ეშმაკი და ანგელოზი ოცდამეოთხე თავი (დასასრული)
რა უცნაურია არა ჩვენი ცხოვრება? ხან კარგი რამე ხდება ხან ცუდი. ბოლოს რა მოგელის არ იცი რადგან ყოველთვის იცვლება ყველაფერი. შეიძლება ერთ დღეს ბედნიერი ხარ თუმცა მეორე დღე უკვე ყველაფერი თავზე ჩამოგენგრეს. ან კიდევ უბედურებისგან იტანჯებოდე და დროთა განმავლობაში ისეთი ბედნიერება განიცადო რაზეც არასოდეს გიოცნებია.ვთვლი ეხლა ბედნიერი უნდა ვიყო თუ უბედური წესით ბედნიერი უნდა ვიყო რადგან ამდენი რამის შემდეგ წესით ასე უნდა მოხვდეს მაგრამ შიში ეს ყველაზე საშინელი გრძნობაა. მეშინია აგებული კოსკები ისევ არ ჩამომენგრეს როგორც უწინ, მეშინია ისევ არ დავკარგო დანიელი მეშინია ყველაფრის მეშინია. დღეები ერთმანეთს მიჰყვებოდა მე კი უკეთესად ვიყავი. დღეებს კვირეები ემატებოდა კვირეებს კი თვეები რამოდენიმე თვეში უკვე ჯანმრთელი ელისაბედი ვიყავი და ჩვეულებრივად დავაბიჯებდი მიწაზე.გერმანიაში დაბრუნებას არ ვაპირებდი დემეც დარჩა ამიტომ აქ ვიშოვე სამსახური თან საკმაოდ კარგი. ისევ ჩემს სახლში გადავედი საცხოვრებლად. დანიელთან ზუსტად რა ურთიერთობა მქონდა ვერ გეტყვით. თავსვიკავებდი თუმცა ის მაინც არ მანებებდა თავს მზად იყო უბრალოდ ბავშვი აგვეყვანა იმისთვისაც მზად იყო რომ თუ ჩვენი შვილი ჩემსავით ანემიით იქნებოდა დაავადაებული დროულად უმკურნალებდა ოღონდ ჩემთან ყოფილიყო.ის მზად იყო ამისთვის ამიტომ მეც მზად ვიყავი. -მოცილდი ერთხელ და სამუდამოდ მაგ წყეულ საბუთებს და მომაქციე ყურადღება.ნინი თავზე დამადგა და ჩემს წინ დაყრილი ფურცლები ანბანის მიხედვით დაალაგა. -აუ ნინ მაცა რაა ეს რო არ მოვაგვარო არ შეიძლება. -გოგო ორსულად ვარ ბოლოსდაბოლოს შეამჩნიე მაინც ჩემი მუცელი?.გაბერილ მუცელზე ხელი გადაუსვა და ტუჩები გაბუშტა. -როგორ არა შევამჩნიე, არ გეწყინოს ჩემო გოგო მარა მართლე ამას გადავხედავ და ზუსტად 5 წუთში გავთავისუფლდები.თვალები ოდნავ მოვჭუტე და ისე ავხედე. -ხო კაი მაშინ შენს მდივანს უთხარი ის შოკოლადი შემომიტანოს წეღან შენ რომ არ შეჭამე და შეინახეო რო გადაეცი. -ეგ საიდანღა იცი?. -საიდან ვიცი და იქიდან რომ გვერძე გედექი მაგდროს, ეს იმის ბრალია ფურცლების მონად რომ იქეცი. -ხო კაი კაი ვეტყვი.ანკას(ჩემს მდივანს) გავძახე რომ ის შოკოლადი ნინისთვის შემოეტანათ და საბუთების დაგამოწმება დავიწყე. სიმართლე გითხრათ 15 წუთში მოვრჩი ყველაფერს მაგრამ ეს ნინიმ ვერ შეამჩნია რადგან ისე იყო გართული ფერადი შოკოლადის ჭამით ითვლიდა 5 ყვითელი 6 ლურჯი და 3 სტაფილოსფერი შოკოლადი შევჭამეო.შენობა ხელჩაკიდებულებმა დავტოვეთ და ასე დავაღწიე თავი ჩემს „ფურცლების სამონეთს“ ასე ნინი მიმართავდა. -აბა სად წავიდეთ?.