შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლის დრაკონი! №1


25-02-2016, 23:32
ავტორი Tox IKo))
ნანახია 2 000

მე!.. მივუყვებოდი გრძელ...
შავ...
დაბურულ...
ნისლიან...
ეკლიან...
ეკლიანი და შავ ტოტებით ასხმული ხეებით გარშემორტყმულ... გზას...
დიახ, დიახ!.. გზას...
არც კი ვიცოდი სად მივდიოდი... შიშველი ფეხებით გავრბოდი... დიდ ტკივილს გვრძნობდი...
ნეტა როგორ? როგორ ავღმოჩნდი იქ? რა მოხდა? ვინ მატკინა გული?...
ხეები მე მიყურებდნენ, ჩემს ტკივილის გრძნობდნენ... იზიარებდნენ სევდას... ცრემლებით მორწყული ღაწვები ისე მიბრწყინავდა, როგორც სველი ვარდი...
რა იყოო? სად მივდიოდიი? ნეტაა, ნეტაა სად?! ან როგორ ვუძლებდი იმ ეკლებს... ვგრძნობდი სისხლდენას...
-საით? საით მიდიხაარ?
ვფიქრობდი და ვიტანჯებოდი...
ამ ფიქრებში გართულს რაღაცამ შემაწუხა... მხრები ამეწვა. ზურგი ამტკივდა...
რა მოხდა? რატო მტკიოდა ასე ზურგიი? მთლიანი სხეული გამყინებოდა... ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. თან ამ გზას მივუყვებოდი იმ იმედით, რომ გამოჩნდებოდა რაღაც!.. დიახ! რაღაც, რაც გადამარჩენდა. ვიღაც! ვინც შემიფარებდა!.. ისეთი რამ ან ვიღაც რაც/ვინც დამეხმარებოდა...
უეცრად! სრულიად უეცრად! გამოჩნდა სინათლე!
-რა ხდებაა? (გავიფიქრე მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე)
თვალები ელვი სისწრაფით დავახამხამე და ამ დროს!..
რაღაც საოცრება ვიგრძენი! თვალები მაგრად დავხუჭე.
შვება? კი! შვება! წამში კი გავთავისუფლდი!
-რააა? რა მოხდა? (ცალი თვალით გავხედე სამყაროს)
ნეტა არც კი შემეხედა და ისე მოვმკვდარიყავი!.. თვალი გავახილე და დავინახე, რომ ვიდექი შუა გზაზე, სადაც მანქანები მთელი სისწრაფით მოძრაობდნენ!...
-აა! მიშველეეთ! (მთელი ძალით ვყვირდიი)
გზა დიდი იყოო, მოძრაობა კი საშინელი! ვერც ტროტუარზე გადავდიოდი. ჩემსკენ კი უზარმაზარი მანქანა მოდიოდა!
-ვაიმეე! (ვყვიროდი)
ხალხი კი მიყურებდა, გაშტერებული სახეებით იდგნენ. ნეტა იქ ან იმ შავ გზაზე როგორ აღმოვჩნდიი?
დიდი სატვირთო მანქანა კი სულ უფრო ახლოს იყო! ამ დროს!..
ვიღაც ბიჭმა მთელი ძალით მკრა ხელი და ტროტუარზე გადმომაგდო, თვითონაც გადმოვარდა და დაეცა მე კი ხელები მომხვია და გადამარჩინა. მან ფეხი მოიტეხა!
მოძრაობა შეჩერდა... დიდი სიწყნარე ჩამოვარდა, მაგრამ ახლა ხალხმა ატეხა ერთი ამბავი!
ისინი ყვიროდნენ... უამრავმა სასწრაფოში დარეკა. ვიღაც ქალი მომიახლოვდა:
-როორ ხარ შვილოო?! (ქალი)
-ვაიმე... ცუდად ვარ... ცუდად... (მე)
სასწრაფოც მოვიდა, ჩემი გადამრჩენი წაიყვანეს... მე კი იმ ქალმა ხელი გამომიწოდა და წამომაყენა. ყველა ჩვენ დაგვესია...
-აქ როგორ აღმოჩნდიი?
-ეს რა მოხდა?
-ვინ ხარ? ეს როგორ გააკეთე?
სულ უცხო ადამიანები მეკითხებოდნენ და გაკვირვებული სახით მიყურებდნენ. მე თვითონაც არ ვიცოდი რა მოხდა, მათ როგორ ვუპასუხებდიი?
-შვილო, მშობლები გყაავს? (ქალი)
-დიახ... (მე)
-ნომერი მითხარი სასწრაფოდ (ქალი)
რა მექნა? ვუთხარი ნომერი. მან დაურეკა და პასუხს ლოდინი დაუწყო.
-ალო... (ქალი)
-გისმენთ. (დედაჩემი)
