მინდოდა, ამიტომაც მოგიყვანე ჩემთან. -და მე არმეკითხები რა და როგორ მინდა?-იკითხა გახარებულმა მარიამმა, რომელიც მაინც ვერ პატიობდა გეგას ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას და იმ ტანჯვაში და გაურკველობაში გატარებულ დროს. -და შენ არ გინდა ეს ყოველივე?-ჰკითხა ირონიულად მომღიმარმა და უფრო მოუახლოვდა დაბნეულ მარიამს. -მე... მე... მართალი ხარ. ამ ყველაფრის წინააღმდეგი არც მე არ ვარ.-უთხრა გაღიმებულმა და ბედნიერმა.-მაგრამ მაინვ უნდა გეთქვა.-მიუბრუნდა ეშმაკურად მომღიმარ გეგას და მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა... ... მოგესალმებით ყველას. ველი თქვენს შეფასებებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.