ღვედი გადავიკარი და გასაღები გადავატრიალე. -ჰმმ ჯერ დომინოში მერე კიი დონატები ვჭამოთ.ნიკაპზე ხელი მოისვა და დამაჯერებლად გადმომხედა. -პიცა მოუნდა ვაჟბატონს? კარგით როგორც თქვენ ბრძანებთ.გაზს მივაჭირე და დომინოსკენ წავედით. არ მეგონა ორსულს ამდენი პიცის წამა თუ შეეძლო ერთი ნაჭერი ძლივს შევჭამე წამებში აქრობდა ყველაფერს ნატურალურ წვენებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. მერე დონატების საჭმელად წავედით და იქ რაც კი გემრიელი დონატი იყო სულ იყიდა ვერ გამიგია ამდენი საჭმელი სად მიდის. ეს პატარა ვაჟბატონია ძაან ღორმუცელა თუ ნინი ვერ გავიგე ალბათ ორივე ერთად.დაღამებამდე მატარებდა გარეთ ხან სამებაში მინდა ავიდეო ჩემი ბიჭი ძალიან რელიგიური უნდა იყოსო ხან კიდე ფოი-ფოი კეფეებში მაჯენდა სვვეწკი და მაგარი ბავშვი უნდა მყავდესო. საღამოს 11 საათზე მივედი სახლში და საწოლზე მივესვენე დანიელს ერთი დღით დავეთხოვე და ამიტომ არ გამოჩენილა და არც დაურეკავს თორემ რა გააჩერებდა. დილას მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა. როგორ მეზიზღება ამ მაღვიძარას ხმა სურვილი მიჩნდება კედელს მივახეთქო მაგრამ რავქნათ სამსახური მიხმობს.ზლოზინით მოვემზადე და სამსახურს მივაშურე. ერთფეროვნება ჭარბობდა ამ ბოლო დორს ჩემს ცხოვრებაში სამმსახური სახლი სამსახური დანიელი სახლი და სულ ასე მეორდებოდა.პრესკონფერენციისთვის ვემზადებოდიი როცა ჩემმა მდივანმა წერილი შემომიტანა.კონვერტი აღელვებულმა გავხსენი და კალიგრაფია რომ ვიცანი გულში თბილმა სითხეებმა დაიწყეს დენა.საღამოს უნდა შევხვედროდი, გამეხარდა თანაც როგორ თანდათან ვხვდებოდი რისი დასაწყისიც იყო ეს წერილი ამიტომ სამსახურიდან ადრე წამოვედი და მოვემზადე.შავი ტანზე მომდგარი დეკოლტით შმკული კაბა და შავი ფერისვე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე თმა მხრებზე გადდმოვიყარე და მცირედი მაკიაჟით შემოვიფარგლე. დათქმულ დროს უკვე ჩემს სახლთან იყო, პიჯაკში გამოწყობილი ისე მოხდენილად აბოლებდა სიგარეტს ბედნიერების ნაპერწკალმა კიდევ ერთხელ გაიელვა გულში. -როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ.ლოყაზე ნაზად მეამბორა და აკანკალებული თითები ხელზე შემახო. -შენც.კეკლუცად ჩავუკარი თვალი და ხელები ძლიერად მოვუჭირე. -დაჯექი. მანქანაში ჯელტმენურად ჩამსვა და მეორე მხრიდან თვითონ მოუარა. დანიშნულების ადგილას მალევე მივედით რესტორანში დაჯავშნული ადგილი დავიკავეთ და ვახშამი შევუკვეთეთ ჭიქა ღვინოსთან ერთად. -როგორი ბედნიერი ვარ თუ იცი.ხელი ხელზე შემახო და თვალებში ჩამაჩერდა. -აბა მე მკითხე წინ ყველაზე დიდი ბედნიერება მიზის. -დარწმუნებუი ვარ ახლა უფრო ბედნიერი იქნები.ფეხზე წამოდგა ადგომისთანავე დაიწყო წყნარმა მელოდიამ გაჟღერება და დარბაზში გაფანტულმა ხალხმა ჩვენსკენ გადმოიტანა ყურადღება.ჩემსკენ მოიწია ჩაიმუხლა და ჩემი ხელი მისაში მოაქცია.-ამ მომენტს დიდიხანი ველოდი მთელი ამ წლების განმავლობაში სულ მინდოდა ეს დღე დამდგარიყო და აი ახლა ამ მომენტს ხელიდან არ გავუშვებ, პირველად როცა დაგინახე გავიფიქრე რომ სუ სხვა იყავი არ გავდი ჩვენს სკოლაში ახლად გადმოსულ გოგონებს რომლებსაც ერთი სული ქონდათ როდის გამოიჭერდნენ ჩემნაირ სიმპატიურ ბიჭებს, თავიდან შენც კი იცი ჩვენი ურთიერთობა რა როგორც იყო, დროთა განმავლობაში შემიყვარდი მკლავდა შენი ფერმკრთალი გამომეტყველება მაშინ როდესაც დაფასთან იდექი და გული წაგივიდა ჩემს ხელებში ჩეასვენე და მაშინ მივხვდი როგორი უსუსური და სუფთაც იყავი იმ წამიდან შემიყვარდი იმ წუთიდან მივხვდი რომ შენ იყავი ის ვის გარეშეც სიცოცხლე არ შემეძლო, ახლა კი აღარ ვაპირებ ისევ შენს გარეშე ვიცხოვრო აღარ ვაპირებ სადმე გაგიშვა გთხოვ გახდი ჩემი მეუღლე ამიხდინე მთელი ამ წლის განმავლობაში რაც მქონდა ის იცონება იყავი ჩემი ცოლი რადგან შენ ხარ ის ნათელი წერტილი რომლის გარეშე სუნთქვაც კი არ შემიძლია ჩემი ჰაერი ხარ ჰაერზე მეტიც კი ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც სიცოცხლის ბოლომდე მეყვარება, ელისაბედ გამომყვები ცოლად?.დიდხნიანი სასიამოვნო მონოლოგის შემდეგ ის სიტყვები გავიგე რისი მოსმენაც მთელი ამ დროის განმავლობაში მინდოდა სიხარულისგან ცრემლები მომდიოდა ასეთი ბედნიერი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ვყოფილვარ. -კი გამოგყვები.თავი დავუქმიე და ცრემლები მოვიწმინდე.მანაც ჯიბიდან ლურჯი ყუთი ამოიღო და ბრილიანტის ბეჭედმაც გამოანათა თითზე ნაზად მომარგო ამაყენა და ტუჩემს დაეწაფა.ირგვლივ ოვაციების ხმა ისმოდა ხალხი მთელი ხმით ყვიროდა ზოგს ბედნიერების ცრემლებიც კი მოსდიოდათ მე და დანიელი კი უბრალოდ ვიდექით და ერთმანეთის სიყვარულით ვტკბებოდით. -არარსებობსსს.დაიკივლა ქეთიმ.ჩემს ოთახში ისხდნენ გოგონები და ჩემს ბრწყინვალე ბეჭედს გულმოდგინედ ათავლიერებდნენ. -არსებობს არსებობს.სიხარულიგან დავაქნიე თავი და საწოლზე გადავწექი. -აუ აუ პროსტო რა ბერნიერი ვარ შენ ხო არ იცი.გვერდით მომიწვა მარიამიც და ფეხები ფეხებზე გადამაწყო. -აუ აბა მე მკითხე ასე მგონია გული ამომივარდება და სადღაც გამექცევა.გულთან ხელები გადავიკარი და ღრმად ჩავისუნთქე. -აუ რაკაიაა მარა მე და გაბრიელს რო გვშია.ურცხვად კუსა თავლები ნინიმ და მუცელზე ხელი გადაისვა. -უჰ შენ როდის არ გშია.თავისთვის ჩაიდუდუნა ქეთიმ და ახარხარდა. -ეე ნუ დაგვცინი შე მათხოჯო იქნები შენც ორსულად და ნახავ მერე.თავი გადააქნია საყვარელმა ორსულმა და აივანზე გავარდა. -ვაიმე ჩემი გაბერილი გაგვიბრაზდაოოო. უკან მივყევით გაბუტულ ნინის და ხელები მოვხვიეთ. -ოო გაგებუტეთ.თავი გადააქნია და გვერდით გატრიალდა. -კაი ბოდიში მსუქან.ლოყაზე ხელი მოუთანთუნა მარიმ. -ხო კაი კაი.რომ ვეღარ მოითმინა ამოიოხრა და ჩაგვეხუტა. ჩემი ქორწილის დღეც დადგა დილას უთენია დამადგნენ გოგონები თავზე და მომზადებაც დავიწყეთ. დიდი ლამაზი თეთრი კაბა მოვირგე მარიამისთვის რომ გეკითხათ ჩემზე ლამაზი პატარძალი არ არსებობდა თუმცა ამას ჩუმდა ამბობდა ნინის რომ არ გაეგო თორემ ისევ აიბზუებდა ცხვირს და მუცელს. ვიზაჟისტები მალევე მოვიდნენ თმა მაღლა ამიწიეს და მკრთალი მაკიაჟიც გამიკეთეს. საშინლად ვნერვიულობდი თუმცა ჩემზე მეტად დანიელი ნერვიულობდა. -მოვიდნენ მოვიდნენ. ბოლო ხმაზე დაჰკივლა ქეთიმ და კიბეებზე აქოშინებული ამოვარდა. -პატარძალი? ხო ხარ კარგად?.ოთახში დემეტრემ შემოყო თავი. -უჰ კაჟივით კაჟივით.ჩემსმაგივრად გასძახა მარიამმა თუმცა რა კაჟივით სადაცაა გული წამივიდოდა. -მამიდას დახატული ეს რა გოგო მყავსო.მამიდაჩემი ქოთქოთით დამტრიალებდა თავს და თან ტიროდა. -მამიდა შენ მაინც ნუ ტირიხარ გეხვეწები. -კაი მამიდას სუნთქვა შენ მაგაზე არ იდარდო. -გამოდი ქალო აქეთ ვვერ ხედავ ბავშვი რადღეშია და შენ კიდე უმატებ.დადღანი დაიწყო ზუკამ. -გადი შენ იქითკენ აქ გოგოები ვიკრიბებით ბიჭების ადგილი არაა. -მერე რომელი გოგჩო შენ გნახე პროტეზი გაისწორე ქალო. -გადი ბიჭოთ თქვენ ელენე დეიდა რა ქალია აზრზე არ ხართ არა ელე?.თვალი ჩაუკრა ნინიმ. -გაიტლიკეს ენა ამ ლაწირაკებმა.თავი გადააქნია ელენე მამიდამ.-სხვათაშორის ახლაც შემიძლია სალტოების კეთება. -გაჩერდი ეხლა მიწისძვრა არ მოაწყო დაეტიე ერთ ადგილას თუქალიხარ.ხარხარით ლაპარაკობდა ზუკა ბოლოს კი თავისმა ცოლმა გააგდო გარეთ ჩემს დედამთილზე რეებს ბოდავო.ელენემ კი ამაყად გადააქნია თავი ეს რა რძალი მყავსო. ქორწილმა იდეალურად ჩაიარა ჯვრისწერა ისეთი ლამაზი სანახაობა იყო რომ თვალებიდან ცრემლს ძლივს ვიშორებდი. რესტორანი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დავიმხეთ ისე ვცეკვავდით სუყველა იატაკს ბზარი გაუჩნდა. ჩვენს ქორწილში ერთი კარგი ფაქტიც დაფიქსირდა ორი წყვიი გაგვეპარა მარი და გიორგი სვანეთში წავიდნენ ქეთი და ლევანი კი ბათუმში. 1 საათი გაშმაგებულები ვეძებდით და ბოლოს მივაგენით წერილი რომელიც ორივე წყვილმა დატოვა ერთი ზუკას ფეხსაცმელზე იყო აკრული მეორე კი მაგიდის ქვეშ იყო წამოგორებული.გამთენიისხანი იყო აეროპორტში რომ წავედით თვითმფრინავში ჩავჯექით და პარიზისკენ ავიღეთ გეზი.ნუ იქ ცხადია რაც ახალდაქორწინებულებსშორის ხდება ხოლმე ის მოხვდა. პარიზის ქუჩებში დავსეირნობდით მე და დანიელი თან კი ჩვენს მომავალს განვიხილავდით. -მოდი ექიმთან წავიდეთ.უცებ წამოაყრანტალა დანიელმა. -რამე გჭირს?.გაოგნებულმა ავხედე. -არა იქნებ ის გერმანელი ექიმი ცდება აქ კარგი ექიმები არიან და მათ გაესინჯე. -ხო მაგრამ იგივე პასუხი რომ აღმოჩნდეს?.აწყლიანებული თვალებით ავხედე. -მერე რა უბრალოდ ვცადოთ მეტი არაფერი იყოს იგივე პასუხი ხომ იცი რომ ეს არაფერს შეცვლის.ხელები სახეზე მომკიდა და ტუჩებს ვნებიანად დაეძგერა. -კარგი წავიდეთ.თავი დავაქნიე და ხელი ჩავჭიდე. ნაცნობმა ერთი კარგი ექიმი გვირჩია მასთან მივედით ანალიზები გავიკეთე და პასუხსაც დაველოდე 2 დღეში უნდა ყოფილიყო. საშინლად ვნერვიულობდი თუმცა არ ვიმჩნევდი არ მინდოდა დანიელს რამე შეემჩნია. გული მიგრძნობდა რომ ისევ ის პასუხი მოვიდოდა ამის გამო კი ის 2 ღამე თვალი არ მომიხუჭავს. -გაიღვიძე ჩემო სიხარულო არ დაგვაგვიანდეს.ყურთან საამურმა ხმამ გაიჟღერა და სასიამოვნოდ ჩამეღიმა. -კარგი ახლავე ავდგები.გვერდი ვიცვალე და დანიელს გადავაწექი. -ჰმ ცელქო გოგო მაინცდამაინც გინდა რომ შეგჭამო?.საწოლზე გადამაწვინა და ჩემს მაღლა მოექცა. -და მე რომ შეგჭამო?.ცალი წარბი მაღლა ავზიდე და მისი სახის დანახვაზე ავკაკანდი. -გააგებინე მთელ პარიზს ნამდვილი ქართული სიცილი. -ხო გავაგებინე დაე მიხვდნენ ვინ ჩამოვიდა პარიზში. -კაი ახლა ადექი თორემ მართლა შემომეჭმევი. -კარგი კარგი ვდგები.ფეხზე წამოვხტი ტანსაცმელი ჩავიცვი და ჩემს ქმართან ერთად კლინიკაში წავედი.პასუხები მზად იყო ახლა მხოლოდ თარჯიმანი მჭირდებოდა და მოვნახეთ კიდეც ერთ ერთი ექთანი აღმოჩნდა ქართველი. -ესეიგი მოიცადეთ თქვენ რა გითხრეს რომ შესაძლია თქვენი შვილი ანემიით იყოს დაავადებული?. -დიახ ასე გვითხრეს.თვალები ვკუსე. -კარგით რაა ეს სრული აფსურდია გარწმუნებთ ყველანაირად ჯანმრთელი ხართ და არანაირად არ იქნება თქვენი შვილი ანემიით დაავადებული. -რაა მართლა?.ხმამაღლა წამოიყვირა დანიელმა და ჰაერში ამაფრიალა.-მოიცადეთ ანუ არანაირი ალბათობა არაა იმისა რომ. -დიახ დიახ არანაირი აბათობააა იმისა რომ თქვენი შვილი ანემიით იქნება დაავადებული. -ღმერთოჩმო რაკარგია ეს, ეს ხომ შესანიშნავი ამბავია.თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე და დანიელს ხელები მოვხვიე. -დროა ახლა ბავშვზე ვიჩალიჩოთ.ხარხარით თქვა და თავზე მაკოცა. -ჩალიჩი? რაღათ გინდათ ჩალიჩი?.ენის მოჩლიფვით თქვა ექთანმა და გაოცებული თვალებით გადმოგვხედა. -აბა შვილი ხომ გვინდა კაცო. -მოიცა არ უთქვამთ?.გაკვირვება ვერ დამალა გოგონამ. -რა არ უთქვამთ? რამე ცუდი ამბავია?.შეშინებული მოვცილდი და ხელები ნერვიულად ერთმანეთში ავხლართე. -არა რა ცუდი ამბავი თქვენ ორსულად ხართ.გაბრწყინებულითვალებით გვითხრა და ფურცელს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი. -ვაი გულო.