-თქვენი შვილია აქ. ძალიან ცუდად არის, კინაღამ მანქანა დაეჯახა, ერთმა ბიჭმა გადაარჩინა და ფეხი მოიტეხა, გთხოვთ მობრძანდით (ამა და ამ ქუჩაზე) და წაიყვანეთ. მანქანების მოძრაობის გზაზე როგორ აღმოჩნდა ვერავინ დაინახა! თვითონაც არ იცის... (ქალი)
-ახლავე! (აღელვებული ხმით უთხრა დედამ და გაუთიშა)
სულ რაღაც 4-5 წუთი გავიდა და დედიკოც გამოჩნდა მამასთან ერთად.
-შვილოო! რა მოხდა?! (დედა)
-როგორ ხაარ?! (მამა)
-ცუდად მაა! ცუდად! დეეე წამიყვანეთ რაა! (ტირილი მოვრთე და მშობლებს ჩავეხუტე)
-კაი შვილოო დაწყნარდიი... (დედა)
-მე წავალ იმ ბიჭთან, რომ გადაგარჩინა... (მამა)
-მიდი კაი... (დედა)
-დეე! წამიყვანეე რაა... (ცრემლებს ვღვრიდი)
-კაი შვილო წამო.
მანქანაში ჩავსხედით და იქაურობას მოვშორდით.
სახლში რომ შევედით, მივაარდი ჩემს ოთახს, საწოლზე დავეხეთქე და ტირილი განვაგრძე.
-რა მოხდა, შვილოო?! (დედა)
-არ ვიცი დეე... რაღაც ბნელ გზას მივუყვებოდი... მერე მანქანებში აღმოვჩნდი და ვიღაც ბიჭმა გადამარჩინა, თვითონ ფეხი მოიტეხა. მეც უნდა ვნახოო დე! მადლობა გადავუხადო! (მე)
-ეხლა არა შვილო... მამა ნახავს. შენ დაწყნარდი ჯერ!.. (დედა)
-დეე... შავ გზას რომ მივყვებოდი მეძინა, ყველანაირ შემთხვევაში სანამ იმ გზას გავუყვებოდი ჩვეულებრივად დავიძინე... გზაზე როგორ აღმოვჩნდიი? (მე)
-რაა? შავ გზაზეე?! (დედა)
დედას ფერი არ ჰქონდა. შევატყვე, რომ რაღაც იცოდა და მიმალავდა ან ეგრე მხოლოდ მე მეგონა...
-ჰო რა იყოო? რამე იციი? (მე)
-არა შვილო... ძალიან გამიკვირდაა... თუ დაიძინე... მაშინ იქ, მანქანებში როგორ აღმოჩნდი... (პაუზებით ამბობდა დედა)
-ხომ კარგად ხარ დეე? (მე)
-კი, კიი შვილო... მიდი შხაპი მიიღე და დაწექი დაიძინე, დაისვენე, მანამდე მეც სავაადმყოფოში წავალ. იმ ბიჭს მოვინახულებ და მამასთან დავრჩები... რომ გაიღვიძებ დინას, მარის და ნინის დაუძახე ამოვიდნენ და აქ დარჩნენ, რომ მარტო არ იყო.
-კაი დეე^^ (მე)
დედიკო წავიდა. მე სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე. რომ გამოვედი ისევ იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ საიდან აღმოვჩნდი იმ სიბნელით გარშემორტყმულ ადგილას, ან მანქანებში როგორ მოვხვდი, ან თუნდაც რას მალავდა დედა...
ღამის პერანგი გადავიცვი და თბილად ჩავწექი ლოგინში. მევრჯერ ვცადე, მაგრამ ვერაფრით დავიძინე. ერთი საათი ვიყავი ასე, ბოლოს კი მაინც გოგოებს დავურეკე.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
უი, სულ დამავიწყდა. მე ვარ ლიკა, 16 წლის, მე11 კლასში. ვარ შავგვრემანი და მწვანეთვალება. დავდივარ ჩოგბურთზე უკვე მე7 წელია. ეს სპორტი ძალიან მიყვარს და ბევრჯერ მაქვს აღებული პირველი ადგილი შეჯიბრებებში. ალბათ გაგიკვირდებათ და დაბადებიდან მაქვს, კანზე თანდაყოლილი ნიშანი. ნიშანზე რა არის გამოხატულიი? დაახლოებით დრაკონი. ნუ მე არ ვიცი მაგრამ დრაკონს ვამსგავსებ... და კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ჩემს სამ დაქალსაც მსგავსი ნიშნები აქვთ... სწორედ ამ გასაკვირი მოვლენის საშუალებით გავიცანი ჩემი საუკეთესო მეგობრები: მარი, ნინი და დინა. ისინი გავიცანი ჩოგბურთზე. ბოლოს უმაგრესი მეგობრები გავხდით და თავიანთი საიდუმლო გამიმხილეს. მართალია მათაც არ იცოდნენ ეს რა ნიშანი იყო, მაგრამ საიდუმლოს სახით მალავდნენ. მე რომ ვნახე მახსოვს როგორ გამიკვირდა და მათ ჩემიც ვანახე. ნეტა რა საერთო გვაქვს?
მე მათ სკოლაში მე4 კლასიდან გადავედი. ეხლა კი საერთოდ საუკეთესოზე საუკეთესო დაქალები ვართ. საკუთარი დებივით მიყვარს ჩემი გიჟი მეგობრები. უიი, უიი... ჩემიი დაიკო^^ მას თაკო ჰქვია, არის 20 წლის. ძალიან მიყვარს! მას არ აქვს მსგავსი ნიშანი, რაც მე კიდევ უფრო მაკვირვებს, რადგან მარი და ნინიც დები არიან და ორივეს ეს საერთო აქვთ. ჩემს დედიკოს მაია^^ ჰქვია, მამას კი - გიორგი^^ ისინი ძალიან, ძალიან მიყვარს!^^
მე უამრავი მეგობარი მყავს. არავის ვემტერები, მაგრამ არც არავის ვურჩევ ჩემს გაბრაზებას. ჩემი სასტავის ბავშვები კიი ჩემი ოჯახივით მიყვარს. ჩემი გიჟი დაქალები და „ძმები“: ლუკა, დემეტრე და დათო.
იცით? რაღაცნაირი უცნაური ცხოვრება მაქვს, არაფერი მაკლია. ყველაზე თბილი ოჯახი მაქვს. ყველა ძალიან მიყვარს. ძალიან საყვარელი და კეთილი მეგობრები მყავს. მაგრამ ხშირად თავს უცნაურად ვგრძნობ. რაღაც არასასიამოვნო შეგრძნება მაქვს, ხოლმე... თითქოს... არ ვიცი... მაგრამ ზოგჯერ ყველაფერს ვიკიდებ და ვმხიარულდები. სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
გოგონებს დავურეკე და ისინიც ეგრევე ჩემთან გაჩნდნენ.
-გოგოოო! რა გჭირს? დედაშენმაც დაგვირეკა, კინაღამ მანქანამ დაარტყაოო! (დინა)
-კარგად ხაარ? რამე ჰო არ დაგიშავდაა? (მარი)
-რა მოხდა ქალოო? რა მანქანა?? რა დაგეჯახა? რა ბიჭმა გადაგარჩინაა? (ნინი)
-ჰოო... რაღაც უცნაური რაღაცეები მჭირს... ვფიქრობ ამ ნიშანთან არის დაკავშირებული... (მე)
-ამასთან? (დინა)
ნიშანი ყველას ერთსა და იმავე ადგილას გვაქვს, ზურგზე, მარჯვნივ, ზემოთ კუთხეში პატარა რაღაც, რასაც მე დრაკონს ვამსგავდებ. დინამ ხელი ზურგზე დაიდო და ისე მკითხა...
-ჰოო, ჰოო აი მაგასთან... (მე)
-დაა... (გაიკრიჭა მარი) ვინ ბიჭმა გადაგარჩინაა?.. (მარი)
-უი რავიი მე... მარა ძალიან დიდიი მადლობა მას, ჩემს გამო ფეხი მოიტეხა. უნდა მოვინახულო მერე, დედა და მამა სავაადმყოფოში არიან. მერე მეც მივალ... (მე)
-ჰოო გოგოო^^ (დინა)
-კაი და ეხლა მოდი ჩაიცვი მოემზადე და დროც მალე გავა, მერე ერთად წავიდეთ იმ ბიჭის მოსანახულებლად. (მარი)
-აჰაამ^^ (მე)
-მიდიი მიდიი ჩემი გოგო მალე^^ (ნინი)
-ჰოომ ეხლავე^^ (მე)
გადავიცვი გრძელი, სპორტული თეთრი მაისური, წარწერით: „Life Is A Game! You must win!”, შავი დაგლეჯილი შორტი და შავი კედები. გავიკეთე შავი სქელი სამაჯური, კარე თმა ავიჩეჩე და მისაღებში გავედი გოგონებთან.
-წავედით ჰეე. (მე)
აუ კიბეებს დავხედე და ვთქვი:
-აქ რა ჩავა, წინ ორი სართულია... (გავიკრიჭე)
მოაჯირზე ჩავსრიალდიი და დავიყვიე:
-Yoo^^ (მე)
გოგოებიც ამყვნენ და ეზოში გავარდით.
...
ტაქსის გაჩერება დავაპირე და ხელი გავიშვირე. მანქანაში ჩავსხედით და სავაადმყოფოსკენ გავემართეთ.
....
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
შემიფასეთ. როგორია, გავაგრძელო? ფანტასტიკაა. არარეალობაა. უბრალოდ ზღაპარია, მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონებათ. პარალელურად მეორე ისტორიასაც დავწერ.