გულზე ხელი დავიდე გონება დავკარგე.რომ გამოვფხიზლდი პალატაში ვიწექი დანიელი კი გვერდით მეჯდა და დაჟინებით მიყურებდა.როდესაც გაანალიზა რომ გონს მოვედი ფეთიანივით წამოხტა და მე მეცა. -როგორ ხარ? კარგად ხარ? რამე ხო არ გინდა?.კითხვებით ამავსო და ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა. -კი კი კარგად ვარ აუ საქართველოში მინდა.თავი მოვიქავე და გავიცინე. -დღესვე წავიდეთ ჩვენ სამივე.შუბლზე მაკოცა და გვერდით მომიწვა.-რასაც მოისურვებ იმას გავაკეთებ ამწამსვე გადაგაფრენ კერძო თვითმფრინავით ოღინდ შენ რამე მოგინდეს. -კაი ოღონდ ჯერ აქაურობას მოვცილდეთ. -როგორც შენ გინდა ჩემო სიცოცხლე. -აუ დანიელლ..ჩემით ჩავიწუწუნე. -რა ხდებაჩემო გოგო?.შეშინებულმა დამხედა. -შოკოლადი.დებილივით გავეღრიჭე და ცხვირზე ვაკოცე. -ვსიო ახლა უნდა დაიწყო?. -აუუუ.გაბუსხულმა ტუჩები დავბრიცე. -ელისს 4 კვირისაა მამიკოს სიცოცხლე 4 კვირისაა.მუცელზე ხელი გადამისვა და ჯერ სულ რამოდენიმე კვირის ნაყოფი დიდი სიყვარულით მოიხსენია. -გამარჯობა საყვარელო მე შენი დედიკო ვარ ის კი მამიკო შენ ყველაზე გიჟი და მაგარი მშობლები გეყოლება. -განსაკუთრებით დედიკო ეყოლება ყველაზე ტკბილი.მუცელთან უჩურჩულა მამიკომ და „ღიპუცაზე“ მაკოცა. -აუ შოკოლადი რო მინდაა. ტკბილზე შოკოლადი გამახსენდა და ავწუწუნდი. -ხო კარგი მოგიტან ახლავე.სიცილით აბუზღუნდა დანიელი და საფულეს ძებნა დაიწყო. რა არის სიყვარული? ამას სიტყვებითაც ვერ აღწერს ადამიანი, სიყვარულია როცა გვერდით გყავს ადამიანები რომლების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია ეს ერთ-ერთი განმარტებაა მრავლიდან. ყველა სხვანაირად აღიქვავს სიყვარულს მე კი ჩემებურად, სიყვარული დანიელი და ჩენი პატარა 4 კვირის სიხარულია.. ბევრი შეცდომების მიუხედავად მეინც მეღირსა ბედნიერება. ავდარს ყოველთვის მოსდევს კარგი ამინდი სიყვარულს ყოველთვის მოსდევს უფრო დიდი სიყვარული.. ღამეს ყოველთვის მოსდევს ნათელი დღე. უსასრულო არაფერია ნამდვილი სიყვარულის გარდა. -აუ მეც რო მინდა ბაღანაა.სახლში გიჟივით დარბოდა დემეტრე და ცეცხლმოკიდებული ადამიანს აღარ გავდა. მოკლედ ბოდიშს გიხდით რომ ასეთი ცუდო გოგო ვარ მაგრამ საერთოდ არ მეცალა ხან ქალაქ გარეთ ვიყავი ხან კიდევ რავიცი. იმედია მოგეწონათ ეს ისეტორია მომიტევეთ შეცდომები. დიდ მადლობას გიხდით ამდენიხანი რომ გვერდით მედექით და ასეთი თბილი კომენტარებით მავსებდით. საუკეთესოები მყავხართ. მიყვარხართ ძალიან ძალიან.. მაინტერესებს თქვენი აზრი მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ აბა არ დაიშუროთ კომენტარები.. სულ მალე ახალი ისტორიით დავბრუნდები.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.