№1  offline წევრი natia-natia

საინტერესოა გააგრძელე

 


№2  offline მოდერი mikussa

ზოგადად "-" იმიტომ გამოყოფენ დიალოგს რომ გაარჩიო პერსონაჟები. მკითხველს დაანახე პირველი პერსონაჟის სახელი რომელიც იწყებს საუბარს , და შემდგომ დეფისით გამოყოფა ნათელს გახდის ყველაფერს.. (მაგ: თუ კი საუბარს ვიწყებ მე, ლოგიკურია პარტნიორი მპასუხობს სხვა, არაა მითითებს საჭირო, ეს ერთი სიტყვითაც შეგიძლია თქვა, ნუ თუ საგანგაშო სიტუაცია არაა)
ნუ გამოხატავ ემოციებს ^^ მსგავსი სახით, მაქსიმალურად შეეცადე აქცენტი მოყოლის დროს, შინაარსზე და აღწერაზე გაამახვილო, სიმშრალე ბოლოს თავადაც მოგბეზრდება და დაგრჩება მხოლოდ შინაარსი რომელიც ფანტასტიკის კვალობაზე ერთი შეხედვით შეიძლება იყოს შთამბეჭდავი , მაგრამ დამიჯერე აღწერასა და მხატვრულობას დიდი დატვირთვა აქვს ტექსტში..
მოკლედ რამდენი ვილაპარაკე :დ
წარმატებები :)
--------------------
If you don't believe in yourself, nobody will do.

 


№3 სტუმარი sandra

გააგრძელეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent